IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კვიპროსზე საეკლესიო კრიზისი დასრულდა
მნათე
პოსტი Dec 8 2006, 03:42 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4




12 ნოემბერს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოსიაში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის, ქრიზოსტომოს II-ის ინტრონიზაცია ჩატარდა. იგი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს აირჩიეს კვიპროსის მთავარეპისკოპოსად. მან შეცვალა 79 წლის ქრიზოსტომოს I, რომელიც ოთხი წელი იტანჯებოდა ალცჰეიმერის დაავადებით. მიმდინარე წლის მაისში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, რომელიც შვეიცარიაში კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქების მონაწილეობით ჩატარდა, მიიღო გადაწყვეტილება ქრიზოსტომოს I-ის გათავისუფლებისა, რომელიც ვერ ასრულებდა ეკლესიის მეთაურის მოვალეობას, და ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევნების დანიშვნის შესახებ.

მთავარეპისკოპოსის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ნახევარ-მილიონ მართლმადიდებელ კვიპროსელ ბერძენს აქვს. თუმცა არა პირდაპირი ხმის მიცემით, არამედ რთული, მრავალსაფეხურიანი პროცედურის საშუალებით. არჩევნები სამ ეტაპად ტარდება: თავიდან მოქალაქეები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, 1 400 სპეციალურ წარმომადგენელს ამტკიცებენ, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი შემადგენლობიდან 100 ამომრჩეველს ირჩევენ. სწორედ ისინი შეადგენენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ხმას აძლევენ კანდიდატებს მთავარეპისკოპოსის საყდარზე ასარჩევად (ამომრჩევლთა კოლეგიის შემადგენლობაში სამღვდელოების 31 წარმომადგენელი მოხვდა დაკავებული თანამდებობის მიხედვით).

ახლანდელ არჩევნებს თან ახლდა სერიოზული ბრძოლა ძირითად კანდიდატებს შორის. ეს მოწმობს, რომ ეკლესიაში არჩევნები შეიძლება იყოს მთლიანად არაპროგნოზირებადი და ინტრიგის შემცველი პროცესი. ტყუილუბრალოდ არ უწოდეს ბერძენმა ჟურნალისტებმა ამ არჩევნებს “ბიზანტიური თრილერი”.

დასაწყისში საეკლესიო წინასაარჩევნო ბრძოლის ფავორიტები იყვნენ ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე და კიკის მიტროპოლიტი ნიკიფორე, ხოლო პაფის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, მთავარეპისკოპოსის ტახტის თანამოსაყდრე, მხოლოდ მესამე ადგილზე იყო. პირველ ტურში მან 131 ხმიდან მხოლოდ 10 მიიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ქრიზოსტომოსის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა, ძალთა განლაგება კარდინალურად შეიცვალა. საბოლოოდ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი 73 ხმით აირჩიეს, ხოლო ეპისკოპოსმა ათანასემ 57 ხმა მიიღო.

“მე ვიქნები თითოეულისათვის მამა, ძმა და მეგობარი, - განაცხადა ქრიზოსტომოს II-მ არჩევნების დამთავრებისთანავე,” – “ჩვენი კარები ღია იქნება ხალხისათვის”. კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევნებმა, ბუნებრივია, იძულებითი უმოქმედობის პერიოდის შემდეგ უნდა განამტკიცოს ეკლესიის ავტორიტეტი.

კვიპროსის სახელმწიფოსა (რომელიც 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია) და კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ პრობლემას წარმოადგენს კუნძულის პოლიტიკური გაყოფა ბერძნულ და თურქულ ნაწილებად. პაფის მიტროპოლიტად ყოფნისას ქრიზოსტომოსი არაერთხელ გამოსულა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ხელისუფლების კრიტიკით, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს (თურქეთის გარდა).

კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ევროკავშირში არაერთხელ დასვა საკითხი ჩრდილოეთ კვიპროსში მდებარე ქრისტიანული სიწმინდეების შესახებ. “დროთა განმავლობაში ჩრდილოეთ კვიპროსში ჩვენი სიწმინდეების ნანგრევებად ქცევა მიმდინარეობს. თურქები ცდილობენ კუნძულზე წაშალონ ელინიზმისა და ქრისტიანობის ყოველი კვალი. მათი შეჩერება მხოლოდ ძლიერ საერთაშორისო ზეგავლენას შეუძლია”, - აცხადებდა ჯერ კიდევ პაფის მიტროპოლიტად მყოფი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ამა წლის მარტში კათოლიკურ გაზეთ «Аввенире»-სათვის მიცემულ ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ ისლამური საზოგადოება “კვიპროსელი თურქების” ლიდერებს, თუმცა მაშინ დიალოგმა არანაირი შედეგი არ გამოიღო.

ახლა მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა: კვიპროსის ეკლესია კრიზისიდან გამოვიდა, რაც გამოწვეული იყო წინამძღვრის ავადმყოფობითა და მიტროპოლიტებს შორის გაჩაღებული ბრძოლით, ხოლო თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით იძულებულია მეტი ყურადღება დაუთმოს “კვიპროსის საკითხს”.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი