IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მომავალი სამყარო.
afxazi
პოსტი Nov 7 2008, 07:57 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სულ ახლახან გამოვიდა წიგნი, ქართულად თარგმნილი "მართლმადიდებლობის გზა", რომლის ავტორიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ ერთი მიტროპოლიტი კალისტოს უეარია. აქ ასეთ რამეს წავაწყდი, მეუფე წერს:

ადამიანის გამოხსნა სხეულისაგან და მატერიალური სამყაროსაგან კი არა, არამედ მათთან ერთად ხდება. რადგან ადამიანი ქმნილების მიკროკოსმოსი და მედიატროაია, მისი გამოხსნა მოიცავს მის გარშემო არსებული მთელი სულიერი და უსულო ქმნილების ღმერთთან ერთობის აღდგენას და ფერისცვალებას, გათავისუფლებას "ხრწნილების მონებისაგან" და შესვლას "აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა" (რომ 8.21). მომავალი ცხოვების "ახალ დედამიწაზე" ნამდვილად არის ადგილი არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ცხოველებისთვისაც: ადამიანის მეშვეობით ისინიც ეზიარებიან უკვდავებას და ასევე კლდეები, ხეები, მცენარეები, ცეცხლი და წყალი.


რამდენად აქვს ამ სწავლებას საფუძველი საეკლესიო ტრადიციაში? რისთვისღა ვსაყვედურობთ რასელისტებს (იეღოველებს), რომლებიც მსგავსად წარმოგვიდგენენ მომავალი ცხოვრების სურათს?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 7 2008, 08:59 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



afxazi
სულიერ დონეზე იქნება ყველაფერი, რაის ცეცხლი და წყალი?! biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 7 2008, 09:15 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დათიკო
ციტატა
სულიერ დონეზე იქნება ყველაფერი, რაის ცეცხლი და წყალი?!

biggrin.gif მაი მეც ვიცი მარა აი მიტროპოლიტი რატომ ფიქრობს თქო ასე? საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 7 2008, 10:59 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



afxazi
ციტატა
მაი მეც ვიცი მარა აი მიტროპოლიტი რატომ ფიქრობს თქო ასე? საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა.

რა ვიცი აბა... უცნაურია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 7 2008, 11:09 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

რამდენად აქვს ამ სწავლებას საფუძველი საეკლესიო ტრადიციაში? რისთვისღა ვსაყვედურობთ რასელისტებს (იეღოველებს), რომლებიც მსგავსად წარმოგვიდგენენ მომავალი ცხოვრების სურათს?


არასწორად გაუგე მეუფეს დავით.

მატერიას არ აქვს დასასრული, ის იარსებებს მანამ სანამ იარსებებს ადამიანი (რამდენადაც ადამიანი მატერიალური სხეულისგან შედგება და მის გარეშე არ წარმოადგენს ადამიანს) ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქნება იგივე კანონები, იქნება თუნდაც ენტროპია - რომელიც ერთ-ერთი რეგრესული ფორმაა სამყაროში, გამარტივებისკენ მსწრაფვი... ყველაფერი იქნება განსრულებული ღმერთში და ღმერთი იქნება "ყველა ყველაში"

რამდენადაც ეს ემანაცია, რომელშიც ღმერთმა საკუთარი შემოქმედება გადმოღვარა დაუსრულებელი, ნახული და "კარგია" როგორც ამას შესაქმე გვაუწყებს, კარგს კი დასასრული არ აქვს... ფორმის ცვლილება კი ახასიათებს smile.gif

პ.ს 'ახალი ცა და ახალი მიწა', ახალ სულიერ და მატერიალურ სამყაროს აღნიშნავს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 8 2008, 04:09 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მატერიას არ აქვს დასასრული

აქვს და ექნება smile.gif ანუ აქ აღარ იქნება საუბარი კლდეებზე და ჰაშორიოზე biggrin.gif
არამედ განსულიერებულ მატერიაზე, ზუსტად ისეთზე, როგორ სხეულიც ანუ მატერიაც ქონდა აღდგარ მაცხოვარს ანუ სულიერი, ესაა ის "ახალი მიწა" ახალ ცაში! ხოლო იმ სხეულს აღარ სჭირდება,
ციტატა
ცხოველები,კლდეები, ხეები, მცენარეები, ცეცხლი და წყალი.
, არამედ ერთით ნეტარებს უფალში, ახლა ის, რომ
ციტატა
კარგს კი დასასრული არ აქვს... ფორმის ცვლილება კი ახასიათებს
ეს სწორია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ განსულიერებული კატა იქნება და განსულიერებული კალმახი ( ვახ, ისევ ჰოლიკალმახები biggrin.gif ), არამედ იქნება სწორედ ისე , როგორც წმ. იოანე დამასკელი წერს:
"ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არანივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ - იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ!"
აქ სჩანს იმქვეყნიურად განუხრწნელი ხორცის მდგომარეობა , იგი არც ჯოჯოხეთში იქნება შეხებაში რაიმე მატერიალურთან ( აქ ნივთიერთან ) და არც სამოთხეში, პირველი მდგომარეობა ადამისა და ევასი არ იყო საბოლოო მდგომარეობა, და ახლა საბოლოო მდგომარეობის დაყვანა ისევ პირველ მდგომარეობამდე მცდარად მიმაჩნია, თუმცა ზემოთ აღნიშნული წიგნი, ძალიან კარგია და კარგი იქნება თუ ყველა წაიკითხავს, თან რამოდენემეჯერ smile.gif
და ბოლოს ეს პომაზანსკიდან არის:

"ხატოვნად არის აღწერილი საუკუნო ნეტარი ცხოვრება გამოცხადებაში: „ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარხდეს და ზღუაჲ არღარა არს“ (გამოცხ. 21,1). მომავალ სამეფოში ყველაფერი განსულიერებული, უკვდავი და წმიდა იქნება.

მთავარი მაინც ის არის, რომ სამომავლო ნეტარ ცხოვრებას მიღწეულნი და „საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა“ ქცეულნი (2 პეტ. 1,4) თანამონაწილენი გახდებიან იმ უსრულყოფილესი ცხოვრებისა, რომლის წყაროც მარტოოდენ ღმერთშია. უფრო ზუსტად, ღვთის სასუფევლის მომავალი წევრები ანგელოზების დარად ღმერთის ხილვისა და მისთ დიდების ჭვრეტის ღირსნი შეიქნებიან (მთ. 5,8), არა „ვითარცა სარკითა და სახითა... მაშინ პირსა პირისპირ“ (I კორ. 13,12). ისინი გახდებიან არა მარტო მჭვრეტელნი დიდებისა, თავადაც მიიღებენ მასში მონაწილეობას და „გაბრწყინდებიან, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა“ (მთ. 13,43); როგორც ქრისტეს თანამემკვიდრენი, მასთან ერთად დასხდებიან საყდარზე და მის მეფურ დიდებულებას გაიზიარებენ (გამოცხ. 3,22; 2 ტიმ. 2,11-12).

როგორც გამოცხადებაში არის სიმბოლურად ასახული, „არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღვის წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა“ (გამოცხ. 7, 16-17). ესაია წინასწარმეტყველის თანახმად: „თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (I კორ. 2,9; ეს. 64,4)."
იხარეთ;
კაიროსი!


პ.ს.
ციტატა
რამდენადაც ეს ემანაცია, რომელშიც ღმერთმა საკუთარი შემოქმედება გადმოღვარა

მესმის, რომ შემოქმედებას შეიძლება ხატოვნად უწოდო "გადმოღვრა", მაგრამ ხო იცი ახლა მნათუშკი, რომ ემანაცია ( ღმერთისაგან რაიმეს გადმოღვრა სისავსის გამო) არის დაგმობილი სწავლება და მასთან ერთად ეს ტერმინი? smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 8 2008, 04:16 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მესმის, რომ შემოქმედებას შეიძლება ხატოვნად უწოდო "გადმოღვრა", მაგრამ ხო იცი ახლა მნათუშკი, რომ ემანაცია ( ღმერთისაგან რაიმეს გადმოღვრა სისავსის გამო) არის დაგმობილი სწავლება და მასთან ერთად ეს ტერმინი?


მერე მეც ხომ დაგმობილი ვარ tongue.gif tongue.gif tongue.gif ნელ-ნელა გაპარებთ ტერმინ-ტერმინ tongue.gif

KAIROS

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რომ:


ციტატა
ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი


ცა აღნიშნავს სულიერ, ხოლო ქვეყანა მატერიალურ სამყაროს...

სავარაუდოდ მეორედ მოსვლა ანგელოზებსაც შეეხებათ, ამაზე რას იტყვით?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 8 2008, 04:35 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ცა აღნიშნავს სულიერ, ხოლო ქვეყანა მატერიალურ სამყაროს...

ნწუ biggrin.gif ახალს მიაქციე ყურადღებაო გეუბნება დამასკელი, ანუ განსულიერებული ქვეყანაო და მორჩა ახლა აქ ხვლიკები და ბუები biggrin.gif
ციტატა
სავარაუდოდ მეორედ მოსვლა ანგელოზებსაც შეეხებათ, ამაზე რას იტყვით?

პირველი მოსვლა ვისაც შეეხო იმას მეორეც შეეხება, და როგორც "შეეხო" ანგელოზებს პირველი, ისევე "შეეხებათ" მეორე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 8 2008, 04:45 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ნწუ ახალს მიაქციე ყურადღებაო გეუბნება დამასკელი, ანუ განსულიერებული ქვეყანაო და მორჩა ახლა აქ ხვლიკები და ბუები


დაიცა კაცო ახლა, დამასკელამდე ავგუსტინე იყო, იქამდე არეოპაგელი (პროკლეს რა ვუთხარი მე biggrin.gif ) და კიდევ იქამდე ბიბლია... ეს აღმოსავლელი მამა გასაგებია რასაც ამბობს, ნუ გამოვყოფთ ცასა და მიწას ერთმანეთისგან, ორივე ნივთიერია (მათ შორის სხვაობის მიუხედავად) და ორივე განსულიერდებაო... მაგრამ ეს განსულიერება რა არის ვერ ვხვდები, ან როდის მერეა სული სხეულზე უპირატესი თუ ამ ნიშნით გამოკვეთს... (გნოსჩოებს კოცნა გავუგზავნოთ laugh.gif )

მოკლედ ახლა რომ ვილაპარაკოთ ადამიანურად:

შექმნილი სამყარო გახდება სულიწმიდის მიერ განსრულებული, სადაც ქრისტ მოვა და დარჩება... ესთე იგი ეს რას ნიშნავს, ღმერთს აღარ დასჭირდება სამყაროში მოქმედება მისი შეუქმნელი ენერგიებით? აღარ იქნება ზღვარი ტრანსცენდენტულსა და იმანენტურს შორის? აღარ იქნება ზეციური და ამქვეყნიური სამყარო?





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 8 2008, 10:52 AM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მნათე
ციტატა
არასწორად გაუგე მეუფეს დავით.

რატომ ლევან, აქ ხომ პირდაპირ წერია რომ მომავალი ცხოვრების "ახალ დედამიწაზე" ნამდვილად არის ადგილი არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ცხოველებისთვისაც: ადამიანის მეშვეობით ისინიც ეზიარებიან უკვდავებას და ასევე კლდეები, ხეები, მცენარეები, ცეცხლი და წყალი.

აქ რაღაც გადატანითი მნიშვნელობით მე მგონი არა არის რაღაც ნათქვამი. შესაბამისად ეს სწავლება სწორი არ არის და მას არავიტარი კავშირი არ აქვს მართლმადიდებობასთან, რადგან მართლმადიდებლობა კატეგორიულად გამორიხავს ხილულ სამყაროში გარდა ადამიანისა რომელიმე ქმნილების ცხონებას, იქნება ეს ცხოველი, მცენარე თუ მითუმეტეს უსულო მატერია.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 8 2008, 12:08 PM
პოსტი #11


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
"ახალ დედამიწაზე" ნამდვილად არის ადგილი არა მხოლოდ ადამიანებისათვის, არამედ ცხოველებისთვისაც: ადამიანის მეშვეობით ისინიც ეზიარებიან უკვდავებას და ასევე კლდეები, ხეები, მცენარეები, ცეცხლი და წყალი.

არ უწერია მეუფეს სახარების რომელ მუხლებს ეფუძნება მისი ასეთი მსჯელობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 8 2008, 01:00 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
ღმერთი იქნება "ყველა ყველაში"

დააზუსტე, რას გულისხმობ, თორემ ძალიან ჰგავს პანთეიზმს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 8 2008, 01:11 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დათიკო
ციტატა
არ უწერია მეუფეს სახარების რომელ მუხლებს ეფუძნება მისი ასეთი მსჯელობა?

რომაელთა 8.21 მაგრამ აქ საუბარია ზოგადად და არა ასე დაწვრილმანებით.

ასეთ დაწვრილმანებას ეკლესია არასოდეს მიმართავდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 8 2008, 09:23 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



როგორც იყო ადამის დროს ისე იქნება და კიდე უკეთესად. იქნება სხეულებრივი და სულიერი ცხოვრება ცაში და მიწაზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Nov 8 2008, 09:28 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



afxazi
როგორ ხარ? დიშვილი როგორ გყავს?
ბოდიში გაოფფებიზა biggrin.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 8 2008, 09:39 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

I კორინთელთა მიმართ 15:28.
''... რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში''

ციტატა
როგორც იყო ადამის დროს ისე იქნება და კიდე უკეთესად. იქნება
სხეულებრივი და სულიერი ცხოვრება ცაში და მიწაზე


განიმარტოს რას ნიშნავს ცა და რას ნიშნავს მიწა


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 8 2008, 09:57 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



რასაც ნიშნავდა ადამისთვის და რაც იყი მისთვის. დამასკელის შესაბამისი თავი ნახე რა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 8 2008, 10:58 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რასაც ნიშნავდა ადამისთვის და რაც იყი მისთვის. დამასკელის შესაბამისი თავი ნახე რა.


ადამი იყო ქანდაკება, მე ვარ ქრისტიანი, ახალი და ახლებური ადამიანი გენაცვალე.

ანუ რამდენიმე გარემოება გამოკვეთეთ:

1. ადამიანი ხედავს საკუთარი არსების ერთ (ნუ ორს, სამშვინველიანად) ნაწილს, მეორეს ვერ ხედავს - რამეთუ უხილავია, ციურია...
2. რატომ არის უხილავი?
3. იქნება თუ არა მომავალშიც დაფარული? თუ ერთიანობას ექნება ადგილი მაშდამე? ადამი განჭვრეტდა სულიერ სამყაროს? ხედავდა ანგელოსებს? ხედავდა ღმერთს?
4. ღმერთს რომ ემალებოდა სამოთხეში, ე.ი ყოველთვის ვერ ხედავდა არა? მაშდამე რა შ-ვ-აშია აქ ადამი... როცა მას შვილობის მადლიც კი არ ქონდა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 8 2008, 11:13 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



mis Shemdeg daimala rac shescoda. ganchvretdaam yvelafersmagram srulad vera. gonebiT chvretda goniseult da grZnobadiT tkbeboda grznobismierit
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 07:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი