IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
მეხელი
პოსტი Jul 19 2007, 11:19 AM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751




საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი)
არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას.

მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა.

ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. [/quote]


დათიკო, მომიტევე, მაგრამ აქ პატარა შეცდომაა. ტერტულიანე ასწავლიდა, რომ ადამიანს სული ჩასახვისას მშობლისგან გადაეცემოდა სპერმატულად, და მის სწავლებას "ტრადუციონიზმი" ეწოდება. მაგრამ რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, წმ. გრიგოლ ნოსელს, წმ. მაკარი ეგვიპტელს და წმ. ანასტასი სინელს, მართალია, ისინი ასწავლიდნენ, რომ სული და სხეული ერთდროულდ იღებს დასაბამს და ეს არის საყოველთაო მართლმადიდებლური სწავლება (ამის უარყოფა ორიგენიზმის მწვალებლობაა, რაც მეხუთე მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი), მაგრამ ამ წმინდა მამებს სულაც არ გამოჰქონდათ ის დასკვნა, რომ სული მშობლისგან გადადიოდა (როგორც ამას ტერტულიანე ასწავლიდა). პირიქით მაგალითად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასწავლის, რომ სული ეს ღვთის "ნაკადი" (ამ სიტყვას ხმარობს იგი სულის აღსანიშნავად) და იგი მისი მობერვით იქმნება ადამიანში მისი სხეულის შექმნასთან ერთად.

საერთოდ ადამიანის გონიერ სული წმინდა მამებისთვის იგივე იყო, რაც არის პიროვნება, ჩვენი "მე". მასში ხედავდნენ ისინი ღვთის ხატებას და მის ძირითად თვისებებად მიიჩნევდნენ თავისუფალ ნებას, აზროვნების და შემოქმედების უნარს, ასევე უკვდავებას (იხ. წმ. იოანე დამასკელის "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა").
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Jul 19 2007, 11:59 AM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



მშვიდობა თქვენ!

- რა არის სული

- როდესაც ჯამრთველი ხარ (სხეულით)
... და მაინც კარგად ვერ გრძნობ თავს...
რადგან რაღაცა გაწუხებს...


და პირიქით smile.gif


***

შედარებით სერიოზულ ანუ ფილოსოფიურ/თეოსოფიურ/ღვთისმეტყველურად:

- რაზეა საუბარი? მშვინვასა თუ სულიერებაზე?
ადამი არ ყოფილა სულიერი არსება!


უფალო შეგვიწყალე.

უფალო შემიწტალე მე ცოდვილი...


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 19 2007, 06:50 PM
პოსტი #43


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მეხელი
ციტატა
დათიკო, მომიტევე, მაგრამ აქ პატარა შეცდომაა

მე აქ არაფერ შუაში არ ვარ, ეს პომაზანსკის დოგმატური ღვთისმეტყველებიდან ამონარიდი სიტყვებია smile.gif

ზურა
ზურას დავენაცვლე, ძალიან მოგვანატრე თავი ძმაო smile.gif
უფრო ხშირად გვესტუმრე ხოლმე, შენ გახარებას smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 19 2007, 07:05 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



სული ადამიანის გამაადამიანებელი სუბსტანციაა
გაიხარეთ აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 19 2007, 08:15 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ღმერთი დედისაგან და მამისაგან მოიღებს სულის ნაწილება და ჰქმნის ახალ სულს...

ასე მითხრა ჩემმა მოძღვარმა...

სული სიცოცხლეს ნიშნავს,

სული არახრწნადს და უსხეულობას ნიშნავს,

ცხოველს არ აქვს სული და ადამიან აქვს, ცხოველი ვერ აცნობიერებს ადამიანი აცნობიერებს - სული პიროვნებაა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს...

სულს აქვს ცნობიერება, მეხსიერება...

სულს აქვს გულიც, რადგან მას აქვს შინაგანი მოთხოვნილებები, სურვილები და მისწრაფებები...

მას აქვს ნება,

სულს შეუძლია ახალი აზრის დაბადება კომპიუტერისაგან განსხვავებით...

სხეული მხოლოდ სამოსია სულის...

სხეული მხოლოდ ინსტრუმენტია სულის, პიროვნების რათა მან განახორციელოს სულის სურვილი ან ჩანაფიქრი...

მე მგონი

კიდევ შეიძლება ასეც დავინახოთ: სული გამოდის ადაიანის გონებიდან და განისვენებს ადამიანის სიტყვასა და საქმეში;

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 20 2007, 01:28 AM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



შოტა1-ს
ციტატა:
სული სიცოცხლეს ნიშნავს
ცხოველს არა აქვს სული

შეგიძლია ამიხსნათ ცხოველი მკვდარი დადის, თუ ცოცხალი ცხოველი არ გინახია ამ ქვეყანაზე



გიორგის

ციტატა:

მომავლის მიმართ კი, წარსულის მიმართ არაა სავალდებულო

პასუხი: წარსულის მიმართაც მასეა

ღმერთი მუდმივია ანუ ყოველთვის იყო, არის და იქნება და ადამიანის სულიც რომელიც ღმერთის შვილია და მისი
მსგავსი, ყოველთვის იყო, არის და იქნება.

ციტატა:
სულს აქვს მათემატიკური სხივის თვისებები, დროში გააცნია სათავე, მაგრამ არა აქვს დასასრული

პასუხი:
სულს არა აქვს მათემატიკური სხივის თვისებები, არამედ მას ღვთიური თვისებები აქვს:არ გააჩნია არც სათავე და არც დასასრული. მათემატიკურ სხივს ღვთიური თვისებები არ გააჩნია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 10:43 AM
პოსტი #47


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა

ციტატა: მომავლის მიმართ კი, წარსულის მიმართ არაა სავალდებულო
პასუხი: წარსულის მიმართაც მასეა

ღმერთი მუდმივია ანუ ყოველთვის იყო, არის და იქნება და ადამიანის სულიც რომელიც ღმერთის შვილია და მისი
მსგავსი, ყოველთვის იყო, არის და იქნება.


რატომ თვლი, რომ წარსულის მიმართაც მასე უნდა იყოს? ჩემი რწმენით სული ბავშვს ჩასახვისას ეძლევა და დროში საწყისი გააჩნია. ღმერთი მუდმივია, მაგრამ ეს რატომ მიუთითებს, რომ სულიც მისივე ასაკის (ანუ დაუსაბამო) უნდა იყოს? მერე, რა რომ სული ღმერთის მსგავსია? მე ვთვლი, რომ სული ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ღმერთის მიერაა შექმნილი და ამიტომ მას დროში დასაწყისი უნდა გააჩნდეს. თუ სული და ღმერთი ორივე დაუსაბამოა მაშინ სული ღმერთის მიერ შექმნილი ვერ იქნება და ის იქნება ღმერთთან ერთად დაუსაბამოდ არსებული, რადგანაც არ იარსებებს დრო სულის შექმნამდე. მე კიდევ მგონია, რომ სული ღმერთის მიერაა შექმნილი და მის ღვთისადმი მსგავსებაში იგულისხმება მის მიერი თავისუფალი ნების არსებობა და არა მისი უსასრულოდ არსებობა წარსულშიც.
ციტატა

ციტატა: სულს აქვს მათემატიკური სხივის თვისებები, დროში გააცნია სათავე, მაგრამ არა აქვს დასასრული

პასუხი: სულს არა აქვს მათემატიკური სხივის თვისებები, არამედ მას ღვთიური თვისებები აქვს: არ გააჩნია არც სათავე და არც დასასრული. მათემატიკურ სხივს ღვთიური თვისებები არ გააჩნია


სულის პარალელები მათემატიკური სხივის თვისებებთან არის მისი თვალსაჩინოობის და კარგად აღქმისათვის მოყვანილი შედარება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ასეთი რაღაცის არსებობა დასაშვებია. სულის და მათემატიკური სხივის თვისებების შედარება არის მეცნიერული წარმოჩინება, თავისთავად სულს ცხადია ღვთიური თვისებები აქვს, მაგრამ არა ყველაფერი რაც ღმერთს, ის ღვთისგან რამდენადმე განსხვავებულია (ასე რომ არ იყოს ღმერთი იქნებოდა თვითონაც) და ღვთისადმი მისი მსგავსება გამოიხატება თავისუფალი ნების არსებობაში.


შენ რომელი სარწმუნოების აღმსარებელი ხარ?



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 11:02 AM
პოსტი #48


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ციტატა:
სული სიცოცხლეს ნიშნავს
ცხოველს არა აქვს სული

შეგიძლია ამიხსნათ ცხოველი მკვდარი დადის, თუ ცოცხალი ცხოველი არ გინახია ამ ქვეყანაზე?


სული სიცოცხლეს ნიშნავს, მაგრამ სიცოცხლე სულს არა. ამას ქვია ცალმხრივი ლოგიკური ტოლობა. მეტი თვალსაჩინოებისთვის მკაფიოდ დაგანახებ, ცალმხრივი ლოგიკური ტოლობის თვალსაჩინო მაგალითი:

"ყველა ასტროფიზიკოსი მეცნიერია, მაგრამ ყველა მეცნიერი ასტროფიზიკოსი არაა"

ასე, რომ არასწორი ფორმულიება მოიყვანე, სული თავისთავად სიცოცხლეს ნიშნავს, მკვდარს სული ვერანაირად ვერ ექნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაც ცოცხალია ყველაფერს სული უნდა ჰქონდეს. შეიძლება სიცოცხლე უსულუდ, მაგრამ სული უსიცოცხლოდ არა. გარდა ამისა უნდა შევთანხმდეთ სიცოცხლის განმარტებაზეც, არ ვიცი როგორ ერკვევი მიკრობიოლოგიასა თუ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, მაგრამ მოკლედ გეტყვი: ბაქტერიები და ბაცილები ბიოლოგიურად ცოცხალია ახასიათებს რა ცოცხალი ორგანიზმის ყველა ნიშანი, მაგრამ განა მას სული გააჩნია?! ასევე კომპიუტერული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკუთარი არსებობის გასახანგრძლივებლად ენერგიის ერთ ფორმას მეორედ გართაქმნის შეიძლება სიცოცხლედ ჩაითვალოს, განა მაინცდამაინც ორგანული მოლეკულური ნაერთებისგან უნდა შესდგებოდეს საგანი, რომ სიცოცხლედ ჩაითვალოს. სწორად გითხრეს, ცხოველს სული არ გააჩნია მიუხედავად იმისა რომ იგი ბიოლოგიურად ცოცხალია და საკვების კალორიებად გარდაქმნის შედეგად ინარჩუნებს ენერგიას, ამის ფუძველზე კი ბიოლოგიურ სიცოცხლეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 11:20 AM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



მე დიდად გათვითცნობიერებული არა ვარ რელიგიაში. მაგრამ სულის არსებობის ჩემებური წარმოდგენა მაქ. შეიძლება სულელური იყოს, მაგრამ მე ასე ვხედავ ამას:

მე მგონი სული გონების ის ნაწილია რომელიც მის პიროვნებას განსაზღვრავს, ანუ სული ისაა რის გამოც ტვიინი აზროვნებს. ანუ ტვინს აიძულებს იაზროვნოს, სულისთვის იქმნება მეხსიერება. და ეს ის ნაწილია ადამიანის რომელიც უხეშაძდ რომ ვთქვათ არ კოპირდება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მთლიანად გადავაკოპიროთ, თითოეული მისი მოლეკულა. მივიღებთ ორ ერთნაირ ადამიანს, მაგრამ ისინი ერთი არ იქნება, ანუ ის რომელიც გადაკოპირდა მაინც ერთი იქნება, აი ამ ერთადერთობას განაპირობებს გონების ის ნაწილი, ეომლიც არ გადაყვება ტვინს.

რაღაცეები ვიბოდიალე smile.gif, მაგრამ მე მგონი მიხვდებით ჩემ აზრს.

მაგრამ ჩანასახს სული ქონეს არა მგნია. 3 უჯრედს რა სული უნდა ქონდეს ?! მე მგონი სანამ ადამიანს ტვინი არ ჩამოუყალიბდება, ანუ ის ნაწილი რაც აღიქვამს გარემოს, სული არ ექნება.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 12:18 PM
პოსტი #50


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



iraklidze
ციტატა
მე მგონი სული გონების ის ნაწილია რომელიც მის პიროვნებას განსაზღვრავს, ანუ სული ისაა რის გამოც ტვიინი აზროვნებს. ანუ ტვინს აიძულებს იაზროვნოს, სულისთვის იქმნება მეხსიერება. და ეს ის ნაწილია ადამიანის რომელიც უხეშაძდ რომ ვთქვათ არ კოპირდება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი მთლიანად გადავაკოპიროთ, თითოეული მისი მოლეკულა. მივიღებთ ორ ერთნაირ ადამიანს, მაგრამ ისინი ერთი არ იქნება, ანუ ის რომელიც გადაკოპირდა მაინც ერთი იქნება, აი ამ ერთადერთობას განაპირობებს გონების ის ნაწილი, რომელიც არ გადაყვება ტვინს.

მართალია, სწორი მეცნიერული მიდგომაა. სული არის ადამიანის პიროვნული ინდივიდუალიზმის თვითგანცდის აღმქმელი გონება. იგი მართავს აზროვნებს და გააჩნია შეგრძნებების რეალიზაცია მატერიალური მოვლენების "თავის ენაზე" თარგმნის საშუალებით.
ციტატა
მაგრამ ჩანასახს სული ჰქონდეს არა მგონია. 3 უჯრედს რა სული უნდა ქონდეს?! მე მგონი სანამ ადამიანს ტვინი არ ჩამოუყალიბდება, ანუ ის ნაწილი რაც აღიქვამს გარემოს, სული არ ექნება.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით სული უჩნდება ადამიანს ჩასახვის თანავე. იყო სხვადასხვა ვერსიები თუ სად მდებარეობდა სული, ყველაზე ოპტიმალურია, რომ იგი აბსოლუტურად თანაბრად განფენილია მთელი სხეულის მოცულობაში ზუსტად იმ ფორმით რა ფორმაც სხეულს გააჩნია. ჩასახული ადამიანი ცხადია ვერ აზროვნებს, როგორც ჩვენ, პრინციპში ჩვილი ბავშვიც ასეა სანამ რაიმეს ისწავლიდეს, მაგრამ მათ სული გააჩნიათ. ტვინის გაჩენა და ფორმირება ადამიანს ხელს უწყობს შეიმეცნოს გარე სამყარო და ჩვენი სამყაროს შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სულს. რაც უფრო ჩამოუყალიებებლია ტვინი, (გინდა დაბადებული იყოს ადამიანი) მით უფრო ნაკლებად შეუძლია შეიმეცნოს და შეიგრძნოს ჩვენი სამყარო, მაგრამ მას გააჩნია თავისებური სულიერი ინდივიდუალიზმი და გონება, რომელიც შეიგრძნობს სხვადასხვა სულიერ მოვლენებს, ამიტომაა რომ ჩვილ დაღუპულ ბავშვის სულს მიუხედავად იმისა, რომ გონება განვითარებული არ აქვს და შეიძლება დედასაც ვერ ცნობს ნეტარების განცდა შეუძლია. მას თავისებური სამყაროსადმი დამახასიათებელი გრძნობები და აზროვნება გააჩნია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 20 2007, 12:32 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



აუ ერთხელ ისტორიის მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ სულს წონა აქვს და 3-4 გრამს იწონისო. შევეკამათე მე და მითხრა რომ მეცნიერებმა აწონეს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის სხეული და როდესაც გარდაიცვალა, 4 გრამით დაიკლოო blink.gif blink.gif blink.gif
არ დავუჯერე მე და მაგარიც ვიცინე.......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 12:34 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
აუ ერთხელ ისტორიის მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ სულს წონა აქვს და 3-4 გრამს იწონისო. შევეკამათე მე და მითხრა რომ მეცნიერებმა აწონეს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის სხეული და როდესაც გარდაიცვალა, 4 გრამით დაიკლოო
არ დავუჯერე მე და მაგარიც ვიცინე.......


ძალიან დიიიიდი ეჭვი მეპარება სულს წონა ქონეს. ეს არმატერუალური გონია. და გონს კიდე წონა არა აქ. მაგ ლოგიკით ღმერთსაც წონა ქონია.

რახან რამეს წონა აქ ე.ი. მას იზიდავს დედამიწა, ე.ი. შეიძლება ერთხელაც სული მართლა დაეცეს? პირდაპირი გაგებით smile.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 12:35 PM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



southruislip
ბოდიში კითხვისთვის, მაგრამ რა სარწმუნოების ხარ?

მართლმადიდებლური დოგმატიკის თვალსაზრისით, სერიოზულ მწვალებლობას შეიცავს შენი ნაწერი...... თან iraklidze-სგან განსხვავებით, რატომღაც ცდილობ ამ გაურკვეველი აზრების თავს მოხვევას........


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 01:04 PM
პოსტი #54


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



di_onise
ციტატა
მეცნიერებმა დაასკვნეს რომ სულს წონა აქვს და 3-4 გრამს იწონისო.

3-4 გრამს არა. ეგ არის მეცნიერული ჰიპოთეზა, რომელისაც მე ნაკლებად მჯერა. არა მგონია სული მატერიალური იყოს. იმქვეყნიური სამყაროო არაა დაკვირვებადი, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით რაიმე გავზომოთ. მათ ისეთი მახასიათებლები გააჩნიათ, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვიქვამთ, შესაძლოა მას ჰქონდეს რაღაც თავისებური თვისებები, რასაც მეცნიერებაში მეტაფიზიკური თვისებები ეწოდება, მაგრამ არა მგონია ვინმემ ეს მეტაფიზიკური თვისებები გაზომოს.

წარმოშობით შოტლანდიელი მეცნიერი დოქტორი დანკან მაკდუგალი ზომავდა მომაკვდავ პაციენტებს და ყოველთვის ღებულობდა რიცხვს 21 გრამის მახლობლობაში, რის გამოც მივიდა დასკვნამდე რომ სულის წონა არის 21 გრამი. მის საფუძველზე გადაიღეს კიდეც ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ფილმი "21 გრამი" ("21 grams"). ამ ჰიპოტეზას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ნაკლებად მჯერა მისი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 20 2007, 01:08 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



iraklidze

ხო არც მე დავუჯერე, უაზრობაა რაა... smile.gif



ციტატა( გიორგი @ Jul 20 2007, 01:04 PM) *

di_onise

3-4 გრამს არა. ეგ არის მეცნიერული ჰიპოთეზა, რომელისაც მე ნაკლებად მჯერა. არა მგონია სული მატერიალური იყოს. იმქვეყნიური სამყაროო არაა დაკვირვებადი, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით რაიმე გავზომოთ. მათ ისეთი მახასიათებლები გააჩნიათ, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვიქვამთ, შესაძლოა მას ჰქონდეს რაღაც თავისებური თვისებები, რასაც მეცნიერებაში მეტაფიზიკური თვისებები ეწოდება, მაგრამ არა მგონია ვინმემ ეს მეტაფიზიკური თვისებები გაზომოს.

წარმოშობით შოტლანდიელი მეცნიერი დოქტორი დანკან მაკდუგალი ზომავდა მომაკვდავ პაციენტებს და ყოველთვის ღებულობდა რიცხვს 21 გრამის მახლობლობაში, რის გამოც მივიდა დასკვნამდე რომ სულის წონა არის 21 გრამი. მის საფუძველზე გადაიღეს კიდეც ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ფილმი "21 გრამი" ("21 grams"). ამ ჰიპოტეზას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ნაკლებად მჯერა მისი.


ჰოდა იმას მთლად მოვუტყუვებივარ laugh.gif ეგეც არ სცოდნია სწორად biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 20 2007, 01:14 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



კანონისტს


ციტატა
მართლმადიდებლური დოგმატიკის თვალსაზრისით

მე ვარ ქრისტიანული სარწმუნოების ადამიანი, ანუ ვცდილობ სწორად გავიგო იესო ქრისტეს მოძღვრება.იესო ქრისტე ყოველგვარი დოგმების წინააღმდეგი იყო და ადამიანებს რომლებიც ცდილობდნენ , რაღაც დოგმებით ემსჯელათ მათ მწვალებლებს ეძახდა.
თვით ქრისტიანული დოგმატიკის, როგორც ასეთი მცნების არსებობა ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს მცნებებს და სერიოზულ მწვალებლობას შეიცავს.
დოგმები არ შეიზლება იყოს ქრისტიანული და ძალიან გთხოვთ რაღაც გაურკვეველ დოგმებს ნუ გვახვევ თავს. რაც შეეხება გაურკვევლობის ჩემგან თავზე მოხვევას. რა ვერ გაიგეთ?.

გიორგის
სული არის ძალა, ენერგია რომლის საშუალებითაც გადაადგილდება სხეული, მათ შორის ცხოველისაც და ადამიანისაც. მაგრამ ცხოველის და ადამიანის სული განსხვავდება ერთმანეთისაგან. საინტერესოა რითი გადაადგილდება ცხოველის სხეული?
ადამიანები ევოლუციის გარკვეულ პერიოდში ცხოველის დონეზე იდგნენ, იქნებ ართ მათ ჰქონდათ სული. საინტერესოა ზანგებს თქვენ ადამიანად მიიჩნევთ თუ ცხოველებად. იქნებ ცხოველების რანგში აგყავთ და არც მათ აქვთ სული .თუ თქვენ და თქვენი მოძღვარი მასე ფიქრობთ რომ ცხოველი უსულოდ ცოცხლობს, მაშინ თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ ქრისტინობის გაგება
თქვენ შეიძლება გამოხვიდეთ კარგი მათემატიკოსი ან ფიზიკოსი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 01:17 PM
პოსტი #57


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



southruislip
ციტატა
იესო ქრისტე ყოველგვარი დოგმების წინააღმდეგი იყო და ადამიანებს რომლებიც ცდილობდნენ , რაღაც დოგმებით ემსჯელათ მათ მწვალებლებს ეძახდა.

მაგალითად? 1 მაგალითს მეტყვი, სადაც დოგმატი, როგორც ასეთია უარყოფილი?

თუმცა მოიცა, ჯერ დავიწყოთ თავიდან, დოგმატი იცი საერთოდ რა არის?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 01:36 PM
პოსტი #58


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
მე ვარ ქრისტიანული სარწმუნოების ადამიანი

გულწრფელად გეტყვი, რომ რატომღაც ბუდისტი მეგონე, შენნაირი აზროვნება საერთოდ არაა ქრისტიანული კონფესიებისთვის დამახასიათებელი.
ციტატა
იესო ქრისტე ყოველგვარი დოგმების წინააღმდეგი იყო და ადამიანებს რომლებიც ცდილობდნენ , რაღაც დოგმებით ემსჯელათ მათ მწვალებლებს ეძახდა.

დემოკრატია ნებისმიერი რწმენის აღიარების უფლებას ნიშნავს, მაგრამ არა საკუთარი აზრების ქრისტიანულად წარმოჩენას. შენ შეგიძლია ნებისმიერი რამ აღიარო და მიიღო, მაგრამ რაც შენ დაწერე მაგას ქრისტიანობასთან კავშირი არა აქვს.

ციტატა
დოგმები არ შეიძლება იყოს ქრისტიანული და ძალიან გთხოვთ რაღაც გაურკვეველ დოგმებს ნუ გვახვევ თავს.

საინტერესოა რატომ არ შეიძლება იყოს ქრისტიანული? ძალიან უცნაურ რაიმეს ლაპარაკობ. იცნობ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას? სჯულის კანონს? თუ არ იცნობ, მაშინ რანაირი ქრისტიანი ხარ? რა არის შენი ქრისტიანული მრწამსი? რას აღიარებ და რის საფუძველზე?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 01:55 PM
პოსტი #59


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
სული არის ძალა, ენერგია რომლის საშუალებითაც გადაადგილდება სხეული, მათ შორის ცხოველისაც და ადამიანისაც.

ისეთ რაცას წერ, რომელიც ქრისტიანობისთვის ყოვლადმიუღებელია, ხოლო მეცნიერებისათვის კი აბსურდი. ძალიან მაინტერესებს, რომელი ქრისტიანული ლიტერატურაში წაიკითხე, რომ სული არის ენერგია,რომლის საშუალებითაც სხეული გადაადგილდება?! თითქმის ყველა მიმდინარეობის ქრისტიანობის ნიუანსებს ვარ გაცნობილი, მაგრამ ამგვარი საოცარი ლიტერატურა ჯერ არ შემხვედრია. საინტერესოა მაგ ლიტერატურის მიხედვით ავტომობილს თუ გააჩნია სული, რადგან სხეული მასაც აქვს თანაც გაცილებით მძიმე და ადამიანზე გაცილებით სწრაფადაც გადაადგილდება.
ციტატა
საინტერესოა რითი გადაადგილდება ცხოველის სხეული?

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სხეული გადაადგილდება საკვების მიერ მიღებული კალორიების მექანიკური ენერგიად გარდაქმნით და ერთი წონასწორული მდგომარეობიდან მეორეში დინამიკური გადასვლით. სხვათა შორის არც ადამიანი გადაადგილდება სულით. უხელო და უფეხო ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ სული აქვს ვერსად ვერ წავა, ასევე ვერ იმოძრავებს ადამიანი, რომელსაც გრძნობა აქვს დაკარგული, მაგრამ სული ცხადია გააჩნია.
ციტატა
საინტერესოა ზანგებს თქვენ ადამიანად მიიჩნევთ თუ ცხოველებად. იქნებ ცხოველების რანგში აგყავთ და არც მათ აქვთ სული .

ქრისტიანი არ არის-თქო ეს უკვე ვიფიქრე შენზე, მაგრამ იმასაც კი ნუ მაფიქრებინებ, რომ ლოგიკა არა აქვს-თქო. მაინც სად დაინახე, რომ ქრისტეანები შესაძლოა მივიჩნევდეთ, რომ ზანგს სული შესაძლოა არც ქონდეს. ასეთი რაიმე არც მიფიქრია, მე ცხოველებზე გელაპარაკები და შენ ზანგი ცხოველი გგონია?
ციტატა
თუ თქვენ და თქვენი მოძღვარი მასე ფიქრობთ რომ ცხოველი უსულოდ ცოცხლობს, მაშინ თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ ქრისტინობის გაგება

ეს ალბათ წლის ფრაზაა ფორუმზე. ძალიან მაინტერესებს რომელი კონფესიის ქრისტიანი ხარ? ან სად და რა ლიტერატურაში გაეცანი განმარტებას, რომელიც ცხოველის სულის არსებობას აღიარებს? მართლმადიდებლობას თავი დავანებოთ . . . ასეთი აზროვნება ძალიან შორს დგას კათოლიკური და პროტესტანტული ქრისტიანული სწავლებისგან. ცხოველის სულის აღიარება მწვალებლობა არაა, რადგან მწვალებლობა აღარაა, ეგ უკვე ალბათ სხვა რელიგიის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ მიჭირს გავიხსენო რელიგია რომელიც ცხოველის სულს აღიარებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 02:15 PM
პოსტი #60


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
თქვენ შეიძლება გამოხვიდეთ კარგი მათემატიკოსი ან ფიზიკოსი.

მათემატიკა და ფიზიკა ელემენტარულ დონეზე ვიცი. შენ რა პროფესიის ხარ? სასურველია ჩვენთან ისაუბრო, არ წახვიდე ფორუმიდან და რაღაც კითხვებზე პასუხი იპოვო. ამ ფორუმზე გვყავს არა მარტო მართლმადიდებლები არამედ ნაკლებად ეკლესიური ხალხიც, პროტესტანტებიც, ათეისტებიც და ა.შ. სასურველი იქნებოდა შენც გაგეგრძელებინა დისკუსია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი