"წითელი ზონა", "თავისუფლებისა" & პირველი არხის ერთობლივი პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"წითელი ზონა", "თავისუფლებისა" & პირველი არხის ერთობლივი პროექტი |
ქევანა |
May 5 2010, 04:58 PM
პოსტი
#1
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
გადაცემა გადის ყოველ პარასკევს პირველ არხზე ღამის 12სთ–ზე, მიჰყავს კინომცოდნე გოგი გვახარიას. გადაცემის პირველი ნაწილი არის საუბრები სტუმართან და მეორე ნაწილი მთლიანად ფილმს ეთმობა.
გადაცემის ბოლო ჩანაწერი: წითელი ზონა არ გავხსნიდი თემას, რომ არა წამყვანის საინტერესო საუბრები სხვადასხვა პროფილის სტუმრებთან, რომლის მოსმენის შემდეგად გიჩნდება სურვილი შენც გამოთქვა შენი აზრი, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, იკამათო, განიხილო... მაშ, მოდით ყოველი გადაცემის გასვლის შემდეგ ვისაუბროთ და გამოვთქვათ აზრი აქ, ამ თემაში. *** "მარგინალები, გარიყულები, „ჩარეცხილები“ იყო სათაური იმ თემისა, რის შესახებაც ისაუბრეს წამყვანმა და თეოლოგის სახით მოწვეულმა ბასილ კობახიძემ. რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნონა |
May 5 2010, 08:12 PM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მე არ ვარ ამ გადაცემის აქტიური მაყურებელი, მაგრამ ამ კონკრეტული სტუმრით (სწორედ მისით) აღფრთოვანებული დავრჩი.
ასეთი რაფინირებული მოსაუბრე თუ იქნებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი. მთლიანად ვიზიარებ მის შეხედულებას იდეოლოგიზირებულ საზოგადოებაზე და ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანთა აზრი ვინც თვლის რომ მსგავსი რამ არ გვჭირს... ყველანი ერთგან ვფოთრაობთ და თავისუფალი ნების ბრალეულობით ვცოდავთ... ვინ როგორ ეს უკვე გემოვნების საკითხია ლამის გადაცემის შემოქმედებითი კოლექტივიც აშკარად მოქნილად მუშაობს.. მოვიხიბლე ლუის ბუნუელის ფილმიდან ”ნაზარინი” ეფექტურად შერჩეული ეპიზოდის ჩართვით. პ.ს. ქევან თემას შენი აზრიც მოყოლოდა შეფასების სახით კარგი იქნებოდა -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
sandro40 |
May 5 2010, 08:42 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
ციტატა მე არ ვარ ამ გადაცემის აქტიური მაყურებელი, მაგრამ ამ კონკრეტული სტუმრით (სწორედ მისით) აღფრთოვანებული დავრჩი. ვაიმეე, ნონაა, მაინც რამ მოგხიბლააა??? |
ნონა |
May 5 2010, 08:52 PM
პოსტი
#4
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
sandro40
ციტატა ვაიმეე, ნონაა, მაინც რამ მოგხიბლააა??? სწორად დანახულმა კონკრეტულმა პრობლემამ. შენ რაში არ იზიარებ მის პოზიციას? მე კობახიძეზე დაახლოებით ისეთი წარმოდგენა მქონდა როგორიც ბასილ მკალავლიშვილზე... და ძალიან მეუცხოვა საუბრის ასეთი მშვიდი და დამაჯერებელი ტონი, შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შენ ეტყობა განსხვავებულ აზრზე ხარ ხო?.. მაინტერესებს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
sandro40 |
May 5 2010, 10:07 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 სწორად დანახულმა კონკრეტულმა პრობლემამ. შენ რაში არ იზიარებ მის პოზიციას? მე კობახიძეზე დაახლოებით ისეთი წარმოდგენა მქონდა როგორიც ბასილ მკალავლიშვილზე... და ძალიან მეუცხოვა საუბრის ასეთი მშვიდი და დამაჯერებელი ტონი, შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შენ ეტყობა განსხვავებულ აზრზე ხარ ხო?.. მაინტერესებს ვაიმეეე, რას ლაპარაკობ მისი ფანი ვაარრრრრ |
ნონა |
May 5 2010, 10:33 PM
პოსტი
#6
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
sandro40
მე თქვენ უფრო არასერიოზული მეგონეთ -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ქევანა |
May 6 2010, 01:47 PM
პოსტი
#7
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
sandro40
შენ ერთხელ გაგაფრთხილე მგონი ნუ ცელქობ, თორემ მიიღებ იყავი კორექტული. თუ შეგიძლია ჩხუბის გარეშე, ოკ, თუ არადა, არ გაეკარო ამ თემა, ვაჰ ნონა ნელ-ნელა მოვაყოლებ მეც ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან იდეოლოგიზირებულია მაგრამ როდის არ იყო იდეოლოგიზირებული? რაღაცნაირად კანონზომიერებადაც იქცა, უკვე : ( -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
May 6 2010, 01:49 PM
პოსტი
#8
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
იდეოლოგიზირებულში რას გულისხმობ? განმიმარტეთ -------------------- ფარით ან ფარზე
|
ქევანა |
May 6 2010, 01:57 PM
პოსტი
#9
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
ახლავე აგიხსნი იდეოლოგიზირებული არის იდეოლოგიით გაჟღენთილი, არაუბრალოდ იდეეებისა და შეხედულებების გაზიარება, არამედ მისი სრულად მოცულობა, აქ ისიც შედის: ბრმად რომ მიიჩნევ (ჩემთვის ასე განიმარტება; და თუ ვინმე სხვანაირად განმარტავს, დაწერეთ, სიამოვნებით ვისწავლი) აი, საკითხავია რა სახის იდეოლოგიაა (ანუ კარგია თუ ცუდი) გაბატონებული, ან საერთოდ, კარგი მოვლენაა იდეოლოგიით გატაცება? საზოგადოება უნდა იყოს გარკვეულწილად იდეოლოგიის მატარებელი და მისი დამცველი არ მეთანხმებით? უბრალოდ დოზებს გააჩნია, ან სხვა რამეს გააჩნია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
May 6 2010, 01:59 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გადაცემაში საუბარი იყო იმ მანკიერ თვისებებზე, რაც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში ფსევდო-რელიგიური სელF-პი არით?
ქვეყანა ზოგადად იდეოლოგიზირებულია, პოლიტიკურადაც და რელიგიურადაც. საკმარისია ნაციონალს უთხრა არანაციონალზე, რომ მან თქვა რომ მაწონი თეთრია, თუ ვერ შეგედავება, იმას მაინც დაამატებს, ვის უსმენ მათო? ანალოგიური ეხება მეორე მხარესაც... ზუსტად იგივე კერძო შემთხვევაა რელიგიური სტერეოტიპული "აზროვნება": მართლმადიდებელი - კარგი, იეღოველი - ცუდი, კონსერვატორი - კარგი, ლიბერალი - ცუდი; იგივე ითქმის ხშირად ე.წ. ლიბერალური საზოგადოების (რომლის ნაწილადაც ვთვლი თავს) ერთი ნაწილის შესახებ, ვისთვისაც პრიოიტეტები იგივე სტანდარტისაა, ოღონდ - პირიქით. კობახიძე რომ ეკლესიაში არაა, ეს უპირველესად ეკლესიაში იმ უმძიმესი პრობლემების გამო მოხდა, რაც კარგადაა ცნობილი, და არა იმიტომ, რომ თვითონ უბერავს...ცხადია უბერავს, მაგრამ ისეთივე დოზით თუ მეტით არა, ყველა ნორმალური უნდა უბერავდეს ამ გადაღრეცილ ქვეყანაში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ikanosi |
May 6 2010, 02:04 PM
პოსტი
#11
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
და რა სახის იდეოლოგიზირებული ვართ? გადაცემაში ჩართულ შიგადა-შიგ ვიდეოებს თუ გულისხმობ მაგაში იდეოლიგიზირებულს ვერ ვხედავ...ნუ თუ იმას გულისხმობ რომ ხალხი სექტანტებს უარყოფს თან არ იციან რატომ არის მცდარი(ერთ ერთი რეპორტაჟი იყო იეღოვას მოწმეებზე მგონი), ეს არის საერთო აზრი...ეკლესიის მიერ დადგენილი, რომ ეგ მოძღვრება არის მწვალებლობა და სექტა და ალბათ მაგტომაც აღიარებს ხალხი ეგრე.... -------------------- ფარით ან ფარზე
|
ნონა |
May 6 2010, 02:11 PM
პოსტი
#12
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნებისმიერ იდეოლოგიაში სისტემატიზირებულია გარკვეულ პრინციპთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს რეალობაზე შეხედულებათა კომპლექსს.
ასახულია რა მასში ორიენტირები და პრაქტიკული ქცევის მსაზღვრელებიც არანაკლები ”დოგმატურობითაა” მოცემული ემსგავსება გარკვეულ კონტექსტში რელიგიას. ნებისმიერი იდეოლოგიის უპირობა მიმდევრობა არის მორწმუნისათვის რელიგიური არსის ჩანაცვლება ფსევდორელიგიურობით. (მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ იდეოლოგიურ ფაბულას რომელიც დროს არ გაცვდა ან არ შეილანძღა გარდა რელიგიისა) საზოგადოება იმდენადაა იდეოლოგიზირებული რამდენადაც არათავისუფალი (ყველას თავისუფალი გვგონია თავი მაგრამ სინამდვილეში ყველას გვიჭირს, თანაც ძალიან) ზოგჯერ ეს იდეოლოგიები რელიგიურ მოტივებზე თუ მოსაზრებებზე იშვებიან ხოლმე და მისი სახელით წარმატებით იკაფავენ გზას არამარტო გონების არამედ გულისკენაც და ამ ორმხრივი დომინანტობის გამო ის ბევრად საშიშია. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
May 6 2010, 02:24 PM
პოსტი
#13
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
და რა სახის იდეოლოგიზირებული ვართ? რომელი სახით არ ვართ ნეტა?! თუ გვეტყვიან რომ ამერიკელი იყო ჩამოსული და ძალიან სათნო და ზნესრული ადამიანი იყოო გავიცინებთ თუ იტყვიან რომ ის (ათეიზმში შემჩნეული) მონასტერს ფინანსურად შეეწია მიზეზების ძებნით არ დავიღლებით. თუ გვეტყვიან რომ სასულიერო პირმა ყაჩაღობა ჩაიდინა მთქმელს ბოლს ავადენთ (თითქოს ეშმაკი მარტო მრევლს ებრძოდეს) და ა.შ.. ანუ ფაქტების ანალიზის გარეშე გარკვეული დამკვიდრებული შეხედულებების მიმდევარ-მატარებელნი ვართ ამ დროს კი ღმერთმა იცის რა წილი უდევს ამ ყველაფერს სამართლიანობასთან -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ქევანა |
May 6 2010, 02:27 PM
პოსტი
#14
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა გადაცემაში საუბარი იყო იმ მანკიერ თვისებებზე, რაც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში ფსევდო-რელიგიური სელF-პი არით? კი, ეგრეა. მაგრამ რატომ თვლი: ამ ბოლო დროს? ციტატა კობახიძე რომ ეკლესიაში არაა, ეს უპირველესად ეკლესიაში იმ უმძიმესი პრობლემების გამო მოხდა, რამდენადაც მე მახსოვს, კობახიძეს არ უშვებდნენ ბასილ მკალავიშვილს აჰყარეს მღვდლის სტატუსი და კობახიძე, თუ არ ვცდები კარგა ხანს იყო დეკანოზი, სანამ ისევ თვითონ არ განაცხადა, რომ ვიხდი ანაფორასო ნონა გააგრძელე ikanosi ციტატა და რა სახის იდეოლოგიზირებული ვართ? ჰმმმ... ზოგადად შეხედავ და ასეთ დასკვნას გააკეთებ: სიბნელეს მიაქვს ბურთიცა და მოედანიც. მანკიერება ყოველთვის იყო, უბრალოდ დღეს ისევ დადგა ის ეტაპი, როცა ცუდმა სძლია კარგს, ვგულისხმობ რაოდენობრივად გადააჭარბა.. მაგრამ რადგან შეფასება: ეს ცუდია, ის კარგია, პირობითია. ცოტა ძნელია შენს კითხვას ამომწურავად გაეცეს პასუხი. იმისათვის რომ ჩაება ბრძოლაში, უნდა გქონდეს მყარი საყრდენი ფეხქვეშ. ხომ არ შეიძლება აკრიტიკებდე ისე, რომ თავად არაფრის გჯეროდეს, არაფრის გწამდეს, არცერთ წრესა თუ მიმდინარეობას არ ეკუთვნოდა, არ გაგაჩნდეს შეხედულება და იდეოლოგია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს: დღევანდელი საზოგადოება არ მომწონს, არც ეს "ლიბერალები" (ცხადია ვითომ), არც ეს "მორწმუნეები" (ცხადია აქაც ვითომ). რა გვეშველება არ ვიცი ვინც რამეს წარმოადგენს, ის არაფერს აკეთებს, ვინც არაფერს წარმოადგენს, ის აკეთებს და კდიეც ვღებულობთ შედეგს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Funkenstein |
May 6 2010, 02:59 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
რადიკალი მორწმუნეები ვერ ხვდებიან რომ მათ მდინარის დინების მიმართულების შეცვლა არ შეუძლიათ, მათ უბრალოდ უნდა ისწავლონ მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა, ხოდა ეს რომ ავიწყდებათ და მთელ მათ ენერგიას იმას ახმარენ რომ დინება შეაჩერონ, ვერც ამას ახერხებენ და თან ამ დინებასაც მიყვებიან ძალაგამოცლილნი. ხოდა ამ ცხოვრების წესით ვინც ცხოვრობს და მის დაკრულზე ვინც ცეკვავს კი ვიცით როგორც ამთავრებს
|
ქევანა |
May 8 2010, 06:42 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
წუხანდელი გადაცემა მიეძღვნა ქართველ ფაშისტებს
გადაცემის სტუმარი იყო აკაკი ბაქრაძე გადაცემის ჩანაწერის ნახვა შეიძლება აქ: http://www.tavisupleba.org/content/article/2035814.html მე მომეწონა, კმაყოფილების გრძნობის მეტი არაფერი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი, თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნონა |
May 8 2010, 07:39 PM
პოსტი
#17
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მე არ დამრჩა ქევან კმაყოფილების ისეთივე გრძნობა როგორიც წინა კვირას.
განსაკუთრებული არაფერი არიული რასის კუთვნილება მეც ვარ ნეტა? არა ფაშისტები უეჭველი დამბრაკავდნენ -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 05:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი