IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში
lado s
პოსტი Mar 16 2007, 12:19 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



სად ვეძებოთ ჭეშმარიტება? ამ საკითხზე საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამის გარკვევის გარეშე (თუნდაც დაწყებით დონეზე), ნებისმიერი საკითხის გარკვევა უაზრო კამათად და დროის კარგვად იქცევა. ეს საკითხი ძალიან ღრმა და მნიშვნელოვასნია, შევეცდები მოკლედ ძირითად საკითხებზე გავამახვილო ყურადღება, თუ დაინტერესება იქნა და კითხვები გაჩნდება, მერე განვავრცოთ კონკრეტული საკითხები. გთხოვთ, ვისაუბროთ სერიოზულად, შეურაცხყოფების გარეშე. დამამცირებელი, ბოღმიანი, არაფრისმთქმელი ფრაზები და ა.შ. ქრისტიანებს არ შეგვეფერება, თუნდაც საკმაოდ განსხვავებული აზრები გვქონდეს გარკვეულ საკითხებში. ასეთი ქმედება მხოლოდ ამის მოქმედს დააზიანებს. ცხადია, ძნელია და გვიჭირს თავის დამდაბლება, შეცდომის აღიარება და ა.შ. მაგრამ ქრისტიანობა გვთხოვს ამას...
ჭეშმარიტება ქრისტეს ეკლესიაშია, ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, მისი მოძღვარი და განმაბრძნობელი სული წმიდაა, ასე გვწამს მართლმადიდებლეს. წმ ირინეოს ლიონელი (მეორე საუკ.) გვასწავლის: „სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება“ (წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი III, თავი IV). აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ანგლიკანების მიმართ (1672 წ.) ვკითხულობთ: „გვწამს, რომ თავად სულიწმიდა შთააგონებს კათოლიკე ეკლესიას... სულიწმიდა ეკლესიას შთააგონებს წმ. მამებისა და თვით კათოლიკე ეკლესიის მასწავლებელთა მეშვეობით. როგორც საღმრთო წერილი მთლიანად, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, არის სულიწმიდის სიტყვა, არა უშუალოდ, არამედ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით წარმოთქმული, – ასევე: ეკლესიაც განისწავლება ცხოველმყოფელი სულის მიერ შუამდგომლობითა წმიდა მამათა და მასწავლებელთა (რომელთა კანონები აღიარებულია წმიდა მსოფლიო კრებების მიერ და მათი უგულვებელყოფა ჩვენგან არ ეგების). სწორედ ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ დარწმუნებულნი ვართ, არამედ თამამად ვაღიარებთ როგორც უქცეველ ჭეშმარიტებას, რომ კათოლიკე ეკლესიას არ შეუძლია ცოდვაში ჩავარდნა: იგი არ ცდება და არ ამბობს ტყუილს ჭეშმარიტების წილ, რადგან სულიწმიდა, რომელიც მარად თავსევლება ჭეშმარიტმსახურ მამათა და მოძღვართა მეშვეობით, იმთავითვე ყოველგვარ ცდომილებათაგან იფარავს მას (საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კრებული, №3, გვ,69-70, 1988 წ.). ამავე საკიხზე ფრიად საგულისხმო სწავლებას გვაწვდის წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში: „ჯერ იყო ჩუენდა, ძმანო, რაჲთამცა არა გუეხმარებოდა წერილთამიერი შეწევნაჲ, არამედ ესევითარმცა გუაქუნდა მოქალაქობაჲ სავსე სიწმიდითა და სათნოჲ ღმრთისაჲ, რაჲთამცა მადლი იგი სულისა წმიდისაჲ განანათლებდა სულთა ჩუენთა წიგნთა წილ და ვითარცა წიგნნი იწერებიან მელნითა, ეგრეთმცა გულნი ჩუენნი იწერებოდეს მადლითა მით ცხოელსმყოფელისა სულისაჲთა; ხოლო ვინაჲთგან ესევითარსა მას საწადელსა და სასურველსა მადლსა დავაკლდით სიმრავლითა ცოდვათა ჩუენთაჲთა, მოედით, აწ მეორე ესე ვიპყრათ გზაჲ – გულისხმისყოფაჲ წერილთაჲ და მათ მიერ სარგებელი სულთა ჩუენთაჲ. უმჯობეს და უაღრეს იყო პირველი იგი, ვითარმცა წამებს ღმერთი საქმეთა მიერ მისთა და სიტყუათა; რამეთუ ნოეს და აბრაჰამს და შვილთა მისთა და იობს და მოსეს არა წერილთა მიერ ეტყოდა, არამედ თავადი თავით თვისით, რამეთუ ჰპოებდა გონებათა მათთა განწმედილთა ბიწისაგან ვნებათაჲსა; ვინაჲთგან კულა უფსკრულსა მას უკეთურებისასა შთავარდა ერი იგი ებრაელთაჲ და მრავალთა მიერ ცოდვათა შეამწიკულნეს სულნი მათნი, მერმე საჭიროდ სახმარ იქმნნეს წერილნი და ფიცარნი რჩულისანი და მათმიერი იგი სწავლაჲ, მცნებათა დადებაჲ, რამეთუ არღარა ღირს იყვნეს პირისპირ ზრახვად მეუფისა, და ესე საქმე არა პირველთა მათ წმიდათა ზე ოდენ, არამედ ახლისაცა რჩულისათა სახილველ არს, რამეთუ მოციქულთა არათუ წერილ რაჲმე მისცა ღმერთმან, არამედ წერილთა წილ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ აღუთქუა მოცემად, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: “მან მოგახსენოს თქუენ ყოველივე”. და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყვის წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: “აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი და იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ”. და მოციქული პავლე ამის უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყვის დაწერასა რჯულისა მის ახლისასა “არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ხორციელისათა”. ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთვის კუალად სახმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ“. ე.ი. სულიერად განწმენდილნი პირდაპირ სული წმიდისაგან იგებენ ჭეშმარიტებას, ხოლო ვინც ასეთ სულიერ სიმაღლეზე არ იმყოფება, მათთვის საჭიროა დაწერილი სჯული. დროთა განმავლობაში ეკლესიაში საჭირო გახდა დაწერილი სჯულის განმარტება. მამათა სწავლებები ძირითადად წმიდა წერილის განმარტებას წარმოადგენს, ზოგჯერ პირდაპირ მუხლობრივად, უმეტესად კი ცალკეული დოგმატური ან ზნეობრივი საკითხების ახსნით. წმ. კირილე ალექსანდრიელის მოწმობით: „ყველა, ვისაც ჯანსაღი გონება აქვს, ცდილობს წმ. მამათა სწავლებას მისდიოს“, ხოლო ნეტარი ავგუსტინე დასძენს: „ვინც განეშორება მამათა ერთსულოვან თნხმობას, ის მთელ ეკლესიას განეშორება“ (ციტატები მ. ნოვოსელოვის წიგნიდან „წერილები მეგობრებს“ წ. 18, მ.1994). წმ. კვიპრიანე კართაგენელი (მესამე საუკ.): „როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“ (დეკ. გრიგოლ დიაჩენკო, уроки и примери христианской веры, მ. 1894 გვ. 446). წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „...არცა ვის ხელეწიფების მეფესა გინა მღდელთ-მოძღუარს ახლოსა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესიაჲ შეაჩუენებს“. (ცხოვრება, კიმენი, ტ. 1, თბ. 1918 წ.). წმ. იოანე დამასკელი: „შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ: ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე _ ქრისტეზე, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (პირველი სიტყვიდან ხატმბრძოლთა წინააღმდეგ).
მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა არსებობს მამათა შორის აზრთა სხვაობა? ამაზე წმ. ბიკენტი ლირინელი პასუხობს: „წმიდა მამებს შემდეგი წესის დაცვით უნდა ვერწმუნოთ: რასაც ყველანი, ან მათი უმეტესობა, ერთხმად იღებდა, იცავდა და განცხადებულად გადმოსცემდა, თანაც უყოყმანოდ, თითქოსდა ეკლესიის მოძღვართა შორის არსებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ის უნდა მივიჩნიოთ უეჭველად, სარწმუნოდ და უცილობლად; ხოლო რასაც ვინმე, თუნდაც წმინდანი, ან მეცნიერი, აღმსარებელი ან მოწამე სხვებისგან განსხვავებულად განსჯიდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ყველას, – ჯეროვანია, რომ ეს ნააზრევი მივაკუთვნოდ მის პირად, დაფარულ, კერძო მოსაზრებებს და განვასხვაოთ საერთო, განცხადებული და საჯარო რწმენის ავტორიტეტისაგან, რათა საყოველთაო მოძღვრების ძველი ჭეშმარიტების უგულებელსმყოფელი მწვალებლებისა და განხეთქილების მოქმედთა მსგავსად მარადიული ცხონებისთვის უდიდესი საფრთხის ქვეშ არ გავყვეთ ერთი კაცის ცთომილებას“ (წმ. ბიკენტი ლირინელი, памятные записи, 1863 წ. გვ.135.); იგივე მამა: „მათ (ეკლესიის შვილებმა) განსაკუთრებით უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საღვთო სჯული განმარტონ საყოველთაო ეკლესიის გადმოცემებითა და კანონებით, თვით ეკლესიაში კი მათ აუცილებლად უნდა მისდიონ საყოველთაობას, სიძველეს, თანხმობას. და თუკი ოდესმე აღდგება ნაწილი საყოველთაოს წინააღმდეგ, სიახლე სიძველის წინააღმდეგ, ერთის ან უმცირესობის უთანხმოება ყველას ან უმეტესობის წინააღმდეგ, მაშინ ნაწილის დაზიანებულობას უნდა ვამჯობინოთ საყოველთაობის სიმრთელე, ხოლო თვით საყოველთაობაში – სიახლის უხმარობას სიძველის რწმენა უნდა ვამჯობინოთ, ხოლო სიძველეში – ერთის ან უმცირესობის უგულისხმობას უნდა ვამჯობინოთ, პირველ რიგში, თუკი არსებობს, საერთო კრების საზოგადო დადგენილებები, და თუკი ასეთები არ გვაქვს, მეორე რიგში უნდა მივდიოთ ყველაზე მარჯვეს – დიდ მოძღვართა უმეტესობის თანხმიერ აზრებს“ (წიგნიდან დეკ. გრიგოლ დიაჩენკო, уроки и примери христианской веры, СПБ. 1902, გვ 28).
წმიდა ფოტი დიდი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი: „ვიცით, რომ ზოგიერთ ჩვენს წმიდა მამას და მოძღვარს აქვს გადაცდენები ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებიდან; არ ვიღებთ როგორც მოძღვრებას იმ იდგილებს, რომლებშიც ისინი შეცდნენ, მაგრამ თვითონ ადამიანებს (ანუ წმინდანებს) ვიღებთ. ასე მაგალითად, როდესაც ზოგიერთი გაკიცხეს იმ სწავლებისთვის, რომლის თანახმად სული წმიდა ძისაგანაც გამოვალს, ჩვენ არ ვუშვებთ უფლის სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებას, მაგრამ იმათაც (ამის მთქმელ მამებს) არ განვაგდებთ მამათა (წმინდანთა) რიგიდან“. (წიგნიდან მთავარეპ. ფილარეტ ჩერნიგოველი историческое учение об отцах церкви, ტ.3, გვ. 254).
ცხადია, ცხოვრებაში ყოველთვის მარტივად არ წყდება სარწმუნოებრივი საკითხები. ამის თვალსაჩინო მაგალითია დაპირისპირებები ეკლესიის ისტორიაში, ეკლესიის გარეთ მყოფებთან და თვით ეკლესიის შიგნითაც. და ეს დაპირისპირებულნი ხშირად საკმაოდ განსწავლულნი არიან, ზოგჯერ წმინდანებიც. ერთი რამ ცხადია და უეჭველი: ღმერთი ხედავს კაცის გულს, მის შინაგან განწყობას და ცხონების გულწრფელ მაძიებელთაგან არავის უგულვებელყოფს.
მოკლედ რომ ითქვას, ჭეშმარიტი მოძღვრება ჭეშმარიტ ეკლესიაშია დაცული და ის უნდა ვეძებოთ წმიდა წერილში, მოციქულთა კანონებში, წმიდა კრებების დადგენილებებში, ღვთისმსახურებაში, წმინდანთა სწავლებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ჭეშმარიტებას ბევრი ვერ ხედავს, ხშირად მას საკუთარი ან გაკერპებული პიროვნებებისგან მიღებული პირადი წარმოდგენები ბინდავს. რამდენადაც განწმენდილია მორწმუნის გული და გონება, იმდენად ნათლად შეიცნობს ჭეშმარიტებას – „ნეტერ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ამ საქმეში უპირატესობა ენიჭება არა იმფორმაციული ცოდნის სიჭარბეს და გონების სისხარტეს, არამედ ვნებებისაგან გათავისუფლებას. იოანე ოქროპირი ამაზეც გარკვევით ამბობს: „...(პეტრე და ანდრია მოციქულებს) ღირსი მოქალაქობისა მის საღმრთოჲსა აქუნდა გონებაჲცა, წმიდაჲ და განათლებული, არა შეშფოთებული და დაბნელებული ვნებათა მიერ, არამედ განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა, შრომითა მით ხორცთაჲთა და სიყუარულითა და მორჩილებითა მამისაჲთა. ვინაჲთგან უკუე ესევითარი აქუნდა წმიდაჲ და სიბრძნითა სავსე გონებაჲ, ამისთვის, იხილეს რაჲ უფალი და ესმნეს სიტყუანი მისნი, მეყსეულად შევიდა მადლი მისი გულად მათდა. რამეთუ არა იყო ნისლი ვნებათაჲ გარემოხუეულ, რაჲთამცა არა შეუნდო მადლსა მას შინაგან შესლვად; არამედ პოა ნათელმან მან საღმრთომან გზაჲ წრფელი და განწმედილი და შევიდა გულად მათდა. და მეყსეულად ცნეს, ვითარმედ ესე არს, რომლისათვის წამებდა იოვანე, ესე არს, რომლისათვის ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ გარდამოხდა და ხმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა. ცნეს გონიერად და ჰრწმენა, ვითარმედ ესე არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ...“ (მათეს სახარების განმარტებიდან).
ჩვენ ვიცით მსოფლიო კრებების განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკლესიაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამა თუ იმ კრებას განსაკუთრებულ სტატუსს თვითონ ეკლესია ანიჭებს. მაგ. ეკლესიის ისტორიაში არსებობდა ერეტიკული კრებები, რომლებზე ხელმომწერი ეპისკოპოსების რიცხვი აღემატებოდა ნიკეის კრების მამათა რიცხვს. ამ კრებებზე პატრიარქები, პაპები, იმპერეტორები იღებდნენ და ამტკიცებდნენ ერესს. რატომ იქნა ეს კრებები უარყოფილი? იმიტომ, რომ ეკლესიის ერთობამ არ მიიღო მათი გადაწყვეტილებები. არ მიიღეს სული წმიდით განბრძნობილმა მორწმუნეებმა, რომელთა ნაწილი წმინდანებადაა შერაცხილი, დიდი უმრავლესობა კი უცნობი წმინდანები არიან, რადგან წმინდანია ყველა, ვინც ღმერთს ემსახურა, სული წმიდის ტაძრად იქცა და სასუფეველი დაიმკვიდრა. იყო პერიოდები, როცა თითქოსდა მწვალებლობა ზეიმობდა და მართლმადიდებლობა დევნილი იყო, მაგრამ სულიწმიდის ჭურჭლები ყოველთვის არსებობდნენ და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ეკლესიას.
ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ მოხდა, რომ წმიდა მამებმა დაწერეს ან გამოთქვეს სწავლებები, რომლებშიც მნიშვნელოვანი შეცდომებია? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მწვალებლებს წმინდანთა ნაწერებში სათავისო შესწორებები შეჰქონდათ და გარკვეული დროის შემდეგ ძნელდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს ცდომილება. ამავე საკითხს პასუხობს წმიდა ბარსანუფი დიდი. მას სულიერმა შვილებმა დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცდებოდნენ წმინდანები და რატომ არ განუცხადა ღმერთმა მათ სიმართლე, რათა სხვებს მათი მეშვეობით ჭეშმარიტება შეეცნოთ და არ შემცდარიყვნენ. წმიდა მამა პასუხობს, რომ ამ წმინდანებმა ზოგიერთი არასწორი სწავლება თავის მოძღვართაგან მიიღეს. მათ არ უკითხავთ ღმერთისთვის, სწორი იყო თუ არა ეს სწავლება და ამიტომ შეიწყნარეს იგი. ამგვარად მათი საკუთარი სწავლებები და მოძღვრებისგან მიღებული სწავლებები ერთმანეთს შეერია და ყველაფერი მათ მიეწერა. წმიდა ბარსანუბი სხვა პასუხში ამბობს: „თუკი ამბობ, რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი თავისი მადლით მათ (არასწორი სწავლების წარმოთქმაში) სხვათა სასარგებლოდ, რომლებიც მომავალში წაიკითხავენ მათ ნაწერებს, მაშინ ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი თავისი მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავისი ცოდვებით მრავალს დააბრკოლებდა და მისი საშუალებით მრავალნი მიიღებდნენ ზიანს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება ვეღარ იქნება თავისუფალი, არამედ ძალადობას დაექვემდებარება... განა წმიდა წერილში არ გვხვდება ისეთი გამონათქვამები, რომელთა გამოც ბრკოლდებიან ისინი, ვინც ვერ გულისხმაყოფს წმიდა წერილის სულიერ აზრს? ნუთუ უნდა ვთქვათ, ღმერთმა რატომ არ განუცხადა ყველას წმიდა წერილის სულიერი აზრი, რომ ადამიანებს ზიანი არ მიეღოთ?“(პასუხ. 610, 611).
ჭეშმარიტების ძიებასთან და სულიერ განათლებასთან კავშირშია ერთი საფრთხე. წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სულიერი საზრდოს, წიგნების შერჩევაში, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს სულიერ განვითარებასთან და ცხონებასთან. ამ ნაწილს დავასრულებ რამდენიმე საგულისხმო გამონათქვამით. წმ. პეტრე დამასკელი: „რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის თხზულებებიდან, ტ.1, გვ155). წმ. ისააკ ასური: „უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“(სამოღვაწეო სიტყვები, მ. 1854, გვ. 346). წმ. იოანე სინელი: „არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან, და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცდუნონ და მწვალებლობასა და გმობაში ჩააგდონ“ (საქ. ეკლესიის კალენდარი, 1986, გვ.418).



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 16 2007, 11:19 AM
პოსტი #2


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



lado s
ჩემო ლადო შენ სეგეძლო ამ თემის სათაური უფრო სხვაგვარად დაგეწერა. მაგალითად:მე ვიპოვე ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაში
ან მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 16 2007, 11:52 AM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



გლახას გამოხმაურება მართალი გითხრა ვერ გავიგე, ისეთი შთაბეჭდილებაა რომ ტექსტს ბოლომდე არ გაეცნო.
რაც შეეხება ზემოთ გამოთქმულ ინფორმაციას, გავეცანი, ვეთანხმები და მომწონს,მაგრამ საკამათო ან სამსჯელოს აქ ვერაფერს ვპოულობ
მადლობა ლადო ს-ს კარგი მიმოხილვისთვის.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Mar 16 2007, 06:46 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219






ბატონო lado s

საინტერესო ნაშრომი გაქვთ და საინტერესო საუბარი შეიძლება წარიმართოს.

ჭეშმარიტებაზე წერთ და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა გკითხოთ რა არის თქვენთვის ჭეშმარიტება?




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 16 2007, 07:27 PM
პოსტი #5


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



საინტერესო ნაშრომია ძმაო smile.gif ერთი კითხვა დამებადა

QUOTE
წმიდა ფოტი დიდი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი: „ვიცით, რომ ზოგიერთ ჩვენს წმიდა მამას და მოძღვარს აქვს გადაცდენები ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებიდან; არ ვიღებთ როგორც მოძღვრებას იმ იდგილებს, რომლებშიც ისინი შეცდნენ, მაგრამ თვითონ ადამიანებს (ანუ წმინდანებს) ვიღებთ. ასე მაგალითად, როდესაც ზოგიერთი გაკიცხეს იმ სწავლებისთვის, რომლის თანახმად სული წმიდა ძისაგანაც გამოვალს, ჩვენ არ ვუშვებთ უფლის სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებას, მაგრამ იმათაც (ამის მთქმელ მამებს) არ განვაგდებთ მამათა (წმინდანთა) რიგიდან“.


რას გულისხმობს წმინდა ფოტი დიდი

ის მამები ვინც ამ სწავლების მომხრეები იყვნენ, ბოლომდე ამის ერთგულები დარჩნენ ანუ? და მათ არ განვაგდებთ წმინდანთა რიგიდანო?


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 16 2007, 10:15 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მგონი ამ საკითხს უნდა ეხებოდეს:

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია?

I. პირველ რიგში, ჭეშმარიტი ეკლესია შეუბღალავი, სუფთა სახით უნდა შეიცავდეს მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ მოძღვრებას. ძე ღმერთის დედამიწაზე მოსვლის მიზანი ადამიანთათვის ჭეშმარიტების მოტანა იყო, როგორც მან ბრძანა ჯვარზე ვნების წინ: „ამისთვის შობილ ვარ, და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვჰსწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა“ (იოან. 18,37). მოციქული პავლე, მოძღვრავს რა თავის მოწაფეს ტიმოთეს, თუ როგორ უნდა აღასრულოს საეპისკოპოსო ვალდებულებანი, დასძენს: „ხოლო უკეთუ ვჰყოვნო, რათა უწყოდე ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლაი, რომელ-არს ეკლესია ღმრთისა ცხოველისა სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე განშტოებებს შორის სწავლების მხრივ დიდი სხვადასხვაობაა. პრინციპულად აუცილებელია შევთანხმდეთ, რომ ყველა არ შეიძლებ სწორად ასწავლიდეს. თუკი, მაგალითად, ერთი ეკლესია ამტკიცებს, რომ ზიარება არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ - არა, მაშინ შეუძლებელია ორივე მართალი იყოს, ანდა თუკი ერთ ეკლესიას სწამს პირჯვრის გამოსახვის სულიერი ძალის რეალურობა, ხოლო მეორე ამ ძალას უარყოფს, აშკარაა, რომ ერთ-ერთი მათგანი ცდება. ჭეშმარიტი ეკლესია ის უნდა იყოს, რომელიც სარწმუნოებრივ საკითხებში სრულიად ეთანხმება პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიას და არაფერში არ ეწინააღმდეგება მას. ჭეშმარიტი მოძღვრების წყარო თავად ღმერთია, რადგან ღმერთია ჭეშმარიტება და თავად მაცხოვარი უწოდებს თავის თავს, არაერთგზის, ჭეშმარიტებას და ნათელს, სოფლის განმანათლებელს. ეს ჭეშმარიტება, ქრისტე მაცხოვრის მიერ ნაქადაგები, ჩაწერილია მისი უშუალო მოწაფეების, მსმენელებისა და თვითმხილველების მიერ წმიდა სახარებაში, რომელიც თავის განვითარებასა და ახსნას პოულობდა მოციქულთა ქადაგებებში მთელს მსოფლიოში. ასე რომ, სახარებაში ჩაგდებული თესლი, მოციქულთა ეპისტოლეებსა და ქადაგებებში დატოტვილ ხედ გადაიქცა, რომლის ჩრდილქვეშაც უნდა გავრცელებულიყო წმიდა ეკლესიის სწავლება ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. თუკი ადამიანი მიუკერძოებლად შეადარებს თანამედროვე ქრისტიანულ ეკლესიათა მოძღვრებებს, მაშინ ის, როგორც ჩვენ შემდგომ ვნახავთ, უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია შეუბღალავად ქადაგებს ძველი, სამოციქულო ეკლესიის რწმენას. სრულიად შეუბღალავი სიწმინდით ინახავდა იგი ღმერთის მიერ მოცემულ მოძღვრებას, რის გამოც იწოდება კიდეც სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა.

მკაცრად მისდევდა და ინახავდა რა მოციქულთა სწავლებას, როგორც წერილობითს, ასევე ზეპირს, მორწმუნეთა სულების ხსნისათვის წმიდა ეკლესია ყოველთვის უარყოფდა ყოველგვარ ცვლილებას მასში, ყოველგვარ უთანხმოებას მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ღვთაებრივ მოძღვრებასთან და წყვეტდა ურთიერთობას ჭეშმარიტების ყოველგვარ მოწინააღმდეგესთან, ერეტიკოსთან და განხეთქილების შემომტანთან. თავისი ერთიანობა და მოძღვრების უცვალებადობა მან მკაფიოდ გამოხატა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებზეც მკაცრად შემოიზღუდა თავი ახლადაღმოცენებული ერესებისაგან, ვითარცა ინება სულმა წმინდამან, რომელიც ქრისტეს აღთქმისაებრ მარად წმიდა ეკლესიაში სუფევს: „და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხვა ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქვენ, რათა თქვენ თანა დაადგრეს უკუნისამდე“ (იოან. 14,16). ეს ერთიანობა და უცვალებლობა მოძღვრებისა, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე ნარჩუნდება და არცერთ მის საწინააღმდეგო, ანდა მასთან უთანხმოებაში მყოფ შტრიხსაც კი არ ძალუძს შებღალოს მისი ნათელი ხატი, ან ვის გაბედავს შეცვალოს ის, რასაც: „ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარმეტყველთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩვენ ძისა მიერ თვისისა, რომელი იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შეჰქმნა საუკუნენი“ (ებრ. 1,1-2).

განა შესაძლებელია ღმრთაებრივი გონება შეცვალოს ადამიანურმა? მაგრამ ეს ბოროტისგანაა, ჭეშმარიტების მოწინააღმდეგისგან, დასაბამიდან კაცისმკვლელისგან, რომელიც ჭეშმარიტებასა არა დაადგრა. „რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მის თანა. ოდენ იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუარ-არს და რამეთუ მამაცა მისი მტყუარ არს“ (იოან. 8,44).

განა აქედან ცხადი არაა, რომ ისინი, ვინც ღმრთაებრივ მოძღვრებას ცვლიან ადამიანური მოსაზრებების გამო, არ შეადგენენ ეკლესიის წევრებს, უკვე ამის გამო ესინი მოსწყდნენ მას და განვრდომილ იქნენ მისი წიაღიდან? დიახ, ამგვარი ხალხი უკვე აღარაა ეკლესიის ზღუდის შიგნით, არამედ თავიანთ გულისთქმისაებრ ვლენან და თავადვე ასამართლებენ საკუთარ თავს, აღდგომიან რა ჭეშმარიტებას.



II. მეორე და არსებითი ნიშანი ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის საეკლესიო იერარქიის უწყვეტობა.

საეკლესიო იერარქიამ ყველა თავისი უფლებამოსილება, - დამწყსოს ეკლესია ქრისტესი, - თავად მაცხოვრისგან მიიღო წმიდა მოციქულთა მეშვეობით. თავად უფალმა იესო ქრისტემ მიანიჭა მოციქულებს ეს ძალაუფლება - გაეგრძელებინათ მისი საქმე: „ჰრქვა მათ იესო კუალად: მშვიდობა თქუენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, და ვითარცა ესე ჰსთქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყუნენ“ (იოან. 20, 21-23). წმიდა მოციქულიც იერარქიის დაწესებას თავად ქრისტე მაცხოვარს მიაწერს: „და მან მოჰსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი, დასამტკიცებლად გუამისა ქრისტესი“ (ეფ. 4,11-12). და ეს უფლის მიერ ერთხელ დადგენილი იერარქიული საწყისი მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე არ შეწყვეტილა და გრძელდებოდა მოციქულთა მიერ დადგენილი მწყემსების მემკვიდრეთა სახით. და ვითარცა ანკარა წყარო მოედინებოდა და დღემდე მოედინება და ქვეყნის აღსასრულამდე იდენს, მაცხოვრის აღთქმისაებრ.

მართალია იყო ეკლესიისათვის მძიმე წლები - დევნის, ერესების, განხეთქილების, როდესაც ამ ანკარა წყაროს ამღვრევდნენ, ამდაბლებდნენ, მცირდებოდა თვით მოციქულთა მემკვიდრე მწყემსთა და ღვთაებრივი მადლის მატარებელთა რიცხვი, მაგრამ იერარქიული საწყისი, ყველაფერ ამისდა მიუხედავად, არ შეწყვეტილა და როგორც კი ეს მძიმე დრო გაივლიდა, იგი თითქოსდა განახლებული ძალით თანამოქმედებდა სული წმიდასთან, ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა. ამრიგად, აქედან გამომდინარეობდა, რომ სადაც უწყვეტი უწყვეტი იერარქიაა, ჭეშმარიტი ეკლესიაც იქაა ყველა თავისი უფლებამოსილებით, სწორედ იქაა სული წმიდის მადლით ცხონების მსურველთა საზოგადოებაც, რომელიც მორწმუნეებზე ღვთის მიერ დადგენილი მწყემსების მეშვეობით გარდამოედინება.



III. მოციქულთა დროიდან მადლი მორწმუნეებს შვიდი საეკლესიო საიდუმლოების, კერძოდ, ნათლობის, ზიარების, აღსარების, ხელდასხმის, მირონცხების და სხვა საიდუმლოებათა მეშვეობით გადაეცემოდათ. ამ საიდუმლოებათა აღმსრულებელნი თავიდან მოციქულები იყვნენ (საქ. 8,14-17), ხოლო შემდეგ მათ მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსები და ღვთისმსახურები. ამ საიდუმლოთა აღსრულების უფლება ასევე მემკვიდრეობითი იყო: მოციქულებმა ხელი დაასხეს ეპისკოპოსებს და მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ხელი დაესხათ სხვა ეპისკოპოსებისათვის, მღვდლებისა და დიაკვნებისათვის. მოციქულთაგან მიღებული მემკვიდრეობითობა წმიდა ცეცხლს ჩამოჰგავს, რომელიც ერთი სანთლიდან ანთებს ყველა დანარჩენს. უკეთუ ცეცხლი ჩაქრა და მოციქულთაგან მიღებული მემკვიდრეობითობის ჯაჭვი გაწყდა, - აღარ არსებობს არც სიწმინდეები, არც საიუდმლოებანი, ამოწურულია ის საშუალებანი, რომელიც განანათლებს მორწმუნეებს: ამიტომ, მოციქულთა დროიდან ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ მოციქულთაგან მიღებულ მემკვიდრეობითობის დაცვას, რათა ეპისკოპოსს ხელი დაასხას უეჭველად ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა, რომლის ხელდასხმაც მემკვიდრეობითობის ჯაჭვით მოციქულებამდე მიდის.

ეპისკოპოსებს, რომლებიც ერესში ჩავარდნენ, ან უღირს ცხოვრების წესს მისდევდნენ, განაყენებდნენ და ისინი კარგავდნენ უფლებას საიდუმლოებათა აღსრულებისა და სხვათათვის ხელდასხმისა.

ამრიგად, საიდუმლოებათა აღსრულების გაგრძელება განუყოფლად უკავშირდება იერარქიის არსებობას, რომელიც უფლებამოსილია სულიწმიდის მადლი გაუნაწილოს მორწმუნეებს. ცხადია, რომ თუკი არსებობს იერარქია, აუცილებლობით არსებობენ წმიდა საიდუმლოებანიც, რის გამოც წმ. მოციქული ეკლესიის მწყემსებს ქრისტეს მსახურებს უწოდებს: „მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი“ (1 კორ. 4,1). ყველა წმიდა საიდუმლოებას ღმრთაებრივი საწყისი აქვს და მიმართულია მორწმუნეთა ხსნისათვის. ხოლო ის, რაც ღმერთის მიერ არის დადგენილი შეუძლებელია მოისპოს, სანამ არ დადგება მაღლიდან განსაზღვრული დრო ამისთვის და სანამ არ მიიღწევა ქრისტეს პირველი მოსვლის საბოლოო მიზანი, „უკანასკნელი მტერი იგი განჰქარდეს, სიკვდილი“ (1 კორ. 15,26). ხოლო ზიარების წმიდა საიდუმლოს შესახებ ნათლადაა ნათქვამი, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება: „რამეთუ რავდენ-გზისცა ჰსჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს“ (1 კორ. 11,26).

აქედან, უეჭველია ეკლესიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოების არსებობს აუცილებლობა. ასე რომ, ამის წინააღმდეგ წასვლა, ნიშნავს ღმერთის მიერ დადგეინლი საეკლესიო წესების დარღვევას, ნიშნავს ეკლესიის თავის, ქრისტეს, წინააღმდეგ წასვლას და საკუთარი თავის ცხონებისაგან დაკლებას. რამდენადაც საიდუმლოებანი კანონიერი და მაცხონებელია იქ, სადაც ისინი აღესრულება კანონიერი და სული წმიდის მადლით განათლებული მწყემსების მიერ, რომელთაც მოციქული ასე მიმართავს: „რომელსა ეგე თქვენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა“ (საქ. 20,28). ამდენად ცხადია, რომ არა საცხონებელად, არამედ საუკუნო სასჯელად ექცევათ, როგორც იქ სადაც თვითნებურად და ღმრთაებრივი სწავლების საწინააღმდეგოდ ამცირებენ საიდუმლოებათა რიცხვს, ისე იქ, სადაც ნებას რთავენ არაკანონიერმა მწყემსმა „რომელი არა შეჰვალს კარით ეზოსა ცხოვართასა“ აღასრულოს ისინი, ე.ი. მან ვისაც არა აქვს მადლმოსილი, ღმრთაბრივი უფლება, არამედ თვითნებურად მიიტაცა იგი. ასეთებს მაცხოვარი „სასყიდლით დადგინებულთ“ უწოდებს. ქრისტიანული დენომინაციები, რომლებიც პრინციპულად გამორიცხავენ მოციქულებიდან მომდინარე, როგორც იერარქიულ, ისე საიდუმლოებათა აღსრულების მემკვიდრეობითობას, უკვე ამ ნიშნით არსებითად განსხვავდებიან პირველი საუკუნეების დროინდელი ეკლესიისაგან და ამიტომ არ შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტნი.

რაღათქმაუნდა, სულიერად მგრძნობიარე ადამიანი არ საჭიროებს გარეგნულ მტკიცებულებას ღვთაებრივი მადლის მოქმედებისა, რადგანაც თავად ცოცხლად განიცდის იმ სითბოსა და სიმშვიდეს, რომელსაც იგი მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებისა და ღვთისმსახურებათა წყალობით იღებს.

ქრისტიანს უნდა შეეძლოს ღვთაებრივი მადლის გარჩევა იმ იაფფასიანი და მავნებელი ექსტაზისაგან, რომლითაც ხელოვნურად აღიგზნებენ თავს სექტანტები, მაგალითად, ორმოცდაათიანელთა ტიპის, თავიანთ ლოცვით შეკრებებზე. ჭეშმარიტი მადლის ნიშნებია: სულიერი სიმშვიდე, სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი მოკრძალება, სიმდაბლე, მორჩილება და იმის მსგავსი თვისებები, რომელთაც პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოთვლის (გალ. 5,22-26).



IV. მეოთხე ნიშანი წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის შინაგანი ერთობა, რომელიც არსებობს ცაკლეულ ეკლესიებს შორის ეკლესიის მოწყობის მხრივ, ყველაფერ არსებითსა და აუცილებელში. (საქ. 1,3). ცაკლეულ ეკლესიებს შორის არსებობს ქრისტიანული სიყვარულის სულით გამსჭვალული ურთიერთობა, მკაცრად იცავენ რა ამ ერთობას როგორც ღმერთის მიერ დადგენილი წესების, ასევე ღმრთაებრივი მოძღვრების მხრივ; ამგვარი ურთიერთობები განამტკიცებენ მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტების სულს წმიდა ეკლესიისა, რომელსაც მარად ახსოვს მაცხოვრის ლოცვა მამა ღმერთის მიმართ ჯვარზე ვნების წინ: „მამაო წმიდაო! დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ. რათა ყოველნი ერთ-იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ: რათა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (იოანე 17,11;21).

მათთვის ძვირფასია წმ. მოციქულის ანდერძი - დაიცვან სულიერი ერთობა მშვიდობიან კავშირში. ეს ერთობა, რომელიც მკაფიო სახით გამოვლინდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, დღემდე გრძელდება, ან წერილობითი ურთიერთობით, ან ამორჩეული, ნდობით აღჭურვილი პირების მიერ. ქრისტიანული სიყვარულის სული, რომელიც „სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღოინ, არა განლაღნის, არა სასარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განჰრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (1 კორ. 13,4-7), ისე მყარად აერთებს, რომ გარეგნული მხარის თავისებურებანი, როგორც ადამიანურიდან მომდინარენი, ვერ არღვევენ ამ ერთობას, რომელიც დამყარებულია ერთიან და ცოცხალ რწმენაზე ეკლესიის საერთო თავის, იესო ქრისტეს მიმერთ. აქ არაა აჩრდილიც კი უკმაყოფილებისა, მით უფრო მტრობისა ეკლესიებს შორის. მაცხოვრის მცნება: „ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს“ (იოანე 12,35). წამოადგენს სახელმძღვანელო და გამაერთიანებელ საწყისს ცალკეულ ეკლესიებს შორის. აქედან ცხადია, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტი ეკლესია ეწოდოს იმ საზოგადოებას, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი და ურთიერთობა სხვებთან და არა მხოლოდ გაწყვიტა, არამედ მტრობს კიდეც მათ. ხოლო სადაც მტრობაა, იქ არ არის ღმერთი სიყვარულისა, არ არის სულიწმიდის მადლი, იქ უეჭველად სიცრუე და ცდომილებაა.



V. მეხუთე ნიშანი წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის ის, რომ იგი ჭეშმარიტ მცნებებს და ჯანსაღ, მაცხონებელ მსჯელობებს მორწმუნეთა ცხოვრებაში ნერგავს.

მოქმედებს რა სიყვარულის სულით, რომელიც ეკლესიის ფუძემდებელმა, იესო ქრისტემ გვიანდერძა, იგი როგორც ჭეშმარიტი დედა არწმუნებს მორწმუნეებს „გლოცავ თქვენ, მე კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდეთ ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა. ისწრაფდით დამარხუად ერთობასა მას სულისასა საკვირველითა მით მშვიდობისათა“ (ეფეს. 4,1-3). მოციქულის შემდეგი ანდერძი: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ჰსტიროდეთ მტირალთა თანა, და ნუ ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, წინასწარ-განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა“ (რომ. 12,15,17).

„ნუგეშინისცემდით სულმოკლეთა, თავს იდებდით უძლურთა მათ სულგრძელ-იყუენით ყოველთა მიმართ“ (1 თეს. 5,14); „უკეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით“ (რომ. 12,18). შეადგენს მის მუდმივ ქადაგებას. მოქმედებს რა სიყვარულისა და მშვიდობის სულით, იგი გვინერგავს აუცილებელ ცხოვრებისეულ წესებს - მთავრობის მორჩილებას, ურთიერთსიყვარულსა და ნდობას, იცავს რა ამავე დროს თავის ერთგულ მრევლს ცრუ წინასწარმეტყველთა და ცრუ მოძღვართაგან: „იყუნეს ცრუწინასწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღვარნი, რომელთა შემოიღონ წუალებაი წარწყმედისა, და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარყოფდნენ, და მოიზიდვიდენ თავისა მათისათვის მსთუად წარწყმედასა“ (პეტრ. 2,1). მოთმინებით და სიმდაბლით ეკიდება შეცდომილთ, უნერგავს რა მათ ყური მიაპყრონ ჭეშმარიტებას და მართალ გზაზე მოექცნენ; თვით მხილებაც კი გაჯერებულია სიყვარულითა და კეთილი სურვილით, მაცხოვრის მაგალითისაებრ, რომელიც ზოგჯერ გაჯიუტებულებს მკვაცრი მხილებით მიმართავდა. აი მისი ძირითადი წყარო მორწმუნეებთან მიმართებაში: „ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუასისა თვისისა თანა; რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ ყოველი სიმწარე, და რისხუა, გულის-წყრომა, და ღაღადება, და გმობა მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით; იყუენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“ (ეფეს. 4,25,31,32).

და ეს მისი ცხოვრებისეული საწყისი არის ძლიერი მტკიცებულება მისი ჭეშმარიტებისა და აყენებს მას ყველა ადამიანურ საზოგადოებაზე მაღლა, რომელიც არ იმყოფება ეკლესიასთან ურთიერთობაში, მიუთითებს რა მის ზეადამიანურ წარმოშობაზე. ამ საწყისის წყალობით იგი ყოველთვის ძლიერი იყო და არა მხოლოდ უძლებდა მკაცრ გამოცდებს მისი მტრების მხრიდან, არამედ გამარჯვებულიც გამოდიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აფართოვებდა თავის კეთილისმყოფელ გავლენას.

რამდენადაც მართალია ის, რომ წმიდა ეკლესიაში ძირითადი მამოძრავებელი არის უანგარო. თავგანწირული სიყვარული, ასევე მართალია ისიც, რომ მის გარეთ მყოფ საზოგადოებაში უფრო ხშირად მთავარ მამოძრავებლად გვევლინება პატივმოყვარეობა, ფარისევლური თამისმოწონება, რომელთაც სრულიად სხვა, ცრუ და მავნე საწყისი შემოაქვთ ცხოვრებაში, შემოაქვთ შინაგანი შფოთი, თვით ახლობელთა დაშორებაც კი, გაუცხოება ერთისა მეორისგან, შევიწროება, საცდურნი, რომელთაგან განშორებაც წმიდა მოციქულმა გვიანდერძა (2 ტიმ. 3,5) და საერთოდ სრული არქონა ქრისტიანული სიყვარულისა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ის რაშიც მდგომარეობს ეკლესიის სასიცოცხლო ძალა, რომლის წინაშეც ქედს იხრიან თვით მისი მტრებიც კი, და მისი კეთილ-ზნეობრივი მნიშვნელობა მორწმუნეთა ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, მისი სიცოცხლისუნარიანობა, უარიყოფა არაეკლესიურ საზოგადოებაში, რომლებიც დაშორდნენ ამ ძალის პირველწყაროს - ქრისტე მაცხოვარს.



VI. მეექვსე ნიშანი ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის მისი მოწამეობრივი ცხოვრება. თუკი ადამიანისთვის ძნელია იმის გარკვევა, თუ რომელია ჭეშმარიტი ეკლესია, ეშმაკმა, მისმა მტერმა ეს შესანიშნავად იცის. მას სძულს ეკლესია და ცდილობს მის განადგურებას. ვეცნობით რა ეკლესიის ისტორიას, ჩვენ ვხედავთ, რომ იგი მართლაც, რწმენისათვის წამებულთა სისხლითა და ცრემლითაა ნაწერი. ამ დევნას საფუძველი ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან ჩაეყარა მღვდელმთავართა და ფარისეველთა მიერ. ამას მოსდევს რომის იმპერიაში, რომის იმპერატორთა და ადგილობრივ მმართველთა მხრიდან, დევნის სამი ასწლეული. შემდეგ ეკლესიის წინააღმდეგ მახვილი არაბმა მუსულმანებმა აღმართეს. ამის მერე კი დასავლეთიდან ჩამოსულმა ჯვაროსნებმა. მათ იმდენად შეარყიეს ბიზანტიის ფიზიკური ძალები, მართლმადიდებლობის ამ ბურჯისა, რომ ამს აღარ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა თურქებს, XIV-XV ასწლეულებში რომ წალეკეს იგი. XX საუკუნეში ღმრთის მებრძოლმა კომუნისტებმა ყველას გადააჭარბეს თავიანთი სისასტიკით, გაანადგურეს რა უფრო მეტი ქრისტიანი, ვიდრე ყველა მათმა წინამორბედმა ერთად აღებულმა. მაგრამ აი სასწაული: მოწამეთა სისხლი თესლად იქცა ახალ ქრისტიანთა აღმოსაცენებლად და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“ ეკლესიას, როგორც თავად ქრისტემ აღგვითქვა.



VII. და ბოლოს, საიმედო და შედარებით იოლ საშუალებას ქრისტეს ეკლესიის აღმოჩენისა, წარმოადგენს ისტორიული კვლევა.

ჭეშმარიტი ეკელსია უწყვეტი ხაზით უნდა მიდიოდეს მოციქულთა დრომდე. ისტორიული კვლევის მეთოდის გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი ჩავუღრმავდეთ ქრისტიანობის განვითარებისა და გავრცელების ყველა წვრილმანს, ანდა მოძღვრების ფაქიზ მხარეებს. საკმარისია გავარკვიოთ, თუ როდის წარმოიშვა ესა თუ ის ეკლესია. თუკი იგი წარმოიშვა ვთქვათ XVI, ან რომელიმე სხვა საუკუნეში, მაგრამ არა მოციქულთა დროს, მაშინ ის არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

მხოლოდ ამ ერთი ნიშნითაც კი უნდა უარვყოთ ყოველგვარი პრეტენზია ყველა დენომინაციისა ქრისტეს ეკლესიის წოდებაზე, რომლებიც თავიანთ საწყისს ლუთერისა და მისი მიმდევრებისგან იღებენ, როგორიცაა - ლუთერანული, კალვინისტური, პრესვიტერიანული და უფრო მოგვიანებით - მორმონული, ბაპტისტური, ადვენტისტური, იეღოვას მოწმეების, ორმოცდაათიანელთა და სხვა მათი მსგავსი დენომინაციები.

ეს დენომინაციები დაფუძნებულია არა ქრისტესა და მისი მოციქულების, არამედ ცრუწინასწარმეტყველთა - ლუთერების, კალვინების, რერიხების, სმიტების და სხვა ნოვატორთა მიერ.

ეს შემოკლებული ვარიანტია. სრული სახით ნახეთ აქ: http://www.orthodoxy.ge/apologetika/7nishani.htm


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 16 2007, 11:32 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(Cotne @ Mar 16 2007, 07:27 PM) *

საინტერესო ნაშრომია ძმაო smile.gif ერთი კითხვა დამებადა
რას გულისხმობს წმინდა ფოტი დიდი

ის მამები ვინც ამ სწავლების მომხრეები იყვნენ, ბოლომდე ამის ერთგულები დარჩნენ ანუ? და მათ არ განვაგდებთ წმინდანთა რიგიდანო?


დაზუსტებით არ შემიძლია მტკიცება, ის მამები დარჩნენ თუ არა ერთგულნი მცდარი სწავლების. ერთი რამ ცნობილია, რომ მამები ზოგჯერ აზრებს გამოთქვამდნენ ვარაუდების სახით, ზოგჯერ ამბობდნენ, რომ რომელიმე აზრი უფკისგან ეუწყათ, ან სხვა წმინდანებისგან და სხვ. ამიტომ ეკლესია ყველა ცდომილების შემთხვევაში ერთნაირ რეაგირებას არ ახდენს. ცნობილია, რომ არასწორი სწავლებები გვხვდება წმ. გრიგოლ ნოსელის, ნეტარი ავგუსტინეს ნაწერებში. ზოგჯერ ერთი და იგივე ფრაზაში სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა აზრს დებდა, მაგ. სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის საკითხში. მოკლედ, რთული საკითხია და რადგან ეკლესია სული წმიდის მიერ იმართება, ლოგიკით ვერ ჩავწვდებით ყველაფერს, სულიერი სიბრძნეა საჭირო, რის დეფიციტსაც მწვავედ განვიცდით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 17 2007, 12:01 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(Dulos @ Mar 16 2007, 06:46 PM) *

ბატონო lado s

საინტერესო ნაშრომი გაქვთ და საინტერესო საუბარი შეიძლება წარიმართოს.

ჭეშმარიტებაზე წერთ და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მინდა გკითხოთ რა არის თქვენთვის ჭეშმარიტება?


ბატონო დულოს, ჩემს ნაწერს ნაშრომს ვერ დავარქმევდი, ნაშრომი უფრო სერიოზულ შრომასა და ფიქრს მოითხოვს, ეგ უბრალოდ რაც მოვასწარი, სამწუხაროდ მეტი დრო არ მაქვს. სერიოზული საუბრის იმედი არ მაქვს, მართალი გითხრა მაგასაც არ გავექცევი, მაგრამ უფრო მართლმადიდებლებისთვის დავწერე, ანუ ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, რომ უკეთ გავერკვეთ ჩვენს სარწმუნოებაში. თუ თქვენც დაინტერესდებით მართლმადიდებლობაში უკეთ გარკვევით, დიდი სიამოვნებით, ჩვენი მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაგეხმარებით, ხოლო სხვა მიზნით, ანუ უაზრო კამათის მიზნით, წინასწარ გეტყვით, დროის კარგვა არ მიმაჩნია სწორად და ილუზიებიდანაც შორს ვარ, არც მე ვარ დამწყები და არც თქვენ...
ჩემთვის ჭეშმარიტებაა წმიდა სამება და მისი სწავლება – მართლმადიდებლობა, რომელიც ვიპოვე ხანგრძლივი და არცთუ იოლი ძიების შედეგად, ანუ არა მშობლებმა გადმომცეს ან სკოლის პედაგოგებმა, არამედ მე ვეძებდი და უფალმა გამომიჩინა და ეს მთელი ისტორიაა... და თუ მკითხავთ სად ვიპოვე, გეტყვით: წმიდა წერილში, წმიდა გადმოცემაში, წმინდანთა სწავლებებსა და ცხოვრებებში, ეკლესიის ღვთისმსახურებაში, საეკლესიო ხელოვნებაში, მორწმუნე ადამიანებში, სულიწმიდით შემოსილებში, რომლებიც დღესაც არიან და ყოველთვის იქნებიან, ვიპოვე მამა გაბრიელთან შეხვედრებში, მამა პაისისთან საუბრებში, სხვა ზეგარდამო ცხებულ ადამიანებთან საუბრებში, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან, და ეს არ არის უბრალო ლოგიკა ან სახარების ციტატების დაზეპირება, ეს სულიერი განცდაა ძვირფასო დულოს, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ, და თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები.
სხვა სწავლებებში და მათ ერთგულ მიმდევრებში მე ეს ვერ დავინახე და ვერ განვიცადე, ეს ყველაფერი ერთი დიდი სასწაულია, და ეს შინაგანი სასწაული უფრო მეტია, ვიდრე, ვთქვათ ნაკურთხი წყალი რომ არ იხრწნება, ან აღდგომის წინ იერუსალიმში ცეცხლი რომ გადმოდის, ანდა ფერიცვალებას თაბორის მთას ღრუბელი რომ ფარავს, ან წმინდანების ნაწილებს და წმინდა ხატებს მირონი რომ სდის... ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აქვს აზრი კამათს და ციტატების მოყვანას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Mar 18 2007, 08:26 PM
პოსტი #9


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



აუ მოკლედ და ლაკონურად ვწეროთ რაააა
მთელი პოემა როგორ უნდა წაიკიტხო რო ამოაპრინტერო კიდე ხო მარა თვალებს ტკივა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 18 2007, 11:12 PM
პოსტი #10


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



როცა ვნახე, რომ საუბარი მართლმადიდებლობას ეხებოდა, ჩემი საყვარელი მამის სამსონ სივერსის სიტყვები გამახსენდა. მოვიყვან უცვლელად:" какое наше великое счастье, что мы православные люди, что над нами совершается таинство, что с нами полное исцеление, искупление от грехов, чего нигде, нигде от века нет!"მამა სამსონის მშობლები პროტესტანტები იყვნენ და შვილებსაც ასე ზრდიდნენ. ერთხელ, 12 წლისა, პეტერბურგში მართლმადიდებლურ ტაძარში შევიდა და ღვთის მადლმა მიიზიდა. მაშინ დაიწყო მართლმადიდებლობის შეცნობა , ყველას:დედ-მამას, და-ძმას, ნატესავებს წინ აღუდგა, განმარტოვდებოდა და ლოცულობდა. სწამდა, რომ ადამიანები ვერას ეტყოდნენ, მაგრამ ღმერთი ჭესმარიტებას განუცხადებდა. "როცა დავრწმუნდი, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტება დედამიწაზე, ერთადერთი მადლმოსილი საზოგადოება, რომელიც მოდის მოციქულთაგან, კატაკომბებიდან და ღვთისმიერია, მას ყველაფერი დავუმორჩილე. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. უნდა ვიყო მართლმადიდებლობაში ანუ ეკლესიის წიაღში. მაშინ გადავრჩები, თუ დავიცავ ქრისტეს ცნებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. დამეხმარნენ ეკლესიის მამები , მასწავლებლები, მოძღვრები. " მართლმადიდებლობამ შეინახა მადლი სულიწმიდისა, წმინდა მოციქულთაგან მემკვიდრეობით გადმოცემული. რაც შეეხება იმ წინააღმდეგობას, რასაც აწყდები ხსენებულ მამათა ნაწერებში, შეიძლება ვთქვათ, რომ მათ ღვთის შემეცნების ასევე რთული გზა გაიარეს, ალბათ, სავსებით ვერ გათავისუფლდნენ ძველისაგან . მართალია, ღმერთი ჩვენს გულს ხედავს. ისევ სტარეც სამსონს დავესესხები. იგი, მათ, ვინს გატაცებული იყო , რომ ბევრი ცოდნა შეეზინათ და უგულებელყოფდნენ ლოცვასა და სუფთა სინდისს, უხსნიდა" ჭკუა-გონება- სიკვდილის შემდგომ იხრწნება , ხოლო გული კი ცათა სასუფეველს იმკვიდრებსო.( არ იფიქრო, რომ შენ გეხება!) ამიტომაც საჭიროა, ვისწრაფოთ გულის განწმენდისათვის.
მე უფრო მეტად ისეთ სასულიერო წიგნებს ვსწავლობ, სადაც ვნებებთან ბრძოლის შესახებ, ცოდვილ ჩვევათა ამოძირკვისა და ამა სოფელთან სწორი დამოკიდებულების გამოა საუბარი. ძირითადად ესენია ეგნატე ბრიანჩანინოვი, თეოფანე დაყუდებული, სტარეც სამსონი, მამა იოსებ ისიქატი და მისი თანამებრძოლი არსენი, ნიკოდიმ მთაწმინდელი, სერაფიმ როუზი, თანამედროვეებიდან მამა რაფაელ კარელინი, ლაზარე აბაშიძე და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 19 2007, 12:13 AM
პოსტი #11


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19




ციტატა(ninca @ Mar 18 2007, 07:12 PM) *

თანამედროვეებიდან მამა რაფაელ კარელინი, ლაზარე აბაშიძე და ა.შ.


ესენიც უცდომელები არიან??? აბა წაიკითხე ედიშერ ჭელიძის წიგნი მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში და...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 19 2007, 01:26 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სერაფიმ როუზი


ეს კი სულაც არ ეკუთვნოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ იყო სქიზმაში მყოფი, შეეშვით ასეთ ცრუ ავტორიტებებს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 19 2007, 03:02 AM
პოსტი #13


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(KAIROS @ Mar 18 2007, 09:26 PM) *

ეს კი სულაც არ ეკუთვნოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ იყო სქიზმაში მყოფი, შეეშვით ასეთ ცრუ ავტორიტებებს!


ასეა კაიროს, "უცდომელ" და "ჭეშმარიტ" სწავლებებს იმ ხალხში ეძებენ ვისი ქადაგებებიც მწვალებლური და ფანატიკურია, აი ამათი წიგნები იყიდება საქართველოში, და არ ითარგმნება ოსიპოვის, კურაევის, პომაზანსკის, და სხვა თანამედროვე საღვთისმეტყველო ქადაგებები, სამაგიეროდ იყიდება "ეკუმენიზმი ანტიქრისტეს რელიგია" "ანტიქრისტე ცოცხალია" და ასეთი სისულელეები, და აქ ვეძებთ ჭეშმარიტ მოძღვრებებს?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 19 2007, 06:28 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჩემის აზრით ადამიანი პირველ რიგში სულის ცხონებისთვის უნდა იღვწოდეს, სულის სრულყოფისთვის ანუ უფლის მცნებათა უკეთ და უკეთ აღსრულებისთვის.უფრო მეტად ვიყო თავმდაბალი,უფრო მეტად ვებრძოდე ცოდვებს,უფრო მეტად გავიგო რა არის სინანული, რა არის მოყვასისა და უფლის სიყვარული,ვეცადო უფრო და უფრო სწორად ვილოცო და აშ.და აქედან გამომდინარე ვეძებდე და შევიმეცნებდე საღვთო სიბრძნეს.ეს ორივე განუყოფელია და ერთის დახმარებით უკეთ ვიგებ მეორეს და მეორეს დახმარებით უკეთ აღასრულებ პირველს.რადგანაც რამდენმა მილიარდმა ადამიანმა წაიკითხა ბიბლია და რამდენმა გაიგო სწორად,არამედ სწორად გაიგეს წმინდა მამებმა რომლებიც დიდის მონდომებით აღასრულებდნენ პირველ საქმეს და მისით გაიგეს მეორე,ჩვენ კიდევ მზამზარეულად მათი გაგებულიდან ვიგებთ.და ისინი ვინც უარყოფენ წმინდა მამებს და თავისი ჭკუით ცდილობენ გაიგონ მეორე ანუ საღთო სიბრძნეს და არ გააჩნიათ პირველი საქმე მაგიტომაც იმყოფებიან ასეთ ცდომილებებში.თორემ იყვნენ ისეთი წმინდანები რომლებსაც წმინდა წერილი წაკითხული არ ქონდათ მაგრამ ზეპირად იცოდნენ უფლის მიერ,მაგრამ რადგანაც ჩვენ ასეთი წმინდანები არა ვართ უნდა ვესწრაფოთ აღვასრულებდეთ პირველ საქმეს და აქდან გამომდინარე მეორესაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 19 2007, 10:30 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(ზებედე @ Mar 19 2007, 12:13 AM) *

ესენიც უცდომელები არიან??? აბა წაიკითხე ედიშერ ჭელიძის წიგნი მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში და...


რას გულიხმობ ძმაო ზებედე, არ წავიკითხოთ არქიმანდრიტების – რაფაელის და ლაზარეს, მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნები? და სად არის იმის გარანტია, რომ ჩვენს სულებს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ოსიპოვის, დიაკონ ანდრეი კურაევის და ედიშერ ჭელიძის წიგნები? მათში არის სასარგებლოც, მაგრამ არ არის შეცდომები? დარწმუნებული ხარ მაგაში? სამწუხაროდ შენ (ალბათ ასაკის გამო) ჯერ ისიც არ იცი, რომ მიხეილ პომაზანსკი, რომელიც ავტორიტეტად მოგყავს, იყო რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის პროტოპრესვიტერი, ასწავლიდა ანტირეფორმისტულ ჯორდანვილის სემინარიაში, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი მას თავის მასწავლებლად თვლიდა და თანაც, რაც ალბათ არ გესიამოვნება, ეს სახელოვანი პროტოპრესვიტერი ეკუმენიზმის წინააღმდეგ წერდა სტატიებს.
რაც შეეხება არქიმანდრიტებს, რაფაელს და ლაზარეს, ალბათ ძირითადად იმიტომ ილაშქრებ მათ წინააღმდეგ (და უკვე მერამდენედ), რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ეკუმენიზმს და შეუძლებლად თვლიან ვინმეს ცხონებას ნათლისღების გარეშე, მათ შორის ჩვილების ცხონებასაც. მაგრამ თუ ამის გამო არ უნდა წავიკითხოთ მათი წიგნები, ჩემო ძმაო, მაშ რა ვუყოთ ათანასე დიდს, იოანე ოქროპირს, მაკარი დიდს, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს, ნექტარიოს ეგინელს და სხვა მამებს, რომლებიც ამგვარადვე ასწავლიან ცხონება-არცხონებასთან დაკავშირებით? არც მათი წიგნები ვიკითხოთ? რა ვუყოთ კართაგენის კრების დადგენილებას? მართალია შენ ჩვენი სინოდის გადაწყვეტილებასაც ეჭვს ქვეშ აყენებ, მაგრამ ნება მოგვეცი არ დაგეთანხმოთ, ყველა ადამიანს ხომ საკუთარი გონება და თავისუფალი ნება აქვს მიცემული. მოკლედ, მოდი ჯერ კარგად გავერკვეთ ხოლმე და კატეგორიულ განცხადებებზე მერე ვიფიქროთ, რომ თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ. მეც ხშირად მომდის ხოლმე ეგეთი რამეები. ისე ქრისტიანებს ურთიერთსიყვარული უფრო შეგვეფერება, ძვირფასო ძმაო, ვიდრე ამგვარი დაპირისპირება და დაუსრულებელი ტენდენციური გამოსვლები. იქნებ ვექტორი სიყვარულისკენ, ურთიერთგაგებისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ, მამათა სწავლებების შესწავლისკენ და მათთან სულიერად დაახლოებისკენ მიგვებრუნებინა; ყველას ვგულიხმობ, ვინც ეკლესიაში ბანაკებად დაყოფისა და დაპირისპირების მომხრეა.
ურალოდ, კარგად რომ გამიგოთ, კარგად ვიცნობ იმ მამებს, ვისაც თქვენ გაუთავებლად აყენებთ შეურაცხყოფას და არ იმსახურებენ ისინი ამას თქვენგან, მერწმუნეთ... ხშირად ხდება ხოლმე, რომ გამოუცდელობით ვიღაცას ვენდობით რაღაცაში, მისი დაჯერებით რაღაცეებს ჩავდივართ და მერე ძალიან, ძალიან სანანებელი გვიხდება... ეს ისე, ზოგადად.
ხომ ჯობია ერთმანეთს უფრო მეტი ვასიამოვნოთ, ვიდრე გული ვატკინოთ, თორემ აბა ვინც მამა ლაზარეს, მამა სერაფიმეს და მამა რაფაელის წიგნებს კითხულობს, ის ზებედეს რომ არ დაუჯერებს, ეგ ხომ ისედაც ცხადია.
ცხადია, ჩემი ნაწერიც ვერ იქნება ემოციებისა და ტენდენციებისგან თავისუფალი და ამისათვის შენდობას ვითხოვ, ვისურვებდი ერთმანეთში ნაკლზე მეტად სასიკეთო რამ ვეძიოთ, ეს ჩვენც წაგვადგება და ჩვენს ეკლესიასაც, თორემ შეცდომები, ცოდვები, ბრძოლები პირველობისთვის და ა.შ. ეკლესიაში იყო და იქნება სოფლის აღსასრულამდე, ჩვენ სად ვიქნებით მაგ დროს, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის მხარეს, თუ სიცრუისა და სიძულვილის მხარეს, ეგაა საკითხავი...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 19 2007, 10:52 PM
პოსტი #16


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(lado s @ Mar 19 2007, 06:30 PM) *

რას გულიხმობ ძმაო ზებედე, არ წავიკითხოთ არქიმანდრიტების – რაფაელის და ლაზარეს, მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნები?


მათ ყველა ნაშრომზე ვერ ვიტყვი რომ არ უნდა წაიკითხოთქო, მაგრამ მათი ზოგიერთი ქადაგება ეჭვქვეშაა როგორც ბატონი ედიშერი გვასწავლის!

ციტატა(lado s @ Mar 19 2007, 06:30 PM) *

და სად არის იმის გარანტია, რომ ჩვენს სულებს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ოსიპოვის, დიაკონ ანდრეი კურაევის და ედიშერ ჭელიძის წიგნები?


ფაქტი სახეზეა, ვინც მამა რაფაელის და მამა ლაზარეს სწავლებებს ეყრდნობა და "მათ მხარეზე არიან" პატრიარქთან ვერ არიან კარგად, და ხშირ შემთხვევაში განიკითხავენ კიდეც მაგ: ბერძნოიდების სასტავი biggrin.gif

ციტატა(lado s @ Mar 19 2007, 06:30 PM) *

მათში არის სასარგებლოც, მაგრამ არ არის შეცდომები? დარწმუნებული ხარ მაგაში?


შეუცდომელი არავინ არის, და შენ რა დარწმუნებული ხარ ზემოთხსენებული მამების უცდომელობაში?

ციტატა(lado s @ Mar 19 2007, 06:30 PM) *

რაც შეეხება არქიმანდრიტებს, რაფაელს და ლაზარეს, ალბათ ძირითადად იმიტომ ილაშქრებ მათ წინააღმდეგ (და უკვე მერამდენედ), რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ეკუმენიზმს


ვერ ვხვდები ამას, ეკუმენიზმს სქიზმატებიც (ბოსტონელები) ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მოვიწონოთ ეს? მე მათ წინააღმდეგ ამის გამო არ ვილაშქრებ!

ციტატა(lado s @ Mar 19 2007, 06:30 PM) *

და შეუძლებლად თვლიან ვინმეს ცხონებას ნათლისღების გარეშე, მათ შორის ჩვილების ცხონებასაც.


საინტერესოა, რას ფიქრობს ეს 2 არქიმანდრიტი სიდონიაზე და ავაზაკზე, რომლებიც "მოუნათლავები" გახდნენ წმინდანები. მოკლედ, შენც ხომ იცი ამაზე რა დაპირისპირებები წავიდა და ის განჩინებაც ამის გამო იქნა მიღებული რომ დაპირისპირება შეწყვეტილიყო.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 21 2007, 01:27 AM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნები



ლადო ძამიკო, ეგ კაცი იყო და დარჩა სქიზმატად!

აქ კამათიც არ შეიძლება, ეს არის ფაქტი, ფაქტი კი ჯიუტია...

შეეშვით ცრუ ავტორიტეტებს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 21 2007, 07:52 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



[quote name='ზებედე' date='Mar 19 2007, 10:52 PM' post='65068']

მადლობა, ძმაო, ძალიან კარგია კულტურული, არა პოპულისტური საუბრები საინტერესო საკითხებზე, უბრალოდ ის მტკენს ხოლმე გულს, ვიღაცის გულის მოსაგებად ვინმეს რომ შეურაცხყოფენ, მით უმეტეს, როცა ამას არ იმსახურებს.

[quote]მათ ყველა ნაშრომზე ვერ ვიტყვი რომ არ უნდა წაიკითხოთქო, მაგრამ მათი ზოგიერთი ქადაგება ეჭვქვეშაა როგორც ბატონი ედიშერი გვასწავლის! [/quote]

ვერაფერს ვიტყვი, ძმაო, სრული თავისუფლება გაქვს იმას ერწმუნო, ვინც სარწმუნოდ მიგაჩნია. ასევე მეც და ყველას გვაქვს იგივე თავისუფლება, აქ საკამათო მგონი არაფერია. თუმცა ერთს კი დავძენდი: იმათგან, ვინც ამ ნამდვილად ნიჭიერ ადამიანს რეკლამას უკეთებს, ნაწილს ბრმად სჯერა მისი, რადგან ელემენტარულად, თავისი ცოდნიდან გამომდინარე, საშუალება არა აქვს მისი ემოციური ნაწერების გადამოწმებისა, რომც ჰქონდეს ამის სურვილი, მეორე ნაწილს სჭირდება ედიშერი თავისი მიზნებისთვის, და არიან ისეთებიც, ვისაც მისი ეშინია, ემანდ არ გამიბრაზდეს და ჩემზე არ დაწეროს რამეო, არადა ვერ უპოვის ვინმეს, ვიზეც გაბრაზდება, რამე ისეთს _ მომწვალებლუროს? ეს ისე, ჩემი პირადი აზრებია.


[quote]ფაქტი სახეზეა, ვინც მამა რაფაელის და მამა ლაზარეს სწავლებებს ეყრდნობა და "მათ მხარეზე არიან" პატრიარქთან ვერ არიან კარგად, და ხშირ შემთხვევაში განიკითხავენ კიდეც მაგ: ბერძნოიდების სასტავი biggrin.gif [/quote]

მოკლედ, ძმაო ზებედე, ტენდენციურობას არ ეშვები, ჩემსავით. ისე რა წიგნები უნდა იკითხოს ნეტა კაცმა, პატრიარქთან რომ კარგად იყოს? მაგალითად, მე ვიცი ისითები, ვინც ერთ დროს კითხულობდა არქ. ლაზარეს და რაფაელის წიგნებს და მაგგვარ ლიტერატურას, თან პატრიარქთანაც ძალიან კარგად იყვნენ, მერე ეკუმენისტებს და მათ წიგნებს დაუამხანაგდნენ და ეხლა აღარც პატრიარქთან არიან კარგად და მგონი თვითონაც ვერ არიან მთლად კარგად... და კიდევ, ისეთი ადამიანებიც ვიცი, ვინც მაგ მოძღვრების წიგნებს კითხულობს (თუმცა არა მარტო მაგ წიგნებს) და პატრიარქთანაც ძალიან ძალიან ახლოს არის. ისე რას გულიხმობ იერარქთან კარგად და ცუდად ყოფნაში, ზუსტად არც ვიცი, მეგობრებთან გასაგებია, მაგრამ ეს სხვა სფეროა... თუ ვინმე პატრიარქს განიკითხავს და არ ემორჩილება, თვითონ აგებს ამაზე პასუხს, და ასეთებს ყველანაირ კატეგორიაში აღმოვაჩენთ, ისეთშიც კი, წიგნებს საერთოდ რომ არ (ან ვერ) კითხულობენ. ისე თუ ატყობ, ჩვენს გარშემო რაღაც ადამიანების გაკერპების მსგავსი ტენდენციები რომ შეინიშნება, არადა ძალიან საშიში სენია, პაპისტები მაგან დაღუპა. ადამიანს „ფეხებს უკოცნიდე“ და მერე, ცოტა რომ მოშორდები და სხვა გარემოცვაში მოხვდები, დასცინოდე, განიკითხავდე და ა.შ., მაგას ვერ დავარქმევდი კარგად ყოფნას. არადა ეგეთებიც არიან, ალბათ... ისე მთავარი მაინც ისაა, ყველაფერი ღმერთთან პირნათლად ყოფნის ძიებით იწყებოდეს, უმაგისოდ ყველა ჩვენი საქმიანობა ყალბი, ფარისევლური და ამაო იქნება. მთავარია ადამიანი გულით გიყვარდეს, მისთვის ცხონება გინდოდეს, და როცა საჭიროა, პირფერობის გარეშე უთხრა, რასაც ფიქრობ, თუნდაც ამისთვის რაღაც დაკარგო კიდეც. მე ეგ მიმაჩნია ქრისტიანულად ადამიანთან “კარგად ყოფნად”. ისე ნეტა ვინც კურაევის, ოსიპოვის და ჭელიძის წიგნებს კითხულობს, არავის განიკითხავენ იერარქიიდან? შორს რომ არ ვეძებოთ, ამ ფორუმზეც ხომ არ ვიპოვიდით ეგეთ განმკითხველებს? და მარტო პატრიარქის განკითხვაა ცოდვა? სინოდისა ან მისი წევრებისა არა? ისე ჩემო ძმაო, შენს პოსტებსაც რომ ჩაჰკვირვებოდი საფუძვლიანად, შეიძლება ზუსტად ის გეპოვა, რაშიც სხვებს ადანაშაულებ. რა ძვირფასი სიტყვები თქვა ეფრემ ასურმა: „მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.
[quote]შეუცდომელი არავინ არის, და შენ რა დარწმუნებული ხარ ზემოთხსენებული მამების უცდომელობაში? [/quote]

მე დარწმუნებული ვარ მხოლოდ ღმერთის და მისი ეკლესიის უცდომელობაში და მირჩევნია დიდი მამების აზრები ორგინალში ვიკითხო და არა თანამედროვე ავტორის (ნებისმიერის) პრიზმაში გატარებული. თუმცა ზოგს ამის საშუალება არა აქვს, ან უბრალოდ უჭირთ მამების კითხვა და თანამედროვე ავტორები უფრო მოსწონთ.

[quote]ვერ ვხვდები ამას, ეკუმენიზმს სქიზმატებიც (ბოსტონელები) ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მოვიწონოთ ეს? მე მათ წინააღმდეგ ამის გამო არ ვილაშქრებ! [/quote]

ამ წინადადების აზრი კარგად არ მესმის; მე უბრალოდ ჩემი ეჭვი გამოვთქვი, სავარაუდოდ რატომ შეიძლება არ მოგწონდეს ეს არქიმანდრიტები მეთქი.


[quote]საინტერესოა, რას ფიქრობს ეს 2 არქიმანდრიტი სიდონიაზე და ავაზაკზე, რომლებიც "მოუნათლავები" გახდნენ წმინდანები. [/quote]

მაგ საკითხზე არ მიკითხავს მათთვის, იმიტომ რომ ჩემთვის საპრობლემო მანდ არაფერია. ისე მამა რაფაელი ერთ თავის წიგნში წერს, რომ სიდონია მოწამეა; და ამ საკითხში ედიშერსაც იგივე აზრი აქვს, აი შენს მიერ ფორუმზე მოტანილი მისი სიტყვები: „ურყევი რჯულდებაა რომ სასუფეველში ვერ შეაღწევს ვერანაირი სახის ცოდვილი, მით უმეტეს პირველცოდვის მქონე. ამასთან ისიც ურყევია და შეუძრავი, რომ ყველა ჩვენთაგანში პირველცოდვის აღმომფხვრელია მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება... მაშ, რამ აცხოვნა სიდონია, რით მოინათლა იგი? კვართის შემტკბობი ქალწული აცხოვნა და მონათლა მოწამეობრივმა აღსასრულმა, საკუთარმა რწმენამ და მაცხოვნებელმა სულმა, ხოლო ნათლობის ხილული სახის აღუსრულებლობა შეენდო მას, რადგან ამგვარი რამ ყოფითად, ფიზიკურად ყოვლად შეუძლებელი იყო (ვისგან მოინათლებოდა?)“. ის კი გეცოდინება, რომ მოწამეობა სისხლით ნათლობადაა შერაცხილი ეკლესიის მიერ. ავაზაკს რაც შეეხება, ისიც, ისევე როგორც სიდონია, მოწამედ შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ აზრით, რომ ორთავემ (ავაზაკმაც და სიდონიამაც) ქრისტესადმი მტრულ გარემოში აღიარა იგი უფლად, განცხადებულად და უშიშრად, და ცოცხლები რომ დარჩენილიყვნენ, სავარაუდოდ ორივეს მოკლავდნენ, ყოველ შემთხვევაში მათ თავისი რწმენით ამისთვის მზადყოფნა გამოხატეს და უფალმა შეიწირა მათი ცოცხალი რწმენა, სიყვარული და თავგანწირვა. თუმცა მე ამ აზრს სავარაუდოდ გამოვთქვამ, რადგან მამების განმარტება არ შემხვედრია ამ საკითხზე.
ერთ რამეს შევეცდები, რადგან ამ საკითხზე ბევრი დაიწერა, მაგრამ ჩემის აზრით, რაღაც ბოლომდე ვერ ითქვა, ხსენებულ პრობლემაში უკეთ ჩაწვდომისთვის მამების ყველა ჩემთვის ცნობილ მნიშვნელოვან გამონათქვამს მოვიყვან ამ საკითხთან დაკავშირებით, დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს.

[quote]მოკლედ, შენც ხომ იცი ამაზე რა დაპირისპირებები წავიდა და ის განჩინებაც ამის გამო იქნა მიღებული რომ დაპირისპირება შეწყვეტილიყო.[/quote]

ანუ იმის თქმა გინდა, რომ სინოდმა ეკლესიის სწავლება ისე შეცვალა, როგორც სიტუაციას სჭირდებოდა? მაშინ რა გამოდის, ჩვენი ეპისკოპოსები (თან ყველა ერთად) სარწმუნოებრივ საკითხებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ? არა მგონია ამ აზრს ბევრი ვინმე იზიარებდეს... თუკი სინოდი რაიმე მიზეზით დოგმატურ საკითხზე მცდარ სწავლებას დაამტკიცებს, მაშინ მართლა საგანგაშოდ იქნება საქმე.
ღმერთმა მოგვანიჭოს ურთიერთგაგება, სიყვარული, გულისხმისყოფა ჭეშმარიტებისა და, რაც ძალიან საჭიროა, ერთმანეთის ნაკლოვანებების ტვირთვა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 21 2007, 08:05 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(KAIROS @ Mar 21 2007, 01:27 AM) *

ლადო ძამიკო, ეგ კაცი იყო და დარჩა სქიზმატად!

აქ კამათიც არ შეიძლება, ეს არის ფაქტი, ფაქტი კი ჯიუტია...

შეეშვით ცრუ ავტორიტეტებს!


ძმაო კაიროს, ნამდვილად არ მესმის შენი პრინციპულობა ამ საკითხზე, რა გაწყენინა მამა სერაფიმემ? იქნებ დიაკონ ანდრეი კურაევისთვის მაინც გეკითხა, როგორ უყურებს რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას და მათ მიერ წმინდანად შერაცხილ იოანე სან-ფრანცისკელს, სერაფიმ როუზის სულიერ მოძღვარს? შენი პრინციპულობა მით უფრო მაკვირვებს, რომ თავად მოგყავს იმ ეკლესიის მღვდელმსახურის _ პროტოპრესვიტერ მიქაელ პომაზანსკის ნაშრომი, რომელიც საპატრიარქოს გრიფით გამოიცა მამა დოსითეოს ბოგვერაძის რეცენზიით. მართლა საოცარია შენი პოზიცია. თან რას ნიშნავს ეს მოწოდება: „შეეშვით ცრუ ავტორიტეტებს!“ მე მგონი ეპისკოპოსებზე მეტი უფლებები არ უნდა გქონდეს, არადა ისინი აკურთხებენ როუზის და პომაზანსკის წიგნების გამოცემებს. და რომც სქიზმატები იყვნენ მართლა, ნუთუ არ იცი, რომ ტერტულიანეც სქიზმატი იყო, არადა კრძალავენ მის წიგნებს? ან ევაგრე პონტოელის სწავლებები ფილოკალიაში არ არის შესული? მოკლედ მაპატიე, მაგრამ ვერ ვხვდები რას ამტკიცებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 21 2007, 09:49 PM
პოსტი #20


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ლადო, ღმერთმა გაგახაროს!
მეც ასე ვფიქრობ. ვინც ასეთ წიგნს წერს ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, მას არ აქვს თავად წესრიგი . განა ღვთისმეტყველი შეედრება იმას, ვინც პრაქტიკოსია და ცხოვრებით მისდევს წმ. მამათა მიერ გაკვალულ გზას?! ერთია იკითხო, იკვლიო, , მაგრამ მეორეა იღვაწო და შენს სულში დათრგუნო ვნებები, მათ ალაგას კი ჩანერგო სათნოებანი, მათ შორის უპირველესია თავმდაბლობა, რაც არავის გვაქვს და არც გვსურს , გვქონდეს. ასეთ მამებზე, მე რომ ვახსენე, რატომ ვკადნიერდებით და ვბედავთ ამგვარი რამის წერას.როცა სხვას შეცდომაზე მიუთითებ, საკუთარი უღირსება და ცოდვილი ბუნება უნდა გახსოვდეს. როცა ეს არის , მაშინ შენ მიერ დაწერილი, ფაქიზად შეეხება და არ ატკენს სხვას გულს. წარმოიდგინე, რა ღვაწლში გალია თავისი დღეები სერაფიმ როუზმა, ან მამა რაფაელი და ლაზარე აბაშიზე რა სულისკვეთებით მოღვაწეობენ და ჩვენ, რომელთაც ის ვერ მოგვიხერხებია, რომ ერთმანეთთან უფრო ფრთხილად გამოვიყენოთ ნიჭი უფლისა -სიტყვა, მათ ხელს ვკრავთ. განსხვავებული აზრის მქონეთ ვურჩევდი, რომ სხვებისაგან მათი მისამართით ნათქვამ მეგობრულ რჩევებში სულიერი სარგებლობა ჰპოვონ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი