თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ძველი ქართული სამართალი

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Feb 3 2009, 12:32 AM

,,ძველი ქართული სამართლის" გამოკვლევის საგანს შეადგენს ბექა-აღბუღას კანონების სახელწოდებით ცნობილი სამართლის წიგნი, რომელიც შეიცავს ძვირფას მასალას XIII-XIV საუკუნის საქართველოს სოციალური და იურიდიული წყობილების შესახებ. ბექა-აღბუღას კანონებს გარდა სამართლის წიგნში დაცულია ბაგრატ კურაპალატის კანონმდებლობა და კანონიკური სამართლის ნორმები, რომლებიც ასახავენ XI საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობას, კერძოდ-სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლების დამოკიდებულებას, და წარმოადგენენ ქართული საერო და საეკლესიო სჯულმდებლობის უძველეს ნიმუშებს. ძალიან საინტერესო მასალაა გაგრძელებას შემდეგ თემებში შემოგთავაზებთ. ნებისმიერ შეკითხვაზე შევეცდებით სრული პასუხი მიიღოთ.

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 27 2009, 02:27 PM

არის რაიმე ლიტერარტურა გავრცელებული რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკითხველისათვის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2014, 01:44 AM


,,ტყუილად დამბეზღებელს ორი დანაშაული აქუს : არც ხელმწიფის დოვლათისათვის სჯობს , და ვისაც დააბეზღებს , ის მკუდარი არის იმ მობეზღარისაგან . რაც მობეზღარის პირით ამოსულიყოს და ტყუილი იყოს , იმ მობეზღარს უნდა გარდახდეს . ''
(სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა ; მუხლი - 253 )
-----
რა თემას ვაცოცხლებ : biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)