IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

145 გვერდი V « < 136 137 138 139 140 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Mar 27 2017, 12:16 PM
პოსტი #2741


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამყაროს პოეტური განცდა იშვიათია და, ამავე დროს, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. პოეტები მოწყვლადი სულისანი არიან, ბავშვური სიხალასე და გრძნობათა სიმძაფრე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, ეს კარგი და მშვენიერია, მაგრამ ზედმეტი სენსიტურობა გარკვეულ საშიშროებას შეიცავს - ასეთ გულჩვილ ადამიანებს ცხოვრება უჭირთ სამყაროში, სადაც, სამწუხაროდ, ნაკლებად ვუფრთხილდებით ერთმანეთს."

/ქეთევან მაყაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2017, 10:53 PM
პოსტი #2742


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზეცამ მოიხსნა ღუბლების თარგი,
და სულთან უფრო ახლოა ბიზე...
მე, ალბათ, მოლოდ იმიტომ გკარგავ,
რომ წლების მერე გიპოვნო ისევ...

ნუ მეკითხები დაღლილს და მოცლილს
...ოდესმე მაინც დავარღვევ ფიცს რომ...
მე ახლა მხოლოდ იმიტომ გკოცნი,
რომ მაგ ტუჩების გემოთი გიცნო...

რომ შენს სევდიან თვალების ქიმზე,
აელვარდება ცრემლების გუნდა..
მე ალბათ მხოლოდ იმიტომ გიმზერ,
რომ ასე კარგი მახსოვდე მუდამ...

ზეცამ მოიხსნა ღუბლების თარგი,
და სულთან უფრო ახლოა ბიზე...
მე, ალბათ, მოლოდ იმიტომ გკარგავ,
რომ წლების მერე გიპოვნო ისევ...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2017, 11:27 PM
პოსტი #2743


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნეტავ,სად არის ახლა,
როგორ მენატრება, როგორ -
ჩემი დანისლული სახლი,
წვიმის მოყვარული გოგო -
მზედ რომ მინათებდა,ჩაქრა,
მწუხრი მეფინება ღამის,
როგორ მენატრება, რა ვქნა -
გზებზე ჩაბერტყილი ნამი.
რატომ მელანდება ხშირად,
მალბობს ყაყაჩოთა ცრემლი,
მზეში განბანილი დილა -
ვიწყებ გახსენებას ძველის ...
მივდევ გადაბრეცილ შარას,
მიმაქვს დაბზარული ზურგი,
ახლა მარტო ვარ და ქარი
ქრის და არა მტოვებს გულგრილს.
ვირჩევ გახუნებულ ფერებს,
ძველი სახეები ვხატო,
უნდა გავიხსენო მერე -
როგორ მწყურიხარ და გნატრობ.

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2017, 10:49 PM
პოსტი #2744


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უნდა გავიქცე...
უნდა ავტირდე...
უნდა ვიომო...
თუნდაც დავეცე...
უნდა ვიბრძოლო,
მე მთის შვილი ვარ!
დიდი ლომისის,
ღუდას ღვთისმშობლის,
ჩოხის გიორგის,
მოციქულების,
ზეგარდის,
სამხთოს მადლი მიფარავს!
მე მთის შვილი ვარ!
არაგვის,თერგის ურჩი მსახური.
მე მთის შვილი ვარ!
ვეტრფი მყინვარწვერს-ცივს და დარდიანს!
კლდეებს და ღრეებს-
ცას ვარსკვლავიანს გაფენილს მთებზე.
მე მთის შვილი ვარ!
ბატონი არ მყავს,
უფალი მეფობს ჩემს სამზეოში!
უნდა გავიქცე...
მთები მიხმობენ!
უნდა ავტირდე...
თუნდაც მალულად!
უნდა ვიომო...
საკუთარ თავთან,
რომ არ დავეცე!
მე მთის შვილი ვარ!

/თამარ აფციაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2017, 10:16 PM
პოსტი #2745


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩვენ მუდამ ასე მარტო ვიქნებით,
ფიქრით,
მუსიკით,
ვისკით,
სიგარით..
ჩვენ შორის მუდამ ასე იდგება
იმ განშორების ლურჯი ტიხარი...
მონეს ფერები შენც გიმონებდა,
თავისი წვიმით,
ტბებით,
ალერდით...
მეც მივდიოდი ხოლმე მონესთან
და შენს სუსტ სხეულს ვუთვალთვალებდი.
გადავუარეთ თითქოს კალაჰარს,
ისე დავდნით და ის დავიწვით...
ხომ ვიცი, ახლა არსად არა ხარ,
მაგრამ თვალები გეძებს თავისით..
ახლა კი წვიმს და სველი ფიქრები,
იმ გაცხელებულ სიზმრებს მიქარვებს...
ჩვენ, რა თქმა უნდა, მარტო ვიქნებით
დარდით,
მუსიკით,
ვისკით,
სიგარით...


/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 05:11 PM
პოსტი #2746


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თეთრი იასამანი

იასამანი ყვაოდა თეთრად
და სევდიანი ქონდა სითეთრე,
ეს უცნაური უსიტყვო სევდა
მე ჩემს ოთახში შემოვიკედლე...
მესაიდუმლე მე შემხვდა ბედად
ბევრისთვის ალბათ ვერ ასატანი,
ჩემს ცივ ოთახში აღარ ვარ კენტად,
მე ვარ, სევდა და იასამანი...

ბადრი სულაძე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2017, 04:23 PM
პოსტი #2747


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სწორედ ამიტომ

მხოლოდ ტოლთან და
სწორთან ღირს ქიშპი,
ვინ ადრის ერთურთს
ალმასს და გიშერს,
მხოლოდ ამიტომ
და არა შიშით,
აჰა,
მეორე ლოყასაც გიშვერ.
არც დღეს არ მინდა
გავტეხო ნავსი,
მინდორს
ტორებით მითქერავს კვიცი...
მე ვიცი
ჩემი ღირსების ფასი
და მაგ სიმდაბლის
საზომიც ვიცი.
და თუმც რა ხნიდან
ჩემთან ჯიბრს ლამობ,
ვერ დავამდაბლებ
ჩემს ფარს და შიმშერს,
სწორედ ამიტომ
და ამის გამო,
აჰა,
მეორე ლოყასაც გიშვერ.


/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2017, 10:36 PM
პოსტი #2748


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალ. პუშკინი

შენ და თქვენ

აღარ მომმართა მან მე თქვენობით,
აღმოხდა სიტყვა ,,შენ'' გულის სიღრმეს
და ყველა ნატვრამ, რასაც ველტვოდი,
სულში გაიდგა ფესვები მყისვე.
მის წინაშე ვარ, მზერით ვევლები,
მსგავსი მშვენება არსად მინახავს,
ხმით ვეფერები: ,,რა ფაქიზი ხართ!''
გონი მკარნახობს: ,,რარიგ მიყვარხარ!''

/თარგმანი მეგი მოლოდინის/

ТЫ И ВЫ

Пушкин А.С.

Пустое "вы" сердечным "ты"
Она, обмолвясь, заменила,
И все счастливые мечты
В душе влюбленной возбудила.
Пред ней задумчиво стою;
Свести очей с нее нет силы;
И говорю ей: "как вы милы!"
И мыслю: "как тебя люблю!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2017, 12:38 PM
პოსტი #2749


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტკივილების, განცდების, ჭრილობების გარეშე ნამდვილად ვერ შეიქმნება ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც მხატვრობა და საერთოდ ხელოვნება... რადგან ხელოვნებას ასაზრდოებს ტკივილი"

/პოეტი მზია ხეთაგური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2017, 11:06 PM
პოსტი #2750


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წავალ...

ახლა ავდგები და წავალ,
ფრთებად გამოვისხამ ნისლებს,
ჯობდა, რომ მეცხოვრა წყნარად
რომ არ გამოვიდა ისე..
მთვარეს მოვიკიდებ აბგად,
ღამის უთვისტომო მგზავრი,
ვეღარ აღვადგინე რადგან
ასჯერ დარღვეული ზავი.
დროც კი მემდურება, ალბათ
დროსაც გასართობად ვკლავდი...
ბევჯერ გაღებულა სხვასთან
ჩემს წინ ჩაკეტილი კარი,
ძვლივს რომ ვენათხოვრე ნისლებს,
ტალღებს შევალეწე ფრთები
მე რაც ვიმეორე ისევ,
სულ არ აკეთებდნენ სხვები...
ხო და თუ სიმართლე გინდა
აღარც ვისახავდი მიზნებს,
თუმცა ეს ცხოვრებაც ღირდა,
მე რომ ვერ შევძელი ისე..

ლელა ლაჩაშვილი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 10:39 AM
პოსტი #2751


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცისფერი კაბა

რა სიყვარულით ააფრიალა,
რა სიხარულით დაქროლა ქარმა! –
მეცხრე სართულის თეთრ აივანზე
კაბა გაფინა ლამაზმა ქალმა...
და არხევს ქარი შმაგი ალერსით,
ათრთოლებს კაბის საყელოს, ბოლოს,
ეხვევა, ვნებით იხუტებს გულში,
შეუჩნდა, მასთან ტრიალებს მხოლოდ...
ხან გულისპირის ღილებს უსინჯავს,
ხანაც მკლავებზე დაიწვენს უცებ,
ის კაბის კალთებს ესათუთება,
მე ქალის ტანის მიმოხრას ვუცქერ...
ვუცქერ მოცლილი, ვფიქრობ და ვნატრობ,
რომ მივდიოდეთ ახლა მარტონი
გაზაფხულის ტყის მზიან ბილიკზე
მე და იმ კაბის ნაზი პატრონი…

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2017, 01:36 PM
პოსტი #2752


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახლა ცალ-ცალკე ყოფნის მცდელობამ,
თვალებს წაართვა ძველი ელფერი,
არა და როგორ გვიციმციმებდა,
როცა ერთმანეთს ვეფერებოდით....


/ლელა ლაჩაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2017, 08:46 PM
პოსტი #2753


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქუჩაში ერთმანეთს შევხვდით...
წლები აგვითრთოლდა ხმაში,
წარსულს ნაფლეთებად ვგლეჯდით,
უცებ ამოვარდნილ ქარში.
იქვე გაგვიწვიმდა თქეშით,
სიტყვებს ვასველებდით, სათქმელს...
მაინც ვერაფერი ვერ ვთქვით,
ან კი,რას ვიტყოდით...რამდენს...
შემთხვევით ერთმანეთს შევხვდით,
წამით გაგვეყინა მზერა...
რაც კი ამ ერთ წამში ვერ ვთქვით...
მთელმა საუკნემ წერა...


/მარიკა ახალაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2017, 10:14 AM
პოსტი #2754


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თუკი ძლიერ, ძლიერ გიყვარს,
ამოსუნთქვაც გიჭირს.
გაგიმართლა,ყველას არ აქვს
სიყვარულის ნიჭი.

ნათელა შაინიძე

ბებო

ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა
ახლა ბავშვობანა ჩემო,
შენი სახლის კიბე,გრძელი აივანი,
თბილი მინდორი და ეზო.
ყოველ გაზაფხულზე შენი ღობის გასწვრივ
იასამნებია ბებო,
ახლაც თვალებს ვხუჭავ,
ისევ აყვავდნენ თუ-
ეს მე მეჩვენება,ვერ ვგრძნობ...
...ვერ ვგრძნობ მერამდენედ,
უკვე გაიდარა,
როგორ გაგეზარდე,ვერ ვგრძნობ.-
-თითქოს გუშინ იყო,შენს წინ წავიქეცი,
შენ რომ მამშვიდებდი ბებო,
თითქოს გუშინ იყო,შენი თავსაფარი
კაბად მერგებოდა ჩემო,
ნეტავ დამაბრუნა,ნეტავ ამატირა,
შენს წინ წამაქცია ბებო...
.....ახლაც გაზაფხული ისევ მზით ამოდის,
მე კი გულთან მიჭერს ერთობ,
ისე მენატრება შენი ეზოს სუნი,
იასამნები და მდელო...

წუხელ დამესიზმრე-
-ნეტავ როგორ მყავხარ,
რამე ხომ არ გტკივა ვეჭვობ?!
ვეჭვობ უჩვენობა ჩემზე მეტად გტკივა,
ხშირად დამესიზმრე ბებო.
მე კი მოგიყვები როგორ მცივა სულში
ჩემი ბავშვიბა და ეზო,
როგორ გავიზარდე რაც შენ აღარ მყავხარ,
როგორ გავდიდდი და ვდედობ........
.................ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა
ახლა ბავშვობანა ბებო,
მოდი ჩემს სიზმრებში,იქ მე სულბავშვი ვარ,
კალთას გიკოცნი და გჩემობ.....

დიკა სალაყაია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2017, 10:48 PM
პოსტი #2755


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მთებზე აენთო,აბრწყინდა
ახლად დასხმული ცვარიო,
ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს
შიშველი წვივით ქალიო,
დავდუმდი,შტერად დავდექი,
ვერ დავიბრმავე თვალიო:
თუ რამ შეგცოდე,უფალო,
არაა ჩემი ბრალიო!

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2017, 04:16 PM
პოსტი #2756


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თეო, აღარ მინდა წვიმდეს,
აღარც ალუჩების მორთვა,
შენ რომ გამიფრინდი, იმ დღეს,
თურმე გაზაფხული მოკვდა.
აღარ ვიწუწუნებ წვრილმანს,
სული მკვდარია და მრუმე,
მარტიც, იებიც და წვიმაც,
შენით მიხაროდა თურმე.
გაწყდა სიმღერაც და სიტყვაც,
ჩაწყდა სიხარულის სიმი,
ჩემი გაზაფხული იყავ,
შენი სიმღერით და ღიმით.
ნედლი ოცნებები მქონდა,
ახლა ზეზეურად ვხმები,
ყველა გაზაფხული მოკვდა,
ყველა მხიარული ხმები.
ღიმილს ნიღაბივით ვიცვლი,
სული ბორიალობს კენტად,
ასე ვიმარტვილებ ვიცი,
სანამ არ ამოვალ შენთან.

გელა დაიაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2017, 11:17 PM
პოსტი #2757


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,
როგორც დასიცხულ მიწას - ღრუბელი.
მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,
ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.
და წინ, კარივით, მეხსნება სივრცე,
თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს...
ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს
უკვე გარდასულ დღეების მიმართ.
ასე იქცევა ნახატი ხატად,
ლერწამი - სტვირად და ორთქლი - წვიმად...
ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს
ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.

ოთარ ჭილაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2017, 10:16 AM
პოსტი #2758


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამქვეყნად გამეფებულ სიბნელესა და უკუნს გაარღვევს, უწინარესად, რელიგია და შემდეგ პოეზია, რომელიც არის "ნათელი ნათელსა შინა". პოეზია არის საკუთრება არა მხოლოდ ავტორისა, არამედ ჩვენი, რადგან ჩვენც ვეზიარებით იმ განცდას, რომელიც მიიღო პოეტმა და ვივსებით ამ იმპულსით."

/პროფესორი რევაზ სირაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2017, 11:22 PM
პოსტი #2759


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წუთის გამეორება..

დაგელოდები, ჩამოდი მალე,
შენ რომ არა ხარ, არც მე ვარ სახლში,
მთელი ცხოვრება ხანძარი ვმალე,
ახლა ვაგროვებ ფერფლსა და ნახშირს...

სწვავს შემოდგომას ყვითელი შხეფი
და მოწითალო წინწკლები ფოთოლს,
ისევ შორიდან მოისმის ხმები,
განელებულო ზაფხულის შფოთო.

გადამალულო აგვისტოდ ხვატო,
ეს მონატრების წუთი შეუნდე,
როგორ მწყურია რომ ისევ გხატო,
და ისევ შენით რომ დავსენულდე!


/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 07:22 PM
პოსტი #2760


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მკვდარს დავესიზმრე გუშინწინ თურმე,
უცნაურია ამის ატანა...
დედა მზის გულზე ახმობდა ხურმებს,
ჩემთან, ქალაქში გამოსატანად...

დაგვიანებით ჩადგა ვაგონი,
მონატრებული დედის ფიქრებით...
ყელზე ეკეთა ქრისტეს ნაქონი
ჯვარი, რომლითაც გარდავიქმნები...

ღმერთო, ყოველთვის ვიცი გახსოვარ,
ახლა ყველაზე მეტად მჭირდები,
თუ საკუთარმა თავმაც დამტოვა,
ქრისტეს პერანგზე ჩაგეჭიდები...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

145 გვერდი V « < 136 137 138 139 140 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი