IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა სამება
kublaa
პოსტი Jul 5 2012, 06:08 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 4-July 12
წევრი № 12,478



ქრისტეს შობამდე ღმერთს სამი ბუნება ქონდა თუ ქრისტეს შობის შემდეგ წარმოიშვა ძე ღმერთი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Sep 2 2012, 06:45 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მცირეოდენ გამოხმაურებას გავაკეთებ...


იმის მიუხედავად, რომ სიტყვა ”სამება” პირდაპირ არ ჩანს წმ. წერილში (როგორც ახალ აღთქმაში, ისე ძველშიც), ქართულად რომ ვთქვათ, იგი მთლიანად იუდაისტური კოცეფციაა, ორივე - ძველი და ახალი აღთქმიდან გამომდინარე. წერილის მიხედვით, ღმერთი გამოცხადდა, როგორც ”სამგვამოვანი” (გვამოვნება = პიროვნება). აი, შემდეგნაირად:

ყოვლისმცოდნე ხმა - წმ. წერილი საბრობს ყოვლისცმოდნის, ”მესამე პირის” პერსპექტივიდან. როცა ვკითხულობთ, ”დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა”, ჩვენ ვსცამთ კითხვას თუ ვინ საუბრობს? ვინ არის ხუთწიგნეულის მთხრობელი? მომდევნო სიტყვები გვიცხადებს, რომ ”სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა” (დაბ. 1:2), რასაც მოჰყვა პირდაპირ ციტირებული სიტყვები თვით ღმერთისა: ”იქმენინ ნათელი!” (დაბ. 1:3). ღმრთის შემოქმედებითი საქმიანობა და მისი სულის (როგორც ვკითხულობთ - ”სული ღმრთისა”) მყოფობა მოთხრობილია ყოვლისმცოდნე ხმის, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ღვთის სიტყვის მიერ. ცხადია, სული ღმრთისა თავად ღმერთია (სხვა ვინ?), ისე როგორც სიტყვა ღმრთისა არის ასევე თავად ღმერთი, და ამიტომ - ხუთწიგნეულის პირველ სამი მუხლში ღმრთეების ”სამგვამოვნებაა” (სამპიროვნულობა) წარმოდგენილი.

”ანი და ჰაეს” (ბერძ. ალფა და ომეგა, ებრ. ალეფ-ტავ) იდუმალი ხმარება - ხუთწიგნეულში (დაბადების პირველ თავში) ასე ვკითხულობთ: ”დასაბამად ქმნა ღმერთმან ’ეტ’ (אֵת)...”, ებრაულში ასეა: ”ბერეშით ბარა ელოჰიმ ეტ” (დაბ. 1:1). უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა ”ეტ” თარგმნას არ ექვემდებარება (ანუ უთარგმნელი სიტყვაა), იგი მიუთითებს, რომ ”გარკვეული პირდაპირი ობიექტი შემდეგია” (ამდენად, ”ცასა” და ”ქუეყანას” წინ უნდა იყოს ”ეტ”). აღსანიშნავია, რომ ”ეტ” ასო-ასო წარმოითქმება - ალეფ-ტავ, როგორც აბრევიატურები: ალეფ-ბეტი (ებრ.), ალფაბეტი (ბერძ.) და სხვ. ”ალეფ” ებრაული ალფავიტის (ანბანის) პირველი ასოა, ”ტავ” კი სულ ბოლო. შესაქმე იწყება და სრულდება ღვთის გამომსყიდველი სიყვარულით, როგორც ეს იესო ქრისტეს პიროვნებაში განცხადდა... იგი შესაქმის ცენტრია - იგია დასაწყისი და დასასრული. როგორც დაწერილია ”მე ვარ ანი (ალეფ) და ჰაე (ტავ), პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული” (გამოცხ. 22:13). მართლაც, უფალი იესუ არის ”მეუფე მეუფეთა”. იგია არსებულ ორ სამყაროთა უფალი - უმაღლესი ციური დიდებიდან ჯვარზე სიკვდილის უდაბნომდე... ”იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ, ამიერთიგან და უკუნისამდე” (ფს. 113:2).

მრავლობითი სახელები - ”ელოჰიმ”, რომელიც ნახსენებია მესამე მუხლში (დაბადების წიგნში), მრავლობითი ფორმაა. ეს სახელი უკავშირდება მხოლობითი ფორმის ზმნებს. მაგალითისათვის, პირველი გამოჩენა სიტყვა ”ელოჰიმისა” ხდება მხოლობითი ფორმის ზმნასთან - ”ბარა” - და აღნიშნავს, რომ ”მან (მხოლოდ, ერთმა) შექმნა”, თუმცა სხვა ადგილებში ”ელოჰიმი” მრავლობითი ფორმების ზმნებსაც იღებს. მაგალითად, დაბადების 35:7 ამბობს, ”რამეთუ მუნ ეჩუენა მას ღმერთი (ელოჰიმ)”. გავითვალისწინოთ, რომ ებრაულში ზმნა (”ეჩუენა”) მრავლობითი ფორმის მესამე პირშია. ასე რომ, არის ადგილები, სადაც ”ელოჰიმი” მრავლობითი ფორმების ზმნებსაც იღებს.

მრავლობითი ნაცვალსახელები - უფალი ღმერთი, საუბრობს დაბადების 1:26-ში, და ამბობს:”ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ (იხ. ასევე დაბ. 3:22, 11:7, ისაია 6:8). ზოგის ვარაუდით მრავლობითი ფორმა (”ვქმნეთ”) სიდიადეს მიუთითებს, თუმცა ზმნა ”სიდიადეების მრავლობითობისთვის” არა გამოყენებული. ებრაული ტრადიცია ასე ხსნის, რომ პიროვნულად მრავლობითი ნაცვალსახელი მიემართება ანგელოზებს, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ღმერთმა სამყარო - და, კერძოდ, ადამიანები - ანგელოზების მეშვეობით შექმნა (დაბ. 1:29), და ანგელოზები, მათ სამყოფელთან ერთად, თვითონ არიან შემქნილი არსებები (ფს. 148:2, 5).


კიდევ უამრავის ჩამოწერა შეიძლება.. ეს მხოლოდ დასაწყისია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
kublaa   წმინდა სამება   Jul 5 2012, 06:08 PM
ხახაბოელი   ქრისტეს შობამდე ღ...   Jul 5 2012, 08:02 PM
marine   სამი ბუნება არა. ერ...   Jul 6 2012, 02:37 PM
Otherguy   marine კარგად განმარტ...   Jul 10 2012, 05:29 PM
აკაკი   Otherguy ხომ ხვდები, რომ...   Jul 10 2012, 07:00 PM
Otherguy   Otherguy ხომ ხვდები, რომ ...   Jul 16 2012, 06:23 PM
esre ars cheshmariteba   "აღარ მოაგონდა...   Aug 17 2012, 08:17 PM
ხახაბოელი   მე რატომღაც პირის ...   Jul 10 2012, 07:52 PM
toka@   რა იცით ეს სიტყვებ...   Jul 10 2012, 10:18 PM
ილია94   toka@ რატო გიდევს მასე...   Jul 10 2012, 10:31 PM
ხახაბოელი   toka@ რატო გიდევს მას...   Jul 11 2012, 07:32 PM
toka@   ილია94 2010 წლიდან ბევ...   Jul 10 2012, 11:32 PM
A.V.M   სანამ ბანს არ აიღე...   Jul 10 2012, 11:34 PM
ილია94   A.V.M :D :D   Jul 11 2012, 12:20 AM
A.V.M   ხახაბოელი ფორუმელ...   Jul 11 2012, 07:36 PM
ილია94   მე არ გიპირისპირდე...   Jul 11 2012, 07:40 PM
ხახაბოელი   განა მე გიპირისპირ...   Jul 11 2012, 07:52 PM
A.V.M   საიტზეც დევს მგონ...   Jul 11 2012, 07:54 PM
ხახაბოელი   საიტზეც დევს მგონ...   Jul 11 2012, 07:57 PM
A.V.M   როგორც წესი სემინ...   Jul 11 2012, 08:01 PM
ილია94   ხახაბოელი ვაა შემ...   Jul 11 2012, 08:14 PM
ხახაბოელი   ხახაბოელი ვაა შემ...   Jul 11 2012, 10:05 PM
ილია94   აა ახლა მივხდი ხახ...   Jul 11 2012, 10:20 PM
A.V.M   დარწმუნებული ხარ? ...   Aug 17 2012, 08:58 PM
esre ars cheshmariteba   დარწმუნებული ხარ? ...   Aug 17 2012, 09:41 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ლოგიკა ღმ...   Aug 17 2012, 09:10 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ლოგიკა ღმ...   Aug 17 2012, 09:55 PM
A.V.M   უჰ... ე.ი, წინ მიიწევ ...   Aug 17 2012, 09:56 PM
esre ars cheshmariteba   უჰ... ე.ი, წინ მიიწევ ...   Aug 17 2012, 10:18 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ღვთის შეც...   Aug 17 2012, 10:01 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ღვთის შეც...   Aug 17 2012, 10:16 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba ღმერთმა მ...   Aug 17 2012, 10:17 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ღმერთმა მ...   Aug 17 2012, 10:26 PM
A.V.M   და რაღა რასელთან მ...   Aug 17 2012, 10:20 PM
ხახაბოელი   პირადად მე რომ ფორ...   Aug 17 2012, 10:22 PM
A.V.M   0% შენ წაგეკითხა ,,სა...   Aug 17 2012, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   0% შენ წაგეკითხა ,,სა...   Aug 17 2012, 10:33 PM
ხახაბოელი   esre ars cheshmariteba მადლობა ღ...   Aug 17 2012, 10:34 PM
აკაკი   და რომელიც თითქმი...   Aug 17 2012, 10:37 PM
ხახაბოელი   აკაკი და რომელმაც ...   Aug 17 2012, 10:44 PM
George Leluashvili   ხახაბოელი ეს მომე...   Aug 18 2012, 01:04 PM
esre ars cheshmariteba   ხახაბოელი ეს მომე...   Aug 18 2012, 02:36 PM
leopilos   გააფთრებით ვიკვლე...   Aug 18 2012, 02:24 PM
A.V.M   არა ლეო! მთლად რა...   Aug 18 2012, 02:33 PM
leopilos   მერე რაგა მაგათთა...   Aug 18 2012, 02:36 PM
A.V.M   მაგაზე დღეს ვილაპ...   Aug 18 2012, 02:38 PM
leopilos   არავის გაუნადგურე...   Aug 18 2012, 02:43 PM
A.V.M   ვიცი ლეო! მაგიტო ...   Aug 18 2012, 02:43 PM
leopilos   კაი რა რასელი...:D   Aug 18 2012, 02:44 PM
George Leluashvili   leopilos რატომ გაქვს ამხ...   Aug 18 2012, 04:09 PM
leopilos   არა რა აგრესია პირ...   Aug 18 2012, 05:44 PM
დათიკო   მეგობრებო, გთოვთ რ...   Aug 18 2012, 06:22 PM
აკაკი   მცირეოდენ გამოხმა...   Sep 2 2012, 06:45 AM
marine   "მამა არის ძის მა...   Jan 28 2014, 11:11 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 06:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი