IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ბუნების ხელოვნება
marine
პოსტი Dec 24 2022, 12:40 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩანჩქერი

"ჩანჩქერი... წვეთი წვეთს მისდევს, თითქოს ხელშესახებად, გზას იკვლევენ კლდეებსა და ქიმებს შორის. მათი გზის დასაწყისი იქ არის, სადაც გაზაფხულზე, მთის მწვერვალებზე, მზეზე მოელვარე თოვლი კაშკაშებს. ეს წვეთები ძალზე სუსტები და მორცხვები არიან, მათ უზომოდ უჭირთ ქვებს შორის ერთმანეთის მოძებნა! ყურს თუ მივუგდებთ, კაჭარებს შორის, მათ წკრიალა მუსიკას გავიგონებთ, თითქოს პაწაწინა ზანზალაკები სიცოცხლის ჩასახვის მელოდიას ახმოვანებენ...
იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ჩანჩქერები არც ერთ სუსტსა და პაწია წვეთს არ კარგავენ, იქ სადაც ციცაბო კლდეები ერთმანეთზე აყუდებულან, სადაც ცაში აწვდენილან სოჭები, ისინი თავისი ხმაურითა და მოზეიმე ძლიერებით აზანზარებენ ირგვლივ მდებარე ქედებსა და ტყეებს?"

/ბერი სვიმეონ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2023, 08:53 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შთაიჭვრიტეთ მაღლა ცისკენ და დაბლა მიწისკენ, და შეიცანით, როგორ შემყარდება ყოველივე და საიდან, ანკი რა იყო იგი კეთილშეწყობამდე და აწ რა არის სახელი ყოველივესი"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2023, 01:39 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მწვანე გაფიცვა" გადაარჩენს კაცობრიობას, ბუნებასთან დაბრუნება..."

/ბერძენი დედა ლაბრინია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2023, 02:26 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლა 2006 წლის შემოდგომაა. საბრჯენებზე დაყრდნობილი კაკლის ხეებმა მონასტრის ეზო ოქროს ფოთლებით მოფინეს. ჩრდილოეთის სუსხიანი ქარი ამ მშვენიერი ხეების სიამაყეს, ტოტებს ლეწავს და მიწას ახლის. ყოველდღე თანდათან შიშვლდებიან და აღარ ძალუძთ ზამთრის გამკლავება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2023, 05:43 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღისით უდაბნო მშრალი და ცხელი იყო, მზეზე გახურებული ქვიშა ოქროსფრად ელავდა, ღამით კი სიგრილე ეშვებოდა და მძინარე დედამიწის თავზე კაშკაშა, მსხვილი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2023, 06:20 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ შეადარა უფალმა სულიერი მადლი წყალს? იმიტომ, რომ წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს - სხვას. ხდება "ყოველივეში ყველაფერი" და ამ დროს არის უბრალო წვიმა"

/წმ. კირილე იერუსალიმელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2023, 05:11 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ დროს, როცა ამას ამბობდა, კლდეზე მჯდომი კაკბის გალობა გაისმა.

- გესმის? ის ჩვენს გასამხიარულებლად მოვიდა. რა შემიძლია ვთქვა ბულბულზე და სხვა ფრინველებზე? ბულბულები ხშირად მთელი ღამე გალობენ, დილით კი მართლაც სასწაულია წამოდგომა და სხვადასხვა ფრინველის გალობის მოსმენა! აქ, ბუჩქებსა და ტირიფებზე, ბულბული მღერის დილის სიმღერას, აი, იმ ქვაზე ჩიტი, რომელსაც მწყემსს ეძახიან, მხიარულად ჭიკჭიკებს და ამომავალ მზეს ესალმება, ტოროლა კი გალობს, მაღლა ჰაერში დაფრინავს. მაგრამ დაუსრულებლად მღერის, ამიტომ ტყუილად არ უწოდებენ ამ ფრინველს ყბედს. იორდანიის ტირიფებზე მტრედების გუნდები გასაოცრად ღუღუნებენ. სანამ მზე დააცხუნებს, უდაბნოში მხიარული კონცერტია გამართული, რადგან თვით ტურაც კი მდინარის პირას წკავწკავებს, ბაყაყი ყიყინებს, გარეული ტახი ბრდღვინავს, დინგით მიწას თხრის და მელიაც აქ ხვდება გარიჟრაჟს.

რა არის ადამიანის კონცერტები ჩიტები ამ გალობასთან შედარებით? ხშირად, დილის ლოცვის შემდეგ გამოვდივარ მღვიმედან და ვგალობ რაიმე სახის საგალობელს, რადგან თან წამოღებული მაქვს ქალკიდიკზე ნაყიდი სანოტო წიგნები. მაშინ იქვე მყოფი ჩიტები ან მოფრინდებიან, ან შეშურდებათ და ვეღარ იტანენ ჩემს გალობას. ირგვლივ მხიარული შეძახილებია, ჭიკჭიკი, ფრენა ფრინველთა, ასე, რომ ვივიწყებ უდაბნოს მწუხარებას და ვაკურთხებ მამაზეციერის ყოვლადწმინდა სახელს, რომელმაც ღირსმყო ამ ადგილებში დავსახლებულიყავი".

/არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2023, 11:22 AM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დადგა შემოდგომა და მთის მონასტერშიც აცივდა. თუმცა, შუადღისას მის ეზოში არ გაიყინები - იქაურობა კაკლის ყვითელი ფოთლებით არის მოფენილი და ძია გიორგი ვეღარ ასწრებს მათ მოგვას: დილით თავი კი მოუყარა, მაგრამ საღამოს ისევ ხალიჩასავითაა ეზოს ყველა კუთხე-კუნჭულში. ბუნებასთან ერთად ჩვენი გულიც კარგავს გაზაფხულის სიხარულს: სევდიანი ხდება. ჩვენც ხომ ფოთლებს ვგავართ, გამხმარსა და მიწაზე დაფენილს"

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2023, 07:45 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ოჰ! ამას ვერ აგიწერ! ვისაც არ გაუგია უდაბნოში გამთენიისას ჩიტების გალობა, ისეთი როგორიც ბულბული არის, რომელიც ჯერ კიდევ შუაღამისას იწყებს სიმღერას, ვერ წარმოიდგენს ამ ენით აღუწერელ სიტკბოებას. ამ დროს ჩემი სული ზეცაში ამაღლდება, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მაღლა და აღწევს მესამე ცას, რომელზეც პავლე მოციქული საუბრობს და სჭვრეტს იქ ზეციურ ძალებს, რომლებიც გალობენ: "წმინდა არს, წმინდა არს, წმიდა არს, უფალი საბაოთ". ხშირად ისე ვარ აღფრთოვანებული ამ ლამაზი მეგობრებით, რომ მეც ვიწყებ გალობას - ხან რომელს და ხან რომელს.

- ჩიტებს თუ ესმით, რასა გალობთ?

- აჰ, რა გითხრათ! ხშირად სხდებიან ბუჩქის გვერდით ან კლდეზე, რათა უკეთესად გაიგონონ. ხოლო ტოროლა და ბულბული მთლად შეიშლებიან ხოლმე. ტოროლა მაღლა მაღლა დაიწყებს ფრენას და გალობას. გალობს თავდავიწყებით. მაგრამ არა მხოლოდ ფრინველებს მოსწონთ ადამიანის ხმა, გარეულ ცხოველებსაც კი. ერთხელ, გამთენიისას, მეხუთე ხმის "ღირს არსი" ვიგალობე, ჩემი ბაღის ჭიშკართან ორი ტურა მოვიდა. ბუჩქებიდან მიყურებდნენ, დიდხანს უსმენდნენ ჩემს გალობას. დავინახე, რომ გაუნძრევლად იდგნენ, როცა დავამთავრე, მშვიდად გამშორდნენ"

/მეუდაბნოე ფოტინია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2023, 04:25 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრულიად სხვა ადამიანი გავხდი, განახლებული და განსხვავებული. ყველაფერი, რასაც ვხედავდი, ლოცვის საბაბი იყო ჩემთვის. ყველაფერი საკუთარ თავთან მაბრუნებდა და მაფიქრებდა, რატომ უგალობს და ადიდებს ჩიტი შემოქმედს? მინდოდა მეც ასე მოვქცეულიყავი. იმავეს განვიცდიდი ყვავილებთან მიმართებაშიც. ნახევარი საათის სავალის დაშორებიდან ვცნობდი ყვავილებს სურნელების მიხედვით. ვაკვირდებოდი ბალახებს, ხეებს, წყალს, კლდეებს. ა! კლდეებს ვესაუბრებოდი. რამდენი რამ ჰქონდათ ნანახი! ვეკითხებოდი და ისინიც მიმხელდნენ კავსოკალივიის ყველა საიდუმლოს. მე კი გული მიჩუყდებოდა და ლმობიერება მეუფლებოდა. ყველაფერს ღვთის მადლით ვხედავდი. ვხედავდი, მაგრამ არ ვლაპარაკობდი ამის შესახებ. ხშირად დავდიოდი ტყეში, დიდ აღფრთოვანებას ვგრძნობდი, როდესაც ბუნებაში დავდიოდი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2023, 07:13 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დატკბით ყველაფრით, რაც გარს გვაკრავს. ყველაფერი ღვთის შესახებ გვასწავლის და მასთან მივყავართ.ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ღვთის სიყვარულის წვეთებია. სულიერიც და უსულოც, მცენარეებიც, ცხოველებიც, ჩიტებიც, მთებიც, ზღვაც, მზის ჩასვლაც, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც. ეს ყოველივე ის პატარა სიიყვარულია, რომელსაც დიდ სიყვარულთან - ქრისტესთან მივყავართ. მაგალითად, ყვავილებს თავისი ლაზათი აქვთ, გვასწავლიან მათი სურნელებით, მათი სიდიადით; გვესაუბრებიან ღვთის სიყვარულის შესახებ; აფრქვევენ თავიანთ სურნელებას, თავიანთ მშვენიერებას ცოდვილებსა და მართლებზე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2023, 04:45 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, დილით, ტყეში მარტო წავედი. ყველაფერი დილის ცვრით იყო დანამული და მკრთალად ციმციმებდა მზეზე. მალე ერთ ხევში აღმოვჩნდი და, რომ გადავიარე, კლდეზე ჩამოვჯექი. ჩვემს გვერდით უხმაუროდ მოედინებოდა ცივი ნაკადული, მე კი ვლოცულობდი. სრული სიმყუდროვე სუფევდა, საერთოდ არაფერი ისმოდა. ცოტა ხანში, ამ სიმყუდროვეში გაისმა ტკბილი, დამათრობელი თმა, რომელიც შემოქმედს უგალობდა. მიმოვიხედე ირგვლივ, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე. ბოლოს ჩემს მოპირდაპირე მხარეს, ხის ტოტზე ჩიტი დავინახე; ბულბული იყო. მესმოდა, როგორ გალობდა, ლამის ენა მოიტეხა, ჭიკჭიკისგან ყელი გაებერა. ეს პაწაწინა ჩიტუნა ფრთებს მთელი ძალით წევდა უკან, რომ ძალა მოეკრიბა და გამოეცა ასეთი საამური ხმები, ასეთი მშვენიერი გალობა! ჰოი, ნეტავ ერთი ჭიქა წყალი მქონოდა, რომ ბულბულს დაელია და წყურვილი მოეკლა!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2023, 12:58 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბუნება - ეს საიდუმლო სახარებაა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2023, 06:52 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან მალე მონასტერში ჩიტებიც დაიწყებენ მოსვლას. გაიგონებენ ზარის ხმას და საჭმელად მოვლენ. ჩამოსხდებიან გარეთ და მწუხრის ლოცვას მოისმენენ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან ტყიდან და ჩვენს საერთო ლოცვებში მონაწილეობის მისაღებად მოვლენ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2023, 06:31 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწინდეზე.

წმიდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმინდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2023, 04:52 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შენი ჩიტები მაღვიძებენ დილით, ტბის ხმაური კი საღამოს მაძინებს. ჩიტები კი არ მაღვიძებენ და ტბა კი არ მაძინებს, არამედ შენ - ყოველთა ხმათმპყრობელო უფალო.

შენ ათხოვე ჩიტებს შენი ხმა, ტბას კი - ღამეული თქაფუნი. ყველა ყელს ათხოვე და ყველა ქმნილებას შენ უბოძე ხმა. გარშემორტყმული ვარ შენი ხმოვანებით, როგორც მოწაფე მრავალრიცხოვანი მასწავლებლით; და ვუსმენ მათ დაუღალავად, გამთენიიდან დაღამებამდე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2023, 05:12 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ბუნებას ვუყურებ, მასში შენ გეძებ [უფალო]"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 04:04 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: "შემინდე, ღმერთო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2023, 07:28 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელაც, სულთმოფენობის წინადღეს, მე, მამა რაფაელი და ილია დანილოვიჩი დილაუთენია ტყეში ახლად ამოწვერილი არყის ხეების მოსაჭრელად წავედით, რათა ტრადიციისამებრ მოგვერეთო ტაძარი. კაფვას რომ შევუდექით, უცებ ისეთი დარდი შემომაწვა, რომ ვერ მოვითმინე და ვთქვი - ეს საცოდავები ძლივს მოევლინენ ქვეყანას, წარმოიზარდნენ და ახლა ჩვენ იმისათვის ვჭრით, რომ ერთი-ორი დღე ეკლესიაში დაჰყონ-მეთქი. ამ სიტყვებზე მამა რაფაელი გაცხარდა, რას ბრძანებთ, გიორგი ალექსანდროვიჩ! არყის ხისთვის ღვთის სახლის დამშვნებაზე უფრო დიდი სიხარული არ არსებობსო!"

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 01:30 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევრიტანიაში თვით ღმერთმა განალაგა მთები, მიმოფანტა კლდეები და დაჰყო ხეობები. ერთმა იქაურმა პაპამ მითხრა, - ღმერთმა თითქოს დედამიწა გაცრა, კარგი ნიადაგი დაბლობზე დაეცა და ნაგავი ჩვენთან გადმოყარაო. თუმცა მან სანუგეშოც მოგვცა: თვალუწვდენელი ნაძვის ტყეები. განსაკუთრებით სოფელ ფურნასთან, ყველას აოცებს ნახვის ხეების მძაფრი კეთილსურნელი. მათი მუქი მაჩრდილობელი წიწვები ერთდროულად გახარებს და გაშინებს. ნაძვის სურნელი სრულიად განსხვავდება გაზაფხულზე აყვავებული წაბლის უსიამოვნო სუნისგან"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი