IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა რელიგიური ხედვა და მათი სიცრუე
Zukazuka314
პოსტი Mar 11 2015, 10:55 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



მოკლედ მაინტერესებს სხვა რელიგიური ხედვები სამყაროზე, ღმერთზე და ცხონებაზე და მათი ეს სიცრუე რამოდენიმე ვიცი ისლმაზე მარა იუდაიზმზეც მინდა ბუდიზმზეც, თუ შეილება ითქვას კათოლიკებზეც და პროტესტანტებზეც ბევრი არაფერი ვიცი და ასევე მწვალებლებზეც... კარგი იქნებოდა marine afxazi da A.V.M Gsxva და სხვები თუ ილაპრაკებენ ამის შესახებ...

ისე წინა ჩემ შეკიხვას მარინემ და აფხაზზმა რამოდენიმე სიტყვით გაცენ პასუხი ადრინდელ ტემას ვათვალიერებდი დ აიქ იყო როდესაც 3 გვერდი გაივსო (სიცრუით და რაგაც იდეებით) ზოგი იყო სიმართლე, მარა რამოდენიმე სიტყვით გაიცა პასუხი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 9 2017, 10:54 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა ეშველებათ სხვა რელიგიის მიმდევრებს?


იციან ხოლმე კითხვა - სხვა რელიგიის მიმდევარი ცხონდება?

ერთ ჩემს სულიერ შვილს განსაკუთრებით აწუხებს ეს საკითხი. ვეუბნები: ამდენი ხანია ეკლესიაში ხარ და შენი მხრიდან ამ კითხვის გამეორება არაკორექტულია. ხომ იცი, შესაძლოა შენც ვერ ცხონდე და სხვას რას უყურებ?

პასუხი ერთია: ვისაც ღმერთთან ურთიერთობა არ სურს, ის ვერ ცხონდება. იმიტომ, რომ მას თვითონ არ სურს ეს. ვის უნდა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა? მე, შენ, მაგრამ იმას უნდა თუ არა, ვიცით?

სხვა რელიგია არ აცხოვნებს. არის რელიგიები, რომლებიც ღმერთს უარყოფს, მაგალითად, ბუდიზმი. ბუდისტს რომ უთხრა, ცხონდები, ანუ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა გექნებაო, გადაირევა - მთელი ცხოვრება ჩემი პიროვნების გაქრობისთვის ვიღვწი, ჩემი ტანჯვა ხომ ჩემს პიროვნულ არსებობას უკავშირდებაო. სხვათა შორის, არის ამაში გარკვეული ლოგიკა. რატომ ვიტანჯებით? იმიტომ, რომ ცოცხლები ვართ. აღმოსავლეთში, როცა ადამიანს რაიმე სტკივა, ანუგეშებენ, ცოცხალი რომ ხარ, იმიტომ გტკივა, როცა მოკვდები, აღარაფერი გეტკინებაო.

ბუდისტი იტყვის: ჩემი პიროვნება თუ არ განადგურდა, მე ტანჯვას გავაგრძელებ და შენ მეუბნები, კვლავ პიროვნულად უნდა იცხოვროო? არა, არ მინდა.

ახლა მუსულმანს ვკითხოთ: - კი, როგორ არ მინდა ცხონება. ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა მექნება? მერე, წალკოტში თუ ვიცხოვრებ? ქალები იქნებიან? არა? რას ამბობ, არ მინდა ასეთი სამოთხე!

იმან რაღა ქნას, ვინც არაქრისტიანულ გარემოში დაიბადა?

მოციქული ამბობს, ვისაც ქრისტეს შესახებ არ გაუგონია, ის სინდისის მიხედვით განისჯებაო. მაგრამ ვიცით, რომ მართლმადიდებლობის გარდა სხვა მაცხოვნებელი რელიგია არ არსებობს და როგორ უნდა ცხონდეს?

მოდით, ასე ვთქვათ: ვიცით კი, როგორ გარდაიცვალა ასეთი ადამიანი? იქნებ სიცოცხლის ბოლო ჟამს აეხილა სულიერი თვალი და ყველაფერი გაიგო? ჰოდა, უფლის ხელშია მისი ხვედრი და ჩვენ თავი გავანებოთ.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zukazuka314   სხვა რელიგიური ხედვა და მათი სიცრუე   Mar 11 2015, 10:55 PM
G_saxva   Zukazuka314 როცა ახალ თემა...   Mar 12 2015, 09:49 AM
Zukazuka314   Zukazuka314 როცა ახალ თემ...   Mar 14 2015, 06:14 PM
A.V.M   G_saxva :კი1: :კი1:   Mar 14 2015, 01:28 AM
A.V.M   Zukazuka314 კი ბატონო . სა...   Mar 15 2015, 01:49 AM
MIRDAT   Zukazuka314 ეს ფორუმი მართ...   Mar 16 2015, 04:09 AM
G_saxva   Zukazuka314 ჯერ ერთი რომ ჯ...   Mar 16 2015, 10:35 AM
Zukazuka314   კაი... მივიღე რჩევებ...   Mar 20 2015, 02:02 AM
G_saxva   Zukazuka314 შენ ის იაღოვე...   Mar 20 2015, 09:50 AM
sanfol   G_saxva მაგაზე მაგარს ვ...   Mar 20 2015, 10:15 AM
Zukazuka314   უი :D შემეშალა :D ..... მა...   Mar 20 2015, 09:20 PM
Zukazuka314   დაწერეთ რა რამე   Mar 23 2015, 06:14 PM
წახწახა   Zukazuka314 14 წლის ხარ? ძალ...   Mar 23 2015, 07:08 PM
Zukazuka314   Zukazuka314 14 წლის ხარ? ძალ...   Mar 23 2015, 10:48 PM
წახწახა   :) ამის შესახებ არა...   Mar 23 2015, 11:15 PM
Zukazuka314   :) ამის შესახებ არა...   Apr 1 2015, 02:26 AM
esre ars cheshmariteba   G_saxva A.V.M რა ყველა საღ...   Feb 9 2016, 12:00 AM
marine   რა ეშველებათ სხვა ...   Sep 9 2017, 10:54 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი