თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სილამაზე და მშვენიერება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:21 AM

დიდი ხანია მინდოდა ამ თემის გახსნა... smile.gif

"უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა"... უფალზე მშვენიერი ვინ შეიძლება იყოს?... უფლის ხელით შექმნილი სამყაროს და ადამიანის სილამაზე ხომ გამოუთქმელია... wub.gif

მთავარია აღქმა არ დავკარგოთ, შეგრძნება არ დაგვეკარდოს სილამაზისა და მშვენიერებისა...



"კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას".

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 11:34 PM

"ირგვლივ სამყაროს სილამაზით ტკბობა და გარიჟრაჟის ცქერაც უფლის წყალობაა".

/დეკ. დავით გეგეშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 08:45 PM

"ზოგჯერ უყურებ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელი ეკლესიაში დადიან და ფიქრობ: "ამდენი წლის მანძილზე ამ ადამიანმა რა ისწავლა? ნუთუ ამ დაუცხრომელმა ზრუნვამ ცოტათი მაინც არ გაალამაზა მისი სული?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:24 PM

"სილამაზის დასახიჩრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 11:42 AM

"...აქ [ათონზე] სილამაზეა გაზაფხულის მიწურულიდან, აღდგომიდან, ვიდრე ღვთისმშობლის მიძინებამდე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:23 PM

"წელიწადის ყოველი დრო ხომ თავისი განუმეორებელი სილამაზითა და სიუხვით ღვთისადმი აღვლენილი თავისებური სადიდებელია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:22 PM

"უცქირეთ მშვენიერების ესთეტიკურ ნიმუშებს"

"ქართველ პოეტთა ნაწარმოებებში ყველაზე მაღალი სიკეთე და სილამაზე მზით, სინათლით გამოისახება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:03 PM

"საითაც უნდა მიიქცეს ადამიანის სული, ყველგან მწუხარებას აწყდება, ყველგან, სადაც არა ხარ შენ, თვით მაშინაც კი, მშვენიერებასაც რომ შეეყაროს, რა თქმა უნდა, მშვენიერებას შენ გარეშე და, მაშასადამე, თავისთავის გარეშეც. ეს მშვენიერი საგნებიც არარანი იქნებოდნენ, შენგან რომ არ იღებდნენ დასაბამს".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:36 AM

"გავწიეთ პირიქითა თუშეთისკენ. რომ ვფიქრობდით, რაც ვნახეთ, იმაზე ლამაზი რაღა უნდა იყოსო, ახლა სულმთლად შეგვეკრა სუნთქვა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:04 PM

"როცა სული იწმინდება, ეს მადლი გარეგნულადაც ვლინდება და ადამიანი ფიზიკურადაც ლამაზია".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 06:57 PM

"ებრაულ ხალხურ პოეზიასა და სიმღერებში ბროწეული სილამაზისა და მშვენიერების მეტაფორული სახეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:43 AM

"არ არსებობს მშვენიერება, რომელიც ადამიანში ბოლომდე დამახინჯებულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:45 PM

"ჯეროვან სიტყვას სილამაზე მოაქვს და, დოსტოევსკის თქმით, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:54 AM

"ადამიანს არ შეუძლია არსებობა ორი რამის: მშვენიერებისა და შემოქმედების - გარეშე."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 11:03 PM

"სულში ლამაზი დღე გათენდა"

/გულნაზ ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:33 AM

"ადამიანს არ შეუძლია არსებობა ორი რამის: მშვენიერებისა და შემოქმედების გარეშე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2017, 02:18 PM

"სიყვარულის ძაფით ნაქსოვი მშვენიერება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:26 PM

"ვფიქრობ, სილამაზეც ერთგვარი ნიჭია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 10:17 PM

წერილი 104. ერთ დედას სილამაზის კონკურსზე

უგუნური სიხარულით მაუწყებთ, რომ თქვენი ქალიშვილი სილამაზის დედოფლად აირჩიეს და ჩემგან თითქოს მილოცვას ელით, მე კი ამაზე წერაც მრცხვენია და მილოცვის მაგივრად გიცხადებთ ღრმა თანაგრძნობას მწუხარებაში.

მწერთ: "ჩემი ქალიშვილისთვის, როგორც განათლებული გოგონასათვის, ეს ძალზე საქებარია". რა ვთქვათ ჩვენს დროში განათლებულებსა და გაუნათლებლებზე? თანამედროვეობის სხვადასხვანაირ მრავალ კრიზისს შორის განათლების კრიზისი ერთ-ერთი უმთავრესია. ვინ იცის, ვის უფრო შეიძლება ერქვას განათლებული: რომელიმე ქალაქელ ქალბატონს თუ მორცხვ სოფლელ მწყემს გოგონას? ძნელია საერთო აზრამდე მისვლა, ვიდრე არ განვსაზღვრავთ განათლებულობის ცნებას და არ ვიტყვით ხალხთან ერთად, რომ განათლებულია ის, ვინც შიგნით ნათელს ატარებს, ანუ იცავს პატიოსნებას (ღირსებას), ხოლო ვისაც არ აქვს პატიოსნება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს, როგორი ცოდნაც არ უნდა დააგროვოს, განათლებული ვერ იქნება.

ჩვენს სერბულ სოფლებში სილამაზეზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ზნეზე კი ხმამაღლა. ეს მომდინარეობდა ხალხის შეგნებიდან, რომ სილამაზე წარმავალია და ადამიანზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ხასიათი უცვლელია და კაცის ნებაზეა დამოკიდებული. გსმენიათ ხალხური სიმღერა ქალწულ მილიცაზე: "მე ჯადოქარი არ ვარ, ღრუბლები გადავრეკო. ქალწული ვარ და საკუთარ თავს ვიცავ..."
სილამაზის დედოფლის არჩევა - აღორძინებაა ძველ ლათინთა ტრადიციებისა. არსობრივად კი სხვა არაფერია, თუ არა ოსტატურად დაფარული თეთრი მონებით ვაჭრობა. ცნობილია თუ არა თქვენთვის ასეთი მზეთუნახავების ხვედრი? ის საშინელია! ჯვარდაუწერელი ქორწინებები, ქორწინებაგარეშე შვილები - საცოდავი ბავშვები! განქორწინების სენსაციური პროცესები, თვითმკვლელობა. აი ის გზა, რომელსაც უფრო ხშირად მიუყვებიან სილამაზის დედოფლები! ნუთუ თქვენი ქალიშვილიც ამ გზას გაჰყვება? აჯობებდა, წაგეკითხებინათ მისთვის ცერის მთაზე მამის გმირულ სიკვდილზე, ვიდრე გაგეყვანათ ამ საბაზრო და სახიფათო სპექტაკლზე. თავს ვინ იდებს, რომ თქვენი სიხარული მალევე ღრმა მწუხარებად და სირცხვილად არ მოგიბრუნდებათ, ისეთ სირცხვილად, რომლის გამოც დღისით სახის დამალვას შეეცდებით? მეზობლები კი ბოროტი სიხარულით დაგცინებენ, და ეს უფრო დაგიფლეთთ გულს.

ყველა საცთურთაგან, რომელიც კაცმა უნდა დაძლიოს, სილამაზე ერთ-ერთი უძლიერესია. წმინდა დიდმოწამეებმა - ეკატერინემ და ბარბარემ, ანასტასიამ და პარასკევამ და მრავალმა სხვამ დაძლიეს იგი, რამეთუ შეიცნეს სხვა მშვენიერება, რომელიც ფიზიკურ სილამაზეზე უძვირფასესია. მაგრამ შეუძლია ამ საცთურის დაძლევა თქვენს ქალიშვილს, რომელსაც არ აქვს სულიერი ხედვა და თავისი ნებით წავიდა ამ სავაჭრო ადგილას? დაე შეეწიოს მას ყოვლადძლიერი უფალი! მაგრამ სილამაზეს, ისევე როგორც სიმდიდრეს და უფრო მეტადაც კი, მიჰყავს კაცი ქედმაღლობისაკენ, ქედმაღლობას - ტახტრევნისაკენ, საიდანაც გარდაუვალად ჯოჯოხეთის უფსკრულში იჩეხება.

ამერიკელმა კინომოვაჭრეებმა უფრო მეტი შემოსავლისთვის გამოიგონეს, თითქოს იუდა გამცემელი თორმეტ მოციქულთა შორის ყველაზე ლამაზი ყოფილიყო. ეს, რა თქმა უნდა, იუდას სიკვდილის გარდა ვერაფრით დამტკიცდება. გაგიგონიათ და წაგიკითხავთ, რომ მისი სიკვდილი მსგავსი იყო თანამედროვე სილამაზის მეფეთა და დედოფალთა სიკვდილისა. ამ "მშვენიერმა" იუდამ ღვთის ძის გაცემის შემდეგ "დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა" (მათე 27,5).
ვინც შორს შეჰყვება ეშმაკის ბილიკს, მისთვის ძნელია უკან დაბრუნება. რა გირჩიოთ? რაც შეიძლება სწრაფად გაათხოვეთ თქვენი ქალიშვილი. რაც უფრო უბრალო იქნება სიძე, მით უკეთესია. გააყოლეთ ვინმე ხაბაზს ანდა კონდიტერს (რა თქმა უნდა, ღვთისმოშიშ კაცს ასეთი პასუხისმგებლობის აღებისა არ შეეშინდება). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიმედდე, რომ გეყოლება კანონიერი შვილიშვილები და გექნება ღვთის კურთხევა. შემოქმედს შეუძლია თავისი ძალით დაიცვას ადამიანი მოლიპულ გზაზე დაცემისაგან, რომელსაც ის უცოდინარობის ანდა უძლურების გამო მიყვება. დაე, შეგეწიოთ იგი თქვენ და თქვენს შვილებს, რომლებიც ამ სამყაროში ყველაზე ძლიერ გიყვართ!

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:48 PM

"ყველაფერი ლამაზად აკეთეთ... ყველაფერს ლამაზად მიაღწიეთ..."

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2017, 01:39 PM

"შეეცადეთ, მხოლოდ ტკბილი და თბილი თქვათ და თქვენს გარშემო ყველა და ყველაფერი გალამაზდება"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:44 AM

"ღვთისმშობლის ლოცვით ფრთაშესხმულმა ანგელოზისდარ სილამაზეს მიაღწიო"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:16 PM

"ადამიანის უმშვენიერესი და უღრმესი განცდაა იდუმალების განცდა. იგი საფუძვლად უდევს რელიგიას და აგრეთვე ყველა უღრმეს ტენდენციებს როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაში.

ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ეს განცდა, მე შევადარებდი მკვდარს ან ბრმას. ეს არის უნარი ისეთი რამის აღქმისა, რაც ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია, რაც დაფარულია ჩვეულებრივი განცდისათვის.

მისი მშვენება და სრულყოფილებაც ჩვენამდე აღწევს მხოლოდ მკრთალი ანარეკლის სახით. ეს არის რელიგიურობა. ამ გაგებით, მე ვარ რელიგიური".

/ალბერტ აინშტაინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2017, 02:12 PM

"შენ თუ გინდა ლამაზი გახდე, აუცილებლად გახდები ლამაზი"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:29 PM

"არის ქვეყნები, სადაც სილამაზე პრიორიტეტი არაა, რადგან იქ ყველა ლამაზია, - მოგზაურები ერთხმად აღნიშნავდნენ ამას საქართველოზე".

/სტრაბონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 02:07 PM

"მართალი ყოველივე მიწიერს ივიწყებს, როდესაც საიდუმლოდ ეხსნება ზეციური ბინადრების სილამაზისა და ზეციური ცხოვრების ნეტარების ხილვის უნარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 07:50 PM

"ღმერთი არის ჭეშმარიტი სილამაზის პირველწყარო და პირველხატი, ის ამ სამყაროს თავისი ღვთაებრივი დიდების უხრწნელი სახით ეცხადება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:40 AM

"გარეგნულად ძალზე სიმპათიური იყო და სიცოცხლის ბოლომდე ასეთად დარჩა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:29 PM

“თითოეული ადამიანი მხატვარი და შემოქმედია საკუთარი სულის სილამაზისა.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 01:53 PM

"გავალამაზოთ ჩვენს გვერდში მდგომი"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:18 PM

"შეიძლება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე საგანს, მოვლენას გვერდით ჩაუარო და ვერ დაინახო მასში ჩადებული სილამაზე. არ გაგიმხილოს საგანმა თავისი არსი, საიდუმლოება. ვერ განჭვრიტო, ვერ მოიხელთო სილამაზე. ჩაუარო ბალახს, ყვავილს და ვერ გაიგო, რას განიშნებს".

/ფოტოხელოვანი ზურაბ კუპრავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 08:03 PM

„მთელი გულით ზეციური სიძე შეიყვარა, რომელიც ჩვენში შინაგან მშვენიერებას ეძიებს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:13 PM

"ჩვენი სულიერი სილამაზე უპირველეს ყოვლისა კეთილი საქმეებით, კეთილშობილებით, ღვთისნიერებით უნდა მჟღავნდებოდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2019, 07:06 PM

"მშვენიერებისაკენ სწრაფვა დამახასიათებელია ადამიანისათვის და სწორედ ღმერთია სრული და ჭეშმარიტი მშვენიერება".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:32 PM

"მშვენიერი სულის შინაგანი სისპეტაკე ჭეშმარიტი ადამიანის გარეგნულ სახესაც ამშვენებს. სიყვარულის ღვთიური სიტკბოება მის იერსახესაც ატკბობს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 06:57 PM

"მშვენიერი სულის შინაგანი სისპეტაკე ჭეშმარიტი ადამიანის გარეგნულ სახესაც ამშვენებს. სიყვარულის ღვთიური სიტკბოება მის იერსახესაც ატკბობს. შინაგანი სულიერი სილამაზე გარეგნულადაც კი ამშვენებს და ანათებს ადამიანს; ღვთიური მადლის მეშვეობით იგი ადამიანს სრულებით სხვაგვარად წარმოაჩენს. გარდა ამისა, იგი ამშვენიერებს და აბრწყინებს იმ უშნო ტანისამოსსაც კი, რომელსაც ატარებს მადლით აღვსილი ღვთივსათნო ადამიანი."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:39 PM

"პლატონი გახლდათ ის მოაზროვნე, რომელმაც მშვენიერება უმაღლესი სიკეთის იდეის ჭვრეტას დაუკავშირა, რამაც, მოგვიანებით, საკაცობრიო აზროვნების ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:23 PM

"ეკლესიის ზოგიერთი მოძღვარი განმარტავს, რომ უმაღლესი მშვენიერება საღვთო სიყვარულის გალობაა და რომ სამყარო იმისთვის შეიქმნა, რათა იგი ასეთ გალობად - ღვთაებრივ სიმფონიად, ღვთის ქებად იქცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:26 PM

"ჩემს სახეს ამქვეყნიური სილამაზე კი არ ჰქონდა, არამედ ზეციური"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:39 PM

"სულის შინაგანი სილამაზე ადამიანს სულიერად ამკობს და გარეგნულად ასხივოსნებს"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 11:06 PM

"ბრძენს უთქვამს: "სილამაზე მხოლოდ მაცქერლის თვალებში ცოცხლობსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 03:51 PM

"მესამე საუკუნის ფილოსოფოსი პლატონი ამბობს: "სული ვერასდროს დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და, ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერებისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ იგი თვითონ უნდა გახდეს მშვენიერი და ღვთაებრივი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:30 PM

"უსამართლობაა, სილამაზის გენმა არდადეგები მოიწყო ჩემზე"

"მას მომნუსხველი, ბოროტი სილამაზე ჰქონდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2020, 09:24 PM

"უმჯობესია, ლამაზად ცხოვრობდე, ვიდრე - ლამაზად ლაპარაკობდე"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:54 PM

"თუ სილამაზეც ახალი წიგნივით არის, ვიდრე არ ჩაწვდები მის სამყაროს, შეუცნობელი გრჩება?!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:12 PM

"ღმერთია ჭეშმარიტი სილამაზე, ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე - ეს ღვთივმსგავსებაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:11 PM

"ბუნებრიობის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი მშვენიერება..."

/დენი დიდრო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:27 PM

"სილამაზის ფასი არაფერია დედამიწაზე! - სულიერი სილამაზისა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:02 PM

"სილამაზეს ჩვენშიაც მუდამ ბევრი მოტრფიალე ჰყავდა. ეს იქნებ ერთადერთია, რაც ოდითგანვე უცვლელი დაგვრჩა, ყველა თაობის ცეცხლი და ყინული ჩამოიარა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:51 PM

"თქვენ დაუშვებელი სილამაზე გაქვთ!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:04 PM

"გონიერი ხალხი თავისთვის სილამაზეს არ ნატრობს, არც სხვაში აქცევს მას განსაკუთრებულ ყურადღებას"

/ენ ბორნტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:08 PM

"იმპოზანტური = ვინც ან რაც თავისი გარეგნობით, შესახედაობით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს; დიდებული გარეგნობისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 08:41 PM

"არ უნდა გადარდებდეს, ვის მოსწონხარ, ვის არა... მთავარია შენი ბუნებრივი ხაზი არ დაკარგო..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:13 PM

"მშვენიერება, რომელიც აღგვაფრთოვანებს, მსწრაფწარმავალია; იგი სიკვდილთან ერთად უკვალოდ ქრება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:38 PM

"ვინც ღმერთს არ მიუახლოვდება თავისი ცხოვრებით, იგი ვერ შეძლებს იხილოს უფლის საქმეები გონების წმინდა თვალით. ამიტომაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სათხოვარი უნდა იყოს: "ერთი ვითხოვე უფლისაგან... ხილვად ჩემდა მშვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი" (ფსალმ. 26,4)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 09:54 PM

"მშვენიერება ყველაფერშია, დანახვის ნიჭი ცოტაში!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:28 PM

"როგორც სხეულთან მიმართებით დამწუხრებული, მოწყენილი და პირქუში ადამიანი, თუნდაც შესახედავად ლამაზი იყოს, კარგავს თავის მიმზიდველობას, ხოლო უზურნველი და მშვიდად მოღიმარი, სილამაზესა და პეწს იძენს, ზუსტად ასევეა სულთან მიმართებითაც - პირქუში ადამიანი, ათასი კეთილი საქმეც რომ ჰქონდეს, მთელ სილამაზეს უკარგავს ამ საქმეებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:56 PM

"შეხედეთ რა სილამაზეა - მზე, ცა, ვარსკვლავები, ხეები, ყვავილები. ეს ყველაფერი ხომ არ არსებობდა! ღმერთმა არაფრისგან შექმნა ეს სილამაზე. ასევე ადამიანიც, როცა გულწრფელად შეიგნებს, რომ არარაობაა, მაშინ უფალი მისგან დიად რამეს ქმნის"

/ღირსი ნეკტარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2021, 10:30 PM

"ცხოვრება შალის, აბრეშუმის, ოქრომკერდის, ქაღალდის სხვადასხვა ძაფისგან ნაქსოვი ქსოვილია; თითოეული ძაფი ამ ქსოვილის სიმტკიცისა და სილამაზისთვის აუცილებელია; როგორც ეს ერთი მათგანი გაწყდება, წონასწორობა ირღვევა და ჩვენ ვევნებით"

/"მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურიდან"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:55 PM

"ერთმანეთში კარგს უფრო რომ ვეძებდეთ, ვიდრე ცუდს, მაშინ სამყაროც უფრო ლამაზი იქნებოდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 03:16 PM

"არაერთხელ მითქვამს ჩოხით შემოსილს: ქართველი მამაკაცი ყველაზე მეტად ლამაზ ქალს, ლამაზ ცხენსა და ლამაზ მამულს უნდა უფრთხილდებოდეს, სამივე მათგანზე ხომ ათას კაცსა აქვს თვალი დადგმული-მეთქი"

/არნოლდ გეგეჭკორი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:04 PM

"მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:29 PM

"უმჯობესია, ლამაზად ცხოვრობდე, ვიდრე - ლამაზად ლაპარაკობდე!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:13 PM

"სადაც კეთილი და სასარგებლო არ არის, იქ არც მშვენიერებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 09:54 PM

"თუ ერთიანდება სიტყვა და ცხოვრება (საქმე), მაშინ ისინი შეადგენენ სიბრძნიმოყვარეობის მთელ სილამაზეს"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 05:21 PM

"გრძნობისმიერ ნაწილში სულის მოქმედების შედეგად სამშვინველში თავს იჩენს სწრაფვა და სიყვარული სილამაზისადმი, ან, როგორც ამბობენ, სინატიფისადმი.
სული, რომელმაც უწყის ღმერთი, ბუნებრივად ჩასწვდება უფლის სილამაზეს და მხოლოდ მისით ტკბობას ეძიებს. უფლის სილამაზის ჭვრეტა, განცდა, მისით ტკბობა სულის მოთხოვნილებაა, მისი ცხოვრებაა, სამოთხისეული ცხოვრება"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 06:18 PM

"სილამაზე - არასაიმედო სატყუარა; სიმახინჯე - უდანაშაულო ბოროტება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 05:21 PM

"სინანულითვე აღიდგენს ადამიანი თავდაპირველ მშვენიერებას, ღმერთის "ხატად და მსგავსად" შექმნილ სილამაზეს."

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 07:55 PM

"ამტვრევენ კაფელს, უფალი კი შემდეგ მისი ნამტვრევებისაგან მშვენიერ მოზაიკას ქმნის"

/ბერი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:25 PM

"სილამაზე, გზა და ხიდია, სიყვარულისკენ"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:16 PM

"სამი რამ ამშვენებს კაცს: მარიალიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:52 PM

"დაჰმშვნებია თეთრად მოსილს ფიფქივით სახე"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 09:53 PM

"არც ერთ სიტუაციაში ადამიანმა არ უნდა დაკარგოს სილამაზის აღქმის უნარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:05 PM

"ნუ იამაყებ გარეგნული სილამაზით: ხორციელი სილამაზე სულიერის გარეშე, სილამაზე კი არა - სიმახიჯეა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 09:03 PM

"როგორც ქმნილებათა სხვადასხვაგვარობა შეადგენს სილამაზეს ნივთიერ სამყაროში: ასევე ტლანტთა სხვადასხვაობა და ადგილი ადამიანთა საზოგადოებაში შეადგენს სულიერი სამყაროს სილამაზეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 08:30 PM

"ჭეშმარიტად დიდია იგი, ვინც ყოველგვარი სხეულისა და სილამაზის მიმართ უგრძნობელობა მოიხვეჭა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 05:30 PM

"უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ. აქ მონათლა წმიდა მათემ ქალაქის მთავრის - ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2022, 09:24 PM

"სილამაზეს, ისევე, როგორც სიმდიდრეს, და უფრო მეტად, ვიდრე სიმდიდრეს, ადამიანი ქვედმაღლობამდე მიჰყავს, ქედმაღლობა კი ის ტახტია, საიდანაც გარდაუვლად ვარდებიან ჯოჯოხეთის უფსკრულში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 08:16 PM

"უფალში არსებობს მშვენიერება"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 08:32 PM

მშვენიერება

"მშვენიერება... ცხოვრობ და ხვდები: მშვენიერია დედამიწა, ხეები, ტყის უდაბური გზები, მთის წყნარი მდინარეები, ღრუბლები, მზის სხივებით გაცისკროვნებული თვალუწვდენელი ცისფერი ზეცა, - სიცოცხლით ყველა ხარობს, რადგან დედამიწაზე ყველაფერი მშვენიერია, რამეთუ სიცოცხლე უანგაროდ უნაწილებს ამ სამყაროს სიხარულსა და სილამაზეს!

უეცრად, ამ დაუსრულებელ და მრავალფეროვან სილამაზეში, რაღაც უფრო მშვენიერი ჩნდება, საკვირველი, დაუჯერებელი, შეუდარებელი მომხიბვლელობით... სუნთქვაშეკრული უახლოვდები, შიშობ, რომ რაიმე არ შეგეშალოს და არ დააფრთხო ეს მშვენიერება, ყურადღებით უმზერ, თვალებს არ უჯერებ და მოულოდნელად ხვდები: ნუში აყვავებულა..."

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:48 PM

"ყველაფერი, რასაც კეთილი გული შეიყვარებს, მშვენიერებად იქცევა"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:39 PM

"ადამიანი და განსაკუთრებით - ბერი საკუთარ შინაგან უბადრუკობას რომ ხედავდეს,გარეგნულ სილამაზეს აღარ გამოეკიდებოდა. სული ისეთი დაბინძურებული და დასვრილია, ჩვენ კი, მაგალითად, ტანსაცმელზე ვზრუნავთ. ტანსაცმელს ვრეცხთ, ვაუთოებთ და გარეგნულად სუფთები ვართ, მაგრამ როგორები ვართ შიგნიდან? ეს ჯობია არც ვიკითხოთ. ამიტომ ყურადღებას რომ აქცევდეს საკუთარ სულიერ უწმინდურობას, ადამიანი იმაზე აღარ დაკარგავდა დროს, რომ სკურპულოზურად, უკანასკნელ უმცირეს ლაქამდე ეწმინდა თავისი ტანსაცმელი. მთელი გარჯა სულის, შინაგანის გასუფთავებისკენ უნდა მივმართოთ და არა გარეგნული სილამაზისკენ. უპირატესობა ამაო სილამაზეს კი არ უნდა მივანიჭოთ, არამედ სულის მშვენიერებას. უფალმაც ხომ თქვა, რომ მთელი სოფელი არ ღირს მხოლოდ ერთი ადამიანის სულად"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:42 PM

"გატაცება ამსოფლიური სილამაზით, რომელიც თუმცა ცოდვისმიერი არ არის, მაინც ამაოებად რჩება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 01:53 PM

"ადამიანს - სიყვარული საღმრთო მადლის მეშვეობით ულამაზესად აქცევს და მისი დამალვა შეუძლებელია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2023, 09:45 PM

"როცა სულიერ ცხოვრებას იწყებს, ადამიანი არასოდეს არ ძღება. ასევე ვერ ძღება კაცი, როცა იგი სილამაზეს აედევნება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:46 PM

"დედა მატრონა [მოსკოველი] ამბობდა, რომ ფერ-უმარილის წასმა დიდი ცოდვაა; ამით ადამიანი იმახინჯებს ადამიანური ბუნების ხატს, შეავსებს იმას, რაც უფალს არ მოუცია, ქმნის ნაყალბევ სილამაზეს, რაც გარყვნილებას შობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:57 PM

"განაბრძნე ჩემი გული, უფალო ჩემო, რათა არ მიიზიდოს იგი წარმავალმა სილამაზემ, არამედ შენ - ჩემო უკვდავო მშვენიერებავ. ერთადერთო მშვენებავ ჩემო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 04:21 PM

"განგაშორებთ უფალი თავის სილამაზეს და გომბეშოებიც ხტუნაობით გაექცევიან თქვენს სიმახინჯეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 05:22 PM

"იმისათვის, რომ მიწიერით, ნივთიერით და გარეგნულით არ ვიყოთ დამონებულნი, ყველა სიტუაციაში გონებით ჰკითხე საკუთარ თავს: "რა იქნება შემდგომ, როგორია დასასრული ამ ყველაფრისა?" და დაინახავ რომ ყოველივე მიწიერის დასასრული - მტვერი და ხრწნაა და მხოლოდ სულიერია მარადიული. უკვე ამით ჩვენ განვწმენდთ გონებას მიწიერი სახეებისაგან, აღვიყვანთ სულს ღმერთისკენ, მისი ყოველგან მყოფობა გვემახსოვრება, ის გონებაში გვეყოლება - ანუ გვექნება ლოცვა. მაგალითად, ქალის სახის სილამაზე გვატყვევებს - ჰკითხე შენს თავს: რა იქნება ოცი ან ოცდაათი წლის შემდეგ? ნაოჭები სახეს იარებივით დაღარავენ; თვალები, ძვირფას ქვებად რომ გვეჩვენება, ლორწოს გროვად იქცევა, კბილები დასცვივა. შემდეგ რა? - სიკვდილი. რა მოუვა ამ ადამიანს კუბოში რამდენიმე დღის შემდეგ? - სახე გაუშავდება, გაბერვას დაიწყებს, გვამი სიმყრალეს გაავრცელებს, ერთი თვის შემდეგ კი საფლავში რაღაც საშინელი მასა იქნება, რომელშიც მატლები იფუთფუთებენ. აი მიწიერი სილამაზე და მისი დასასრული"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 09:03 PM

"იმისათვის, რომ სამყაროს მშვენიერება დავინახოთ და გავიგოთ, სულიერი თვალი ახელილი უნდა გვქონდეს, რამეთუ ჭეშმარიტი სილამაზე, რომელიც მომავალი ფერისცალების საიდუმლოს ერთგვარად გვიმხელს, მიუწვდომელია ხორციელი თვალისთვის"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2024, 03:09 PM

"ადამიანს მშვენიერებისაკენ ერთგვარი სწრაფვა აქვს, როგორც მოგონება ენით უთქმელი სილამაზის დაკარგულ სამოთხეზე. ჩვენ ამ სილამაზეს იმ სამყაროში ვეძებთ, სადაც ყოველივე ამაოა. არც თუ იშვიათად ლამაზ ქალს რაღაც შეშლილობით, "ანგელოზს" უწოდებენ. "სუფთა სილამაზის გენია", - თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა უცნობილესმა პოეტმა [პუშკინი]. თუმცა ეს მზეთუნახავი, ზეციურ არსებად რომ ვსახავთ, სულის და სხეულის სიმყრალეს აფრქვევს და კუჭს ყოველდღიურად ითავისუფლებს. რად იქცევა ადამიანი სიკვდილის მერე? - შავ, უფორმო მასად, როემლიც ირწევა გაფუებული ცომივით და შიგ მატლები ფუთფუთებენ. საფლავი გონების თვალით გახსენი და ასეთი მზეთუნახავი ან მზეჭაბუკი შეიყვარე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:22 PM

"რამდენადაც უფრო სუფთაა ადამიანის გული, მისთვის მით მეტად იხსნება ზეციური სილამაზე ღვთის სახელისა, ამ საკვირველი მარგალიტისა, რომელზე ძვირფასიც ქვეყნად არაფერია და სულს მხოლოდ ერთი უნდა: ამ სილამაზის ჭვრეტა, ღვთის სახელის მოხმობით ღმერთთან განმარტოება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2024, 09:19 PM

"ღმერთია ჭეშმარიტი სილამაზე, ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე - ეს ღვთივმსგავსებაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)