თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 01:27 AM

მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება smile.gif

ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია smile.gif

რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა?

ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 11 2007, 03:07 AM

მნათე
პასუხი: სულის, გულისა და გონების უფლისკენ მიმართვას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უშლის ხელს!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 03:10 AM

ციტატა
მნათე
პასუხი: სულის, გულისა და გონების უფლისკენ მიმართვას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უშლის ხელს!


კერძოდ?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 11 2007, 03:22 AM

მნათე
მგალობელი ვიგულისხმე! როგორც ერთ-ერთი დამაკავშირებელი ადამიანისა ღმერთთან!

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Jun 11 2007, 09:41 AM

მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ.

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 11 2007, 10:51 AM

ციტატა(IZAKUNA @ Jun 11 2007, 09:41 AM) *

მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ.

მე ვარ ეგეთი biggrin.gif
სამწუხაროდ ხმის ერთი ნამცეციც არ მაქვს ამიტომ ჩემთვის, ჩუმად ვგალობ ხოლმე ხანდახან
რა ვქნა ძალიან მინდა და....
ნოტების არაფერი გამეგება, მაგრამ მაინც მაქვს და ვცდილობ ტექსტი მაინც ვისწავლო. smile.gif

N. R.

მართალი ხარ 100% ით

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 11 2007, 11:42 AM

IZAKUNA

ციტატა
მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ.




ალბათ ყველას გილოციათ მეგობრებთა ერთად, დაუჯდომელი წაკითხვას ან სხვა ლოცვას ვგულისხმობ, როცა შენი მეგობარი კიტხულობს და შენ უსმენ. ცხადია, როცა გულისყურით უსმენ, შენც ლოცულობ მასთან ერთად, ამ დროს არ არის საჭირო ორივემ ერთად ხმამაღლა იკითხოთ. ასევეა წირვის და გალობის დროს, მედავითნე კითხულობს, და შენ მას სუმენ, ანუ მასთან ერთად ლოცულობ, მაგალობელი გალობს და კვალვ უსმენ, ამინის დროს პირჯვრის გადაწერაც საკმარისია, თუ სურვილი გავქს შეგიძლია თავადაც გაიმეორო სიტყვა ,,ამინ,,. თუმცა, ისევ როცა მეგობართა ერთად ლოცულობ დაუჯდომელს, მხოლოდ უსმენ ხომ ასეა, ანუ სიტყვებს კი არ იმეორებ ხმამაღლა უსმენ და მასთან ერთად ლოცლობ ასე გამოდის, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლოაბს მგალობლებთა ერთად ვიგალობო, იმიტომ, რომ მათი მოსმენით მეც მათთან ერრთად ვლოცულობ, ჩემებურად არა ხმით, მაგრამ გულით არსებით, მართალი გითXრათ გონებით უკეთ ვლოცულობ, ანუ უფრო ღრმად, ვიდრე ხმამაღლა, ანუ თუ მივყვები წირვას ვერ ვგრძნობ იმის ნაკლებობას, რომ მე უფალს ვერ ვადიდებთ მათსავით სიმღერით. გალობა, საერთოდ, ვფიქრობ, იმისთVისაც არის საჭირო, რომ უფრო ადვილი გახდეს წირვა-ლოცვა, ანუ გალობის გარეშე წირვა-ლოცვა უფრო რთული მოსასმენია, მხოლოდ საკითხავების მოსმენა არ არის ადVილი. ჩემთვის ანამდვილად ასეა, გალობის გარეშეც მომისმენია წირვები და იმიტომ ვამბობ. ამასთან, ნამდვილად უკეთესი მოსასმენია ხმაშეწყობილი გალობა, ვიდრე მეთელი ტაძარი სხვადასხვა მუსიკალური მონაცემების ხალხის ერთად შეძახილი, ზოგი როდის დაიწყებს, ზოგი როსი დაასრულებს, ყველაფერი ერთ ხმაში და აშ, თითქოს ეს გამომთიშავს კიდეც წირვიდან, მე ესე ვფიქრობ.

გამოგიტყდებით, ძალიან მაღიზიანებენ ის ქალები, რომლებიც შორიდან აყვებიან ხოლმე გალობას ამით თითქოს სხვის მყუდროებასაც არღვევენ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 11 2007, 12:43 PM

დილით ფსალმუნს რომ ვკითხულობ, "შენ ხარ ვენახს" ვრთავ ხოლმე და სულის და გულის დაწყნარებაში მეხმარება.

ამას წინათ მეორე დისკი ჩავდე, იქაც ერთერთი გუნდის შესრულებით არის ეს საგალობელი და ვიფიქრე, ერთნაირი იქნება მეთქი.

გამაკვირვა განსხვავებამ აბსოლუტურად ერთნაირი ტიპის გალობის შესრულებაში.

ის, რომელსაც მე ყოველ დილით ვუსმენ, არ იქცევს ჩემს ყურადღებას თავისი ხმოვანებით, ამ მეორე შესრულებაში კიდევ საკუთარი ხმით მოხიბლული ადამიანების ლამაზი "სიმღერის" გარდა ვერაფერი ვიპოვე.

გონებაც გამიფანტა და ლოცვის სურვილიც ძლივს დავიბრუნე.

გალობას ხმა და სმენა რომ სჭირდება რად უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ მგალობელი რომ თავისი ხმით მოიხიბლება და აღფრთოვანებული(ამით) გალობს, ეს მე მგონი არც მას უნდა წაადგეს და არც იმას ვინც მას ყურს უგდებს.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 11 2007, 01:52 PM

kato_Bato
ვის შესრულებებს ისმენდი?

di_onise
იმედია ვიმეგობრებთ და იქნებ აღმოგიჩინოთ კიდეც ხმაში ,,ნამცეცები" biggrin.gif

IZAKUNA
ეს ჩემი აზრით დილეტანტური მიდგომაა! და მარტო შენ არ გეხება, ბევრი ფიქრობს ასე, ამიტომ მინდა ვთქვა შემდეგი:
საერთოდ ლოცვითი პროცესი ხომ ორი სახის არსებობს, ერთია საზოგადო მსახურება, მეორე -როცა მარტო ლოცულობ; მარტო რომ ხარ მაშინ შეგიძლია როგორც გინდა ისე იგალობო, რა საგალობელიც გინდა და თუ გინდ არც ხმა გივარგოდეს და არც სმენა! მაგრამ როდესაც საზოგადო მსახურებასთან გვაქვს საქმე აქ უფრო სერიოზულადაა, მგალობელს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეეძლოს! აქედან გამომდინარე მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად მგალობლებზე რომ იციან თქმა, მთავარია გულით გალობს და რა უჭირს ცოტას რომ მოიკოჭლებსო! ,,გულით" შეგიძლია წახვიდე და სახლში იგალობო, მაგრამ საზოგადო მსახურება ბევრად მეტს მოითხოვ! გალობა ხომ ხელოვნების რანგშია აყვანილი, სადაც საჭიროა პროფესიონალიზმი

მნათე

რაც შეეხება თემის მთავარ კითხვას, რომ მარტო ხმა თუ არის საკმარისი, რა თქმა უნდა არა!!! თუ ჩავთვლით, რომ არის წრფელი გულით გალობის მხარე, და გალობის მაღალ დონეზე შესრულების მხარე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით!!! თუ არ ხარ სულიერებაში შესაბამის დონეზე (ნუ პირობითია ყველაფერი, მაგრამ მაინც) ვერ იქნები მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მგალობელი! და მგალობლის პროფესიონალიზმი მხოლოდ ,,კარგ ხმას" არ ნიშნავს, ამიტომ ნუ გავმიჯნავთ ,,გულით" ნაგალობებს, და პროფესიონალ მგალობელში მხოლოდ ,,კარგი ხმის" მქონეს ნუ მოვიაზრებთ! ვინაიდან პროფესიონალიზმი გულისხმობს საკითხის ყოველმხრივობას, გალობის ,,მხარეებში" კი პირველ რიგში მისი მთავარი დანიშნულება, ,,გულით აღვვენილი" ლოცვაა!
პ.ს. იმის შესახებ, თუ რა ევალება მგალობელს, დაბეჭდილია გაზეთ - ,,ქართულ გალობაში", თუ გექნებათ სურვილი არ დავიზარებ და შემოგთავაზებთ!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 11 2007, 01:56 PM

მე სხვა პრობლემატიკას შევეხე, საუბარი მაქვს მგალობელთა გარკვეული ნაწილის, სრულიად არაეკლესიურ ბუნებაზე smile.gif

ეს სცენა არ არის?

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 11 2007, 02:01 PM

მნათე
ფართო თემაა გენაცვალე და ,,გავიშალეთ" biggrin.gif მადლობა ასეთი თემისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 14 2007, 01:24 AM

მგალობელმა ლოცვა უნდა იცოდეს ლოცვა უნდა ითქვას გალობის დროს და არა მარტო მელოდია სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიე ჯერ sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 14 2007, 01:25 AM

ციტატა
მგალობელმა ლოცვა უნდა იცოდეს ლოცვა უნდა ითქვას გალობის დროს და არა მარტო მელოდია სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიე ჯერ

მგალობლებს მეტი მოეთხოვებათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 14 2007, 01:26 AM

მნათე


გეთანხმები

პოსტის ავტორი: Pianist თარიღი: Jun 14 2007, 11:43 AM

მგალობელს პირველ რიგში უნდა ქონდეს სინდისი და ნამუსი

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Jun 18 2007, 07:22 PM

რა კარგი საიტებია ortodoxy.ge; children.wanex.net და othodox.ge. რამდენი საინტერესო ინფორმაციაა ამ სიატებზე, ვიწერთ და ვიწერთ ცალკეულ ვებ-გვერდებს... ახლა უკვე ამ სამივე საიტის (დიახ, მთელი საიტების) გადმოწერა შეგიძლიათ. ეს ფაქტიურად რელიგიური ენციკლოპედიაა. გადმოწერეთ და თუ მოგეწონებათ, გაავრცელეთ... ცოდნა ძალაა, ეს საიტები რელიგიურ ცოდნას ნამდვილად იძლევიან... არა, გალობისთვის ხმა მარტო არაა საკმარისი, საჭიროა ნოტები მათ შესასწავლად. ამ საიტებზე ნოტებიცაა და კიდევ ბევრი საინტერესო მასალები

აი ეს ლინკიც
http://www.fast.ge/?d=E6AA96BE1

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jun 18 2007, 09:08 PM

თუ საგალობელი გულიდან ამოითქმის_ეს ლოცვა ყველაზე მეტად შეიწირება.. smile.gif ..

მთავარი_გულია! smile.gif ...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 19 2007, 01:39 AM

მგალობლები დუმან, რატომ ნეტავ? wink.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 19 2007, 02:24 AM

ციტატა(თიო @ Jun 18 2007, 09:08 PM) *

თუ საგალობელი გულიდან ამოითქმის_ეს ლოცვა ყველაზე მეტად შეიწირება.. smile.gif ..

მთავარი_გულია! smile.gif ...



გააჩნია სად გალობ! გული ყველგან საჭიროა, მაგრამ საზოგადო მსახურებაში გული მხოლოდ არაა საკმარისი, საჭიროა ხმაც, უფრო თუ დავაკონკრეტებთ არამხოლოდ ხმა, არამედ ზოგადად მაღალი დონის გალობა

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jun 21 2007, 08:53 PM

konkretulad ase chamoyalibeba ar shemidzlia ra unda gaachndes mgalobels,is jer pirvel rigshi martlmadidebeli morcmune unda iyos da mere danarcheni wink.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 22 2007, 08:57 AM

1. უნდა იყოს მართლმადიდებელი.
2. უნდა ჰქონდეს სმენა.
3. უნდა ჰქონდეს ხმა.
4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში).
5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.
6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის.
7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული.
8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები.
9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს.
10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე.

დანარჩენი თქვენ დამატეთ. . .

გვახსოვდეს რომ ღმერთი რაც მეტს გვაძლევს მით მეტი მოგვეთხოვება.





პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 22 2007, 11:34 PM

მრავალგზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვისმოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძვირთა ვიგემოვნებდი. არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე (პარაკლიტონი, მოსკოვი, 1861, გვ. სიბ).

ციტატა(mariami-k @ Jun 22 2007, 08:57 AM) *

5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.


მოდი პატარა ტესტი ჩავატაროთ http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html აგერ პასექის ტროპარი და აგერ ნაწყვეტი რომელნი ქერუბინთადან. დაწერონ ჩვენი ფორუმის მგალობლებმა, როგორ ესმით:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი.

რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა.

აბა, ველით გამოხმაურებებს http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 23 2007, 12:06 AM

Sotiris

ციტატა
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი.

მგალობელი არ ვარ მაგრამ აღდგომის ტროპარი მესმის smile.gif

ციტატა
რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა.

რომელნი ქერუბიმთაც მიახლოებით შეიოძლება გავიგო.

არ დამცინოთ მაგრამ სიტყვები ასე მესმის smile.gif
ციტატა
რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და

ესეიგი რომლებიც ქერუბიმებს მივემსგავსეთ საიდუმლოდ
ციტატა
ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ

და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევწირავთ (სამწმიდაარსობის გალობა ესაა როგორც ვიცი ''წმიდაა წმიდააა უფალი საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებიტა მისითა)
ციტატა
ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა

ანუ ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი დვუტევოთო

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 23 2007, 01:36 PM

დღეს ვკითხულობდი მამა პაისი მთაწმინდელს და იქ წავიკითხე ასეთი რამ:

მამა პაისი ამბობს:
"აბა, ნახეთ, როგორ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს საეკლესიო გალობაში! ჭეშმარიტი საეკლესიო გალობა - შინაგანი სულიერი მდგომარეობის გტამოვლინებაა. ეს საღმრთო სიხარულია! ანუ, ქრიოსტე ახარებს გულს და ადამიანი გახარებული გულით საუბრობს ღმერთთან. თუ ადამიანი შინაგანად იგრძნობს იმას, რასაც გალობს, მაშინ შინაგანად თვითონაც შეიცვლება და ისიც, ვინც მას უსმენს."

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 23 2007, 02:13 PM

ციტატა
ქრისტე აღდგა მკუდრეთით

ეს გასაგებია ყველასათვის
ციტატა
სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

ქრისტე, რომელიც არის სიკვდილის დამთრგუნველი, მან თავისი სიკვდილით, სულიერი სიკვდილი განაქარვა.
ციტატა
და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი

და რომელმაც ჯოჯოხეთის ტყვეობაში მყოფთ ცხოვრება მიანიჭა


სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
/წმიდა იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Jun 23 2007, 02:36 PM

მართლმადიდებელი უნდა იყოს აუცილებლად, და თუ გალობა უნდა სმენა უნდა ქონდეს და ცოტათი ხმაც...

პოსტის ავტორი: arti vardi თარიღი: Jun 23 2007, 03:10 PM

ai gogoo
არა, გალობაში არა. smile.gif

ყველაზე მთავარი სწავლის სურვილია.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 23 2007, 03:10 PM

ციტატა(arti vardi @ Jun 23 2007, 04:08 PM) *

ai gogoo
არა, გალობაში არა. smile.gif

და რატომ? blink.gifსმენა თუ არ გაქვს როგორ უნდა მოინდომო მეტი?

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 23 2007, 10:19 PM

ციტატა(მნათე @ Jun 23 2007, 02:01 PM) *

ვინ ყოფნა რა შუაშია ხალხო, თუ იცით განმარტეთ - თუ არა არ განმარტოთ biggrin.gif


მაიცა, კაცო, პროგრამა გავართულო ცოტა http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html რომელნი ქერუბინთას ტექსტი, როგორც ცნობილია, ასეთია:

რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 23 2007, 11:20 PM

Sotiris
შენ იცი ამის მნიშვნელობა? wink.gif


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 23 2007, 11:21 PM

ციტატა
ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.


ვეცადე მაგრამ არ გამოვიდა, არეულია ხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 23 2007, 11:23 PM

ციტატა(misdevs mela loms @ Jun 23 2007, 11:20 PM) *

Sotiris
შენ იცი ამის მნიშვნელობა? wink.gif


მაგას ცალკე კითხვად შევიტანთ ტესტში http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jun 23 2007, 11:25 PM

რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში?

,,ქერუბინთას,, გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსახურებიან. მართალია ეს გალობა ეკლესიებში დიდი გამოსვლით იყოფა ორ ნაწილად, მაგრამ შინაარსითა და წყობით ის ერთი მთლიანი საგალობელია. წმ. ეკლესია მორწმუნეებს ,,ქერუბინთას,, გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს:,,ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოდ ვემსგავსენით ქერუბიმებს,მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი,ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ განვიწმინდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე. ,,ქერუბინთას,, პირველი ნაწილის გალობისას, მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს მადლს, რომ ღირსეულად შეასრულოს წმ. საიდუმლო.დიაკონი ასრულებს კმევას. კმევის შემდეგ მღვდელი და დიაკონი ხელაპყრობილნი სამჯერ წარმოთქვამენ ,,ქერუბინთას,, ლოცვას და გადადიან სამკვეთლოზე. დიაკონს მოკრძალებით გამოაქვ ფეშხუმი, ხოლო მღვდელს ბარძიმი. გამოსვლა ხდება ჩრდილო კარიდან. ისინი ჩერდებიან აღსავლის კარის წინ, პირით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას ერისას, პატრიარქისას, მღვდელმთავრებისას, მიცვალებულებისას და ცოცხლებისას. მოხსენიების შემდეგ სამღვდელო პირნი შედიან საკურთხეველში აღსავლის კარით და ბარძიმ ფეშხუმს დაასვენებენ ტრაპეზზე. მგალობელნი ასრულებენ ,,ქერუბინთას,, მეორე ნაწილს:,,და ვითარცა მეუფისა...,, ოდიკი, რომელზედაც დასვენდება ბარძიმ ფეშხუმი ნიშნავს საფლავს მაცხოვრისას.დიდი დაფარნა შეხვევას მაცხოვრის გვამისა, ვარსკვლავი საფლავის შესასვლელში მიგორებული ლოდის დასაბეჭდ ბეჭედს. წინადაგებული ძღვენისა ნიშნავს მაცხოვრის გვამისათვის ნელსაცხებლის ცხებას.

არ ვიცი რამდენად გავეცი პასუხი შენს დასმულ კითხვას მარა მემგონი ნათლად ჩანს რომ ვიშრომე smile.gif ეს გახლავთ ამონარიდი წიგნიდან ,,ლოცვანი და განმარტებანი,, რომელიც წირვის დროს იკითხება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 23 2007, 11:29 PM

ციტატა
გავეცი პასუხი


ეს თქვენი პასუხი იყო?

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jun 23 2007, 11:40 PM

[quote name='mariami-k' date='Jun 22 2007, 08:57 AM' post='115777']
1. უნდა იყოს მართლმადიდებელი.
2. უნდა ჰქონდეს სმენა.
3. უნდა ჰქონდეს ხმა.
4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში).
5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.
6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის.
7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული.
8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები.
9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს.
10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე.

დანარჩენი თქვენ დამატეთ. . .

დავამატებდი რომ უნდა ქონდეს გული ანუ რას ვგულისხმობ იცი? ის რომ როდესაც შენ გალობ(როგორც შეგიძლია რა თქმა უნდა) ან თუნდაც ისმენ, ამას ისე ვერ მოისმენ ემოციის გარეშე, ეს სულსა და გულს უნდა სწვდებოდეს, სინანულში უნდა გაგდებდეს და ამავე დროს უნდა აღგაფრთოვანებდეს. მე მაგალითად ასეთი შეგრძნება მაქვს ,,შენ ხარ ვენახის,, მოსმენისას დიდი ემოციის გარეშე ამას ვერ ვუსმენ, ერთიანად საოცარი გრძნობა მიპყრობს, და განსაკუთრებულად პატრიარქის დაწერილ საგალობლებზე. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 24 2007, 12:47 AM

Sotiris

ციტატა
და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

აი აქ ცოტა დავიბენი, გვითხარი აბა რას ნიშნავს, მაგრად დამაინტერესა smile.gif

პოსტის ავტორი: aaa თარიღი: Jun 24 2007, 03:54 AM

დაუტეოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოსთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა



ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომით განმარტავს ხოლმე ამ სიტყვების შინაარსს, ბევრი კი თავად ამ სიტყვებს სთვლის შეცდომად.

აქ კავშირი და, მხოლოდ აზრობრივ რიტორული გამშვენებაა, ისევე როგორც 'და სულისაცა შენისა თანა"_ში ან "რაოდენთა ქრისტეს მიერში" 0 და ქრისტე შეგვიმოსიეს.. ეს არის ქართული ენის და მუსიკის ურთიერთობისაგან გამომდინარე მხოლოდ ორნამენტული მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც ამავე დროს სიტყვებს ან ფრაზებს შორის (ამ შემთვევებში გაყოფილები არიან ისინი) უფრო მეტ კავშირს, აზრობრივ და მხატვრულ ერთობას გამოხატავს... ბევრ ხალხურ და სხვათა შორის თანამედროვე ქართულ სიმღერებშიც კი არის "დას" ასეთი - თითქოს ძირითად ტექსტში ჩამატებული და ძირითად შინაარსობრივი კონტექსტისათის მეორადი მაგრამ სინამდვილეში ამ ძირითადი აზრის და შინაარსის განმმარტებელი, დამაკონკრეტებელი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები...


რაც შეეხება დანარჩენ სიტყვებს - აქ ძველი ქართულის ელემენტარული ცოდნაა საჭირო - განსაკუთრებით სახელთა ბრუნვის მაშინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით

დაუტევოთ ზრუნვა (ვინც ქერუბიმებს ვემსგავსეთ და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევსწირავთ), როგორც ყოველთა მეუფის შემწყნარებლებმა, ანგელოზებივით -უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით რომ ვართ, ანგელოზებივით უხილავად რომ შევწირავთ ძღვენს - სიტყვიერ და უსისხლო მსხვერპლს, ანგელოზებივით , უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით - ანგელოზებივით შევიწყნარებთ მეუფეს ჩვენ შორის - დიდი გამოსვლის დროს და მთელი მართალთა ლიტურგიის და ევქარისტიის და ზიარების ჟამს და მათსავით სხვებისთვის უხილავ და დიად მსხვერპლშეწირვის წესის - განგების თანაზიარნი და მონაწილენი და მოწესენი ვხდებით... და ბოლოს როგორც მცირე გამოსვლის დროს, ეს საგალობელიც ღვთის სადიდებელი აკლამაციით - ალილუიარიით მთავრდება...

ესე იგი - ეს დიდი გამოსვლით ორ ნაწილად გაყოფილი საგალობელი (სხვათA შორის, ზოგიერთ ბერძნულ ეკლესიაში არც ყოფენ, არამედ გალობის ფონზე შემოუვლიან ტაძარს ან ამბიონს და გალობის პარალელურად აღასრულებენ ბარძიმთან მოხსენიებას) ჩვენ ერთ მთლიანობად უნდა აღვიქვათ და გავიგოთ (ამიტომ ჩამატებულია კავშირი "და", რომელიც სხვათა შორის რამდენიმე ქართულ საგალობელში არც გვხვდება) და შინაარსიც უცხადესი გახდება ჩვენთვის...

ასეთი შემთხვევები ლიტურგიაში მრავლადაა, როდესაც ერთი აზრობრივი მთლიანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი (ხშირად ორი მთქმელისათVის, ვთქვათ - მღვდელი, დიაკვანი, ან დიაკვანი გუნდი, ან I გუნდი და II გუნდი და ა.შ.).. თუნდაც ევქარისტიის წესი...

ხმას რაც შეეხება ზემოთ გამოთქმული აზრიც უცხადესია - საზოგადო მსახურებაში მონაწილეობისათVის მგალობლისთVის აუცილებელია შესაბამისი მუსიკალური მონაცემები...
რაც შეეხება ცნებას "სულიერება" ამის საზომი ერთეულები და მეთოდები ჯერ არავის კაცთაგანს მოუგონებია.. ამას მხოლოდ უფალი ხედავს ან განსაკუთრებული სულიერი ჭვრეტის მადლით დაჯილდოვებული წმინდა ადამიანი... მგალობელს უბრალოდ მოეთხოვება მორჩილება, თავდადება, პასუხისმგებლობა, შრომა, ყურადღება და კონცენტრაცია შემსრულებლობისას და ყველა ქრისტეანისათVის აუცილებელი - სიყვარული და სიმდაბლე....

მე მაპატიეთ

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 25 2007, 01:24 AM

ეჰ, "მტკივნეული" საკითხია ჩემთვის user.gif მოკლედ 5 თუ 6 თვეა დავდივარ გალობაზე და წირვა-ლოცვებზე ბავშვთა გუნდში ვგალობ smile.gif და მგონი არც ისე კარგად გამომდის user.gif როცა გვერდით ჩემი ხმა მიდგას, მაშინ ვგალობ სწორად და თუ მარტო ვარ სხვა ხმაში გადავდივარ ხოლმე user.gif ბევრჯერ ვიფიქრე, გამოვალ თქო, მაგრამ რავიცი... მეუბნებიან თანდათან "ჩაგიჯდება", ისწავლიო smile.gif რავი, პირვანდელთან შედარებით უკეთესად ვგალობ smile.gif და იქნებ შემდეგშიც კარგად გამომივიდეს rolleyes.gif თუ არადა, დავანებებ თავს user.gif არადა ძალიან მინდა ვგალობდე, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რაა user.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 25 2007, 08:22 AM

tinka
ჩემი რჩევა იქნება რომ არ დაანებო არანაირად.smile.gif
მაგ დროის ამბავია, ნელა ნელა ისწავლი.
მთავარია ფარხმალი არ დაყარო.wink.gif
აბა წარმატებებიიი...

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Jun 25 2007, 11:20 AM

გალობისათვის , რასაკვირველია, ხმა უნდა გქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად უპირველესი ისაა, რომ გულით გრძნობდე, რასაც გალობ.ეცადო, ემოციებისაგან თავისუფალი იყო.ეს რაღაც სულისმიერი მდგომარეობაა..გალობამ ლოცვას არ უნდა მოგწყვიტოს, პირიქით, ლოცვაში უნდა" ჩაგძიროს." ამისათვის საჭიროა, რომ მგალობელი თავად იყოს შინაგანად მოწადინებული,, რომ მოიხვეჭოს საღვთო მადლი, არ შეურიგდეს საკუთარ ცოდვილ ბუნებას, მუდმივად ჰქონდეს სინანულის განცდა, გულშემუსვრილება, სიმდაბლის მოხვეჭის წადილი. ვნებებთან უკომპრომისო ბრძოლა და ლმობიერება სხვათა მიერ დაშვებული შეცოდებებისა.

თინკა,გული არ გაიტეხო. უცებ არაფერი გამოვა. ღმერთს სთხოვე შენი სიტყვებით, რაც გიჭირს და შეგეწევა. ამპარტავანი ადამიანი როცა ინდომებს რაიმეს და არ გამოსდის, ხელს ჩაიქნევს. თავმდაბალი კი ღმერთს მოუხმობს და მისი შეწევნის იმედით გზას განაგრძობს.

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jun 26 2007, 04:15 AM

tinka საგალობლების ჩანაწერებს მოუსმინე ხშირად. და აყევი. ესეც დაგეხმარება.

პოსტის ავტორი: mariami_484 თარიღი: Jun 29 2007, 01:15 PM

გამარჯობათ! მე ახლა გავხდი ფორუმის წევრი, მანამდე ვათვალიერებდი მხოლოდ...
იმდენად საინტერესო თემაა, რომ ძალიან მინდოდა დამეპოსტა.
ჩემი მოკლე ჭკუით, მგალობელი ვერ იქნები, თუ კარგი მრევლი არ ხარ, თუ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით არ ცხოვრობ. მგალობელი მომღერალი არ არაა. თუ მოინდომებ, უფალი მოგცემს ამ მადლს. მთავარი გალობის სიყვარულია, დანარჩენი ყველაფერი გამოვა. გალობა ლოცვის უმაღლესი ხარისხია, ჯერ ლოცვა უნდა გიყვარდეს და მერე გეყვარება გალობაც.
ხმას რაც შეეხება, ძალიან ძლიერი ხმა მაინცდამაინც საჭირო არ არის, მთავარია სწორად იგალობო,გუნდში არ უნდა ისმოდეს გამოკვეთილად რომელიმე მგალობლის ხმა, ერთი სრული მთლიანობა უნდა იყოს. ერთმანეთს უნდა უხდებოდეს ხმები.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 30 2007, 01:04 AM

კარგი, რომელნი ქერუბინთას მეორე ნახევარს მივხედოთ http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html ეს საგალობელი ერთ-ერთი შემთხვევაა ბერძნული ტექსტის არაადექვატურად თარგმნისა ქართულად. ბერძნული ტექსტი ასეთ რამეს გვეუბნება: "ყოველი ამსოფლიური საზრუნავი დაუტევოთ ახლა, იმიტომ რომ მიმღებნი ვიქნებით ყოველთა მეუფისა, რომელსაც უხილავად ესკორტად ახლავენ ანგელოზთა წესნი". მიღება/შეწყნარებაში იგულისხმება ქრისტეს მიღება ზიარებაში (ასე განმარტავს ამ ადგილს ლიტურგიის კლასიკური ბიზანტიური კომენტარი, რომელიც თეოდორე/ნიკოლოზ ანდიდელს ეკუთვნის: Воспѣваемая херувимская пѣснь убѣждаетъ всѣхъ отъ настоящей минуты до самаго конца священнодѣйствія, имѣть внимательный умъ и оставить всякое житейское попеченіе; потому что всѣмъ предлежитъ чрезъ пріобщеніе, принять великаго царя).

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 12:00 AM

რავიცი ძმებო სანთლით ეძებეთ თუ გინდათ მარა ჩემზე უარესი სმენისა და ხმის პატრონს ვერ იპონით საქართველოში მაინც და იმედი მაქვს მიუხედავად ამისა რო შევალ სექტემბრიდან გალობაზე და ხალხურ სიმღერაზეც და სანამ არ ვისწავლი არ მოვეშვები რომანოზ ტკბილად მგალობელის არ იკოს smile.gif

ჩემი სივირე ხადნახან შეიძლება კაი საქმისთვისაც გამოიყენოს კაცმა თუ გონივრულად მოვიქცევი smile.gif

ხოდა რაც შეეხება ჩუმად გალობას მე არ შემიძლია smile.gif ძალიან პატარა სული მაქვს და წირვაზე რა სიხარულსაც განვიცდი ის რო არ გამოვხატო არ შემიძლია არ შემიძლია ასევე რო გალობენ და მეც ვეთანხმები იმ გალობას არ ვიგალობო ხმადაბლა მაინც smile.gif ისე ჯობია ჩუმად უსმენდე და გულში გალობდე მაგრამ ძნელია ჩემთვის ჯერ smile.gif

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jul 21 2007, 02:43 PM

stch
კაია. აბა რა საზეიმო განწყობაა როცა წირვაზე დგეხარ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, სწავლაში

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 13 2007, 08:17 PM

ციტატა(tinka @ Jun 25 2007, 01:24 AM) *

ეჰ, "მტკივნეული" საკითხია ჩემთვის user.gif მოკლედ 5 თუ 6 თვეა დავდივარ გალობაზე და წირვა-ლოცვებზე ბავშვთა გუნდში ვგალობ smile.gif და მგონი არც ისე კარგად გამომდის user.gif როცა გვერდით ჩემი ხმა მიდგას, მაშინ ვგალობ სწორად და თუ მარტო ვარ სხვა ხმაში გადავდივარ ხოლმე user.gif ბევრჯერ ვიფიქრე, გამოვალ თქო, მაგრამ რავიცი... მეუბნებიან თანდათან "ჩაგიჯდება", ისწავლიო smile.gif რავი, პირვანდელთან შედარებით უკეთესად ვგალობ smile.gif და იქნებ შემდეგშიც კარგად გამომივიდეს rolleyes.gif თუ არადა, დავანებებ თავს user.gif არადა ძალიან მინდა ვგალობდე, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რაა user.gif
5 რა არის, ჯერ სად ხარ! ძველად მგალობლები 5 წელი სწავლობდნენ. არ დანებდე, მიაწექი! მეც შენსავით ვიყავი, ახლა მგონი "დაიძრა". ერთი თხოვნა: წიტლად ნუ წერ, დამეთხარა თვალები

პოსტის ავტორი: Elke თარიღი: Apr 14 2008, 11:52 PM

მეც ძალიან მინდა გალობის სწავლა,
ხმით და სმენით დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ დამაიმედეს რომ ნელ-ნელა დაგიმუშავდებაოsmile.gif

ხოდა დავიწყე სამრევლოში სიარული, მაგრამ ჩემი სამსახურის გამო სულ ვაგვიანებდი ან საერთოდ ვერ მივდიოდი და ბოლოს საერთოდ შევწყვიტე სიარული.
ეხლა მინდა სერიოზულად დავიწყო გალობის შესწავლა და ხომ ვერ მირჩევთ სად და ან ვისთან ვიარო უფრო გვიან საათებში (საგამოს 7 საათის მერე)?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 15 2008, 12:00 AM

Elke

ციტატა
მეც ძალიან მინდა გალობის სწავლა,
ხმით და სმენით დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ დამაიმედეს რომ ნელ-ნელა დაგიმუშავდებაო

ხოდა დავიწყე სამრევლოში სიარული, მაგრამ ჩემი სამსახურის გამო სულ ვაგვიანებდი ან საერთოდ ვერ მივდიოდი და ბოლოს საერთოდ შევწყვიტე სიარული.
ეხლა მინდა სერიოზულად დავიწყო გალობის შესწავლა და ხომ ვერ მირჩევთ სად და ან ვისთან ვიარო უფრო გვიან საათებში (საგამოს 7 საათის მერე)?

თუ სმენაც და ხმაც დასამუშავებელი გაქვს, აუცილებლად ლია სალაყაიადან უნდა დაიწყო.
ღვაწლმოსილი, უაღრესად თავდადებული და უანგარო ადამიანია ამ საქმეში.
აუცილებლად მიაკითხე.
სიონში მიდი და გაგარკვევენ, სად და როდის უნდა ნახო. yes.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 15 2008, 04:24 PM

ციტატა
აუცილებლად ლია სალაყაიადან უნდა დაიწყო.

მეც გირცევ

ციტატა
გვიან საათებში (საგამოს 7 საათის მერე)?

თან 6 საათზე თუ 7 საათზეა გაკვეთილები

პოსტის ავტორი: Elke თარიღი: Apr 15 2008, 09:32 PM

ციტატა(ვეშაპო @ Apr 15 2008, 01:00 AM) *

Elke

თუ სმენაც და ხმაც დასამუშავებელი გაქვს, აუცილებლად ლია სალაყაიადან უნდა დაიწყო.
ღვაწლმოსილი, უაღრესად თავდადებული და უანგარო ადამიანია ამ საქმეში.
აუცილებლად მიაკითხე.
სიონში მიდი და გაგარკვევენ, სად და როდის უნდა ნახო. yes.gif


ლია სალაყაიასთან ვიარე რამდენიმე კვირა, მაგრამ სამსახურის გამო სულ მაგვიანდებოდა ან საერთოდ ვერ მივდიოდი, ამიტომ ვიფიქრე იქნებ სხვაგან შეიძლებოდეს სიარული, უფრო გვიან საათებში, თუნდაც კერძოდ,
არ იცით ვინმე, რომ მირჩიოთ?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 15 2008, 09:53 PM

ლია მასწიიიიი ახსენეთ?2kiss.gif

აუ მაგ ადამიანი ისე მიყვარს რო რავი სიტყვებით ვერ ვიტყვი რააა. დალოცოს და გააძლიეროს უფალმა.

სამრევლოში გოგოების გუნდი საღამოს 6 საათზე იწყებს მეცადინეობას. შენ მაგ დროისთვის ვერ ახერხებ? :s




პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 15 2008, 10:08 PM

Elke
კიდევ უფრო გვიან არამგონია სადმე რომ იყოს.კერძო მასწავლებელი არ ვიცი...

პოსტის ავტორი: Elke თარიღი: Apr 16 2008, 06:54 PM

უჩა და yipiani gio დიდი მადლობაsmile.gif
შევეცდები ვიარო,
და ჩემს "წარმატებებზე" დავპოსტავ ხოლმეsmile.gif))

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 26 2008, 12:39 AM

მეც მინდა გალობაზე სიარული....მაგრამ ყველა იმას მეუბნება ხმა არ გაქვსbiggrin.gif
და ვზივარ სახლშიsad.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jun 26 2008, 02:23 AM

zedela

ციტატა
მეც მინდა გალობაზე სიარული....მაგრამ ყველა იმას მეუბნება ხმა არ გაქვს
და ვზივარ სახლში

მე თუ მკითხავ მგალობლისთვის ყველაზე მთავარი არის მოწესრიგებული სულიერი მდგომარეობა a075.gif ! ხმა არის მეორე ხარისხოვანი !

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 29 2008, 04:39 AM

ციტატა(Didgoreli @ Jun 26 2008, 02:23 AM) *

zedela

მე თუ მკითხავ მგალობლისთვის ყველაზე მთავარი არის მოწესრიგებული სულიერი მდგომარეობა a075.gif ! ხმა არის მეორე ხარისხოვანი !



მოწესრიგებული სულიერი მდგომარეობისა და კარგი ხმის პატრონი _ ეს იდალურია smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jun 29 2008, 11:58 AM

N. R.

ციტატა
მოწესრიგებული სულიერი მდგომარეობისა და კარგი ხმის პატრონი _ ეს იდალურია

მართლაც ki.gif , მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: ლალი თარიღი: Aug 24 2008, 06:37 PM

როგორც ჩანს მარტო ხმა და სმენაც არაა საკმარისი. კიდევ რაღაც სხვა...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 24 2008, 07:28 PM

და სმენასთან ერთად მთავარია გული.. smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Aug 24 2008, 09:20 PM

ყოველთვის მქონდა გულში დიდი სურვილი,მაგრამ მეუბნებიან თან მეც ხომ ვიცი ჩემი ხმის ამბავიsad.gif
მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი არ არსებობს ადამიანი ვისაც სმენა და ხმა არ ქონდესო ეს ასეა?

პოსტის ავტორი: ლალი თარიღი: Aug 24 2008, 11:45 PM

mogzaura

ციტატა
ყოველთვის მქონდა გულში დიდი სურვილი,მაგრამ მეუბნებიან თან მეც ხომ ვიცი ჩემი ხმის ამბავი

ციტატა
მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი არ არსებობს ადამიანი ვისაც სმენა და ხმა არ ქონდესო ეს ასეა?

მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება.
რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი).
ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა biggrin.gif ) არ აქვს.
მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა.

პოსტის ავტორი: მარიამი_7 თარიღი: Aug 25 2008, 12:42 AM

გალობა გულიდან უნდა მოდიოდეს, უნდა გალობდე მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. შეიძლება ადამიანი პროფესიონალი მომღერალი იყოს, მაგრამ გალობით ერთი ,,ამინ,,-იც კი ვერ თქვას. ან პირიქით ადამიანს საერთოდ არ ქონდეს გალობისთვის საჭირო მონაცემები და თავისი რწმენით იმდენს მიაღწიოს, რომ უფალმა დაუშვას მასზე ღვთიური მადლი და ააგალობოს. ასე იყო წმინდა რომანოზ ტკბილადმგალობელიც. მგალობელი იგივე ღვთის მსახურია და ამიტომ მას უფრო მეტი მოეთხოვება. პრკოლდება მრევლი წირვა-ლოცვაზე მგალობელთა უწესო ქცევა-ლაპარაკით, და თუნდაც იმ შეცდომებით, რასაც გალობის დროს უშვებენ. ის რომ გალობ ტაძარში, ეს უკვე ნიშნევს იმას რომ შენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდო ამ საქმეს. დიდი მადლი გადმოდის მგალობელზე, ამას შეიძლება თვითონ ვერ აცნობიერებდე, მაგრამ გარეშე თვალი ამ მადლს ხედავს. მე თვითონაც მგალობელი ვარ და ყველა ეს ზემოთჩამოთვლილთაგანი გამომიცდია. ეს დიდი მადლია, მაგრამ ამავე დროს სოფრთხილეც აუცილებელია....... whistling.gif girl_angel.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Aug 25 2008, 10:29 PM

ციტატა(ლალი @ Aug 25 2008, 12:45 AM) *

mogzaura
მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება.
რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი).
ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა biggrin.gif ) არ აქვს.
მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა.

იმედს არ დავკარგავ და თუ ეს უფლის ნებაც იქნება ალბად გამომივა რამეsmile.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 11:58 AM

ერთიც მაქვს მეორეც a075.gif სვეტიცხოველში მინდა გალობა...

პოსტის ავტორი: kmunka თარიღი: Aug 26 2008, 03:03 PM

გალობისთვის სულიერებაა საჭირო.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 31 2008, 01:50 PM

რაის ხმა ხალხო? ხმა მეათეხარისხოვანია. ოპერა კი არაა ეს. თან მოგზაურას მე რაღაც ვერ შევატყე რომ ყვავივით ხმა ჰქონოდა. არასულიერი ფაქტორებიდან მთავარი მონდომება და სმენაა. სულიერებას რაც შეეხება, უგულოდ რაც უნდა კარგად გალობდე, პატეფონი ხარ უბრალოდ.

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Sep 3 2008, 03:55 PM

M.M.
მართალიაა, მაგრამ თუ მგალობელს სმენასთან ერთად ხმაც კარგი აქვს ამას რა ჯობია...

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 13 2008, 10:09 PM

ციტატა(mogzaura @ Aug 24 2008, 10:20 PM) *

ყოველთვის მქონდა გულში დიდი სურვილი,მაგრამ მეუბნებიან თან მეც ხომ ვიცი ჩემი ხმის ამბავიsad.gif
მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი არ არსებობს ადამიანი ვისაც სმენა და ხმა არ ქონდესო ეს ასეა?


ნან როგორ ხარ? იმედია მიცანი smile.gif ლია სალაყაიასთან მიდი სამრევლო სკოლაში, ლია მასი დაგეხმარება 2kiss.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Sep 13 2008, 11:04 PM

ციტატა(M.M. @ Aug 31 2008, 01:50 PM) *

რაის ხმა ხალხო? ხმა მეათეხარისხოვანია. ოპერა კი არაა ეს. თან მოგზაურას მე რაღაც ვერ შევატყე რომ ყვავივით ხმა ჰქონოდა. არასულიერი ფაქტორებიდან მთავარი მონდომება და სმენაა. სულიერებას რაც შეეხება, უგულოდ რაც უნდა კარგად გალობდე, პატეფონი ხარ უბრალოდ.

ხმა სულიერების შემდგომ უმთავრესი ფაქტორია...მე მგალობელი ვარ და ვიცი რაც არის იდგე ტაძარში და უფალს ადიდებდე. sad.gif სმენა ერთია, მაგრამ თუ ხმაც არ გიწყობს ხელს ....ამპარტავანი არ გეგონოთ, არასოდეს მქონია პრეტენზია პირველობაზე, მითუმეტეს გალობასა და ხმის ტემბრში...აბა წარმოიდგინეთ გალობა, სადაც ხმები შეწყობილია და ამ დროს ვიღაცის სპეციფიკური ხმა ამ ჰარმონიას არღვევს? არ იქნება ლამაზი მოსასმენი... ასე რომ გალობა ძალიან მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაა, მადლობა უფალს, რომ გალობის უნარი და ნიჭი მარგუნა smile.gif

პოსტის ავტორი: temo333 თარიღი: Sep 21 2008, 05:44 PM

მთავარი მგალობლისთვის არის სულიერება(მე ვიზე რას ვამბობ) sad.gif და ტაძარში დგომის წესები...

პოსტის ავტორი: tamar-tamari თარიღი: Sep 21 2008, 06:04 PM

ადამინი უფალმა უნაკლო დაბადა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო ბევრი რამ დავკარგეთ... მაგალითად ზოგს გალობა არ შეუძლია და ა.შ... მაგრამ, ჩნდება სურვილი გალობისა... ე.ი. ადამიანს სურს საკუთარი ნაკლის გამოსწორება და ამისთვის იღწვის... უფალი კი ყველას გულს ჰხედავს და გამოსწორების გზაზე მდგომთ უფრო შეეწევა...

უწმინდესმა ბრძანა "მთავარია სურვილი გალობით ადიდო უფალი" ასე რომ უფალს ვევედროთ, მის სადიდებლად გალობა შეგვაძლებინოს...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 16 2008, 11:31 AM

ციტატა(veriko7 @ Sep 13 2008, 11:04 PM) *

ხმა სულიერების შემდგომ უმთავრესი ფაქტორია...მე მგალობელი ვარ და ვიცი რაც არის იდგე ტაძარში და უფალს ადიდებდე. sad.gif სმენა ერთია, მაგრამ თუ ხმაც არ გიწყობს ხელს ....ამპარტავანი არ გეგონოთ, არასოდეს მქონია პრეტენზია პირველობაზე, მითუმეტეს გალობასა და ხმის ტემბრში...აბა წარმოიდგინეთ გალობა, სადაც ხმები შეწყობილია და ამ დროს ვიღაცის სპეციფიკური ხმა ამ ჰარმონიას არღვევს? არ იქნება ლამაზი მოსასმენი... ასე რომ გალობა ძალიან მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაა, მადლობა უფალს, რომ გალობის უნარი და ნიჭი მარგუნა smile.gif
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. ხმა რომ მეათეხარისხოვანია, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ანჩისხატის გუნდი. ორი ისეთი წევრი ჰყავდათ (ახლა უკვე ერთი), რომელთა ხმის გაგონებაზეც მაჟრიალებს (საგალობლებში მაინც), მაგრამ მათსავით რომელი ტკბილხმოვანი გუნდი გალობს? ასეთი მაგალითი სხვაც ვიცი.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 18 2008, 11:46 AM

P.S. ახლა ამის გამო ვინმემ ანჩისხატელების უპატივცემულობა რომ დამდოს ბრალად, არ ვიცი რას ვიზამ! მაგრად მიყვარს ეგ ხალხი.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 18 2008, 02:01 PM

რად მინდა ვოკალი თუ კაცი მომკალი? a075.gif

პოსტის ავტორი: temo333 თარიღი: Dec 7 2008, 06:32 PM

მთავარი რაც არის ხალხნო გალობაში ეს არის გული. თუ შენი გული არ ჩანს, ის თუ არ ჩანს რომ შენ ღმერთს ესაუბრები და უგალობ, მაშინ ნოლია შენი ფასი.

პოსტის ავტორი: mapshalia თარიღი: Dec 8 2008, 03:34 PM

მართალია:გულია მთაარი,ის გალობაც რისთვისაა?იმისთვისაა რომ გული გაუთბეს ადამიანს და ღმერთი ადიდოს და ა.შ.ეს ხომ საშვალებაა ერთერთი ღმერთთან ურთიერთობის.ხოდა მიზანი გალობის დროს პირველ რიგში ღმერთთან ახლოს ყოფნის სურვილი უნდა იყოს სცრაფვა ღვთისაკენ,აი მაშვინ იქნება გალობა ტკბილი,ღრმა და ა.შ.ასე რომ მე ვფიქრობ მთავარი ყველგან და ყოველთვის ადამიანის გულია მთავარი,თუ როგორ მიუდგება ის საქმეს...

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jan 4 2009, 07:11 PM

ჩემი აზრით, თუ გალობ პირველყოვლისა სმენა უნდა გქონდეს...
სმენიდან გამომდინარეობს ყველაფერი

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Jan 11 2009, 12:03 AM

ისე მართლაც ეგრეა... შეიზლება ძალიან კარგი ხმები ჰქონდეთ მგალობლებს მაგრამ არ გესიამოვნოს მოსმენა. გული უნდა იგრძნობოდეს სხვა შემთხვევაში ცუდად ნამღერ სიმღერას დაემსგავსება

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 11 2009, 02:24 AM

აუ ხმაც უნდა ჰქონდეს, სმენაც და სულიერად უნდა გალობდეს, ანუ უნდა მართლა გულით გალობდეს და უნდოდეს გალობა...

ამ სამიდან არცერთი არაა უპირველესყოვლისა საჭირო... ყველაფერი ერთდროულად სჭირდება მგალობელს, კარგ მგალობელს smile.gif

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Jan 11 2009, 02:37 AM

ციტატა(Tarzana @ Jan 11 2009, 02:24 AM) *

აუ ხმაც უნდა ჰქონდეს, სმენაც და სულიერად უნდა გალობდეს, ანუ უნდა მართლა გულით გალობდეს და უნდოდეს გალობა...

ამ სამიდან არცერთი არაა უპირველესყოვლისა საჭირო... ყველაფერი ერთდროულად სჭირდება მგალობელს, კარგ მგალობელს smile.gif

გეთანხმები smile.gif 100 % --ით smile.gif

პოსტის ავტორი: nikoloz mujiri თარიღი: Jan 16 2009, 11:47 PM

მე nikolas-ს ვეთანხმები. თუ ხმა გაქვს და სმენა არა- ვერ იგალობებ. შანსი არაა!

პოსტის ავტორი: maare თარიღი: Jan 26 2009, 09:02 PM

სმენას გამომუშავვება უნდა... ყველას აქვს. უბრალოდ უცხოური სიმღერების მონასმენი დახშულია.

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 26 2009, 09:06 PM

ციტატა
სმენას გამომუშავვება უნდა... ყველას აქვს. უბრალოდ უცხოური სიმღერების მონასმენი დახშულია.


უდავოდ მართალი ხარ...

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 26 2009, 09:12 PM

მე ძალიან მინდოდა გალობა მესწავლა.
დიდი სმენით არ გამოვირჩევი და არც მუსიკალური განათლება მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ცოტ-ცოტა გალობა შევისწავლე. გალობას ხშირად რომ ვუსმენდი თავისთავად ჩაჯდა ყურში.
ხანდახან ვგალობ ხოლმე ბანში.
whistling.gif smile.gif

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Apr 24 2009, 11:14 AM

გალობა და მით უფრო ქართული, ერთ-ერთი შედევრია იმ საგანძურს შორის, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს.
მთავარია მონდომება, მოთმინება და ყველაფერი შესაძლებელია...

პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Apr 30 2009, 12:39 PM

ციტატა(ლალი @ Aug 24 2008, 11:45 PM) *

mogzaura
მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება.
რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი).
ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა biggrin.gif ) არ აქვს.
მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა.


ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ)
გაიხარე ლალი, ნამდვილად ღმერთის ნებაა ყველაფერი, იგი გვასწავლის ლოცვას, მოთმინებას, სიყვარულს, სინანულს და რა თქმა უნდა გალობასაც.

ჩემო კარგებო როგორი ხმაც არ უნდა ქონდეს მგალობელს და როგორც არ უნდა მოგვწონდეს და არ მოგვწონდეს, ისინი ხომ მოძღვარმა აკურთხა რომ იგალობონ და ჩვენ უნდა მოგვწონდეს მათი გალობა? თუ ღმერთს? იქნებ უფალს მოსწონს როგორც გალობენ და ჩვენ რადგან ვაფასებთ მათ გალობას რომ გულით არ გალობენ და ასე შემდეგ, ასე მემგონი განკიტხვაში ვვარდებით და არაა სწორი, რადგან შენ შეიძლება ასე გეჩვენება რომ გულით არ გალობს და მარტო თავის ლამაზ ხმას უსმენსო, სინამდვილეში კი ის გულით გალობდეს, მთავარია რომ ისინი უფალს ადიდებენ და როგორ გალობენ ეს მგონი მარტო უფლის შესაფასებელია, ეს ჩემი აზრია და მათაც კარგად იციან რა შეცდომები მოსდით ხოლმე და უფლის შემწეობით გამოასწორებენ. ყველამ ჩვენ გულში უნდა ჩავიხედოთ და მერე შევაფასოთ სხვისი ღვაწლი. ნუთუ ჩვენ ყოველთვის გონება გაუფანტავად ვლოცულობთ ჩვენს გულებში? და მგალობელიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია და ვილოცოთ ერთმანეთზე რომ უფალმა გადმოგვხედოს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)