IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

112 გვერდი V « < 110 111 112  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 7 2018, 11:12 AM
პოსტი #2221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამყარო წმინდანების ლოცვით დგას. ბერებიც მთელი ქვეყნიერებისთვის ლოცვისკენ არიან მოწოდებულნი. ამაში მდგომარეობს მათი მსახურება, ამიტომ არ შეიძლება საერო საზრუნავებით მათი დატვირთვა.

ბერი მუდმივად თავშეკავებით უნდა ცხოვრობდეს, ხოლო თუ იგი საერო საზრუნავებითაა დაკავებული, იძულებული ხდება ბევრი ჭამოს, რაც ძალზე ცუდია, რადგან ზედმეტი ჭამის შემდეგ იგი ისე ვეღარ ილოცებს, როგორც საჭიროა. მადლს გამხდარ სხეულში უყვარს დამკვიდება.“

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 10:43 AM
პოსტი #2222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილებამ და თავმდაბლობამ უშველა

"ერთხელ მთაწმინდაზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, სახელად გიორგი. მას სიყრმიდანვე ეშმაკის ხილვა ტანჯავდა. თანასოფლელმა ღვთისმოშიშმა ქალმა ურჩია, - მთაწმინდაზე წადი, წმინდა მოძღვრები და ღირსი მამები თავიანთი ლოცვით გაგათავისუფლებენ ამ ხილვებისგანო.

გიორგიმ დაუჯერა და მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში მორჩილად შედგა. იქ მას ბასილი დიდის შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა კეთილად მოღვაწე ბერი მამა პავლე. ერთხელ დაჩოქილ მორჩილს მოესმა, რომ მოძღვარი შეფუცვის ლოცვისას ტიროდა. წამოდგა - მამა პავლეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ეშმაკის შემოტევა მაინც გრძელდებოდა.

მერე ის სკიტიდან ფილოთეოს მონასტერში გადავიდა. იქ მცირეაზიელმა ბერმა სიმონმა ბერად აღკვეცა. ცხოვრობდა ამ მონასტერში, აღსარების სათქმელად კი ივერიის მონასტერში დადიოდა მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მაგრამ ეშმაკის განსაცდელები გრძელდებოდა.

სახიერმა ღმერთმა ჩააგონა მის სულიერ მოძღვარს, მამა მაქსიმეს, ერჩია, ყარაყალის მონასტერში გადასულიყო. ამ მონასტერში ძმები აკლდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერები, რომლებიც უფრო მოხუცებული მამების მოსავლელად სჭირდებოდათ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწევიან და კურნებას მოგცემენო, - უთხრა გიორგის მამა მაქსიმემ. ასეც მოხდა.

მონაზონი ანდრია (ასე დაარქვეს ბერად აღკვეცისას), შვილი მორჩილებისა და თავმდაბლობისა, დამორჩილდა სულიერი მამის ნამცნევს. როცა მისი ფილოთეველი მოძღვარი მოკვდა, იგი ყარაყალის მონასტერში გადავიდა და მოხუცებულ მამებს უვლიდა. ამ სავანეში ათამდე მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველამ შეისვენა უფლისა მიმართ. იქაც ლოცვებს უკითხავდნენ.

ბოლოს მოახლოვდა მისი განკურნების ჟამიც. მონაზონ ანდრიას მორჩილებამ, რომლის გამოც მოვიდა ამ სავანეში, მისმა მოთმინებამ, რომლითაც ის ზრუნავდა მამებზე, თავმდაბლობამ, უდრტვინველად რომ ეხმარებოდა მათ სიკვდილამდე და ბოლოს ქრისტიანულმა სიყვარულმა, რომელსაც იჩენდა მოყვასის მსახურებისას, შედეგი გამოიღო. ეშმაკის ოცნებები, ხილვები და საერთოდ უხილავი მტრის საცდურ-განსაცდელები შეწყდა. ღელვა დაცხრა.

კურნება კი ამგვარად მოხდა: ერთხელ ყარაყალის სავანის სარკმელთან მდგარმა ქალი-ჭინკა დაინახა, რომელმაც ველური ხმით უთხრა: სიყრმიდანვე - ოცდაჩვიდმეტი წელი ჩემს ხელთ იყავი, ახლა კი მიდიხარ ჩემგან! მე დაგკარგე და სხვამ წაგიყვანაო! ამის მერე ეშმაკი გაქრა და როგორც თვითონ მამა ანდრიამ მითხრა, თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამოშორდა, შვებით ამოისუნთქა.

ეს სასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით აღესრულა, რომელსაც ის ხშირად მოუხმობდა.

იმავე დღეს, როცა ეშმაკის ხილვები შეწყდა, იგი სხვა სნეულებისგანაც განიკურნა, რომელიც ასევე მრავალი წელი ტანჯავდა. ტანჯვისაგან დახსნილმა მონაზონმა ადიდა ღმერთი და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მას მერე მშვიდად მიუყვება მონაზვნური ცხოვრების გზას და ღვთის შიშით იღვწის თავისი ცხონებისათვის."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2018, 12:23 PM
პოსტი #2223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცილისწამების გარეშე ვერ გახდება ბერი წმინდანი.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2018, 10:49 AM
პოსტი #2224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა-მონასტრად ითვლებოდა. უწმინდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმინდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიდია სიჩუმეო...“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2018, 12:31 PM
პოსტი #2225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა... იმის გამო, რომ ზეციერი სიკეთის სიტკბოების გემო იცის. იგი ადვილად უარყოფს მიწიერს... უპოვარი მეფეა ამ წუთისოფლისა... ძეა უვნებელობისა... რაც გააჩნია, იმას არაფრად მიიჩნევს“ (სიტყვ. 17), არ წუხს იმის გამო, რომ არაფერი აბადია და ისე ცხოვრობს, თითქოს ყვველაფერი ჰქონდეს“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2018, 10:33 AM
პოსტი #2226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანდრიას ჰქონდა სურვილი და გადაწყვეტილება, აღკვეცილიყო მონაზვნად, მაგრამ ამისთვის მას უნდა გაევლო გამოსაცდელი ვადა. ორი წელი წადი ის უნდა ყოფილიყო მორჩილი და ამ ხნის მანძილზე გამოჩნდებოდა, იყო თუ არა იგი მონაზვნად აღკვეცის ღირსი.

მრავალი სიძნელე გამოიარა ანდრიამ ამ ორ წელიწადში. მან გამოსცადა მონასტრული მორჩილების ყველა სახე და იყო უფროსების უსიტყვო მორჩილებაში. ბევრი მწუხარებაც განიცადა: მოთმინებით იტანდა ზოგიერთი ძმის მძიმე ხასიათს, მკვახე და უხეშ სიტყვებს, განუწყვეტელ საყვედურებს - წვიმის წვეთებივით რომ ეცემოდნენ მას ერთიმეორის მიყოლებით.

ასეთ ახალგაზრდა ასაკში ნაზი, მგრძნობიარე ბუნების მქონე ადამიანისთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საძნელო, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლებოდა: რაღა თქმა უნდა, მტკივნეული იყო თბილი, ოჯახური ატმოსფეროდან მკაცრ მონასტრულ ყოფაში გადასვლა. ყველანი - იღუმენიდან დაწყებული უკანასკნელი მორჩილით დამთავრებული - უნდა დახმარებოდნენ მას ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში: ყველა თავისებურად - თავისი ხასიათისა და ცოდნის შესაბამისად.

ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ახალგაზრდა ანდრიას ჰქონდა საიმედო საყრდენი, და ეს იყო, პირველ რიგში, მისი ღირსად პატივსაცემი მოძღვარი - იღუმენი სვიმეონი - მისი მიწიერი მამა. „ჭეშმარიტი მამა ხომ, უპირველესად, ჩვენი საერთო მამაა, მერე კი ის, ვინც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობს“ (წმ. ბასილი დიდი). თავის მოძღვარს იგი ყველანაირ აზრს, ეჭვსა და გაჭირვებას ეუბნებოდა და მისგან ნუგეშს იღებდა. მოძღვრის სიყვარული და განსჯის უნარი მას მონასტრული ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2018, 11:00 AM
პოსტი #2227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთადერთი მიზეზი მონაზვნის დაცემისა გახლავთ რწმენა თავისი აზრისადმი და კრიტიკულად აღქმა მოძღვრის სიტყვებისა, ანუ ადამის ცოდვის გამეორება, რომელსაც სიამაყე და ურჩობა ჰქვია.”

/ღირსი ამბა დოროთე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2018, 01:16 PM
პოსტი #2228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საცდური

“ერთმა კარიესელმა მონაზონმა კანონად დაიდო, ათონი არასოდეს დაეტოვებინა, მაგრამ ეშმაკმა არც ამ ბერს დაანება თავი. ერთხელ, როცა ვათოპედის მონასტერში ზეთისხილს კრეფდა, ტოტზე შემოხვეულმა გველმა ლოყაზე უკბინა. ლოყა დაუსივდა და გაუშავდა. იმ ადგილას წვერი გასცვივდა. ზოგიერთმა სალონიკში ექიმთან წასვლა ურჩია. მან კეთილის მსურველებს უთხრა: - რადგან აქამდე არაფერი შემემთხვა, აწი არაფერი მომივა. ღვთისმშობელი სიკვდილის ნებას არ მომცემს და განმკურნავსო. მართლაც, ღვთისმშობელმა, რომელიც ათონელ მონაზონთა მფარველი და პატრონია, ბერი სავსებით განკურნა.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:55 AM
პოსტი #2229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როცა ადამიანი მონასტერში მიდის და საკუთარ ოჯახს, ხორციელ და-ძმას განერიდება , ის უკვე სულიერ წინამძღვარს, დებს, ძმებს იძენს და ქრისტესმიერი სიყვარულით მათთან ერთად ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა ადიდებს უფალს.

მონასტრის წევრებს თავად უფალი ირჩევს თავისთან მისაყვანად. სხვადასხვა ხასიათის, ზნე-ჩვეულების მქონე ღვთის შვილები უფლის სიყვარულით ურთიერთსიმძიმის ზიდვით აღასრულებენ ქრისტეს სჯულს. მათი ღვთივსათნო ცხოვრების წესი კი ერში მყოფი თითოეული მრევლისთვის მისაბაძი და სანეტაროა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:06 AM
პოსტი #2230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,256
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა. მონასტრის ეკონომოსი ერთ მუშას საქმეზე გზავნიდა, მაგრამ იგი გამოუცდელობის გამო, წასვლაზე უარს ამბობდა. როცა ეკონომოსმა წასვლა მკაცრად მოსთხოვა, მუშა გაბრაზდა და იქ მყოფი, დაახლოებით 40 კაცის გასაგონად, მას ძაღლი უწოდა. მაგრამ ეკონომოსმა შეიბრალა მუშა, ჩაი და შაქარი მისცა და უთხრა: „ყოველთვის ძაღლი დამიძახე“. მუშას ისე შერცხვა, რომ სირცხვილისგან სახე აეწვა და ამის შემდეგ ყველაზე მორჩილი გახდა“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

112 გვერდი V « < 110 111 112
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th December 2018 - 05:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი