თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ პატრიარქი

პოსტის ავტორი: vazis cremlebi თარიღი: Nov 29 2008, 03:44 PM

http://www.gevision.tv/documents/patriarqi.html

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 29 2008, 04:48 PM

ციტატა(vazis cremlebi @ Nov 29 2008, 04:44 PM) *

http://www.gevision.tv/documents/patriarqi.html


გაიხარე. დიდ მადლობა ძალიან მინდოდა ამის ყურება

ისე ასეთივე თემა ორჯერ გაგიხსნია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2015, 08:52 PM

"პატრიარქმა სიყმაწვილიდანვე ღმერთს დაუთმო სიცოცხლე".

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2015, 05:18 PM

"ბატონი სერგო ვარდოსანიძის თქმით, ქართველმა ხალხმა მისთვის თავდადებული დიდი მწყემსმთავარი "სიცოცხლეშივე აღიარა უდიდეს სულიერ ლიდერად, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა უკვდავების ბინადრად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2015, 12:59 PM

"თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ყოველთვის იფარავდა რაღაც მისტიური ძალა, რომლის მატარებელიც იყო ეპოქის ესა თუ ის გმირი. ჩვენს დროში ამ ენერგიის გამოვლინებაა ილია II-ის საჭეთმპყრობელობა.

მისი ნიჭის და აზროვნების არეალი არ ეტევა ერთ კონკრეტულ სივრცეში".

/გიორგი გაფრინდაშვილი/

"პატრიარქის თვალებში სიყვარული ზღვებს მიღმა იწყება, გულს და გონებას გითბობს, გაგრძნობინებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, "ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა".

/მარიამ მელიქიძე/

/"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2015, 08:31 PM

"ჩვენს უწმინდესს შეუსრულდა 82 წელი - ჩვენ ვუსურვებთ მას, რომ სვიმეონ მიმრქმელის ასაკს, ანუ 300 წელს მიაღწიოს".

/დეკ. ალექსანდრე (ბოლქვაძე)

"ქვაკუთხედი" N1-2, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 09:31 PM

***

სული ზეცისკენ მიდის
და მერე
თეთრი მტერდივით
ჩვენკენ ბრუნდება,
რომ გვაზიაროს სამყაროს ფერებს,
რომ აგვარიდოს განადგურება...

როს ლოცვით დაღლა იწყეს ხატებმა,
ჩვენი სულისთვი იწვის სანთელი...
შენში ინთება ქრისტეს ხატება
და სიყვარულის კორიანტელი...

მე ვით შეგამკო, არავინ მკითხავს
და სანამ მოვა წამი განკითხვის...
მსურს რომ იცოცხლო ძალიან დიდხანს
შენი ქვეყნის და შენი ხალხისთვის...

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 11:43 AM

"მადლობა თქვენ სიყვარულითვის. მადლობას შევწირავ უფალს ამ 36 წლის მანძილზე ვგრძნობდი ერთ რამეს, რომ უფალი არასდროს მტოვებდა, არასდროს ტოვებდა საქართველოს. უფალი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც"

/ილია II
"ქვაკუთხედი" N7-8, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 06:55 PM

"2004 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმყოფებოდა ათონის მთაზე. მოილოცა "კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი. თანმხლები პირების თქმით, იგი ექვსი საათის განმავლობაში მუხლმოყრილი ლოცულობდა ხატის წინაშე და ავედრებდა სრულიად საქართველოს "

/"ლამპარი" N2, 2015, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 02:30 PM

"როგორც წმინდა იოანე ნათლისმცემელი გაედო ხიდად ძველ და ახალ აღთქმას და ადამიანები ქრისტეს მისაღებად მოამზადა, ასევე უწმინდესი და უნეტარესი ილია II - XX და XXI საუკუნეებს შორის ჩადგა და ქართველი ერი ათეისტური სამყაროს კომუნისტური ეპოქიდან სარწმუნოებაში შემოიყვანა და ღმერთს შეახვედრა.

ჩვენი პატრიარქი ქართველი ერისთვის მთავარი ხიდია ღმერთთან შესახვედრად. ამ სიყვარულისა და თავდადებისთვის უდიდეს მადლობას ვწირავთ მას. ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ღვთის მფარველობას მის მაღალ და ღირსეულ მსახურებაში"

/არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 11:53 AM

"არ არსებობს საკმარისი ოქრო და ძვირფასეულობა, რომ მადლობა შევსწიროთ საქართველოს პატრიარქს მისი მსახურებისთვის"

/არქიმანდრიტი მენეხიოსი (არაბი მართლმადიდებელი)
"კარიბჭე" N19, 2015, გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:24 PM

ოთხმოცი ზამთარი,
ოთხმოცი ზაფხული,
დიადი ოთხმოცი,
ოთხმოცი წელია!
სამრევლო დიდია - რჩეული ერთია.
მრავალი ქვეყნები:
ელიან,
ელიან.
უფალს ვყვარებივართ!
-ჩვენ მოგვცა ილია.
მეორე ილია
ისევე მხსნელია.
გვიმყოფე უფალო
მრავალ ჟამს ილია!
ჩვენთვის რომ ლოცულობს,
ღამეც ნათელია.
ჟამი მოსულია,
მომავლის ნათლია.
კეთილი სულია,
გულით სანთელია.
ჩვენთვის დანთებული
ბნელში სარკმელია!
ერისთვის ანთებული
ობოლთ იმედია!
დაგვლოცე უფალო!
დაგვლოცე ილია!
ცა შენთვის ღიაა
ის მუდამ ხსნილია.
შენ რომ ჩვენთანა ხარ
დარდიც დაილია.
წარსულის ვაება,
თურმე გაილია.
ცოცხალი წმინდანი!
ნეტარი ილია.
წმინდანი ილია!
უ-ბრალო* ილია.

უბრალო*- ბრალი რომ არა აქვს.

/კახაბერ ჭიჭინაძე/
2013წ
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 12:47 PM

"უწმინდესის მიერ ნათქვამი მადლიანი სიტყვა და მისგან წამოსული მუხტი ვის არ მისცემს დიდი ხნის სამყოფ სულიერ საზრდოს!"


/"კარიბჭე" N2, 2015, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2016, 07:26 PM

"ჯერ არ მახსენდება, ჩვენს პატრიარქს ერთი სიტყვა მაინც შეემოკლებინოს თავისი მსახურების დროს".

/მეუფე ანანია (ჯაფარიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 09:06 PM

"გარკვეული ხანი უწმინდესი თავის ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, ეს ის დრო იყო, როდესაც ანგრევდნენ ტაძრებს. უწმინდესის სულმნათი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გაეხსნათ ტაძარი და უფალიც მათ მხარეს იყო. ასეთ უმძიმეს პერიოში მათ ვლადიკავკაზში ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია გახსნეს. ამ ეკლესიის გახსნის 50-ე წლისთავზე, დაახლოებით 17 წლის წინ, მიიწვიეს უწმინდესი. იუბილეზე მეც მოვხვდი. სადაც კი უწმინდესი გამოჩნდებოდა, ხალხი სიყვარულით ხვდებოდა. ჯერ იყო სურვილი, რომ ოდნავ მაინც შეხებოდნენ შესამოსელზე, ქალბატონები იხსნიდნენ მანდილებს და მიწაზე უფენდნენ. პატრიარქს ხალიჩაზე ფეხი არ დაუდგამს - ყველგან მანდილი ეფინა. ის, ვის თავსაფარსაც პატრიარქი ფეხს დაადგამდა, აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო".

/დეკ. შალვა როსტიაშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2016, გვ. 12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 10:15 PM

"ქართველი ერის გულთაბოძი".

/"კარიბჭე" N5, 2009, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 12:09 PM

"უწმინდესს როდესაც შევხვდი, ვუთხარი, - თქვენ მარტო უწმინდესი და უნეტარესი კი არ უნდა გიწოდონ, არამედ უტკბილესიცა და უთბილესიც-მეთქი".

/დეკ. გიორგი ბასილაია
"კარიბჭე" N23, 2016, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 12:56 PM

"ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას".

/წმ. გაბრიელ ბერი
"ქვაკუთხედი" N11, 2016, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2017, 11:22 AM

"დაკვირვებული ვარ, როცა უწმინდესი სვეტიცხოვლის ტაძარში შედის, განსაკუთრებულად დაიხრება და ხელით შეეხება ხოლმე ვახტანგ გორგასლის საფლავს - ძალას და მეოხებას ითხოვს წმინდა მეფისგან..."

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"კარიბჭე" N23, 2008, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 11:59 AM

"ერთხელ ჩვენი მომავალი პატრიარქი გზაში შეგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს. სიხარულით მივეგებე, გამოვეცნაურე - მამის სახელით შევახსენე თავი. გაუხარდა, გამომკითხა ყველაფერი. სად სწავლობო? გერმანული ენის ფაკულტეტზე-მეთქი. ამის თქმა იყო და, ისეთი სუფთა გერმანულით დამელაპარაკა, ჩემი ცოდნის გამომჟღავნება ვეღარ გავბედე..."

/"კარიბჭე" N24, 2008, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 11:38 AM

"რამდენიმე ხნის წინ ჩემთან იყო ქალბატონი ენდი, რომელიც თავის დროზე ტყიბულის ქალაქკომის მდივნად მუშაობდა, დღეს ის ეკლესიურია... და აი, რა მიამბო: "1978 წლის დამდეგს, როდესაც ილია II პატრიარქად აკურთხეს, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საგანგებო დახურული რესპუბლიკური თათბირი, რომელზეც რაიკომების ყველა მდივანი ესწრებოდა. მათ შორის მეც გახლდით... და არ დამავიწყდება შევარდნაძის სიტყვები, რომლებმაც მაშინ ყველა ჩვენგანი გააოცა: "საპატრიარქოს სათავეში ჩაუდგა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია კომუნისტურ იდეოლოგიას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამიტომ საჭიროა გავაძლიეროთ აქტივობა იდეოლოგიურ მუშაობაში!" მაშინ ყოვლად აუხსნელი იყო ჩემთვის შევარდნაძის მიერ გამოთქმული განგაშის ეს სიტყვები, მით უმეტეს, იმ დროს, ეკლესიისაგან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელი მესახებოდა".

იმ ქალბატონის სიტყვები იმიტომ მოვიყვანე, რომ შევარდნაძე, რომელიც თვითონ ფლობდა დიდ ძალას და ჰქონდა სულიერი ხედვა ბოროტისგან, გრძნობდა უწმინდესის სულიერ ძალასაც და მისი მოსვლის პირად საშიშროებასაც! თორემ პოლიტიკურად იმხანად დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიას რა საფრთხე უნდა შეექმნა კომპარტიისათვის?!"


"თუ დააკვირდებით, უწმინდესი საოცრად მლოცველი პატრიარქია. ის გამუდმებით წირვა-ლოცვაშია, იშვიათია სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც ამდენ ლოცვაზე იდგეს წლების მანძილზე და თანაც ამ ასაკში; და კიდევ, ეს არის პატრიარქი, რომელსაც უიშვიათესი მოსმენის უნარი აქვს"

/მამა გიორგი ბასილაძე
"კარიბჭე" N18, 2008, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:05 PM

"ღმერთმა ინებოს თქვენი საშური ჯანმრთელობა, რათა კიდევ მრავალი წელი ასე ნაყოფიერად ემსახუროთ თქვენს საყვარელ ერს და მალე გენახოთ საქართველო გამთლიანებული და გაბრწყინებული."

/"კარიბჭე" N18, 2008, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:28 PM

"იმ დღიდან, რაც პატრიარქად ილია II აკურთხეს, დაიწყო მაგნიტური მიზიდულობა ეკლესიისკენ".

/"კარიბჭე" N9, 2009, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:25 PM

"უბრალოდ, გავიხსენებ რამდენიმე მომენტს ჩვენი პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან. მინდა, გავიხსენო რომის პაპის საყოველთაოდ ცნობილი ვიზიტი საქართველოში; როგორ ტაქტიანად და ღირსეულად მიუჩინა მას თავისი ადგილი უწმინდესმა. წესისამებრ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვინ დაბრძანდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გვერდით, მარჯვენა მხარეს (რადგან, მოგეხსენებათ, მარჯვენა - პრივილეგირებული მხარეა). საქართველოში მიღებული ტრადიციის თანახმად, ვცდილობთ, რომ სტუმარს განსაკუთრებული ადგილი მივუჩინოთ. უწმინდესიც, ჩვეულებრივ, ყოველთვის ცდილობს, მასთან მისული სტუმარი განსაკუთრებულ ადგილზე დასვას. მაგრამ რომის პაპის საქართველოში ვიზიტის დროს საქმე ეხებოდა არა უწმინდესის სტუმართმოყვარეობას, არამედ საქართველოს ეკლესიის პრესტიჟს. უწმინდესმა საოცარი თავდაჯერებით, საკუთარი ტიტულის (და არა საკუთარი თავის) პატივისცემით დაიკავა ის ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას და რომელზე დასმასაც უპირებდნენ რომის პაპს. მეამაყება, რომ ეს ადამიანი უდგას ჩვენს ეკლესიას სათავეში. ვინც პატრიარქის მიერ დაწერილ ეპისტოლეებს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ამის დაწერა ჩვეულებრივ ადამიანს არ შეეძლო. სულიწმინდის გარეშე ასეთი რამ შეუძლებელია."

/ენათმეცნიერების დოქტორი მიხეილ ქურდიანი
"კარიბჭე" N9, 2009, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:44 AM

"მამა გაბრიელს წინასწარ განუჭვრეტია, რომ ქართული ეკლესიის პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდებოდა. ამბობდა, იგი უამრავ სატანჯველს გამოივლის, მაგრამ მისი საქმეები გვირგვინად დაადგება და განაბრწყინებს სათაკოლიკოსო ტახტსო."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:09 PM

"...ბევრი ადამიანი ვერ ხვდება უწმინდესის ფასს, რას ნიშნავს საქართველოსთვის და ვერ გაუგიათ, როცა მის წინააღმდეგ ილაშქრებენ. უწმინდესის წინააღმდეგ რაც ხდება, ყველა პასუხისმგებელნი ვართ...
მისი სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია... საქართველო მისგან, როგორც დღეს ცოცხალი წმინდანისგან, უდიდეს მაგალითს იღებს...
...ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენ გვერდით. ჩვენ ვხედავდეთ მას, ვისმენდეთ მის გონივრულ სიტყვას. ვისურვებდი, რომ ჩვენი ერი გონს მოსულიყოს და უწმინდესის გვერდით დამდგარიყოს".

/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)
"კარიბჭე" N16, 2017, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:31 AM

"თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა ფანატიზმის გარეშე".

/გიორგი მარგველაშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2017, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:41 PM

"უწმინდესი მყავს, რაღად დავღონდე,
ერის მხსნელი და ერის საჩინო,
სიკვდილი უკვე რწმენით ჩავღობე,
სიცოცხლე მინდა გადავარჩინო.

მაჯისცემა ხარ, ჩვენი ერისა,
გვკურნავ და მადლს გვფენ სულის არესო,
ღვთით კურთხეულო, ლოცვით გვიმღერე,
უწმინდესო და უნეტარესო.

თუ საქართველო წმინდა ჯვარია,
ნატრობ სამოთხის კართან იყოსო,
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ კათალიკოსო".

/გულნაზ ხარაიშვილი, "ათინათი" N2, 2017წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:55 AM

"ამ პიროვნებაში თავმოყრილია უფლის სიტყვა. ჩემთვის იგი ხორცშესხმული სახარებაა".

/"კარიბჭე" N3, 2012, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 10:09 PM

"დაახლოებით ათი წლის წინათ საპატრიარქოში შევხვდით ერთ-ერთ მღვდელს, რომელსაც ცილი დასწამეს, თითქოს მის ძმას პატრიარქობა სურდა. მაშინ პატრიარქმა დაგვამშვიდა და იერუსალიმის პატრიარქ დიოდოროსის მაგალითი მოიყვანა, მის დროსაც მრავალს სურდა პატრიარქობა და ათასგვარ ხრიკებსაც მიმართავდნენ, მაგრამ ყველა გარდაიცვალა და დიოდოროსი დარჩაო. ამიტომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ საუბრებს, ღმერთს ვინც უნდა, მაინც ის იქნება მომავალი პატრიარქიო".

/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 12:04 PM

"ვამაყობ, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომლის სულიერი წინამძღოლიც ილია მეორეა."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:57 PM

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა.

ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება.

„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.


1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.
1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 04:41 PM

---

"საოცარად შემწყნარებელი და მიმტევებელია პატრიარქი, უკომპრომისოა, როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს, ეკლესიას ეხება: "მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, მაგრამ ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულს და თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო", - ბრძანებს იგი".

/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2017, 10:04 AM

"კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალაჰ შუქურ ფაშაზადე უწმინდეს პატრიარქ ილია II-ს კავკასიის ხალხთა სულიერ ლიდერს უწოდებს... "შესაძლოა მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმას, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი ეწვევა პატრიარქს, ხელზე ემთხვევა მას და აღიარებს თავის უხუცესად... გამოგიტყდებით, თქვენ ჩვენი ოჯახისათვის წმინდანი ხართ" (შეიხ ალ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაში ზადე)".

/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.7/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2017, 10:25 AM

"მშობლები ხშირად იხსენებდნენ, უწმინდესის ბავშვობას. ძალიან რბილი და დამთმობი ხასიათი ჰქონია. ყველაფერში განსაკუთრებული იყოო, არასოდეს არავის აწყენინებდა თურმე".

/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:29 PM

"დღეს უწმინდესი კლდესავით უდგას ჭეშმარიტებას. მაცხოვარმა პეტრეს რომ უთხრა, - შენ ხარ კლდე, რომელზეც აღვაშენე ეკლესია ჩემი, ასე არის დღეს ჩვენი მწყემსმთავარი. ღმერთმა დამიფაროს მეც და მთელი საქართველო, ავ დღეს მოვესწროთ. ვერ წარმომიდგენია საქართველოს ეკლესია ილია შიოლაშვილის გარეშე".

/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/


"ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა წარუშლელი ადგილი საქართველოს ისტორიაში. ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან!"


"უწმინდესი ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება ჩემს სტუდენტობას დაემთხვა. სწორედ მაშინ დაიწყო ქართული სულისა და სისხლის გამოფხიზლების ხანა".

/ტარიელ ხარხელაური/

"ილია მეორის მიერ განვლილ ოთხ ათეულ წელს, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი წარმატებების, ტრიუმფალური აღმავლობისა და სულიერი აღორძინების ხანა შეიძლება ეწოდოს, რომელსაც სათანადოდ შეაფასებს ისტორია".

/ტარიელ ხარხელაური/

"კარიბჭე" N25, 2017, გვ.16, 18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:21 PM

"თუ ყველაფერს კარგად დაუკვირდება ადამიანი, უფლის წყალობას გამუდმებით იგრძნობს. ყველაზე მეტი წყალობა კი ისაა, რომ ჩვენს ერს ასეთი უწმინდესი მოგვმადლა უფალმა".

/"კარიბჭე" N26, 2006, გვ. 16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2018, 01:57 PM

"უწმინდესის პიროვნების მნიშვნელობის გაცნობიერება გვჭირდება ჩვენ, მის სამწყსოს, და არა თავად პატრიარქს".


/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 02:40 PM

"პირადად მე ღრმად მწამს, რომ თუ დღეს მსოფლიოში რაიმე კარგი ხდება, ამის ერთ-ერთი საფუძველი მისი უწმინდესობის მხურვალე ლოცვაა".

/მეუფე დანიელი
"კარიბჭე" N26, 2017, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:24 AM

"თქვენი სიცოცხლე ერს უხარია"


"ჰაი, ჰაი რომ, მტერსაც კი ესმის და ხედავს, თუ როგორ გადაფარებიხართ ხევის არწივივით სრულიად საქართველოს და მზად ხართ საკუთარი თავი ანაცვალოთ მას სიცოცხლის ფასადაც კი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2017, გვ.9, 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 05:03 PM

მამა ილია (ჩიკვაიძე)

ცრემლიანი ექსპრომტი

მამულს ამკობს ჟამი მტკიცე,
თვალზე ცრემლის თრთვილია,
და სიცოცხლეს განამტკიცებს
უწმინდესი ილია...

ჩამოდგება დიდი ღამე,
ზეცა ცეცხლ-მადლს იბარებს,
და ჭაღარა ტკბილი მამის,
ღმერთო, შენ დაიფარე...

ვაი, როგორ გიღალატეთ,
ვაი, როგორ გაგწირეთ,
შენი კვართი და ხალათი,
უღმრთოდ გავინაწილეთ.

ღმერთო-ერთო, ეს რა ხდება,
ზეცა რატომ ბნელდება,
ან სიზმარი აგვიხდება,
და ან გაგვითენდება.

წიწამურში, შენს მზეს ვფიცავ,
ისევ სისხლის თრთვილია...
მამულს ცრემლით განამტკიცებს
უწმინდესი ილია...

ვაი, როგორ გიღალატეთ!..

/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 12:25 PM

"წუხელის ღამით ისმოდა ლოცვა,
გულის სითბო და სულის ალერსი,
წმინდა სამების უკვდავ ტაძარში
თურმე გვმოძღვრავდა უნეტარესი."

/ლევან ფრუიძე
"კარიბჭე" N26, 2010, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:24 PM


"უწმინდესი და უნეტარესი ილია II იხსენებს: "ბავშვობაში ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, როდესაც გვინდა წარმოვიდგინოთ მამაზეციერი, უწმინდესი კალისტრატე გვიდგება თვალწინო".

ჩვენს ამჟამინდელ პატრიარქს ღრმად ჩარჩა მეხსიერებაში ერთადერთი შეხვედრა მცხეთაში, სადაც თორმეტი წლის ბავშვი ნათლიამ, მონაზონმა (შემდგომ იღუმენია) ზოილემ (დვალიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიიყვანა.

მაშინ არავინ უწყოდა, ღვთის გარდა, რომ ეს იყო საქართველოს ორი დიდი მამამთავრის შეხვედრა"

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:23 PM

"სამწუხაროდ, დღესაც გამოჩნდება ხოლმე იუდა ისკარიოტელის აჩრდილი და შეიძლება ორგულობით უწმინდესის გულის გატეხვას ფიქრობდეს, მაგრამ დიდია სიბრძნე საქართველოს პატრიარქისა. ამ სიბრძითა და ქრისტესმიერი სიყვარულით ამარცხებს იგი ორგულობას".

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:46 PM

"რატომ გვიყვარს პატრიარქი? იმიტომ, რომ უწმინდესმა შეძლო თავისი ავტოპორტრეტი ქართველი კაცი გულის ფიცარზე ამოეკვეთა".



"უწმინდესი და უნეტარესი ილია II მუდამ სამეუფეო, ოქროს გზით ატარებს ქართველ ერს. და დღესაც, როდესაც დროის სული უნდა შევიცნოთ, როდესაც ეკლესიას უაღრესად მშფოთვარე დროში უწევს მოღვაწეობა, უწმინდესი კვლავ დიდი სიბრძნითა და გამჭრიახობით მიგვიძღვება წინ და კვლავ ყველა კითხვაზე აქვს პასუხი"


/"საპატრიარქოს უწყებანი" N40, 2017, გვ.8, 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:15 PM

"უწმინდესთან ერთობა უხარია ყველას, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა"

"კათოლიკოს-პატრიარქს ყველა ცხოველი და მცენარე უყვარს. კარგად მახსოვს მისი ლოცვა-კურთხევა: "თუ ვინმე მოვიდა და ყვავილი გთხოვა, მიეცი. ის სახლში წაიღებს და გაახარებს მას. მცენარესაც გაუხარდება და ადამიანსაც გაულამაზდება ცხოვრებაო".

/საპატრიარქოს მებაღე სოლომონ ცხოვრებაშვილი/

"სამეუფეო გზა მართლაც გოლგოთაზე გადის და სავსეა ტკივილებით, რომელთა გასიგრძეგანება ჩვენთვის იოლი არ არის, ის კი ვიცით, რომ უსაშველოდ მძიმეა ჯვარი პატრიარქისა, რომელსაც თვითონ ასე უდრტვინველად ატარებს".

"საპატრიარქოს უწყებანი" N40, 2017, გვ.10, 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 07:59 PM

"მახსოვს 1977 წელი, როდესაც ეს ცეცხლოვანი ტახტი ჩაიბარა პატრიარქმა ილია მეორე"

"სვეტიცხოველში მისი პატრიარქად კურთხევა იყო ქართველთა დაგროვილი იმედის დიდი დღესასწაული".

/მეუფე კალისტრატე/

"ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ეპოქალური მოვლენაა! საქართველოსთვის შეწირული!"

/მეუფე ეფრემი/

"სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობა გეუფლება ადამიანს, როდესაც ქვეყანას ასეთი პატრიარქი მიუძღვის".

/ლელა ალიბეგაშვილი/

"თქვენ და საქართველო ძალიან სჭირდებით ერთმანეთს".

/ოთარ ჩრდილელი/

/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2018, გვ.7-10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:42 AM

"თამამად შემიძლია ვთქვა, ვისაც მე შევხვედრივარ საქართველოს ფარგლებში, პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც სრულყოფილად განჭვრეტს ღმერთს, პატრიარქი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას კითხულობს, ღვთის ნებას იგებს, აღასრულებს და ერს მოუწოდებს, რომ თქვენც აღასრულეთ ნება ღვთისა, რათა უფალმა არ გვითხრას, მე თქვენ არ გიცნობთო"

/მეუფე საბა (გიგიბერია)
"საპატრიარქოს უწყებანი" N5, 2018, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2018, 10:31 PM

"იგი არის ღვთის მორწმუნე ადამიანი და რწმენას ჩვენ ყველანი მისგან ვსწავლობთ".

/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2018, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2018, 04:59 PM

"მსგავსი ღავაწლი, რაც ილია მეორემ საქართველოს ეკლესიისათვის გასწია, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს".

/სერგო ვარდოსანიძე
"კარიბჭე" N3, 2018, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2018, 02:33 PM

"რაც მეტ ტალახს ესვრიან, მით უფრო მაღლდება უწმინდესი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2018, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 09:41 PM

"თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ყველა ქართველის გულში პირველი ადგილი უკავია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზნად არასდროს დაგისახავთ. და როგორც ადრეც მოგახსენეთ, ადამიანებს საპატრიარქოში რომ ეგულებით, თუნდაც მხოლოდ ამით წარმოადგენთ მათთვის მადლის, ძალისა და შთაგონების წყაროს.

თქვენ ღმერთმა თავის ანგელოზად მოგავლინათ საქართველოსთვის".

/არქიმანდრიტი ეფრემი (კუცუ)
"საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2018, გვ.4-5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2018, 03:40 PM

"ჩეხეთის მთავარეპისკოპოსმა უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მოიხსენია ჩვენი უწმიდნესი. ბრძანა, - ქრისტიანობის ბურჯია საქართველოს პატრიარქი, ასეთი სულიერი წინამძღვარი დედამიწაზე არავის ჰყავსო".

/"კარიბჭე" N15, 2011, გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:30 PM

"ღვთის დაშვებითა და მარიამ ღვთისმშობლის შემწეობით, ეტყობა, ჩვენი პატრიარქი საქართველოს უკეთეს მომავალს ხედავს და ამიტომ არის, რომ მისი სიტყვებიდან უდიდესი იმედი გამოსჭვივის."

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:48 PM

საქართველოს სანთელი

უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს

ჩვენზე ღამენათევი, ვითარცა მზე, თბილია,
საქართველოს სანთელი - პატრიარქი ილია.
ის მფარველობს ქართველ ერს, ის სიკეთის შვილია,
იწვის, როგორც კანდელი, მისთვის დაფერფლილია.
დღეს, როს ჩვენი სამშობლო გასაყოფი ლელოა,
ჩვენთვის უძვირფასესი მისი სადღეგრძელოა,
ვინც დიდ ზრუნვით დაბერდა, სულით ცამდე ამაღლდა,
თუმცა დარდი გაბევრდა, მაგრამ ღმერთი თან ახლდა.
ნეტავ, დარდი რისია?! გულისტკენა რისია?!
გულზე დაუწერია გადამრჩენის მისია...
როგორც კავკასიონი, სპეტაკია,თეთრწვერა,
სამშობლო და სიონი მას სულ გულზე ეწერა.
საქართველოს სანთელი - საქართველოს შვილია,
ღმერთო, დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი ილია!

ციური თარგამაძე

/"კარიბჭე" N3, 2009, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:24 PM

"დღეს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს ეწოდება "უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი". მართალია, ძველი საბუთების მიხედვით, იხმარებოდა ტერმინი "კათალიკოსი", მაგრამ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა მართებული ფორმა "კათოლიკოსი", რადგან სიტყვის ძირი ბერძნული katholikos-იდან მომდინარეობს."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2018, 02:07 PM

"უწმინდესის სახით მართლაც წმინდანი დადის დედამიწაზე. ვინც მას დაუჯერებს და გაჰყვება, ნამდვილად საუკუნო სიცოცხლე ექნება მარადისობაში."

/"კარიბჭე" N8, 2010, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2018, 05:01 PM

"41 წელი არავინ ყოფილა მმართველი ჩვენი ეკლესიისა. უფლის ნება თუ არ არის, ვერც არჩევა მოხდება და ვერც წელთა სიუხვე. ამითაც დასტურდება, რომ ჩვენი უწმინდესი უფლის რჩეულია, ეკლესიის რჩეულია, ხალხის რჩეულიცაა და სათნო იღო ღმერთმა მისი მამათმთავრობა".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)
"კარიბჭე" N1, 2019, გვ. 5/

---------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2019, 06:51 PM

"[პატრიარქი]საოცრად ერუდირებული ადამიანია, მისი საუბარი ტანში ჟრუანტელად დაგივლის"

/"კარიბჭე" N2, 2019, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:15 PM

"იგი ნამდვილად, ჭეშმარიტად თავად არის მოციქულთა სწორი, ეს არის პატრიარქი, რომლის ხელშიც საქართველო გახდა სრულებით სხვანაირი".

/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2019, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:42 PM

"საღამოს ტრაპეზზე პატრიარქმა მკითხა: მოგწონს აქაურობა [სნო]? პატრიარქს ვუთხარი: უწმიდესო, მე თქვენს გვერდით ვარ ზღაპარში; აქედან რომ წავალ და ზღაპრიდან გამოვერკვევი, არ ვიცი რა მეშველება. მან მითხრა, ნუ გეშინია, იქაც ზღაპარში იქნებიო. ღმერთმა ინებოს, პატრიარქი ჩვენ გვერდით ძალიან დიდხნას იყოს და ზღაპარი არასოდეს დასრულდეს".

/მამა პეტრე კვარაცხელია
"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 08:40 PM

"თურმე უწმინდესისთვის ახალი ტელეფონი უჩუქებიათ, თან თავი მოუწონებიათ, ასეთი ტელეფონი სულ სამია, ეს ისეთი ტელეფონია, რომელიც არ ისმინებაო. შვილო, მთელი ცხოვრება იმას ვითხოვ, რომ მომისმინონ და რად მინდა ასეთი ტელეფონი, თუ არავინ მომისმინაო, - უთქვამს ილია II-ს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2019, გვ.16/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:39 AM

"მზიანი ღამე უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა თავის განვლილ ცხოვრებას და მოღვაწეობას. როგორი ოპტიმიზმი და იმედია ამ ნააზრევში! ჩემთვის, ერთი ქრისტიანისთვის, უდიდესი მაგალითის ძალა აქვს უწმინდესის დათმენის უნარს. დიდი ზეწოლის მიუხედავად, მან მოახერხა ერის ჭეშმარიტების გზაზე გამოყვანა. ეს მაშინ, როდესაც ამდენი არაკეთილმოსურნე გვყავს შინ თუ გარეთ, როდესაც ყოველი ჩვენგანის სულში თავნებობა და ამპარტავნებაა დავანებული, როდესაც ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ერთმანეთისა არ გვესმის, როდესაც საყოველთაოდ დადგენილ ფასეულობებს უარვყოფთ და ყველას ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს."

/"კარიბჭე" N8, 2011, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2019, 09:37 PM

"დღეს ჩვენ ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი: ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელიც 41 წელია მართავს ეკლესიას. ვისაც შეუძლია, მოვიდეს, შეახოს მას ხელი, ემთხვიოს მას ხელზე და დარწმუნდება მის სიწმინდეში"

/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2019, გვ.8-9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:12 PM

"კიდევ ერთხელ შევწიროთ უფალს მადლობა იმისათვის, რომ ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელი მოუვლინა საქართველოს ეკლესიას, რომელიც მაცდურის ხრიკებზე სიკეთით და ბრძნულად პასუხობს".

/მეუფე იოანე (გამრეკელი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2019, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 03:16 PM

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს,
უწმინდესსა და უნეტარეს,
ილია II-ს


მეამაყება, ჩვენს ქვეყანას
ასე რომ შვენი,
კაცი დიადი, უწმინდესი,
კეთილი, ბრძენი.
უეჭველია, ღვთის განგებამ
ასე ინება:
სიდუხჭირეში მოგვვლენოდი
სულის იმედად.
და თუ ჩვენ ვძლიეთ ათას ჭირს და
მელანქოლიას,
თქვენს ყოველ სიტყვას განკურნების
ძალა ჰქონია.
ბედნიერია ერი, ვისაც
თქვენ ეგულებით,
რწმენის ტაძარში ანთებულან
სუფთა გულები.
ო, ეს "სამება" მართლაც თქვენი
სულის ასლია...
როგორ იმძლავრეთ და ააგეთ
"თქვენი ვარძია"!!!

უდიდესი პატივისცემით
მარიკა ბარათაშვილი

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 09:46 PM

" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2005 წელს მიგიწვიათ საპატრიარქოში...

- უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქად რომ აკურთხეს, პირველი შეხედვისთანავე ვიგრძენი, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომ მასში რაღაც ანთია, ამიტომ მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ მას. საოცრად სუფთა თვალები, საოცრად სუფთა სახე აქვს. იცით, მისი თვალებიდან ბავშვური სიმართლე მოჩანს... ასეთები უნდა მიუძღოდნენ ხალხს, ღრმა რწმენით, ღრმა სიმართლით"

/პოეტი მარიკა ბარათაშვილი
"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:08 PM

"თუ გვსურს ერის გადარჩენა, უნდა მივყვეთ პატრიარქის მითითებულ გზას!"

/"კარიბჭე" N10, 2019, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2019, 12:42 PM

როგორც მზეს ვერაფერს დააკლებენ რამდენი ტალახიც არ უნდა ესროლონ, ასევეა უწმინდესიც, მის უდიდეს სიწმინდეს ვერანაირი ტალახი ვერაფერს დააკლებს, მსროლელს კი ხელები გაესვრება...

ჩვენს პატრიარქს

ჩვენო პატრიარქო,
ჩვენო საფიცარო,
თქვენით ვმშვიდდებით
და მხოლოდ
თქვენით ვხარობთ.
მხოლოდ თქვენ ერთი ხართ
საქართველოს მრწამსი,
როგორ გვინდა ყველას
ვიყოთ თქვენი მსგავსნი.
ღმერთმა გადღეგრძელოთ
ერის დამლოცველო,
ჩვენო სახატე და
ჩვენო სამლოცველო.

/მაკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2019, 01:35 PM

რწმენა დაგვიბრუნე, ქრისტე დაგვიბრუნე,
(თმებზე თეთრი თოვლი გათოვთ),
გმადლობთ, ტაძრებისთვის, გმადლობთ სანთლებისთვის,
გმადლობთ, უწმინდესო, გმადლობთ.

დღეს, რომ ზარი რეკავს ტაძრის ეზოებში,
ღმერთს, რომ ამ ჩვენს გულებს ვანდობთ,
გმადლობთ, ამ რწმენისთვის, ნათლის მადლმოფენის,
გმადლობთ, უწმინდესო, გმადლობთ.

ცრემლი დაგადინეთ ( როგორ მეტირება),
გვლოცავთ, თქვენ კი ჩუმად დარდობთ,
გმადლობთ, რომ გვიტევებთ, გმადლობთ სამებისთვის,
გმადლობთ, უწმინდესო, გმადლობთ.

ათი ტაძარი, რომ ათასს გაუტოლეთ,
დღეს , რომ საქართველო ვარდობს,
ჩვენ, რომ დაგვანახე წმინდა გზასავალი,
გმადლობთ, უწმინდესო , გმადლობთ!

/მზია წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 03:44 PM

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესმა და უნეტარესს, ილია II-ს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, უფლის წყალობას, მრევლის გაძლიერებას რწმენაში, ბევრ ერთგულ ადამიანს. მრავალჟამიერ, ჩვენო პატრიარქო!"

/"კარიბჭე" N1, 2020, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:16 PM

"მეუფე ნიკოლოზმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ უწმინდესისა და უნეტარესის "პრინციპია", არ დასაჯოს შეცდომილი ადამიანი; აღნიშნა, რომ მის მამას ჰქონდა გამოცხადება, სადაც ღმერთი პატრიარქს ავალებდა ურჩების დასჯას და თითქოს უთხრა - "დაწვი" ისინიო, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაშიო.

ყველამ კარგად იცის, როგორი მოწყალეა ჩვენი პატრიარქი. მისთვის სიკვდილის ტოლფასია არა თუ დასჯა ადამიანისა, არამედ უბრალო საყვედურის თქმაც კი; თავის გულში ატარებს ტკივილს და ამას არასდროს გამოხატავს. მისი მხრიდან "სასჯელი" შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ არ გაგიღიმებს და ეს ხდება ჩვენთვის დიდი მწუხარება და სატკივარი"

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2019, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:51 PM

"გავა დრო... ჩვენი მომავალი თაობები ინატრებენ და წლები-საუკუნეები დაელოდებიან მსგავსი ადამიანის დაბადებას! მადლობა შევწიროთ უფალს, რათა მის სამწყსოში მოგვმადლა ცხოვრება! გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო შევიყვაროთ ჩვენზე მლოცველი უძვირფასესი ადამიანი, პატრიარქი ილია მეორე"

/"კარიბჭე" N1, 2020, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 10:17 PM

"დამერწმუნეთ, პატრიარქსაც და ერსაც, ჩვენ, მუსლიმები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ, თუ ეს საჭირო გახდება"

/ზემო აჭარელი მუსლიმი ამირან გაბაიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N29, 2019, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:24 PM

"რთულად გვაქვს საქმე, მეგობრებო, რადგან პატრიარქი ღვთის რჩეულია და უფლის რჩეულ ადამიანთან შებრძოლება ძვირად დაგვიჯდება"

/"კარიბჭე" N1, 2020, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:16 PM

-----------

"გაუძელით ჩვენო მამაო, გაუძელით. უფლის მადლი, წმინდანები, წინაპრების ლოცვა, გული და ყველა თანამემამულის თვალები თქვენთანაა დაჯაჭვული"

/ლევან მოლიშვილი (ფერეიდნელი თანამემამულე)
"კანდელი" N1, 2020, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:36 PM

"კათოლიკოს-პატრიარქის სახით ჩვენ გვყავს მართლაც ჯვარცმული, ეკლესიისა და მამულისთვის შეწირული პიროვნება და ვხედავთ, რომ ის დაიღალა ჩვენი ცოდვების ტარებით და ჩვენი უმადურებით; მიუხედავად ამისა, ოდნავაც არ იმსუბუქებს მდგომარეობას, არ ცვლის თავის ყოველდღიურ რეჟიმს".


"საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის ღვთისგან მოვლენილი დიდი სულიერი მამა ერისა, ეპოქალური მოღვაწე! ამდენი ხანი ასეთი "მძიმე" სამწყსოს მხრებზე ტარება წარმოუდგენელი ღვაწლია. ამიტომ არის ის აღიარებული მთელ მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა დიდგორის ომი. მაშინ მუსლიმანური სამყარო ძალიან უტევდა ქრისტიანობას. დასავლეთ ევროპაში იყვნენ ისინი შესულები და უცებ, ზურგში, მუსლიმებს გაუჩნდათ ისეთი ქრისტიანი მოწინააღმდეგე, რომელმაც მეტად შეაშფოთა და დააზარალა ისინი და მას უწოდეს მესიის მახვილი. სწორედ მესიის მახვილია დღეს მთელი მსოფლიოსთვის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი. და არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, ყველა რელიგიური ცნობიერების მქონე ადამიანისთვის და იგი გახდა მესიის მახვილი".

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2019, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 09:58 PM

"ვილოცოთ მისი უწმინდესობის ილია II-ის პატრიარქის ტახტზე კურთხევიდან 50-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N31, 2019, გვ. 9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2020, 09:09 PM

"უფალმა მოგვივლინა თვისი რჩეული, ვის გამოძერწვას ხშირად სჭირდება ათასწლეული"

/დედა ელენე
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2019, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2020, 07:47 PM

"მსოფლიოს სხვა პატრიარქებისაგან განსხვავებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მანტია მეწამული ფერისაა ნიშნად იმისა, რომ ის იმ ქვეყნის პატრიარქია, სადაც მაცხოვრის კვართია დავანებული (იგი გვევლინება მაცხოვრის კვართის მცველად). უფლის კვართი სისხლში იყო ამოვლებული, ამიტომ მანტიაც სისხლისფერია. გარდა ამისა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა, დედა ღვთისა კი მეწამული მანტიით არი შემოსილი"

/"მწუხრისა და ცისკრის ლოცვები (განმარტება)" გვ. 172/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:09 PM

"პატრიარქი ღრმად მორწმუნე, ქრისტიანობაში უაღრესად განსწავლული, ამავე დროს - მეცნიერებაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი აღმოჩნდა. მან თავის ეპისტოლეებში დააყენა ისეთი საინტერესო მეცნიერული საკითხები, რომლებმაც ჩვენ, ფსიქოლოგები, გაგვაკვირვა და მოგვამზადა იმისთვის, რომ გაგვეერთიანებინა და გაგვეძლიერებინა ჩვენი ძალისხმევა.

ერთ-ერთ ეპისტოლეში მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას სკოლამ უნდა ასწავლოს ანალიტიკური აზროვნება. ეს ის აზროვნებაა, რომელსაც მოითხოვს ადამიანთა გონივრული ცხოვრება. ხშირად ადამიანებს აზროვნება იმ მიმართულებით მიჰყავთ, რომ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებანი უფრო მისაღები გახადონ, პოზიციები განიმტკიცონ (სწორედ ამას აკეთებენ პოლიტიკოსები), ზემოქმედების მოხდენას უფრო ისახავენ მიზნად, ვიდრე ჭეშმარიტების ძიებას.

საოცარია: უწმინდესმა ფსიქოლოგებს, ლოგიკოსებს, ფილოსოფოსებს დაუსახა გეზი, რომელსაც უნდა მიჰყვეს ადამიანის აზროვნება. მან დასვა ისეთი სერიოზული საკითხები, როგორიც არის კონფლიქტურ ურთიერთობებში გარკვევა და ადამიანთშემწყნარებლობა, რომელსაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაში უდიდესი ადგილი უკავია. უწმინდესმა თავის ეპისტოლეებში ხაზგასმით მოგვიწოდა ურთიერთგაგებისა და შემწყნარებლობისკენ (სხვათა შორის, შემწყნარებლობის იდეის შესახებ ძალიან საინტერესო მოძღვრება აქვს განწყობის ფსიქოლოგიას)."


"ძალიან მომეწონა მისი უწმინდესობის შეხედულება ღირებულებათა იერარქიის შესახებ. ეს ღირებულებებია: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პატრიარქის შეხედულება, რომ ერი არის უდიდესი და უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე პიროვნება, - საოცრად ახალი და მოწინავე შეხედულებაა. ერი, როგორც სუბიექტი, როგორც ცოცხალი არსება, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. "ქართლის ცხოვრება" აღწერაა ქართველი ერის ცხოვრებისა. აქ ქართველი ერი სულიერ არსებად არის გააზრებული. საზოგადოდ, ერი სულიერი არსებაა, რომელიც ქმნის ენას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ეროვნულ ღირებულებებს... ერის სამსახური ჩვენი ეკლესიის, ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების წმინდა მოვალეობად უნდა იქცეს."


/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი
"კარიბჭე" N4, 2007, გვ.44-45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 11:26 AM

"1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ მეუფე ზინობი [მაჟუგა] თეთრიწყაროს ეპისკოპოსად დაადგინა. მრავალი წლის განმავლობაში იგი გახლდათ შემაკავშირებელი ქართული და რუსული ეკლესიებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მან აღკვეცა ბერად ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური და უწინასწარმეტყველა პატრიარქობა."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.37/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 12:48 PM

"ღვთის შეწევნით, პატრიარქი უკვე 43-ე წელია, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელია. მსგავსი ოდესმე არც საქართველოში და არც მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში არ მომხდარა"

/ბატ. ოთარ ნიკოლაიშვილი
"კარიბჭე" N9, 2020, გვ.38/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:11 PM


"უწმინდესი - შროშან-სალბუნი გულის ჩვენისა"

/მართა ტარტარაშვილი - თარხნიშვილი
"კარიბჭე" N1, 2021, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:24 PM

"უწმინდესო, დიდხანს იცოცხლეთ ადამიანების ნუგეშად!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 08:34 PM

"ქართველი ადამიანი ბუნებით წესიერია. მას სულაც არ სჭირდება ისეთი უხეში სანახაობებით გართობა, რითაც ასე სავსეა ჩვენი ტელესივრცე. არადა, თითქოსდა სპეციალურად მუშაობენ იმაზე, რომ წყობიდან გამოგვიყვანონ, ეს დაგვაკარგინონ და შეგვშალონ. რაც შეეხება ჩვენს უწმინდესს, ამ საშინელ დროში იგი მანათობელი ვარსკვლავივითაა. ასე იყო იმ დროსაც, როცა გვყავდა პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. ასეა ახლაც, როცა ჩვენი ერის სულიერი მამობის უღელს ილია II სწევს. როგორც ჩანს, ღმერთი თვითონ ზრუნავს ამაზე და მძიმე პერიოში გვიგზავნის ასეთი ზნეობისა და სულის მატარებელ ადამიანებს. თუ ჩვენ ამას გულისხმავჰოფთ და მას დავეკითხებით ჭკუას, თუ დავუჯერებთ, გადავრჩებით კიდეც".

/გურამ დოჩანაშვილი
"კარიბჭე" N5, 2021, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 07:41 PM

"ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2021, გვ.7/

--------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 06:59 PM

"უწმიდესი საოცრად დახვეწილი პიროვნებაა. არ შეიძლება, ასეთი სულიერების მქონე ადამიანი არ იყოს მრავალმხრივ განვითარებული. მისი სახვითი ხელოვნებისადმი, მუსიკისადმი მიდრეკილება, ალბათ, თავმდებია ასეთი სულიერებისა. ის სინატიფე და სინაზე, რაც უწმინდესს აქვს სულში, იგრძნობა საგალობელთა მელოდიებში. მადლობელი ვარ უფლის, რომ მე და სვიმონს მცირედ მოგვეცა საშუალება უწმიდესის სულიერი სამყარო მუსიკალურად გადმოგვეცა. ცოტა უკეთესი თუ გავხდი ცხოვრებაში, ეს უწმიდესის დამსახურებაა - უფლება არ მაქვს, სხვაგვარად ვიცხოვრო, ან ცუდი რომ დავუშვა"

/უწმიდესის საგალობლების არანჟირების ავტორი ზვიად ბოლქვაძე
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 07:18 PM

"უწმიდესს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს... ვმუშაობდით "სანკტუსზე". ეს უნდა ყოფილიყო და არის კიდეც ძალიან ამაღლებული, მაჟორული და ღვთაებრივი საგალობელი - ერთ ნაწილზე მე ვმუზიცირებდი, თან ვეკითხებოდი, - უწმიდესო, ეს როგორია-მეთქი. მითხრა: არა, მინორი არა, ზეცაში მხოლოდ მაჟორიაო და თავადვე გაეცინა. ნამდვილად, ზეცაში მხოლოდ მაჟორია, ძალიან ამაღლებული და საოცრად კაშკაშა. უწმიდესს არ უყვარს მინორი".

/უწმიდესის საგალობლების არანჟირების ავტორი ზვიად ბოლქვაძე
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.35/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 08:01 PM

"ძალიან მინდა ბედნიერი და გახარებული იყოს ჩვენი პატრიარქი. უფრო მეტად თუ დავუჯერებთ, გაცილებით კარგად ვიცხოვრებთ".

/უწმიდესის საგალობლების არანჟირების ავტორი ზვიად ბოლქვაძე
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:26 PM

"არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო სამეფო სახლიდან და მას ამიტომ "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ. აგრეთვე არსებობს ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა ფშაველას ნათესაობის შესახებ".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.103/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:41 PM

"2004 წელს, საბერძნეთში მოსალოცად წასულნი, შევხვდით წინასწარმეტყველების და კურნების ნიჭით დაჯილდოებულ მამა ნექტარიოსს, რომელმაც გვითხრა, თქვენ წმინდა პატრიარქი გყავთო".

/არქიმანდრიტი ილია ნასიძე
/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:32 PM

"მთელი ზეციური იერარქია ამაყობს თქვენით"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, ჩანართი, გვ.1/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 02:40 PM

"არსებობენ ადამიანები და არსებობენ რჩეული ადამიანები... და არსებობენ ანგელოზები დედამიწაზე, ადამიანური სახით და ცხოვრებით, თუმცა თვალით უხილავი შარავანდედითა და ამაღლებული, ღვთაებრივი მისიით, რომ ერს გადარჩენის და რწმენის გზაზე წინ წაუძღვნენ, მტკიცე ზღუდედ და ფარად აღიმართონ, მოაბნიონ უფლის სიტყვა მორწმუნეთა და ურწმუნოთა, დარდიანთა და ბედნიერთა, მდიდართა და გლახაკთა გულებში.

მისი უწმიდესობა ილია მეორე, ჩვენი საოცარი, ბრძენი, ანგელოზად მოვლენილი პატრიარქი, ჩვენი იმედი და მაცოცხლებელი შუქურაა, ის წყაროა, რომლის შესმის შემდეგ მომაკვდავი გაცოცხლდება, ნაღველი სიხარულით შეიცვლება, ურწმუნოება - რწმენით. არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც შეხვედრია პატრიარქს და მისგან მთელი ცხოვრების საკმარისი რწმენა არ წამოეღო, რაღაც არაამქვეყნიური ნათლით არ აღვსილიყო მისი გული".

/ნათია სიყმაშვილი
წმ. ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, ჩანართი, გვ. 4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:21 PM

"აღსაყდრებიდან დღემდე - ჩვენი ცოდვების მტვირთველი"

"სწორედ მისი დაუღალავი ლოცვის, კაცთმოყვარეობისა და შეუფასებელი ღვაწლის საფასურად არგუნა ღმერთმა ხალხის უდიდესი სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა, რასაც ვერც დრო, ვერც ერისა და რწმენის მტრები ვერაფერს დააკლებენ"

/ნიკოლოზ მესხიშვილი
წმ. ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, ჩანართი, გვ. 4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:34 PM

"ჩვენ ყველს ჩვენი გოლგოთა გვაქვს გასავლელი, თითოეულს, ამ მძიმე ეპოქაში, და ერს, ერთად აღებულს. ღვთის შეწევნაა გამჭრიახი წინამძღოლი ამ რთულ გზაზე, სულიერი მამა, როგორც გულმხურვალე მლოცველი და თან საქმით მაგალითის მიმცემი. მგონი, რომ ეს შეეწევნა გვაქვს უწმინდესის სახით"

/სტუდენტი მარიამ თაღიაშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, ჩანართი, გვ. 2/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 06:56 PM

"თქვენ ბრძენი პატრიარქი ხართ; კარგად იცით ქვეყანას რა სჭირდება და რა წაიყვანს მას წინ. თქვენ ებრძვით იმას, ვინც ებრძვის ქართველობას, ვისაც სურს უზნეობას გაუღოს კარი"

/ავთანდილ დიასამიძე,
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:06 PM

"და კიდევ ერთი რამ: არ დაგვავიწყდეს - ის ყოველი ჩვენგანის ტვირთს ატარებს. ამიტომ, რაც უფრო მეტად ვეცდებით, შევიმსუბუქოთ ჩვენი ცოდვები, რაც უფრო მეტად შევებრძოლებით საკუთარ ცოდვას, ვიქნებით სასულიერო დასისანი თუ საერონი, მით უფრო შემსუბუქდება პატრიარქის ჯვარი და კიდევ დიდხანს გვექნება საშუალება მისი კურთხევის მიღებისა. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, მართლმადიდებლებს, საქართველოში მცხოვრებთ, რომელნიც ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან დედაეკლესიის წიაღს, მათ უყვართ პატრიარქი, მაგრამ თუ სურთ, რომ ეს სიყვარული იყოს ქმედითი, დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს. ამით ისინი გაახარებენ პატრიარქს, მის ჯვარს შეამსუბუქებენ და გააძლიერებენ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს.

საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა, საქართველოში აუცილებლად იქნება ერთსულოვნება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი ღვთისგან მოვლენილი XXI საუკუნის მოციქულის - ჩვენი პატრიარქის სიტყვებს შევასრულებთ, მოვსმენთ, დავიჯერებთ და გავერთიანდებით"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 04:49 PM

"ყველასთვის ასეთია ჩვენი პატრიარქი - ყველას ტკივილი უნდა იტკივილოს, ყველას სიხარული გულით გაიზიაროს, ყურადღება გამოიჩინოს...

ძალიან განვიცდით პატრიარქის შვილები, როდესაც მას დაუმსახურებლად ლანძღავენ და ცილს სწამებენ. მზად ვართ, ნებისმიერ მათგანს ხელდახელ შევებათ და პასუხი მოვთხოვოთ მკაცრად. ამ დროს, უწმიდესი თავად გვაძლევს მოთმინებისა და დიდსულოვნად მიტევების მაგალითს. ნეტა იცოდნენ მისმა მაძაგებლებმა, თუ როგორ გულმხურვალედ ლოცულობს მათთვის. ალბათ მივიდოდნენ და მუხლებში ჩავარდნილნი პატიებას შესთხოვდნენ ამ უძვირფასეს კაცს, რომელსაც ყველა უანგაროდ უყვარს და მათ შორის მოძულენი და მაჭირვებელნი მისნი...

ერთმა მოძღვარმა მომიყვა: - ტელევიზორს ვუყურებდი უწმიდესთან ერთად, ერთ-ერთ გადაცემაში ერთი პიროვნება აუგად იხსნიებდა ჩვენს პატრიარქს. უხერხულად ვიგრძენი თავი და დავაპირე სხვა არხზე გადამერთო, მაგრამ უწმიდესმა შემაჩერა, ბოლომდე მოუსმინა და მერე მთხოვა, იმ ადამიანის სახელი ჩამაწერინე, ჩემზე რომ ამბობდა აუგს, ლოცვებში მინდა მოვიხსენიოო..."

/საქართვლოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე
ზვიად სეხნიაშვილი
"კარიბჭე" N1, 2023, გვ.7/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2023, 08:57 PM

ილია პატრიარქს

"როცა ხევებში ყაზბეგისა დაჰბერავს ქარი,
მაშინ მშობლიურ წარსულიდან დრო აკვანს გირწევს,
შენს გულს ყოველდღე ემატება ჩვენ გამო ბზარი
და ამ ბზარების ამოვსება ლოცვებით გიწევს.
როდესაც ქვეყნად უღმერთობა დაავქარობდა,
ხელში აიღე ორი კვერთხი ერის და ბერის,
შვება გვაჩუქე საიქიო, სააქაოთ და,
როცა ვასრულებთ შენს კურთხევას, რარიგად გვშველის!
მადლობა, ჩვენო პატრიარქო, რომ გული გვიძგერს,
ქართული გული, რომელიც რომ მაგ გულით ფეთქავს,
რამდენჯერ შენზე აუგის თქმა ნადიმად მიწვევს,
მაგრამ ვშიმშილობ, იმისთვის რომ ღვთისშვილი მერქვას,
შენი ბაგიდან მოჩქერალობს ჩვენში სიმშვიდე,
თავმდაბლობა გაქვს სიყვარულის წარმოსაჩენად,
მართალი სიტყვა, მტკიცე მზერით ბევრჯერ იშიშვლე,
გულში დაჭრილი საქართველოს გადასარჩენად.
წარსულის ცოდნით შემოსილო, მომავლის რწმენავ,
ქართველი ერის მთელი ტვირთი მაგ მხრებზე გადევს,
ქრისტემ დაგლოცოს, პატრიარქო, და მოგცეს შველა,
ჩვენ რომ გვეძინოს, ეგ თვალები ღამეებს ათევს...
მადლობა, ღმერთო, მუხის ჩრდილში მზით აღარ ვიწვი,
გთხოვ, ამ მუხისა არ მანახო მე ფოთოლცვენა,
დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი, შეისმენ, ვიცი,
და სალაღობოდ გვიდღეგრძელე ქართული ენა!
როცა ხევებში ყაზბეგისა დაჰბერავს ქარი,
მაშინ მშობლიურ წარსულიდან დრო აკვანს გირწევს,
შენს გულს ყოველდღე ემატება ჩვენ გამო ბზარი,
და ამ ბზარების ამოვსება ლოცვებით გიწევს".

/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ.126/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)