ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
მნათე |
Sep 12 2006, 10:19 AM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნოსტალგია იმდენათ ხშირად მაცუხებს რამდენათაც ყოველი ჩემი მეგობარი და თუ ნათესავი მომენატრება ხოლმე , ანდაც უბრალოთ ჩემი ქალაქი ან სოფელი თუ უბანი გამახსენდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე რომ ისეთი უბრალო რამე მომენატრება ხოლმე რომ მერე ჩემ თავზე მე თვითონ მეცინება ხოლმე.. ხო ასეა, კარგად მესმის შენი, ვინც აქედან მიდის ყოველივე აქაური ენატრება იმ დღეს ერთს ვესაუბრებოდი, იმან მითხრა ზოგჯერ ისე მენატრება საქართველო ლამისაა ჩიხტიკოპით ვიაროო. . . . . ზოგჯერ ნოსტალგიას რარაც დეტალი აღმიძრავსო და ა.შ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Sep 13 2006, 12:02 PM
პოსტი
#82
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
Andria
რა ჰქენი იპოვე მანდ მართლმადიდებლური ეკლესია? |
tinatini |
Sep 15 2006, 09:35 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-September 06 წევრი № 196 |
ძნელია უცხოობაში ყოფნა, კიდევ უფრო ძნელია ქართველობის დაცვა უცხოეთში, ამიტომ მით უფრო მეტად გვმართებს თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ამ მარტGალიტს უფალმა რომ გვიბოძა, მარგალიტს რომელსაც ქართველობა ჰქვია
|
შოთა |
Sep 16 2006, 01:58 AM
პოსტი
#84
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
tinatini
შენც საზღვარგარეთ იმყოფები? -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
iako |
Sep 16 2006, 02:24 AM
პოსტი
#85
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
''ვისი გორის ხარო'' ეს არ უნდა დაავიწყდეს ქართველს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მნათე |
Sep 16 2006, 09:23 AM
პოსტი
#86
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ერთი რამ გამახსენდა, ამასწინათ სამებაში სარამოს უწმინდესი ამობრძანდა უკან რომ ბრუნდებოდა ერთმა ქალმა თავის შვილზე უთხრა დალოცე ხვალ ამერიკაში მიდისო, პატრიარიარქმა დამწუხრებულმა იკითხა რისთვის მიდისო? პასუხზე დადუმდა ოჯახი, მერე ისეთი მზერა სტყორცნა რომ მატი არ ვიცი და მე ყველაფერი წავიკითხე. . . . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
iako |
Sep 16 2006, 06:21 PM
პოსტი
#87
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
აქ რომ გავიგებ ქართველების დაოჯახებას, განსაკუთრებით უცხოელზე. ერთი მხრივ ვლოცავ ღმერთმა ბედნიერი ამყოფოსო და მეორე მხრივ გული მტკივა ძალიან. რომ კიდევ ერთი ადამიანი მოაკლდა ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს.
ამის წინ ინტერენეტში წავიკითხე სტატია სათაურით ''შეძლებს თუ არა დედამიწა გამოკვებოს ამ საუკუნეში 6 მილიარდი ადამიანი'' მთავარი საკითხი იყო მოსახლეობის ზრდა და მასთან დაკავშიერბული პრობლემები.90% მოსახლეობის ზრდისა მოდის განვითარებად ქვეყნებზე.თუმცა ამავე დროს 21 საუკუნის შუა წლებში საქართველოში მოსახლეობის რიცხვი იქნება 28- 40% ნაკლები. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. თუ შევხედავთ ამას იმ გადასახედიდან, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან იმიგრირებული და რა მდგომარეობაშია საქრთველო შობადობის მხრივ -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
Andria |
Sep 19 2006, 03:04 AM
პოსტი
#88
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
ჩემო საყვარელო ხალხო, პირველ რიგში მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო, რომ დზაან გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე და თქვენ ვერ გხვდებით ხოლმე, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ: ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასე ძლიერ გიყვართ ჩვენი სამშობლო (საქართველოში, რომ ვიყავი ასეთ ხალხს ვეძებდი და ხშირად იმედი მიცრუვდებოდა), ასევე ძაან მიხარია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და ენით ვერ გეტყვით ისე მიხარია თქვენნაირ ხალხთან შეხვედრა. მითუმეტეს აქ ამერიკაში საიდანაც ჩემთვის ჩემი სამშობლო საქართველო, სანუკვარ ოცნებად მოჩანს და აქ იმიტომ ვარ, რომ გამოცდილება მივიგო და სამშობლოს დავეხმარო...
