IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V « < 21 22 23  
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
marine
პოსტი Nov 22 2018, 05:56 PM
პოსტი #441


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ქრისტიანობა, თავისი არსით, არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა".


"იმპერატორმა წმინდა გიორგის განსაცდელები მოუწყო. მისი სამაგალითოდ დასჯისათვის შეიქმნა წამების ისეთი იარაღები, რომლებსაც კაცობრიობა არც კი იცნობდა."


"ამბობენ, საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის იმდენი ტაძარია, რამდენი დღეც არის წელიწადშიო. სინამდვილეში ალბათ ბევრად მეტია. თითქმის ყველა სოფელშია წმინდა გიორგის საყდარი. ისეთი სიმრავლე ეკლესიებისა, რამდენიც საქართველოშია, მსოფლიოში არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში არ არის.

ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და განაბნია. ამ ადგილებში კი აშენდა ტაძრები. მრავალი ისტორიული წყარო (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) მოგვითხრობს, თითქოს ცხოველები თავიანთი ნებით მიდიოდნენ წმინდა გიორგის ტაძრებში შესაწირავად.

თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ ადამიანებმა წაბილწეს იგი - გასინჯეს მისი სამსხვერპლო ხორცი და წმინდანმა ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად".

/"კარიბჭე" N23, 2010, გვ.44-45/


-------


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2019, 09:13 PM
პოსტი #442


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწორედ დიოკლეტიანეს მეფობის დროს ეწამა დიდმოწამე გიორგი, განთქმული ვაჟკაცობითა და მშვენიერებით. მოგეხსენებათ, რომ წმინდა გიორგის ქართველები თავის მფარველად მიიჩნევენ. ბევრ უცხოურ ქვეყანაში სწორედ წმინდა გიორგის სახელის მიხედვით მოიხსენიებენ საქართველოს "გეორგიად".

ქართველებს სწამდათ, რომ მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლებში მათ წმინდა გიორგის მადლი შეეწეოდათ. ომის დროს წმინდანი არაერთხელ დაეხმარა ჩვენს სამშობლოს და ისეთი ბრძოლები მოაგებინა, დამარცხება გარდაუვალი რომ იყო. ამიტომაც გამოსახეს ქართველებმა დროშაზე წმინდა გიორგი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2019, გვ.15/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2019, 09:47 PM
პოსტი #443


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვევედროთ წმინდა გიორგის, რომ შეგვეწიოს სულიერ ბრძოლაში! როგორც თვითონ გაიმარჯვა და განგმირა ბოროტი გველეშაპი, ისე ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს წმინდა და სათნო მხარემ, რომელიც არის ღვთის მიერ შექმნილი ხატად და მსგავსად თვისსა, და რომელიც უნდა შევიდეს და დამკვიდრდეს ცათა სასუფეველში!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2019, გვ.10/




--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2019, 07:29 PM
პოსტი #444


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს შეეწეოდა, ზოგჯერ ხილულადაც კი! ამიტომაც გვაქვს მის მიმართ განსაკუთრებული სასოება და სიყვარული.

შეიძლება ითქვას, რომ უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ეს ბრძოლა ყოველთვის იყო როგორც ფიზიკური, ასევე სულიერიც. სულიერი ბრძოლაც ხომ უთანასწოროა!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2019, გვ.10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2019, 07:52 PM
პოსტი #445


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა გიორგი მუდამ გვამხნევებს და შეგვახსენებს, რომ ღვთის შეწევნით, სულიწმინდის მადლით, შესაძლებელია ბოროტების დამარცხება. წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელიც მან განგმირა! ხატებზე უმეტესწილად წმინდა გიორგი გამოსახულია, როგორც მხნე, ვაჟკაცი, რაინდი, რომელიც გველეშაპს გმირავს და ქალწულს, დიდებულის ასულს, გადაარჩენს".


"წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც მას ვემსგავსოთ და გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჯერ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაშიც".

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2019, გვ.10-11/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2019, 09:20 PM
პოსტი #446


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღეს არის საოცარი დღე. ქართველებისთვის განსაკუთრებული მფარველი გახლავთ წმინდა გიორგი, ვინაიდან ჩვენ ერს, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის უწევდა უთანასწორო ბრძოლა. ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ ძალიან ხშირად ვიმარჯვებდით არა ადამიანური ძლიერებით, არამედ ღვთის შეწევნით და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ყოველთვის იყო, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. სულიერი ბრძოლაც ხომ უთანასწოროა. წმინდა გიორგი, ჩვენ ყოველთვის გვამხნევებს, რომ შესაძლებელია სულიწმინდის მადლით, დამარცხება ბოროტების.


წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელი მან განგმირა. ჩვენს ხატებზე ის გამოსახულია, როგორ მხნე, ვაჟკაცი რაინდი, რომელიც კლავს, გმირავს ამ გველეშაპს და გადაარჩენს ქალწულს, დიდებულის ქალიშვილს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ხატებაზე, თუ რაოდენ ახლოსაა ჩვენს ცხოვრებასთან, როგორ ჰგავს ის ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ, რომ ბოროტება უმეტესად გარეთაა, მაგრამ ჩვენს შიგნითაც არის ეს ბოროტება და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის კეთილი ნაწილი, კეთილი მხარე, რომელიც დაიცვა წმინდა გიორგიმ. რა არის ღვთისა, რა არის ის, რაც უნდა შევიდეს სასუფეველში, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ეს არის კეთილშობილება, სიწმინდისკენ სწრაფვა, ეს არის ღმერთისკენ სწრაფვა და ბევრი სიკეთე, რომელიც ჩვენში არის ჩადებული”.




„ასევე ჩვენში არის ის რაინდული სულიც, რომელიც მზად არის, რომ ამხედრდეს და საბრძოლველად გამოვიდეს, რომ დაიცვას ეს სიწმინდე და შეებრძოლოს ბოროტებას, ჩვენს გულშიც და გარეთ ცხოვრებაშიც. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ და ეს წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში.

ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორც მან გაიმარჯვა და განგმირა გველეშაპი, ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს იმ წმინდა და კეთილმა ნაწილმა, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად. სულიწმინდის მადლის გარეშე, შეუძლებელია ამ ბრძოლის წარმართვაც და ამ ბრძოლაში გამარჯვებაც”

/მეუფე შიო (მუჯირი)
"სარკე" N19, 2019, გვ.4/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2019, 08:21 PM
პოსტი #447


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. გიორგი ქართველმა ხალხმა ბოროტებასთან მებრძოლ წმინდანად გაიაზრა და იმ ურიცხვ მტერთან ბრძოლაში, რომელთა მოგერიებაც სულიერი და ფიზიკური არსებობის გადასარჩენად საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა, თავის წინამძღოლად აღიარა.

შეიძლება იმ გამორჩეული სიყვარულის მიზეზი, რომლითაც დიდმოწამე გიორგი საქართველოში უყვარდათ, მისი წარმოშობაც - კაპადოკიელობაც იყო, რადგან როგორც ამას თავად ბიზანტიელი ისტორიკოსები აღიარებდნენ, კაპადოკიის მკვიდრ მოსახლეობას ძველთაგანვე მესხები წარმოადგენდნენ"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2019, 02:02 PM
პოსტი #448


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიდგორის ბრძოლა

"დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ საქართველოდან განდევნილმა თურქ-სელჩუკებმა და თბილისის, დმანისისა და განძის მმართველთა წარმომადგენლებმა სხვა მუსლიმან მფლობელებს სთხოვეს დახმარება. მუსლიმანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და ხელმძღვანელი იყო ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე. მან მუსლიმანებს მიმართა: "სადაღაცა ვინ იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა" მონაწილეობა მიეღოთ საქართველოსთან ომში. საომრად შეიკრიბნენ აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მმართველები. კოალიციურ ლაშქარს სულთნის სახელით სათავეში ჩაუდგა ანტიჯვაროსნული ომის მთავარსარდალი ილღაზი, კაცი "მოხერხებული და მრავალღონე". ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ჯარი 300 000 მეომრისაგან შედგებოდა (ფრანგი გოტიე 600 000-ს ასახელებს) და ბევრად აღემატებოდა საქართველოს ლაშქარს. ერთ-ერთი ცნობით, ქართველთა ლაშქარში შედიოდა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ფრანგი მეომარი.

"შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა". 1121 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მუსლიმანთა ლაშქარი თრიალეთ-მანგლისსა და დიდგორში განლაგდა და ხელთ იგდო ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მისადგომი. დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. "ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებელად, - ამათ ყოველთათვის არა ჩვენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედმიწევნით ყოველსავე", - ბრძანებს მემატიანე.

ამ ბრძოლაში არნახულად გამოვლინდა უხილავი, მფარველი ძალის მონაწილეობა: "რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხდებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა..."

ხოლო ჩვენი ჯარი და სამეფო ოქროთი და ვერცხლით აივსო: "რაოდენ ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად?!" ამ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამეფოს თბილისი შემოუერთა და სატახტო ქალაქი ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა. "და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ". ეს იყო 1122 წელს."

/"კარიბჭე" N26, 2012, გვ.36


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2019, 12:43 PM
პოსტი #449


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბახტრიონის ბრძოლა

"ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი წერს: "მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდნენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმინდანი ეკლესიანი". ჩამოსახლებულმა თურქმანთა ურდოებმა (ოთხმოცი ათასმა სახლმა, - როგორც ბრძანებს მემატიანე) მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს. სულიერმა უკუნმა მოიცვა კახეთი. ალავერდის ტაძარში მწუხრ-ცისკრის ნაცვლად ნამაზი აღესრულებოდა. ქართველებს ბარში აღარ დაედგომებოდათ და მთებში ივლტოდნენ. ქრისტეს სახელს ბარში აღარავინ ახსენებდა. ყოველ დილით მუეძინის ყვრილი აღვიძებდა კახეთს".

ამ ამბებით შეწუხებულმა ზაალ ერისთავმა "შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი (სუფრის ზედამხედველი) ბიძინა ჩოლოყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი". "ან შურისძიება, ან სიკვდილი", - შესძახეს თუშებმა და კაცები გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში, იწყეს მზადება სალაშქროდ. გადაწყდა, რომ ხევსურნი არდოტის ზევით, მთაზე შეიყრებოდნენ, ფშაველები ლაშქარს ჯვარში შეერთებოდნენ და ერთად წამოვიდოდნენ პანკისის ხეობაზე, თუშნი კი ნაქერალის მთაზე შეგროვდებოდნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილმა, რომელიც აჯანყების მოთავე იყო, ქსნისა და არაგვის ერისთავებს უთხრა: - ძმებო, ეს ჭირი, რომელიც კახეთზე მოიწია, თქვენამდეც მოაღწევს. ავდგეთ და გავწყვიტოთ მტერი, სანამ უფრო გამრავლებულა და ძირი გაუდგამს კახეთში. თითქოს შეუძლებელი ჩანს მტრის დამარცხება, მაგრამ უფალი ჩვენთანაა, წმინდა გიორგი თავისი ტაძრის (ალავერდის) შერყვნისათვის თვითონ მიაგებს უსჯულოთ. ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა, დავსდვათ სული ჩვენი უფლისათვის და ძმათა ჩვენთათვის. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდეო. ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებმა "დიდითა გულსმოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისაცა შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას".

ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო, ერთი ბახტრიონის ასაღებად გაემგზავრა, მეორემ ალავერდს მიაშურა. მტერს თავისი ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილოცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ. ბრძოლა ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მოხდა: წარვიდეს ღამესა ერთსა, დაესხნენ თავსა სულთანსა ბახტრიანს და ამოსწყვიტეს და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელნი, რაც ესახლა ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა... არარადა დაშთა, რომ ყოველი არ მოკლეს, და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს".

ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.

ქართველებმა პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. "კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნენ". ამბობენ, რომ ცხადად ხედავდნენ ამ ბრძოლაში წმინდა გიორგის "ელვის სახედ მიმასრბოლს წინა მავლად მათდა".

საკვირველი იყო ეს გამარჯვება. მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. რომ არა ეს ბრძოლა, კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა.

ამ გამარჯვებით უსჯულოთაგან განიწმინდა კახეთი, რითაც სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა."

/"კარიბჭე" N26, 2012, გვ.36/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V « < 21 22 23
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th October 2019 - 08:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი