IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ახალი აღთქმა
A.V.M
პოსტი Jun 1 2014, 02:10 AM
პოსტი #81


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა შუაშია და ერთ კარგს თემას დავასრულებ ამ დღეებში და ავტვირთავ ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 3 2014, 11:24 AM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



სულ ვფიქრობდი რას წერს ასეთ დაუმთავრებელს მეთქი.


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2014, 06:12 PM
პოსტი #83


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



http://church.ge/index.php?act=ST&f=21&t=5...=80#entry748960

დაპირებული თემა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 20 2014, 06:46 PM
პოსტი #84


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებ

Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებული
თაბორის მთა
ბიბლიაში პირველად იხსენიება როგორც ზაბულონის, ისაქარისა და ნეფთალემის ტომთა საზღვარის განმსაზღვრელი ადგილი. ამის შემდეგ თაბორის მთასთან განვითარებული მოვლენები უკავშირდება მსაჯულ დებორას ეპოქას. სწორედ ამ მთიდან დაძრავს ჯარს მხედართმთავარი ბარაკი და დაამარცხებს მტერს. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილას დაიღუპებიან გედეონის ძმები მიდიამელი მეფეების, ზებეესა და სალმანას ხელიდან.
თაბორის მთა, თავისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო, ყოველთვის სტრატეგიულ ადგილად იყო მიჩნეული. ის ერთგვარად გამოყოფილია მთათა სისტემიდან და ამაყად დგას იზრეყელის ველზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ სახარებაში ფერისცვალების მთა სახელდებით მითითებული არ არის. როდესაც მახარებელი წერს, რომ იესო ქრისტე ავიდა მთაზე, დასახელება მთისა უკვე ზედმეტიც კი იყო, რადგან აქ მხოლოდ ერთი, თაბორის მთა უნდა იგულისხმებოდეს.
თავისი სტრატეგიული დანიშნულების გამო, თაბორის მთას არა მარტო ებრაელები, არამედ ისრაელის დამპყრობლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ანტიოქე დიდის ეპოქიდან ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დაქცევამდე თაბორის მთა მუდმივ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას მიიტანა იერიში იუდეაში აჯანყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯან%E

ყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯანყება წამოიწყეს, ეს უძველესი თავშესაფარი ებრაული სულისა, რომაელების მიერ პირწმინდად იქნა დანგრეული.
მაცხოვრის მიერ თაბორის მთის არჩევა ერთ ერთი უდიდესი სასწაულის აღსასრულებლად, ცხადია, ისევე, როგორც ყოველი მისი სიტყვა და ნაბიჯი, შემთხვევით არ მომხდარა. მისი მოწაფეების სულში თაბორის მთა იმ ეპოქალური მოვლენებით იყო დატვირთული, რაზეც ზემოთ უკვე ვსაუბრობდით (ცხადია, ვგულისხმობთ იმ მოვლენებს, რომელიც მაცხოვრის შობამდე მოხდა). ის სამი მოწაფე, რომელიც მაცხოვარს აყვა მთაზე, შეიძლება ითქვას, ძლიერ გამოირჩეოდნენ თავიანთი სულმხურვალებით. რომ არაფერი ვთქვათ პეტრეზე, გავიხსენოთ იოანე და იაკობი, რომლებიც თავიანთ მოძღვარს არაორაზროვნად სთავაზობენ სამარიტელთა სოფლების ზეციური ცეცხლით მოწვას. აშკარად ჩანს (არა მარტო ამ ადგილიდან), რომ მაცხოვრის მოწაფეები იმ ნაციონალური იდეებით იყვნენ აღტყინებულნი, რაც იმ დროის ნებისმიერი იუდეველისათვის დამახასიათებელი იყო (თუმცა, გამონაკლისის სახით პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისაგან იდგა შორს - ასე განსაჯეთ, იოანე ნათლისმცემელს არც ერთხელ არ აქვს გამოყენებული ფრაზა „დავითის ძე,“ მაშინ, როდესაც ეს ეპითეტი მესიასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად გამოხატავდა მესიანურ მოლოდინს). ამიტომაც, მაცხოვარი, როგორც ყოვლადბრძენი კურნალი, წმინდა იოანე ოქროპირისეული (თუმცა, არა მარტო მისი) სიტყვათა სტილი რომ გამოვიყენოთ, ნელ-ნელა ზეაღიზიდავს მოწაფეთა გონებას და თაბორის მიწიერი სტრატეგიული განცდისაგან სულიერი მზერის თაბორის მთაზე აღსრულებული მოვლენის გაშინაარსებისაკენ გადატანაზე მოუწოდებს. გავიხსენოთ, ვინ ეზრახებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვარს - ელია და მოსე - ეს ორი ნაციონლური გმირი ისრაელისათვის. ამიტომაც, რაღაცა აზრით გასაგები ხდება პეტრეს სურვილი თაბორის მთაზე დარჩენისა და მესიის მიწიერი გააზრების საცდურის წინაშე გონების წარდგენისა. აქედან კი ის იერუსალიმისაკენ უნდა წარემართოს და გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ იერუსალიმია ის ადგილი, სადაც მესიამ თავი უნდა განაცხადოს. ამიტომაც, მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებაში მოციქულებს უნდა დაენახათ ბრძოლის სულიერი გზა, რომელიც მესიანური მსახურების გამარჯვებას მოიტანდა და არა ბრძოლის მატერიალური მხარე, რაც აუცილებელ მარცხთან იყო წილნაყარი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ მაცხოვარმა თავისი მესიანური მსახურება აბსოლუტური გამარჯვებით არ დაასრულა, მოციქულებმა ვერ შეძლეს თაბორის სულიერი სტრატეგიის გაშინაარსება. პეტრე მოციქულმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ფერსცვალებამდე საოცარი სიტყვები მოისმინა ქრისტესაგან, მალევე, ფერისცვალების შემდეგ, თაბორის მთიდან ჩამოსული, უმკაცრეს სიტყვებს ისმენს ისევ თავისი ღვთაებრივი მოძღვრისაგან.
ამდენად, თაბორის მთა, როგორც მიწიერი სტრატეგებისათვის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ასევე გაიაზრება ის სულიერი კუთხით, რადგან სწორედ ამ სიმაგრიდან ჩამოსული მესია მიიტანს საბოლოო და დამაქცეველ იერიშს ჯოჯოხეთზე, რითაც გამარჯვებას მოუტანს თავის ლაშქარს - ეკლესიას!
https://www.facebook.com/pages/Krialosani/9...3743938?fref=ts

ძალიან კარგი გვერდია , უძლიერესი ლექტორი აქცევს ყურადღებას და ხშირად თუ გაეცნობით , კარგი იქნება .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 25 2014, 01:07 PM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



არ მოვსულვარ მშვიდობისთვის არამე დ ომისთვის მახვილს აიღებს მამა შვილის წინააღმდეგ...ზუსტად ღOგორაა ეს ფრაზა და საიდან


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 25 2014, 02:13 PM
პოსტი #86


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



iohanan

"ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10.34-35).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 25 2014, 02:21 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



GAნმარტება?სხვა შAხერიბიდანაც დამიდე რა მაგ ამონარიდი


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 25 2014, 08:07 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



Aუ დამიწერეთ რა ძალიან გთXოვთ მჭIრდება


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2014, 10:23 PM
პოსტი #89


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეს ერთი განმარტებაა :

,,მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)



ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა... არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა... მტერ-იყუნენ კაცისა სახლეულნი თვისნი...

მათე 10, 32-36

ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, ამ

ამიტომ იგი ღმერთს უნდა ემსახუროს, როგორც სულით, ისე ხორცით, რადგან სხეულიცა და სულიც, ორივე ღვთისგანაა შექმნილი; სულიცა და სხეულიც ისევე შეერთდებიან რა აღდგომისას, ერთად მიიღებენ შვებას საუკუნო ნეტარებაში. აი, რატომ უნდა მონაწილეობდეს ყოველგვარ კეთილ საქმეში ჩვენი სხეული, ანუ ჩვენი გარეგანი ადამიანი, სულთან ერთად, ჩვენს შინაგან ადამიანთან ერთად. თვით ჩვენი რწმენაც, უნდა გამოვლინდეს აღიარებაში, როგორც ბაგენით, ასევე საქმენით: „რამეთუ გულითა გვრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებთ საცხოვნებლად“ (რომ. 10,10) - ამბობს წმიდა მოციქული.

თუ ჩვენ ქრისტე გვწამს გულით, და ვადიდებთ მას წმიდა მცნებებით, მაგრამ გვრცხევნია, ან გვეშინია ამაზე ხალხთან ცხადად საუბარი, ჩვენ ასეთ დროს ვართ ცრუნი, მსახიობნი და სულმოკლე სიცოცხლისმოყვარულნი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გულებში ხალხის წინაშე შიში უფრო ძლიერია, ვიდრე რწმენა ქრისტესი. სულის კანონი ასეთია: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან პირი მისი“ (ლკ. 6,45). ვისაც ღმერთი მთელი გულით უყვარს. იგი ვერ დადუმდება თავის შეყვარებულზე. აი, რატომ იყო, როცა მაცხოვარი საქადაგებლად აგზავნიდა თავის მოციქულებს, როგორი უფლებით ჩააგონებდა მათ უშიშრად, გაცხადებულად ეღიარებინათ, სიტყვითაც და საქმითაც დაემოწმებინათ მთელი ქვეყნის წინაშე, რომ მათ ჰქონდათ მისი რწმენა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისა, რომ ისინი არასოდეს განეშორებოდნენ მას, თავიანთ მხსნელსა და უფალს, ასეთი აღიარებისათვის სიკვდილითაც რომ მოეკლათ. ყოველმან, რომელმან - ამბობს უფალი, - აღიაროს ჩემდამო, ვინც მე მაღიარებს არა საკუთარი ძალით, არამედ ჩემივე მადლის დახმარებით, წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი ვცნობ მას ჩემი ერთგულ მიმდევრად, მარადიული ჯილდოს ღირსად, რწმენისა და აღიარებისათვის, წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, როცა დავჯდები დიდებაში მის მარჯვნივ, განსაკუთრებით კი ქვეყნად ჩემი მეორედ მოსვლისას, საყოველთაო განსჯისას.

„უფალი აქ ეუბნება არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ ყველას. მას უნდა ყველას განბნევება. ღმერთი უფრო მეტად კეთილმოქმედებისთვისაა მზად, ვიდრე დასასჯელად, მაგრამ აქ ერთხელ იხსენებს ჯილდოს, ხოლო ორჯერ დასჯას, - რატომაა ასე? - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მსმენელნი უკეთ გებულობენ დასჯის შიშს“ - ამბობს წმ. ოქროპირი. ამიტომ ნათქვამს: „გეშინოდეს მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეენისა შინა“, კიდევ დასძინა: და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, ვინც არ მცნობს მე ქვეყნიერების მხსნელად, მომირიდებს მეცა და ჩემს სწავლებასაც, ანდა შეიძლება იწოდებოდეს ჩემს მიმდევრად, სინამდვილეში კი მომაყენებს შეურაცხყოფას ცოდვილი საქმეებით, საკუთარი გადარჩენისათვის დაუდევრობით, წმიდა ეკლესიისგან განდგომით, რომელსაც მე დავაფუძნებ დედამიწაზე ადამიანთა ცხონებისათვის, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. არ ვცნობ ჩემს მიმდევრად, ვეტყვი მას იმ დღეს: არ გიცნობ შენ. აი, რატომ ითმენდნენ ყოვლადქებულნი მოწამენი უსაშინლეს საწამებლებს და სიხარულით ღებულობდნენ სიკვდილსაც, ოღონდაც კი თავიანთი ბაგენი არ დაეძრათ ქრისტეს უარსაყოფად. ისინი კვდებოდნენ და თავიანთ სიკვდილში დღესასწაულობენ გამარჯვებას თავიანთ მდევნელებზე და სატანაზე - მათ მასწავლებელზე! და როცა იფიქრებ, რომ ეს გამარჯვებულები, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მებრძოლები იყვნენ არა მარტო სულითა და სხეულით ძლიერი მამაკაცები, არამედ დაუძლურებული მოხუცები და სუსტი ქალები, ნორჩი ქალწულები და ჩვილნიც კი, უნებურად კეთილი კრძალულებით იტყვი: საკვირველი ხარ, უფალო, და შენს წმინდანებშიც დიდია შენი მადლის ძალა, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი.

მაგრამ იმ დროს მოციქულებს, როგორც სულიერად ჯერ კიდევ განსამტკიცებელთ, შეეძლოთ ეფიქრათ: „ასე, შენ მოხვედი იმისათვის, რათა გააჩაღო დედამიწაზე საყოველთაო ბრძოლა?“ ამიტომ გულთამხილავი თავად აფრთხილებდს მათ და ეუბნება: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. როგორი ცეცხლოვანი სიტყვაა! როგორ გაისმა იგი მოულოდნელად ჩვენი უფლის ბაგეებიდან! განა შენ თავად არ ამცნე უფალო მოციქულებს რომ თითოეულ სახლში შესვლისას, ყველას მისალმებოდნენ მშვიდობით? განა ანგელოზებმა არ უგალობეს ღმერთის დიდებასა და ქუეყანაზე მშვიდობას? განა შენ არ გიწოდებდნენ ძველი წანასწარმეტყველები მეუფეს მშვიდობისა? ჭეშმარიტად შენა ხარ ჩვენი მშვიდობა, და აი შენ ამბობ რომ ქვეყნად მოხვედი არა მშვიდობის მოსატანად, არამედ მახვილისა! როგორ გავიგოთ შენი ეს სიტყვა?

ღვთინგანბრძნობილი განნმარტებლები ამაზე პასუხობენ შემდეგნაირად: „მახვილს იგი უწოდებს სიყვარულს მის მიმართ (ზიგაბენის სიტყვა), სიყვარულს, რომელიც მორწმუნეებს გამოყოფს ურწმუნოთაგან, რომელსაც უძლეველი ძალით ადვილად შეუძლია განაშოროს ხალხი, ყველაზე ძვირფასს - ქვეყნიურ სიყვარულს. სხვაგანაც, აჩვენებდა რა მის ძლევამოსილებას, თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქვეყანასა ზედა“ (ლკ. 12,49). - „მახვილი ნიშნავს რწმენის სიტყვას, - ამბობს ნატარი თეოფილაქტე, - რომელიც მოგვკვეთს ჩვენ ოჯახური ყოფისა და ახლობლებისაგან, როცა ისინი გვეწინააღმდეგებიან ჩვენ ღვთისმოსაობას საქმეში. მაცხოვარი აქ ამბობს იმაზე, რომ მათგან მოკვეთა ან გამოყოფა უმიზეზოდ კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს რწმენას“. - „მაშინ განსაკუთრებით მკვიდრდება სიმშვიდე, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა დაავადებული ნაწილი სხეულისა მოეკვეთება, როცა მავნე მოერიდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ზეცა შეუერთდეს მიწას, ექიმიც მხოლოდ მაშინ ახერხებს სხეულის დანარჩენი ნაწილების გადარჩენას, როცა მათ არიდებს განუკურნებელ ასოს სხეულისა. თანამოაზრეობა ყოველთვის არ არის კარგი. ყაჩაღებს შორისაცაა თანხმობა. ქრისტეს სურდა, რათა ყველანი თანამოაზრენი ყოფილიყვნენ ღვთისმოსაობაში, მაგრამ რადგან ადამიანთა შორის მოხდა გაყოფა, ბრძოლაც აქედან გაჩნდა. მაგრამ ქრისტემ არ თქვა: მოვედი, რათა ბრძოლა მომეტანა, არამედ უფრო უარესი - მახვილი. მას უნდოდა მათი სმენა მიეჩვია უმკაცრესი სიტყვებისათვის, რათა ისინი ურთულეს მდგომარეობაში არ შერყეულიყვნენ. ახლა ვერავინ იტყვის, რომ ის პირფერობას იჩენდა, როცა მათ სიძნელეებს „მალავდა“.

არა მარტო მეგობრები და თანამოქალაქენი აღსდგებიან ერთმანეთის მიმართ, - ამბობს იგი. არამედ სისხლით ნათესავებიც კი: რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა, და ასული დედისაგან თვისისა, და სძალი დედამთილისაგან თვისისა, - „მე მოვედი, რათა განვაშორო ღვთისმოყვარულები ამ ქვეყნის მოყვარულთაგან, და დიდობისმოყვარენი სიმდაბლისმოყვარეთაგან. ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ოჯახის წევრთა შორის, არამედ მათშიც, რომლებიც შეერთებულნი არიან ჭეშმარიტი სიყვარულითა და მჭიდრო ძაფებით“ - ამბობს წმ. იოანე კიბისამღწერი. „მართალია ამის მიზეზი არ იყო ქრისტე, არამედ ადამიანური ბოროტება, და მაინც ამბობს იგი, რომ თავად არის ყოველივეს მიზეზი. ასეთი სახე გამოთქმისა დამახასიათებელია წმიდა წერილისათვის, რადგან სხვაგანაც არის ნათქვამი: „მისცა მათ ღმერთმა თვალები, რათა არ ხედვიდენ“. ასევე ამბობს აქაც. ამიტომ გვახსენებს წინასწარმეტყველებას, რომელიც მართალია ამ შემთხვევისათვის არ ითქვა, მაგრამ მასში იგივეა ახსნილი: და მტერ-იყუნენ კაცისა რომელსაც ჩემი სწამს, სახლეულნი მისნი, რომელთაც არა აქვთ ჩემი რწმენა ნათქვამით, მან გვაჩვენა ძალა და მხურვალება სიყვარულისა, რომელსაც ითხოვდა იგი, როგორც მან დიდად შეგვიყვარა ჩვენ, სურს, რომ ჩვენც ასევე შევიყვაროთ იგი. ასეთი სიტყვები მოციქულებსაც ამაღლებდა სულით: თუ თქვენი მოწაფენიც კი, ამბობდა უფალი, დატოვებენ ნათესავებს, შვილებსა და მშობლებს, წარმოიდგინეთ, როგორები უნდა იყოთ თქვენ, მასწავლებლები“. რათა ხალხმა არ თქვას შენზე, ყური მიუგდე მხოლოდ ღვთის ხმას და დაიცევ შენი სინდისი; უშიშრად აღიარე შენი წმიდა სარწმუნოება და ყოველივე ის, რასაც გიბრძანებს შენ უფალი, ამისათვის კიდეც რომ დაგცინოდნენ სხვები და ყოველგვარ ბოროტებას იქმოდნენ შენთვის.

რამდენი შემთხვევაა ეხლაც, როცა ქრისტიანმა მხნედ უნდა აღიაროს ქრისტე! არაფერს ვამბობთ იმათზე, რომელთაც ღმერთმა დაუდგინა ცხოვრება ურწმუნო წარმართებაში, ერეტიკოსებსა და სხვადასხვა მწვალებელთა შორის: ასეთებისათვის, ჩვენს დროშიც კი, არც თუ იშვიათად, მომზადებულია მოწამის გვირგვინები: მაგრამ რამდენია ჩვენს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევებიც, როცა სული ნაკლები რწმენისა, ურწმუნოებისა და ცრურწმენისა, გვაგდებს ისეთ განსაცდელში, როცა ჩვენ გვერცხვინება ქრისტესი, რაც მისგან განდგომას უდრის. აი, მაგალითად, უგუნური ხალხი, შენი თანდასწრებით, დასცინის სიწმინდეს, ბილწავს ყოველივე იმას, რაც წმიდა და ძვირფასია შენთვის; თუ შენ გაჩუმებული ხარ, შემწყნარებლურად ისმენ მათ საძრახის საუბარს, და გეშინია, რომ მათ შენც არ დაგცინონ, თუკი ამხელ, იცოდე, რომ შენ გრცხვენია ქრისტესი, და განეშორები მას... და შენ, საერთო ჩვევების გამო, მაგიდასთან ისე ჯდები, რომ არ გინდა გამოისახო პირჯვარი, თუ დღესასწაულზე, ღვთის ტაძრის ნაცვლად, მიდიხარ თეატრში, ან სხვა გასართობ ადგილებში, რათა არ დაგცინონ და გამოუსვლელად არ ჩაგთვალონ, იცოდე, რომ შენ ისევ გრცხვენია ქრისტესი და მას განეშორები... ნუ გეშინია, რომ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში იქმოდე და ამბობდე ღვთის სიმართლეს; იცოდე, რომ ღვთის ერთგული მონა არასოდეს არ უნდა გამრუდდეს სულიერებაში, რომ ქრისტეს, რომელიც მარადიული სიმართლეა, უყვარს სიმართლისმოყვარულნი, ამკობს მათ მარადიული დიდებით და აქებს მათ თავისი ზეციური მამის წინაშე.''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 25 2014, 10:33 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



Dა იგივე პრაზას Vხვდებით სხვა სახარებასშI


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 26 2014, 01:00 AM
პოსტი #91


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
სიტყვა გაინტერესებს თუ კონკრეტული მუხლის პარალელური ადგილი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 26 2014, 12:01 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



Xო პარალელური ადგIლი ერთMა მითXრა მაგრამ სხვა შIტყვებიტ დ. Vიპიქრე ალბათ რომელინე შAხარებაშI იქნებათQო


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 26 2014, 01:38 PM
პოსტი #93


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაგის პარალელური ადგილი , ესაა ლუკასთან,მე-12 თავში :
51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. 52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. 53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.IRGsdcf0.dpuf


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 26 2014, 02:05 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



IოანესთAნ არის მსგავსი? Dა რას ნიშNავს მოკლედ რო. MითXრა?


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 26 2014, 11:18 PM
პოსტი #95


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
იოანესთან ვერ ვიხსენებ .
იმ განმარტებაზე მოკლედ , მე რომ დაგიდე , როგორ გითხრა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 27 2014, 02:36 PM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



სხვა ღAგაც მინდოდა ....ბოლომდე Aრ მქონდა წაკიტხული Aხლა წავიკითXე და მივიღE ჩEმს კითXვაზე პასუხი...
Dიდი დიდი მადლობა!!!


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 27 2014, 10:36 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(iohanan @ Apr 9 2014, 07:31 PM) *

მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?
2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას
რა არის ჭეშმარიტებება?
3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ"
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

(ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა.

1) ებრაელი ერი იყო ღვთის რჩეული ერი, თანაც ამ ერიდან წარმოიშვა ყველა უცხოტომელი, პრაქტიკულად ყველა ჩვენგანი ებრაელი ერიდან მოდის . ღმერთმა ეს ერი ამოირჩია იმისათვის რომ ამ ერით კურთხეულიყო ყველა სხვა ერი, ანუ ღვთის სამეფოს _ ცათა სასუფეველს სწორედ ეს ერი და ამ ერის მეფე მაგ: საული , დავითი , და ა.შ თვით ციდკიაჰუმდე - ეს განასახიერებდა ვიდრე შილო მოვიდოდა ანუ იესუ ქრისტე . ვინაიდან ებრაელი ერი იყო ღვთის საკუთრება , რომელიც დაცული იყო მუსას რჯულით , ამიტომ მისგან გამოსული მოშია უნდა ყოფილიყო ებრაელი . ძალიან ბევრი მიზეზია კიდევ იმისა თუ რატომ მოვიდა ქრისტე ღმერთი ებრაელ ერში თანაც იუდას ტომში , ყველაზე მცირე ტომში და რატომ არ მოვიდა ვთქვათ მე 13 ტომიდან. თუმცა საღვთო წერილი საუბრობს 12 ტომზე , მაგრამ სინამდვილეში 13 ტომი იყო, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო არსი აქვს რასაც ალბათ ბოლომდე ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს.

2)როდესაც პილატე სვავს კითხვას თუ რაი არს ჭეშმარიტება?! ამ კითხვის პასუხს არ ელის, ის ზედაპირულად და ცინიკურად სვავს ამ კითხვას, ამიტომ უფლის მხრიდან აზრი აღარ აქვს რაიმეს მტკიცებას , რადგან ის კარგად ხედავს პილატეს გულს და იცის რომ მას არ აინტერესებს უფლის მოძღვრება. ასევე ქრისტე დუმს მაშინ როცა ასამართლებენ , რადგან იცის რომ მისი მტრები არიან სატანა ეშმაკის შვილები და ამიტომ იქ უკვე აზრი აღარ ქონდა , რადგან მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ფეხქვეშ გათელავდნენ და შეურაცხყოფდნენ.

3)როდესაც იესო ამბობს _ შენ ამბობ, ამით ის ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას , რასაც მღვდელმთავრები, ფარისევლები და პილატე თავისდაუნებურად აღიარებს . ანუ როდესაც უფალი შეპყრობილია , ის იმდენად ძალმოსილია თავის სიტყვებში რასაც ამბობს , რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე ხვდება , რომ ის ჭეშმარიტად მესია და მეფეა ისრაელისა, ტუმცა მის მტრებს არ სურთ ამის აღიარება რადგან სძულთ უფალი და მათ სურთ რომ ჯვარს აცავან იგი.

4)როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ებრაელები არიან დამნაშავენი უფლის ჯვარცმაში , ამაში ის არ იგულისხმება რომ აფსოლუტურად ყველა ებრაელი დამნაშავეა.., საქმე იმაშია რომ ებრაელ ერს ძირითადად წარმოადგენდნენ , მათი წინამძღვარნი_ ფარისევლები , სადუკეველები, მწიგნობრები , მღვდელმთავრები და ა.შ მაღალი ფენა , რომელიც სახე იყო ებრაელი ერისა და სწორედ პირველ რიგში მათ როგორც მოძღვრებს და რჯულის მასწავლებლებს უნდა მიეღოთ ქრისტე მესიად... ვინაიდან მათ უარყვეს იესო , გამოდის რომ ამ ერმა უარყო ქრისტე...

5) საერთოდ იოანე მოციქული იყო იესოს ძმა , ანუ იოანე და იესო ერთად გაიზარდნენ და მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს , ასევე იუდაც მათი ძმა იყო და ანალოგიური ითქმის მასზეც. იესო კარგად იცნობდა იოანეს და მის გულს კარგად ხედავდა და ისიც იცოდა თუ რამდენად დიდი სიყვარული იყო იოანეში , თუმცა სახარება ჩვენ გვამცნობს რომ პეტრე მოციქულს უყვარდა ყველაზე ძლიერ უფალი, მაგრამ იესო ხედავდა იოანეს სიყვარულს და ფაქიზ გრძნობებს რაც მას გააჩნდა და რაც მას განასხვავებდა პეტრესგან რომელიც ფიცხი ხასიათის იყო. რათქმაუნდა უფალს ყველა მოწაფე ერთნაირად უყვარდა თვით იუდას ჩათვლით მაგრამ, საქმე იმაშია რომ უფალი ყველას გულს ხედავდა და ამიტომ მან უკეთ იცოდა თუ ვინ რა თვისების მატარებელი იყო . ასევე იოანეს სახარებიდან და მისი 3 ეპისტოლედან ყველაზე ძლიერად იგრძნობა თვისება _ სიყვარული , რომელიც აქვს უფალს ყველას მიმართ.

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 27 2014, 10:46 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Aug 25 2014, 03:13 PM) *

iohanan

"ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10.34-35).

ანუ რატომ ბრძანებს უფალი ამგვარად? საქმე იმაშია რომ როდესაც ქრისტემ ამ ქვეყნად მოიტანა ნათელი ჭეშმარიტება, ბუნებრივია რომ მას და მის მიერ მოტანილ ჭეშმარიტებას იმწამსვე გამოუჩნდა მტერი და მოწინააღმდეგე... ანუ ზოგმა მიიღო ეს ჭეშმარიტება და ზოგმა არა , ამ კოტეგორიებში კი ბუნებრივია იყვნენ ის ადამიანებიც , რომლებიც ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის , თვით ოჯახის წევრებიც კი, ანუ ეს განყოფა ხდება ავტომატურად ! ეს უფლის ბრალი კი არ არის არამედ ეს არის თავისთავადი მოვლენა რაც გამოივია უფლის მიერ მოტანილმა ჭეშმარიტებამ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 28 2014, 09:58 PM
პოსტი #99


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
შმაგის უსმინე ხშირად , მაგარი კაცია და გაერთობი ხოლმე...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Aug 28 2014, 10:34 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



შEიძLება ჟAმნების სწავლა დავიწყო Dა რთUლია?


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი