IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ვინ შექმნა ღმერთი?
Moazrovne
პოსტი May 5 2010, 06:50 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



როდესაც ათეისტი ამტკიცებს, რომ სამყარო თავისით წარმოიქმნა ყოველგვარი გარეშე ძალის ჩარევის გარეშე, მორწმუნე ადამიანების არგუმენტი ამის წინააღმდეგ ის არის, რომ არარსიდან არსი შეუძლებელია წარმოიქმნეს და ამიტომ სამყარო შემქმნელის გარეშე ვერ წარმოიქმნებოდა.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით მაშინ ღმერთსაც უნდა ყავდეს შემქმნელი, რადგან ისიც არსია და ისიც არსებობს .

მაშ ვინ შექმნა ღმერთი??? თუ მეტყვით რომ არავის შეუქმნია და ყოველთვის არსებობდა მაშინ რატომ არ უშვებთ იმას, რომ ჩვენი სამყაროც შეიძლება შემქმნელის გარეშე არსებობდეს? სად არის აქ ლოგიკა

თუ ვინმეს კვალიფიციური პასუხის გაცემა შეუძლია ამ მარტივ კითხვაზე მხოლოდ იმან დაპოსტოს. ნუ დამიწყებთ ეხლა მორალის კითხვას, რომ დაღუპული ვარ რადგან ესეთ კითხვებს ვსვამ და მხოლოდ ეკლესია გადამარჩენს tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი May 5 2010, 07:03 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



Moazrovne
თუ მორწმუნე ამტკიცებს რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა და არავის შეუქმნია, მაშინ ათეისტმაც უნდა ამტკიცოს როპმ სამყარო არავის შეუქმნია და ის ყოველთვის არსებობდა. ლოგიკით ასეა. შენ რასაც წერ იქ ორი სხვადასხვა აზრის გაიგივებას ცდილობ და ეგ ლოგიკაში არ ჩაჯდება არასოდეს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 5 2010, 07:03 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Moazrovne

შენ ძაან მოაზროვნე ხარ გეტყობა biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი May 5 2010, 07:06 PM
პოსტი #4


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



Moazrovne

მაგარი ხარ!
მომწონს შენი მიდგომა საკითხთან!
მასე თუ გააგრძელებ, ეგება მიხვიდე ჭეშმარიტებამდე და მერე ჩვენც გაგვაგებინო, თუ არა აბნეულები ვართ ძალიან laugh.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 5 2010, 07:31 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



Moazrovne
აზროვნებ შენ .
პასუხსაც თავად მიაგნებ..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Moazrovne
პოსტი May 5 2010, 07:43 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



ციტატა(bekas @ May 5 2010, 07:03 PM) *

Moazrovne
თუ მორწმუნე ამტკიცებს რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა და არავის შეუქმნია, მაშინ ათეისტმაც უნდა ამტკიცოს როპმ სამყარო არავის შეუქმნია და ის ყოველთვის არსებობდა. ლოგიკით ასეა. შენ რასაც წერ იქ ორი სხვადასხვა აზრის გაიგივებას ცდილობ და ეგ ლოგიკაში არ ჩაჯდება არასოდეს.



ათეისტს რატომ თხოვ რაიმეს მტკიცებას, მტკიცების ტვირთი მორწმუნეს აკისრია. მორწმუნე ამბობს, რომ არსებობს რაღაცა და ამ რაღაცამ შექმნა ღმერთი, მაგრამ იგი ვერც ამ რაღაცის არსებობას ამტკიცებს და მითუმეტეს ვერც ამ რაღაცის მიერ სამყაროს შექმნის ფაქტს.

ეს იგივეა ეხლა მე რომ დავიწყო იმის მტკიცება, რომ ოჩოპინტრემ დაუკრა სალამურზე და იმიტომ შეიქმნა სამყარო. მაინტერესებს როგორ დამიმიტკიცებ რომ ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა ვერანაირად, მაგრამ ალბათ არ დამიჯერებ ხო? იგივე სიტუაციაა ღმერთთან მიმართებაშიც .

შენ რათქმაუნდა მომთხოვ იმის დამტკიცებას, რომ ოჩოპინტრე არსებობს, მაგრამ მე გეტყვი რომ შეუცნობელია გზანი ოჩოპინტრესანი, როგორი რეაქცია გექნება, ალბათ ისეთი როგორიც ათეისტს აქვს რელიგიის მიმართ ხო?

და საერთოდ რომ იცოდე დამტკიცება მხოლოდ რაიმეს არსებობის შეიძლება, არარსებულის არარსებობის დამტკიცება შეუძლებელია, ეს მხოლოდ შეიძლება ივარაუდო ლოგიკური აზროვნებით და სწორედ ამას აკეთებენ ათეისტები.

ათეისტების უმრავლესობა დღეს არ ამტკიცებს ღმერთის არარსებობას, ისინი მხოლოდ ეჭვს გამოთქვამენ მის არსებობაზე, მაშინ როდესაც მორწმუნე მთელი კატეგორიულობით ამტკიცებს ღმერთის არსებობას და ამ დროს არანაირი საბუთი არ გააჩნია ამის დასასაბუთებლად a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Abdulzanzari
პოსტი May 5 2010, 07:49 PM
პოსტი #7


უსამა-ბენ-ლადენი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 1-May 10
მდებარ.: ყანდაღარი, ავღანეთი
წევრი № 8,742



Moazrovne
ალლაჰი, მუდამჟამ იყო. არავის შეუქმნია რამეთუ ალლაჰი მარადია, დროჟამ მიღმა არსებული.


--------------------
სარკინოზთა ამირა - აბდილა ამირა მუმნი, აბდულზანზარად წოდებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 5 2010, 08:06 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Moazrovne

თეორიულად შეუძლებელია ღმერთის როგრც არსებობის, ისევე არ არსებობის დამტკიცება. ეს რწმენის საკითხია. ჰოდა როგორც გწამს ისეთ ილუზიაში მოგაქცევს ღმერთი. მაგის გამო კი აქ ჭკუათმყოფელი არ დაგიწყებს კამათს a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Moazrovne
პოსტი May 5 2010, 08:17 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



ციტატა(Atman @ May 5 2010, 08:06 PM) *

Moazrovne

თეორიულად შეუძლებელია ღმერთის როგრც არსებობის, ისევე არ არსებობის დამტკიცება. ეს რწმენის საკითხია. ჰოდა როგორც გწამს ისეთ ილუზიაში მოგაქცევს ღმერთი. მაგის გამო კი აქ ჭკუათმყოფელი არ დაგიწყებს კამათს a075.gif



ჭკუათმყოფელი კი არა მორწმუნე არ დამიწყებს კამათს ატმან, იმიტომ რომ იცის კედელთან აყუდების პერსპექტივა არ აცდება a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 5 2010, 08:18 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Moazrovne

მე გეკამათები და დაგიმტკიცებ გინდა? ოღონდ აქ არა. "ლაივში" smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Abdulzanzari
პოსტი May 5 2010, 08:20 PM
პოსტი #11


უსამა-ბენ-ლადენი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 1-May 10
მდებარ.: ყანდაღარი, ავღანეთი
წევრი № 8,742



Moazrovne
ციტატა
ჭკუათმყოფელი კი არა მორწმუნე არ დამიწყებს კამათს ატმან, იმიტომ რომ იცის კედელთან აყუდების პერსპექტივა არ აცდება

და თქვენ ასე რადა ხართ დარწმუნებული ღმერთის არ არსებობაში, მაჰმადის მადლმა?


--------------------
სარკინოზთა ამირა - აბდილა ამირა მუმნი, აბდულზანზარად წოდებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Moazrovne
პოსტი May 5 2010, 08:23 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



აქ თუ ვერ მიმტკიცებ ეჭვი მეპარება ლაივში დამიმტკიცო a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 5 2010, 08:25 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Moazrovne
ციტატა
აქ თუ ვერ მიმტკიცებ ეჭვი მეპარება ლაივში დამიმტკიცო


აქ წერა მეზარება. არ ვხუმრობ, თუ გინდა მართლა ვისაუბროთ, ოღონდ ლოგიკურად და რაციონალურად.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი May 5 2010, 08:33 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



Moazrovne
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი May 5 2010, 09:20 PM
პოსტი #15


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ისევ ღმერთმა შექმნა ალბათ ღმერთი biggrin.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 5 2010, 09:25 PM
პოსტი #16


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Moazrovne
ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ - ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, - იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“, ფს. 13,1), - ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი.

მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას.

ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) - ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი - წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით.

ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე.

ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი?

თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი - ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად?

რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, - იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი?

იაზროვნე ახლა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი May 5 2010, 09:26 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



საქმე იმაშია
რომ უფალი არის მეუფე არა მარტო სივრცისა
არამე დროისა.
უფალი მართავს სივრცეს და დროს.

ჰოდა ღრმად რთული საკითხია ადამიანის ტვინისათვის -
რას ნიშნავს "მეუფე დროზე"...

rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nanuca
პოსტი May 5 2010, 09:43 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 6-December 09
წევრი № 7,804



Moazrovne

ღმერთი შექმნილი არ არის..


--------------------
მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი May 5 2010, 09:47 PM
პოსტი #19


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(nanuca @ May 5 2010, 09:43 PM) *

Moazrovne

ღმერთი შექმნილი არ არის..



რას ქვია არ არის smile.gif
არის!
არსებობს ეგეთი ღმერთები, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს და Moazrovne-ც თავის ნააზრევს მაგ ღმერთებთან დაკავშირებით გვიმხელს ალბათ.... rolleyes.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nanuca
პოსტი May 5 2010, 10:04 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 6-December 09
წევრი № 7,804



ციტატა(ლურჯი ბუ @ May 5 2010, 10:47 PM) *

რას ქვია არ არის smile.gif
არის!
არსებობს ეგეთი ღმერთები, რომლებიც ადამიანებმა შექმნეს და Moazrovne-ც თავის ნააზრევს მაგ ღმერთებთან დაკავშირებით გვიმხელს ალბათ.... rolleyes.gif


შეიძლება.. biggrin.gif


--------------------
მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 07:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი