IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 22 23 24 25 >  
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
marine
პოსტი Oct 25 2017, 10:14 AM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- სიყვარულის გარეშე გავთხოვდი. ჩემს ქმარს არავითარი გრძნობა არ ჰქონდა ჩემს მიმართ. შვილების სიყვარულით ოჯახი არ დამინგრევია, მაგრამ დღემდე ჩავდივარ უმძიმეს ცოდვას - ხორციელი სიყვარულის დეფიციტს ხელცთუნებით ვინაზღაურებ. მეთვლება თუ არა ეს მრუშობის ცოდვად?

- რასაკვირველია, ეს საქციელი ცოდვად გეთვლებათ - ის თანაბარფასოვანია მრუშობისა. წმინდა წერილში ხაზგასმით არის მითითებული, რომ "არცა მეძავთა, არცა კერპმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... სასუფეველი ღმერთისაი არა დაიმკვიდროს" (I კორ. 6:9-10)."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2017, 10:09 AM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა იოანე ოქროპირი მიმართავს ცოლის მოღალატე ქრისტიანს: "თავს რითი იმართლებ? ნურაფერს მეტყვი ბუნებრივ ვნებებზე. იმიტომაც არის დადგენილი ქორწინება, რომ საზღვარს არ გადახვიდე. რამეთუ ღმერთმა, რომელიც შენს მშვიდობასა და პატივზე ზრუნავს, იმიტომ მოგცა მეუღლე, რომ ბუნების განხურვება ცოლით დაიკმაყოფილო და განთავისუფლდე ყოველგვარი ვნებისგან. შენ კი უმადური სულით ღმერთს შეურაცხყოფას აყენებ. უარყოფ ყოველგვარ სირცხვილს, არღვევ საზღვრებს, შებილწავ საკუთარ სახელს.

რატომ მისჩერებიხარ სხვის სილამაზეს? რატომ მისჩერებიხარ სახეს ქალისას, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რატომ არღვევ ქორწინებას? რატომ შებილწავ საკუთარ საწოლს? შენმა ცოლმა იმისთვის კი არ დაუტევა მშობლები და ნათესავები და მოვიდა შენთან, რომ შენგან შეურაცხყოფა მოითმინოს, ვინმე უსახურ მონად ჩათვალო და დაუსრულებლად ეჩხუბო! შენ ცხოვრების თანამგზავრად თავისუფალი და ღირსებით თანასწორი ადამიანი აირჩიე. განა არ არის უგუნურება, რომ მის მზითევს უფრთხილდები, ხოლო შეურაცხყოფ მას, რაც მზითევზე უძვირფასესია - წმინდა უმანკოებას, და საკუთარ სხეულს, ცოლს რომ ეკუთვნის?!

ნუ მეტყვი, რა მოხდა, თუ ქალს დაჟინებით შევხედავო. თუ გულით იმრუშებ, მალე ხორცითაც შესცოდავ.

თუ გინდა ქალის ყურებით დატკბე, მაშინ შენს ცოლს არ მოაცილო მზერა, გიყვარდეს იგი - ეს არ ეწინააღმდეგება სჯულის კანონს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2017, 10:25 PM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველამ უფლის მიერ ბოძებული შეძლებისამებრ უნდა ვიღვაწოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია! თუ ცოლი გეტყვის: "ჩაიცვი ქურთუკი!" - შენ კი არ გინდა, ნუ ეტყვი: "არ მცივა, თავი დამანებე!". ასეთი ფრაზისგან თავი შეიკავე და ამით შენს ეგოიზმთან ბრძოლაში გმირობას ჩაიდენ.

ცოლის მიერ გამზადებული კერძის არგაკრიტიკებაც გმირობაა. ასეთ დროს ნამდვილ ღვაწლში ხარ, უფალიც ასე აღიქვამს. უპირველს ყოვლისა, ცათა სასუფეველში შესასვლელად თავმდაბლობა ყველაზე სანდო ბილეთია".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2017, 10:38 AM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოსო, 40 წლის: ახალგაზრდა დავქორწინდი, მშობლებს არ დავუჯერე და ჩემი გავიტანე, თუმცა არ მესმოდა, რა იყო ოჯახი. ბევრჯერ ვატკინე გული ჩემს მეუღლეს, რომელიც თვითონაც ბავშვი იყო. მალე დავშორდით კიდეც და მთელი ხუთი წელიწადი არც კი მიკითხავს ჩემი ცოლ-შვილის ამბავი.

უმშვენიერესი გოგონა გვყავდა, მაგრამ ჩემს სულში მისი ადგილი არ აღმოჩნდა, ვერც კი ვგრძნობდი, რომ მამა ვიყავი. ბავშვს ათასი რამ სჭირდება, - მეუღლის მშობლები აგვარებდნენ ყველაფერს. ვმუშაობდი და ხელფასიც არ მქონდა ურიგო, მაგრამ შინ თითქმის არაფერი მიმქონდა, ჩემს მოხუც მშობლებს კი თავისთვის რა ჰქონდათ, ჩემი შვილისთვის რა უნდა მიეტანათ... ვერც აქეთ მოჰყავდათ სირცხვილით.

ერთხელ ნაბახუსევზე შინიდან ისეთ გუნებაზე გამოვედი, არავის დანახვა არ მინდოდა. ერთი პატარა გოგონა დედას ჩამორჩა, ჩემთან მოვიდა, თვალები შემომანათა და დამწუხრებულმა მკითხა: მოწყენილი ხარ? თითქოს თვალი ამეხილა... ჩემი გოგონა გამახსენდა. იმავე საღამოს დავურეკე ჩემს ცოლყოფილს და პატიება ვთხოვე. მაშინვე არ გაუცია პასუხი, მაგრამ ნელ-ნელა მივედით იმ დასკვნამდე, რომ შვილისთვისაც და ერთმანეთისთვისაც საჭირო ვიყავით. ახლა სამი შვილი გვყავს და ჩემი ჩაძინებული სინდისიც თანდათან იღვიძებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2017, 04:37 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოლქმრობაზეა დამოკიდებული არა მარტო დროებითი ბედნიერება, არამედ თვით მარადიული ცხონებაც. ამიტომ არ უნდა მიუდგნენ ამ საკითხს დაქორწინების მსურველები ზედაპირულად.

როდესაც სახლს ვყიდულობთ, ვიკვლევთ და ინფორმაციას ვაგროვებთ გამყიდველზე, ძველ მფლობელებზე, მეზობლებზე, შენობის ხარისხზე; გაცილებით მეტი წინდახედულობა მართებას მას, ვისაც ოჯახის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.

ცუდი სახლი შეიძლება გაყიდო, მაგრამ უფლის მიერ შეუღლებული მეუღლის უარყოფა ცოდვაა და ეკლესიის მიერ დაუშვებელია მრუშობის ცოდვის გარეშე".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2017, 06:39 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯვრისწერისას საერთო სასმისს - წყალგარეულ ღვინოს ბოლომდე შესვამენ. ღვინო - ერთად ცხოვრების სიხარულია, წყალი კი (რომელიც მეტია) საერთო მწუხარებაა, განსაცდელები და ტკივილები".

"ხორციელი სიყვარული ქორწინების ერთი შემადგენელი ნაწილია და იკურთხება".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2018, 08:53 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარია ქმარი, თუ მას კარგი ცოლი ჰყავს. მისი სიცოცხლის წლები ორმაგდება"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2018, 09:49 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რატომაა მომავალი ცოლ-ქმრის ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი ცოდვა?

- ქორწინებამდე ქალისა და ვაჟის ინტიმური კავშირი ცოდვაა, რადგან ეს კავშირი ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას იკურთხება - გვირგვინის გახსნის შემდეგ ცოლ-ქმარს ეძლევა სარეცლის გაზიარების უფლება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2018, 11:27 AM
პოსტი #469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი გვასწავლის: "უნდა გვახსოვდეს, უნდა მტკიცედ ვიცოდეთ, რომ ხორციელი ერთობა ორი მოსიყვარულე ადამიანისა დასაწყისი კი არა, სისავსეა და საზღვარი მათი ურთიერთობისა. მხოლოდ მაშინ, როცა ორი ადამიანი გახდება ერთი გულის, გონებისა და სულისა, მათი ერთობა შეიძლება გაიზარდოს, გადაიშალოს ხორციელ ერთობაში, რომელიც უკვე არც ერთმანეთის ხარბად დაუფლება იქნება, არც საკუთარი თავის პასიური გაცემა სხვისადმი, არამედ წმინდა საიდუმლოება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2018, 09:42 PM
პოსტი #470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხოლო ისინი, ვინც ქორწინებაში უკრძალველად ცხოვრობენ და ისიძვიან, არიან "ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა" (ფს. 31,9). ისინი ილახავენ სხეულებრივ სიმრთელეს, ცხოვრების დღეებს იმოკლებენ და თავიანთი გონებიდან ღმერთს აძევებენ".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2018, 09:34 AM
პოსტი #471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არა მარტო კაცისთვის არის ქალი შემწე, ქალისთვისაც კაცია შემწე. პრაქტიკულადაც ხდება ერთმანეთის შემწეობა. არის საქმე, რომელსაც მამაკაცი აღასრულებს, არის საქმე, რომელსაც დედაკაცი აღასრულებს. ორივე საქმე გასაკეთებელია. ამ საქმეთა აღსრულებას ვერც მხოლოდ დედაკაცი იტვირთავს და ვერც მხოლოდ მამაკაცი. პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს შემწეობა მჟღავნდება ყოველდღიური საქმიანობის გარკვეულ ფუნქციურ განაწილებაში."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2018, 12:51 PM
პოსტი #472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ერთმა კაცმა შესჩივლა მამა ხარლამპეს: - მომავალი მეუღლე შევიყვარე და დავქორწინდით. თავიდან სამოთხეში ვცხოვრობდით. ახლა კი არ ვიცი, რა დავარქვა. მისი დანახვაც აღარ შემიძლია, მაღიზიანებს, მძაგს. როცა მიყურებს, ასე მგონია, მტერი მიდგას წინ და მომჩერებია. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. როგორ მოვიქცე? ხომ არ გავეყრები?

- გაეყარო? თუ ხვდები, რას ამბობ? შვილო, ქორწინება ჩვენი ეკლესიის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. განა ცოლთან ერთად ღმერთს არ დაჰპირდი, რომ საერთო უღელს სიკვდილამდე ატარებდი? იქნებ ხუმრობით დაქორწინდი, მსახიობები სცენაზე რომ შეუღლდებიან ხოლმე, ისე?

- კარგი, მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ ყოველდღიურად ამდენ ოჯახს შეაქვს გაყრაზე განცხადება?

- აბა, რა გითხრა? თუ ადამიანთა უმეტესობა გაგიჟდება და მათი რწმენა მოდასავით შეიცვლება, მათ უნდა გავყვეთ? ანუ თუ სამყაროს, მოდაზე მიყოლით, სურს ქვესკნელში ჩავარდეს, უნდა ჩავყვეთ? შენ ამბობ, რომ ჯოჯოხეთში ხარ. ამგვარად, თუ შენ იმ საშინელ, საუკუნო ცეცხლში აღმოჩნდები, რომელიც მოსწვავს მემრუშეებს, მექალთანეებს და ოჯახური კავშირის ყველა დამრღვევს, მაშინ შენთვის ახალს ვერაფერს ნახავ.

- რა ვქნა, მამაო?

- ნუთუ არ გესმის, რომ ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება, ეშმაკის ნახელავია? ალბათ რომელიმე "სარკმელი" დაუტოვე ღია და მტერიც შემოძვრა.

სხვა მრავალი ამგვარი წამლით უწამლა ბერმა ახალგაზრდას, დაჰპირდა, თქვენთვის სკვნილზე ვილოცებ და წირვაში მოგიხსენიებთო. ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა მოძღვრის რჩევას, მალევე დაბრუნდა უკან და გახარებულმა აუწყა, თვალი ამეხილაო. მამა ხარლამპეს ლოცვით მას მეუღლისადმი ძველი სიყვარული და პატივისცემა დაუბრუნდა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 09:45 AM
პოსტი #473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა"

"თქვენი მეუღლის სნეულება თქვენივე ბრალია: ან დღესასწაულებს პატივი არ მიაგეთ ცოლქმრული ურთიერთობით, ანდა არ იყავით მეუღლის ერთგული. ამიტომაც ისჯებით ცოლის ავადმყოფობით", - სწერს ერთ ქრისტიანს წმინდა ამბროსი ოპტელი (+1891).


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2018, 11:43 AM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწინებაში პირველი დღის სადღესასწაულო განწყობა უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება, ბოლო დღემდე. ყოველი დღე უნდა იყოს დღესასწაული, ყოველდღე ცოლი და ქმარი უნდა იყვნენ ახალი ერთმანეთისთვის. ამის ერთადერთი გზაა - თითოეულის სულიერი ცხოვრების გაღრმავება, თავის თავზე მუშაობა.

ქორწინებაში სიყვარული ძალიან ძვირფასია, ძალიან საშიშია მისი დაკარგვა და ხანდახან ის ქრება რაღაც უმნიშვნელო სისულელის გამო. ყველა ძალა და აზრი უნდა მივმართოთ, რომ არ დავკარგოთ ის. დანარჩენი ყველაფერი მოვა თავისით".

/მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2018, 08:28 PM
პოსტი #475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწინება განსაკუთრებით მაშინ არ იქნება საქებარი, თუ ვინმე მას სიმაძღრემდე იყენებს. ქორწინებით ზომიერად ისარგებლე და პირველი იქნები ზეციურ სასუფეველში".

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2018, 10:14 PM
პოსტი #476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იერონიმეს (ეგინელი) ნაცნობი დედაკაცი ქმართან აპირებდა გაყრას - ნამდვილი დესპოტიაო. მამა იერონიმემ უთხრა: "მისმინე, დაო, მხოლოდ სიკვდილმა შეიძლება გაგყაროს ქმარს. შეეცადე, ქრისტე შეიყვარო. ეს სიყვარული კი გასწავლის მოყვასის სიყვარულს და მოგცემს მოთმინებას".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2018, 06:25 PM
პოსტი #477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იაკობის (ევბეელი) დეიდა ათენში ერთი იურისტის სახლში მსახურობდა. ოჯახის თავი - სრულიად წესიერი ადამიანი - ეშმაკისგან ცთუნებული ერთ დედაკაცს გადაეყარა და ოჯახიდან წავიდა. შეწუხებული დეიდა მამა იაკობს მიადგა: - დაგვეხმარე, იაკობ, კარგი ხალხია და ცოდონი არიანო.

მამა იაკობი მივიდა იურისტის სახლში, რამდენიმე ლოცვა წაიკითხა და წავიდა. დღისით დიასახლისი წამოწვა დასასვენებლად. ძილ-ღვიძილში უზარმაზარი და საშინელი ძაღლი დაინახა, რომელიც მისი სახლიდან გარბოდა და ადამიანის ხმით იძახდა: "გამაგდო იმ ჩონჩხად ქცეულმა!" რამდენიმე დღის შემდეგ მოღალატე ქმარი ოჯახს დაუბრუნდა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2018, 07:52 PM
პოსტი #478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საეკლესიო კანონებით დადგენილია, რომ საქორწინო ურთიერთობისგან თავი შეიკავონ ქრისტიანებმა დიდ დღესასწაულებზე და კვირა დღეს (დღესასწაულის წინა საღამოდან მოყოლებული), ვინაიდან ამ დღეებში სულიერი ცხოვრება უფალს უნდა მიეძღვნას", - ამბობს ღვთისმეტყველი გერმანე შიმანსკი (1915-1961)."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2018, 07:33 PM
პოსტი #479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ ზომიერება და თავშეკავება, მეუღლეთა სულიერი სიახლოვე, ყოვლისმომცველობა მათი სიყვარულისა წმინდასა და მხიარულს ჰყოფს მათი ხორციელი შერევნის მომენტებს, რომელიც ხდება გამოხატულება და ღრმა სიმბოლო მათი ურთიერთსიყვარულისა და სრული სიახლოვისა", - ბრძანებდა დეკანოზი გლებ კალედა (1921-1994)."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2018, 07:57 PM
პოსტი #480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,812
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ კაცმა არ უნდა მოიყვანოს ცოლი ანგარებით, რადგან ამით იკარგება მისტიკურობის განცდა, რომელიც ქორწინების საიდუმლოშია. რაღაც ღვთიურია ჩადებული ცოლ-ქმრის სიყვარულში. ეს გრძნობა ყველა სხვა გრძნობაზე უფრო ღრმაა. "საიდუმლო ესე დიდ არსო", - ამბობს პავლე მოციქული და ადამიანმა არ უნდა ამსახუროს ეს საიდუმლო სოციალურ ან პოლიტიკურ დაკვეთას და მით უმეტეს მერკანტილურ ინტერესებს.”

“…რამხელა ტრაგედია შეიძლება იყოს კაცის უფუნქციოდ დარჩენა. სამწუხაროდ, დღესაც ვართ ამის მოწმენი. ბევრ მამაკაცს არა აქვს მოქმედების სივრცე, არ მუშაობს. ხშირად ქალები ტვირთულობენ ოჯახის მთელ ტვირთს. მამაკაცი, რა თქმა უნდა, დრამატულად განიცდის, როდესაც კარგავს მარჩენალის ფუნქციას. ეს მართლაც ტრაგედიაა…”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 22 23 24 25 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2018 - 11:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი