ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
მატასი |
Feb 16 2007, 03:01 PM
პოსტი
#41
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
KAT
ძალიან ლამაზად გიწერია ... თითქოს ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი... გაიხარე ბედნიერი ხარ რომ ამდენს გრძნობ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
iako |
Feb 17 2007, 02:11 PM
პოსტი
#42
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
KAT საოცრად ლამაზად გადმოგვეცი ეს ისტორია და შენი გრძნობები.
ხშირად,ცხოვრების ორომტრიალში ჩართულები ვერ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ჭეშმარიტებას. რაოდენ მიუწვდომელია უფლის გზები, რომელიც წამიერი, თითქოსდა უმნიშვნელო მოვლენით, ჩვენს სულში გადატრიალებს და გამოფხიზლებას იწვევს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ქავთარაძე |
Feb 19 2007, 12:19 AM
პოსტი
#43
|
დაურეგისტრირებელი |
KAT
მე ასეთი რაღაც მომივიდა 1 კვირის წინ: მიდიოდა მოხუცებული კაცი და მე და მამაჩემი ვიჯექით მანქანაში, აი მაშინ შევიცანი რა არის ეშმაკის ბორკილები. ვიფიქრე გადავალ მივეხმარები მეთქი, არ გადავედი, კაცმა სასწაული სევდიანი თვალებით შემომხედა მარა მაინც არ გადავედი, შემდეგ ვიღაც ქალი მიეხმარა ტროტუარზე ჩასვლაში, ვიღაც 2 მა ბიჭმა ხურდა მისცა და მე კიდევ მანქანაში ვეგდე და ვუყურებდი... ასეთები მომდის ხოლმე და მერე მეტყვიან არაფერი გიწყენინებიაო ყველას გთხოვთ პატიებას თუ რაიმე გაწყენინეთ. არ ვიცი არმდენად შეეფერებოდა ამ თემას მაგრამ დავწერე მაინც. მოთხრობა ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზია |
mogzaura |
Feb 24 2007, 03:27 PM
პოსტი
#44
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
დღე პირველ და დღე უკანასკნელს გავს.როგორ მეგონა რომ თავს მოვერეოდი,მეგონა რომ ადვილად ძალიან ადვილად გადავიტანდი,მაგრამ ვცდებოდი.ახლა ისე ცუდად ვარ როგორც არასდროს!
...... მენატრები,მომენატრები თან როგორ,ასე მგონია უშენოდ ვეღარ ვიარსებებ,კიარდა არამედ ვეღარც ვისუნთქებ! ღმერთო რა მემართება?რა არის ეს,ეს რა შეგრძნება?თითქოს და ვეღარასდროს ვნახავ?!რა განა არ მაქვს ამის ფიქრის მიზეზი?ისე,ისე მეგებებოდა თითქოს და მართლაც სამუდამოდ მიდიოდეს ჩემგან......... -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Маиа |
Feb 24 2007, 05:14 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა, თურმე რა ძნელი ყოფილა განშორებს... არ ვიცოდი ასე რომ მყვარებიხარ... არ ვიცოდი თუ გამიძნელდებოდა...
ამბობენ სამშობლო ერთიაო... მე ვეღარ გამიგებს ვერავინ... რატო ვტირივარ ეხლა, როცა რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ მე შენი შვილი არა ვარ?... არასდროს დამიფასებია მე შენი სითბო და არასდროს მითქვამს შენთვის მიყვარხარ... სულ სხვას ვიხსენებდი და სხვაზე ვტიროდი... ეხლა რა მემართება? Уже тоскую я по пройденным годам, по улицам, которым бродила я когда-то, тут друзья, мир, юнные года мои девичья воспоминания.... Хоть не родная я твоя детя Хоть любишь ты других сильнее Частичку моего сердечка Оставляю я тебе на прощанье.... მაგრამ მაპატიე, მე ვერ გავჩერდები, დედა მელოდება... უნდა დაუბრუნდე! НЕ СУДИТЕ СТРОГО! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
T.L. |
Feb 24 2007, 06:13 PM
პოსტი
#46
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ჩემი არ არის მაგრამ ლამაზია
მზე ჩადის... ჩადის კი არა დნება ზღვაში... ხელებს იწვდის თითქოს საშველად... ვზივარ ქვიშიან ნაპირზე კლდესავით გაშეშებული და შევყურებ ზღვაზე გაწოლილ ბილიკს... თითქოს მზე გეძახის ამ ბილიკს გამოჰყევი და ჩემამდე მოაღწევო . . . არადა რამდენჯერ მიოცნებია მზეს მივწვდომოდი, ხელით შევხებოდი... ახლა კი ვზივარ და... რა საოცარი და შეუცნობელია ბუნება... ისეთ ფერებში ხატავს ყველაფერს... მზე და ზღვა... ცეცხლი და წყალი ხომ წარმოუდგენელია ერთად... მაგრამ როგორ მაგრად ჩაჰკვრიან ერთმანეთს მონატრებული მეგობრებივით... მზე ჩადის... ჩადის და ზღვაც მუქდება . . . თითქოს ძაძებით იმოსებაო მზესთან განშორებით სევდამორეული… ზღვიდან მონაქროლი სიო კი რაღაცას მღერის. . . ისე ჰარმონიულად შერწყმია ზღვის ხმაურს… . . . სევდა მომეძალა… . . . რა ლამაზია ეს ყველაფერი და რა ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს ამ სილამაზით ტკბობისათვის... მოდით მოვეფეროთ ერთმანეთს. . . ჩავიკრათ გულში ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები (ისე როგორც მზე ეხუტება ჩასვლისას ზღვას) და გავუნაწილოთ სითბო. . . რამდენ სითბოს გასცემს მზე და სანაცვლოდ არაფერს იღებს… ჩვენ კი სითბო და სიყვარული ათმაგად დაგვიბრუნდება. . . დაემსგავსეთ ადამიანებო მზეს და თქვენი დანახვა ისევე გაუხარდებათ, როგორც ზეცაზე აელვარებული მზის დანახვა უხარიათ მოკვდავთ... გაუღიმეთ მზეს და ერთმანთს . . . და გახსოვდეთ მიუხედავათ სიძნელეებისა... სიცოცხლე მშვენიერია!!! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Feb 24 2007, 07:46 PM
პოსტი
#47
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ერთ რამეს მოგიყვებით....... ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე..... დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით... "საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია. "საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას..... თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს. კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება... "ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად. ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე. თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო.............. უი ეს შიო მღვიმეში რომ ვიყავით იქ თქვა ვიღაცამ ეს სადღეგრძელო -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ubralod gio |
Feb 24 2007, 08:09 PM
პოსტი
#48
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
kato_Bato
კი შეყვარებული რო ვიყავი პირველად ანუ შარშან მაშინ ჩავიწერე "ჩემო ერთადერთო ქეთი,შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება,რომელშიც მე მარტო ვარ...შენ ჩემი სული დაიპყარი და უფრო მეტიც,შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი ხარ.როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებები ადამიანები რომ ჰქვიათ,როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო,ხელს გულზე დავიდებ,იქ შენი ხატება მაქვს,ვუყურებ მას,ან მთვარეს და ვცდილობ იქ შენ დაგინახო...სიყვარული ჩემთვის აბსოლუტური ბედნიერებაა...რა ჯადოთი შესძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მხოლოდ შენზე შემეჩერებინა?!სიცოცხლე ქეთისთვი!აი მთელი ჩემი სიცოცხლის აწმყო და მომავალი... სიკვდილი ისე<რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე,ჯოჯოხეთური წამებაა,ეს არის სრული განადგურების ნამდვილი სახე... იმ დღეს როცა ჩემი აღარ იქნები სამყარო მთელ თავის მშვენიერებას დაჰკარგავს მუდამ ჩემო... -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ubralod gio |
Feb 24 2007, 08:39 PM
პოსტი
#49
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
"სიყვარული სულგრძელია,სიყვარული ქველმოქმედია,არ წუხს,არ ყოყოჩობს,არ ამპარტავნებს,არ სჩადის უწესობას,თავისას არ ეძიებს,არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს,არ ხარობს სიცრუით,არამედ ჭეშმარიტება ახარებს,ყოველივეს იტანს,ყველაფერი სწამს,ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს"
/ ახალი აღთქმა/... -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ana-xatia |
Feb 24 2007, 08:49 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
პატარა ჭუჭრუტანაში მთელი სამყარო ეტევა.
მთელი სამყაროდან კი არ ჩანხარ ამ ჭუჭრუტანაში. იმიტომ რომ სამყარო დიდია და მნიშვნელოვანი, შენ კი რომც არ ჩანდე, არაფერი დაშავდება. მთავარია რომ ჭუჭრუტანა არსებობს, საიდანაც ბნელ ოთახში სინათლის სხივი შემოდის. თვალშიც ხომ სულ პაწაწუნა ხვრელია, საიდანაც ვხედავთ თურმე. გულიც პაწაწუნა ჭუჭრუტანაა, სადაც სასუფეველი ეტევა. |
ubralod gio |
Feb 24 2007, 09:03 PM
პოსტი
#51
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
ana-xatia
შენ ჩანახატების უნარი ნიჭი და სიყვარული გქონია -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ana-xatia |
Feb 24 2007, 09:08 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
ubralod gio
|
ბექა |
Feb 25 2007, 04:57 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ციტატა ბექა ძალიან საყვარელია, მაგრად მომეწონა! და საერთოდ ყველა ძალიან ლამაზად წერთ! უდიდესი მადლობა ქეთი რავი მე არ მომწონს |
iako |
Feb 25 2007, 05:40 PM
პოსტი
#54
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ყველას ჩანახატი ძალიან მომეწონა. მე თვითონ მართალია არ გამომდის მ, მაგრამ სხვის წაკითხვა და შეფასება შემიძლია.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
fidelio |
Feb 26 2007, 03:58 PM
პოსტი
#55
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 |
[size=4]
,,თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბად არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ,როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედექტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა და კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. |
fidelio |
Feb 26 2007, 04:50 PM
პოსტი
#56
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 |
აქ თურმე საკუთარი ჩანახატები უნდა დაწერო, მაგრამ მე მარკესის დავწერე, ძალიან მგრძნობიარე მწერალია |
ubralod gio |
Feb 26 2007, 04:59 PM
პოსტი
#57
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
fidelio
მაგრამ რაღაცით შენიცაა ალბათ -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
Murzayani |
Feb 26 2007, 07:24 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
როცა გიყვარს, იმდენი სითბო, ალერსი და სინაზეა შენში, რომ არც კი გჯერა ასეთი სიყვარული შეგძლებია
ჩეხოვი -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
fidelio |
Feb 27 2007, 12:49 PM
პოსტი
#59
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 |
fidelio მაგრამ რაღაცით შენიცაა ალბათ კი, ნამდვილად ასეა, რაღაცით ჩემია, თორემ არ მომეწონებოდა ...........და ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდებ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი.მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო..... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათაბსებენ,სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის , რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ, რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა, რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკენლი წუთებია, გეტყოდი ,,მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული , რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე,მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული _ახალგაზრდას თუ მოხუცს.შეიძლება დღეს უკანასკნლეად ხედავ მათ, ვინც გიყვარს.ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა ,,ვწუხვარ", ,,მაპატიე" , ,,გეთაყვა", ,,გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო ისტყვა, რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობარს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის" თუ დღეს ამას არ გააკეტებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ,არც მაგით დაშავდება რამე დაიწყე შენი ოცნებების ახდენა ახლა სწორედ ეს მომენტია გაბრიელ გარსია მარკესი |
::სალომე:: |
Mar 10 2007, 09:05 PM
პოსტი
#60
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
მინდა ტირილი....... მაგრამ ვერ ვტირი,
როგორ ვიტირო? ვერავინ გამიგებს... თუმცა მხოლოდ იმ ერთმა რომ გამიგოს, ....ჩათვალეთ, უკვე ყველამ გაიგო... მე მინდოდა მეთქვა რომ.... ეჰ, მაინც ვერავინ გამიგებს... ეხლა დავწერე , -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი