IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..
marine
პოსტი Dec 15 2015, 12:32 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისე ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყვარდა - იმისთვის - მარილიანი იყო, ვისც ტკბილი უყვარდა - იმისთვის ტკბილი, თვითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: "ჩვენთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია". მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამოებად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ".

/წმ. აბბა დოროთე
"საქართველოს იმედი II" წიგნი 30, გვ.123/


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 11:54 AM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან. მკვლელთა -სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას მშობელი მიწის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში ჰპოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი მწიგნობრის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს".

/კალენდარი კარიბჭე, მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 9 აპრილი/


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2016, 10:28 AM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველივე საუკუნის 70-იან წლებში რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა იერუსალიმი აღგავა პირისაგან მიწისა. მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარიც. როგორც ისტორიკოსები წერენ, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის არც ერთი ქრისტეს სჯულზე მოქცეული არ ყოფილა, რადგან მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იერუსალიმის პატრიარქს წინასწარ ეუწყა. უფლის ბრძანებით, მან ქრისტიან ებრაელებთან ერთად დატოვა იერუსალიმი და რომაელებმა სწორედ ამის შემდეგ შემოარტყეს ქალაქს ალყა".

/"კარიბჭე" N5, 2016, გვ.57/


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2016, 09:39 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელში იყო ასეთი წესი, - თუ კაცი გარდაიცვლებოდა და მას თავის ცოლთან შვილი, მემკვიდრე არ ჰყავდა, გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა შეერთო მის ძმას. მათი პირველი შვილი იქნებოდა გარდაცვლილი ძმის სახელზე, - მის შვილად ჩაითვლებოდა, დანარჩენი შვილები კი უკვე მეორე ძმის შვილად. ეს სჯულში ეწერა".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.27/


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:12 AM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავრობისმოყვარე ძველი აღთქმის ისრაელმა უარყო თავისი მაცხოვარი, მაგრამ სულ მცირე დროში 25 ცრუმესია მიიღო და ბოლოს სასოწარკვეთილმა უარყო. აბატმა ლემანმა 25 ცრუმესია დათვალა: თევდა, პალესტინაში 45წ., სიმონ მოგვი, პალესტინაში 34-37წ.წ., მენანდრე - იმავე წელს, დოსითეოსი, პალესტინაში 50-60წ.წ., ბარკოხბა, პალესტინაში 138წ., მოსე, კრეტაზე 434წ., ივლიანე, პალესტინაში 530წ., სირიელი, ლეონ ისავრიელის მეფობისას 721წ., სერენი, ესპანეთში 724 წ; სხვები - საფრანგეთში, სპარსეთში, არაბეთში, მორავიაში, მესოპოტამიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ინდოეთში, ბოლო მესია, საბათია ცები, თურქეთში 1658 წელს გამოჩნდა, - წერს სერგი ნილუსი."


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2017 - 01:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი