თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ ცნობილი კანონისტები

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 28 2008, 05:56 AM

ეს თემა კანონისტებს მივუძღვნათ!

:უფალოშეგვიწყალე:

biggrin.gif

საინტერესოა, ვინ მოხვდება ჩამონათვალში...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 28 2008, 04:36 PM

მნათე
ვერ ვხვდები თემის კონკრეტულ მიზანს? სია გავაკეთოთ? თუ ვიმსჯელოთ თუ როგორ?

გამოკვეთო იქნებ....

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 28 2008, 04:41 PM

დახე,როგორ უყვარხარ ლევანს laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 28 2008, 10:24 PM

ციტატა
ვერ ვხვდები თემის კონკრეტულ მიზანს? სია გავაკეთოთ? თუ ვიმსჯელოთ თუ როგორ?


მაინტერესებს ამ ადამიანების ცხოვრება, საქმიანობა, მეთოდიკა, სულიერი მდგომარეობა, ხარისხი... ყველაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 29 2008, 12:27 AM

მნათე

გასაგებია. დავიწყებ მაშინ და მივყვეთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 11 2008, 04:19 PM

თეოდორე ბალსამონი

თეოდორე ბალსამონი (ბერძნ. Θεόδωρος Βαλσαμῶν) - ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტი და ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქი XII საუკუნეში.

დაიბადა XII საუკუნის მეორე ნახევარში ქ. კონსტანტინოპოლში, გარდაიცვალა იქვე, 1195 წელს. იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა ნომოფილაქსად (ბერძ. Νομοφύλαξ - კანონთმცველი, ბიზანტიის სამეფო კარის თანამდებობა XI ს. შუა წლებიდან. 1178-1183 წწ. პატრიარქ თეოდოსიოს I-ის კურთხევით, ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საეკლესიო სასამართლოს საქმეებს. 1193 წ. აღსაყდრებულ იქნა ანტიოქიელ პატრიარქად, თუმცა იქ გართულებული ვითარების გამო კონსტანტინოპოლში რჩებოდა.

მისი საუკეთესო ნაშრომია "სქოლია" (დაახლ. 1170 წ.), რომელიც არის წმ. ფოტიოს დიდისეული სჯულისკანონის კომენტარები. თავის სქოლიაში ბალსამონის მიმოიხილაბს მოქმედ კანონებს და კავშირებს ავლებს ეკლესიისა და სახელმწიფოს კანონებს შორის, თუმცა მათ შორის უპირატესობას პირველს აძლებს. ბალსამონს ეკუთვნის, აგრეთვე, საეკლესიო დებულებათა (სინტაგმების) კრებულის სახით მომზადება და რამდენიმე საინტერესო შრომა, რომლებიც ძირითადად 1054 წლის სქიზმის შემდგომ დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის დიალოგს შეეხებოდა. მათ შორის აღსანიშნავია "მარხვის შესახებ" და "მონასტრებში სიახლის დანერგვის შესახებ".

ბალსამონის ღვაწლი დიდია მართლმადიდებლური სამყაროსთვის. იგი განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს იმ დროინდელი ბიზანტიის პოლიტიკურ და თეოლოგიურ მდგომარეობას. მისი კომენტარები დღესაც გამოიყენება აღმოსავლურ-მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის შესწავლისას და შეტანილია ეკლესიის კანონთა ოფიციალურ კრებულ პიდალიონში (ბერძნ. Πεδαλιον - სასაჭეთმპყრობლო წიგნი)

ბალსამონის სქოლია პირველად გამოიცა ლათინურ ენაზე პარიზში (1561 წ.) და მალევე ბაზელში (1562 წ.). 1615 წელს იბეჭდება პარიზში უკვე ბერძნულ და ლათინურ ენებზე, ხოლო მოგვიანებით კვლავ ბაზელში (1620 წ.) იგი ასევე შეტანილია ცნობილი დასავლელი კანონისტი ბევერეგიას ნაშრომში "Pandecta Canonum" (ოქსფორდი, 1672 წ. (P. G., cxxxvii-viii)). 1852-1860 წწ. მისი შრომა შეტანილ იქნა რალისის და პოტლისის მიერ გამოცემულ კრებულში. ბალსამონის კომენტარები მიგნემ შეიტანა თავის Patrologia Graecae-ში, CIV, 441.


პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 11 2008, 04:54 PM

იყო ასეთი_ დიკასტერია როგორც სასულიერო სასამართლო და მგონი ურიგო არ იქნება აქვე ქართველი კანონმდებლებიც (ისტორიულად) ვახსენო (თუ წინააღმდეგი არ იქნებით)
და კარგი იქნება თემაში საეკლესიო სამართლის ნიუანსებიც გავიხსენოთ და ქართული სამართლის ძეგლებიც გვეხსენებინა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)