IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> იგავთა 8:22, ვინ არის სიბრძნე... არის პიროვნება?
აკაკი
პოსტი Jul 14 2010, 10:09 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მაინტერესებს ამაზე მართლმადიდებლობის პოზიცია... მრავალნაირი ინერპრეტაცია არსებობს ამ თავზე...
ზოგი ამბობს, რომ მასში მოხსენიებული სიბრძნე, იესო ქრისტეა, და ამით, მრავალი სექტა ამბობს, რომ იესო ქრისტე შექმნილია...

არის ამ თავში სიბრძნე იესო ქრისტე?
რატომ არის პიროვნებად სიბრძნე გამოყვანილი?

თუ ვინმეს მოგეპოვებად სანდო ინფორმაცია, ეკლესიის მამათა განმარტება... განათავსეთ და ვისაუბროთ

smile.gif

ჩემი აზრი ასეთია, რომ ამ თავში სიბრძნე იესოს არ ნიშნავს...

ციტატა
მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე.
(იგავთა 8:12)

ციტატა
უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე,.
(იგავთა 8:22)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 14 2010, 10:17 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



.ა


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jul 14 2010, 10:28 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ასევე პიროვნებად არის გამოყვანილი "გზა", "ჭეშმარიტება", "სიცოცხლე" უფლის სიტყვებში: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

პიროვნებად არის გამოყვანილი "სიტყვა" და "სიყვარული" იოანე სახარებაში: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი"; "ღმერთი სიყვარული არს".

ზემოთქმულის გათვალისწინებით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სიბრძნე პიროვნებად იყოს გამოყვანილი და ის იყოს თვით უფალი, რომელიც დაამტკიცა ღმერთმა "უწინარეს დასაბამისა".


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 14 2010, 10:38 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



maZiebeli
ზოგ თარგმანში, ძველებში, დამამტკიცას მაგივრათ "შემქმნა" წერია, ზოგან შემიძინა...

ამით ცდილობენ "დაამკიცონ" რომ იესო, ანუ სიბრძნე ღმერთმა "შექმნაო"...


მემგონია, რომ აქ ნახსენები სიბრძნე იესოზე არ არის... აქ საუბარია სიბრძნის ხორცშესხმაზე, იმაზე, რომ ღმერთი ყველაფრის შექმნამდე იაზრებდა ყოველივეს.. რომ მან ყოველივე სიბრძნით შექმნა, როგორც ფსალმუნთა 103 თავში დავითი წერს....

ეს თავი გადმოგვცემს იმას, თუ როგორ გამოიყენა ღმერთმა, თავისი დაუსაბამო თვისება, სიბრძნე ყველაფრის შექმნაში.

სოლომონი კი პოეტურად გადმოგვცემს... ამიტომაც გამოყავს პიროვნებად სიბრძნე...
თუ სიბრძნე იესოა მაშინ ზრახვა ვინ არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jul 14 2010, 10:46 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა
ზოგ თარგმანში, ძველებში, დამამტკიცას მაგივრათ "შემქმნა" წერია, ზოგან შემიძინა...

ამ თარგმანებიდან ყველა თანაბრად სრული ვერ იქნება. ეს თარგმანის პრობლემაა.

ციტატა
თუ სიბრძნე იესოა მაშინ ზრახვა ვინ არის?

ამავე ლოგიკით შეიძლება დავსვათ კითხვა - თუ გზა იესოა, მაშინ ჭეშმარიტება ვინ არის? ან სიცოცხლე, ან სიყვარული?


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 14 2010, 10:48 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აკაკი


არსებობს ამაზე თემა, სადაც ედიშერ ჭელიძის ლექციის ამონარიდი ამ საკითხზე დევს.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=71...ndpost&p=575170


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 14 2010, 10:54 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



afxazi
ვა საინტერესოა წავიკთხავ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jul 14 2010, 10:57 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



გაიხარე დავით!
კარგადაა ლექციაში განმარტებული.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 14 2010, 11:12 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



maZiebeli

ციტატა
გაიხარე დავით!


smile.gif smile.gif

მეც მაინტერესებდა ეს საკითხი და სპეციალურად შევეკითხე ამ შეკითხვით ლექციაზე და ორიოდე სიტყვით ეს თქვა.

სხვათაშორის ამ მუხლს ცალკე ისტორია აქვს და მასზე ერთი დიდი წიგნის დაწერაც შეიძლება. ეს მუხლი იყო თავის დროზე არიანელებსა თუ მათ მოძმეებს ყველაზე მძლავრ არგუმენტად რომ მიაჩნდათ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 28 2013, 10:53 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ძალიან არასწორი იქნება იმის დაშვება რომ , მამა ღმერთმა წინასწარ დაადგინა ანუ განაწესა ძე ღმერთი კაცობრიობის სახსნელად , ეს რომ ასე იყოს მაშინ გამოდის რომ ღმერთის ბრალია ადამიანის ცოდვით დაცემა , რაც არასწორია! ადამი რომელიც ნების თავისუფლებით იყო შექმნილი, მას შეეძლო უარი ეთქვა ნაყოფის შეჭმაზე! ღმერთმა არ იცოდა წინასწარ ადამის ქმედება და თუ იცოდა მაშინ მას არ შეუქმნია იგი ნების თავისუფლებით! სიბრძნეში იგულისხმება იესო ქრისტე. სიბრძნე ამბობს _ მე გავჩნდი მაშინ როცა არ იყო არც სამყაროს პირველი მტვერი_ ანუ თუ სიბრძნე უბრალოდ გაპიროვნებულია და მასში არ მოიაზრება იესო ქრისტე , მაშინ სავსებით ალოგიკურია რომ ობიექტმა სიბრძნემ თავი შეადაროს მატერიას_ მტვერს და თქვას_ მე მასზე უწინ გავჩნდიო! ეს აფსურდია და იწვევს ტექსტის დარღვევას ! ღმერთი ყოველთვის ბრძენი იყო და მას თვისება არ შეუძენია . თვესება შეიძლება გამოიყენო მხოლოდ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 29 2013, 01:16 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



აკაკი

იგავნის 8:22-ში მოსაუბრე "სიბრძნეს", ნიკეამდელი მამები უფალ იესოდ მიიჩნევენ. მაგასაც რომ დავანებოთ თავი, თუ დაკვირვებით წაიკითხავ მაგ თავს, ნათლად დაინახავ, რომ მაგ მუხლებში პიროვნებაზეა საუბარი და არა უშუალოდ ღვთის სიბრძნეზე.

+++++++++++++++++

afxazi

ედიშერი ძალიან გაუგებრად წერს რასაც წერს და თან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. ამიტომ მაგ გაუგებრობას, ვერ გამოიყენებს ადამიანი ნიკეამდელი მამების თვალსაზრისის უკუსაგდებად.

შენ რა აზრის ხარ, მოკლედ ხომ არ დაწერდი?


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 29 2013, 11:05 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



■გიორგი■
ციტატა

ედიშერი ძალიან გაუგებრად წერს რასაც წერს და თან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 29 2013, 02:32 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(A.V.M @ May 29 2013, 11:05 AM) *

■გიორგი■

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

A.V.M

სასაცილო არაფერია, პირიქით!

ერთად გავარჩიოთ რასაც ბატონი ედიშერი წერს:

ციტატა
eეკლესიის განმარტება ხსენებულ სიტყვებთან დაკაშვირებით რამდენიმეგვარია, ერთიმეორის
ჰკითხეთ ედიშერს რას გულისხმობს და რომელიმემ ჩამოწერეთ ეკლესიის ყველა ვერსია.
ციტატა

მაგალითად ტექსტობრივი მონაცემით ჩვენ ამ მუხლში არ გვაქვს მხოლოდ “შემქმნა”, არის მეორე ჯგუფი ტექსტებისა, სადაც ნათქვამია “მშობა”.
ტექსტების რომელ ჯგუფზე საუბრობს ედიშერი? კონკრეტული ფაქტები მიმითითეთ.

ციტატა
“ექტისენ” არის შემქმნა და “ეკნისეუსენ” არის მშობა.
იგავის 8:22-ში სწორედ რომ “ექტისენ” ანუ შემქმნა წერია და არა “ეკნისეუსენ” (მშობა.)
ციტატა

მთელი წყებაა ნუსხებისა, სადაც ეს მეორე ზმნაა სახეზე.
ჰკითხეთ ბატონ ედიშერს და წარმოადგინეთ მაგ ნუსხების მთელი წყება, გელოდებით. რომელ ნუსხებზე საუბრობს?!

რაც შეეხება ედიშერის ამ სიტყვებს:
ციტატა
შობის აღმნიშვნელი კი “გეგნაუმ".
იგავნის 8:22-ში არსად წერია "გეგნაუმ". ამიტომ სრულიად უადგილოა ისეთ ტერმინებზე საუბარი, კამათი და მითუმეტეს არგუმენტად მოყვანა, რომელიც არ გვხვდება ზემოაღნიშნულ მუხლში. პირიქით, მასში წერია "ქტისენ" რაც შექმნას ნიშნავს. ეს რომ მართლა ასეა, ბატონი ედიშერი თვითონვე აღიარებს:
ციტატა
იგავთა წიგნში ვკითხულობთ “რომელმან შემქმნა”.


იგავთა წიგნში აღწერილი განკაცებამდელი ღვთის ძე, თვითონვე გაცხადებს: "უფალმან შემქმნა მე" (ბერძნ: კირიოს ეკტისენ მი).
წმინდა წერილის თანახმად, ღვთის შექმნილია ძე.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 29 2013, 03:28 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ნუ ეწევი დემაგოგიას. როგორც მივუთითე ეს იყო დაკონსპექტებული ლექცია და და ცხადია ლექციაზე სამეცნიერო ნაშრომის მზგავსი ტექსტი ვერ გამოვიდოდა.

ცხადია, სპეციალურად ვიკავებ თავს, რომ დრო უაზრო და არაფრისმომცემ კამათში არ გავხარჯო (უბრალოდ ამ დემაგოგიას ვეღარ გავუძელი). ისე კი უკვე ვატყობ, რომ ბევრს აღიზიანებთ აქ და კარგი იქნება თუკი კამათის "ფრონტს" სხვაგან გაშლით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 29 2013, 10:13 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



■გიორგი■
დაკონსპექტებულ ლექციაზე აფხაზისა არ იყოს სამეცნიერო გარჩევას ითხოვ?

საინტერესოა ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 29 2013, 11:44 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 29 2013, 04:28 PM) *

■გიორგი■

ნუ ეწევი დემაგოგიას. როგორც მივუთითე ეს იყო დაკონსპექტებული ლექცია და და ცხადია ლექციაზე სამეცნიერო ნაშრომის მზგავსი ტექსტი ვერ გამოვიდოდა.

ცხადია, სპეციალურად ვიკავებ თავს, რომ დრო უაზრო და არაფრისმომცემ კამათში არ გავხარჯო (უბრალოდ ამ დემაგოგიას ვეღარ გავუძელი). ისე კი უკვე ვატყობ, რომ ბევრს აღიზიანებთ აქ და კარგი იქნება თუკი კამათის "ფრონტს" სხვაგან გაშლით.

დავით კიდევ არ იტეხ იხტიბარს! blink.gif აღიარე რომ დამარცხდი და შეგვეშვი რა! blink.gif უზენაესის წმინდებს ვერაფერს დააკლებ. არც კი შეეხოთ ჩემს ცხებულთ და არც კი უბოროტოთ ჩემს წინასწარმეტყველთ! ასე მოგვიწოდებს უფალი yes4.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 29 2013, 11:51 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
დავით კიდევ არ იტეხ იხტიბარს! blink.gif აღიარე რომ დამარცხდი და შეგვეშვი რა!


შენი საქციელი სამარცხვინოა და მეტი არაფერი. მომიტევე, მაგრამ შენთან მეტ დროს ვერ დავხარჯავ. ვინ დამარცხდა დაინახა აქ ხალხმა და რაც არ უნდა ილაპარაკო არაფერი გამოგივა. კვლავ ვიმეორებ, რომ აქ ხალხს მეტად აღიზიანებთ და ამჯერად მშვიდად მოგიწოდებთ, რომ თუ კამათი გინდათ სხვაგან წადით, აქ უაზრო დემაგოგიის უფლება ვგონებ რომ არ გაქვთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი May 30 2013, 12:06 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ May 30 2013, 12:51 AM) *

esre ars cheshmariteba
შენი საქციელი სამარცხვინოა და მეტი არაფერი. მომიტევე, მაგრამ შენთან მეტ დროს ვერ დავხარჯავ. ვინ დამარცხდა დაინახა აქ ხალხმა და რაც არ უნდა ილაპარაკო არაფერი გამოგივა. კვლავ ვიმეორებ, რომ აქ ხალხს მეტად აღიზიანებთ და ამჯერად მშვიდად მოგიწოდებთ, რომ თუ კამათი გინდათ სხვაგან წადით, აქ უაზრო დემაგოგიის უფლება ვგონებ რომ არ გაქვთ.

ეხლა რასაც შენ აკეთებ ეგ არის უსუსური თავის დაცვა. მე სულ არ მაინტერესებს რა მიზეზით აერიდე 1 კორინთელთა 15:45 ს? blink.gif აგერ პირდაპირ ნაცარს მაყრი თვალებში და ერიდები ამ მუხლს რომელიც შენ სიცრუეს პირდაპირ ამხილებს blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი May 30 2013, 01:01 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(afxazi @ May 29 2013, 03:28 PM) *

■გიორგი■

როგორც მივუთითე ეს იყო დაკონსპექტებული ლექცია და და ცხადია ლექციაზე სამეცნიერო ნაშრომის მზგავსი ტექსტი ვერ გამოვიდოდა.

afxazi

მე არ მითქვამს დაკონსპექტებული ლექცია სამეცნიერო გარჩევა უნდა გამოსვლოდა ბატონს ედიშერს. მსგავსი არაფერი მომიწერია. წაიკითხეთ ეს პოსტი შენ და A.V.M-მა და ნახე რაც მოგწერეთ: http://church.ge/index.php?s=&showtopic=81...ndpost&p=733229

დაკონსპექტებულ ლექციაზე ლექტორი რომ რაღაცას იტყვის, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ აკრძალული გაქვთ ჰკითხოთ რის საფუძველზე თქვა რაც თქვა? ან ხომ არ ნიშნავს, რომ აკრძალული გაქვთ დაინტერესდეთ რის საფუძველზე თქვა რაც თქვა და ერთად გაარჩიოთ?

ფაქტია, რომ იგავთა 8:22-ში განკაცებამდელი ღვთის ძე საუბრობს და ამბობს:“უფალმან შემქმნა მე”. საპირისპირო რამის თქმა ვინმეს შეუძლია? სიამოვნებით გავეცნობოდი.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 30 2013, 01:23 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჩვენთვის, კაცთათვის, სიბრძნე არის მადლისმიერი სათნოება, რადგან მისი წყარო არის ღმერთი. იგავთა წიგნშიც ლაპარაკია ამ სათნოებაზე. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სიბრძნე, როგორც ღმრთაებრივი ენერგია პერსონიფიცირდება იესო ქრისტეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც იხსნიება სიბრძნე, ყველგან იგულისხმება იესო ქრისტე, არამედ იესუ ქრისტე არის მატარებელი და გამომხატველი ღმრთაებრივი სიბრძნისა. სხვადასხვა სექტების მტკიცება არის იმის თქმა, რომ ჰიპოსტასური (პიროვნული) ძე ღმრთისა და სიბრძნე არის ერთი და იგივე, რაც ცდომილებაა. პერსონიფიცირება არ ნიშნავს იგივეობას თვისებისა და ჰიპოსტასისა (პიროვნებისა), ღმრთაებრივი ენერგიისა და ღმრთაებრივი პირისა. 22-ე მუხლის სიტყვები „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე” ნიშნავს იმას, რომ ქმნილება შექმნილია ღმრთაებრივი სიბრძნით და არა სიბრძნის მიერ. ამ მუხლს თავის დროზე არიანელები იყენებდნენ, რათა უარეყოთ მაცხოვრის ღმრთებრივი ბუნება. დღეს, როგორც არიანელთა სულის მემკვიდრენი, იგივეს იმეორიებენ იეჰოვას მოწმეების სახელით ცნობილი საზოგადოება.

დეკანოზი ანდრია კემულარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 08:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი