IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმ. იოანე ტობოლსკელი, ღვთის განგებულებაზე ანუ ღვთისაგან განსაზღვრულსა და დაშვებულზე
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 1 2007, 02:53 AM
პოსტი #1


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წმ. იოანე ტობოლსკელი


წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი), მიტროპოლიტი ტობოლსკისა და სრულიად ციმბირისა, არის უკანასკნელი კანონიზირებული წმინდანი რევოლუციამდელი რუსეთისა. იგი 1916 წელს იქნა შერაცხული წმინდანად.
წმ. იოანე დაიბადა 1651 წელს ქ. ნეჟინში. კიევო-მოგილანის კოლეგიის დამთავრებისთანავე იგი იქვე იქნა დაოვებული ლათინური ენის მასწავლებლად და სულ მალე კიევო-პეჩორის მონასტერში აღიკვეცა ბერად. ახალგაზრდა ბერს დაევალა ღვთის სიტყვის ქადაგება და იმ დროიდან მოყოლებული მასში გაიხსნა ღვთაებრივი ნიჭი მჭერმეტყველებისა. ჩერნიგოვის არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი აკურთხა ელეცკის მონასტრის არქიმანდრიტად. მალე არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა მღვდელმთავრად და დადგინდა უკვე გარდაცვლილი თეოდოსის ადგილას.
ჩერნიგოვის საეპისკოპოსო კათედრაზე მოღვაწეობისას წმ. იოანემ შექმნა კოლეგიუმი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენდა პირველ სასულიერო სემინარიას რუსეთში და ფართოდ იყო ცნობილი თავისი მაღალი ღვთისმეტყველური დონით. ჩერნიგოვში წმ. იოანემ დაარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები სასულიერო-ზნეობრივი შინაარსისა.
წმინდა იოანეს ნაბოძები ჰქონდა ღვთისაგან წინასწარმეტყველების ნიჭი. გადმოცემის თანახმად, მას უწინასწარმეტყველებია 1812 წელს ფრანგების შემოსევა რუსეთზე.
1710 წელს ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოს იოანეს უბოძეს მიტროპოლიტის ხარისხი და განაწესეს ტობოლსკისა და სრულიად ციმბირის კათედრაზე. მან იტვირთა მოციქულებრივი ჯვარი ციმბირის წარმათებზე და მათი მოქცევა ქრისტიანულ სჯულზე. ამ დორს ეკუთვნის წმ. იოანეს მიერ გამოცემა ნაშრომისა "ილიოტროპიონი" სლავურ ენაზე. მისი ცხოვრების შესახებ მემატიანე ასე მოგვითხრობს: - იყო მშვიდი, უბრალო გულით, კეთილგონიერი, ღარიბთა ქომაგი და მოწყალე. თავისი სიკვდილის დღეს, 1715 წლის 10 ივნისს, მან უკანასკნელად ჩაატარა წირვა, რის შემდეგაც მოაწყო სადილი სასულიერო პირთა და ღატაკთათვის, თავად უძღვებოდა მაგიდას. მისი გარდაცვალება წინასწარ ეუწყა მის წინამორბედს - ტობოლსკის კათედრის მიტროპოლიტ ფილოთეის, სქემაში თეოდორეს, რომელიც იმყოფებოდა იმ დროს ძალიან შორს ტობოლსკიდან. მან ასე უთხრა თავისთან მყოფთ: ჩვენმა ძმამ იოანემ მიიძინა" და მაშინვე ტობოლსკისაკენ გამოეშურა.
წმ. იოანეს მთავარ ნაშრომში "ილიოტროპიონში" წარმოდგენილია შესაბამისობა ადამიანის ნებისა რვთის ნებასტან, სადაც ავტორი კეთილად განმარტავს ამ ყველაზე საჭირო კითხვას ქრისტიანული სოტეროლოგიისა.
პოფესორმა ი.ა მაქსიმიოვიჩმა, წმ. იოანეს შორეულმა ნათესავმა გადმოთარგმნა "ილიოტროპიონი" თანამედროვე რუსულ ენაზე და გამოსცა ჯერ ნაწილ-ნაწილ ჩერნიგოვის ეპარქიულ ცნობარში, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნად კიევში, 1896 წელს.
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს განმეორებას მცირეოდენი შემოკლებით იმ ბროშურისა, რომელიც შეადგინა მ.ა ნოვოსელოვმა "ილიოტროპიონის" მიხედვით.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Feb 1 2007, 03:05 PM
პოსტი #2


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ეს პატარა ნაშრომი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩაწვდეს ღვთის რაობას, თუ როგორია დამოკიდებლება სამყაროს, ღმერთსა და ადამიანს შორის. რა არის განგებულება ღვთისა, ვინ წარმართავს ადამიანის ცხოვრებას: ღვთის განგებლების ძალა - უზენაესი ნება ღვთისა, თუ ადამიანსაც გააჩნია მნიშვნელოვანი როლი მისი ბედის განსაზღვრაში? და რომელია წარრმართველი განგებულება ღვთისა, თუ ადამიანისა? თუკი პიროვნება სრულიად დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, სადღაა მისი თავისუფლება და მართლაც თუ ყველაფერი ღვთის უზენაესობას ემორჩილება, საჭიროა კი ადამიანის აქტიური მოქმედება? ან ძალუძს კია ადამიანს ჩაწვდეს ღვთის ნებას, თუკი განგებულება ღვთისა მიუღწეველია და ბურუსით მოცული? ამგვარ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება ეს წიგნი, რაც ფართო მკითხველს უთუოდ კეთილად წაადგება.

