თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ფორუმის მოსახსენიებელი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 6 2009, 10:50 AM

ღვთის წყალობით, ბლომად ვართ smile.gif მოსახსენიებელიც არ დაგვაკლდება და მეორე მხრივ გონების გამფანტავი ამდენგვერდიანი სახელის საკითხავი ლოცვის დროს.

აქ დავწეროთ განსაკუთრებით მოსახსენიებელი ადამიანების სახელები.

დავწეროთ რამდენ ხანს უნდა მოვიხსენიოთ და ისიც რა გასაჭირი (აუცილებელი არ არის biggrin.gif ) ადგათ.


რაც შეეხება სრულიად ფორუმს, ძალიან ახლობლებს სახელებით გიხსენიებთ და დანარჩენს ასე" "მართლმადიდებლური ფორუმის ყველა წევრი" ...

zafxuli.gif

ასევე ვიხსენიებთ ფორუმის ყოფილ და იმედი მაქვს ახლანდელ და მომავალ მოძღვრებს:

ეპისკოპოსი სტეფანე
დეკანოზი ანდრია
დეკანოზი ირაკლი
დეკანოზი დავითი
მღვდელი მამუკა
მღვდელი ლუკა
მღვდელი არჩილი

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 7 2009, 10:41 PM

გთხოვთ მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნანული.
თუ შეძლებთ ორმოცამდე მოიხსენიეთ ლოცვებში.
დიდი მადლობა ყველას kiss1.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 16 2009, 09:19 AM

ციტატა
აქ დავწეროთ განსაკუთრებით მოსახსენიებელი ადამიანების სახელები.

დავწეროთ რამდენ ხანს უნდა მოვიხსენიოთ და ისიც რა გასაჭირი (აუცილებელი არ არის ) ადგათ.



ამათი "ჭირი" თქვენ ბევრს და ყველა ჩვენიანს ვისაც "ჭირდება" biggrin.gif

მოკლედ, მინდა მოიხსენოთ როდესაც შეძლებთ ერთხელ მაინც
ორი ჩემი უახლოესი მეგობარი, ორივემ გუშინ სხვადასხვა კარგი ამბებით გამახარეს smile.gif

ახლადგათხოვილი ლიკა

ორსულობაში მყოფი სოფიო

ბავშვობის მეგობრებია ორივე და ძალიან მიყვარან, ჰოდა მეცხრე ცაზე იყვნენ გუშინ kiss1.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Oct 16 2009, 05:58 PM

ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ გემრიელო ხალხო ერთი უსაყვარლესი და უგემრიელესი კაცი, ახლდაშესვენებული მიხეილ გოგოლაშვილი, სულ რაღაც 32 წლის იყო. ძალიან დამძიმებული ვარ მომხდარით

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Oct 17 2009, 06:08 PM

თუ არ შეწუხდებით გთხოვთ მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნინო-იგივე ნარგიზა.. წინასწარ დიდი მადლობა ...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 24 2009, 05:04 PM

ხო ცოცხალ ადამიანებს იხსენიებთ?


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 30 2009, 05:50 AM

ეს ცოდო გოგო მოიხსენეთ:
მაიკო სნეულებაში მყოფი
http://www.orthodoxy.ge/

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Oct 30 2009, 02:02 PM


განსაცდელსა შინა მყოფი შორენა და გვანცა.
და უძლურებასა შინა მყოფი 8 წლის ალექსანდრე, ცერებრალური დამბლით და ეპილეფსიით.
ვისაც შეუძლია გთხოვთ ერთხელ მაინც მოიხსენოთ ლოცვებში.დიდი მადლობა ღმერთი გაგახარებთ.


პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Nov 3 2009, 11:55 PM

SOS!!!

მიხეილი
ძალიან გთხოვთ ,რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ლოცვებში მოიხსენეთ მიხეილი,ძალიან დიდი უბედურება დაატყდა თავს,რაც სავარაუდოდ მის ამქვეყნიურ ცხოვრებას საშინელ დღეში ჩააგდებს...როდემდეც შეძლებთ მოიხსენიეთ

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 18 2009, 02:55 PM

ახლადშესვენებული დეკანოზი ზურაბი.გთხოვთ მოიხსენიოთ .. .sad.gif

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Dec 19 2009, 12:40 AM

მსჯავრდებული მამუკა,მოიხსენიეთ რა .გმადლობთ

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 19 2009, 12:43 AM

გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლშესვენებული ნინო (ნინა)
დიდი მადლობა ყველას.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 06:13 AM

ეჰ, არ გინდათ ჩემი შეხსენება, მაგრამ მაინც ვწერ..
მოიხსენეთ ის საწყალი დედა-შვილი ქუთაისში რომ შეეწირნენ გრუზინულ არაპროფესიონალიზმს და ახირებას...
ეკა და ნინო sad.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 6 2010, 02:55 AM

ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ მოიხსენიოთ მარინა. ინსულტი დაემართა. ძალიან ცუდადაა. მადლობა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 25 2010, 11:33 AM

გეხვეწებით მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ირაკლი და პაატა

28 წლის ბიჭები დაიღუპნენ ავარიაში sad.gif


პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 25 2010, 06:29 PM

ძალიან გთხოვთ თუ შეძლებთ მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მონაზონი ნონა sad.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 13 2010, 05:54 PM

მოიხსენიეთ 21 წლის ნოდარი ჩვენი ოლიმპიელი ათლეტი და ასევე ჩვენი ფორუმელი შაკუნას ნათესავი sad.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 13 2010, 11:30 PM

ბადრი

ციტატა
ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ მოიხსენიოთ მარინა. ინსულტი დაემართა. ძალიან ცუდადაა. მადლობა.


ეტყობა გულიანად ილოცეთ, უკეთესადაა მარინა. იქაურობა ნახა smile.gif გუშინ ეზიარა smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 15 2010, 03:57 PM

ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ ჩემი ძმა და მეგობარი მონა ღვთისა ზურა, რომელმაც გუშინ მიაბარა სული უფალს, sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=XQOdQ2-WJYI&feature=player_embedded

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2010, 04:01 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Mar 15 2010, 03:57 PM) *

ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ ჩემი ძმა და მეგობარი მონა ღვთისა ზურა, რომელმაც გუშინ მიაბარა სული უფალს, sad.gif

http://www.youtube.com/watch?v=XQOdQ2-WJYI&feature=player_embedded


ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 20 2010, 12:58 PM

გთხოვთ მოიხსენოთ ემიგრაციაში მყოფი ია, სარწმუნოებაში გამტკიცებისათვის.
მადლობა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 29 2010, 04:13 PM

ბავშვებო ეკატოს გარდაეცვალა გუშინ ყაზბეგში ბიძა. (დედის ძმა) sad.gif
და გთხოვთ ყველას მოვიხსენიოთ რა ახლად შესვენებული ჯორჯი.

გაანათლოს უფალმა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 21 2010, 01:06 AM

ბავშვებო გთხოვთ მოიხსენიეთ უძლერებაში მყოფი ბექა (ჩემი ძმაა)

პოსტის ავტორი: aia თარიღი: May 25 2010, 07:42 PM

ძვირფასო ფორუმელებო! ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

ვიცი, უყურადღებოდ არ დატოვებთ ამ თხოვნას,

ახლობელმა დღეს ურთულესი ოპერაცია გაიკეთა,

მზექალა ჰქვია(ქებულისაც ეძახიან) და ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ.

თუნდაც ამ პოსტის წაკითხვისას, თქვენი თუნდაც რამდენიმე

სიტყვით შეეწიეთ უფლის წინაშე... გმადლობთ
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 10 2010, 09:26 PM

ძალიან გთხოვთ, მოიხსენოთ უძლურებაში მყოფი ქეთევანი. 26 წლის გოგოა, უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალიან გტხოვთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2010, 02:39 PM



ჩემს თანამშრომელს 20 წლის ბიჭი გარდაეცვალა sad.gif გთხოვთ, მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული ანდრო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 14 2010, 02:51 PM


ციტატა
ძალიან გთხოვთ, მოიხსენოთ უძლურებაში მყოფი ქეთევანი. 26 წლის გოგოა, უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალიან გტხოვთ



ქეთევანი გარდაიცვალა, მოიხსენეთ sad.gif((

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2010, 03:45 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 14 2010, 02:51 PM) *

ქეთევანი გარდაიცვალა, მოიხსენეთ sad.gif((


ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 27 2010, 08:36 PM

მცირე პრობლემები შეექმნა დედას ჯანმრთელობაზე, გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში-ნუნუ, მადლობა

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jul 27 2010, 09:33 PM

უმორჩილესად გთხოვთ მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ეკატერინე(გაფანტული სკლეროზი ჭირს)

თქვენი გულისხმიერების იმედი მაქ..მადლობა ყველას kiss1.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Jul 29 2010, 12:51 AM

გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ლევანი (კიბო აქვს)

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Aug 7 2010, 07:12 PM

გარდაიცვალა ლევანი, გთხოვთ მოიხსენიოთ მისი სული

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 12 2010, 03:55 PM

გთხოვთ მოიხსენოთ ახლადშესვენებული მარიამი. 17 წლის იყო, ჩემი მეზობელი და მდინარეში უეცრად გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. უფალმა აცხოვნოს მისი სული!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 29 2010, 08:17 PM

გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული ნუნუ (ჩვენი ძალიან კეთილი და კარგი ფორუმელის მამიდა იყო)

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jan 19 2011, 04:13 PM

ძალიან გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული ალექსანდრე სულ 13 წლის იყო ღმერთმა აცხონოსsad.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 9 2011, 09:25 AM

უფალმა მოიხსენოს 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი მამულიშვილები და აცხოვნოს მათი სულები.



ადამია აზა, 22 წლის
ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
გიორგაძე ნატო, 23 წლის
დოლიძე თამუნა, 28 წლის
ენუქიძე თინა, 70 წლის
თოიძე ნინო, 25 წლის
კიკვიძე ზაირა, 61 წლის
ლოლაძე მანანა, 33 წლის
მამულიშვილი თამარი, 50 წლის
მეტრეველი ვენერა,
ნოზაძე მამუკა, 22 წლის
სამარგულიანი ნანა, 41 წლის
ქვასროლიაშვილი შალვა,
ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
ჭოველიძე თამარი, 16 წლის
ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
მელქაძე მანანა, 23 წლის
ქარსელაძე გია, 25 წლის

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Sep 16 2011, 03:23 PM

გთხოვთ მოიხსენიოთ განსაცდელში მყოფი მამაჩემი დავითი

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Mar 25 2012, 12:04 PM

გთხოვთ მოიხსენიოთ ჩვენი ყოფილი მნათე, უძლურებაში მყოფი ნოდარი.
გუშინ გულმა დაარტყა...

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 2 2013, 01:21 PM

ეს თემა ამოვწიოთ...
უმეტესობა ვლოცულობთ ფორუმელები და შევეცადოთ ჩვენი მწირი ქმედებით მცირე ნუგეში მაინც მივცეთ სხვებს...

პოსტის ავტორი: 07.02.13 თარიღი: Feb 13 2013, 06:11 PM

ძალიან გთხოვთ მოიხსენოთ ჩემი ბებოც sad.gif ახლადშესვენებული ანგელინა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 12 2013, 07:05 PM

თუ შეძლებთ, იქნებ ცოტა ხანს თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ

მონა ღვთისა გიორგი.

საავადმყოფოშია, ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ბიჭი.
მადლობა.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Jan 17 2014, 02:34 PM

გუშინ დაიბადა 25 კვირის ნაყოფი მონათლეს და სალომე დაარქვეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გთხოვთ მოიხსენოთ მეგობრებო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 17 2014, 02:35 PM

†სერგი†
OK...

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Jan 18 2014, 05:21 PM

ციტატა
გუშინ დაიბადა 25 კვირის ნაყოფი მონათლეს და სალომე დაარქვეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გთხოვთ მოიხსენოთ მეგობრებო


მეგობრებო სალომე გარდაიცვალა და ახლა მწამს უფლის სიყვარულში განისვენებს, ნუღარ მოიხსენიებთ. მადლობთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 02:26 PM

"აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღი დაემკვიდრებინოს, სადაც მართალნი განისვენებენ უფლის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:04 PM

"სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მის სულს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:26 PM

"მისი ადგილი მხოლოდ მართალთა შორისაა, თუმცა უიმისობა მოუშუშებელი ჭრილობასავითაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 10:51 PM

„კაცმა დაასრულა ქვეყნიური სიცოცხლე და უკეთეს ქვეყანაში გადასახლდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:00 PM

"ამ წუთისოფლიდან უდარდელ ცხოვრებაში გადავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:15 PM

"უბერებელი, საუკუნო ხსოვნა დატოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 05:49 PM

"მრავალნაღვლიანის ნაცვლად დაუბერებელი და უნაღვლო (უდარდელი) ცხოვრება მოიპოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 12:03 PM

„ღვთის დიდმა მადლიერმა სული თვისი უფალს ჩააბარა“

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)