IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 10 11 12 13 14 >  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Nov 9 2019, 03:18 PM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაიყიდა საქართველო... გაიყიდა ოცდაათ ვერცხლად აფხაზეთი და სამაჩაბლო, ერის ერთიანობა და სულიერი საფუძველი; გაიყიდა ტრადიცია, ზნეობა და პატიოსნება"

/"კრიალოსანი" N11,2008, გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2019, 04:46 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავუბრუნდეთ უფალს და უფალი დაგვაბრუნებს აფხაზეთში"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"კრიალოსანი" N7, 2009, გვ.19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2019, 05:20 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზთა წარმატება რუსეთის აშკარა ხელშეწყობით იყო განპირობებული. რუსეთის მთავრობა აფხაზებს არა მარტო საომარი ტექნიკით ამარაგებდა, არამედ რუსი გენერლების ხელმძღვანელობით კბილებამდე შეიარაღებული ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდა.

მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთის მთავრობა ამ ფაქტს უარყოფდა. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და რუსი მფრინავები, რომლებიც ამ თვითმფრინავებს მართავდნენ, საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რაც წარმოადგენდა ამ ომის რუსეთის მთავრობის წამქეზებლობისა და მისი არმიის უშუალო მონაწილეობის პირდაპირ მტკიცებულებას"

/"ქვაკუთხედი" N11, 2019, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2019, 02:52 PM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც სასულიერო პირი გავხდი, ერთმა რუსმა მონაზონმა ჩამჩურჩულა: "იცოდე მამაო, სოხუმი არის გასაიდუმლოებული იერუსალიმი". რამდენჯერმე გამიმეორა, არ დაგავიწყდესო. ვიცი, რომ აფხაზეთი და სოხუმი ეს დიდი საიდუმლოებაა, როდის დაგვიბრუნდება ეს დიდი "საიდუმლო", დაფარულია ღვთისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდება".

/მეუფე სერაფიმე ჯოჯუა
"კრიალოსანი" N7, 2009, გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2019, 04:40 PM
პოსტი #225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვილი სულით აფხაზეთში ვერ დავბრუნდებით"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"კრიალოსანი" N7, 2009, გვ.19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2019, 07:53 PM
პოსტი #226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამწუხაროა, ჩვენს აფხაზ ძმებს გაანალიზებული არა აქვთ, რომ აფხაზეთი საქართველოა და მათთვის ბედნიერება უნდა იყოს, რადგანაც ეკუთვნიან ივერიას - დედისა ღვთისას წილხვდომილ ქვეყანას. ვუსურვებდი მათ, რომ ამის აღქმა შეეძლოთ. შევთხოვდი უფალს, რომ კვალად აღადგინოს ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა"

/მამა პიმენი (ქარდავა)
"კრიალოსანი" N7, 2009 გვ. 20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2019, 04:11 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარკვეული მიზეზების გამო საქართველოს დროებით გამოეყო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ფაქტიურად დაირღვა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. საჭიროა მათი შემოერთება, რადგან ისინი საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია"

/აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2020, 06:40 PM
პოსტი #228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზებს უნდა ახსოვდეთ - ბრძანა მისმა უწმინდესობამ, - რომ აფხაზეთი და აფხაზები ჩვენს გულშია, გულით ატარებს ქართველი ადამიანი აფხაზეთს. მტერი ცდილობს ჩვენს გაყოფას, მაგრამ ვერ შეძლებს. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ერთად. დალოცოს ღმერთმა მთლიანი საქართველო"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N26, 2019, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2020, 08:49 PM
პოსტი #229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხელისუფლება დაუპირისპირდა რუსეთს. ჯერ უნდა მომზადებულიყო, უნდა შეექმნა დადებითი დამოკიდებულება ოსებისადმი, აფხაზებისადმი; უნდა გასჩენოდათ არა მტრობის, არამედ მეგობრობის სურვილი, მაგრამ ჩვენებმა რადგან მათი "ე.წ. ხელისუფლება" ჩათვალეს მტრად, გაღვივდა მტრობა მათსა და ჩვენ შორის.

კიდევ დაემატა ის, რომ აფხაზები და ოსები თავისი პოლიტიკური პიარის გამო რუსეთმა გამოაცხადა თავის მეგობრებად. ამით რუსეთმა კარგი დამოკიდებულება შექმნა აფხაზებთან და ოსებთან. ამ ყველაფერმა გამოიწვია ომი, რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

ჩვენ მათთვის უნდა დაგვენახვებინა ჩვენი გულთბილი დამოკიდებულება მათ მიმართ, უნდა აჩვენო შენი დადებითი დამოკიდებულება, რათა შენთან წამოვიდეს და არა რუსეთთან".

/აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2020, 06:44 PM
პოსტი #230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ თუ აფხაზებს დავარწმუნებთ ჩვენს მშვიდობიანობაში, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი ტერიტორიის ოკუპირებას, რომ მხოლოდ ეკონომიკაზე, დემოკრატიაზე ვიფიქრებთ, ისინი დაწყნარდებიან და შეიძლება რუსეთის ბაზებიც გავიდნენ და ჩვენზე ფიქრიც დაიწყონ... ჩვენთვის თუ პრიორიტეტი არ იქნება ამ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ თავიდან მთავარი მიზანი იქნება ეკონომიკის გაძლიერება, ქვეყნის ფეხზე დაყენება და რაც მთავარია, დემოკრატია, ასევე ორიენტაცია მხოლოდ ევროკავშირზე, ამ შემთხვევაში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ჩვენ ინტერესით დაგვიწყებს ცქერას. მათ თუ დაინახეს, რომ მართლაც ასეთი პროცესები დაიწყო, ისინი ყოველგვარი პრობლემების გარეშე შემოვლენ ჩვენთან. ჩვენ კი არ შევეხვეწებით, პირიქით, ისინი შეგვეხვეწებიან. ეს არის ერთადერთი გზა"

/"ქვაკუთხედი" N9, 2008, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2020, 09:50 AM
პოსტი #231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვფიქრობ, მშვიდობიანი გზით დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო და ყველა დაკარგული ტერიტორია...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2020, 06:17 PM
პოსტი #232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვეს ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარი დეზინფორამციის ფართოდ გავრცელებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თურმე არასდროს ყოფილა საქართველო და იქ ქართველებს არ უცხოვრიათ"

/მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში
"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2020, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2020, 08:55 PM
პოსტი #233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოხუმს ვტოვებდი....

"მთვარე გადაშლის შელეწილ სიზმრებს,
ტალღა მუქარით მიარღვევს აღმართს,
თალდათვალ ვხედავ ცარიელ ქუჩებს,
სულის სიღრმეში ჩარჩენილს ნაღმად....
ჩამოწყვეტილი ზარები რეკდნენ,
(ლოდინის გაცვდა ყველა იმედი),
გულამოსკვნილი ვტოვებდი სოხუმს,
და იმ ცის ერდოს გამოვტიროდი.
რა ამბებს ჰყვება ჩამქრალი ცეცხლი?
( ქარი საფლავებს ალაგებს მეხით),
მე, სველ ქვიშაზე ჩუქურთმებს ვხატავ,
გზაა ცივი და ...გავლილი ფეხით....
და წლების მიღმა დარჩენილს მახსოვს,
ვითარც საფლავზე ნათქვამი ფიცი,
"ჩვენ დავბრუნდებით" - გულიდან გულში,
გალღვება ცივი ყინული...ვიცი!
------------------------------------------------
მთვარე გადაშლის შელეწილ სიზმრებს,
ტალღა მუქარით მიარღვევს აღმართს,
თალდათვალ ვხედავ ცარიელ ქუჩებს,
სულის სიღრმეში ჩარჩენილს ნაღმად".

/მზია წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2020, 02:38 PM
პოსტი #234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბავშვობა ენგურის ნაპირებს შემორჩა,
და ცეცხლში იწვოდა ოდა და ნალია.
ჭრილობა აქამდე ვერაფრით ვერ მორჩა,
წვიმები კი არა, ნათლობის წყალია.

სოხუმი ცხინვალს კი ძმასავით ეძახის,
ორივეს მუხლები ატკივდა ძალიან.
სხვა ისმენს, ოსურ და აფხაზურ შეძახილს,
თანაბრად ახლოს და შორსაც რომ არიან...

ილორში ანთებულ კელაპტრის ნათება,
ლარგვისის ხატებსაც სინათლედ ატყვია.
ნისლები ოდესმე ხომ გაიფანტება.
ორივე მოირჩენს ათასჯერ ნატყვიარს..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:34 PM
პოსტი #235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის ქართველები ურწმუნოები წამოვიდნენ და უკან მორწმუნეები დაბრუნდებიან"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N4, 2007, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2020, 12:28 PM
პოსტი #236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"90-იან წლებში ქართველთა გენოციდი მოხდა აფხაზეთში, ნუ შეგვეშინდება ამის თქმისა, ის კადრები დღემდე არსებობს, როგორი წვალებით გამოდიოდა დაშინებული ქართველი მოსახლეობა ხეობიდან, ბევრმა ვერ გაუძლო ამ გზას, ცოცხალმა ვერც კი ჩამოაღწია და პირდაპირ გარდაცვალების ადგილზე უთხრიდნენ საფლავებს.

ალბათ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მეზობელი სომხებისგან, მართლაც ჭკვიანი და ბრძენი ხალხია, მსოფლიო ააწრიალეს საუკუნეების წინ თურქების მიერ მოხდენილი სომეხთა გენოციდის გამო და თავისას მიაღწიეს, ჩვენთან კი დღეს ხდება ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2020, 09:38 PM
პოსტი #237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ენგურს გაღმა და გამოღმა

ჩემს თვალწინ დარდით ჩამოხმა,
ზღვას პალმა ცრემლებს ურიგებს...
ენგურს გაღმა და გამოღმა
საქართველოა, შურიგე!

ილორში სტირის ღიღილო,
აღარ ანთია სანთელი,
მსურს ისევ ერთად ვიხილო
მე აფხაზი და ქართველი.

ვხედავ აფხაზურ ულაყებს,
ღრმა სევდას ვამჩნევ თვალებში,
ვქარგავთ ოცნების სურათებს
სულის მისატან მხარეში.

ხმაში ნაღველი მეტყობა,
თუმც მზე ჯერ კიდევ ამოდის...
ჩვენ გადაგვარჩენს ერთობა,
იდეა ერთიანობის.

ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ,
რომ გვქონდეს კარგი მერმისი...
თავის თავისთვის ვინც ცხოვრობს,
არაფერი მწამს მე მისი.

ამ ქვეყნის დარდით ჩამოხმა,
ზღვას პალმა ცრემლებს ურიგებს...
ენგურს გაღმა და გამოღმა
საქართველოა, შურიგე!

2020

ცნობისათვის: შურიგე - მეგრული სიტყვაა, იგივეა, რაც ,,სულო“

მერმისი - ,,მომავალი“

/ოთარ რურუა/


-------------------------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2020, 03:36 PM
პოსტი #238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“შენ გესროლეს და მე მომხვდა გულზე,
ტყუპისცალი ძმის ნასროლი ტყვია.
ენგურიდან შენს ხერხემალს ვუმზერ,
კუთხე არა, სიყვარული გქვია”.

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2020, 09:23 PM
პოსტი #239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია მოხდა ჯვართამაღლებას. დიახ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვითარცა ქრისტეს ეკლესიამ, რომელმაც მიუხედავად ტანჯვისა, დევნისა, უსამართლობისა, შეინარაჩუნა მტკიცე სარწმუნოება, გაუძლო ყველაფერს და იზეიმა აღდგომა, ასევე აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სიავის გამო დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებით".

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2020, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2020, 08:46 PM
პოსტი #240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხნედ იყავით, ქრისტესმიერ საყვალენო ძმანო, განძლიერდით და ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა: ომი აფხაზეთში არ იყო ქართველთა და აფხაზთა შორის, ეს იყო ომი ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის, ერთობის, ძმობის წინააღმდეგ და მტერმა ეს შეძლო, მაგრამ შეძლო იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიარეთ უღმერთობის ჟამი, როდესაც სულიერად დასუსტებული ვიყავით და მან შეძლო ჩვენ შორის შუღლის ჩაგდება, მაგრამ დღეს როდესაც სულიერად ავმაღლდებით, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ამ ერთობას, ამ მეგობრობას, ამ ძმობას. და კიდევ ერთი – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმინდა მიწაზე მცხოვრები ებრაელები როცა სულიერად დაკნინდებოდნენ, ისინი განითესნებოდნენ, არ ჰქონდათ ისრაელში დარჩენის უფლება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განიბნეოდნენ; ანუ ერი, რომელიც წმინდა მიწაზე ცხოვრობს და კარგავს სიწმინდეს, კარგავს ამ მიწაზე ცხოვრების უფლებას. იმისთვის, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში, უნდა დავიბრუნოთ სიწმინდე, რადგან აფხაზეთში არის მოციქულის საფლავი, აფხაზეთი წმინდა მიწაა და წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლება აქვს წმინდა ერს"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2020, გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 10 11 12 13 14 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი