IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს.
კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ.
კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას.

კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Dulos
პოსტი Apr 30 2007, 05:14 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
1)მაინტერესებს სადამდე მიდის თქვენი ნდობის ზღვარი რომ ისინი სახარების მიხედვით მოქმედებდნენ და მათ ყველაფერში ეთანხმებით 12 მოციქული,70 მოციქული,და თუ წმინდა მამებიც ვინ?


ჩვენი სწავლება ბიბლიოლოგიაში მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავდება იმით, რომ ვთვლით, რომ უმთავრესი და უპირველესი ავტორიტეტული წერილი ქრისტიანისათვის მხოლოდ ბიბლიაა. თქვენ ასწავლით, რომ წერილი და ტრადიცია თუ გარდამოცემა. მოკლედ აზრი გასაგებია. რას ნიშნავს და რას ვგულისხმობთ ჩვენ ამ დროს?

როდესაც გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ ისტორიას და წარსულს, ეს არასწორია და ჩვენი სწავლების უცოდინრობაა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეკლესიის მამების სწავლებას, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს, სწავლებას, ქადაგებას და ა.შ. ვინც არ უნდა წარმოსთქვას იგი, სანამ ის წმიდა წერილს არ ეწინააღმდეგება. როდესაც ასე ვთვლით, უპირატესობას ბიბლიას ვანიჭებთ. წაკითხული გექნებათ კლიმენტის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. იქ ციტატა მოჰყავს დაბადების წიგნიდან, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ბიბლიაში მოცემული აღწერისაგან. ამ შემთხვევაში ბიბლიას ვანიჭებთ უპირატესობას.
წმიდა მამების ბიბლიის განმარტებებს იყენებთ, რომლებიც 17, 16 საუკუნეების წინ დაიწერა და მათ განმარტებებსაც განმარტება სჭირდება, რათა გაიგო 21-ე საუკუნის ქრისტიანმა. ეს თუ გაუგებარია, ავხსნი.

ბიბლიის გაგება, იმ აზრით რომლიტაც იგი დაიწერა - ესაა ჩვენი უმთავრესი მიზანი. პირველი ამაში უფლის სული გვეხმარება, წმიდა წერილის ავტორი და ჩვენი მასწავლებელი. ღმერთის სიტყვის დამახინჯებას რა სასჯელიც მოსდევს, ღმერთის სიტყვიდანვე ცნობილია. ამიტომ ტავი შეიკავოს სუყველამ, ვინც პროტესტანტს გარდამოცემის შეგნებულად და პრინციპულად უარყოფაში დაადანაშაულებს. არ გვინდა არაფერი დავამატოთ ღმერთის სიტყვას და მის მცნებებს.

მაგალითად. ნიკეის რწმენის სიმბოლოები, იგივე ე.წ. აფანასის რწმენის სიმბოლოები-ამათში და კიდევ ბევრში საწინააღმდეგოს ბიბლიასთან ვერაფერს ვხედავთ. ვსწავლობთ და ვასწავლით გარდამოცემას სემინარიებში და იმიტომ კი არა, რომ კამათში გამოვიყენოთ. არა. იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ რას გვასწავლის ღმერთის სიტყვა და რა მცნებებს გადმოგვცემს.

ერთ საკითხს მოვიყვან პირადი გამოცდილებიდან მაგალითად, რომელიც ამ ფორუმზეც განიხილება: წმიდანების და ხატების თაყვანისცემა.

ერთი რამ გასაგებია, რომ ეს სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში გუშინ და დღეს არ შემოსულა. ამას უკან საუკუნეები და ისტორია უდგას. ბატონი კაიროსის წყალობით ჩვენ გავეცანით როგორ ვიტარდებოდა ეკლესიაში ეს სწავლება საუკუნიდან საუკუნემდე. ეს ისტორიაა და ამაზე კამათს არც აქვს აზრი. წიგნის დაწერაც იყო ნახსენები და ეს მართლაც კარგი აზრია, რომელსაც ეს სატაური მოუხდებოდა "ხატთაყვანისცემის განვითარება ეკლესიაში". ეს დისკუსიაც ამ საკითხის გარშემო დაიწყო არა ბიბლიის პირველი თავებიდან, არამედ ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან. სამება იყო ნახსენები. სამების დოქტრინას ვასწავლით, დაწყებული დაბადების წიგნიდან და დამთავრებული გამოცხადებით, მთელს ბიბლიაში ეს ყველგან ნათლად ჩანს. აფანასეს რწმენის სიმბოლო სამების დოქტრინის შესახებ თითქმის ზეპირად ვიცი; ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული.

ავიღოთ ახლა თაყვანისცემა, გარდაცვლილთათვის ლოცვა, შესანდობარი (ზუსტად რა ჰქვია არ ვიცი); კათოკილიკურ ეკლესიაში ფიგურებს ანიჭებენ უპირატესობას, მართლმადიდებლურში ხატებს, ესეც ისტორიულად და კულტურიდან გამომდინარე. ყველა მონაწილისადმი პატივისცემის მიუხედავად, მე ჯერ ბიბლიიდან მოყავნილი კარგი არგუმენტი თუნდაც ერთი, არ მომისმენია. არაკანონიკური წიგნებიდან კი. მაგრამ ამ წიგნს არაკანონიკურიც იმიტომ ეწოდა, რომ ერთერთი მიზეზი სწორედ ეს იყო: ბიბლიასთან განსხვავება სწავლებაში.





ციტატა
2)არის თუ არა პროტესტანტიზმში ისეთი ავტორიტეტები რომლებიც გინდაც რამდენიმე საუკუნის წინ იყვნენ და რომლის აზრებსაც და შეხედულებებს წმინდა წერილის განმარტების შესახებ იზიარებენ და ეყრდნობიან პროტესტანტები და იზიარებთ თქვენც?


ეს კითხვა წინას უკავშირდება. მიუღებელი მხოლოდ ერთი რამაა: როდესაც ვთვლით, რომ ეწინააღნდეგება ბიბლიას. ავტორიტეტი ერთია: ბიბლია. უარს არ ვიძახით ისტორიიდან იმაზე, რაც მის გაგაბაში გვეხმარება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტორი იყოს პროტესტანტი. ჩემთვის მიუღებელია ზოგი რამ კალვინის სწავლებაში, მაგრამ მისაღებია რაც ტერტულიანემ თქვა და ა.შ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   ვისაუბროთ პროტესტანტებზე   Apr 11 2007, 05:44 PM
მარიამი   მე მყავდა ერთი პრო...   Apr 11 2007, 06:36 PM
მარიამი   ჰო, კიდევ ის ვიცი, რ...   Apr 11 2007, 06:48 PM
გლახა   მარიამი მორმონებ...   Apr 12 2007, 11:09 AM
გლახა   solomony პროტესტანტებს ...   Apr 12 2007, 11:26 AM
Dulos   მორმონები და იეჰო...   Apr 12 2007, 11:57 AM
KAIROS   პროტესტანტი რომ პ...   Apr 12 2007, 12:38 PM
mendes masieli   როგორც ვიცი ზოგიე...   Apr 12 2007, 01:25 PM
Dulos   ჯერ იმას ვიტყვი (ც...   Apr 12 2007, 01:47 PM
KAIROS   ცინიზმს შეეშვი... ...   Apr 12 2007, 01:56 PM
მხევალი ნინო   Dulos ჩემთვის მეტად ს...   Apr 12 2007, 05:37 PM
მარიამი   მე მაქვს კიდევ ერთ...   Apr 12 2007, 10:19 PM
ზებედე   ცნობილმა ლუთერანმ...   Apr 13 2007, 12:09 AM
KAIROS   და რომ მოგიწიოს რა...   Apr 13 2007, 01:01 PM
გლახა   პროტესტანტულია ქვ...   Apr 13 2007, 01:15 PM
marine   გლახა გლახუნა, არ დ...   Apr 13 2007, 01:17 PM
Dulos   მე არ გაშინებ, არ მი...   Apr 13 2007, 01:19 PM
კანონისტი   გლახა დავიწყოთ იქ...   Apr 13 2007, 01:32 PM
კანონისტი   გლახა სერგი! ასე...   Apr 13 2007, 01:42 PM
Dulos   ეს ძალინ კარგია. ...   Apr 13 2007, 01:53 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე! ცუდი...   Apr 13 2007, 01:59 PM
afxazi   Dulos გაიხარე! ცუდია...   Apr 13 2007, 02:05 PM
კანონისტი   afxazi ხო, მგონია   Apr 13 2007, 02:07 PM
afxazi   afxazi ხო, მგონია მე მგ...   Apr 13 2007, 02:09 PM
Dulos   როგორც ჩემთვის არ...   Apr 13 2007, 03:27 PM
marine   მე მყავდა yahoo messenger-ით ...   Apr 13 2007, 05:48 PM
Dulos   რატომ არ არიან მო...   Apr 16 2007, 11:50 AM
მარიამი   Dulos ჩემს კითხვასაც უ...   Apr 16 2007, 11:56 AM
გლახა   მარიამი ვინ/რა არი...   Apr 16 2007, 12:04 PM
Dulos   სანამ ამ კითხვაზე...   Apr 16 2007, 12:16 PM
მარიამი   შენი კითხვა ჩემს კ...   Apr 16 2007, 12:18 PM
გლახა   მარიამი კი არის. და...   Apr 16 2007, 12:26 PM
მარიამი   ვერ დაგეთანხმები. ...   Apr 16 2007, 12:50 PM
მარიამი   ეს უნდა წავიკითხო? ...   Apr 16 2007, 05:09 PM
Dulos   ინტერნეტიდან არაა ...   Apr 16 2007, 06:33 PM
Dulos   Новозаветная Церковь В хри...   Apr 16 2007, 07:32 PM
death   Митрополит Антоний Храпови...   Apr 16 2007, 07:52 PM
KAIROS   ჩემი და მარიამის ა...   Apr 17 2007, 08:23 PM
alex_b   ეხლა შემოვედი და ძ...   Apr 18 2007, 11:58 AM
lado s   ვინც რუსულად კითხუ...   Apr 18 2007, 09:11 PM
Dulos   ვისაც სურვილი გაქვ...   Apr 19 2007, 12:19 PM
მარიამი   ჩვენ მაგას ვნახავ...   Apr 19 2007, 12:22 PM
lado s   ბატონო პროტესტანტ...   Apr 19 2007, 06:54 PM
გლახა   lado s ჩემო კარგო ჯერ ...   Apr 19 2007, 07:01 PM
მხევალი ნინო   გლახა სად დადიან ...   Apr 19 2007, 07:06 PM
ლეონტი   გლახა, აბა ყოფილი პ...   Apr 19 2007, 07:54 PM
Dulos   გლახა ვფიქრობ აქა...   Apr 19 2007, 09:12 PM
Dulos   ნინო მაპატიეთ დაგ...   Apr 19 2007, 09:34 PM
Dulos   მე მივეკუთვნები ს...   Apr 19 2007, 10:11 PM
likka   შვედეთის პროტესტ...   Apr 19 2007, 10:18 PM
ლეონტი   ПРОГУЛКА ПРОТЕСТАНТА ПО ПР...   Apr 19 2007, 10:36 PM
solomony   რამდენიმე კითხვას ...   Apr 20 2007, 02:10 AM
kato_Bato   მოკლედ, ერთმანეთს ...   Apr 20 2007, 01:12 PM
მხევალი ნინო   Dulos დულოს, ცოტა ემი...   Apr 20 2007, 03:23 PM
Dulos   ნაწილობრივ კი. უმა...   Apr 20 2007, 03:30 PM
მხევალი ნინო   პროტესტანტებს ჰყა...   Apr 20 2007, 03:31 PM
KAIROS   თუ არსებობს ზუსტი ...   Apr 26 2007, 01:38 PM
მხევალი ნინო   ამ ბოლო დროს პროტე...   Apr 27 2007, 11:34 AM
matebichi   ამ ბოლო დროს პროტე...   Apr 27 2007, 02:43 PM
მხევალი ნინო   matebichi აქ ძალიან საი...   Apr 27 2007, 02:48 PM
matebichi   matebichi აქ ძალიან საინ...   Apr 27 2007, 02:58 PM
