ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
zedela |
Jun 30 2009, 05:42 PM
პოსტი
#81
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
dat-100
ველოსიპედი არ მყავს თორ ასე ფიქრბეში სულ მოფქირებული მაქვს სად დავდივარ |
dat-100 |
Jun 30 2009, 11:52 PM
პოსტი
#82
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
zedela
დავიჯერო არავის არ ყავს ველიკი რო ეთხოვო?? თუ არა და მაშინ აქ მაინც გვიგულშემატკივრე... შენი ლოცვის იმედი მაქვს |
Dato-2 |
Jul 3 2009, 12:09 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
|
Dato-2 |
Jul 6 2009, 01:11 PM
პოსტი
#84
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
ღვთის წყალობით და შემწეობით მოვილოცეთ წმ. ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერი! მიუხედავად იმისა, რომ მანძილი არ იყო ძალიან შორი გზა აღმოჩნდა რთული: ოყო ბევრი მთაგორიანი ადგილები, ქვიშიანი გზები, მდელოები, ულამაზესი მთები და მდინარეც კი.... მოკლედ ყველაფერი რიგ-რიგობით...
გამოსვლის წინ კურთხევა მოძღვრისგან და გზის ლოცვა.... დათა იყო კარგ ფორმაში, ეს საბურთალოდან გასვლის ადგილი... გამოვცდით ლისის ტბას, იყო ასფალტიანი და სწორი გზა, მაგრამ 8-10 კმ-ის განმავლობაში იყო შეუმჩნევადი აღმართი, დაახლოებით 5-10 გრადუსიანი, რამაც წაიღო დიდი ძალა... გზადაგზა ვისვენებდით და ვტკბებოდით ქართული ბუნებით... დიდება უფალს! ეს არის სოფელ ლისის მიდამოებში... |
Dato-2 |
Jul 6 2009, 03:58 PM
პოსტი
#85
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
გავცდით სოფელ წოდორეთს... აქედან იწყება რთული გზები... საბურთალოდან დაწყებული ამ ხნის განმავლობაში მივდიოდით შეუმჩნევად, მაგრამ ძალის გამომცლელ აღმართში... მართალი რომ ვთქვა გამაკვირვა დათას გამძლეობამ...! ყველაზე მაღალი ადგილი ჩვენს გზაზე... აი ჯვარი უფლისა! ეს ის ადგილია სადაც იწყება ბრძოლა სიცოცხლისათვის... აღვავლინეთ სამადლობელი ლოცვა და ლოცვა ჩვენი ერის სადიდებლად, დავისვენეთ, შევაფასეთ ჩვენი ძალები და ღვთის იმედით წავედით... ვეშვებით ხეობისკენ, შემდეგ მდინარეს გადავლახავთ დაიწყება ყველაზე რთული აღმართები მონასტრამდე, ეს გრძელდებოდა დაახლოებით 1,5 საათი... დაღლილობის გამო მიახლოება და შესვლა მონასტრეში ვერ გადავიღეთ... სამაგიეროთ აღმოვაჩინეთ მთაში, მიუვალ ადგილას კაპიტალური შენობები: ეკლესია, სატრაპეზო და კელიები... წინა პლანზე უზარმაზარი სატრაპეზო, შორეულ პლანზე ეკლესია... ეს სატრაპეზოა... ორნავიანი ბაზილიკა, საშუალო ზომის... შუაში კელიები, მარჯვნივ ეკლესიის ფრაგმენტი... დააკვირდით ანალოღია განლაგებულია აღსავლის კარის მარჯვნივ... გადმოცემით ეს არისო ბერძნული წესი... ყველა ხატები ხელნაწერია და დიდი ზომის... ეკლესიაში მთელ შიდა პერიმეტრზე განლაგებულია მაღალდასაჯდომი სკამები (სავარაუდოდ ესეც ბერძნული სტილია)... შევწირეთ უფალს მადლობა, წავიკითხეთ ფსალმუნის ერთი კანონი და გადავინაცვლეთ სატრაპეზოში... ბურჯი მართლმადიდებლობისა!... მონასტერიც ბასილი დიდის სახელობისაა... მონასტრის წინამძღვარი: მამა ბასილი ანთაძე (ფოტოს გადაღება არ ისურვა, გასაგებიცაა) |
Dato-2 |
Jul 6 2009, 04:21 PM
პოსტი
#86
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
ეს კიდე ჭაა! სუფთა და ცივი ცყალი მუდმივად არის აქ, ესეც ღვთის წყალობა...
მე და დათა ვტრაპეზობთ... დიდება უფალს! წმინდაო სამებაო შეგვიწყალე ჩვენ! ნახეთ რა ლამაზი, ნათელ ფერებში მოხატული სატრაპეზოა, დანარჩენი მამა გიორგის (ტრაპეზარის) ოსტატობაა... მადლობა უფალს ყველაფრისთვის! მადლობა მამა ბასილის და მისი კურთხევით დავტოვეთ ქართული მიწა-წყლის კიდევ ერთი განათებული სულიერი კუნძული... |
Dato-2 |
Jul 6 2009, 08:33 PM
პოსტი
#87
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
დავეშვით...
ტყეში დაშვებისას გადავეყარეთ ცხენებს, რომლებიც კეთილად იყვნენ განწყობილნი ჩვენს მიმართ, განსაკუთრებით დათას მიმართ... მოულოდნელად დადგა კითხვა ცხენი თუ ველო!!!!!!!!!!!!!! რადგან დრო საკმარისი იყო ლამაზ ბუნებასაც შევეხეთ, კიდევ დავტკბით ქართული მიწა̶წყლით.... შორეულ მთებში გამოჩნდა შავი ღრუბლები, ჭექა̶ქუხილი, ჩვენც დაუჩქარეთ... ესეც კიდევ სილამაზე... მაგრამ ღრუბლები დაიძრა ჩვენი მიმართულებით... ჯვართან ამოსვლამ გამოიწვია უდიდესი სიხარული, ეს ის წერტილია საიდანაც ფაქტიურად იწყება დაშვება თბილისამდე... ლისის ტბასთან დაგვეწია დიდი წვიმა, რომელიც გაგრძელდა რუსთაველის გამზირამდე.... აქ კი ვართ მთლიანად სველები და მედნიერი ადამიანები... დიდება და მადლობა უფალს ამ ბედნიერი დღისთვის! თუ არ გინდათ ჩვენთან ერთად იაროთ უფლის გზაზე, მაშინ ისარგებლეთ საიტით: church.ge მომავალ შეხვედრამდე! |
dat-100 |
Jul 7 2009, 12:02 AM
პოსტი
#88
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
მოგესალმებით კეთილო ხალხო! იმედი გვაქვს მე და დათოს, მოგეწონათ ჩვენი მოლოცვა და ვიმედოვნებ, რომ შემოგვიერთდებით! პატივისცემით დათა. |
dat-100 |
Jul 7 2009, 12:12 AM
პოსტი
#89
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
დათომ მოლოდინს გადააჭარბა, ჯანმრთელი კაცია ჩვენი დათო და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე. პ.ს. დიდება უფალს, სადაც ჩვენ ვერ შევძლებთ უფალი დაგვეხმარება! დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი
|
ეკატო |
Jul 7 2009, 12:16 AM
პოსტი
#90
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ძალიან კარგი ფოტოებია, ყოჩაღ თქვენ
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა წამოწყებულ საქმეში -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
.ნინო |
Jul 7 2009, 04:31 PM
პოსტი
#91
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
dat-100
საოცრად ლამაზად გადმოეცით მთელი მოლოცვა, მომინდა მონაწილეობის მიღება სამწუხაროდ ეს უტოპიაა, რადგან არც ველოსიპედი მყავს და არც ისე კარგად დავდივარ ველოსიპედით რომ მასეთი გასვლა გავრისკო... ტქვენ კი მუდამ წარმატებას გისურვებთ და აქტიურად ვათვალიერებ ამ თემას -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
dat-100 |
Jul 7 2009, 10:26 PM
პოსტი
#92
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
.ნინო
გაიხარე კეთილო ადამიანო, მე მჯერა რომ სურვილი გაგიჩნდა, მაგარმ არაუშავს ნონი მოვა დრო და წამოხვალ ჩვენთან ერთად, გული არ გაიტეხო და ილოცე ჩვენზე რათა მშვიდობით ვიაროთ... |
Dato-2 |
Jul 8 2009, 02:36 PM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
|
zedela |
Jul 8 2009, 09:47 PM
პოსტი
#94
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
აუუუ რა მაგარიაააააააააა....როგორ მინდა მეეეეეეეეეეეეც
|
dat-100 |
Jul 9 2009, 12:10 AM
პოსტი
#95
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
გამარჯობათ კეთილო ხალხო ! ჩემი დიდი თხოვნა იქნება თუ მოგვიხსენიებთ თქვენს ლოცვებში, დაე ისმინოს უფალმა ისმინოს ჩვენი, ამინ
|
dat-100 |
Jul 13 2009, 08:49 PM
პოსტი
#96
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
მოგესალმებით! ახლო მომავალში მე და დათოს გვინდა მოვილოცოთ, ან წმ. დავით გარეჯის მონასტერი ან წმ. ანტონ მარტყოფელის მონასტერი ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი ასე რომ რომელიმეს აუილებლად მოვილოცავთ... ღმერთმა გაგვაძლიეროს
|
Dato-2 |
Jul 14 2009, 08:08 PM
პოსტი
#97
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
შაბათი დღის მოლოცვის სავარაუდო მარშრუტი: რუსთავის გზატკეცილი, შავნაბადას მამათა მომასტერი, თელეთის წმ. გიორგის მამათა მონასტერი, ტაბახმელა, წავკისი, ოქროყანა, "ჩანჩქერი" გასაგრილებლად... ეს იქნება წრიული მარშრუტი, მანძილი დაახლოებით 40 კმ! ...შეგახსენებთ, რომ ეს იქნება მოლოცვა წმინდა ადგილების და არა ტურისტული მოგზაურობა... ღმერთმა ყველას მისცეს ძალა ლოცვისა და ღვაწლისა. ამინ! |
dat-100 |
Jul 14 2009, 11:01 PM
პოსტი
#98
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
დავით გაგახაროს ღმერთმა ! ე.ი. ეს მარშრუტი გვექნება... ძალიან კარგი, მე ხვალ გავალ სავარჯიშოდ... ხალხო! შემოგვიერთდით უფლის გზაზე მიმომსვლელებს
|
samepo mixaki |
Jul 15 2009, 02:00 AM
პოსტი
#99
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 25-January 09 წევრი № 6,377 |
ძალიან დიდი სურვილი მაქვს მიმიღოთ ველო მომოლოცველთა საძმოში და მონაწილეობა მივიღო იმ საოცარი ტაძრების და ულამაზესი ადგილების მოლოცვაში,რომლებიც უხვად ამშვენებენ ჩვენს ქვეყანას.მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ საინტერესო და ძალზე სასარგებლო მოგზაურობით ჯერჯერობით მხოლოდ მამაკააცები არიან დაინტერესებულნი და ცოტა არ იყოს ჭირს ამ ზღვარის გადალახვა, არ ვიცი როგორ მიიღებს საზოგადოება ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას.
|
pataraoneli tvalchrelidze |
Jul 15 2009, 02:13 AM
პოსტი
#100
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 11-July 09 მდებარ.: tbilisi-racha, patara oni :))) წევრი № 7,251 |
და ზუსტი დრო ჩაწერე მეგობარო და ფეხით სიარული არ მეზარება ყაზბეგში ვარ ჩასული მომლოცველობით, უწმინდესის კურთხევით.
-------------------- ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი