თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ჯვრის გარედან დაკიდება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2008, 04:31 PM

მაინტერესებს რატომ არის ჯვრის გარედან დაკიდება მიუღებელი?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 4 2008, 05:16 PM

ალბათ იმიტომ, რომ სამკაული არ არის, სხვა დანიშნულება აქვს უფრო. ბავშვობაში გამიგია მეუბნებოდნენ შენს კანს უნდა ეხებოდეს და გულთან ახლოს უნდა იყოსო, რავიცი smile.gif

ზაფხულში როცა ამდენი არ გვაცვია და ყელამდეც არ ვართ შეფუთული მაშინ რომ ძალაუნებურად ჩანს ხომ არ ვმალავთ, ესეიგი მიუღებელიც არაა smile.gif

ანდა, ალბათ ასე შილიფად არ უნდა ვიცმევდეთ რომ გამოჩნდეს tongue.gif


მართლა არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2008, 05:17 PM

მე ჩემი ლათინური სკვნილი მკიდია გარედან, მიხარია რომ თავისუფლების სიმბოლოს ვატარებ..

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2008, 05:19 PM

ბეჭედი მიკეთია სადაც ჯვარია გამოსახული... მიუღებელია?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 4 2008, 05:21 PM

ციტატა
ბეჭედი მიკეთია სადაც ჯვარია გამოსახული... მიუღებელია?


არანაირად, უბრალოდ როცა ჯვარი ზევიდან მაქვს მეუბნებიან ჩაიდეო და ვერ ვხვდები რატომ... თუ სკვნილით შეიძლება სიარული რატომ არ შეიძლება შენ გულზე ჯვარი ესვენოს....

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 4 2008, 05:22 PM

ციტატა(მნათე @ Dec 4 2008, 04:21 PM) *

არანაირად, უბრალოდ როცა ჯვარი ზევიდან მაქვს მეუბნებიან ჩაიდეო და ვერ ვხვდები რატომ... თუ სკვნილით შეიძლება სიარული რატომ არ შეიძლება შენ გულზე ჯვარი ესვენოს....


არ ვიცი unsure.gif ალბა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით გიკეთია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 4 2008, 08:18 PM

ციტატა
შენს კანს უნდა ეხებოდეს და გულთან ახლოს უნდა იყოსო

smile.gif ეგ სისულელეა, და რაღაც იქითკენ უხვევს მიწიერი მისტიციზმისაკენ... ეხებოდს, ეხახუნებოდეს და ა.შ. შეიძლება შიგნითა მაისურის ზემოთ იყოს და რა ძალას კარგავს თუ? biggrin.gif და რა ტანსაცმელის ზემოდ ყოფნა გულს აშორებს? smile.gif
ერთადერთი არგუმენტი "ჯვრის დამალვისა" მისი სამკაულად ქცევის თავიდან აცილებაა... თორემ არის ხშირად ჯვარი გარედან, იგივე ბეჭედზე, ქუდზე,სკვნილზე და ა.შ.
ამას გარდა, ჯვრის გარედან დაკიდება, ჩვენს რეალობაში ღვთისმსახურთა პრეროგატივაა და მოკლედ ჩვენთან არის ეს ტრადიცია...

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Dec 4 2008, 08:36 PM

მნათუუშ biggrin.gif გეტყოდი რაღაცას.. მაგრამ აქ მიუღებელია მსგავსი მაგალითების მოტანა.. უბრალოდ იცოდე რომ რაღაც ცინიკურის თქმას ვაპირებდი laugh.gif





ჯვარი სასურველია ატარო შიგნით smile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Dec 4 2008, 09:37 PM

მიუღებელია ჩემი აზრით და რეიზა ..
ამის შესახებ არაფერი მახსენდება წმინდა წერილიდან კონკრეტულად ჯვარის ადგილმდებარეობაზე, მაგრამ ვიცით რომ ადამიანი თუ ლოცვას ისურვებო, ღმერთთან საუბარს განმარტოვდიო, გადარაზე კარები და ისეო. ანუ რისი თქმა მინდა ის ღვთის სადიდებელი ქმედებები, როგორიცაა უშუალოდ უფალთან ურთიერთობა ლოცვა, ჯვარი, სკვნილი, ეკლესია ეს მარტო ადამიანს და უფალს შორისაა და საზოგადოების ყურადღება უნდა ვეცადოთ არ მივიქციოთ. მითუმეტეს დღევანდელი საზოგადოება გამადიდებლით დადის და ჯვრის გარეთ დანახვით მის დიდ ნაწილს თუ ყველას არა გაუჩნდება აზრი, რომ ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის კეთდება და არა ღვთის სიყვარულით, ჩავარდება განკითხვაში.
ხოოლო რაც შეეხება ისეთ ქმედებებს რომლებსაც ასევე ღვთის სადიდდებლად ვიქმთ, როგორიცაა ქრისტიანული ცხოვრების წესი, მარხვა, სულიერი ხორციელი თავშეკავება, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში განკითხვაც გამოიწვიოს, დაცინვაც და სხვა უარესი, აქ უკვე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაფარვა საზოგადოებისგან, პირიქით უფლის ერთგულება საქმით და სიტყვით, იმიტომ რომ აქ უკვე ესაა "ვინც მე უარმყოფს ხალხის წინაშე ....." და შეიძლება ჯვარცმის დროს არ გვიცხოვრია, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენც დაგვისვამენ კითხვას შენც გნახეთ უფალთან, ნუუკუე მისი მოწაფე ხარო.. ხოოოდა დღეს ვუპასუხებთ რომ ვართ ჯვარცმული უფლის მოწაფეები, და ვასრულებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედის, ჩვენი მამის ნება-სურვილს...
ასე ვფიქრობ მე


პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Dec 4 2008, 10:01 PM

ციტატა
ერთადერთი არგუმენტი "ჯვრის დამალვისა" მისი სამკაულად ქცევის თავიდან აცილებაა...



აბა მაშინ მინანქრის ჯვრებზე რას იტყვი? დღეს თითქმის ყველას, მინანქრის ჯვრები სამკაულებად აქვს ნაქცევი...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 4 2008, 10:31 PM

ციტატა
რას იტყვი?

მე რა უნდა ვთქვა? biggrin.gif
მე ვაკეთებ თუ ლიცენზიას ვაძლევ სამკაულად ატარეთთქო? biggrin.gif
ჯვარი არაა სამკაული, როცა ის რელიგიური სიმბოლოს გამოხატულებაა, მაგრამ, შეიძლება რომელიმე ფიგურა ან ნახატი, გარეგნულად გავდეს ჯვარს, მაგრამ იყოს უბრალო ოთხი ფოთოლი ან რაიმე მსგავსი, და არა ჯვარი, ან არ იყოს ქრისტიანული ჯვარი, მაგალითად რომელიღაც ეგვიპტური სიმბოლო ან რაიმე სხვა, მაშინ სამკაულია...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Dec 4 2008, 10:36 PM

რავი მე მაგალითად ხშირად მიჩანს ჯვარი,მაგრამ მამაოს შენიშვნა არ მოუცია....ასევე ვატარებ მუდმივად წმ.ნინოს კულონს და არც ეს არ შეიძლება როჩანდეს?თუ მარტო ჯვარი?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 5 2008, 12:03 PM

ციტატა
მაინტერესებს რატომ არის ჯვრის გარედან დაკიდება მიუღებელი?


ჩემთვისაც არ არის ცნობილი ასეთი დოგმა თუ არსებობს, თუმცა ალბათ სასურველია ყველას დასანახად, როგორც სამკაული ("მოდაზე") არ გაიკეთო

ალბათ იმავე ლოგიკით, რა ლოგიკიტაც მიუღებელია სახალხოთ განცხადება: "ვაიმე, გოგო ხო არ გაგიჟდი, მაგას როგორ შევჭამ, მარხვაზე ვარ" და ა.შ.

ღვთისმეტყველებაში უსაზღვროდ განსწავლულ მნათეს კი მოეტევება ყველაფერი, მაგრამ უბრალო მოკვდავებისთვის მაინც მიუღებელია თავისი თავის რეკლამა მართლმადიდებლური კუთხით smile.gif

მნათე
ისე მეორე მხარც აქვს ჯვრის გარედან დაკიდებას:

"ქურდულია"
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 5 2008, 12:30 PM

likka

ციტატა
ზაფხულში როცა ამდენი არ გვაცვია და ყელამდეც არ ვართ შეფუთული მაშინ რომ ძალაუნებურად ჩანს

ეუF!
რამხელა დეკოლტეა კიმარა? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Dec 5 2008, 12:57 PM

ციტატა(მნათე @ Dec 4 2008, 05:21 PM) *

არანაირად, უბრალოდ როცა ჯვარი ზევიდან მაქვს მეუბნებიან ჩაიდეო და ვერ ვხვდები რატომ... თუ სკვნილით შეიძლება სიარული რატომ არ შეიძლება შენ გულზე ჯვარი ესვენოს....

როგორ გიბედავენ მაგის თქმას

პოსტის ავტორი: შუქრი თარიღი: Dec 5 2008, 01:02 PM

გულავკაზე გიშრის წამოცმა და ტანისამოსზე მისკვანჭვა, ავი თვალისგან მართლა იცავს? და თუ კაცმა ჯვარი არ ატარა ქრისტიანი არაა? მე მაინც მგონია,მტავარია გულში გვეკიდოს ჩვენ, ჩვენი ჯვარი. ცოტა იაღოვლურად გამომდის მაგრამ არა მგონია პირველ ქრისტიანებს ყველას ჯვარი კიდებოდათ ყელზე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 5 2008, 08:52 PM

მნათე
ფორუმზე გამოგაჭენეbiggrin.gif, გაფრთხილება მოგეცი სხვა თემებში, ალბათ არ გინახავს, რახან გგონია რო მეხუთედ მაგ სურთის დადება ასე უპატივცემულოდ აღვნიშნე.
ახლა წავშლი, რაკიღა ამჯერად მაინც მიიპყრო შენი მოწყალე ყურადღებაa075.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2008, 11:01 PM

ციტატა(ვეშაპო @ Dec 5 2008, 11:30 AM) *

likka

ეუF!
რამხელა დეკოლტეა კიმარა? IPB-ს სურათი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(sopo... @ Dec 4 2008, 08:37 PM) *

მითუმეტეს დღევანდელი საზოგადოება გამადიდებლით დადის და ჯვრის გარეთ დანახვით მის დიდ ნაწილს თუ ყველას არა გაუჩნდება აზრი, რომ ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის კეთდება და არა ღვთის სიყვარულით, ჩავარდება განკითხვაში.

ვინც განმკითხველია უმიზეზოდაც მონახავს რაში განგიკითხოს და პიროვნება კი განისჯება მისი კონკრეტული განზრახვით და არა იმით თუ ვინ რას იფიქრებს მასზე... სკვნილზე ლოცვა მართლა მეუხერხულება ყველას დასანახად და რატო ვერ გამიგია, ვფიქრობ პირიქით არ უნდა მეუხერხულებოდეს

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Dec 6 2008, 12:53 AM

ციტატა(შუქრი @ Dec 5 2008, 01:02 PM) *

გულავკაზე გიშრის წამოცმა და ტანისამოსზე მისკვანჭვა, ავი თვალისგან მართლა იცავს? და თუ კაცმა ჯვარი არ ატარა ქრისტიანი არაა? მე მაინც მგონია,მტავარია გულში გვეკიდოს ჩვენ, ჩვენი ჯვარი. ცოტა იაღოვლურად გამომდის მაგრამ არა მგონია პირველ ქრისტიანებს ყველას ჯვარი კიდებოდათ ყელზე.

გულავკა თუ ბულავკააა?

და გეთანხმები ისე

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Dec 6 2008, 01:14 AM

-----------------------------

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 6 2008, 01:28 AM

ჯვრის გამოჩენა ვფიქრობ არ უნდა იყოს დიდად ცუდი ამბავი, ისევე როგორც დამალვა.
მე მგონი რომ შენს ნებაზეა დამოკიდებული, ეგებ ვცდები კიდე, მაგრამ ასე მგონია.
ბევრი სულაც არაა დიდად მორწმუნე, მაგრამ უზარმაზარი ჯაჭვი და ჯვარი ჰკიდია, ეს კი ალბად მხოლოდ ხალხის დასანახადაა. ასეთებს გინდა ტანსაცმლის შიგნით ეკიდოთ ჯვარი და გინდაც გარეთ ერთი ფასი აქვს.
მთავარი რწმენაა და ის, რის გამო ატარებ ჯვარს.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Dec 6 2008, 12:43 PM

ციტატა
მე პირიქით მასწავლიდ ამოძღვარი, როცა მარხვაზე ხარ ამით სხვა არ უნდა შეაწუხო, ისე თუ მოხდა ვინმე ძალიან გაძალებს არასამარხოს ჭამას (მაგ სტუმრად) სჯობს მიირთვა ეს კერძი ვიდრე ყველას გასაგებად გამოაცხადო რომ მარხვაზე ხარო.
მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრი ამას იმიტომ ამბობს დამინახეთ რა მორწმუნე ვარო.


ხათუნა
როგორც გასწავლის მოძღვარი და გაკურთხებს ისე უნდა მოიქცე აქ ორი აზრი არ არსებობს .. მორჩილებაზე ძვირფასი არაფერია.. და მე როგორც მასწავლის მე ისე..
ანუ ის რომ სხვა ჩემი მარხვით შეწუხდება არ ვითვალისწინებ.. მწეველთა საზოგადოებაში ჩემი არ მოწევით წუხდებიან ხოლმე და ახლა რა ვქნა.. არის შემთხვევები წმ. მამები არღვედნენ მარხვებს და შემდეგ ღვაწლით, მეტანიებით შეინანებდენენ, რაც მე შემიძლია?.. rolleyes.gif

მეგობრის გულის დაწყვეტას რაც შეეხება.. ჩემთან როცაა სტუმარი, მინდა მთელი გულით ვასიამოვნო ხომ..? ვთქვათ მაქვს ღორის ხორცი, სტუმრად მყავს მუსულმანი, თურქები იყვნენ ამას წინათ, ხოდა ჩემი სტუმარი მეუბნება რომ არ ესიამოვნება ღორის ხორცის შეჭმა, ურჩევნია სხვა რამე მიირთვას, და ჩემთვის ეს გასაგებია და არც გულის დასწყვეტია ,ვიცი რომ დავაძალო შეწუხდება, და რა არის ჩემი მიზანი რომ სტუმარმა ისიამოვნოს თუ რაღაც ჩემი დაგეგმილი საჭმელები ჭამოს..

ანუ იმის თქმა მინდა რომ გაგებული ადამიანი თუ აუხსნი გაგიგებს და პატივს სცემს შენს მარხვას.. და გაუგებართან დარღვევის შემთხვევები მინახავს და დამთავრებულა იმით რომ უთქვამს აბა რა მარხვა გამოვიდა თუ როცა უნდათ არღვევენო.. ადამიანის შეწუხებაზე თუა დედა რომელ სტუმარზე ნაკლებია, 46 დღე მარხვის თავიდან რომ დავიწყე ერთი ალიაქოთი იყო.. ეს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექქტური აზრია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ციტატა
ვინც განმკითხველია უმიზეზოდაც მონახავს რაში განგიკითხოს და პიროვნება კი განისჯება მისი კონკრეტული განზრახვით და არა იმით თუ ვინ რას იფიქრებს მასზე... სკვნილზე ლოცვა მართლა მეუხერხულება ყველას დასანახად და რატო ვერ გამიგია, ვფიქრობ პირიქით არ უნდა მეუხერხულებოდეს

ხო მარა პროცენტული ალბათობა იმისა რომ უმიზეზოდ განგიკითხოს ადამიანმა უფრო ნაკლებია ვიდრე როცა მზამზარეულ მიზეზს აწვდი..
კი ადამიანი განისჯება მისი კონკრეტული განზრახვით და ასევე ამ კონკრეტული განზრახვით დაბრკოლებულთა გამოც..
ეხლა მე ხმამაღალი ტირილი მომინდა ტაძარში, და ჩემი კონკრეტული გულწრფელი განზრახვა სინანული და ტკივილია, და ის რომ ვიღაცა შეწუხდება, ან განმიკითხავს თუ ტირილი უნდა სახლში წავიდეს და იქ იტიროსო, არაფერი..? ანუ საზოგადოება გავითვალისწინოთ უნდა მაშინ როცა სარწმუნეობრივი საქმეების გამოსცენურობის აუცილებლობა და საჭიროება არ არის.. განა იმიტომ რომ ეს ღვთისთვის საძულველია პირიქით ასეთი ადამიანი რომელიც გულუბრყვილობით ყვირის ქრისტიანი ვარო საყვარელია მის თვალში.. უბრალოდ ჯობს დღევანდელ წარმართულ საზოგადოებაში როცა ხარ მართლმადიდებლის სახე, უნდა იყო მარილიც და შაქარიც, უნდა ჩანდეს რომ მართლმადიდებლობა არაა ხმამაღლობის, იზოლირებულობის სარწმუნოება..
სკვნილი სხვა საქმეა.. განუზომელი მადლი აქვს.. და როცა მოძღვრის კურთხევაა დღის განმავლობაში კითხვა, ეს უკვე აუცილებლობაა და აქ კითხვის ნიშანი აღარ ჩნდება და უხერხულობაც უნდა დაიძლიოს. უამრავი დადის სკვნილით თან სკვნილზე ჩუმად მკითხველი ადამიანი და ჯვრის გარედან მატარებელი რადიკალურად განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს.
მოკლედ კიდევ ერთხელ ეს ჩემი აზრია მხოლოდ.

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Jan 13 2009, 04:25 PM

ციტატა(შუქრი @ Dec 5 2008, 02:02 PM) *

გულავკაზე გიშრის წამოცმა და ტანისამოსზე მისკვანჭვა, ავი თვალისგან მართლა იცავს?


ავი თვალისგან ლოცვა გვიცავს და ჯვარი, გიშერი, ბულავკა და ა.შ. ცრურწმენაა მხოლოდ და უნდა დავძლიოთ და განვიშოროთ.

ციტატა(შუქრი @ Dec 5 2008, 02:02 PM) *

და თუ კაცმა ჯვარი არ ატარა ქრისტიანი არაა? მე მაინც მგონია,მტავარია გულში გვეკიდოს ჩვენ, ჩვენი ჯვარი. ცოტა იაღოვლურად გამომდის მაგრამ არა მგონია პირველ ქრისტიანებს ყველას ჯვარი კიდებოდათ ყელზე.



და რატომ ადარებთ თავს პირველქრისტიანებს?? ისინი ხომ პირველიქრისტიანები იყვნენ და ჩვენ კი რამდენი საუკუნის ქრისტიანები ვართ???? მგონი ჩვენ მეტი მოგვეთხოვება რომ ვიცოდეთ და გავაკეთოთ ის რაზეც ჩვენი წმიდა მამები იღვწოდნენ რომ ჩვენამდე ამდენი რამ მოიტანეს.

მე პირადად ვიცი რომ ჯვარი სხეულს უნდა ეხებოდეს და ყელსაბამის სიგრძე გულამდე უნდა იყოს და არ უნდა ჩანდეს. არასდროს დავინტერესებულვარ რატო? ალბად ასეა საჭირო და მომწონს კიდეც. სამკაული ხომ არ არის რომ სხვებმა შეაფასონ ჩემი ჯვარი, ამიტომ დამალული უნდა იყოს.

sopo მართალი ხარ!



პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 9 2010, 12:51 AM

ქრისტიანობა საქმეებით რომ გამოვხატოთ ვგონებ უმჯობესია .... სამშვენისად არავინ იკეთებს ჯვარს და ვინც სამშვენისად იკდეთებს იმისთვის სულ ერთია შიგნიდან დაიკიდებს თუ გარედან sad.gif ჩემი აზით სჯობს დაფარულად ტანისამოსის შიგნიდან გვქონდეს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 6 2014, 01:39 AM

ცრურწმენაზეა ესეც და მაგარი ღადაობაა biggrin.gif

რატომ არ შეიძლება ღამით სარკეში ჩახედვა
სარკესთან დაკავშირებით არაერთი მითი და აკრძალვა არსებობს. ყველაზე გავრცელებული აკრძალვებია: სარკის გატეხვბა არ შეიძლება, გატეხილ სარკეში არ უნდა ჩაიხედო, არც ღამით უნდა ჩაიხედო სარკეში.

ექსტრასენსები გვირჩევენ, რომ ღამის 12 საათიდან 3 საათამდე სარკეში არ ჩავიხედოთ. მათი თქმით, ამ დროს შეიძლება

დაინახო ის, რაც დღისით, მზის შუქზე არ ჩანს.

ექსტრასენსთა მტკიცებით, განსაკუთრებით საშიშია სარკეში ჩახედვა სანთლის შუქზე. რატომ? ექსტრასენსებს მიზეზის ახსნა უჭირთ. არსებობს მოსაზრება, რომ ღმით სარკეში შეიძლება ისეთი რამ დაინახო, რაც დიდი ხნით გაგიფუჭებს განწყობას და დეპრესიის მიზეზიც გახდება.

შეიძლება ცრურმენების არ გჯერათ, მაგრამ ჯობს მაინც შეიკაოთ თავი, შეიძლება ღამის ანარეკლმა თქვენი ცხოვრების ნათელი მხარე უარესობისკენ შეცვალოს.

http://www.ambebi.ge/mozaika/112866-ratom-ar-sheidzleba-ghamith-sarkeshi-chakhedva.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 6 2014, 11:34 AM

ციტატა
ექსტრასენსები გვირჩევენ, რომ ღამის 12 საათიდან 3 საათამდე სარკეში არ ჩავიხედოთ.

sad.gif რა დღეში ვართ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2014, 01:23 AM

G_saxva
არ ეთანხმები ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 8 2014, 09:12 AM

A.V.M
როგორ არა მაგ დროს არასდროს ჩამიხედავს იქიდან გმომინარე რომ მძინავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლოგიკⒶ თარიღი: Dec 17 2014, 06:48 PM

გადავიკითხე მთელი თემა და მაინც ვერ ვნახე ვერცერთი მყარი არგუმენტი... გასაგებია რომ სამკაულად არ უნდა ეკეთოს ადამიანს მაგრამ მაშინ მამაოებს რატომ უკეთია ჯვარი გარედან? ან საერთოდ ვინ დაადგინა რომ ნებისმიერი რამ რისი დანახვაც სხვას შეუძლია ეს სამკაულია?

პ.ს. ისე გაბრწყინებული ჯვარი ძალიან წააგავს სამკაულს

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 17 2014, 08:39 PM

საინტერესოა სად გადის ზღვარი დამალვასა და უარყოფას შორის? თუ მე ვმალავ საჯაროდ არ ვაჩენ ჯვარს, არ ვამბობ მარხვაზე ვარ თქო და თუ მკითხავენ და არ ვუპასუხებ ეს დამალვაა თუ უარყოფა? მე როგორც ცოდვილი ადამიანი თავად ვვარდები ხიბლში როცა ვიძახი კი ასეა მე მართლმადიდებელიც ვარ და მარხვაზეც ვარ და საკუთარ თავში ვახდენ ამ ხიბლის გაღრმავებას იმით რომ ვარწმუნებ ჩემ თავს ვსო საკმარისია შენ ხარ აღარაა მეტი არაფერი საჭირო, ყოველთვის ვერიდები ასეთ მკაფიოდ თავის გამოჩენას რომ ხიბლში არ ჩავვარდე მითუმეტეს თანამორწმუნეებთან კამათისას, მტერთან კიბატონო უნდა თქვა მემგონი ეს ადვილად უნდა გავარჩიოთ როდის რა გვეთქმის თქვენ რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 17 2014, 09:08 PM

მაგალითად მე ვზივარ დიდ სუფრასთან და მინდა გამოვსახო ჯვარი სუფრას ვაკურთხო ასე ვთქვათ და დაინახა ყველამ, შანსი არაა ვინმემ სასაცილოდ არ ჩათვალოს ეს და რა ვქნა მითხარით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 23 2014, 01:23 AM

sanfol
1- გულში ილოცე და გონებით გამოსახე ჯვარი .
2-შენს ადგილზე არ ვიქნებოდი დარწმუნებული იმაში , რაც თავად არ გამიკეთებია .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 23 2014, 11:30 AM

A.V.M
მადლობა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)