IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Apr 18 2009, 04:37 AM
პოსტი #41


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ კამათი რომ შევწყვიტოთ და ნელნელა დავუბრუნდეთ თემას, რომელსაც აღდგომის შემდეგ უფრო დავუბრუნდები, უბრალოდ ახლა რამოდენიმე რამეზე უნდა შევჩერდე, საინტერესო რაღაც ხდება იაკობის და რაქელის ისტორიაში თავიდანვე

დაბადება
თავი ოცდამეცხრე

1) ესაა პირველი ბიბლიური "ერთი ნახვით შეყვარება" ( დაცემის შემდეგ, რადგან სამოთხეში ადამმა შესანიშნავად აღწერა ევა, მაგრამ იქ უფრო შეცნობაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ვიდრე ემოციურ სიყვარულზე)

2) მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში ესაა პირველი ( და მგონი უკანასკნელიც) მოვლენა როცა კაცი ატირდება სიყვარულის გამო: 11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
(არის ვარაუდები, რომ სიყვარულის გამო კი არ ატირდა, არამედ იმის გამო, რომ ხსნა იხილა,რადგან შემდეგ წერია შეუყვარდაო, მე არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ერთი ნახვით სიყვარულის გააზრება მოხდა მოგვიანებით, ხოლო რაქელი აშკარად თავიდანვე შეუყვარდა იაკობს)

3) უცნაურად შემოდის ძველ აღთქმაში ფიზიკური მოვლენა, ლია ( რაქელის და ) სუსტია თვალებით ( არსად წერია მახინჯიაო) და მის საპირისპიროდ რაქელი ფიზიკურად ძალიან ლამაზია 17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

4) ისევ გრძელდება ძველ აღთქმისეული ( და ჩვენთვის რათქმაუნდა მიუღებელი) ერთგვარი ინცესტი, როცა ცოლად მოყავთ არამარტო ბიძაშვილები ( რაქელი იყო იაკობის დედის ძმისშვილი"10. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული) , არამედ მეტიც პოლიგამია ისევ მეორდება, ერთდროულად ორი დის მოყვანა პირველად და უკანასკნელად ფიქსირდება წმიდა ადამიანებს შორის ბიბლიაში.

5) იაკობის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ იგი 7 წელს და შემდეგ ისევ 7 წელს ანუ მთლიანობაში 14 წელს იმუშავებს სიმამრთან რომ რაქელი დაიმსახუროს, ესეც განუმეორებელი მომენტია ბიბლიაში
18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

6) ორ ცოლს შორის ხდება ერთგვარი ბრძოლა უფალსა და იაკობს შორის (შემდეგშიც "შეიბმებიან" უფალი და იაკობი და ეწოდება იაკობს ისრაელი "უფალთან მოჭიდავე"), იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი - იუდა არის უფლის ტომის წინაპარი"35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა. " აქ ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ, პირველი სამი შვილის შობისას ლიას მთელი ყურადღება მიქცეული იყო ქმრის გულის მოგებაზე "ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი"ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი" და ა.შ. იმეორებდა ლია, მაგრამ იუდას დაბადების შემდეგ მისი აზროვნება შვილისა და შვილის მომცემისაკენ მიექცა, ასე გამოიყვანა განსაცდელიდან უფალმა ლია და ასე აამაღლა იგი განსაცდელზე.

შემდეგ გავაგრძელებ;

კაიროსი!





--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 19 2009, 06:27 AM
პოსტი #42


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lashab
ლაშა!
უკვე მერამდენედ კაიროსი თავს არიდებს შენთან კამათს და არ ეგება პროვოკაციაზე. მე ამას კაი ხანია ვაკვირდები და ვატყობ რომ შენიშნვნები სულაც არ მოქმედებს შენზე.
შენი პოსტები ამ განყოფილებაში შეიცავს ისეთ შინაარს, რომელიც ეწინააღმდეგება განყოფილების წესებს.
კვლავ გავიმეორებ, ეს განყოფილება შეიქმნა მხოლოდ მართლმადიდებვლებისთვის ან მათთვის, ვისაც სურს მართლმადიდებლური კუთხით შეისწავლოს წმინდა წერილი. აქ იგულისხმება მართლმადიდებელი ეგზეგეტების მიერ განმარტებული წმინდა წერილი და არა პირადი აზრები და დასკვცნები. რაც არ უნდა ლოგიკური იყოს შენი მსჯელობა, ეწინააღმდეგება ფორუმის ზემოთაღნიშნულ წესს და სწორედ ამიტომ ყველა შენი პოსტი, რომელიც იქნება მსგავს ფორმაში დაწერილი, დაუყოვნებლივ წაიშლება.
თუკი გსურს განსხვავებული აზრის გამოთქმა, ეს შესაძლებელია აპოლოგეტიკის განყოფილებაში, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და კვკავაც გექნება შანსი ისაუბრო საკამათო ადგილებზე. სხვა განყოფილებებში კი მსგავსი რამ დაუშვებელია.
იმედია, სხვა დროს აღარ დამჭირდება ამის შეხსენება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Apr 19 2009, 10:26 PM
პოსტი #43


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



აქ დავპოსტავ მაშინ
წინა პოსტები არ წამიკითხავს სამწუხაროდ როცა მოვიცლი გადავხედავ აუცილებლად. ძალიან საინტერესოა

აი ჩემი შეკითხვა

ლოტის ქალიშვილებმა მამა დაათვრეს და ისე გამრავლდნენ..და რა მაინტერესებს თუ იმ დროს ეს არ ითვლებიდა ცოდვად მაშინ რატო დაათვრეს მამა..ანუ ამ გზით..????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 20 2009, 03:38 AM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან გთხოვ სიდ, ნუ აოფებ, და ასევე სხვებსაც, გასაოფებლად არის გავუზიაროთ აზრები და იქ ისაუბრეთ!
ლოტის შესახებ, არც დათრობა და არც ინცესტი არაა გამართლებული წმიდა წერილის მიერ,
ანუ ყველა დროს, გამონაკლისის გარეშე ინცესტი მშობელსა და შვილს შორის ითვლებოდა, ითვლება და ჩაითვლება უმძიმეს ცოდვად,
მაგრამ ამ შემთხვევაში მრუშობითი გულისთქმით კი არ მოხდა ინცესტი არამედ, როგორც დავწერე წინა პოსტში, გამრავლების მიზნით, თუმცა
ცოდვად მაინც ითვლება და არცაა გამართლებული:

ციტატა
უცნაური ისტორიაა ლოტის ქალიშვილების ისტორია, თუმცა რა ისტორია, როგორც დავწერე

ციტატა
წერილში აშკარად ჩანს ორი რამე
ა. წერილი (ბიბლია ანუ) მათ არ ამართლებს
ბ. მათ ინცესტი ინცესტისათვის კი არ ჩაიდენეს, არამედ ადამიანთა გამო, მარტო ისინიღა დარჩნენ ეგონათ და გამრავლებისათვის მოხდა,

ასე წერია ბიბლიაში
"30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.

31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.

32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.

37. შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.

38. უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე"
აშკარაა რომ ორივენი შეცდნენ, თუმცა ორივემ საქციელი ჩაიდინა შთამომავლობის აღდგენის მიზნით მოხდა, თუმცა უცნაური ძველი აღთქმის შვილად ჩავთვალოთ ეს და გავაგრძელოთ საუბარი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 2 2009, 04:06 AM
პოსტი #45


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ გავაგრძელოთ, წინა პოსტში მოკლე დებულებებით გადმოვეცი დების ლიას და რაქელის ისტორიები და მათი უცნაურობა

ციტატა
რამოდენიმე რამეზე უნდა შევჩერდე, საინტერესო რაღაც ხდება იაკობის და რაქელის ისტორიაში თავიდანვე

დაბადება
თავი ოცდამეცხრე

1) ესაა პირველი ბიბლიური "ერთი ნახვით შეყვარება" ( დაცემის შემდეგ, რადგან სამოთხეში ადამმა შესანიშნავად აღწერა ევა, მაგრამ იქ უფრო შეცნობაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ვიდრე ემოციურ სიყვარულზე)

2) მძიმე, პატრიარქალურ, მკაცრ ძველ აღთქმაში ესაა პირველი ( და მგონი უკანასკნელიც) მოვლენა როცა კაცი ატირდება სიყვარულის გამო: 11. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
(არის ვარაუდები, რომ სიყვარულის გამო კი არ ატირდა, არამედ იმის გამო, რომ ხსნა იხილა,რადგან შემდეგ წერია შეუყვარდაო, მე არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ერთი ნახვით სიყვარულის გააზრება მოხდა მოგვიანებით, ხოლო რაქელი აშკარად თავიდანვე შეუყვარდა იაკობს)

3) უცნაურად შემოდის ძველ აღთქმაში ფიზიკური მოვლენა, ლია ( რაქელის და ) სუსტია თვალებით ( არსად წერია მახინჯიაო) და მის საპირისპიროდ რაქელი ფიზიკურად ძალიან ლამაზია 17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

4) ისევ გრძელდება ძველ აღთქმისეული ( და ჩვენთვის რათქმაუნდა მიუღებელი) ერთგვარი ინცესტი, როცა ცოლად მოყავთ არამარტო ბიძაშვილები ( რაქელი იყო იაკობის დედის ძმისშვილი"10. როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული) , არამედ მეტიც პოლიგამია ისევ მეორდება, ერთდროულად ორი დის მოყვანა პირველად და უკანასკნელად ფიქსირდება წმიდა ადამიანებს შორის ბიბლიაში.

5) იაკობის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ იგი 7 წელს და შემდეგ ისევ 7 წელს ანუ მთლიანობაში 14 წელს იმუშავებს სიმამრთან რომ რაქელი დაიმსახუროს, ესეც განუმეორებელი მომენტია ბიბლიაში
18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.

6) ორ ცოლს შორის ხდება ერთგვარი ბრძოლა უფალსა და იაკობს შორის (შემდეგშიც "შეიბმებიან" უფალი და იაკობი და ეწოდება იაკობს ისრაელი "უფალთან მოჭიდავე"), იაკობი უფრორე მისი პირველი სიყვარულისაკენ გადაიხრება-რაქელისაკენ, ხოლო ლია დაიჩაგრება, უფალი დაჩაგრულს გამოექომაგება (იაკობის საპირისპიროდ) და ლია ზედიზედ 4 ვაჟს უშვებს და რაქელი ბერწი იქნება და მეტიც, სწორედ მეოთხე ვაჟი ლიასი - იუდა არის უფლის ტომის წინაპარი"35. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა. " აქ ძალიან საინტერესოა შემდეგი რამ, პირველი სამი შვილის შობისას ლიას მთელი ყურადღება მიქცეული იყო ქმრის გულის მოგებაზე "ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი"ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი" და ა.შ. იმეორებდა ლია, მაგრამ იუდას დაბადების შემდეგ მისი აზროვნება შვილისა და შვილის მომცემისაკენ მიექცა, ასე გამოიყვანა განსაცდელიდან უფალმა ლია და ასე აამაღლა იგი განსაცდელზე.


7) დაბადება თავი 30 3. "და უთხრა რაქელმა იაკობს: აჰა, ჩემი მხევალი ბალა; შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან."
ეს მოვლენა ადრეც მოხდა იაკობის ბებიასთან ანუ სარასთან, მანაც მხევალი შეუშვა აბრაამთან, აქ კი პირდაპირ ქმედებაც კი არის გამოხატული, მხევალის მშობიარობა ხდებოდა პირდაპირ ფეხებზე მისი ქალბატონისა, თითქოსდა ქალბატონმა შვა და ასე "ხდებოდა შვილიერი", ძალიან უცნაურია smile.gif მაგრამ დების შუღლი აქ ასე არ მთავრდება ზედიზედ 2 შვილი დაუბადა ამ მხევალმა რაქელს, და როდესაც ლია აღარ დარჩა ფეხმძიმედ ( საწყალი იაკობი biggrin.gif ) , ეწყინა და ახლა მან შეუშვა თავისი მხევალი ზელფა, ამ ზელფამაც ზედიზედ ორი შვილი ( ორივე ბიჭი აქაც და იქაც) დაუბადა ლიას.

8) შემდეგი უცნაურობა რაც ამ მართლაც უცნაურ დებს შეემთხვათ, არის ე.წ. "მანდარგონის ვაშლის" ისტორია: ვნახოთ რა წერია ბიბლიაში
დაბადება 30 თავი

14. და წავიდა რუბენი ხორბლის მკის დღეებში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები მინდორში და მიუტანა ისინი ლიას, თავის დედას. და უთხრა რაქელმა ლიას: მომეცი მე სენი ძის მანდრაგორები.

15. და უთხრა ლიან: არ არის საკმარისი შენთვის, რომ წამართვი ჩემი ქმარი? ნუთუ ჩემი ძის მანდრაგორებსაც წამართმევ? და უთხრა რაქელმა: ეგრე არა; დაწვეს შენთან ამ ღამეს შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.

16. და მოვიდა იაკობი მინდვრიდან საღამოს, და გავიდა ლია მის შესაგებებლად და უთხრა: ჩემთან შემოდი დღეს, რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ. და დაწვა მასთან იმ ღამეს.

17. და შეისმინა უფალმა ლიასი, და მუცლადიღო და უშვა იაკობს მეხუთე ძე.

18. და თქვა ლიამ: მომცა ღმერთმა ჩემი საზღაური იმის სანაცვლოდ, რომ მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს; და უწოდა მას სახელი ისაქარი, რაც არის საზღაური.

19. და მუცლადიღო კვლავ ლიამ და უშვა მეექვსე ძე იაკობს.

20. და თქვა ლიამ: მაჩუქა მე ღმერთმა კარგი საჩუქარი; ამჯერად ამომარჩევს მე ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას ექვსი ძე; და უწოდა მისი სახელი ზაბულონი.

21. და ამის შემდეგ შვა ასული და უწოდა მისი სახელი დინა.

(ისე როგორია ცოლი ქმარს ეუბნება, დღეს ნაყიდი მყავხარო biggrin.gif)

ახლა სერიოზულად, გაგახსენდათ რომელიმე ისტორია? დიახ, დები უნებურად იმეორებენ თავიანთი ქმრის და მაზლის ისტორიას smile.gif, იაკობმა ასე მოიგო პირმშოება ესავისაგან, როცა იგი შეჭამანდზე გაუცვალა, აქ კი მანდრაგორის ვაშლს უცვლის ქმართან დაწოლაზე, ნუ ახლა უხერხულია, მაგრამ პოლიგამიაში არსებობს ე.წ. მონაცვლეობა ცოლებისა, აშკარაა რომ ამ დროს რაქელის ცვლა უნდა ყოფილიყო და ეს დაუთმო მან ლიას, და შეცდა, რადგან ზედიზედ 2 ძე და 1 ასული დაუბადა იაკობს, შეცდა იმიტომ, რომ ღმერთზე კი არ დააყრდნო იმედი, არამედ რაღაც ვაშლზე, რომელიც ცრურწმენით ჯეროდათ, რომ შვილიერებას იძლეოდა (ბევრი ამტკიცებს, რომ ამ მანდრაგორის ვაშლს მართლაც შეიძლებოდა ქონოდა რაიმე მაკურნებელი ძალა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რაგდან მისი შეჭმიდან მხოლოდ მინიმუმ 3 წლის შემდეგ (ლიას 2 ძე და 1 ასული ) დაორსულდა რაქელი), და ამ განსაცდელის შემდეგ დაორსულდა რაქელი ( ისე საინტერესოა, მგონი არ ვცდები, მიუხედავად ამდენი შვილებისა, არ მომხდარა ისე რომ ერთდროულად ორივე ( ან მათი მხევლები მაინც ) დარჩენილიყო ორსულად, რაღაც მორიგეობით ორსულდებოდნენ ohmy.gif smile.gif )

და ლამაზად წერია, როგორ იბადება ნაბოლარა იოსები

22. და გაიხსენა ღმერთმა რაქელი და შეისმინა მისი ღმერთმა და გაუხსნა მას საშო,

23. და მუცლადიღო და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა: ამარიდა ჩემმა ღმერთმა ყვედრება.

24. და უწოდა მისი სახელი იოსები და თქვა: შემმატოს ღმერთმა მე სხვა ძე.


9) შემდეგი უცნაურობა რაც ამ ქალებს შეემთხვევათ, არის რაქელის უცნაური და დამნაშავე საქციელი, როდესაც საბოლოოდ გამოეყოფა სიმამრს (როგორც იქნა ისე biggrin.gif ) იაკობი, რაქელი მაინც გამოამჟღავნებს მისი მამის სახლში ასეთუისე ფეხმოკიდებულ წარმართული კერპებისადმი მიჯაჭვულობას და მათ მოიპარავს, თან მარტო კი არ მოიპარავს, არამედ ყველაზე მზაკვრულ ხერხს მიმართავს მათ დასამალად, უნაგრში შეინახავს და ზედ დააჯდება (ამისათვის დაისჯება კიდეც) :

34. ხოლო რაქელმა აიღო კერპები და შეაწყო აქლემის უნაგირში და დაჯდა მათზე.

35. და უთხრა თავის მამას: მძიმედ ნუ მიიღებ, ბატონო; არ შემიძლია წამოდგომა შენ წინაშე, რადგან დედათა წესი მაქვს. და ეძება ლაბანმა მთელ სახლში და ვერ იპოვა კერპები.

10. ორი და ისევ შემოდიან ბიბლიურ ისტორიაში, ახლა ისინი ასრულებენ მედიატორის, მშვიდობის დამმაყარებლის და ბრაზის გამნელებლის როლს, იაკობმა, როცა თავის გაბრაზებულ ძმას-ესავს, უნდა შეხვედროდა წინ მისი ოჯახი შეახვედრა, რომ მისი გული მოელბო და მიაღწია კიდეც ამას:
თავი 31:
1. და აახილა იაკობმა თავისი თვალები და დაინახა: და აჰა, ესავი, მისი ძმა, მოდის და ოთხასი კაცი მასთან ერთად. და გაუნაწილა იაკობმა ბავშვები ლიას და რაქელს და ორ მხევალს.

2. და დააყენა ორი მხევალი და მათი ძეები პირველებად და ლია და მისი ბავშვები - უკან და რაქელი და იოსები - ბოლოს;

3. ხოლო თვითონ წაუძღვა მათ წინ და თაყვანი სცა მიწამდე შვიდგზის, ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას.

4. და გაიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია მას და ეამბორა და დაემხო მის ქედზე და ატირდა ორივე.


5. და აიხედა და დაინახა დედაკაცები და ბავშვები და თქვა: ვინ არიან ესენი შენი?

6. და მიუახლოვდნენ მხევლები და მათი შვილები და თაყვანი სცეს;

7. და მიუახლოვდა ლია, და მისი შვილები და თაყვანი სცეს; და ამის შემდეგ მიუახლოვდა რაქელი, და იოსები და თაყვანი სცეს.

8. და თქვა: ვინ არიან ესენი შენი - მთელი ეს ბანაკები, რომლებსაც შევხვდი? ხოლო მან უთხრა: რათა პოვოს შენმა მონამ მადლი შენ წინაშე, ბატონო



11. შემდეგი პუნქტი, რომელიც ამ დებს, ლიას და რაქელს ეხება, ოღონდ არა პირდაპირ, არის ტრაგიკული ისტორია, ლიას ქალიშვილისა დინასი, რომელიც ჯერ გააუპატიურა და შემდეგ შეირთო და შემდეგ შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას ერთერთმა წარმართმა, ისე ესეც უცნაური ისტორიაა, დინა გავიდა იქ მცხოვრები სხვა წარმართი გოგოების გასაცნობად და ეგრე მოიტაცეს

თავი 34
1. და გავიდა დინა, ლიას ასული, რომელიც უშვა იაკობს, იქაური ასულების გასაცნობად.

2. და დაინახა იგი სიქემმა, ემორის ძემ, ქორელმა, იმ ქვეყნის მთავარმა, და წაიყვანა და დაწვა მასთან და დაამდაბლა იგი.

3. და შეეთვისა დინას, იაკობის ასულის, სულს და შეუყვარდა ქალწული და ელაპარაკა მას ქალწულის ფიქრისამებრ.


ნუ აქ "ქალწულში" იგულისხმება დაუქორწინებელი, რადგან ქალწულობა ამ დროს დაკარგული ქონდა, მაგრამ არც დაქორწინებული იყო, ამიტომ ზუსტი იქნება "ქალიშვილი" ( არაქალწული ქალიშვილი biggrin.gif ) , შეუყვარდა და გოგოს გულიც მოიგო როგორც სჩანს, და წინადაცვეთაც კი მიიღო გოგოს სიყვარულით, მაგრამ შეურაცხყოფა მაინც არ ეპატია მას და მის ოჯახს და ამოხოცა ისინი დინას ძმებმა ( ნახეთ დაბადება თ. 34) , არგუმენტი კი მყარი იყო :
" 31. ხოლო მათ უთხრეს: აბა, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას?"


12 ისევ რაქელის ირგლივ ვრჩებით, ჯერ იყო და იაკობის დედის გამზრდელი გარდაიცვალა:
და მოკვდა დებორა, რებეკას გამზრდელი, და დაიმარხა ბეთელის დაბლა, მუხის ქვეშ, და უწოდა იაკობმა მას სახელი გლოვის მუხა.
და მალევე დაეწყო მშობიარობა რაქელსაც:

შვა რაქელმა და ძნელად შვა შობისას.

17. და იყო, როცა იგი მძიმეს შობდა, უთხრა მას ყრმის ამქმელმა: გამხნევდი, რადგან ესეც ძე გყავს შენ.

18. და იყო, როცა განუტევებდა იგი სულს, რადგან კვდებოდა, უწოდა მისი სახელი ძე ჩემი ტკივილისა; ხოლო მამამ უწოდა მას ბენიამინი.

19. და მოკვდა რაქილი და დაიმარხა ეფრათას ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი

უცნაურად დამთავრდა ამ ქალის ისტორია და საინტერესო ადგილას, ისევ გადაიხლართა მისი და მისი დის გზები, გავა საუკუნეები და აქ, სადაც მარხია რაქელი დაიბადება მაცხოვარი, რომელიც წარმოშობით იქნება იუდას ტომიდან, რომელიც იყო ლიას შვილი smile.gif უფალმა გააერთიანა ისევ ამ ორი საოცარი ქალის ისტორია თავისთავში smile.gif

შემდეგში გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
magdani
პოსტი May 2 2009, 02:12 PM
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 2-May 09
მდებარ.: batumi
წევრი № 6,930



წყალობა უფლისა თქვენ ზედა !ამდენი ცნობები სარწმუნოებით აღსრულებულ ქალებზე ნამდვილად არ მქონდა, კი არა და არც ვიცოდი....მადლობას მოგახსენებთ კაიროს,ესოდენ საჭირო პოსტისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2009, 05:20 AM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იხარეთ; პატივია პირველივე პოსტი ამ თემაში smile.gif

მოკლედ ახლა რა ხდება, იმის დამატება მინდოდა, რომ შვილები კარგად უნდა დავითვალოთ

23. ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.

24. რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.

25. ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.

26. ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი

უნდა მივყვეთ თავიდან
1. რუბენი (რეუბენი)
2. სიმონი
3. ლევი
4. იუდა

ესენი ყველა ლიასებია, შემდეგ მოდის უკვე რაქელის მხევლის შვილები და ა.შ. მაგრამ რატომ გავჩერდი ამაზე, პირმშო იყო რუბენი, წესით მთავარი კურთხევა მამისა, უნდა გადასულიყო მასზე, გაიხსენეთ იაკობის და ესავის შემთხვევა, მაგრამ აი სულ ბოლო ჟამს რეუბენი დაეცა,

დაბადება 35:22

...წავიდა რუბენი და დაწვა ბალასთან, თავისი მამის ხარჭასთან; და გაიგო ისრაელმა და ბოროტად გამოჩნდა მის წინაშე.

ხოლო მეორეს და მესამეს ისედაც ქონდა დიდ ცოდვაში ჩადგმული ფეხი, მათ მართალია მოტივირებით, მაგრამ მაინც მოტყუებით და მზაკვრულად დახოცეს დინას საქმრო და მისი ოჯახი, ანუ სიმონი და ლევი.

და დარჩა იუდა, იუდა ძალიან ცუდია რომ ისკარიუტელს ერქვა, რადგან ძალიან ლამაზი სახელი, ასეც თქვა კიდეც ლიამ იუდა რომ დაიბადა "35. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე და თქვა: ახლა კიდევ ასე ვაღიარებ უფალს; ამის გამო უწოდა მას სახელი იუდა. "
მერე ეს იუდა გახდება ისევ ის, ვინც ფაქტობრივად სიცოცხლეს გადაურჩენს საკუთარ ნახევარძმას-იოსებს

დაბადება თავი 37

26. და უთხრა იუდამ თავის ძმებს: რა სარგებელია, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს?

27. მოდი მივყიდოთ იგი ამ ისმაელელებს და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმა და ჩვენი ხორცია. და ისმინეს ძმებმა მისი.

აქედან რიგითაც და წესითაც იუდა გახდა ის ვისგანაც გამოვიდა უფალი, ახლა რატომ გავჩერდი ამდენი ხანი იუდაზე, როცა აქ ქალებზეა თემა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ქალების სიაში შემოდის ძალზეც უცნაური ფიგურა - თამარი; კიდევ ერთი ბიბლიური ინცესტი (ორი დის ერთ ქმართან ცხოვრების შემდეგ, ახლა რძალი მამამთლისაგან დაორსულდება) , რომელიც ისევ მთავარ მიზანს - მაცხოვრის მოვლენებას ემსახურება.

თუ როგორ მოგვიანებით დავწერ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი May 4 2009, 04:17 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



რა გაუგებარი ქალები არიან ძველ აღთქმაში, დამახალეთ ხარიელი პისტოლეტი და ვერ ვიგებ მათ აზროვნებას

ჰმმმ რა
და რა მაინტერესებს? იაკობმა 7 წელი იმსახურა რახელისთვის, აქაო დ ალეა რატომ "შემომაპარეო" მაგაზე იჩხუბა და მერე როცა რახელი ბოლოსდაბოლოს მისი გახდა კიდევ ლეასთან განაგრძობდა ცხოვრებას? ლეაც დაიტოვა და რახელიც?
რახელმა რომ ქმარი ვაშლებში გაცვალა, იაკობმა რა ვერ თქვა უარი არ მინდა ლეასთან ყოფნაო? თუ უნდოდა და რაღას იმსახურა კიდევ 7 წელი რახელის გულისთვის?

ვერ გავიგეეეეეეეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 4 2009, 05:10 PM
პოსტი #49


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ლეაც დაიტოვა და რახელიც?

რათქმაუნდა უკვე დაქორწილებული იყო, ხოლო დღევანდელისაგან განსხვავებით დაოჯახება მაშინ მნიშვნელოვანი იყო, და აბა რაღა უნდა ექნა? უკან რომ გაეშვა ეს ნამუსის ახდას გაუწონასწორდებოდა და რაქელსაც დაკარგვდა და ალბათ თავსაც, ამ რისკზე წასვლა უფლის წინაპარს არ შეეძლო, ჭეშმარიტების მარცვალი დაიკარგებოდა.
ციტატა
რახელმა რომ ქმარი ვაშლებში გაცვალა

არა კი ქმარი კი არ გაცვალა, არამედ იმ ერთი "ღამეთა მორიგეობა" გაცვალა, რადგან მას შვილიერება უნდოდა და ამისათვის დათმო პირადი კუთვნილი სიამოვნება.
ანუ ორივე ყავდა და ორივესთან უნდა შეასრულოს ქმრის მოვალეობა, მინდა არ მინდა აქ არ მუშაობს, ეს იგივეა შვილები გყავდეს , გარჩევას ხომ არ დაიწყებ, ერთიც გყავს და მეორეც...
ძველი აღთქმის ქალები ძალიან განსაკუთრებული შემთხვევაა smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი May 4 2009, 05:15 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(KAIROS @ May 4 2009, 05:10 PM) *

ძველი აღთქმის ქალები ძალიან განსაკუთრებული შემთხვევაა smile.gif
იხარე;
კაიროსი!


კაცებიც smile.gif
მოკლედ პოლიგამია ჩვეულებრივი მოვლენა იყო, და რას ვიზამთ
გასაგებია
მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 4 2009, 05:39 PM
პოსტი #51


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაცებიც

ნამდვილად, ორივენი smile.gif
ციტატა
პოლიგამია ჩვეულებრივი მოვლენა იყო

ნუ საწყის ეტაპზე შეიძლება, როგორც კი რჯული მიიღეს უკვე მხოლოდ გამონაკლისად იქცა...
იხარე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი May 4 2009, 05:44 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(KAIROS @ May 4 2009, 05:39 PM) *

ნამდვილად, ორივენი smile.gif

ნუ საწყის ეტაპზე შეიძლება, როგორც კი რჯული მიიღეს უკვე მხოლოდ გამონაკლისად იქცა...
იხარე smile.gif


რჯული ანუ "მეორე რჯული" ძველ აღთქმაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 4 2009, 05:47 PM
პოსტი #53


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რჯული

არა ძველი აღთქმის რჯული მოსესთან ერთად, თავი 20 გამოსვლათადან იწყება, ის წესები, როგორ უნდა იცხოვრონ,როგორ უნდა ილოცონ ყველაფერი... და ა.შ. ნუ ეს სხვა საკითხია

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/gam...gamosvla-20.htm

ქალებზე გავაგრძელებ ამ დღეებში


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 13 2009, 04:13 AM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვაგრძელებ smile.gif

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიბლიაში თუ ქალი არის ნახსენები აუცილებლად მნიშვნელოვანია და აუცილებლად საინტერესო...

ძველ აღთქმაში უმთავრესი ნაწილი ეძღვნება უფლის მომზადებას, ხდება უფლისათვის გზის გაწმენდა, ხდება ყველაფერი, ყველაზე უცნაური და ყველაზე მიუღებელებიც, მაგრამ უფალი უნდა მოვიდეს, ძნელია მართლა გასაგებად, უამრავი განმარტებები დაწერილა და კვლავაც დაიწერება...

მაშ ასე ისტორია იუდასი და თამარისი, საკმარისია წავიკითხოთ და მაშინვე გაოცება შეგვიპყრობს:

დაბადება თავი 38


6. მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.

7. არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.

8. უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.

9. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.

10. არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.

რატომ "არ მოსდიოდა თვალში" უფალს ყერი, ეს არ ჩანს წმიდა წერილიდან, ეს უფალმა იცის ხოლმე, ხოლო ონანი კი ონანიზმისათვის, ანუ თესლის დაღვრისათვის დაისაჯა
( მიხვდებით, რომ მასტურბაციის ტერმინი აქედან განვითარდა, თუმცა შეიძინა სიამოვნებისათვის მნიშვნელობა, როცა ონანს, ამ მნიშვნელობით არ გაუკეთებია ის საქციელი, უბრალოდ რაღაც ძმური შური ქონდა, და არ უნდოდა მისი ძის თესლის აღდგენა (ე.წ. ლევიტანური წესი, როცა უშვილო ძმას, ძმა აღუდგენდა გვარს) ... და ამისათვის დაისაჯა ასე და არა ონანიზმისათვის)
და წესით უწია მესამე შვილს
11. უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში
თუმცა კი ეს ტყუილი იყო, საერთოდ არ აპირებდა მისი მესამე შვილის "გარისკვას" იუდა,
და ეგ მოგვიანებით აღიარა კიდეც:
ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს.
ამიტომ იყო რომ ამ უცნაურ მოვლენებს კიდევ ერთი უცნაური ქმედება მოყვება და უფლის დაშვებით ხდება ის რომ იუდას თესლი მაინც გაიხარებს, ოღონდ თავად იუდასგან!
თამარი გადაიცვამს მემრუშე ქალის სამოსს, დაორსულდება იუდასაგან და ამ საქციელისათვის იგი არ ისჯება!
ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, რადგან აქ თამარს არ ამოძრავებდა რაიმე მრუშული იდეები, არამედ იგი მხოლოდ რჯულის აღსრულებაზე და ამ გზით იმ გვარის აღდგენაზე ფიქრობდა საიდანაც უნდა გამოვიდეს უფალი!
ამბის გაგების შემდეგ რათქმაუნდა არც იუდა შესულა მასთან, რადგან რახან თესლის აღდგენა მოხდა, ის ქალი დაბრუნდა თავის პირველანდელ პოზიციაზე და იგივე ქვრივი დარჩა "მერე აღარ შესულა იუდა თამართან."

თუმცა თამარის ისტორიის უცნაურობები აქ არ მთავრდება:

27. მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

28. შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.

29. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.

30. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.

მეწამული კი უფლისეული მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა ეგ ვიცით...

შემდეგ იოსებთან სჩანს ერთი ქალი, რომელიც მის შეცდენას ლამობდა და არ გამოუვიდა, თითქოს ავნო, მაგრამ სინამდვილეში კი ხელი შეუწყო იოსების დაწინაურებას...

და ეს შემდეგ თავადვე აღიარა როცა ძმებსუთხრა იოსებმა

დაბადება 50:20

თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.



და ასე იკურთხა იუდა მამის მიერ სიკვდილის წინ:

8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.

9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?

10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.


ძველქართულად უფრო ლამაზად ჟღერს (ზეპირად უნდა ვიცოდეთ ისე, რადგან უფლის შესახებაა საუბარი):

8. იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.

9. ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?

10. არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.


და ასე მთავრდება უცნაური ქალების დიდი ისტორია დაბადების თავში, შემდეგ გამოსვლადან გავაგრძელებ.

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი May 14 2009, 11:25 AM
პოსტი #55


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



რა შუაშია, მაგრამ სახელი ,,ანა" მხატვრულ ლიტერატურაში სულ რაღაც ხიფათებსა და საბედისწერო ჰამბებს უკავშირდება და...

წმინდა წერილში როგორაა? smile.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 14 2009, 11:57 PM
პოსტი #56


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანა"

ტუსტუს kiss1.gif გამიხარდა შენი გამოჩენა smile.gif
მოდი იმედია მაინც მე ვწერ მარტო და არავინ გამიბრაზდება და ცოტა ქრონოლოგიურ წინსვლას დავარღვევ და ანაზე ვისაუბრებ smile.gif


მაშ ასე დავაყენოთ ერთმანეთის გვერდით სამი ანა, სამივე უცნაური ისტორიის მქონეები და სამივე მაცხოვრის ირგვლივ გაერთიანებულები, პირადად გაგიმხელთ ძალიან მიყვარს ხოლმე პერსონაჟები, რომლებიც ძალიან მორიდებულად გაიელვებენ ბიბლიაში და უდიდეს მაგალითს ტოვებენ ან საერთოდ არ არიან ბიბლიაში და მაინც უდიდესი მაგალითის მომცემნი არიან.

ასეთები იყვნენ სამივე ანა:

ჯერ სახელის შესახებ:
ანა - ძველი ებრაული სახელია חַנָּה‎, (Hannah) და ნიშნავს ,,სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ანუ ის ვინც სავსეა მადლით.


1. ანა ბებია უფლისა და დედა ღვთისმშობლისა

მართლი ანა - დედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა
ხსენება 25 ივლისი (7 აგვისტო) ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ.მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.
ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალი ჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასული, სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“. მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისამებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს , სადაც იზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად.
მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ,ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

2. ანა დედა წინასწარმეტყველისა სამუელისი

ამ საოცარ ქალზე, მე რა მოვყვე, ნახეთ წმიდა წერილი...

ხანა = ჰანჰაჰ=ანნა

პირველი მეფეთა
თავი პირველი
1. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი.

2. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.

3. ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.

4. შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს.

5. ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.

6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.

7. ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.

8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?

9. ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.

10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.

11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.

13. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.

14. უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.

15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

16. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს.

17. მიუგო ელიმ და უთხრა: წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან.

18. თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე.

19. ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.

20. ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.

21. წავიდა კაცი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად.

22. ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გამოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.

23. უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. იღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი. დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.

24. როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.

25. დაკლეს კურატი და ელის მიუყვანეს ყმაწვილი.

26. თქვა ქალმა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედბებოდი.

27. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი.

28. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს.

თავი მეორე
1. ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.


არ მოგეწონათ ამ საოცარი ქალის გულცხელი ლოცვა? მე სულ თვალწინ მიდგება ხოლმე ხანნაჰ როგორ ლოცულობდა, რომ იქამდის მთვრალიც კი ეგონა ელის... და ისმინა ღმერთმა ლოცვა დედის და უძლიერესი წმიდანი და წინასწარმეტყველი აღუდგინა ძველი აღთქმის ერს

3. ანა - წინასწარმეტყველი, რომელიც უფალს მიეგება, ბევრი არ წერია მასზე წმ. წერილში , მაგრამ რაც წერია იმდენად დიდია, რომ მრავალსიტყვაობას ფუჭად ხდის:
„ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37).
7 წელი იყო ქმართან და დაქვრივების შემდეგ ვიდრე 84 წლამდე ტაძარს არ შორდებოდა მარხვითა და ლოცვით, დღე და ღამე და მას მიანიჭა უფალმა ის რომ ის იყო ცნობილ სვიმონ მიმრქმელთან ერთად, როცა უფალს შეეგებნენ იერუსალიმის ტაძარში!

http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/03-svimeoni.htm

ისე ანაზე ბევრი სიმღერებიცაა და აქ ნახე:

http://digilander.libero.it/federicoadamoli/anna.html


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 15 2009, 01:29 AM
პოსტი #57


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(KAIROS @ May 15 2009, 12:57 AM) *

חַנָּה‎, (Hannah)


ტკბილად წასაკითხი იყო პოსტი იყო, გაიხარე thumbs.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 18 2009, 03:51 AM
პოსტი #58


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოდი გავაგრძელებ...

ნუ ვიწყებთ გამოსვლათა წიგნით, დაბადება (შექმნა) უკვე მოვრჩით...

იცით რა უნდა გითხრათ? აბა რომელ თქვენგან ახსოვს იმ ბებიაქალების სახელები, რომლებმაც ფაქტიურად გადაარჩინეს ებრაელები ამოწყვეტას ეგვიპტეში? მართალს გეტყვით არც მე მახსოვდა smile.gif არადა ამ ქალების გმირობის დამსახურებაა ბევრი რამ.

ისე სანამ მათზე დავიწყებდე საუბარს, ნახეთ რა ლამაზად წერია :
"...რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. "(გამ.1:12) და საოცრებაში არის ერის მთლიანი განწყობაც და ცალკეულების გმირობაც, ახლა ეს თემა არ მაძლევს საშუალებას, თორემ უფრო ვრცლად ვისაუბრებდი საიდან მოდის ხსნა, ზოგჯერ ვიღაცეებს გგონიათ, რომ უცებ დაიბადა მოსე და ჰოპლა განთავისუფლდნენ, ან ასე უცებ მოვიდა აღმაშებელი და ა.შ. არადა ამას სჭირდება როგორც ერის ზოგადი ერთიანობა, ასევე ცალკეულ უბრალო ადამიანთა გმირობები, და ასეც მოხდა ებრაელების მაგალითზე.

მოდი წავიკითხოთ ამ ორ საოცარ ქალთა ისტორია:

15. უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.

16. უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.

17. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.

18. იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?

19. უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.

20. წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს
, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.

21. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.


ის რომ არ წირავდნენ საკუთარ ხალხს, და ამას აკეთებდნენ ყველა ხერხით, მათ არც უარი უთქვამთ თავიანთ პროფესიაზე, თითქოსდა დათანხმდნენ ფარაონს, რადგან არსებობდა საშიშროება რომ სხვებისათვის დაევალებინათ, რომლებიც დაემორჩილებოდნენ ფარაონს, მაგრამ მაინც არ აკეთებდნენ, ხოლო ალბათ იმისათვისაც, რომ მათ მაგივრად სხვები არ მოეყვანათ, იგივე საშიშროებით რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ ფარაონის ზეწოლას, ტყუილიც კი თქვეს, კეთილი ტყუილი, სიკეთისათვის ნათქვამი და იქვე წერია სწორედ ტყუილის თქმის შემდეგ "წყალობდა ღმერთი ბებიაქალებსო" ...

შემდეგ მოსეზე გადავალ, ამიტომ ამ ორ გმირ ქალზე მინდოდა ცოტა დამეწერა.

იხარეთ; (ดีใจ - ტაილანდურად)

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი May 18 2009, 02:25 PM
პოსტი #59


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



KAIROS
ციტატა
მოდი გავაგრძელებ...

ნუ ვიწყებთ გამოსვლათა წიგნით, დაბადება (შექმნა) უკვე მოვრჩით...

იცით რა უნდა გითხრათ? აბა რომელ თქვენგან ახსოვს იმ ბებიაქალების სახელები, რომლებმაც ფაქტიურად გადაარჩინეს ებრაელები ამოწყვეტას ეგვიპტეში? მართალს გეტყვით არც მე მახსოვდა არადა ამ ქალების გმირობის დამსახურებაა ბევრი რამ.

ისე სანამ მათზე დავიწყებდე საუბარს, ნახეთ რა ლამაზად წერია :
"...რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. "(გამ.1:12) და საოცრებაში არის ერის მთლიანი განწყობაც და ცალკეულების გმირობაც, ახლა ეს თემა არ მაძლევს საშუალებას, თორემ უფრო ვრცლად ვისაუბრებდი საიდან მოდის ხსნა, ზოგჯერ ვიღაცეებს გგონიათ, რომ უცებ დაიბადა მოსე და ჰოპლა განთავისუფლდნენ, ან ასე უცებ მოვიდა აღმაშებელი და ა.შ. არადა ამას სჭირდება როგორც ერის ზოგადი ერთიანობა, ასევე ცალკეულ უბრალო ადამიანთა გმირობები, და ასეც მოხდა ებრაელების მაგალითზე.

მოდი წავიკითხოთ ამ ორ საოცარ ქალთა ისტორია:

15. უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.

16. უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.

17. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.

18. იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?

19. უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.

20. წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.

21. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.


ის რომ არ წირავდნენ საკუთარ ხალხს, და ამას აკეთებდნენ ყველა ხერხით, მათ არც უარი უთქვამთ თავიანთ პროფესიაზე, თითქოსდა დათანხმდნენ ფარაონს, რადგან არსებობდა საშიშროება რომ სხვებისათვის დაევალებინათ, რომლებიც დაემორჩილებოდნენ ფარაონს, მაგრამ მაინც არ აკეთებდნენ, ხოლო ალბათ იმისათვისაც, რომ მათ მაგივრად სხვები არ მოეყვანათ, იგივე საშიშროებით რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ ფარაონის ზეწოლას, ტყუილიც კი თქვეს, კეთილი ტყუილი, სიკეთისათვის ნათქვამი და იქვე წერია სწორედ ტყუილის თქმის შემდეგ "წყალობდა ღმერთი ბებიაქალებსო" ...

შემდეგ მოსეზე გადავალ, ამიტომ ამ ორ გმირ ქალზე მინდოდა ცოტა დამეწერა.

იხარეთ; (ดีใจ - ტაილანდურად)

კაიროსი!



ძალიან საინტერესო და კარგი ამბავი მოყევი, არა მართლა მოვიხიბლე ამ ქალებით.. ეს სიბრძნეა როცა იცი როდისაა ტყუილი კეთილი და როდის ბოროტი smile.gif


პ.ს. ძალიან კარგი თხრობა იცი user.gif არა, ხოტბას კი არ გასხამ , მართლა მომწონს, ზღაპარივით ჰყვები დიდ ამბებს smile.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 18 2009, 03:29 PM
პოსტი #60


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გმადლობ ტუსტუს smile.gif მართლა საოცარი ქალებია ბიბლიის ქალები და მართლა უნდა ვისწავლოთ კარგად, დიდი წმიდანებია და ყველას უამრავ მისაბაძ მაგალითს აძლევენ, წარმოიდგინე ვინმე შიფრა და ფუაყი, და ამ დროს მათი ამხელა გმირობა, ახლაც არქივიდან მოვდივარ, მაგრად მიყვარს დამალული გმირები, აი ჩუმად რომ გააკეთებენ და მორჩა smile.gifჰაზრი ( როგორც შენ იტყვი ხოლმე ) იმას კი არ ჰაქვს , ჰადამიანი გაიგებს თუ არა, არამედ იმას რასაც უფალი ჰხედამს! smile.gif

ჰიხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 09:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი