IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
შევრდომილი
პოსტი Apr 5 2007, 11:24 PM
პოსტი #121


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



***
შენ გიმღერი თაფლისთვალავ
ლექსმა გულში ჩამიხვია
მე არაფერს არ გიმალავ
შენ კი სიტყვაც არ გითქვია

გაიარე დადინჯებით
ეგ წვივები შოლტებია
თითქოს გულზე მაბიჯებენ
გრძნობა ისევ მომრევია

მის: მუდამ შენ მაგონდები
მოდი დაგელოდები

თვალები რომ მომანათე
თითქოს ქართლის ცისკარია
წარბები რომ გადახლართე
მომწონხარ და მიხარია

გაიარე დადინჯებით
ეგ წვივები შოლტებია
თითქოს გულზე მაბიჯებენ
გრძნობა ისევ მომრევია

მის: მუდამ შენ მაგონდები
მოდი დაგელოდები


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 6 2007, 06:01 PM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ლილეო

ო,ლილეო
ისგვამი დიდებო.
შანგოიო აშილედა (ი)
ოიოდი ჰო, ლილეო!
ოიოდი ოჰო ლილედა,
დიდები, დიდებო.
თარბლეიოა ზერსიდა (ი)
ოიოდი ოჰო,ლილეო!
ოიოდი ოჰო, ლილედა,
ხამვაი ღერმეთოი.
ნაიო ლალბეცდაო (ი)
ოიოდი ოჰო, ლილეო!
ოიოდი ოჰო, ლილეო,
ისგვამო დიდებიო.
შანგოიო აშილედა(ი)!
ოიოდი ოჰო, ლილეო!

გ.კოკელაე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 8 2007, 07:26 PM
პოსტი #123


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ართი ვარდი

ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
წამი-წამშე გიი ბშინა!
მა ვამიჩქუ ათე ვარდი,
მუ ბაღაში ნარდი რენი,
ვართი თიშენი ვოცქვანქ თის,
ჩქიმი გურიშ ნატრი რენი!
ირი დღეს ვეშემლებუ,
ვემერბთე დო ვაბძირენი,
ვართი ჟღირუ, ვართი ხომუ,
მუდვა კორჩიში ნარგირენი!
მა ვარდეფი ბრელ მიძირუ,
მარა თენა შხვა ვარდი რე,
ათე გვარსიპატი ცენი,
ღირსი რე-დო ქოთ მარჩქილე!
ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
სასიამოვნო მაფუ რინა!
ვორო ვო დელია ნანინა,
სქანი გოლუაფირო.
ვო გილა და,
სქანი გურიშ ჭირიმა.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 8 2007, 07:40 PM
პოსტი #124


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ბალ-ბეთქილ

ბალ ბეთქილ-ივა საბრალა,
ბეთქილ-ივა ლეჯერი,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ბეთქილ-ივა კუც-ივა-რას
მე-ივა-შყედლი,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ჩულუ-ივა-ზვერლიხა,
მულახ-ივა-მუჟალ,
ბაილ ივო და ილვოივა ბაილ.
ბაილ მაცხვა-ივა-რეშიდა,
სვიფლა-ივა-დისკა,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ბეთქიშ-ივა ეზღრიხა,
სამხვთიშო ჭიშხაშხ,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 9 2007, 07:35 PM
პოსტი #125


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ნანა
(ქალთა გუნდი)

ნანი ნანა, ვარდო ნანა,
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა.
აგრე ტკბილად, უდარდელად
რამ დაგაძინაო.
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა!
დედის მკერდში მიგიგნია,
შენ ტკბილი ბინაო.
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა!

ქვედრულა მოდიდებულა
(რაჭული)

ქვედრულა მოდიდებულა;
თან მოაქვს მთა და ბარია,
ლალაშვილს დაუქადნია.
მე მომდის ბევრი ქერია.
შენი ქვედრულა მოგიკვდეს,
თუ არ გიცვალოს ფერია.
მოსტაცა კალო, საბძელი,
სამოცი კოდი ქერია.
წისქვილიც თან გაიტანა ,
წადი და იქა ფქვევია.
საცერიც თან გაატანა,
წადი და იქა სცერია.
კეცებიც თან გაატანა,
წადი და იქა სცხვევია.
დიასახლისი სტიროდა,
ამას რას მოვესწარია.
მომივა გულით სტუმარი,
მჭადით ვარ მასპინძელია.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IZAKUNA
პოსტი Apr 16 2007, 09:37 AM
პოსტი #126


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,371



ღმერთმა დაგლოცოთ!


--------------------
გიყვარდეს,გწამდეს და იმედი გქონდეს!
########################
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 21 2007, 01:58 PM
პოსტი #127


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



***
ჩემი ცა და ჩემი ბუნება
სხვაგან არსად არ მეგულება
საქართველო რომ არ უყვარდეს ჰე-ჰე
დღეს არავინ არ მეგულება.

ტანთ ჩავიცმევ ყელს მოვიღერებ
როგორც მინდა ისე ვიმღერებ
ქართველებო თქვენი ჭირიმე ჰე-ჰე
იდღეგრძელეთ იბედნიერეთ.

მთებია თუ ოქროს ყანები
ზღვებია თუ ვერცხლის მდელოა
ამ სიმღერით საქართველოში ჰეი-და
რუსთაველის საგღეგრძელოა.



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 22 2007, 04:35 AM
პოსტი #128


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



კირიალესა

ჰეი მენძელი, კარი განჯი, ახალ წანას მგახვამა,
ენა ჯვეში, შხვა ახალი, ჯგირობუათ გეეხარი,
დღას ვარცილებუდას ეშმაკი დო მაზაკვალი, ჰო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა ჰო.

სქნი ბაღ ჩხვერიში ეფშა, ო, სქანი მარანი ღვინიში ეფშა, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო,

სქანი არკვანი ეშახვამილი, ო, სქანი მაჭყალი ეშაჭყვადილი, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო,

მოხუცებული ქორყუნსუნდა, ო, მეურთუმდას შკვითოში წანაშა, ო,
აკა, მუთუნი ქიგემძინითი ნაშაყარა ფარაშა, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო.


* * * * * * *


ართი ვარდი

ართი ვარდი გამკოპწილი, ხეს მიკინებუ თინა, და,
შურც თის მეუნთხუა, წამწამიშე გიიფშინა,
ორი ოდელია ნანინა სქანი გოლუაფირო,
ოდილადა, სქანი შურიშ ჭირიმა ჰე!

მა ვამიჩქუ ათე ვარდი მუ ბაღიში ნარდი რენი, და,
მუდგა კოჩიშ ნარგირენი,


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 23 2007, 03:40 PM
პოსტი #129


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



წყალს მოჰქონდა ნაფოტი
(ქალთა გუნდი)

წყალს მოჰქონდა ნაფოტი,
ალვის ხის ჩამონათალი.
დადექ, ნაფოტო, მიამბე,
სად, ვინ რა დაგაბარაო, დელა ჰო!
მეგობარი ხომ არ ნახე,
ბევრჯერ შენს ნაპირას მდგარიო, დელა ჰო!
თუ ნახე ხომ არ მიმგლოვდა,
თვალთ ცრემლი ხომ არ ღვარაო, დელა ჰო!
ლაშქრად წასულთა ძმებთანა,
დამა რა დაგაბარაო, დელა ჰო!

დიამბეგო

დიამბეგო, დიამბეგო
კარგსა რამეს გიამბებო,
დიამბეგო ქალს გიქებენ,
გადმოდგება აივანზე.
ქალს გიქებენ დიამბეგო,
ქალსა და თინასა.
გადმოდგება აივანზე.
ათამაშებს ბროლის თითებს,
გაშლილ ხალიჩაზედაო.
ქალს გიქებენ დიამბეგო,
ქალსა და თინასა.

მახა

მახა მა სქანოთ კირიბი ვორდა,
ირ გასაჭირს გალუაფარი-ნა,
შური, მა სქანოთ სანთელი ვორდა,
ხატიშ წოხოლე ონდღულაფარი-ნა.
მახა მა სი რთხინქ სი ჩქიმი ორდე,
თინ შარეფიში მაწურაფალი-ნა,
ღურაშ უკული, სი ორდე მოკო
ჩხე ჩილამურიშ გემარღვაფალი-ნა.

ზამთარი

ზამთარი ვარდსა დააჭკნობს
ფურცელი ჩამოცვივაო.
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები ჩამოცვივაო.

ჩელა

მა დო ჩქიმი არაბა
მივსარსალუთ, მივხვარხვალუთ,
ლაკაციაში ღერძე ულუ,
მელე მოლე კილე უღუ.
ჭურია დო ნაბადა რე
ჩელა სქანი გიმნაზია,
სი გურაფა მუშოთ გუშო,
ინკორი დო ინკვაზია.
აშო ჩელა, ვიშო ბუსქა,
სი მონაბას გეგაფირი,
სი უჩონჩხე, სი უგურე,
სი კისერი ელაფირი.
აშო ჩელა ვიშო ბუსქა
ნჯარით ვორექ ნადღულაფირი,
ღარიბ ვორექ, მდიდარს მეყუნს
ჩქიმი სქვამი ყოროფილი.

სუფრული
(ლეცხუმური)

ლაჭები და ოფიტარა
გოგომ ღვინო მოგვიტანა;
დაგვისხა, დაგვალევინა,
გუნებაზე მოგვიყვანა.
ჩამოვიარეთ ზებია,
ქალებს უქნიათ ჩხუბია,
ქალი ქალად აღარ ვარგა,
გაუტეხია შუბლია.
როგორც ბორჯომს ვერ სჯობია
ვერც კოჯორი ვერც ბახმარო,
ღვინის სმაში ვერ მაჯობებ
ოყურეშიც მოიხმარო.

ძმაო რა სჯობდა ძმობასა

ძმაო რა სჯობდა ძმობასა,
ძმობასა ერთად ყოფნასა.
ძმა მაში მოგაგონდება,
ათნი რომ გცემდეს მარტოსა,
გამშველებელი არ გყავდეს,
ეფერებოდე ფლატოსა.

მაყრული
(რაჭული)

ავთანდილ გადინადირა
ქედი მაგალი ტყიანი,
ვერც მოკლა ხარ, ვერც ფური,
ვერცა ირემი რქიანი.

ქალგულო
(რაჭული)

გადმოიარე ბიჩო და ბანები
ღია დაგიხვდეს სახლის კარები,
ზედ გადაგხვიე ბროლის მკლავები,
შემოგანათე შავი თვალები.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 23 2007, 03:42 PM
პოსტი #130


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



***
საქართველო დედამიწის ყვავილნარია
სილამაზით ზღაპრად თქმული ნატვრის თვალია,
სინარნარით პირი მზის და პირი მთვარისა
საპატარძლო სამკაული ზურმუხტ-ლალისა.

ბევრჯერ სისხლით შეგვიღებეს მტკვარი რიონი,
მაგრამ მონად ვერ აქციეს კავკასიონი
საქართველო, გულში ვარდად ამყვავებია
მასზე მეტად თვით სიცოცხლეც არ მყვარებია.

არ მომკვდარა ცოცხალია უფრო მშვენდება,
ცოცხალია ის არასდროს არ დაბერდებ.ა
საქართველო, არწივედის დედა-მშობელი
ერეკლეს და სააკაძის წარმომშობელი.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 23 2007, 03:43 PM
პოსტი #131


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



კეისრული

მიყვარს ფაცხა მე მეგრული
მთა კორტოხზე წამოდგმული,
უფიცარო და უყავრო
წვრილის წნელით ჩახლართული.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 23 2007, 03:49 PM
პოსტი #132


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



*საშაირო*
გახედე ბიჭო თენდება კარგი დილა დგება
აგერ ქალაქიც გამოჩნდა მოყვრე გველოდება
დაუკარ ჩემო ფანდურო ამაიღე ხმაო
გულს დარდი შამამწოლია ლექსი უნდა ვთქვაო
გულს დარდი შამამწოლია ლექსი უნდა ვთქვაო

ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო

ვილექსოთ ბიჭო ვილექსოთ სანამ მამალი ყიოდეს
ისე გაგიხდი საქმესა კბილებში ოფლი გდიოდეს
ძალუაშენსა კატოსა კურტუმო უგავს კალოსა
იგრე მიიქნევ-მაიქნევს როგორც საცერი ქატოსა
მე იმას გავაქნევინებ თუ ჩამივარდა მარტოსა

ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 23 2007, 03:52 PM
პოსტი #133


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



მოხევის ქალო თინაო

მოხევის ქალო თინაო.
მოხევის ქალი თინაო.
რად გაბერებენ შინაო.
რად გაბერებენ შინაო.
შენი ტოლები გათხოვდნენ.
შენი ტოლები გათხოვდნენ.
შენ რამღა დაგარჩინაო.
შენ რამღა დაგარჩინაო.
ჰეი გიდი მოხევის ქალო.
ჰეი გიდი მოხევის ქალო.
რა ლამაზი რამა ხარო.
რა ლამაზი რამა ხარო.
ნეტავი შენი ალერსით.
ნეტავი შენი ალერსით.
ვინ გინდა რომ გაახარო.
ვინ გინდა რომ გაახარო.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 23 2007, 03:53 PM
პოსტი #134


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



***
ტკბილად ნაქებო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო
ირემო იალაღზედა
ივრის პირებზედ ჩალაო
ბარდში მძრომელო ხოხობო
შენ ტურფა ხარისთვალაო
შენი მინდვრების ჭირიმე
შენზედ ირმების ფარავო
თვალები გიგავს მაყვალსა
ლოყებიც ვაშლის ნათალსა
ენით შამაუღუღუნე
ერთხელ ნუ მეტყვი უარსა


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 23 2007, 10:19 PM
პოსტი #135


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



***
პაპანაქება ზაფხულში
წყაროს წყალივით გინატრე
მოხვალ მომიკლავ წყურვილსა და
შენ ჩემო თვალის სინათლევ

მის: ჰე-ჰეი და ჰე, ჰე-ჰეი და ჰე
ჰე-ჰეი და ჰე-ჰეი და ჰეი-და ჰარალე

იმ ქარბუქიან ზამთარში
ბარაქიანად მათოვდა
სიცივე სულ არ მიგრძვნია და
შენზე ფიქრები მათბობდა

მის:

შენ ჩემო თვალის სინათლევ
შენზედ სიმღერა მწყურია
ჩემს გულში ზამთარს რა უნდა და
სულ მუდამ გაზაფხულია

მის:


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Apr 27 2007, 09:50 PM
პოსტი #136


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



vinmes xo ar gaqvt patriarqze ro simgeraa,merab sefashvili mgeris memgoni


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი May 4 2007, 08:34 PM
პოსტი #137


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(ilia003 @ Apr 27 2007, 08:50 PM) *

vinmes xo ar gaqvt patriarqze ro simgeraa,merab sefashvili mgeris memgoni

არა სამწუხაროდ no.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი May 6 2007, 10:17 PM
პოსტი #138


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



TU ISHOVIT SADME MAGARI IQNEBA


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი May 19 2007, 04:46 PM
პოსტი #139


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



საყვარელო მამულო

საყვარელო მამულო
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი
შენს აპრილს და მაისებს
კალთას გადაგიკოცნი
უბეს ვარდით აგივსებ.
აი რის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ
მზეო უფრო გაბრწყინდი
მზეო უფრო გვინათე.
მიწა ბარაქიანი
ოქროს ფერი ყანები
საყვარელო მამულო
გეტრფი გეთაყვანები.
ფეხზე წამომართულო
სააკაძის მახვილო
დროშავ თამარიანო
არასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო
მამულისთვის დამწვარო
გმირო მამა-პაპანო.
მწარე იყო წარსული
დრო თვისი გაიტანა
ჩემო ტკბილო მამულო
ჩემო კარგო ქვეყანა.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი May 24 2007, 11:41 AM
პოსტი #140


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



დიდი ხნიდან გაგიცანი
გურული

დიდი ხნიდან გაგიცანი
ღვთისგან ნუ მოგეცეს დარდი

შესამჩნევი ლამაზი ხარ
თავ-ყელი გაქვს მეტად კარგი

მე იმ მშობელს ვენაცვალე
რომელმაც რომ გშობა კარგი

რამ გაგზარდა ასე ტურფა
ჩემდა გულის მოსაკლავი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 09:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი