თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ დიდი მამა ვიტალი სიდორენკო

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Dec 1 2010, 09:33 PM

დღეს მამა ვიტალი სიდორენკოს გარდაცვალების დღეა. ეს იყო მამა როგორებიც /ყოველთვის/ მაგრამ განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოს წამალივით ესაჭიროება. თუმცა არც იმ ქვეყნიდან გვაკლია მათი ლოცვა-კურთხევა, მართმადიდებლებო თაყვანი ეცით მამა ვიტალი სიდორენკოს.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 3 2010, 01:28 AM

ახლახანს წავიკითხე მის შესახებ... მართლაც ძალიან გვჭირდება მისნაირი ადამიანები...

თუ შეგიძლია დადე აქ მისი ცხოვრების შესახებ მონაცემები... მეც ვეცდები ავკრიბო ცოტა რამ და დაგეხმარო smile.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Dec 10 2010, 01:42 PM

ძა ლიან სამწუხაროა, რომ მამა ვიტალი სიდორენკოზე ასე ცოტა იციან.

პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 1 2011, 08:11 PM

ნამდვილი მამა

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 11:01 PM

kent5

ციტატა
ძა ლიან სამწუხაროა, რომ მამა ვიტალი სიდორენკოზე ასე ცოტა იციან.

არამგონია ასე იყოს,განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში

პოსტის ავტორი: mariami500 თარიღი: Nov 11 2011, 10:37 PM

ციტატა(kent5 @ Dec 10 2010, 01:42 PM) *

ძა ლიან სამწუხაროა, რომ მამა ვიტალი სიდორენკოზე ასე ცოტა იციან.


არა, მასე არ არის, მამა ვიტალის შესახებ ბევრმა იცის და საკმაოდ ბევრიც, მის საფლავზე მუდამ ხალხია, ეს იმას მეტყველებს,რომ მისი არსებობა ხალხმა იცის smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 02:17 PM

ციტატა
1დეკემდერს მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა

ვაა, რა მაგარი რაღაც გავიგე;
ჩემ დაბადების დღეზეsmile.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Dec 2 2011, 03:57 PM

,,შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სახარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!'' ს ქ ე მ ა რ ქ ი მ ა ნ დ რ ი ტ ი ვიტალი. აი ასეთია მამა ვიტალი, მისი სული, გვლოცავს, და ჩვენც ხშირად უნდა ვილოცოთ მისი სულისათვის. ,,1992წლის 1 დეკემბერი 18-სთ და45-წუთი. მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რათა საყვარელ მოძღვარს გამომშვიდობებოდა. მან ლეილას უთხრა: ,,თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ.'' მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა ეს უდიდესი ბერი, თან ბრძანა: ,,მიდით იქ, თაყვანი ეცით იმ ადგილს.'' '' სქემმონაზონი ელისაბედი {ნაწყვეტი წიგნიდან ,,შეიყვარეთ სიყვარული'' სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება.

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 7 2011, 08:24 PM

მე არ ვიცი მისი ცხოვრების შესახებ არაფერი , სად შეიძლება მოვიძიო მასზე ინფორმაცია?ან სად არის მისი საფლავი?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 7 2011, 09:24 PM

gvanchi
მამა ვიტალიზე წიგნი საეკლესიო მაღაზიებში იყიდება. საფლავი არის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესიის ეზოში, ეკლესიის უკანა მხარეს.

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 8 2011, 12:28 PM

ციტატა(zaz @ Dec 7 2011, 09:24 PM) *

gvanchi
მამა ვიტალიზე წიგნი საეკლესიო მაღაზიებში იყიდება. საფლავი არის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესიის ეზოში, ეკლესიის უკანა მხარეს.

და წმ.ალექანდრე ნეველის ტაძარი სად არის?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 8 2011, 12:33 PM

მარჯანიშვილის მეტროს გვერდით მარჯანიშვილის ქუჩა შედის. იმას აყევი და რუსულ ეკლესიასთან მიხვალ.
წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის (რუსული)
ი. ჯავახიშვილის ქ. №69, ტელ: 95-63-14

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 8 2011, 05:05 PM

გამარჯობა,სად შემიძლია წავიკითხო მამა ვიტალის მოღვაწეობაზე?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 8 2011, 05:53 PM

ninuliage
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/vitali/mama_vitali.htm

პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 11:59 PM

გაიხარეთ. smile.gif

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 11 2011, 11:33 AM

ციტატა(zaz @ Dec 8 2011, 12:33 PM) *

მარჯანიშვილის მეტროს გვერდით მარჯანიშვილის ქუჩა შედის. იმას აყევი და რუსულ ეკლესიასთან მიხვალ.
წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის (რუსული)
ი. ჯავახიშვილის ქ. №69, ტელ: 95-63-14

გაიხარე დიდი მადლობააა madlioba.gif

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 13 2011, 03:46 PM

http://www.youtube.com/watch?v=FkKi5mdu-Eo&feature=related

პოსტის ავტორი: vladimerdidi თარიღი: Dec 15 2011, 01:40 PM

მამა ვიტალი ძალიან მაგარიაააააააააააააააააააა
ააააააა!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 10 2012, 07:28 PM

უფალს უნდა ყველამ შევთხოვოთ, რომ მამა ვიტალის ნაირი სასულიერო პირები უმრავლოს საქართველოს, ჩვენ ეხლა განსაკუთრებით გვჭირდება. mze.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Feb 23 2014, 03:20 PM

მე,როგორც ერთი ჩვეულებრივი მართმადიდებელი უდიდესი მოწიწებით ვთხოვდი საქართველოს წმინდა სინოდს მამა ვიტალის წმინდანათ შერაცხვის თაობაზე ემსჯელად, მამა ვიტალი, რომ წმინდანია ამაში ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ ამის დეკლარირება მაინც აუცილებლად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 23 2014, 04:42 PM

საინტერესოა თუ არსებობს ხალხი, რომელთაც ჰგონიათ რომ რაიმე არგუმენტი აქვთ ვიტალის წმიდანად შერაცხვის საწინააღმდეგოდ? ერთი-ორი ესეთი უკვე გამოჩნდა სემინარიაში, ოღონდაცო არ გვსურს ამ ყველაფერზე საუბარიო. და ნეტავ რა იციან ასეთი? smile.gif

ინტრიგანი ვარ ვიცი მაგრამ რა ვქნა მართლა ასეა....
პ.ს
მე მომწონს ის რაც მასზე წერია წიგნებში.

პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Feb 23 2014, 09:16 PM

ციტატა(†სერგი† @ Feb 23 2014, 04:42 PM) *

საინტერესოა თუ არსებობს ხალხი, რომელთაც ჰგონიათ რომ რაიმე არგუმენტი აქვთ ვიტალის წმიდანად შერაცხვის საწინააღმდეგოდ? ერთი-ორი ესეთი უკვე გამოჩნდა სემინარიაში, ოღონდაცო არ გვსურს ამ ყველაფერზე საუბარიო. და ნეტავ რა იციან ასეთი? smile.gif

ინტრიგანი ვარ ვიცი მაგრამ რა ვქნა მართლა ასეა....
პ.ს
მე მომწონს ის რაც მასზე წერია წიგნებში.

გამარჯობა//შეკითხვა მაქს //მამა ვიტალი თუ არის შერაცხილი წმინდანად ეკლესიის მიერ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2014, 01:28 AM

nanulia

ციტატა
გამარჯობა//შეკითხვა მაქს //მამა ვიტალი თუ არის შერაცხილი წმინდანად ეკლესიის მიერ?

არა და მეეჭვება შეირაცხოს .

†სერგი†
ხვალ თუ მოხვალ დაგელაპარაკები .
რ მითხრა ახლა შენ , უეჭველი უნდა შეირაცხოსო ....

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 24 2014, 08:41 AM

A.V.M
მეც მითხარი. მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2014, 11:29 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 24 2014, 02:28 AM) *

nanulia

არა და მეეჭვება შეირაცხოს .




რატომ გეეჭვება, გურამ??? mellow.gif მასზე, მის წმინდა ცხოვრებაზე და სასწაულებზე, ყველა ტომი წაკითხული მაქვს და მე პირადად ვთვლი, რომ წმინდანია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 02:49 AM

marine
კი ბატონო , ჩათვალე , მაგრამ მე თავს შევიკავებ , სანამ ეკლესიის ოფიციალურ დადგენილებას არ ვნახავ , რომ იგი წმიდანია . (თუმცა ძლიერ კი მეეჭვება რომ ეს ასე მოხდეს ) .

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2014, 10:22 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 03:49 AM) *

marine
(თუმცა ძლიერ კი მეეჭვება რომ ეს ასე მოხდეს ) .


უი, რა ეჭვიანი ყოფილხარ, ჩემო გურამიკო smile.gif 2kiss.gif მისი ცხოვრება ალბათ არ წაგიკითხავს...

მამა გაბრიელისაც მრავალს არ ესმოდა, არაფრად არ მიაჩნდათ, თვით სასულიერო პირებსაც კი, მაგრამ დღეს წმინდანია და თანაც მთელ საქართველოს უყვარს wub.gif

ღმერთმა ინებოს, რომ მოვესწროთ მამა ვიტალის წმინდანად შერაცხვას rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:41 PM

marine
დრო გამოაჩენს . ვნახოთ რას გადაწყვეტს ეკლესია ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2014, 10:31 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 06:41 PM) *

marine
დრო გამოაჩენს . ვნახოთ რას გადაწყვეტს ეკლესია ...

wub.gif რათქმაუნდა დრო დაარქმევს სახელს მამა ვიტალის... წმინდა სერაფიმ საროველი 70 წლის მერე შერაცხეს წმინდანად... და მრავალია ასეთი მაგალითები, რომ საუკუნეებიც გასულა და მერე შეურაცხავთ წმინდანად...

მე თუ არა, იქნებ შენ მოესწრო მის წმინდანობას a025.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 26 2014, 10:50 AM

ციტატა(marine @ Feb 26 2014, 10:31 AM) *

მე თუ არა, იქნებ შენ მოესწრო მის წმინდანობას a025.gif

ვფიქრობ, ყველანი მოვესწრებით მის შერაცხვას წმინდანად. არაერთი სასწაული და კურნება აღსრულებულა მისდამი ლოცვით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2014, 10:53 AM

ციტატა(terra @ Feb 26 2014, 11:50 AM) *

ვფიქრობ, ყველანი მოვესწრებით მის შერაცხვას წმინდანად.


გისმინოს უფალმა, გიორგი a025.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 28 2014, 11:21 PM

ხალხის მისდამი დამოკიდებულება არ ნიშნავს იამს რომ ის წმიდანია.... მე მაგალითად ბევრისგან მომისმენია რაგაც-რუგაცეები. საქმე იმაშია რომ ფაქტებით არავინ საუბრობს...


გურამ როცა შევძლებ მოსვლას გაგახენებ და ვისაუბროთ ამაზე ძმა. სამწუხაროდ ამ კვირაში მთელ ოჯახს სიცხეებმა და ვირუსებმა დაგვლიეს ხელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: nanulia თარიღი: Mar 1 2014, 10:46 AM

ციტატა(†სერგი† @ Feb 28 2014, 11:21 PM) *

ხალხის მისდამი დამოკიდებულება არ ნიშნავს იამს რომ ის წმიდანია.... მე მაგალითად ბევრისგან მომისმენია რაგაც-რუგაცეები. საქმე იმაშია რომ ფაქტებით არავინ საუბრობს...
გურამ როცა შევძლებ მოსვლას გაგახენებ და ვისაუბროთ ამაზე ძმა. სამწუხაროდ ამ კვირაში მთელ ოჯახს სიცხეებმა და ვირუსებმა დაგვლიეს ხელი biggrin.gif

გამოჯამრთელებას გისურვებთ~/მთელ თქვენ ოჯახს,სერგი/

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Mar 1 2014, 11:21 PM

ციტატა
გამოჯამრთელებას გისურვებთ~/მთელ თქვენ ოჯახს,სერგი/


მადლობ. გაგახაროს ქრისტემ kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:09 PM

"გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მამა ვიტალიმ თქვა: მონაზვნების ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვყოფო.
მართლაც, როცა მას წესს უგებდნენ და ხელში განტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ, გარდაცვლილმა ხელი გაშალა და ფურცლის ჩადების შემდეგ თითები მოკეცა.
"თვითონ აიღო, თვითონ აიღო!" - იძახდნენ განცვიფრებული სულიერი შვილები. ამ სასწაულმა დიდად ანუგეშა მგლოვიარე მორწმუნენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:38 PM

"ვისაც მამა ვიტალისთან ჰქონდა ურთიერთობა, აღნიშნავდნენ, რომ მისი სწავლებები და დარიგებები დიდხანს ამახსოვრდებოდათ, თითქოს ებეჭდებოდათ გონებაში.

ერთხელ, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მას ქადაგება სთხოვეს. მამა ვიტალი გამოვიდა ამბიონზე და აუჩქარებლად, ისე წაიკითხა ღირსი სერაფიმეს ტროპარი, თითქოს სულს ამ სიტყვებში დებდა, შემდეგ აკურთხა ხალხი, მიულოცა დღესასწაული და საკურთხეველში დაბრუნდა. ბევრი ჰყვებოდა, - იმ დღეს მოგვეჩვენა, თითქოს არასოდეს წაგვეკითხა წმინდა სერაფიმეს ტროპარი და პირველად მაშინ განგვეცხადა მისი აზრიო."


"სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ ზეპირად სამი აკათისტო იცოდა: მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზისა. როცა გზად მიდიოდა, ხმამაღლა კითხულობდა."


მამა ვიტალი [სიდორენკო] ჰყვებოდა: "დედაჩემი რწმენაში სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ მოიყვანა, შემდეგ მონაზვნად ანდრონიკას სახელით აღიკვეცა. მე მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ უფალს მისთვის სიკვდილის წინ მაინც მიეცა სინანული. უფალმა კი უფრო მეტი მისცა, ვიდრე მე ვთხოვდი: ის ანგელოზის სქემაშემოსილი გარდაიცვალა".

"მამა ვიტალის [სიდორენკო] დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 06:57 PM

"მამა ვიტალი (სიდორენკო) ამბობდა, - მე ყველგან კარგად ვარო. თვითონვე მოგვცა ამ სიტყვების ახსნა-განმარტება: როდესაც ლოცულობ, საკუთარი ნებით არ ცხოვრობ და ხარ თავმდაბალი, მაშინ ყველგან და ყოველთვის კარგად იქნები. თუ გაწუხებს ამპარტავნება, თავნებობა, ზარმაცი ხარ, მაშინ ყოველთვის შეწუხებული იქნები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2018, 02:04 PM

"იყავით თავმდაბლები, მორჩილები და უბრალო რამეზე არ იწუწუნოთ, თავი არ გაიმართლოთ და სხვა არ დაადანაშაულოთ"

/მამა ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 10:19 PM

"სქემარქიმანდრიტი ვიტალი [სიდორენკო] თვლიდა, რომ ადამიანი - ანგელოზია და ნებისმიერ ადამიანთან, რიგით გამვლელთან, თუ უკვე ნაცნობთან შეხვედრას იგი ანგელოზთან შეხვედრად აღიქვამდა. ამიტომაც თითოეულს მიწამდე უხრიდა თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 01:30 PM

"მე ჩემს სიცოცხლეში არავის გავუნაწყენებივარ, შენც ასე იფიქრე და ღმერთი შეგეწევა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 09:45 PM

"სქემოსანი ღვთისმსახური თვლიდა, რომ ქრისტიანული ცხოვრების უმთავრესი გზა სიმშვიდისა და მორჩილების მოხვეჭაზე გადის. თავად მას ზებუნებრივი, წარმოუდგენელი მორჩილება ახასიათებდა, ის იყო მაგალით იმისა, რასაც შეიძლება სრული მორჩილება, საკუთარი ნების სრული მოკვეთა ეწოდოს. მამა ვიტალი დიდად აფასებდა ამ თვისებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 02:11 PM

"ყველა ადამიანზე იფიქრეთ, რომ ისინი უყვარს უფალს და რომ მათზე სული წმიდა განისვენებს, საკუთარი თავი კი მუდამ დაადანაშაულეთ. დამდაბლდით, თავი აყვედრეთ, მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთთ. მამა ანდრონიკე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ადამიანს, თუ მამაკაცები იყვნენ, პატრიარქებად, ეპისკოპოსებად, მამებად თვლიდა, ქალებს კი - იღუმენიებად და დედებად".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 06:06 PM

"ნუ ვარდები მოწყინებაში - ასეთია კაცის ცხოვრების გზა. ილოცე და იზრუნე ცხონებისთვის. რაც შეგიძლია, უნდა ეცადო, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და არ შეგაშფოთოს კაცთაგან მოყენებულმა შეურაცხყოფამ. ამისათვის საჭიროა ყოველნაირად დაიოკო მრისხანება და დაიცვა გული და გონება ბილწი გულის სიტყვებისგან"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:16 PM

"როცა უფლის მიმართ მივიცვლები, თუ ღვთის ნება იქნება, ისე ახლოს ვიქნები თქვენთან, თითქოს კედელს იქით ვიდგე".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 01:01 PM

"მოწყინება მხოლოდ მათ ეუფლება, ვისაც საქმეები არა აქვს წერსრიგში. როცა შენი საქმეები ნამდვილად მოწესრიგდება, მაშინვე აღარც მოწყინება მოგერევა. სხვაა მოწყინება და სხვა - სულის ხდომა, რომელსაც მოწყინება ეწოდება. ზოგჯერ ადამიანის სულს ისეთი განწყობა ეუფლება, რომ ურჩევნია საერთოდ გაქრეს ანდა არავითარი გრძნობა და ცნობიერება არ ჰქონდეს, ვიდრე ამ გაუგებარ, მტანჯველ მდგომარეობაში რჩებოდეს. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას. უფრთხილდი მოწყინების სულს, რადგან ისაა ყოველი ბოროტების მშობელი".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 01:30 PM

"არასოდეს არც უნდა გაიფიქრო და არც უნდა თქვა: "ასე მგონია უფალმა სულ მიმატოვა". უფალი არც ერთ თავის ქმნილებას არ ტოვებს, არამედ აფუფუნებს, იცავს, აპურებს, რუდუნებით იცავს და სასწაულის ძალით აცხოვრებს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 04:42 PM

"ნუ გაგაოცებთ ის, რომ ყოველთვის არ გამოვა ისე, როგორც თქვენ გსურთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 07:47 PM

"გული გატკინეს? - უნდა მოითმინო. ბოროტების წილ ბოროტებით, საყვედურის წილ საყვედურით არ მიაგო. ყველაზე მეტად კი კამათი და შეპასუხება არ ეგების. ამ ცხოვრებაში უფრო მეტად საკუთარი თავის გაკიცხვაა საჭირო; არ უნდა დავმძიმდეთ, როდესაც ჩვენში იმ ცოდვებს ამხელენ, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევთ. ნუ ჭმუნავ და მწუხარებ ამის გამო, პირიქით - მადლობდი"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 08:07 PM

"როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და, როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 07:04 PM

"როცა რაღაცაში დაგადანაშაულებენ ანდა გკითხავენ რამეს, როგორც მოწმეს, თქვენ იესოს ლოცვას შეუდექით და უთხარით: "შემინდეთ, მე ვლოცულობდი და არ მესმოდა, რას ამბობდნენ ან რაზე დავობდნენ".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:30 PM

"გარდაცვალებადმე, კატია [სალოსი] მიადგებოდა ხოლმე მალი-მალ მის საფლავს და საყვედურობდა:
"არ გრცხვენია? მე აქ ჩამომიყვანე და შენ კი გაწოლილხარ აქ მშვიდად და განისვენებ?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 05:09 PM

"1992 წელს საქართველოში გაჩაღებული ომის დროს მამა ვიტალიმ [სიდორენკო] გაამკაცრა მარხვა და ლოცვა; მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით კი ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს. საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა: "არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)