ღვთის წყალობით, შევეცდები მთლიანად წარმოგიდგინოთ ეს ნაშრომი


ღვთაებრივი განგებულება

"ჰსცნას ყოველმან მოძღვრებაი ესე,
ვითარ რაი არს, ღმრთისაგან არს"
(იოანე 7,17)



რა არის განგებულება? ეს არის ერთი თავისებურება ღვთისა, იხილოს ყველა მოქმედი აწმყოში, წარსულსა და ომავალში. შეძლოს მომავალშიც მოქმედება, როგორც აწმყოში და იქონიოს ყოვლისშემძელ და განუწყვეტლივი ზრუნვა თავის ქმნილებაზე. წმ. იოანე დამასკნელი ამის შესახებ წერს: "ანგებულება არის ღვთის ნება, რომელიც ყოველთვის მოიცავს და რომლითაც ყოველივე იმართება. თუ ჩვენ განვიხილავთ ათასგვარ შემთხვევებსა თუ ბუნების მოვლენებს ჩაუწვდომლად იმათ მიზეზებსა თუ შედეგებში, მაშინ ჩვენ ბევრი რამ მართლაც შეიძლება გვეჩვენოს შემთხვევითობად. მაგრამ ღვთიური გაგებით ქვეყნად არაფერი ხდება მისი ნებისა და განგებულების გარეშე. გონება ღვთისა უსაზღვროა და ყოვლისმომცველი. ყოვლისშემძლე ღმერთი წამიერად აღწევს და ამჩნევს ყველაფერს: ცის სიმაღლესა თუ დედამიწის სიგანეს, ზღვის სიღრმესა თუ უხილავ ქვესკნელს.
ყველგან და ყველაფერში ღვთის მმართველობისას საოცრად ჩანს მისი განგებულება და მზრუნველობა, რომელიც არა მარტო მართავს ყველა ქმნილებას მისი ნებისამებრ და განგება მას, არამედ იმყოფება კიდეც მასში. ჩვენ კი უგუნურთ გვგონია, რომ ყოველივე ქვეყნად ხდება ბრმა შემთხვევის წყალობით. მაშინ, როცა ყველაფერი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ხდება მისი რჩევით, ნებითა და განგებულებით.
სამართლიანად თქვა ნეტარმა ავგუსიტინემ: "ყველაფერს, რაც ჩვენთვის გაუგებარია, ვთვლით შემთხვევითობად, უგუნურებად, ღვთის ყოველგვარი ნების გარეშე, სრულდება კი ღვთის ნებით. ავხსნათ ეს მაგალითი: ბატონი გზავნის თავის ორ მსახურს ერთსა და იმავე ადგილას სხვადასხვა გზებით ისე, რომ არც ერთმთა არფერი არ იცის ამის თაობაზე. მათი შეხვედრა იმ ადგილზე არის მათთვის შემთხვევითი, რადგანაც ისინი არც კი ფიქრობდნენ ერთმანეთთან შეხვედრაზე, მაგრამ შემთხვევითი არ არის უფალთან მიმართებაში. ამგვარადვე პოულობს ღარიბი განძს შემთხვევით, მაგრამ უფლისათვის რომელიც ინება, რომ ეს განძი ეპოვა ღარიბს, რათა გამდიდრებულიყო, უკვე აღარ არის შემთხვევითი, არამედ ხდება ღვთის მამობრივი განგებულებით, - ღარიბის გასამდიდრებლად. ღმერთთან არ არსებობს შემთხვევითობანი.
ბევრჯერ ჩვენ ვტყუვდებით და შემთხვევითობას ვუწოდებთ იმას, რითაც აიხსნება ღვთის უმაღლესი სიბრძნე და განგებულება, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული და ჩაწერილი ღვთის განგებულების წიგნში ჯერ კიდევ უწინარეს საუკუნეთა.
ხშირად ჩვენ მივყავართ უფალს უბედური, ძნელადგადასასვლელი ცხოვრების გზებით, მაგრამ მა მშვენივრად იცის, თუ როგორი გზით უნდა გვატაროს ზეციურ სამოთხისეულ ბაღში. მაშ რატომღა უნდა ავტეხოთ ჩივილი ჩვენი ცხოვრების უბრძნესი გზამკვლევისადმი, ანდა რას მოვთქვამთ, თუკი მივდივართ იმ გზაზე, რომელიც ღვთისგანაა გასაზღვრული ჩვენთვის? " უფალო, საით მიგყავართ ჩვენ? გვგონია გადავუხვიეთ დიდი ხანია მართალი გზიდან. - ნუ სწუხარ, - საიდუმლოდ გვაუწყებს ჩვენ ღმერთი, გწამდეს მხოლოდ ჩემი და მე სასიკეთოდ გაგიყვან მართალთა გზაზე ისე, რომ შენ არ იქნები შეწუხებული, როცა დასრულდება მოგზაურობა შენი. ასე დაამგვარად, ყოველ ჩვენთაგანს თან სდევს ცხოვრების გზაზე ღვთის განგებულება, დაბადებიდან მარადისობამდე, თუკი დავრჩებით ერთგულნი ღვთის გზით სიარულისა, რომელიც მოგვეცა ჩვენ წმიდა სახარებაში.
ვსაუბრობთ რა ღვთის განგებულებაზე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ისტორია ისრაელთა მეფის საულისა, რომელიც გაგზავნა მამამ, რათა ეპოვა დაკარგული ვირი და იპოვა მეფობა. ჩავუფიქდეთ ღვთის განგებულებას საულზე; ღმერთმა უთხრა სამუელს: - ხვალ ამ დროს, მე გამოგიგზავნი კაცს ბენიაბინის ტომიდან და აკურთხე ჩემი ხალხის - ისრაელის მეფედ. მიავლინა ღმერთმა საული სამუელთან შემდეგნაირად: საულის მამას გაექცა სახედარი და მან გაგზავნა თავისი ვაჟი მსახურთან ერთად იმათ საძებრად. გადაიარეს მათ მთა ეფრემისა, მხარე შაყაკიმისა, საალომისა და ბენიამისა, მაგრამ რასაც ეძებდნენ, ვერსად პოვეს და როცა მიადგნენ ცუფის მხარეს, საულმა უთხრა მსახურს" - დავბრუნდეთ უკან, მამას უკვე დავიწყებული ექნება ვირები და ალბათ ჩვენი დარდი სტანჯავს. ამაზე მსახურმა უპასუხა: - ამ ქალაქში ცხოვრობს ერთი ღვთისნიერი კაცი, ეგებ ვკითხოთ ვირის შესახებაც? ეს რჩევა საულს გონიერი და სასარგებლო ეჩვენა. აი, როგორი გზით მიიყვანა ღმერთმა საული სამუელთან(I მეფ. IX, 1-7). მაგრამ, სანამ ისინი შეხვდებოდნენ ერთმანეთს და გაიმართებოდა მათ შორის საუბარი, ღმერთმა გაუხსნა სამუელს, რომ მასთან მისული არის სწორედ ის, რომელის უნდა ეკურთხებინა ისრაელის მეფედ. ყველაფერი წარიმართა ღვთის მიუწვდომელი განგებულებით, ჩვეულებრივი სიცხადითა და წესრიგით. ოხ, ღმერთო როგორი მიუწვდომელია სიბრძნე შენი განგებულებათა! როგორი დიადია და ამოუცნობი საიდუმლო შენი სა როგორ განსხვავდება განგება შენი ადამიანთა აზრებისაგან. საული სულაც არ ფიქრობდა გვირგვინსა და სამეფო სკიპტრაზე, მაგრამ ღვთის კეთილი ნებით ავიდა ტახტზე.
ამასთან დაკავშირებითმ, თავისთავად იბადება კითხვა: რატომ ინება უფალმა საულის გამეფება, თუკი წინასწარ უწყოდა, რომ იგი ჩავარდებოდა არაწმიდებაში და უბედურებით დაამთავრებდა თავის სიცოცხლეს? პირდაპირი პასუხის ნაცვლად შემოგთავაზებთ ასეთ კითხვას" რატომ შექმნა უფალმა აგელოზები, თუ კი იცოდა წინასწარ, რომ შეეწინააღმდეგებოდნენ მას და შეიქმნებოდნენ ღვთისაგან სამუდამოდ განკიცხულნი ცოდვებისათვის და ჩავარდებოდნენ გეენიაში? რატომ დაასახლა ღმერთმა ადამი სამოთხეში, თუკი იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა? რატომ ჩარიცხა იუდა ქრისტემ მის მოციქულთა რიცხვში, თუკი წინასწარ უწყოდა, რომ იგი ბოლოს შეიქმნებოდა გამყიდველი მისი? ან რატომ გაგზავნა ქრისტემ თავისი მოციქულები სამარიტელთა დასახლებაში, როცა იცოდა, რომ მათ არ მიიღებდნენ ისინი? რა არის მიზეზი ასეთი ცვალებადობისა ღვთის განსაზღვრულობაში? ასეთ მიზეზებს ჩვენ ათასობით ვიპოვით.


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 03:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი