თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ წ ე ს ე ბ ი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 10 2008, 07:05 PM

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილების ,,გალერიის" წესები

I. განყოფილება ,,გალერია"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია, ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ შესაბამისი ფოტო და ვიდეო ფაილების დასადებად(ასატვირთად).
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.

II. მოსაზრების (ე.წ. "პოსტი"-ს) დაწერის წესი
1. მოსაზრებაში უნდა იქნეს გამოქვეყნებული ფოტო სურათი (ასევე სურვილისამებრ ფოტოს ისტორია, აღწერა, განხილვა, კომენტარი) ან მასზე გაკეთებული რაიმე კომენტარი.
1. იმისთვის რომ თემა დამთვალიერებელმა ნორმალურად დაათვალიეროს და არ იყოს მხოლოდ ერთი სურათი და უამრავი კომენტარი, ერთ კონკრეტულ სურათზე მომხმარებელს უფლება აქვს გააკეთოს ერთი ან მაქსიმუმ ორი კომენტარი. (გარდა რამდენიმე განსხვავებული სპეციფიკური თემისა.)
2. დაუშვებელია მოსაზრებაში გამოქვეყნებულ იქნეს მიცვალებულების, სისხლიანი, შიშველი, ძალადობის, ეკლესიის და სახელმწიფოს შეურაწმყოფელი ფოტოები.
3. მოსაზრებაში დადებული ფოტოები და ასევე კომენტარებიც (ნაწერიც) უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს და რათქმაუნდა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას.
4. დაუშვებელია თემისგარეთა სურათების ატვირთვა ასევე მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
5. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა, დაცინვა, ცინიზმი, პოლიტიკური განცხადებები და სურათები.
6. დაუშვებელია ყველანაირი ხასიათის სწავლების "ქადაგება", რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურს.
7. ყველა ფორუმელი ვალდებულია სიყვარულით და შემწყნარებლურად, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მოეკიდოს სხვა ფორუმელებს.

III. ახალი თემის გახსნა
1. მართლმადიდებლური ფორუმის გალერიაში შეგიძლიათ გახსნათ ფორუმის თემატიკისთვის შესაფერისი თემები.
2.დაუშვებელია პოლიტიკური ხასიათის თემების გახსნა.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება (ე.წ. "მიპინვა")და თუ მას დაეთანხმება მინიმუმ 15 წევრი, თემა აიპინება.
4. თუ პოსტების რაოდენობა ერთიდაიმავე თემაში 100-ზე მეტია, მოდერატორებს უფლება აქვთ დახურონ თემა და გახსნან იდენტური სახელწოდების ახალი თემა. ასეთ თემას აღწერილობაში მიეთითება მერამდენე ნაწილია.

IV. მოდერატორი
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი.
2. მოდერატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება სენატში.

V. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორების მიერ საკუთარი ან არანაკლებ 50 წევრის ინიციატივით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)