თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:48 AM

დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...



„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“.

"პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:51 PM

"უბიწოებას შთააგონებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:46 AM

"ჰოი, რარიგ დიდი სათნოებაა მასში, ვინც გარყვნილთა და ჭირვეულთა შორისაა და სუფთა რჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:49 AM

"მორიდებულობას და კდემამოსილებას ახლა "არასრულყოფილების კომპლექსს" არქმევენ".

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

"გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაუჩება და ცხონდება.

წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ. 14, 4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რათა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!"

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:18 PM

"შენი სიწმინდე ჩემი სიწმინდე იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:47 PM

"ჩვენ ვიბრძვით, ჩვენში დაითრგუნოს გაუხეშება და უწმინდურება, რათა ვიგრძნოთ ღმერთის უფაქიზესი და უწმინდესი შეხება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 07:55 PM

წმ. იოანე დამასკელი

394. რისი სახეა ქალწულება ანუ უქორწინებლობა?

ქალწულება (უქორწინებლობა) არის სახე ანგელოზთა ცხოვრებისა, ანუ განმასხვავებელი ნიშან-თვისება ყოველი უხორცო ბუნებისა. ამას რომ ვამბობთ, ამით ქროწინებას როდი ვგმობთ – ნუ იყოფინ!... მაგრამ იმასაც ვაღიარებთ, რომ ქალწულება (უქორწინელობა) უმჯობესია კარგ და პატიოსან ქორწინებაზე. რადგან სათნოებათა შორისაც არსებობს უფრო მაღალი და დაბალი საფეხური.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:52 AM

"სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მიიტაცოს... ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:28 AM

"გასაკვირი არ არის, თუკი რჩეულთა შორის იქნები რჩეული, ურჩთა შორის ურჩი (ფს. 17,26), განამრტოებაში, როცა თვალწინ საცდური არ გაქვს, დარჩე უმწიკვლო; საკვირველი ის არის, როცა ვინმე ბოროტებს შორის კეთილი რჩება; უწმინდურთა და უღირსთა შორის - ღირსეული!

ვინც ისეთივეა, როგორიც ლოტი, ქების ღირსია ჩვენგან. და პირიქით - როგორ განიკითხება ის, ვინც კეთილთა შორის იცხოვრებს და ბოროტი აღმოჩნდება, მართალთა თან იქნება და უსჯულოებას გამოავლენს; ღვთივმოშიშთა გვერდით იქნება, თვაწლინ ექნება ღვთის სათნოყოფისა და სათნოებათა მაგალითები და არ გამოსწორდება, პირიქით - მთელ თავის ცხოვრებას ღვთის შიშის გარეშე, ცოდვის სიბინძურეში გალევს.

განა ასეთი ადამიანი არ იქნება სოდომელთა მოწილე, რომლებმაც მართალი ლოტისაგან არაფის სწავლა ისურვეს? ასევე იუდასი, რომელიც ქრისტესთან იყო, მოციქულებს შორის, მაგრამ მათი მაგალითით ვერაფერი ისწავლა და წარწყმდა?"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:54 AM

"სიწმინდისმოყვარეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:51 PM

"ლოტის ცხოვრება სოდომში ღვთის მიერ იყო დაშვებული იმის გამო, რომ იქაური ადამიანები უღმერთონი და უსჯულონი იყვნენ, როგორც მათზე ამბობს წერილი: "ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისა" (დაბ. 13,13), ამიტომ ღმერთმა ღვთისმოშიში, უმწიკვლოდ მცხოვრები ლოტი გამოუგზავნა, რათა სუფთა, უმწიკვლო ცხოვრების მაგალითი ჰქონოდათ, მისი შეგონებანი მოესმინათ, გამოსწორებულიყვნენ და აეცილებინათ ღვთის მართლმსაჯულება და მრისხანე სასჯელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:06 PM

"საღვთო განგებულებაში ღვთის დასანახად საჭიროა გონების, გულისა და სხეულის სიწმინდე. სიწმინდის მოსახვეჭად კი - სახარებისეული მცნებებით ცხოვრება".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:12 PM

"გამხრწნელმა სულმა კი შებილწა ჩვენი ტრადიციები: ოჯახი, ქალწულობა, უმანკოება, ღირებულებები გაუარესდა. მაგალითად, თუნდაც მანდილოსანთა შემოსვა. ნორმალურად შემოსილი ქალი უკვე ჩამორჩენილად აღიქმება".

/დეკ. ირაკლი ჭინჭარაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:09 AM

"ჩაგრული უბიწოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 06:04 PM

"ნაზაროველობა წმინდა, უბიწო ცხოვრების წესს გულისხმობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 11:22 AM

"სიწმინდესა და უმანკოებას მოითხოვს ჩვენგან იესო ქრისტე"

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:52 PM

"დაიცავი თავი უბიწოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:36 AM

"ღვთისთვის თავმიძღვნილი ქალწული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:40 PM

"[სეითის ძეები] რამდენად დაუოკებელნი და უსჯულონი იყვნენ ხორციელ სურვილებში, ამის შესახებ რაიმეს დაწერა შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია ამის მოსმენა უბიწო ყურისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:35 AM

"წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: ქალწულებას და ქორწინებას ყველა ვერ დაითმენს, მაგრამ უბიწოება ყველასთვის აუცილებელია. რამეთუ გამოჩინებულმა ღვთის მადლმა, მაცხოვნებელმა ყველა კაცისა, გვასწავლა, რომ ჩვენ, "რათა უარვყოთ უღმრთოებაი და სოფლისა გულისთქმაი, სიწმინდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდეთ ამას სოფელსა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 10:11 PM


“წმინდა გიორგი ზადონელი ახალგაზრდობაში იდეალისტი იყო, სილამაზეს ეძიებდა. თვითონაც მშვენიერი ვაჟი გახლდათ. ერთხელ ერთი მზეთუნახავი გაიცნო და ცოლობა სთხოვა. ქალიშვილი დათანხმდა. იმავე ღამეს მან სიზმარი ნახა: თითქოს მის წინ ულამაზესი გოგონა დგას, ისეთი მშვენიერი, რომლის მსგავსი არსად ენახა. გაოცებულმა ჰკითხა: "ვინა ხარ, რა გქვია?" - "სახელი ჩემი უბიწოებაა", - უპასუხა ქალიშვილმა. გაიღვიძა გიორგიმ: "აი, სად ყოფილა სილამაზე! სხვა არაფერი მინდა!" და მერე ბერად შემდგარი დაეყუდა კიდეც.”



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:08 PM

"პიროვნული სიწმინდის გაზრდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:31 PM

"უბიწო სიწმინდე"

"წმიდაზეწმიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:27 PM

"გაბრიელ ბერი დროდადრო ტოვებდა თავის სავანეს და თბილისის ქუჩებში გამოდიოდა, რათა მალამოდ დასდებოდა გზააბნეულ სულებს. უცბად, თითქოს მეხმა გაჰკვეთა ადამიანთა რკალი, მიეჭრა ნარნარად მიმავალ, მალულად მოთვალთვალე ყმაწვილთა მზერით განებივრებულ, თითქმის გაშიშვლებულ ახალგაზრდა ქალიშვილს და უკნიდან გემრიელად ამოჰკრა! ქალიშვილი შეცბა, დაიბნა მოულოდნელობისა და სიმწრისგან; სწრაფად მოტიალდა და შეკრთა: წინ მუხლებზე დაცემული, მწარედ მტირალი და მისკენ ხელგანპყრობილი ბერი იხილა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება რას დამსგავსებიხარ! - შეჰღაღადებდა იგი მწარედ.

გოგონას ცრემლი გადმოღვროდა თვალთაგან - გაბრიელ ბერის ტკივილიანმა სიტყვებმა სინანული გაუღვიძა ქალიშვილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:36 PM

"უდიდესი მართლმადიდებელი მამები საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი შობა განპირობებულია სულის ქალწულებრივი სიწმინდით, ანუ სული, რომელიც სრულიად განწმენდილია თვით ცოდვიანი გულისთქმებისგანაც კი მიემსგავსება ყოვლადწმინდა ქალწულს და ღვთის კეთილგანწყობით ღირსი ხდება, იქცეს ქრისტეს სამკვიდრებლად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:18 PM

"[მამა ონისიფორე ფაჩულია] ასე ცხოვრობდა ორმოც წლამდე, უქორწინებლად და ქალწულების დამარხვით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 05:03 PM

"ქალებო, გაუფრთხილდით თქვენს ღირსებასა და უბიწოებას, რათა არ შეიბღალოს თქვენი სახელი".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

"თუ თანაცხოვრების შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდებიან, ასეთი ქორწინება ორჯერ უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება, ვიდრე თანაცხოვრების გამოცდილების გარეშე ქორწინებები.

გამოირკვა, წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან და მათ ოჯახურ ცხოვრებაში უფრო მეტი კონფლიქტია".

/მღვდელი პავლე გუმეროვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2018, 09:59 AM

"ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი არქიმანდრიტი პავლე (გრუზდევი) იგონებს: ჩვენთან ბანაკში ორასამდე გოგონა შემოყარეს. მათ "ბენდერებს" ვეძახდით. მათ შორის ერთი მართლაც მზეთუნახავი იყო, ნაწნავიანი, 16 წლის, რაღაცაზე მწარედ ტიროდა. ვიკითხე, ასე რად იკლავს თავს-მეთქი. ერთმა მითხრა: - სამი დღე უსმელ-უჭმელნი მოვყავდით. აქ რომ მოვედით, პური დაგვირიგეს. მაგან თავისი წილი შეინახა, რადგან მარხვის დღე ჰქონდა. ვიღაცამ წაართვა. ჩვენც არაფერი გვაქვს, რომ მივცეთო.

მაშინვე შევირბინე ბარაკში და დღიური ნორმა - 800 გრამი პური გამოვიტანე, რომელსაც როგორც მუშას, მაძლევდნენ. რა პურიც იქნებოდა, წარმოიდგინეთ. მივაწოდე გოგონას (მამა პავლეს, ბუნებრივია, ბანაკში ერისკაცულად ეცვა). უკან დამიბრუნა: - არ შევჭამ! ჩემს პატიოსნებას პურზე არ გავცვლიო. პურიც კი არ აიღო! ჰოი, უფალო! განა რა პატიოსნება უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც კაცი მზად არის მოკვდეს? მანამდე არ ვიცოდი და იმ დღეს შევიტყვე, რომ ამას ქალწულის პატიოსნება ჰქვია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2018, 02:05 PM

"ერთ დედათა მონასტერში იღუმენიასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა. სხეულითაც და ხასიათითაც მშვენიერი გოგონა იყო. უეცრად გარდაიცვალა და საზეიმოდ დაკრძალეს იმ იმედით, რომ მისი წმინდა სული სამოთხეში მოხვდებოდა.

იღუმენია ევედრებოდა ღმერთს, გაემხილა მისთვის, ქალწულთა დასს შეუერთდა თუ არა ქალიშვილი. ერთხელ, შუაღამისას, ლოცვისას, იღუმენიას ფეხქვეშ მიწა გაიხსნა და იქ ჯოჯოხეთის ცეცხლში თავისი ძმისშვილი დაინახა.

- შენ აქ რა გინდა? - ჰკითხა დამწუხრებულმა იღუმენიამ, - მე შენ ქრისტეს უბიწო კრავებთან მყოფი მეგონე.

- ვაი, მე უბედურს, თვითონვე ვარ დამნაშავე ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა. გარეგნულად ვჩანდი ქალწული, ხორციელი ცოდვით არ ვიბილწავდი სხეულს, მაგრამ სიძვის დაფარულმა ფიქრებმა და სურვილებმა ჯოჯოხეთის მკვიდრი გამხადა.

ქალწულებრივი სხეული კი შემოვინახე, მაგრამ ფიქრებმა და გულისთქმამ შემიბილწა სული. გაუფრთხილებლობით ერთი ყმაწვილი მომეწონა და ფიქრებში მასთან გატარებულ დღეებს წარმოვიდგენდი, ვხვდებოდი, რომ ეს ცოდვა იყო, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარებაში გამხელისა მერიდებოდა. ჩემი გარდაცვალების ჟამს კი უფლის ანგელოზებმა პირი იბრუნეს ჩემგან და დემონებს გადამცეს!" ჩვენება გაქრა, იღუმენია კი მწარედ ჩაფიქრებული დატოვა."





"სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა მთლიანად ვეძლევით ღმერთს"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:35 PM

"სიწმინდე იწყება იმ მომენტიდან, როცა ჩვენ თავს მივუძღვნით ღმერთს, როცა ნებაყოფლობით ვხდებით მისი საკუთრება"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:22 PM

"ზადონში მოღვაწეობდა ცნობილი მოსაგრე გიორგი, ის მალევე მიხვდა სოფლის ამაოებას, წავიდა მონასტერში, მაგრამ ესეც არ იყო მისთვის საკმარისი, მან დაყუდებაში განვლო ცხოვრება.

ერისკაცობისას წმინდა სიყვარულით უყვარდა ერთი გოგონა, და მისი სახე ხშირად ედგა თვალწინ და სულის სიმშვიდეს უკარგავდა. ერთხელ იგრძნო ბრძოლისას უძლურება, წამოიძახა: - უფალო! თუ ეს ჩემი ჯვარია, მომეცი მისი ტვირთვის ძალა, თუ არადა, აღხოცე იგი ჩემი მეხსიერებიდანო.

უფალმა ისმინა მისი და იმავე ღამეს ძილში ოქროსფერი სამოსით მოსილი უმშვენიერესი ქალწული ეჩვენა. მის მზერაში იმდენი არამიწიერი დიდებულება და ანგელოზებრივი სიწმინდე ჩანდა, რომ გიორგიმ თვალის მოშორება ვერ შეძლო და კეთილმოკრძალებით ჰკითხა, - ვინ ხარ და რა გქვიაო.

"ჩემი სახელი უბიწოებაა", - უთხრა ქალწულმა და ხილვაც გაქრა. გონს მოსულმა მოღვაწემ მადლობა შესწირა უფალს გულისხმისყოფისთვის. ძილში ნანახი სახე კი ისე ჩაებეჭდა გონებაში, რომ მან სრულიად განაძევა იქიდან ყველა სხვა სახე."



"ქალწულებასა და უბიწოებას ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს. ამიტომ, სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც რომ გახდეს საჭირო, ქალწულება თვალის ჩინივით დაიცავით. მის შესანარჩუნებლად მუდმივად ამბობდეთ იესოს ლოცვას და მოერიდეთ ცოდვის მიზეზებს: გაუფრთხილდით საკუთარ თვალებს."



"ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლილხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია მეძავის სარეცელიო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა სიკვდილამდე არ დაურღვევია. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა."




"რა მშვენიერია: ანგელოზები უკრძალველობისათვის ზეციდან ამა ქვეყნად გარდამოცვივნენ, ქალწულნი კი უბიწოებისათვის ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:24 PM

"- საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა შეხედულება, რომ უბიწოების დაცვა მოეთხოვება მხოლოდ ქალს. მამაკაცისთვის კი ეს აუცილებელი არ არის. პირიქით - მავანნი იკვეხნიან კიდეც ამურული თავგადასავლებით. მაგრამ მცნება ხომ ყველასთვის ერთია?

- ქრისტიანული და, საერთოდ, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ორივე სქესს მოეთხოვება სიწმინდის დაცვა. ზენკოვსკის სიტყვებით, ისინი, ვინც ქორწინებაში შეაბიჯებენ უბიწოებით, სულში გრძნობენ კეთილსათნოებას თანამეცხედრის მიმართ, რომელიც მათთვის ხდება კრძალული და წმიდათაწმიდა.

ნიშანდობლივია, რომ საერთოდ, ბერები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას არ ესწრებიან. მაგრამ წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი საგანგებოდ დაესწრო ერთ-ერთ ქორწინების ცერემონიალს. როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: - ვხედავდი, რომ ორივენი - ნეფეც და პატარძალიც უბიწონი იყვნენ და სულიწმინდა ერთიდან მეორეზე გადადიოდა; მე კი იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხილვით, რომ არ შემეძლო დავკლებოდი ამ უჩვეულო სანახაობასო."

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:18 PM

"ქალწულების გაუწმინდურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 06:04 PM

"- რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?

- ქალწულება არ არის მხოლოდ ანატომიური წარმონაქმნი, იგი ხორციელზე მეტად სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის - უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება.

სამწუხაროდ, დღეს სხვაგვარად ხდება. ხშირად წყვილები ჯვრისწერის გარეშე ქორწინდებიან, ილხენენ, მხიარულობენ, მაგრამ ასეთი ლხინი უგემურია. სულიერი თვალთახედვით, ეს ლხინი ქორწილად არ ითვლება.

გაჩნდა ახალი, "თანამედროვე" მიდგომაც - მამაკაცი და ქალი ჯერ ერთდებიან, ცდიან ერთმანეთის ხასიათს, ერთად ცხოვრების სხვა მხარეებს და თუ მოეწონათ ერთად ყოფნა, სულიერადაც და ხორციელადაც თუ შეეწყვნენ ერთმანეთს, მაშინღა იწერენ ჯვარს. ასეთი საქციელი უფლის გამოცდაა, მის წინააღმდეგ სვლაა. როგორ შეიძლება სულიერად შეეწყონ ერთმანეთს, თუ სულიერებას თავიდანვე არღვევენ?

გარდა სულიერი მხარისა, ამ ქმედებას ხორციელი შედეგებიც აქვს: სულიერი ცოდვა ხორციელ დაავადებებს იწვევს. ასეთი კავშირი მრუშობაა, ეს ცოდვა კი ხორცსაც ალპობს და სულსაც."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 04:10 PM

"ივლიანე ანოქიელს მშობლების მოთხოვნით შეურთავს ქალწული ვასილისა. მან ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა უბიწოება, რაზედაც მეუღლეც დათანხმდა, ჯვრისწერის პირველი დღიდან არ გაუტეხავთ ქალწულობის აღთქმა.

ერთხელაც, ცოლ-ქმარი უჩვულო გამოცხადების მოწმენი გახდნენ. მათი საძინებელი ოთახის საძირკველი შეირყა და ოთახი თვალისმომჭრელმა სინათლემ მოიცვა. ერთი მხრიდან საოცარ სამოსში გამოწყობილი ქრისტე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ამალით, მეორე მხრიდან კი ნათელი სამოსლით დედა ღვთისა, ქალწულთა დასის თანხლებით.

იმ მხრიდან, სადაც მაცხოვარი იდგა, მოისმა ხმა: "შენ გაიმარჯვე, ივლიანე!", ხოლო ღვთისმშობლის მხრიდან ასეთი სიტყვები: "ღვთივდალოცვილი ხარ შენ, ვასილისა!" და დაინახეს ღვთის პატივისმცემელმა მეუღლეებმა დიდი და ბრწყინვალე წიგნი, რომელშიც ოქროს ასოებით ეწერა: "ივლიანე ჩემი სიყვარულის გამო განუდგა ამ სოფელს. დაე, დღეიდან შერაცხილ იქნეს წმინდანად იმ წმინდანებთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს უბიწოება, ხოლო ვასილისა ჩაირიცხა ღვთისმშობლის თანმხლებ ქალწულთა დასში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2019, 01:43 PM

"ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:45 AM

"წმიდა წერილითა და წმიდა გადმოცემით რომ არ ყოფილიყო დადგინებული უბიწოება ქრისტესათვის, მე მას ჩემთვის გამოვიგონებდი".

/მამა ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 09:03 PM

"ერთ დღესაც ღირსმა ქსენოფონტემ, რომელიც უკურნებელი სენით იყო შეპყრობილი, შეკრიბა ვაჟები და მიუგო:

...გული არასდროს შემვარდნია ლამაზ ქალზე, არც სხვა ვიცი ვინმე, თვინიერ დედათქვენისა, ამ მხრივ ღვთის წინაშე ქალწულებას ვიმარხავ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 10:12 PM

"მინდა ხაზი გავუსვა, როგორც ექიმები გვეუბნებიან, საქალწულე აპკი მხოლოდ გოგონას აქვს, პირუტყვს, ცხოველს არა აქვს. ეს ღვთისგან ბოძებული უდიდესი სიწმინდეა გოგონასათვის. თუკი ქორწინება ჯვრისწერის საშუალებით ღვთისგან კურთხეულია, მაშინ ღვთის განგებით ის ბარდება ღმერთის მიერ გამორჩეულს, ერთადერთს. თუ მშობლის კურთხევის გარეშე დაქორწინდებიან შვილები, ისინი განკანონებულნი უნდა იქნენ ერთი წლით მაინც, ე.ი. უზიარებელნი.

როდესაც შეუღლდებიან, მაშინ ამ საქალწულე აპკზე, როგორც მაგნიტურ ლენტზე იწერება მამაკაცის და ქალის შეერთებული გენები. ახლა წარმოვიდგინოთ, რას ქადაგებენ ამ სოფლის თავადნი ეშმაკის ხელმძღვანელობით: არ დაიცვათ სიქალწულე, როგორც გინდათ, თავისუფლები ხართ...

რამხელა სიბინძურეა არა მარტო ზნეობაში, არამედ გენებში. თუ ქალწული არ მოიყვანა კაცმა ცოლად, მაშინ სხვისი გენი შედის მის ოჯახში. გესმით, ეს რას ნიშნავს? ცდილობენ, რომ სკოლაშიც კი ასწავლონ ასეთი სიბინძურე, გახრწნილობა"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:37 PM

"მოზარდი, რომელსაც სწამს ქრისტესი, დადის ეკლესიაში, აპირებს შეინარჩუნოს უბიწოება ჯვრისწერამდე - უკვე იშვიათია თანატოლებს შორის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:54 PM

"ქრისტიანებს არ გააჩნიათ სხეულის შესახებ იმაზე უფრო ამაღლებული სწავლება, ვიდრე ის, რომელიც მოციქულმა პავლემ მოგვცა: რომ ის არის ტაძარი სულისა წმინდისა. უბიწოების ჩვენს იდეას პირდაპირი კავშირი აქვს ამ სწავლებასთან.

წმინდა სამების პირთა დამკვიდრება ჩვენში, - ეს არის სპეციფიკურად ქრისტიანული სწავლება, და არ შეიძლება ამ საღვთისმეტყველო თვალთახედვის დავიწყება, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სხეულის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:45 PM

"სიწმინდე - მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი"

/პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 07:27 PM

"კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:49 PM

"იმისათვის, რათა მოღვაწემ დაიცვას სულიერი და ხორციელი უმანკოება, წმინდა აზრებს მეტი სულიერი ძალა აქვს, ვიდრე სხვარიგ მოღვაწეობას - მარხვას, მღვიძარებას და ა.შ."

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 05:04 PM

"მეთოდე პატარელი, ან ოლიმპიელი (III ს.) - წმ.; ეპისკოპოსი ლუკიის ოლიმპიისა (მცირე აზია). ბერძენი მწერალი, ავტორი ქალწულობის დასაცავი დიალოგისა "ნადიმი ათი ქალწულისა". მოიხსენიება ძვ. 20 ივნისს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 06:18 PM

"დაწყვილება ცხოველებსაც ახასიათებთ, უქორწინებლობა კი ანგელოზთა ხვედრია. მიემსგავსო მათ საკმაოდ მძიმე და რთული მიზანია. ამიტომ ქალწულების საზღაური დიდია ღვთისაგან"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 04:08 PM

"სულის ქალწულებრივი უმანკოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:23 PM

" - რა უნდა ვიღონოთ უბიწოების სათნოების შესაძენად?

- ნუ გაშიშვლდები - ტანსაცმელით დაფარე ხორცი დღე და ღამ, თავადაც ნუ დაითვალიერებ შენს შიშველ სხეულს. თუ ჯანმრთელი ხარ, ნუ ივლი აბანოში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე; ნუ წაიცხებ ტანზე სხვადასხვა ნელსაცხებელს"

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:59 PM

"გულის წუხილი და უბედურებაა ცუდი ცოლი, გარყვნილი ქალიშვილი"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2020, 12:42 PM

"ქალწულებზე იტყოდა [მამა ტიხონი], რომ მათ, სიმდაბლეც მართებთ. მხოლოდ ქალწულობით, ისინი ვერ ცხონდებიან... ჯოჯოხეთი გადატენილია ამაყი ქალწულებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2020, 08:39 PM

"[ესაია წინასწარმეტყველი] 16. აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო
- აღმოსავლეთის ქალაქებში მეძავები ისხდნენ ქუჩებში, ქალაქის კარიბჭეთა წინ, ქალაქის ირგვლივ დადიოდნენ სიმღერით და მუსიკით, ჩაცმულნი, თავზე გვირგვინებით (პატიოსანი ქალები სახლში იყვნენ)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:34 PM

"ღმერთი კი არ გვირჩევს, არამედ გვიბრძანებს: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2020, 09:45 PM

რომელია მომაკვდინებელი ცოდვები?

"სიძვა-მრუშობა, თავისუფალი სიყვარული. ქალწულობა - ძველმოდურია! შედეგი ამისა შიდსი (მისი ვირუსები ხომ როგორც საცერში, ისე გადიან რეზინის პრეზერვატივის ფორებს), უშვილო "პარტნიორები", დანგრეული ოჯახები (სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიკვდილიანობა დაუქორწინებელთა შორის მთელი ერთეულით სჭარბობს). უბიწოება და ზნეობრივი კანონები ყოველთვის იცავდნენ სიცოცხლეს (მომავალსაც)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 08:33 PM

"მისი სახე შინაგან უმანკოებას ირეკლავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:43 PM

"იგი [უფალი] არ გვაიძულებს ქალწულების დაცვას და არც ქორწინებას უგულებელყოფს, მარტოოდენ უპირატესობას ანიჭებს ქალწულებას"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:22 PM

"მეძვიც კი სჯობს ამპარატავან ქალწულს"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:51 PM

"მღვდელი პავლე ფლორენსკი ამბობს: "თავისი ეტიმოლოგიური შემადგენლობით ბერძნული სიტყვა "უბიწოება" მიუთითებს სიჯანსაღეზე, დაუზიანებლობაზე, ერთიანობაზე და, ზოგადად ქრისტიანის შინაგანი ცხოვრების ნორმალურ განვითარებაზე, პიროვნების სიმრთელესა და სიმყარეზე, სულიერი ძალების ჯანმრთელობასა და სულიერი ცხოვრების კეთილმოწყობაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 09:23 PM

"უბიწოების დასაბამი არის სიძვის აზრებისა და ოცნებებისგან შეურყეველი გონება. ამ სათნოებას აგრეთვე განაპირობებს ვნებული გულისთვის საამური და ბილწი საუბრებისგან გაქცევა, გრძნობების დაცვა - განსაკუთრებით მხედველობის, სმენის და შეხების; ფიზიკური შრომა, მარხვა და ლოცვა. ყველაფერს უნდა მოვერიდოთ, რასაც კი შეუძლია ჩრდილი მიაყენოს სულის სიწმინდეს. უბიწოება არის თავშეკავება და ყოველგვარი ავი გულისთქმების ბრძოლით დაძლევა. მისი შედეგია სულიერი და ხორციელი სიწმინდე. წმინდა გრიგოლ ნოსელის თქმით, "სიბრძნით განზავებული უბიწოება არის ყველა სულიერი ძალის მოძრაობის კეთილად წარმართვა, მათი ჰარმონიული მოქმედება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 06:43 PM

"ადამიანმა უნდა დაიცვას სხეულისა და სულის უბიწოება და სიწმინდე, არა მხოლოდ მრუშობის ვნების, არამედ სხვა ვნებებთან მიმართებითაც, რადგან შური, სიძულვილი და ბოღმა ასევე სულის უწმინდურობაა"

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 04:37 PM

"ღმერთი ჩვენგან წმინდა ცხოვრებას მოითხოვს. ეს სიწმინდე, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უბიწოებას, შემდეგ კი ღვთის სხვა მცნებათა შესრულებას და მათი დარღვევისას - გულწრფელ და თავმდაბალ სინანულს. უბიწოება ორგვარია - ქალწულებრივი და მეუღლეობრივი. ძველაღთქმისეულ სუსანას ქორწინებაშიც უწოდებდნენ უბიწოს იმის გამო, რომ მან სიკვდილი არჩია ურჯულო მსაჯულთა ბოროტი სურვილის შესრულებას. ხოლო ათი ქალწულის სახარებისეული იგავიდან ნათელია, რომ ყველა ქალწული როდი იყო ბრძენი, არამედ ხუთი მათგანი იყო სულელი. ამ უკანასკნელთ უწოდებენ სულელებს ან უგუნურებს იმის გამო, რომ ხორციელ ქალწულობას იცავდნენ, მაგრამ არ ზრუნავდნენ სულიერი სიწმინდის დაცვაზე და უწმინდური ფიქრებითა და სურვილებით ბილწავდნენ გონებასა და გულს, ან დრტვინავდნენ სიბრაზითა და ბოღმით, ან შურითა და სიძულვილით ან, ვერცხლისმოყვარეობით დაბრმავებულნი, სიძუნწის გამო გულმოწყალებას არ იჩენდნენ მოყვასის მიმართ. თუკი ზოგიერთი მათგანი აშკარად თავს არიდებდა ამ ვნებებს, მაშინ, ამპარტავნობით და ქედმაღლობით შეპყრობილნი, მოყვასის განკითხვითა და დამცირებით, კარგავდნენ სულიერ სიწმინდეს, ნათქვამის თანახამად: "ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე" (იგ. 16,5). რაც ნათქვამია ვნებების შესახებ ქალწულთა მიმართ, ასევე ეხება ქვრივებსა და დაქორწინებულებს, როგორც თავად უფალმა უთხრა მოციქულებს: ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები (მრკ. 13,37)".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:53 PM

"ადამიანური კანონები ქალებს ავალდებულებს, იყვნენ უმანკონი"

/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 07:54 PM

"როდესაც ქალს ნახავ, რომელიც ქალწულად გაჩვენებს თავს, ამავდროულად კი ამქვეყნიურზე ზრუნავს, იცოდე, რომ ის არაფრით განსხვავდება დაქორწინებულისგან".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:37 PM

"ქორწინება კარგია, რადგან მის მიერ კაცობრიობა განაგრძობს არსებობას, მაგრამ ქალწულება უკეთესია, რადგან მისი მეშვეობით ხდება ცათა სასუფევლის მემკვიდეობა და ზეციური ჯილდოების მიღება"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:40 PM

"ისე ვერაფერს მივყავართ ჭეშმარიტების გზაზე, როგორც უბიწო ცხოვრებას, რადგან ადამიანები უყურებენ არა იმდენად ჩვენს სიტყვებს, რამდენადაც ჩვენს საქმეებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 05:04 PM

"თუ გვინდა ვიყოთ უბიწონი, მაშინ არ უნდა დავუშვათ არანაირი ვნება, რომელიც აღძრავს ავხორცობას"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:21 PM

"და წმინდა" - სიწმინდეში იგი [პავლე მოციქული] გულისხმობს სისუფთავეს: თუ არ ხართ დაქორწინებული, დაიცავით სიწმინდე, თავი შეიკავეთ (ხორციელი) კავშირისგან; თუ ქორწინებაში ხართ, დაკმაყოფლდით მისით და სხვა ურთიერთობისგან თავი შორს დაიჭირეთ. აქ სიწმინდე და სისუფთავე გაგებულია არა ისე, რომ თანაცხოვრება (ქორწინება) არ არის წმინდა, არამედ ისე, რომ რჯულისმიერი მეუღლით დაკმაყოფილება არის უბიწოება და ნებისმიერი სხვა ურთიერთობისგან თავშეკავება - სიწმინდე და უმანკოება".

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:40 PM

"ქალწულება და ქორწინება ყველასთვის როდია, ხოლო უბიწოება ყველასთვისაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:32 PM

"უბიწოება - ყველა სათნოების ერთობლიობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 09:41 PM

"ევსები კესარიელის გამოთვლით, ქალწულებისთვის არანაკლებ 600 მამაცი ქრისტიანი ქალი მოწამებრივად აღესრულა. ქრისტიანი ქალები დევნის პერიოდში თავსაც იკლავდნენ ქალწულობის შესანარჩუნებლად. მოგვინებითი პერიოდის ეკლესიის მამები ასეთ საქციელს არ ამართლებდნენ, მაგრამ ადრეულ დროში ასეთი გარმოებების გამო თვითმკვლელობა საქებარი იყო და ღვაწლად ითვლებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 09:57 PM

"მოწამებრივ აქტებში მოთხრობილია, რომ დიოკლეტიანეს მეფობის დროს, როდესაც პასქაზიის კონსულმა წმინდა ქალწულ ლუიას სირაკუზიდან სიცილიაში საროსკოპოში მიყვანა ბრძანა, ქალწულმა ამაზე უპასუხა: "სხეული ვერასოდეს შეძლებს ცოდვაში ყოფნას, როდესაც ამაზე სულის თანხმობა არ არის. თუ ჩემზე ძალას იხმარენ, მაშინ ჩემი უბიწოება გაორმაგდება და მე გვირგვინს მივიღებ" (ევსები, ეკლესიის ისტორია V,8). როდესაც ქრისტიანი ქალები არჩევნის წინაშე დგებოდნენ, სიკვდილი თუ შერცხვენა, დაუფიქრებლად სიკვდილს ირჩევდნენ. ისინი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდებოდნენ, ვიდრე ქალწულობის დაკარგვაზე, მეტი ხალისით მიდიოდნენ, ვიდრე ქალწულობის დაკარგვაზე, მეტი ხალისით მიდოდნენ ლომთან შესაჭმელად, ვიდრე საროსკიპოში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 05:13 PM

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალწულობის გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ სხეულებრივი უმანკოებით. ჭეშმარიტ ქალწულად ითვლება ის, ვინც სხეულებრივთან ერთად გამოირჩევა შინაგანი უმანკოებითა და მორჩილებიტ. ასე ასწავლიდნენ კლიმენტი რომაელი (I-II სს.) და ეგნატე ღმერთშემოსილი (II ს.). დაახლოებით IV საუკუნის შუა წლებში ღანგრის კრება ამბობდა: "ის, ვინც ღვთის გულისათვის რჩება უქორწინებელად და ამპარტავნობს დაქორწინებულებზე - გადაეცეს ანათემას" (ღანგრის კრების კანონები, მუხლი 10)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 06:38 PM

"უბოროტოებაში გულით ივარჯიშე, სხეულით კი - სიწმინდეში; ერთიც და მეორეც ღვთის ტაძრად გაქცევს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:21 PM

"კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 03:52 PM

"ქალწული ევასთვის განკუთვნილ სასჯელზე მაღლა დგას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:28 PM

"ქალწულნი თავისუფალნი არიან ღვთის მსჯავრისაგან დედაკაცის მიმართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:23 PM

"ნაყროვანებასა და ფუფუნებაში უბიწოების შენარჩუნების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ჭაობში წოლით მოუსურვებია სიწმინდის შენარჩუნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 07:43 PM

"თუ გვსურს, დავემსგავსოთ ღმერთსა და ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ქალწულობა. რადგან ღვთის მსგავსება ხრწნილებისაგან თავის შეკავებაშია".

/მღვდელმოწამე მეთოდი, პატარელი ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:18 PM

"გონიერი ლოცვა სხეულისა და სულის სიწმინდეს (სისუფთავეს) მოითხოვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 02:14 PM

"[ბერი იოსებ ვატოპედელი] ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თავისი უდიდესი უბიწოების წყალობით, ძილშიც კი ამხელდა ჭინკებს, როდესაც უკრძალველი სიზმრებით სურდათ მისი შეცდენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 03:10 PM

"ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულების უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 09:11 PM

"ქორწინება ქალწულებაზე უმდაბლესია, თუმცა ქალწულება ქორწინებისაგან წარმოიშობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 10:50 PM

"ქალწულება სულს ზეციურ სიძის - ქრისტეს სასძლოდ, მის სხეულს კი სულიწმიდის ტაძრად აქცევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:21 PM

"გულწმიდა ასული"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:44 PM

"რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:22 PM

"უსხეულო არსებები თავისთავად წმინდა არიან, მათ არა აქვთ ხორციელი ვნებები. ადამიანები, რომლებიც სიწმინდეს აღწევენ და მას ინარჩუნებენ, სწორედ უსხეულო არსებებს - ანგელოზებს ემსგავსებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 08:14 PM

"რამდენადაც უხრწნელი და ყოვლადწმიდაა უფალი, იმდენად ახარებს მას ჩვენი სხეულის უხრწნელობა და სიწმინდე"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 08:26 PM

"ხორციელი სიწმინდის მიღწევა არის ძალიან ძნელი. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება სიძვა, არამედ გონებით უბიწოების მიღწევა, რასაც წმინდა მამებმა უვნებობა უწოდეს. ეს არ არის მხოლოდ ადამიანის მოღვაწეობასა და ძალაზე დამოკიდებული. უვნებობა ღვთის წყალობაა, რაც უპირველესად სიმდაბლით არის შესაძლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:25 PM

"უფალს ზეციური სასუფევლის კლიტენი მხოლოდ ხორციელ ქალწულებაში (სიწინდესა და უქორწინებლობაში) მყოფი ადამიანისათვის რომ ჩაებარებინა, შეიძლებოდა გვერწმუნა, რომ უფლის წინაშე განმართლებელი მხოლოდ ამ სახის ქალწულებაა, მაგრამ პეტრე მოციქულს მისცა, რომელსაც სიდედრი ჰყავდა (სახარებიდან ვიგებთ, რომ უფალმა მისი სიდედრი განკურნა), ანუ იგი დაოჯახებული, ცოლიანი იყო. პეტრე დიდი გახდა სწორედ იმით, რომ მან დაოჯახების შემდეგ მიაღწია სულიერ განწმენდას და მათ აღემატა. ვინც მთელი ცხოვრება ხორციელად ქალწული იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 11:54 AM

"რა არის უბიწოება? ეს არის სათნოება, რომელიც მრუშულ ვნებას ეწინააღმდეგება: ეს არის სხეულის განშორება ცოდვაში უეჭველი ჩავარდნისაგან, გონებისა - მრუშული აზრებისაგანა, გულისა - მრუშული მისწრაფებისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:49 PM

"ხანდახან არ გიფიქრია უმანკოებასა და ქალწულებაზე? ეს ნუგეშინისმცემელის მადლია. რამდენ ქალიშვილს მიუტოვებია ქორწილის სამზადისი და გაჰყოლია ქალწულების მასწავლებელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:43 PM

"უმანკოება წესია მხიარული სულისა (იოანე სინელი)

საუბარია საღვთო მხიარულებაზე. უმანკო ადამიანის სული საღვთო სიხარულით ხარობს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 08:56 PM

"სიძვა-მრუშობა, თავისუფალი სიყვარული. ქალწულობა ძველმოდურია! შედეგი ამისი სახეზეა: შიდსი (ნიშანდობლივია,რომ მისი ვირუსები, როგორც საცერში, ისე გადის რეზინის პრეზერვატივის ფორებში), უშვილო "პარტნიორები", დანგრეული ოჯახები (სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიკვდილიანობა დაუქორწინებელთა შორის მთელი ერთეულით უფრო მაღალია). უბიწოება და ზნეობრივი კანონები ყოველთვის იცავდნენ სიცოცხლეს და შესაბამისად - კაცთა მოდგმის მომავალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:53 PM

"ხომ გსმენიათ ხალხური სიმღერა ქალწულ მილიცაზე: "მე ჯადოქარი არა ვარ, ღრუბელბი რომ გავფანტო, მე ქალწული ვარ და უბიწოება უდნა დავიცვა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:42 PM

"წმინდა მამების თქმით: "უბიწოება - ყველა სათნოების ერთობლიობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 06:26 PM

"ქვეყნიერება რომ გაიხწნა - ეს სამწუხარო ჭეშმარიტებაა. და ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიწმინდე შეინარჩუნოს, სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან გაისვრება. თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ღმერთი არ მოითხოვს თანამედროვე ადამიანისგან ისეთ სიწმინდეს, რასაც უძველეს ეპოქაში მოითხოვდა იმ ქრისტიანისგან, რომელსაც უმანკოებაში სურდა ეცხოვრა. საჭიროა ცივსისხლიანობა, ყმაწვილმა უნდა გააკეთოს ის, რასაც შეძლებს: იღვაწოს და ცოდვის მიზეზებს გაექცეს. დანარჩენში ქრისტე დაეხმარება, სულში დანთებული საღმრთო მოშურნეობა იმდენად ცეცხლოვანია, რომ ძალა შესწევს, სხვა ყველა დანარჩენი სურვილი და უღირსი სახე დაწვას. როცა ადამიანში ეს ცეცხლი აალდება, მაშინ იგი იმ საღმრთო სიტკბოებასაც შეიგრძნობს, რომელიც ვერ გაუტოლდება ნებისმიერ სხვა სიტკბოებას. იგი, ვინც ეს ზეციური მანანა იგემა, ველური "ხისა მის რქისა", ნაყოფის სიტკბოებას არაფრად ჩააგდებს. ამიტომ ახალგაზრდამ მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი საჭეს, პირჯვარი გადაისახოს და შიში არაფრისა ჰქონდეს.

მამა ავგუსტინე მიამბობდა, თუ როგორ მოეწყო იგი მორჩილად ერთ-ერთ მონასტერში, თავის ქვეყანაში - რუსეთში. მონასტრის თითქმის ყველა ძმა მოხუცი იყო და ამიტომ მას აგზავნიდნენ, რომ მონასტრის მეთევზეს თევზაობაში დახმარებოდა, რადგანაც სავანე ძირითადად თევზჭერით ცხოვრობდა. ერთხელ მდინარის ნაპირას, სადაც ისინი შრომობდნენ, მოვიდა მეთევზის ქალიშვილი და მამას უთხრა, რომ რაღაც სასწრაფო საქმისთვის დაუყოვნებლივ შინ წასულიყო. თვითონ კი მორჩილის დასახმარებლად დარჩა. იმ საბრალოს ეშმაკის განსაცდელი ეწვია და ისე, რომ ვერც გააცნობიერა, თუ რას აკეთებდა, მივარდა და გადაეხვია მას - ცოდვილი განზრახვით. თავდაპირველად ანტონი - ასე ეძახდნენ მამა ავგუსტინეს ერში, - დაიბნა, რადგანაც ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შემდეგ პირჯვარი გადაისახა და შესძახა: "ჯობიდა დავიღრჩო, ვიდრე შევცოდო!" და ნაპირიდან შუა მდინარეში გადახტა. მაგრამ, როდესაც მოწყალე ღმერთმა ამ წმინდა ყმაწვილის მოშურნეობა იხილა, უმანკოების დაცვა რომ სურდა, წმ. მარტინიანეს მაგალითი გაიმეორა, წყლის ზედაპირზე ისე შეაჩერა, რომ არც კი დასველებულა. - "წყალში თავდაღმა გადავხტი - მიამბობდა შემდეგ ბერი, - და მიუხედავად ამისა, ვერც გავიგე, როგორ აღმოვჩნდი წყლის ზედაპირზე - გამართულად მდგარი, ტანსაცმელიც კი არ დამისველდა!" იმ წუთებში იგი შინაგან სიმშვიდეს და გამოუთქმელ სიტკბოებას გრძნობდა, რომელმაც სრულიად განდევნა ყოველგვარი ცოდვილი აზრი და ხორციელი განხურვება, რომელიც თავდაპირველად აღძრა მასში ქალიშვილის თავშეუკავებელმა ქმედებამ. ხოლო მან, როდესაც წყლის ზედაპირზე ამართული ანტონი იხილა, შეძრულმა ამ დიდი სასწაულით, ქვითინი დაიწყო და მოინანია თავისი ცოდვა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 08:03 PM

"უმანკოება და სიწმინდე არა მხოლოდ გარეგნული ცხოვრების სფეროა, არამედ ფარული ნაწილიც, როდესაც ის შეუგინებელია ბილწი ზრახვებისგან, რაც ყველაზე ძვირფასია ღვთის წინაშე. ხოლო, ვინც ხშირად ნებდება სიძვის ზრახვებს და საკუთარ თავს მათი მეშვეობით ბილწავს, ის მრუშობს თავის გულში, თქვეს მამებმა, - და თუ არ იცავს თავს, მაშინ ზრახვებისაგან თვით საქმემდეც მიდის"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:07 PM

"საჭიროა ამასთანავე მოვუხმოთ შეწევნისათვის იმ წმინდანებს, რომლებიც ცნობილნი არიან სიწმინდისა და უმანკოების დაცვაში განსაკუთრებული ღვაწლითა და შრომით, როგორც, მაგალითად, დანიელ სკიტელმა ერთ რომელიღაც ძმას, რომელსაც ებრძოდა სიძვა, უბრძანა ელოცა და შესაწევნელად მოეხმო მოწამე თომაიდასთვის, რომელიც მოკლეს უმანკოებისათვის, და ეთქვა ეს: "ღმერთო, წმინდა თომაიდას ლოცვით, შემეწიე მე!" ძვირხილული ძმაც, რომელმაც მოწამის საფლავთან ასე ილოცა, მაშინვე გათავისუფლდა სიძვის ვნებისაგან. როდესაც გვაქვს ასეთი დამოწმება, ჩვენც ვილოცოთ და შეწევნისთვის მოვუხმოთ მათ, ვის შესახებაც წმინდა წერილში თქმულა, რომ ისინი იღვწოდნენ უმანკოებისა და სიწმინდისათვის"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:52 PM

"იმ ყმაწვილ ქალებზე, რომლებმაც ღმერთი ირწმუნეს, მატრონა [მოსკოველი] ამბობდა: "თქვენ, ყმაწვილ ქალებს, ღმერთი ყველაფერს გაპატიებთ, თუკი მისი ერთგულები იქნებით. ვინც თავს უქორწინებლობისთვის გაწირავს, ბოლომდე ამას უნდა ადგეს. უფალი ამისთვის გვირგვინს მოგცემთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:26 PM

"6. ქალწულობის დაცვასაც უვნებობას უწოდებენ, და სამართლიანადაც, რადგან ის არის საყოველთაო აღდგომისა და ამ ხრწნადი ბუნების უხრწნელების წინამსრბოლი. (ღირსი იოანე სინელი)

უვნებელი მდგომარეობის მისაღწევად ადამიანმა, პირველ რიგში, ხორცი უნდა დაიცვას და ხორციელი ცოდვებისგან უნდა გათავისუფლდეს"

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 11:30 AM

"ყველაფერი ვაკეთოდ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რაც კი ღვთის წმინდა ნებაშია, რადგან მხოლოდ ამგვარად, ქრისტეს მსგავსად მხოლოდ ღვთის ნებისადმი მორჩილებითა და უფლის მცებათამიერი ცხოვრებით შევძლებთ, გავხდეთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები ამ ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ქრისტიანები ისე უნდა ანათებდნენ, როგორც მანთობები სამყაროში (ფილიპ. 2.14-15)"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2023, 06:53 PM

"შევიტკბე ღვთის გულისათვის ქალწულობა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 05:49 PM

"ბევრად რთულია უბიწოების დაცვა, ვიდრე სიძვაში ყოფნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 06:58 PM

"შეხედეთ იმ დედებს, რომლებიც ქორწინებამდე უმანკოდ ცხოვრობდნენ. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საზრუნავი ახვევიათ თავზე.

ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ქორწინებამდე ახალგაზრდა უნდა ეცადოს, რაც შეიძლება სულიერად ცხოვრობდეს და უმანკოება შეინარჩუნოს,ეს კი მას ორგვარ ჯანმრთელობას მოუტანს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2024, 07:44 PM

"საქართველოში ოდითგან დიდად ფასობდა ქალწულებრივი ღირსება და კდემამოსილება. ურყევი რწმენა და მაღალი ზნეობა აძლევდნენ ქართველებს ძალებს გარდარჩენისას. დღეს საქართველო დგას უფრო საშიში ალტერნატივის წინაშე, ვიდრე წარსული ისტორიული ქარტეხილებისას: იარსებებს თუ არა ის საერთოდ; ანუ შეინარჩუნებს თუ დაკარგავს საკუთარ სახეს, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ სულს, საკუთარ იდეალებს, ვთქვათ პირდაპირ - ქრისტიანობას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2024, 02:40 PM

"ღირსი თეოგნოსტი წერს: "უმანკოებისა და ქალწულების დარი და მასზე აღმატებული არანაირი სხვა ღვაწლი არ არსებობს. ვინც ქალწულებას უხრწნელად იმარხავს, ანგელოზთა გაოცებასა და მოწამის გვირგვინს იმსახურებს". სერბულ ხალხურ პოეზიაში არსებობს ასეთი სახე: "ქალწულის სულის სურნელი". ეს სიწმიდისა და სისპეტაკის არომატია"

/მამა კალისტრატე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)