მხევალი ნინო   matebichi ოხო, რა ადვილა...   Apr 27 2007, 03:01 PM
matebichi   matebichi ოხო, რა ადვილად...   Apr 27 2007, 03:05 PM
Dulos   ამ სიტყვებიდან გა...   Apr 27 2007, 06:10 PM
matebichi   ამ სიტყვებიდან გა...   Apr 30 2007, 03:23 PM
მხევალი ნინო   Dulos ???????????????????????????????????????   Apr 27 2007, 06:30 PM
KAIROS   :D გეთანხმები :D დულ...   Apr 29 2007, 05:29 PM
Dulos   როგორც ჩანს კარგა...   Apr 30 2007, 02:36 PM
Dulos   ლუთერი და რასელი, ...   Apr 30 2007, 03:50 PM
მხევალი ნინო   დულოს, მეც მიპასუხ...   Apr 30 2007, 03:53 PM
KAIROS   რა გჭირს დულოს? რ...   Apr 30 2007, 03:58 PM
გლახა   მხევალი ნინო მე გა...   Apr 30 2007, 04:04 PM
მხევალი ნინო   გლახა სად ნახე ხე...   Apr 30 2007, 04:10 PM
Dulos   მიხარია ადამიანუ...   Apr 30 2007, 04:15 PM
მხევალი ნინო   Dulos ეუჰ, მართლა გლა...   Apr 30 2007, 04:17 PM
Dulos   აბა როცა გაბრაზებ...   Apr 30 2007, 04:20 PM
matebichi   არანაირად არ დამიკ...   Apr 30 2007, 04:35 PM
Dulos   ჩვენი სწავლება ბი...   Apr 30 2007, 05:14 PM
KAIROS   აბა ახლა ამეტებ ...   Apr 30 2007, 08:34 PM
KAIROS   ანუ არ არსებობს ა...   Apr 30 2007, 08:44 PM
Dulos   მართალი ხარ. არც ...   May 1 2007, 01:51 PM
მხევალი ნინო   Dulos ხანდახან ძალია...   May 1 2007, 03:09 PM
Dulos   არ მითქვამს არ არს...   May 2 2007, 05:39 PM
KAIROS   ძალიან კარგი, ასე ...   May 2 2007, 09:52 PM
Dulos   საწინააღმდეგოს გ...   May 3 2007, 01:54 PM
KAIROS   დაგწერა შე კაცო ქ...   May 3 2007, 09:33 PM
გლახა   KAIROS მაოცებ კაიროს...ძ...   May 4 2007, 10:45 AM
მხევალი ნინო   გლახა არ დაგვავიწ...   May 4 2007, 10:59 AM
გლახა   მხევალი ნინო არა...   May 4 2007, 11:00 AM
KAIROS   და ის მორწმუნენი ...   May 6 2007, 11:26 AM
S W A T   გლახა რას აპროტესტ...   May 6 2007, 11:36 AM
გლახა   KAIROS კომენტარს არ ვა...   May 7 2007, 11:24 AM
S W A T   გლახა ააა და ეგ არი...   May 7 2007, 12:00 PM
Dulos   კაიროს სხვა საკი...   May 8 2007, 01:00 PM
Dulos   კიდევ ერთხელ გიმე...   May 10 2007, 02:32 PM
KAIROS   მე კი ისევ გიმეორ...   May 10 2007, 02:56 PM
Dulos   კი არ გამოგრჩა, უბ...   May 10 2007, 03:55 PM
Dulos   პ.ს. კაიროს ეს გახსნ...   May 10 2007, 04:57 PM
KAIROS   აბა ვისზე გეკამათ...   May 14 2007, 12:27 PM
Dulos   უფრო ზუსტად მე გე...   May 14 2007, 03:44 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 01:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი