IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

209 გვერდი V « < 108 109 110 111 112 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 29 2018, 10:36 AM
პოსტი #2181

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ ამის ასრულება შესაძლებელია, ერთმა სტუმარმა ხუმრობით უთხრა: "წარმოიდგინე, ძმაო ვიტალი, რომ მდინარეში გადახტომაზე გაკურთხე. განა არ შეასრულებ?" - რა თქმა უნდა, მას თავისი ნათქვამი დაავიწყდა. ვიტალი შეუმჩნევლად გამოვიდა კელიიდან, მივიდა მდინარესთან, ხეობაში რომ მოედინებოდა და შიგ ჩახტა, არადა შემოდგომა იდგა. წყალში ჩაჯდა, მერე კი ნაპირზე გამოვიდა და უკან დაბრუნდა. სტუმარი შეძრწუნდა, თვალები ცრემლით აევსო - ჩემი უგუნური სიტყვებით შემეძლო მომეკალიო.

სხვა დროს კი, ერში ყოფნისას, ერთმა მღვდელმა, რომელსაც მონაზვნები არ უყვარდა, სადილობისას უთხრა: - როგორც მონაზონმა, საზამთრო კი არა, მისი ქერქი უნდა ჭამოო. მამა ვიტალიმ არაფერი უპასუხა, მაგრამ ტრაპეზის მერე ნაგვის ურნიდან ქერქები ამოიღო, გავიდა კუთხეში და ჭამა დაიწყო. ეს ერთმა მონაზონმა დაინახა, აყვირდა, ხელიდან ქერქები გამოსტაცა. ის კი ჯიუტობდა, - კურთხევას ვასრულებო. ამის მერე დიდხანს იტანჯებოდა კუჭის ტკივილით.”

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2018, 10:17 AM
პოსტი #2182

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონაზონი დღეში მრავალჯერ უნდა მოკვდეს, თუკი ამას მორჩილება მოითხოვს“

/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2018, 10:28 AM
პოსტი #2183

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ახალდამწყები მონაზვნის დაცემა და სინანული

"მთაწმინდის ერთ-ერთ მონასტერში რამდენიმე წელი ცხოვრობდა ახალდამწყები მონაზონი, იგი მოითოკავდა ხორცს და ცხონების გულისთვის ეშმაკებთან ერთად, მასაც უშიშრად შეერკინებოდა ხოლმე.

ერთხელ მთაწმინდიდან გაემგზავრა - მოხუცი მოძღვარი სამედიცინო გამოკვლევაზე წაიყვანა. თუმცა სოფელში სამი-ოთხი დღე დაჰყო, ეს ახალგაზრდა ბერი ცთუნდა - ზაფხული იყო, ამ დროს კი ქალები არ უკვირდებიან, რას იცვამენ, მან კი თვალნი არ დაიცვა - ისინი ხომ კარებია, საიდანაც ვნება შედის. იგი ბიბლიური ონანის ცოდვაში ჩავარდა.

მთაწმინდაზე დაბრუნებული ახალგაზრდა მონაზონი მიხვდა, რომ უდიდესი ცოდვა ჩაიდინა, აღიარა მოძღვრის წინაშე, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ამით და გადაწყვიტა, ტანჯვით გამოესყიდა შეცდომა.

მან უზარმაზარი ხის ჯვარი შეიმზადა, ისეთი დიდი, რომ ძლივს სწევდა. მოიკიდა ბეჭებზე და გაუყვა მთის ბილიკს, რომელსაც ეკვდერამდე მიჰყავდა და სავანიდან ორი კილომეტრი იყო დაშორებული. უკანაც ჯვარმოდებული ეშვებოდა.

ასე იქცეოდა ორმოცი დღე. შუადღისას, როცა სხვა მონაზვნები ისვენებდნენ, სამორჩილო საქმეების მერე, ის თავისი ნებაყოფლობით ეპიტემიის შესასრულებლად მიდიოდა. მეორმოცე დღეს, ზურგიდან ჯვარი მოიხსნა, კლდეს მიაყუდა და წარმოთქვა დავითის სიტყვები: "უფალო! ნახე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი". დაუმშვიდდა სინდისი, იცოდა რა, რომ მრავალმოწყალე და კეთილმოწყალე ღმერთმა აპატია მას შეცოდება"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2018, 01:03 PM
პოსტი #2184

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“- მონასტერში რა იპოვეთ?

- შინაგანი სიმშვიდე. არაფერი არ მაქვს, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სულიწმინდის მადლით ვკმაყოფილდები. შეიძლება ყველაფერი აგიკრძალონ, მაგრამ ღმერთი შინაგანად გაკმაყოფილებს.”

/დედა ოლიმპიადა (ტრაპაიძე)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 2 2018, 10:39 AM
პოსტი #2185

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ერთ ძალიან ლამაზ გოგონასაც ვიცნობდი, რომელსაც ნათელი და სასიამოვნო სახე ჰქონდა და ამის გამო მისი ბევრს შურდა, მაგრამ მან ცოდვების გამო მადლი დაკარგა და საშინელი სახილველი გახდა.

თუმცა სხვა რამეც მინახავს. მინახავს ადამიანები, რომლებიც მონასტერში ცოდვებით და ვნებებით დამახინჯებული სახეებით მოვიდნენ, მაგრამ სინანულის და სათნო ცხოვრების გავლენით, შეიცვალნენ და კეთილი და სათნო გარეგნობა შეიძინეს“.

/წმ. სილოვანე ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2018, 11:22 AM
პოსტი #2186

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

სულიერი განსჯის მაგალითი

"მამა არსენი ყვებოდა: "საძმოს ერთი მონაზონი ბერობას დიდი მოშურნეობით შეუდგა. დაემორჩილა ძალზე მკაცრ მამას, რომელიც ჩვენს ქვემოთ ცხოვრობდა და თვითონაც დასაწყისში მკაცრად მოსაგრეობდა: მთელი ღამე მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მუხლთ დრეკით, მარხვით, მორჩილებით, წმინდა აღსარებითა და სხვა ამგვარით. მაგრამ ორი-სამი წლის მერე განგრილდა, ძალაუფლება თანდათანობით მაცთურს გადააბარა.

ლოცვისას გონება ებინდებოდა, არაქათგამოცლილი იჯდა ხოლმე და ეძინებოდა. იქამდე მივიდა, რომ საბერო კანონსაც ვეღარ ასრულებდა. ეგ რაა - სიძვის დემონმა გაუმართა სასტიკი ბრძოლა. ეშმაკი სასოწარმკვეთ ფიქრებს ჩასჩურჩულებდა - ასეთი საქმეების გამო ნამდვილად ჯოჯოხეთში მოხვდებიო.

ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ეშმაკი მას სირცხვილს შთააგონებდა და მისგან ძლეულს, აღსარების თქმა აღარ შეეძლო. ეშმაკი ეუბნებოდა: "უბედურო, ამდენი ღამისთევის, მუხლთადრეკისა და ცრემლთა ღვრის მერე რას ეტყვი შენს მამას? მან რომ შენი უკეთურება შეიტყოს და უპირველესად სიძვის ბრძოლის ამბავი, აუცილებლად გაგადებს. ხომ არ სჯობს, თვითონვე გაეცალო?"

წასვლის საბაბი ხომ უნდა მქონდეს, როგორ უნდა მოვიქცეო, - ფიქრობდა მონაზონი. მაგრამ მერე ეტყობა, ღმერთმა შეიწყალა და ამგვარი ფიქრი შთააგონა: ეგებ გულისთქმები მამა არსენს გავუმხილოო.

მოვიდა სირცხვილისგან თავდაღუნული და დიდი ხნის ძალდატანების მერეღა გაამხილა ყველაფერი, უპირველესად კი სიძვის ბრძოლა. გამოუცდელი იყო და ფიქრობდა, რომ თუ აღსარებას მეტყოდა, გავლანძღავდი. მე კი გამოცდილებით ვიცოდი ეშმაკის მახეებისა.

მონაზონი ჩავიხუტე - ყოჩაღ, შვილო, ახლა გავიგე, რომ მოღვაწე ხარ და ქრისტეს უყვარხარ-მეთქი. გაიკვირვა, - ამას მე მეუბნები, მამაოო? დიახ, და მითხარი, გულწრფელად: როცა მკაცრად მოღვაწეობდი და ბრძოლა არ გქონდა, რას ფიქრობდი-მეთქი. მაშინ პატარა წმინდანი ვიყავიო. ვუთხარი: - მართალი ხარ. მთელი ჩვენი ღვაწლი თავმდაბლობა უნდა იყოს. არასოდეს ყოფილხარ წმინდანი, ღვთის მადლი გიფარავდა. შენ კი ამას საკუთარ დამსახურებად თვლიდი. ამიტომაც დაგტოვა მადლმა, რათა მიმხვდარიყავი, ვინა ხარ სინამდვილეში. მაგრამ აღსარებით კვლავ მოვა შენზე მადლი. ოღონდ, ამიერიდან ნუ შეგრცხვება შენს მოძღვართან აღსარების თქმისა, მტკიცედ გეპყრას შემდეგი გულისთქმა: "მე არაფერი ვარ. ყოველი სიკეთე, რაც ჩემშია (ჩემი მამის ლოცვით) ღვთისგანაა ბოძებული. თუ ის დამტოვებს, მაშინვე დავეცემი".

მას მერე ეს მონაზონი აღსარებას თავის მოძღვართან ამბობს და დიდი მოშურნეობით მოსაგრეობს."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2018, 01:38 PM
პოსტი #2187

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ჩვენ ბერები სულიერ ომში ვიმყოფებით“

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2018, 09:58 AM
პოსტი #2188

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“ვინც იცნობს [დედა თამარ (ეკატერინე მოზდოკელს)], ყველას უკვირს, რატომ აქამდე არ აღიკვეცა. თუმცა, უსმენ მას და რწმუნდები, რომ ის ყოველთვის მონაზონი იყო. უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობს, ცხოვრებამ გაუხანგრძლივა ოცნების ახდენა“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2018, 09:48 AM
პოსტი #2189

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ბერი დღე და ღამე საღმრთო რჯულში განისწავლება და დღე და ღამე განუწყვეტლივ ებრძვის მტერს. მან შვიდი ციხესიმაგრე უნდა აიღოს.

პირველი ციხე-სიმაგრე - საკუთარი ნების მოკვეთა.

მეორე - მოძღვრის მორჩილებაში ყოფნა.

მესამე - ღმრთის გულისთვის მარხვით თავის დაუძლურება.

მეოთხე - მომხვეჭელობისგან განთავისუფლება.

მეხუთე - თავმოყვარეობის დამარცხება.

მეექვსე - თავის დამდაბლება.

მეშვიდე - საკუთარი თავის ღმრთისთვის გადაცემა, ანუ ყველაფერში ღმრთის ნებისადმი მინდობა“.

/წმ. სილოვანე ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2018, 10:49 AM
პოსტი #2190

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“მამა იოსებ ათონელი ხედავდა თავისი მორჩილის, მამა ხარლამპეს სულიერ სწრაფვას, მოიხმო და უთხრა: ზემოთ, კლდეში ერთი პატარა მღვიმეა. გარწმუნებ, იქ სამოთხეა. იქ ახვალ და იქამდე გაჩერდები, ვიდრე არ დაგიძახებო.

მამა ხარლამპე მღვიმის ხილვით განცვიფრდა - წელში მოდრეკილი უნდა შესულიყო. ვიწრო მღვიმეში მხოლოდ გველები დაცოცავდნენ. თავიდან შეშინდა: "აქ რატომ გამომგზავნა მოძღვარმა, ეს ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია. მაგრამ მაინც არ წავალ, სანამ არ დამიძახებს. სჯობს მორჩილებაში მოვკვდეო".

დაიწყო ლოცვა, კანონის შესრულება, მუხლთადრეკა. შიშმა გაუარა, უკვე თავს მყუდროდ გრძნობდა... მალე გული გაუთბა, ცრემლი წამოუვიდა. აქ შეიქმნა ღირსი საღმრთო ჭვრეტისა, როცა გონება წყვეტს მოქმედებას და სულიწმინდისგან ამოძრავებული, მიდის იქ, სადაც ღვთის სულს უნდა, თვით ზეცამდე. გონს მოეგებოდა და კვლავ ახალი ხილვები, ახალი აღტაცებები თვით ზეციურ სავანეებამდე. ასე განმეორდა ორ-სამჯერ.

ხარლამპე ისე გრძნობდა თავს, როგორც ქრისტეს მოწაფეები თაბორის მთაზე. "მართლაც, მოძღვარმა აქ სამოთხეში გამომგზავნა, ნეტავ უკან არ წამიყვანდესო".

ორი-სამი დღის შემდეგ მამა იოსებმა ხარლამპე ჩამოიყვანა და ჰკითხა, სამოთხე თუ ნახეო. აცრემლებულმა ხარლამპემ აღიარა: მართლაც ვნახეო. მამა იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა და ეამბორა. ბედნიერი მამა ხარლამპე! თავისი მორჩილებით ღირსი შეიქმნა საღმრთო საზღაურისა და წმინდა მოძღვრის ამბორისა!”

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2018, 11:44 AM
პოსტი #2191

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“თუ გსურს გახდე მონაზონი, იყავი სოფელში მომთმენი, ვინაიდან მონასტერში უფრო მეტი მოთმინება დაგჭირდება.”

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2018, 10:17 AM
პოსტი #2192

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მოხიბლული მონაზონი

"ერთი მონაზონი იმისთვის ლოცულობდა, რომ გონიერი ლოცვა შეეძინა, მაგრამ ეგოისტი იყო. უფლის ანგელოზის სახით მას სატანა გამოეცხადა და უთხრა, კვირას ეზიარე და გონიერი ლოცვის ნიჭი მოგეცემაო. მაგრამ, - უთხრა ეშმაკმა, - შენ უნდა განთავისუფლდე სამი ვნებისაგან: ვერცხლისმოყვარეობის, დიდებისა და გემოთმოყვრეობისგან. შეგიძლია უარი თქვა მათზე?

მონაზონმა უპასუხა: - რა თქმა უნდა, შემიძლიაო.

არ უთქვამს, - იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით შევძლებო. ამიტომაც, კვირა დღეს ეზიარა თუ არა, მისგან მდინარესავით გადმოიღვარა "გონებისმიერი ლოცვა". თუმცა გონს მოვიდა და გაიფიქრა, ეშმაკის ხიბლი ხომ არ არისო, რადგან ლოცვას გონებისმიერად კი იმეორებდა, მაგრამ საღმრთო მადლის ნაცვლად მხოლოდ შფოთს გრძნობდა.

თავი დაიმდაბლა და რჩევის საკითხავად წმინდა ბერთან, მამა პორფირესთან მივიდა.

მიუახლოვდა თუ არა მამა პორფირეს, სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი, რომ მან უპასუხა: - ჩემო ძვირფასო! ის, რის მოსაყოლადაც მოხვედი, მზაკვრისგან არისო.

ეს ამბავი ერთხელ ერთმა განმყუდროებით მყოფმა მამამ მოუთხრო დიდ ლავრაში გვერდით მოსაგრე ახალგაზრდა მონაზონს."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2018, 10:53 AM
პოსტი #2193

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ვაი, იმ ბერს, რომელიც მოძღვრებს არ ემორჩილება. უკეთესი იქნებოდა, რომ ის ერში დარჩენილიყო. მაგრამ ერისკაცებიც უსმენენ თავიანთ მშობლებს, პატივს სცემენ მოხუცებს და ემორჩილებიან უფროსებს და ხელისუფლებას“.

/წმ. სილოვანე ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2018, 10:25 AM
პოსტი #2194

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მონაზვნურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განაწესს. მამა არსენი ამბობდა, ნამდვილ მონაზონს განაწესი არა აქვსო. ამავე დროს, თვლიდა, რომ განაწესის გარეშე წარმატება შეუძლებელია.

იგი ასე ხსნიდა ამას: მორჩილს არ აქვს უფლება, ეურჩოს მოძღვარს და თავისი საქციელი მორჩილების შესრულებით განაწესის დარღვევით გაამართლოს. მაგრამ როცა მორჩილს განაწესის დარღვევას არ აიძულებენ, მაშინ განაწესი მკაცრად უნდა დაიცვას.

დაგიდგა მორჩილების დრო? წამითაც ნუ დააყოვნებ. მაგრამ იმუშავე იმდენი, რამდენსაც განაწესი გავალებს. თუ იტყვი, "კიდევ ცოტას წავიმუშავებო", ამით დროს მწუხრს სტაცებ. გეძინება და შენ ამ დროს მწუხრის ლოცვაზე უნდა წახვიდე. უფრო უარესი ამბებიც ხდება: ზოგიერთნი ძილისთვის განკუთვნილ დროში უქმმეტყველებენ. გვიან წვებიან და გვიან დგებიან. შედეგად - უძილობა სჭირთ და ეზარებათ კანონის შესრულება, - ბრძანებს მამა იოსებ ვათოპედელი.

"ერთხელ, წმინდა ანას მღვიმეში შორით მოსულმა ძმებმა მრავალ სხვა ნივთთან ერთად თევზიც ჩამოიტანეს, - იხსენებს მამა არსენი, - ამ დროს დასვენების საათი დაგვიდგა. ძმებმა, - მამაო, თევზი უნდა დავამუშაოთ, თორემ აყროლდებაო. მამა იოსებმა უპასუხა: - სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი განაწესი. თავი ანებეთ, როგორიც არის და დასაძინებლად წადითო.

მეორე დღეს კი გვითხრა: - მე საგანგებოდ გავაკეთე, რომ აყროლებულიყო და ეს მაგალითი არასოდეს დაგავიწყდებათო.

განა მამა იოსები მფლანგველი იყო? წმინდა ბასილის სკიტში ხშირად გვიჭამია ამჟავებული ლობიო. ერთხელ, ახალ სკიტში, მამებმა მჟავე ლობიოს ჭამა ვერ შეძლეს. მაშინ ბერდიდმა ცრემლიანი, გულთბილი ლოცვა აღავლინა. მეორე დღეს ეს ლობიო საჭმელად მოგვიტანა. მაგრამ ახლა ის შაქარივით ტკბილი გახდა!"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2018, 10:05 AM
პოსტი #2195

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონაზვნობა უპირველს ყოვლისა, გონების სიწმინდეა, მისი მიღწევა მორჩილების გარეშე შეუძლებელია და ამიტომ მორჩილების გარეშე მონაზვნობა არ არსებობს. ურჩი ადამიანი ვერ იქნება მონაზონი“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2018, 10:20 AM
პოსტი #2196

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ნეტარი მამა იოაკიმე აფთიაქარი მოგონებების წიგნში წერს, რომ მის დროს (1880-1890 წლებში) მთაწმინდის უდაბნოში, სახელდობრ, მცირე ანას სკიტში, რამდენიმე მოხიბლული ცხოვრობდა. ერთი ფიქრობდა, რომ სულიერ სიმაღლეს და წმინდანობას მიაღწია, ამიტომ სცადა, თავისი კელიის სახურავიდან გადმომხტარიყო ღირსი მაქსიმე კავსოკალიველივით და ფეხი მოიტეხა.

სხვამ კი თავისი კელიიდან ქვაბები და სამზარეულოს მოწყობილობა გადაყარა, სრულიად უპოვარი რომ ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმედღიანი მშრალი კვებისა და მოღვაწეობის მერე ძველებურად დაიწყო საჭმლის მომზადება. მკაცრი მარხვის ვერდამთმენს, არ ჰქონდა განსჯის უნარი და გონიერება და ეშმაკის დასაცინი გახდა.

ნეტარი არქიმანდრიტი ქერუბიმი თავის წიგნში, "თანამედროვე ათონელი მამები", წერს სხვა მოხიბლულ მონაზვნებზეც. ერთი რუმინელი ბერდიაკონი თავის "მფარველ ანგელოზს" ხედავდა, რომელიც მასთან ერთად ლოცულობდა; მაგრამ ეს იყო ეშმაკი, რომელსაც მისი მოხიბვლა და საბოლოოდ დაღუპვა უნდოდა. ბოლოს ის თავის სულიერი მოძღვრის, მამა საბას, ლოცვით გადარჩა.

სხვა კი ეშმაკმა ათონის მწვერვალზე აიყვანა, ვითომდა ქრისტეს, წმინდანებისა და ანგელოზებისთვის თაყვანის საცემად. როცა მივიდა "ქრისტესთან", დაინახა, რომ "ქრისტეს" გვერდით "წმინდა სპირიდონი" იდგა თავისი ჩვეული სკუფიით მოსილი. ღვთის განგებულებით, მან "წმინდანის" თავზე რქები დაინახა და შეშინებულმა ჯვარი გამოისახა. ყველა ხილვა მაშინვე გაქრა. "ქრისტესა" და "მისი ანგელოზების" ნაცვლად ბერის წინ საშინელი უფსკრული გადაიშალა. მოხიბლული ბერი შიშით დაეშვა დაღმართზე, ეს კი ადვილი არ იყო, გზა თოვლით იყო დაფარული. ბერმა ყველაფერი მოძღვარს მოუყვა, მან კი ეპიტიმია დაადო, დიდი ხნით განაშორა საღმრთო ზიარებისგან, რათა გონს მოსულიყო. ასეც მოხდა."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2018, 10:27 AM
პოსტი #2197

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“მონაზვნობის არსი ერთ დიდი მცნებაზეა დაფუძნებული - ეს არის უფლის უსაზღვრო სიყვარული“

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2018, 10:14 AM
პოსტი #2198

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონასტერში მრავალი ძმა ცხოვრობდა. ერთმა მათგანმა იღუმენს სთხოვა, უდაბნოში დაყუდების ნება მომეციო. იღუმენმა უარი უთხრა: - შვილო, შენ მონასტერში კი მოხვედი, მაგრამ არაფერი გიღონია გულიდან რისხვისა და მძვინვარების გასაძევებლად. ამიტომაც არ გაგიშვებ იქ, სადაც უარესი გახდებიო.

მაგრამ მონაზონი დაჟინებით სთხოვდა იღუმენს. ისიც დიდი ხნის დამოძღვრის მერე დაყაბულდა და უდაბნოში დოქიც გაატანა, - იქ გამოგადგებაო.

მონაზონმა გამოართვა და უდაბნოში გასწია. პირველად, როცა დოქი წყლით აავსო, მშვიდად იყო. მეორე დღეს დოქის ქვეშ მიწა დასველდა და ჭურჭელი გადაიხარა, რამაც გააღიზიანა. მესამე დღეს დოქი ფეზე ვეღარ გააჩერა. განრისხდა და ჭურჭელი დაამსხვრია. მაშინ კი მოვიდა გონს, გაახსენდა იღუმენის სიტყვები, ასეთი ღვაწლისთვის მზად არ ხარო. დაბრუნდა მონასტერში. ძმებს სთხოვა, არ დამცინოთო. საბოლოოდ, გამოსწორდა, რამეთუ "ადგილი კი არა, არამედ ზნე გამოასწორებს ადამიანს".

პოსტი Nov 15 2018, 10:15 AM
პოსტი #2199

პოსტი Nov 16 2018, 11:30 AM
პოსტი #2200

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონაზონს მონასტერში ბოროტი ებრძვის, ერში ბოროტისაგან წაქეზებული ადამიანიო“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

209 გვერდი V « < 108 109 110 111 112 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი