IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> პირველი და უკანასკნელი
ხახაბოელი
პოსტი Jun 27 2012, 09:14 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ძველი აღთქმა."ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი."(ესაია 41.4) "ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.ესაია44.6,7,8)." მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან."
ახალი აღთქმა_"მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი."გამოცხ.1.8) "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში". გამოცხ.1.11) "ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:"გამოცხ.2.8). "კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე."გამოცხ."21.6,7)"აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული."გამოცხ.22.12,13)
აშკარაა, რომ იოანეს გამოცხადებაში იესო ქრისტე ამბობს, რომ იგია პირველი და უკანასკნელი. ძველ აღთქმაში კი საბაოთ უფალი. აშკარაა, რომ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც ერთი და იგივე პიროვნება საუბრობს, ან ერთი და იგივე არსის და ბუნების მქონე სხვა პირები. ჩემი აზრით ესაიას და იოანეს ძე ღმერთი ესაუბრა, მაინტერესებს თქვენი აზრი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 28 2012, 01:43 AM
პოსტი #2


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



სული წმიდა ერთი არ არის?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 28 2012, 08:48 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(syd @ Jun 28 2012, 01:43 AM) *

სული წმიდა ერთი არ არის?

ვერ მივხვდი რას გულისხმობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 28 2012, 09:57 PM
პოსტი #4


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ხახაბოელი
ციტატა
ვერ მივხვდი რას გულისხმობ.


სული წმინდა კი არა წმინდა სამება უნდა დამეწერა. ანუ მამა, ძე და სული წმიდა ხო ერთია? სამია მარა ამასთანავე ერთია. თუ ერთია მაშინ მამაც და ძეც ერთი და იგივე გამოდის. მე ასე მესმის.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 28 2012, 10:20 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



[quote name='syd' date='Jun 28 2012, 09:57 PM' post='708458']
ხახაბოელი
სული წმინდა კი არა წმინდა სამება უნდა დამეწერა. ანუ მამა, ძე და სული წმიდა ხო ერთია? სამია მარა ამასთანავე ერთია. თუ ერთია მაშინ მამაც და ძეც ერთი და იგივე გამოდის. მე ასე მესმის.
[/quot წმინდა სამება ერთარსია, მაგრამ სამი ჰიპოსტასი, სამი პირი. მე ვგულისხმობ პირს, რომელი პირი საუბრობს ესაიასთან და რომელი იოანე ღვთისმეტყველთან. ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც ძე ღმერთია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 28 2012, 10:39 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
სული წმინდა კი არა წმინდა სამება უნდა დამეწერა. ანუ მამა, ძე და სული წმიდა ხო ერთია? სამია მარა ამასთანავე ერთია. თუ ერთია მაშინ მამაც და ძეც ერთი და იგივე გამოდის. მე ასე მესმის.


მამას და ძეს ერთი არსი აქვთ, ანუ ერთი ბუნება, პიროვნულად კი მამა მამაა, ძე კი ძეა. ანუ მამა არ არის ძე (პიროვნულად)... მამა და ძე ორი პიროვნებაა (ჰიპოსტასი). არსებით კი ერთნი არიან, ერთარსია (სულიწმინდასთან ერთად).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 29 2012, 01:34 AM
პოსტი #7


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა(აკაკი @ Jun 28 2012, 10:39 PM) *

მამას და ძეს ერთი არსი აქვთ, ანუ ერთი ბუნება, პიროვნულად კი მამა მამაა, ძე კი ძეა. ანუ მამა არ არის ძე (პიროვნულად)... მამა და ძე ორი პიროვნებაა (ჰიპოსტასი). არსებით კი ერთნი არიან, ერთარსია (სულიწმინდასთან ერთად).


კი ბატონო, თუნდაც მაგ ლოგიკით მივუდგეთ. ეგ ხომ არ გამორიცხავს იმას რომ მამაც ანი და ჰოეა და ძეც?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 29 2012, 07:33 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(syd @ Jun 29 2012, 01:34 AM) *

კი ბატონო, თუნდაც მაგ ლოგიკით მივუდგეთ. ეგ ხომ არ გამორიცხავს იმას რომ მამაც ანი და ჰოეა და ძეც?
თავისთავად მამაც ანი და ჰოეა, ძეც და სულიწმინდაც, სამივე ჰიპოსტასს შეუძლია თქვას ეს თავისთავზე.თუმცა ერთია ის, რომ იესო ამბობს:" „ღმერთი არავის უხილავს არასოდეს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, – მან გამოთქვა“აქედან ჩანს, რომ მამა ღმერთი არასოდეს არავის უხილავს და როდესაც ღმერთი ვინმეს ეცხადებოდა ძველ აღთქმაში, ის ყოველთვის ძე იყო და არა მამა.ესაია კი ამბობს: "მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა".ესაია6:5.აშკარაა, რომ ეს ძეა, თან გამოცხადებაშიც ძე იგივე სიტყვებს იმეორებს, რომ მე ვარ პირველი და უკანასკნელიო. ჩემთვის ეს სიტყვები იმიტომ გახდა საინტერესო, რომ საბაოთ უფალი ამბობს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.ესაია44.6,7,8)."რომ წერია თქვენა ხართ ჩემი მოწმენიო, სწორედ აქედან აიღეს რასელისტებმა თავისი სახელწოდება, არადა ამას ძე ეუბნებოდა ესაიას და არა მამა. თუ ჩაუკვირდება კაცი მიხვდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 30 2012, 11:42 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"არ არის სხვა კლდე" - ესეც მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარზეა საუბარი.

ერთი სიტყვით... ალბათ ასეთი თქმა მართალი იქნება: "პირველობა და უკანასკნელობა" საღვთო ბუნების თვისებაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 30 2012, 07:14 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(აკაკი @ Jun 30 2012, 11:42 AM) *

"არ არის სხვა კლდე" - ესეც მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარზეა საუბარი.

ერთი სიტყვით... ალბათ ასეთი თქმა მართალი იქნება: "პირველობა და უკანასკნელობა" საღვთო ბუნების თვისებაა

ხო მეც ესე მიმაჩნია, რომ ეს მარადიულობის გამომხატველია და ეს მხოლოდ ღმერთმა შეიძლება თქვას თავისთავზე.საინტერესოა ამ ადგილებს, როგორ განმარტავდნენ და განმარტავენ ისინი, ვინც ძეს პირველქმნილებად მიიჩნევს.ხომ არ შეიძლება ღმერთმა თქვას მე ვარო პირველი და უკანასკნელი და იგივე ქმნილებამაც გაიმეოროს საკუთარ თავზე.პირველმა ქმნილებამ შეიძლება თქვას მე ვარო პირველი, დასაწყისიო, ალფაო(ქმნილებათა შორის) მაგრამ როცა ამბობს უკანასკნელიო,დასასრულიო, ომეგაო,ეს უკვე მარადიულობას წარმოაჩენს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 10 2012, 11:22 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ხახაბოელი @ Jun 27 2012, 10:14 PM) *

ძველი აღთქმა."ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი."(ესაია 41.4) "ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.ესაია44.6,7,8)." მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც. ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან."
ახალი აღთქმა_"მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი."გამოცხ.1.8) "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში". გამოცხ.1.11) "ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:"გამოცხ.2.8). "კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე."გამოცხ."21.6,7)"აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული."გამოცხ.22.12,13)
აშკარაა, რომ იოანეს გამოცხადებაში იესო ქრისტე ამბობს, რომ იგია პირველი და უკანასკნელი. ძველ აღთქმაში კი საბაოთ უფალი. აშკარაა, რომ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც ერთი და იგივე პიროვნება საუბრობს, ან ერთი და იგივე არსის და ბუნების მქონე სხვა პირები. ჩემი აზრით ესაიას და იოანეს ძე ღმერთი ესაუბრა, მაინტერესებს თქვენი აზრი.

ნუ ვურევთ ერთმანეთშჰი მამას და ძეს. ძეს ანუ იესო ქრისთეს არასოდეს განუცხადებია რომ ის პირველი და უკანასკნელია! არის მხოლოდ ერთი შემთხვევა _ გამოცხადების 1:17_18 მუხლები სადაც იესო გულისხმობს რომ ის არის პირველი ვინც მამამ აღადგინა საუკუნო სიცოცხლისათვის და ამასთანავე ის არის უკანასკნელიც ,ვინც მამა ღმერთმა აღადგინა, სხვებისთვის კი თავად იესოა აღდგომა რადგან მანდვე ბრძანებს იესო რომ ხელთ მიპყრიეს კლიტენი სიკვდილისანი და ჯოჯოხეთისანი, აქვე დავაციტირებ პავლე მოციქულის სიტყვებს რომ _იგია პირმშჰო მკვდართაგან ის არის პირველი მკვდრეთით აღმდგართაგან , აქვე იესოს სიტყვები იოანეს სახარებიდან_ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! აQვე დავამატებ სტეFანეს სიტყვებს როდესაც ქოლავენ_ უფალო იესო მიიღე სული ჩემი_ აი ხედავთ_ სტეFანე უკვე იესოს უDზღვნის სიცოცხლეს რადგან ის არის უკვე აღდგომა Yველასთვის! აქვე დავძენ რომ გამოცხადების 1:17 _18 ში სიტყვებს_ პირველი და უკანასკნელი წინ უძღვის განსაზღვრული არტიკილი, რაც იმას მეტყველებს რომ საქმე გვაქვს ერთგვარ წოდებაზე , ხოლო ესაიას წიგნში საბაოთ უფლის სიტყვებთან _ არ გვხვდება არავითარი არტიკილი რაც იმაზე მიუთითებს რომ ეს წოდება მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთ იაHვეს ეკუთვნის! კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ წმინდა წერილის უცოდინარნი შეიძლება სეცდომაში შევიდნენ და უფალი იესოს მიაკუთვნონ ის რაც მას არ ეკუთვნის! წერილის დამახინჯება კი ყველასთვის კათასტროფაა! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 10 2012, 11:24 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
რავა ხარ ძმა>
biggrin.gif როგორ მიდის საქმეები? კაი ხანია არ გამოჩენილხარ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 10 2012, 11:27 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Aug 10 2012, 11:24 PM) *

esre ars cheshmariteba
რავა ხარ ძმა>
biggrin.gif როგორ მიდის საქმეები? კაი ხანია არ გამოჩენილხარ...

კარგად მიდის, უფლის წყალობით smile.gif . შენ როგორ ხარ ძმაო\? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 10 2012, 11:32 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
კარგად მიდის, უფლის წყალობით

გაიხარე.
ციტატა
. შენ როგორ ხარ ძმაო\?

არა მიშავს.
გიორგას ვეტყვი და მერე შევხვდეთ ჩვენ სამნი ერთმანეთს.
რას იტყვი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 10 2012, 11:33 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Aug 10 2012, 11:32 PM) *

გაიხარე.

არა მიშავს.
გიორგას ვეტყვი და მერე შევხვდეთ ჩვენ სამნი ერთმანეთს.
რას იტყვი?

საინტერესოა! სიამოვნებით გაგიცნობ smile.gif . მე და გიო დავმეგობრდით უკვე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 10 2012, 11:38 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვიცი...ველაპარაკე მაგას...ხოა ჯიგარი ეგ გათახსირებული...

წავიკითხო აბა რა გიწერია?
სამებაზეა ხომ?
რაღა მაინცდამაინც ამ საკითხს ამოაგდებ ხოლმე...biggrin.gif

უკვე უამრავჯერ იყო ამის შესახებ საუბარი.
სხვა საკითხი ვერ ნახე ისეთი რაზეც ჯერ არ გვილაპარაკია.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 10 2012, 11:44 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Aug 10 2012, 11:38 PM) *

ვიცი...ველაპარაკე მაგას...ხოა ჯიგარი ეგ გათახსირებული...

წავიკითხო აბა რა გიწერია?
სამებაზეა ხომ?
რაღა მაინცდამაინც ამ საკითხს ამოაგდებ ხოლმე...biggrin.gif

უკვე უამრავჯერ იყო ამის შესახებ საუბარი.
სხვა საკითხი ვერ ნახე ისეთი რაზეც ჯერ არ გვილაპარაკია.

რავქნა მაგრამ მიზიდავს ეს სამერთიანი ამოუცნობი ღმერთი ღომელსაც ვერადა ვერ მოუძებნეს ახსნა! ცდილობენ მის გაერთიანებას , მაგრამ წმინდა წერილი არღვევს სამ იპოსტასს და მხოლოდ ერთს მიაკუთვნებს დიდებას smile.gif ! მოკლედ ბათუმში ვარ ახლა და 10 დგეში ჩამოვალ, ხოდა სიამოვნებით შეგხვდები და პირDაპირ ვისაუბროთ. იქნებ მართლა გლეხი ვარ ღვთისმეტყველებაში!!! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 10 2012, 11:51 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მოკლედ ბათუმში ვარ ახლა და 10 დგეში ჩამოვალ, ხოდა სიამოვნებით შეგხვდები და პირDაპირ ვისაუბროთ. იქნებ მართლა გლეხი ვარ ღვთისმეტყველებაში!!!

სადღაც სექტემბრისკენ ჩამოვდივარ მეც თბილისში...

იქამდე კი კარგ დასვენებას გისურვებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Aug 11 2012, 10:10 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



esre ars cheshmariteba და სხვა მუხლები, რომლებიც მოვიყვანე სადაც იესო ამბობს რომ იგია პირველი და უკანასკნელი ის მუხლები ჩამატებულია სახარებაში?მაგ: "ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:"გამოცხ.2.8). "ხომ აშკარაა რომ ძეზეა საუბარი და ძე ამბობს?სხვა მუხლებიც:"მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი."გამოცხ.1.8) "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში". გამოცხ.1.11)"კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე."გამოცხ."21.6,7) ვინ ასმევს მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს? ძე აძლევს " მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში." იოანე 14:4
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Aug 11 2012, 01:56 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ხახაბოელი @ Aug 11 2012, 10:10 AM) *

esre ars cheshmariteba და სხვა მუხლები, რომლებიც მოვიყვანე სადაც იესო ამბობს რომ იგია პირველი და უკანასკნელი ის მუხლები ჩამატებულია სახარებაში?მაგ: "ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:"გამოცხ.2.8). "ხომ აშკარაა რომ ძეზეა საუბარი და ძე ამბობს?სხვა მუხლებიც:"მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი."გამოცხ.1.8) "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში". გამოცხ.1.11)"კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე."გამოცხ."21.6,7) ვინ ასმევს მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს? ძე აძლევს " მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში." იოანე 14:4

გამოცხადების 2:9 ში დამატებულია_ რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა_ ამიტომ საუბარი კვლავ მკვდრეთით აღდგომაზეა, იესო არის პირმშო მკვდართაგან როგორც პავლე ბრძანებს. რაც შეეხება გამოცხადების 1;8 ზოგის აზრით ჩამატებულია, მაგრამ მე ვცნობ ამ სიტყვებს რადგან ის წერილის ნაწილია, მაგრამ ბერძნული სიტყვა პანტოკრატორ ანუ ქართულად ყოვლისმძლე, არსად არ გვხვდება ძესთან მიმართებაში, ამიტომ ბუნებრივია რომ ის ვინც იყო ანუ დაუსაბამოდ მყოფი, ვინც არის და ვინც მოდის ყოვლისმძლე არის იაჰვე რომელიც ჭეშმარიტი ღმერთია! იმის მტკიცება რომ სამყაროს აღსასრულს მხოლოდ ძე უნდა მოვიდეს ეს აფსურდია და წერილის დამახინჯებაა, რადგან პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ხშირად ბრძანებს , რომ ის დღე არის არა მხოლოდ ძის არამედ მამისა პირველყოვლისა! რაც შეეხება გამოცხადების 21:6,7 აქ საუბრობს თავად ჭეშმარიტი ღმერთი რომელიც ტახტზე ზის და მძლეველს ის თავის ძედ აღიარებს! იესო ქრისტეს არასოდეს უწოდებია მოწაფეებისთვის ძე, არამედ ის ძმებს უწოდებს მათ იოანეს სახარებაში. ვინაიდან იოანეს აპოკალიფსისი ძნესალად აღსაქმელია და მასში მონაცვლეობით საუბრობს Xან ღმერთი Xან იესო და ხანაც ანგელოზები ამიტომ შეიძლება აგვერიოს და იესოს მივაკუთვნოთ ღმერთის სიტყვები. წერილის ობიექტური გამოკვლევა ცხადყოფს რომ იესო მოდის ჭეშმარიტი ღვთის იაHვეს შემდეგ! blink.gif იესოს ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია!!!!

ციტატა(A.V.M @ Aug 10 2012, 11:51 PM) *

სადღაც სექტემბრისკენ ჩამოვდივარ მეც თბილისში...

იქამდე კი კარგ დასვენებას გისურვებ...

მადლობთ, შენც აგრეთვე. მაგრამ ჭეშმარიტი განსვენება იესო ქრისტეშია . ვინც მე მემსახურება სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქვე იქნება, ვინც მე მემსახურება მას პატივს მიაგებს მამაი ჩემი! ეს ერთ ერთი თავზარდამცემი მუხლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 05:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience