IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური პოეზია
ვეშაპო
პოსტი Jan 29 2007, 01:45 AM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ, ვისაც რა ლექსი მოგწონთ ხალხური, გთხოვთ დაწეროთ.
ასევე, ისაუბრეთ ხახლურ პოეზიაზე ზოგადად. smile.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 29 2007, 02:36 PM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა."



ეს ლექსი გადმოცემით"შვილმკვდარი" მამის ნათვამი ყოფილა.



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 29 2007, 02:43 PM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









მე ლექსი "ვეფხვისა და მოყმისა" ზე ვაფრენ
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 29 2007, 02:46 PM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 29 2007, 02:43 PM) *

მე ლექსი "ვეფხვისა და მოყმისა" ზე ვაფრენ


"დასწერე" მერე laugh.gif
და მიაწერე რატო "აფრენ" biggrin.gif
და მერე ერთად "გავაფრინოთ" ჭილყვავებმა tongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 29 2007, 02:48 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









kato_Bato
იმიტომ რომ უძლიერესი ლექსია რომელიც გამოხატავს ქართველი კაცის ხასიათს, ეხლა შენ თუ ეგ ლექსი არ იცი ნუუუ რაშა biggrin.gif ძაან დიდია მეზარება აკეფა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 29 2007, 03:18 PM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389




ლექსი ვეფხვისა და მოყმისა


მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!


პ.ს. ქავთარაძე, რას მერჩი, ძმისაუ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 29 2007, 03:46 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



kato_Bato
ჩემი საყვარელი ლექსით გახსენი ეს თემა smile.gif

მეც მინდა დავწერო, მაგრამ ისე მიყვარს ხალხური პოეზია, რომლით დავიწყო არ ვიცი... rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 29 2007, 03:48 PM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









kato_Bato
biggrin.gif ჯიგარი ხარ biggrin.gif შენ აკრიფე?
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 29 2007, 03:57 PM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მოდი, დალოცვით დავიწყებ smile.gif

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.


ესეც მეორე:

შავეთსა ჰკითხეს მოყმესა;
- შენ ქონებისა რა გერგო?
- ნეტავი ჩემი ბედი-დღე
მე სიცოცხლეშივ გამეგო!..
ის ჩემი ციხე-დარბაზი
შუა შარაზე ამეგო,
მშივრისად პური მეჭმია,
გაყინულ ცეცხლთან გამეთბო,
სიტყვა არვისთვის მეწყინა,
სულყველას გული მომეგო,
რაც მეშოვნა და მეპოვნა,
სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!..
ამთენის ცოდვის მოქმედსა
სული მით მაინც მამეგო!..


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 29 2007, 04:00 PM
პოსტი #10


დაურეგისტრირებელი









მარიამი
მარი ძაან მაგარია smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2007, 04:05 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

ნეტავი, ქალო, ფიფქი მქნა,
ხევ-ხევ ჩამოვყვე ნიავსა,
არცა-რა შენ დაგიშავო,
არც თავს მივცემდი ზიანსა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 29 2007, 06:57 PM
პოსტი #12


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?

***
შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ,
მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ,
იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ,
ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 29 2007, 07:18 PM
პოსტი #13


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 29 2007, 03:48 PM) *

kato_Bato
biggrin.gif ჯიგარი ხარ biggrin.gif შენ აკრიფე?


არაsmile.gif აკრეფილი მოგართვი smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Jan 30 2007, 04:25 PM
პოსტი #14


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



კაფია არ მოსულა? biggrin.gif

თუ მხოლოდ "წმაწური" კაფია მოჟნა?


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 30 2007, 04:52 PM
პოსტი #15


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ჯეგე
საინტერესოა....
დაიწყე აბა?


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 2 2007, 01:28 PM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ნეტავ არ ჩაედებოდეს
ფოლადის გული სხეულსა,
მალე მოჰკლავდა სიკვდილი,
არ დასტანჯავდა სნეულსა.
მადლია ცივი სამარე,
დაასვენებდა ეულსა,
დაეშვებოდა პირიდან
ამ წუთისოფელს წყეულსა.
ათასნაირად მტანჯველსა,
სიტკბო-სიმწარით რეულსა,
ფლიდია წუთისოფელი,
დაუგმავ ყველა გრძნეულსა.
მიწაა ჩვენი მფარველი,
დედას ვადარებთ ხვეულსა,
გულ-მკერდში ჩაკონებულსა,
შვილზე ხელ გადახვეულსა,
სუყველას გულში ჩაიკრავს:
უვარგისსა და რჩეულსა,
უალერსოს და უღონოს,
მკერში სისხლ გამოლეულსა.
თუ საიქიო არ უჯობს
ამ წუთისოფელს წყეულსა,
ერთს მაინც ვისმე ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 2 2007, 01:48 PM
პოსტი #17


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



აი ეს ლექსი მიყვარს ძალიან

შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.



--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2007, 02:19 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,833
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

ფლიდია ესე სოფელი,
ფლიდთა მიმცემი ხელისა,
კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი
კალთას აფარებს შველისა.



თუშეთში სოფელ ომალოსთან ახლოს სალოცავის ნანგრევზე ნაპოვნი წარწერიდან



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 28 2007, 12:49 PM
პოსტი #19


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



არხვატს

არხვატო, ჩემო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო,
მიამც კი შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზე დამაწვინაო!
მაკვდას, თუ მაკვდა ოშკაცი არხვატის გულისთვინაო!
დედა ვაცხონე ვაჟისა, ვინაც თავ მაიწყინაო!
მტერ დარჩა სისხლის მორევში, თავიც კი იქ შასწირაო.
დაიმალების ცუდი ყმა, მავშჩები, წაოლ შინაო.
გამაქცეულის მისვლასა არმისვლაი სჯობ შინაო.
მაინც არ გასტყდა, არხვატო, ბასრო ფოლადის რკინაო!


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 28 2007, 12:59 PM
პოსტი #20


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



* * *
ამ ტიალს წუთისოფელში ბევრი ამბები ყოფილა:
ყველას ჰკლავს თითო რამ სევდა, ვინც კი ამქვეყნად შობილა...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 12:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი