თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ლოცვა ბოროტი აგარიანების შესამუსრად

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 13 2010, 05:18 PM

დილის ლოცვებში მთლად ბოლოს იყო ერთი ლოცვა სადაც იყო ლოცვა რომ თAვხედი კადნიერი და ბილწი აგარიანელები შეემუსრა უფალს და ხოლო "მართმადიდებელთა რქაი" აღემაღლებინა -

ერთ რამდენიმე წლის წინ ერთ დღეს ვიყიდე ახალი ლოცვანი და აღმოვაჩინე რომ რაღაც ცოტა უფრო მალე ვკითხულობდი ამ ლოცვებს ვიდრე მამაჩემის ძველი ლოცვებსი წიგნიდან.
რო დავაკვირდი მივხვდი რომ ერთი ლოცვა აკლდა. მე გადავწყვიტე რომ რაღAც შეეშალათ დამბეჭდავებს და ცოტა ხნის მერე ვიყიდე სხვა ლოცვანი - იქაც რო აღარ იყო ეს ლოცვა მაშინ მივხვდი რომ უბრალოდ დაარედაქტირეს და "შემცირებაში" მოაყოლეს ეს უკანასკნელი.

სიმართლე ვთქვა ჩემში ცოტა უხერხულობას კი იწვევდა ეს აგარიანთA შემუსვრის ლოცვა მაგრამ მაინც
საინტერესოა ან ვინ ჩასვა ეს ლოცვა დილის ლოცვებში თAვიდან ანაც მერე ვინ ამოიღო იქიდან და რა მოსაზრებით გააკეთA ეს. ?

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 05:20 PM

Iona

აგარიანელები ვინ არიან?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 13 2010, 05:25 PM


ტომია ერთგვარი.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 05:32 PM

terra

მაშინ კარგია თუ ამოიღეს ლოცვანიდან. წყევლას ჰგავს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 13 2010, 05:45 PM

ციტატა(Crazy Soul @ Sep 13 2010, 05:32 PM) *

terra

მაშინ კარგია თუ ამოიღეს ლოცვანიდან. წყევლას ჰგავს.


აგარიანელები იყვნენ უძველეს დროში არაბული ტომები, რომლებიც დროგამოშვებით ებრძოდნენ ღვთის რჩეულ ერს, ანუ იზრაელს.
ისინი სიმბოლურად გამოხატავენ მტერს.

საინტერესო საკითხია.
ვინმეს თუ აქვს ნეტა ინფორმაცია ამის შესახებ..

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 05:57 PM

გიყვარდეს მტერი შენი

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 13 2010, 06:44 PM

ციტატა
გიყვარდეს მტერი შენი

ეგ კი

მარა შენ მოსაოხრებლად და ამოსაჟუჟად რო მოდის მტერი მანდ ხელების ჩამოშვება არაა სწორი საქციელი.

ეგ ლოცვაც მაგაზეა მე როგორც მესმის.

აგარიანელები მუსულმანები უნდა იყვნენ რამდენადაც მე ვიცი.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 13 2010, 06:52 PM

Iona

ციტატა
აგარიანელები მუსულმანები უნდა იყვნენ რამდენადაც მე ვიცი.

ეს - ახლა.

მანამდე კი :

ციტატა


არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში იმთავითვე გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რწმენა იმისა, რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები თავს ბიბლიური აბრაამის ძის, ისმაილის შთამომავლებად თვლიდენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან (2024 წ ქ.შ.-მდე), დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)). ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ყველა ამ ქვას კუბის ფორმა ჰქონდა, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმ-ი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა, სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მისი ბრძანებით, დაამსხვრიეს ყველა კერპი, გარდა ალაჰისა (ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“). ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 07:09 PM

ციტატა
ეგ ლოცვაც მაგაზეა მე როგორც მესმის.


ლოცვის დანიშნულება ღმერთის სიყვარული ინდა იყოს. დანარჩენი მაგიაა და მაგაზე თემაც გავხსენი სპეციალურად, რომ ვერ არჩევს ბევრი ლოცვას და მაგიას ერთმანეთისგან. მერე ტიბეტელ ტანტრისტებზე ამბობენ შავ ძალებს იყენებენო. რა თქმა უნდა ჯობია წმინდა გიორგის სთხოვო შენი მტრის დამარცხება, ვიდრე შავ ძალებს, მაგრამ ერთიც მაგიაა და მეორეც, თუკი მიზანი ქრისტეს უმაღლეს პრინციპებს და მცნებებს ეწინააღმდეგება.

თუ ბრძოლა გინდა იბრძოლე შე კაცო რაღას "იწყევლები" biggrin.gif

თუ მართალი ხარ ისედაც შენსკენ იქნება ღმერთი და თუ მტყუანი ხარ ლოცვა ვერ გიშველის.

ეს იყო ჩემი კომენტარი biggrin.gif

ციტატა
აგარიანელები იყვნენ უძველეს დროში არაბული ტომები, რომლებიც დროგამოშვებით ებრძოდნენ ღვთის რჩეულ ერს, ანუ იზრაელს.


თან ვინც ისრაელს ებრძოდა და ებრძვის ყველა ხო "მტერია" biggrin.gif

არადა აბა მუსლიმებს კითხე, მაგათთვის ისრაელია "შაითანი" (სატანა) biggrin.gif

რა საინტერესოა, მე რომ მუსლიმად დავბადებულიყავი, ხო ჩემი სარწმუნოება მეგონებოდა ყველაზე ჭეშმარიტი? როგორც ქართველია "დაბადებით ქრისტიანი" ისეა არაბიც "დაბადებით მუსლიმი".

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 13 2010, 07:17 PM

ციტატა
თუ ბრძოლა გინდა იბრძოლე შე კაცო რაღას "იწყევლები"

არ ვიწყველები smile.gif - სახლში მივალ და დავდებ ზუსტად როგორაა ეგ ლოცვა

ციტატა
თან ვინც ისრაელს ებრძოდა და ებრძვის ყველა ხო "მტერია"

ისრაელი ნიშნავს ღვთის ერს /// სულით და არა ხორცით ანუ ის ვინც ღვთისაა
და არა ისერ როგორ ეგონათ ფარისევლებს რომ მხოლოდ ეთნიკურ ებრაელებს აღნიშნავდა ეს ტერმინი ---- აქაოდა აბრაამის შვილები ვართო.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 07:20 PM

Iona

ციტატა
და არა ისერ როგორ ეგონათ ფარისევლებს რომ მხოლოდ ეთნიკურ ებრაელებს აღნიშნავდა ეს ტერმინი ---- აქაოდა აბრაამის შვილები ვართო.


ხო, ცხადია, მე ეთნიკური ებრაელები ვიგულისხმე.

ციტატა
ისრაელი ნიშნავს ღვთის ერს /// სულით და არა ხორცით ანუ ის ვინც ღვთისაა


ის-რა-ელი ანუ ის ვინც ღმერთს ელის ("რა" ღვთაებრივ სინათლეს ნიშნავს ამ შემთხვევაში)

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 13 2010, 07:23 PM

და იქნება და ბოროტი სულები იგულისხმებიან რა არაბებს მივარდით, ეგრე ფსალმუნებში ეგვიპტე და ბაბილონი ცოდვასთან და ჯოჯოხეთთან ასოცირდება.

ფსალმუნში ასეთი რამეც წერია: ''ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს რომელმაც შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესაო" აქ ბაბილოვნში იგულისხმება ცოდვა ხოლო ცოდვა სანამ ჩვილია მანამდე უნდა მოიკვეთოს ადამიანმა.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 13 2010, 07:25 PM

Crazy Soul
ისრაელი ქართულად ღმერთთან ნაჭიდავებს
მე ასე ვიცი, იაკობს ეწოდა ეს სახელი

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 07:26 PM

ikanosi

მე ქართული შიფრი გითხარი, სხვა არ ვიცი a075.gif

ქართულ ენაში ძალიან ბევრი კოდია ჩადებული. მაგალითად თალმუდი უკუღმა იკითხება როგორც "იდუმლათ".

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 13 2010, 07:26 PM

აგარიანელებს უწოდებენ არაბებს, და ისინი ითვლებიან აბრაამის შთამომავლებად, რომელიც სარას მხევლისაგან აგარისაგან შეეძინა

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 07:27 PM

აგარელი არავინაა აქ? აგარელი რომ ვიყო გამიტყდებოდა მაგრად biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 13 2010, 07:31 PM

ციტატა(Crazy Soul @ Sep 13 2010, 07:27 PM) *

აგარელი არავინაა აქ? აგარელი რომ ვიყო გამიტყდებოდა მაგრად biggrin.gif

არაუშავს ცივ წყალს მოგაწოდებდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 13 2010, 07:43 PM

Crazy Soul

ციტატა
მე ქართული შიფრი გითხარი, სხვა არ ვიცი

ციტატა
ის-რა-ელი ანუ ის ვინც ღმერთს ელის ("რა" ღვთაებრივ სინათლეს ნიშნავს ამ შემთხვევაში)

პირწავარდნილი ქართული სიტყვებია biggrin.gif
"რა" "ელი"

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 07:48 PM

ikanosi

არ გესმის შენ ქართული შიფრი ეტყობა a075.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 13 2010, 08:08 PM

Crazy Soul

ციტატა
თან ვინც ისრაელს ებრძოდა და ებრძვის ყველა ხო "მტერია"

მტერია. ბიბლიაში მრავალჯერ არის ნათქვამი ამის შესახებ.
და ჩვენი უფალი, სწორედ იზრაელს შეეწეოდა მტერთან ბრძოლაში.
ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს ღმერთის და მისი მოცემული წმინდა სიტყვის - საღმრთო წერილის.

პ.ს. ცნობისთვის : თანამედროვე იზრაელს მართლმადიდებლები წარმოადგენენ.


ციტატა
ქართულ ენაში ძალიან ბევრი კოდია ჩადებული. მაგალითად თალმუდი უკუღმა იკითხება როგორც "იდუმლათ".


სასაცილოა.
მით უმეტეს, რომ ,,იდუმლათ'' გრამატიკულად არასწორი ფორმაა და საერთოდ არაფერს აღნიშნავს.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 13 2010, 08:11 PM

terra

ციტატა
სასაცილოა.მით უმეტეს, რომ ,,იდუმლათ'' გრამატიკულად არასწორი ფორმაა და საერთოდ არაფერს აღნიშნავს.


რაულ მამალაძის ვიდეოში ვუყურე მაგას. ყველაფერს არა, მაგრამ ძალიან ბევრ სწორ რამეს ამბობს.

აუცილებელი არაა გრამატიკულად სწორი იყოს ყველაფერი. კოდი იმიზაა კოდი რომ ვისაც ეჭვის შეტანა უნდა ეჭვი შეიტანოს და ვისაც დაჯერება უნდა დაიჯეროს.

მე პირადად სულ არ მაღელვებს თალმუდი რას ნიშნავს მაგრამ მამალაძე აშკარად საინტერესოდ მეჩვენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 13 2010, 10:08 PM

თავხედნი კადნირნი ბილწნი აგარიანნი შემუსრენ და დაამხუენ ძლეერებითა შენითა ღმერთო და დაუმორჩელენ ქუეშე ფერხთა მართლმორწმუნესა ხელსუფალსა ჩუენსა და ღირსჰყავ იგი პყრობად სახელმწიფოსა მათსა, ხოლო მართმადიდებელი ხელისუფალი ჩუენი დაამტკიცე, არამაღლე და მიეც ძლევაი ბოროთტა აგარიანთა ზედა და აღამაღლე რქაი ქრისტიანეთაი , და მოგვანიჭენ ჩუენ მდიდარნი მოჭყალებანი შენნი


ამ ლოცვაზე მქონდა საუბარი.

ციტატა


თუ მართალი ხარ ისედაც შენსკენ იქნება ღმერთი და თუ მტყუანი ხარ ლოცვა ვერ გიშველის.


უსამართლოდ დაჩაგრული არავინ გინახავს ამ ქვეყანაზე? Crazy Soul

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 14 2010, 09:11 PM

არ დავკვირვებივარ : )

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 15 2010, 09:26 AM

Iona

ციტატა
უსამართლოდ დაჩაგრული არავინ გინახავს ამ ქვეყანაზე? Crazy Soul


უსამართლოდ არაფერი არ ხდება. უმაღლეს სამართალს და ღმერთის ნებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით. დედა რომ მსჯიდა ბავშვობაშI უდიდესი უსამართლობა მეგონა smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 15 2010, 11:08 AM

Crazy Soul

ციტატა
ციტატა
უსამართლოდ დაჩაგრული არავინ გინახავს ამ ქვეყანაზე? Crazy Soul


უსამართლოდ არაფერი არ ხდება. უმაღლეს სამართალს და ღმერთის ნებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით. დედა რომ მსჯიდა ბავშვობაშI უდიდესი უსამართლობა მეგონა


მაშინ მაგ ლოგიკით როცა ხედავ რომ ვიღAცას ჩაგრავენ ხმა არ უნდა ამოიღო არასოდეს იმიტომ რომ სამართლიანდად ჩAგრავენ, აბა უსამართლოდ ხომ არაფერი ხდება.

ანუ გამოდის რომ რო დაინახო რომ
მაგალითAდ შენ მეზობელს ვიღAც ყაჩაღი ყელს ჭრის მშვიდად წყნარად უნდა ჩაიარო იმიტომ რომ რაკიღA ასე ხდება ესე იგი სამართლიანია - და თუ სამართლიანია ბარემ ხომ არ მივხმარებოდი ყაჩაღს? smile.gif)))

ხო მაგარია ? smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 15 2010, 01:16 PM

რა საინტერესო თემაა და არასოწრი მიმართულება მიეცა.

პოსტის ავტორი: Crazy Soul თარიღი: Sep 15 2010, 01:57 PM

Iona

ციტატა
მაშინ მაგ ლოგიკით როცა ხედავ რომ ვიღAცას ჩაგრავენ ხმა არ უნდა ამოიღო არასოდეს იმიტომ რომ სამართლიანდად ჩAგრავენ, აბა უსამართლოდ ხომ არაფერი ხდება.ანუ გამოდის რომ რო დაინახო რომ მაგალითAდ შენ მეზობელს ვიღAც ყაჩაღი ყელს ჭრის მშვიდად წყნარად უნდა ჩაიარო იმიტომ რომ რაკიღA ასე ხდება ესე იგი სამართლიანია - და თუ სამართლიანია ბარემ ხომ არ მივხმარებოდი ყაჩაღს? )))ხო მაგარია ?


არასწორად გამიგე. ვეცდები აგიხსნა:

როცა მეზობელს ვიღაც ყელს ჭრის მე ყველანაირად უნდა შევეცადო, რომ დავეხმარო, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე ეს, არ უნდა ვიფიქრო, რომ უსამართლობა მოხდა. მე ჩემსას ვეცდები და დანარჩენს ღმერთის ნებას მივანდობ. თუ გამომიყენა ღმერთმა ამ ადამიანის დახმარების იარაღად ხომ კარგი, თუ არადა ესე იგი მეორე იარაღს, ბოროტმოქმედს მისცა მოქმედების საშუალება.

ხოლო ჩემსა და ბოროტმოქმედს შორის ის განსხვავებაა, რომ მე მეზობლისთვის (და არა ეგოისტური მიზნებით) ვმოქმედებ, ბოროტმოქმედი კი ეგოისტური მიზნებით მოქმედებს. მე რომ ეს ბოროტმოქმედი მოკლა ან დავასახიჩრო, ესეც ძალადობა იქნება, მაგრამ არა ეგოისტური, არამედ სხვის დასახმარებლად ჩადენილი.

შინაგანი განწყობა უნდა მქონდეს, რომ უსამართლობა არ არსებობს, მაგრამ ქმედებების დონეზე ის უნდა გავაკეთო, რასაც მორალი და ადამიანურობა ითხოვს.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 15 2010, 03:19 PM

ციტატა
როცა მეზობელს ვიღაც ყელს ჭრის მე ყველანაირად უნდა შევეცადო, რომ დავეხმარო, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე ეს, არ უნდა ვიფიქრო, რომ უსამართლობა მოხდა.


კაი smile.gif როგორც გინდა ისე იფიქრე მარა
მე მაინც მგონია რომ უსამართლობა არსებობს ამ ქვყანაზე , რომლის მთAვარიც კარგად ვიცით ვინცაა.
მარა ეს სხვა ტEმაა. ნამეტანი ნუ გავაოფებთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)