მინდა ასევე ავღნიშნო, რომ მე ნამდვილად არ ვამართლებ იმ ადამიანებს ვინც ქართველობა დაივიწყეს და გადაჯიშდნენ, მაგრამ არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა თქვენნაირი ძლიერი არ არის, მე მჯერ რომ, თითოელუ თქვენგანი მოკვდება, მაგრამ არ გადაჯიშდება. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი ძლიერები მხოლოდ გმერთის წყალობით ხართ და არა თქვენით. ბევრი ქართველი კი სამწუხაროდ თავგზა აბნეული დადის ამ ქვეყანაზე და როცა თვითონ საქართველში მცხოვრები ქართველები (ყველაზე არ ვამბობ) გადაჯიშდნენ, რა გასაკვირია, რომ ბევრმა ქართველმა ემიგრანტმაც დაივიწყა ქართველობა: (ჩემი წინანდელი წერილი კი, რომელმაც ჩემი აზრით უკმაყოფილება გამოიწვია თქვენში, იმას კი არ ითვალისწინებდა, რომ თქვენ გამებრაზებინეთ, არამედ მე ვცდილობ, რომ ყველა ავადმყოფობას, მათ შორის გადაჯიშებას თავისი მიზეზები მოვუძებნო... თუ ექიმი ვერ გაიგებს თუ რატომ არის პაციენტი შეუძლოდ, ის ვერ შეძლებს მის განკურნებას და თუ ჩვენ ვერ გავუგებთ ჩვენს გზა აბნეულ თანამემამულეებს, ვერასოდეს შევძლებთ მათ დახმარებას) P.S. მე აქ დიდი ხანი არ ვაპირებ დარჩენას, და ერთ წელიწადში დავბრუნდები საქართველოში, ვისურვებდი, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ. (მეც მართლმადიდებელი ვარ და გორის საკათედრო ტაძარში სტიქაროსანი ვარ). აბა ღმერთი გფარავდეთ და კიდევ ერთხელ ბოდიშით, რომ ასე გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე, მაგრამ რა ვქნა ძაან დაკავებული ვარ და თანაც დროში განსხვავება საქართველოსა და ოჰაიოს შორის 8 საათია... აბა თქვენ იცით ხო მართლა ჩემი იმეილია: anadiradze@yahoo.com და ძაან გამეხარდება თუ გავიცნობთ ერთმანეთს... -------------------- |
შოთა |
Sep 19 2006, 09:25 AM
პოსტი
#89
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
Andria
შენ მთავარია შემოდი და არ დაგვეკარგო ხოლმე და დროს მნიშვნელობა არა აქვს, ხო კიდე ზემოთ მოხსენებულ ტექსტში სრულიად გეთანხმები, ზოგიერთი თუ წავიდა და გადაჯიშდა თუნდაც, პირველ რიგში ისინი თავიანთ თავს აკლებენ ყველაზე ბევრს იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი შიცვალოს , მაინც სადღაც უცხი იქნება სხვა სახემციპოში გარდა თავის სამშობლოსი, მაგრამ აი ის ხალხი რომლებიც ჯიშდებიან თვით საქართველოში ეგ უფრო სერიოზული პრობლემა ჩემის აზრით ჩვენი სამშობლოსთვის, კაცი რომ რამოდენიმე ლარის გულისთვის მიტინგზე გამოვა და გიორგაძეს დაუჩერს მხარს , მაზე მეტი გადაჯიშება რაღა უნდა იყოს. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
Andria |
Sep 19 2006, 04:30 PM
პოსტი
#90
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
კი შოთა, გეთანხმები, საშინელეება, როცა კაცი და თანაც ქართველი თავის პრინციპებს ივიწყებს და ივიწყებს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ამასთანავე, მაგარი საცოდავია ასეთი ადამიანი.
ხერ ერთი იმიტომ, რომ დაავიწყდა რაც მთავარი იყო ცხოვრებაში და მერე იმიტომ, რომ რამოდენიმე ლარის გამო ისეთ საქმეს აკეთებს რასაც გულით არ ეთანხმება... -------------------- |
მნათე |
Sep 19 2006, 04:33 PM
პოსტი
#91
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კი შოთა, გეთანხმები, საშინელეება, როცა კაცი და თანაც ქართველი თავის პრინციპებს ივიწყებს და ივიწყებს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ამასთანავე, მაგარი საცოდავია ასეთი ადამიანი. ხერ ერთი იმიტომ, რომ დაავიწყდა რაც მთავარი იყო ცხოვრებაში და მერე იმიტომ, რომ რამოდენიმე ლარის გამო ისეთ საქმეს აკეთებს რასაც გულით არ ეთანხმება... კი ცოდოა ჩემო კარგო მაგრამ არის ისეთი მომენტები როდესაც სატანა კვეთებულის გარეშე არ გარბის, ხოდა ჩვენც გვიდგება მომენტები როდესაც გვიხდება მკაცრი სიტყვით ვუმკურნალოთ ამ ჭრილობებს. . . . უფალმა გაგახაროს მიხარია რომ ამ ფორუმზე ხარ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
iako |
Sep 19 2006, 06:19 PM
პოსტი
#92
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ქართველ ერს მართლაც რომ გამოფხიზლება სჭირდება.
დროა ფასეულობების გადაფასებისთვის მოვიცალოთ და აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინა პლანზე გადმოვსწიოთ.თორემ უმეტესობა დინებას მიყვება ან პირიქით უყუღმა მოძრაობს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
Andria |
Sep 20 2006, 02:00 AM
პოსტი
#93
|
God bless Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 |
(სანამ ღმერთი მიპივიდა მეც მაგარი ხელიდან წასული და ბოროტი ადამიანი ვიყავი)
mnate და iako, თქვენს აზრს მეც ვეთანხმები, მაგრამ მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ: თქვენი აზრით რამ განაპირობა ქართველების ასე ხელიდან წასვლა? მე ასეთი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით: პირველ რიგში იმან, რომ ბევრმა ჩვენგანმა ღმერთი დაივიწყა და როცა კაცი ღმერთს ივიწყებს ის სამშობლოსაც ადვილად დაივიწყებს და ცუდსაც ადვილად გააკეთებს, ამ ქვეყანაზე მხოლო ღმერთია რის გამოც ღირს ცხოვრება და მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარეობს სიკეთე და სიყვარული და ასევე სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა წინაპართა ხსოვნისა და მათი ღვაწლისა -------------------- |
ლილიანა |
Sep 20 2006, 10:45 AM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
(სანამ ღმერთი მიპივიდა მეც მაგარი ხელიდან წასული და ბოროტი ადამიანი ვიყავი) mnate და iako, თქვენს აზრს მეც ვეთანხმები, მაგრამ მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ: თქვენი აზრით რამ განაპირობა ქართველების ასე ხელიდან წასვლა? მე ასეთი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით: პირველ რიგში იმან, რომ ბევრმა ჩვენგანმა ღმერთი დაივიწყა და როცა კაცი ღმერთს ივიწყებს ის სამშობლოსაც ადვილად დაივიწყებს და ცუდსაც ადვილად გააკეთებს, ამ ქვეყანაზე მხოლო ღმერთია რის გამოც ღირს ცხოვრება და მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარეობს სიკეთე და სიყვარული და ასევე სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა წინაპართა ხსოვნისა და მათი ღვაწლისა ადრეა გეთანხმები , მაგრამ ხო არ გეჩვენება რო ცოტას ვაფორმებთ როცა ქართველების ხელიდან წასვლაზე ასე თამამად ვლაპრაკობთ ხო არ გონიათ რო მათი რიცხვი იმაზე ნაკლებაი ვიდრე გვგონია , მე მიმაჩნია რო ქართველობა ეს ის გენია რომელიც ასე ადვილად არ მიდის ხელიდან თუ მიდის ის თავისი საწყისით "უძღები შვილის" გზას აუცილებლად გაივლის -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
iako |
Sep 20 2006, 07:09 PM
პოსტი
#95
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ალბათ ძალიან მატერიალისტები გავხდით და ამიტომ. და უფალსაც ძალიან დავშორდით.
ერთი სიმღერა მიყვარს ძალიან გერმანული. მისი ტექსტის რაღაც მონაკვეთი ასე ჟღერს: რა უნდა დავაგროვო მე ამ ცხოვრებაში, თუ მაინც უნდა წავიდე, როცა ჩემი დღე დადგება.აი ამ კითხვას ვერ ვცემთ ალბათ სწორ პასუხს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ლილიანა |
Sep 20 2006, 08:11 PM
პოსტი
#96
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ალბათ ძალიან მატერიალისტები გავხდით და ამიტომ. და უფალსაც ძალიან დავშორდით. ერთი სიმღერა მიყვარს ძალიან გერმანული. მისი ტექსტის რაღაც მონაკვეთი ასე ჟღერს: რა უნდა დავაგროვო მე ამ ცხოვრებაში, თუ მაინც უნდა წავიდე, როცა ჩემი დღე დადგება.აი ამ კითხვას ვერ ვცემთ ალბათ სწორ პასუხს. კეთილი საქმე , ფულწრფელი სიყვარული მაპატიე იაკო მაგრამ მე მაგ სიტვყებში დიდ გულგრილობას ვკითხულობ და კიდე მომკალი და შენ მატერიალურობას ვერ დავიჯერებ მატერიალიზმსაც აქვს თავისი ჭეშმარიტი საწყისი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
iako |
Sep 20 2006, 11:06 PM
პოსტი
#97
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ეს სიტყვები იმიტომ მოვიყვანე რომ მართლაც რომ დამაფიქრებელია რა არსი ჩვენი ცხოვრებისა. ეს კითხვაა დასმული, რომ თითუეული მათგანი დაფიქრდეს და აირჩიოს მისთვის რა არის უპირატესი.( ისე ულამაზესი სიმღერაა უბრალოდ ეს მონაკვეთი ვერ გადმოსცემს შინაარსს.)
ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია. უფალი ყველას ერთნაირად მოუწოდებს გონზე მოსასვლელად , მაგრამ რამდენად შევისმენთ ეს მეორე საკითხია. ამას განკითხვის გამო არ ვწერ ღმერთმა დამიფაროს,მხოლოდ მე თვითონ რაც გამოვიარე იმ გადასახედიდან ვამბობ. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ადამიანს გული დაწყდეს იმ დაკარგული წლების გამო, რომელიც უფლის გარეშე იცხოვრა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
vano |
Sep 22 2006, 06:15 AM
პოსტი
#98
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 22-September 06 წევრი № 209 |
გამარჯობატ ყველას!
მე 21 წლის ქარტველი კაცი ამერიკაში ვიმყოფები, და რატომღაც არ მგონია რომ რახანაც საზღვარგარეთ ვარ ჩემზე მეტად ვინმეს უყვარს სამშობლო საქართველოში. მე აქ მხოლოდ იმ იმედით ვცხოვრობ რომ მალე სამშობლოში დავბრუნდები. დაბრუნებით ხვალვე დავბრუნდებოდი, მაგრამ მირჩევნია დავბრუნდე მატერიალური პრობლემების გარეშე. ვფიქრობ ასე უპრო ტკბილი იქნება სამშობლო..... |
ლილიანა |
Sep 22 2006, 10:08 AM
პოსტი
#99
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
გფარვდეს უფალი ! ყველაგან და ყოველთვის შენთვის უფრო ახლოა სამშობლო ვიდრე ბევრი საქართველოში მყოფისთვის
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
S a l l y |
Sep 22 2006, 01:23 PM
პოსტი
#100
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
http://dade.ge/?code=1158931692WWTXFY8KWN
მომინდა,რომ ეს სიმგერა აქ დამედო...როცა ვუსმენ ტირილი მინდება,ვცდილობ წარმოვიდგინო რა ძნელია სამშობლოსგან შორს ყოფნა... გისურვებთ მალე,ბედნიერები დაბრუნებოდეთ თქვენს ფესვებს,მიწას.... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი...... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი