თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ სიზმარი და ინტუიცია

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 5 2008, 09:37 AM

ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა sad.gif ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა sad.gif სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები sad.gif sad.gif აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Apr 6 2008, 01:46 AM

ეხლა დაძინებას ვაპირებდი და ცოტა შევშინდი ეს რომ წავიკითხე sad.gif იმედია სიზმარს არ ვნახავ smile.gif

ისე მგონი მართლა რაღაცის მანიშნებელია ყველა სიზმარი, აბა ისე ტყუილად ხომ არ ვნახავდით რამეს

მე რომ სიზმარში ვინმემ მსგავსი რამე მითხრას ან რამე საშიშროების შესახებ გამაფრთხილოს, რაც არ უნდა იყოს არ წავალ და მთელი დღე სახლიდან არ გავადგამ ფეხს ისე მეშინია ეგეთი რაღაცეების sad.gif





ერთი შემთხვევა გამახსენდა, მართალია სიზმარს არ ეხება მარა მაინც კავშირშია ამ თემასთან

მე და ჩემი და ჩვენ მეგობართან ერთად მცხეთაში ვაპირებდით წასვლას ჯვარზე, უკვე გავდიოდით სახლიდან ჩემი მეგობრის დედამ რომ დარეკა და გვთხოვა არ წავსულიყავით, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს და არ წახვიდეთ გთხოვთო. მაშინ სიცილად არ გვეყო მისი ეს სიტყვები, აღარ წავსულვართ, მაგრამ სულ ვიცინოდით ხოლმე ამ ამბის გახსენებაზე, ეხლა კი აღარ მეცინება, ალბათ მართლა რაღაცას გრძნობდა დედა huh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 01:57 AM

ეკატო,

არც მე წავიდოდი, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი, მეორე დღეს გერმანიაში რომ არ ვყოფილიყავი, დიდი პრობლემის წინ ვდგებოდი, ვერც ადრე წავიდოდი, ჯერერთი გვიანი იყო და ისედაც: მხოლოდ ამ დღეს შემეძლო sad.gif გავრისკე იმის იმედით, რომ მხოლოდ სიზმარია. ლოცვა არ მცილდებოდა ბაგეს.
გარდა ამისა, ვფიქრობდი , რომ არ მიმენიჭებინა მნიშვნელობა.

არ შეშინდე, ილოცე და დაწექი 2kiss.gif

პ.ს. ამიტომაც მოვერიდე მომხდარის დეტალურ აღწერას, სიკვდილი ბევრჯერ მინახავს,მაგრამ ეს აუტანელი იყო cray.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Apr 6 2008, 02:13 AM

ამის მშემდეგ არ ნიშნავს ამის გამო...


ბევრჯერ დამსიზმრებია ისეთი რამე რაც სემდეგ რეალობასტან ახლოს ყოფილა, მაგალითად ერთხელ დამესიმრა რომ სახლი იწვოდა, მეორე დღეს ბიცოლაჩემი (მაშინ იქ ვცხოვრობდი) დაიწვა და დიდი ხანი რეანიმაციაში იყო... ასეტები ბევრი მომხდარეა... მაგრამ


ასავე ბევრი რამე დამსიზმრებია რაც არ მომხდარა...


არ შეიძლება სიზმარი იყოს ისე ჰარი ჰარალოზე, დანიშნულების გარეშე, დანიშნულების გარეშე არაფერი არ არსებობს... მე მგონია რომ სიზმარს რარაც ტრეინინგისა და დასვენების, საქმიდან საქმეზე, სამყაროდან სამყაროზე გადართვის დანიშნულება აქვს ძირიტადად... თუმცა არსებობს ზეციური და სატანისეული სიზმრებიც...

პრობლემა იმასია რომ დედაკაცები ხშირად ხიბლში ვარდებიან თუ ერთი სიზმარი მაინც აუხდათ და თავის თავს ზებუნებრივ მკითხავებად აღიქვავენ....

კიდევ კარგი რასაც დედაჩემს ინტუიცია ეუბნება ყველაფერი არ ხდება თორემ აქამდე ცხრაჯერ უნდა დავმხრჩვალიყავი, ავტოკატასტროფაში მომკვდარიყავი ან სხვა რაიმე მაგდაგვარი მომსვლოდა...

უჰ რამდენი ვიბოდიალე...


იმქვეყნიური სამყარო არსებობს და თუ არსებობს ეს ნიშნავს რმ დროსა და სივრცეში ჩვენთან რაღაც დამოკიდებულებაშია, შესაბამისად არსებობს კომუნიკაციის საშუალებაც... ეს სავსებით ბუნებრივია... თუმც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა არ შეიძლება რადგან არსოდეს იქნები დარწმუნებული მტერი აგზავნის მესიჯს თუ მოყვარე... მოკლედ კოდირების სისტემა რომ გვქონდეს მაშინ შეიძლებოდა სიზმარზე დაყრდნობა smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 02:20 AM

ნეო,

სწორედ მაგის გამო ვეცდებოდი მუდამ მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მუდამ ტან ! მიუხედავად გაოგნებისა...


პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Apr 6 2008, 02:39 AM

ძალიან ხშირად მიხდება ცუდი სიხზმარი და უკვე საერთად აღარ მინდა სიზმარი ვნახო. sad.gif ერთადერთხელ ამიხდა კარგი სიზმარი და ცუდი კიდე იშვიათია რომ არ ამიხდეს.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Apr 6 2008, 01:37 PM

რა კაია რო სიზმრებს არ ვნახულობ,ან ვნახულობ და არ მახსოვს ხოლმე... unsure.gif



staywhite
დავიბენი user.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Apr 6 2008, 02:27 PM

staywhite

ციტატა
როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

რწმენადა სიზმარი ერთმანეთს ხელს არ მგონია რომ უშლიდეს. რაა აქ გასაკვირი ადამიანს თუ რაღაც წინათგრძნობა აქვს, და ეს წიათგრძნობა კიდევაც იფარავს რაიმე უბედურებისაგან. თუ ეს ხდება განა შეიძლება რომ რაიმე ბოროტძალებს დავუკავშიროთ? თუ ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება სიზმარი ან წინათგრძნობა რატომ არ შეიძლება კეთილისგან იყოს და არა ბოროტისაგან? ამით იმის თქმა მინდა რომ თქვენნაირი ისტორია ხშირად მომისმენია და მერე პირჯვარს იწერენ ღმერთო მომიტევე თუ შევცოდეო მაგრამ რა უნდა შეეცოდათ სიზმრის ნახვით ვერც ისინი და ვერც მე ვერ ვხვდები. ჯერ არ მინახავს მაგდაგვარი სიზმარი, თუ ვნახავ ღმერთს მადლობას გადავუხდი...

ისე სიზმრებზე და გამოცხადებებზე არაა რომ ეკლესიები შენდება ხშირად? მოდიდა მაგ სიზმარს გამოცხადება დაარქვი რა პრობლემაა?

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 6 2008, 02:47 PM

მთავარია სიზმრის მონად არ იქცა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 09:11 PM

მიშა,

გეთანხმები. ჩემზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სიზმრებს ბევრი ვინმე მოუქცევია და გამოუსწორებია. მაგრამ მე მაინც ვერ "ვბედავ" sad.gif

მეცნიერულად "სარჩულზე" რას იტყვით?

ქეთუ,

იქნება შEნ გქონდეს ეს საკითხი შესწავლილი პროფესიიდან გამომდინარე.

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Apr 6 2008, 09:38 PM

ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში.
მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა.
იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 6 2008, 09:42 PM

miss sevda 2kiss.gif უაფალი გფარავდეთ მუდამ, როგორც ამჯერადაც.

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Apr 6 2008, 09:45 PM

ციტატა(staywhite @ Apr 6 2008, 10:42 PM) *

miss sevda 2kiss.gif უაფალი გფარავდეთ მუდამ, როგორც ამჯერადაც.





უღრმესი მადლობა შენც გფარავდეს rolleyes.gif friends.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Apr 6 2008, 11:38 PM

miss sevda
რა საოცარი ამბავი მოყევი, მადლობა ღმერთს რომ არავინ დაშავებულა სერიოზულადsmile.gif
ამის მერე დაუჯერე ხოლმე დედას 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 7 2008, 12:14 AM

სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად...

მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... mellow.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 7 2008, 12:35 AM

ციტატა(ketino @ Apr 6 2008, 10:14 PM) *

სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად...

მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... mellow.gif


მასე ვარ მეც, ქეთევან smile.gif

ამიტომ ვთხოვ ქეთუს და სხვა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში ჩახედულთ, იქნებ რაიმე საინტერესო შემოგვთავაზონ, ასევე რელიგიური დატვირთვითაც რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 28 2008, 11:42 PM

ციტატა
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.

მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას.

პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო.

უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა.

ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა.

თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები...

ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები.

დიდი მადლობა




ციტატა
ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში.
მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა.
იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი


გამაჟრიალა sad.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 11:54 PM

ციტატა
მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა....

ზუსტად sad.gif
ისე კი მე ნამდვილად არასდროს არ ამსრულებია სიზმარი,ყოველთვის რაღაც უაზრობებს ვხედავ,თან ძალიან იშვიათად...(კიდე კაი)

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: May 28 2008, 11:57 PM

არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!! და ისედაც არ მჯერა სიზმრების!!!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 29 2008, 12:00 AM

ციტატა(nuca_ge @ May 28 2008, 10:57 PM) *

არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!!

მაგარი ბედნიერებააააა! მეც მინდა ეგრე რო ვიყო sad.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: May 29 2008, 12:09 AM

ციტატა(შოთაძე @ May 29 2008, 12:00 AM) *

მაგარი ბედნიერებააააა! მეც მინდა ეგრე რო ვიყო sad.gif


ფსალმუნები იკითხე ბევრი ძილის წინ დაგეხმარება ძალიან შოთ !!!!! და კიდე რა არის იცი??? საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტები,, ყველაფერს გულთან ნუ მიიტან იყავი ლაღი და ეგ სიზმრებიც მოგშორდება!!!!!!

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: May 29 2008, 10:42 AM

ციტატა
კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს.
როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ.
აი ესეც დედაჩემის სიზმარი

მეც დამაჟრიალა, ღმართმა გადაგარჩინათ... ჩემი აზრით სიზმარი მართლაც ხშირად შენი ინტუიცია და წინათგრძნობაა, რომალიც ახდება, ხშირად კი შენი ნაფიქრი, სურვილი, შიში, რაც გინდა, ან რაც არ გინდა... დაგროვილი შთაბეჭდილებებით გამოწვეული რაღაც...ჩემთვის ძალიან ამოუცნობია, იმიტომ რომ ყოველთვის ვნახულობ, ფერად გრძელ შინაარსიან სიზმრებს...ხან მიხდება ხან არა... არ ვიცი...

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 06:11 PM

სიზმარი მეც ბერჯერ ამხდენია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ სიზმრის გავლენის ქვეშ არ მოვექცე და არ დავიჯერო, მაგრამ უნებიეთ მაინც მჯერავს ხოლმე, თუ ძალიან შთამბეჭდავია...
აი მაგალითად გუშინ დამესიზმრა რომ თითქოს თავში აღმომაჩნდა კიბო, დილით დაფეთებული წამოვხტი, და გავიქეცი ეკლესიაში...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 5 2009, 07:43 PM

სიზმარს ხშირად ვნახულობ, მაგარი სიზმარა ვარ,
უსიზმრო ღამე თითქმის არ მახსოვს, რასაც ვნახავ, თუ მეორე დღესვე არა,
რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად მისრულდება, შეიძლება სიტყვა-
სიტყვით არა, მაგრამ ის ძირითადი აზრი, რაც იდო სიზმარში, აუცილებლად
ცხადდება.
ადრე გვქონდა ერთი თემა, სიზმრებსაც ეხებოდა, იქ დავწერე ჩემს თავს გადახდენილი ამბავი, მაგრამ იცით რა მაკვირვებდა? ისეთი გრძნობა მქონდა რომ თითქოს ის ყველაფერი რაც ხდებოდა, უკვე ნანახი მქონდა, გულში ვამბობდი, აი ეხლა ეს მოხდება, ეხლა ასე იქნება და თითქმის სიზუსტით ცხადდებოდა ყველაფერი, აი კულმინაციურ მომენტში კი თითქოს ტვინი განათდაო, მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი და თან ზუსტად 10 წლის წინ.
ყველაფერი კი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, ანუ სიზმარი ვნახე მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.
თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო.

ღმერთმა დაგლოცოთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 5 2009, 07:45 PM

ნაინა

ციტატა
თუ ვინმეს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მოვუსმენ, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რაც ვნახე, არ იყო სასწაული, მაგრამ უფლისმიერი ნამდვილად იყო.

მე არ მაქვს სხვა მოსაზრება smile.gif ჩემ სიზმრებსაც მუდამ აქვთ რაღაც აზრი, რომელიც თითქოს მიმანიშნებს მოსახდენზე yes.gif ჩემთვის ეს რაღაც მიწიერთა მიერ ამოუცნობ ფენომენად რჩება და ამ აზრს ჩემივე, საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობის გამო ვერავინ შემაცვლევინებს...

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Aug 5 2009, 07:46 PM

staywhite

ციტატა
პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები.

როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა.

sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 08:19 PM

ნაინა
საწინააღმდეგო აზრი კი არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა ეგ პოსტი რომ წავიკითხე... საინტერესო იქნებოდა რომელიმე მამაოს აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 5 2009, 08:28 PM

მაშიკო

ციტატა
საწინააღმდეგო აზრი კი არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა ეგ პოსტი რომ წავიკითხე... საინტერესო იქნებოდა რომელიმე მამაოს აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით...

კი იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არ მომიყოლია მოძღვრისთვის სამწუხაროდ. smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 08:33 PM

ნაინა
იქნებ აქაურ მამაოს ჰკითხო PM ში და მერე პასუხი ჩვენც გაგვანდე... მაინტერესებს როგორ ახსნიან ამ მოვლენას...

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Aug 5 2009, 08:33 PM

ჩემი სიზმრებიც სულ ასე მტანჯავენ sad.gif თითქმის 80-90%ხდებიან..."მტანჯავენ"- იმიტომ რომ სულ ცუდი სიზმრები მიხდება... უფრო სწორად ცუდი სიზმრები მამახსოვრდება მხოლოდ გაღვიძებულს და ის ცუდი განწყობაც მომყვება sad.gif
კარგი სიზმრები სად მიფრინავენ არ ვიცი smile.gif
თავიდან მიკვირდა და ცოტა მეშინოდა კიდეც... ეხლა ყურადგებას არ ვაქცევ რაც არ უნდა ვნახო, პირჯვარს გადავიწერ და მორჩა ვივიწყებ...
დაიჯერებთ რომ ერთი 8-წლის წინ ნანახი (ის სიზმარი ამ ხნის მანძილძე სულ მახსოვდა და არ მავიწყდებოდა) ეხლა ამიხდა? თანაც 100 კი არა 200 %
ეეხ იქნებ ჯობდა გამეთვალისწინებინა ნანახი და ასე აღარ მოხდებოდა?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 5 2009, 08:36 PM

მაშიკო

ციტატა
იქნებ აქაურ მამაოს ჰკითხო PM ში და მერე პასუხი ჩვენც გაგვანდე... მაინტერესებს როგორ ახსნიან ამ მოვლენას...

ხო, მაგრამ მოძღვრებიც იშვიათად შემოდიან, ისედაც ბევრ შეკითხვებზე აქვთ პასუხები გასაცემი, მეც რომ არ დავუმატო, თან ალბად მეტყვიან რომ რახან ასე კარგად ამიცხადდა სიზმარიც კეთილიდან იყო და არა ბოროტიდან. სხვა აბა რა უნდა მითხრან? smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 08:42 PM

qetevani-82
ერთხელ მითხრა ნევროპათოლოგმა რომ სულაც არ არის კარგი როცა ადამიანს კარგად ამახსორდება სიზმარიო, მითუმეტეს ცუდს თუ ნახულობს გამოდის რომ ღამე კარგად არც ეძინაო. იმ პერიოდში მეც მესიზმრებოდა საშინელებები და ცუდად ვიყავი მერე მთელი დღე... ამიტომ გამომიწერა ექიმმა ძილის წამალი და დავისვენე კი... ეხლა სიზმარს ძალიან იშვიათად ვნახულობ.... თუ ვნახავ თითქოს არ ვაქცევ ყურადღებას მაგრამ უნებლიეთ მრჩება ხომე გონებაში და ყოფილა შემთხვევა რომ სიზმრის იხედვით მოვქცეულვარ...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 11:41 AM

ნაინა

რა საოცარი ისტორიაა!

მიკვირს ხოლმე როცა ყვებიან ყოველი ღამის შემდეგ სხვადასხვა ფერადი სიზმრების შესახებ...

სულ რამდენიმე სიზმარი მაქვს ნანახი:
ჩემი ძმის გარდაცვალებამდე თუ რამე სიზმარი მინახავს აბსოლიტურად ყველა დაძაბული ფიქრის გაგრძელება იყო - უკლებლივ ყველა მათემატიკური ამოცანა!!! და სწორედ ძილში ვპოულობდი გამოსავალსაც biggrin.gif biggrin.gif
(პრინციპში ეს ფსიქოლოგიურად სავსებით ახსნადი ფსიქიკური ქცევაა)

ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება...
...მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვით...

აბსოლიტურად ყველა სიზმარი ამიხდა სრული სიზუსტით და სხვათაშორის მამაოს ყოველთვის ნახვისთანავე ვუყვები და ყოველჯერზე გათვალისწინება მირჩია.


თუმცა სიზმარი ჩემთვის შედარებით ღრმა ემოციურ გავლენას იძენს მას შემდეგ რაც მის დამაჯერებლობაზე მამაო მაძლევს კურთხევას.
მანამდე ჩემთვის ზუსტად იმდენადაა რეაქციის მქონე რამდენადაც რწმენა - გზა გულისკენ მხოლოდ მაშინ როცა იცი რომ სიზმარი ბოროტისაგან არაა.


P.S. მე მაინც ყველას მშვიდ ძილსა და არანაირ სიზმრებს გისურვებთ smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 01:39 PM

სიზმარი

სიზმარი არის გამოსახულებების, იდეების, ემოციების და გრძნობების სერია, რომელიც უნებლიად ხდება გონებაში ძილის სხვადასხვა ეტაპზე.

მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, ექსპერიმენტისა, ნეიროლოგიური თუ ონეიროლოგიური კვლევისა ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება სიზმრის ფენომენის კავშირი ტვინის მიღმიერების მიმართ ანუ ის წარმოადგენს მთლიანად გონების ნაყოფს და მიზეზები მხოლოდ ტვინში უნდა ვეძებოთ. (ამ ეტაპზე მაინც)

როგორც წესი ყველანაირ ძილს სიზმარი არ ახასიათებს. სიზმარი ხდება: თვალების სწრაფი მოძრაობის ძილის ფაზაში

სიზმრის მიზეზები არის ინფორმაციის ამოკითხვა დეკლარატიული და სივრცითი მეხსიერებებიდან.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 01:50 PM

ნონა

ციტატა
ჩემი ძმის გარდაცვალების შემდგომ კი პერმანენტულად მას ვნახულობ ხოლმე სიზმარში და როგორც წესი სიზმარის არცერთი ვიზუალური კონტური მეხსიერებაში არ მენახება...

ძლიერ სამწუხარო და სევდიანი მომენტია. sad.gif

...მაგრამ მთლიანად გონების ნაყოფი. yes.gif

მეც ვხედავ ხოლმე ხანდახან გარდაცვლილ მამაჩემს სიზმარში, მაგრამ ძალიან ქაოტურად და ულოგიკოდ. საერთოდ ასეთი სიზმრების დროს ლოგიკურობის პროცესები არ მიმდინარეობს და შეიძლება ადამიანს წარმოუდგენელი სისულელე დაესიზმროს, მაგალითად ის რომ თვითონ არის ფუნჯი, ორი ადამიანი და ფანტაზიამდე მისული ულოგიკობა. თუ ლოგიკის მმართველი ცენტრები მუშაობს მაშინ სიზმარი შინაარსიანია.

სიზმარში შეიძლება ვნახოთ მრავალი წლის წინ მომხდარი ფაქტების გაგრძელება, ცხოვრებაში ერთხელ ნანახი ადამიანი, განვიცადოთ სევდა, სიხარული, სიყვარული, შიში და ა.შ. ეს არის მთლიანად გონების სიმულაცია.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 02:37 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 01:50 PM) *

ნონა

...მაგრამ მთლიანად გონების ნაყოფი. yes.gif
თუ ლოგიკის მმართველი ცენტრები მუშაობს მაშინ სიზმარი შინაარსიანია.
ეს არის მთლიანად გონების სიმულაცია.



გიორგი
თითქმის სრულად ვიზიარებ შენს პოზიციას სიზმართან მიმართებაში, მაგრამ სიზმრის რამდენიმე ტიპი არსებობს.
თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის.

ბოლოსდაბოლოს რაც მე ლოგიკური წიაღსვლები მიწარმოებია სიზმარში ეგეც კმარა პატარა არგუმენტად biggrin.gif biggrin.gif


რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია...

თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე, თანაც ისე რომ მიჭირს ხოლმე ერთი შეხედვით ლოგიკის მსაზღვრელებს მიღმა მყოფი რეალური ფაქტების დაჯერება...


...

საერთოდაც იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით სიმულირებს გონება ძალიან ბევრი რამის ახსნა შეიძლება...
რაც გეცოდინება ვგონებ smile.gif
(იმდენ ინტერესს ყოფილხარ გამოდევნებულ-ჩაყოლებული რომ) rolleyes.gif

კომპლიმენტებით

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 02:47 PM

ნაინა

ციტატა(ნაინა @ Aug 5 2009, 07:43 PM) *

დაახლოებით 10 თუ 11 წლის ვიყავი, როცა გავცივდი თუ რაღაც ვირუსი ავითვისე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია რომ 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები მქონდა 40-41 გრადუსი. ექიმები დამახვიეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს რა მჭირდა, თან სულ მეძინებოდა, თვალის გახელასაც ვერ ვახერხებდი. მესამე ღამეს ვნახე სიზმარი, ვიყავი უდაბურ ტყეში, ხის ტოტები გველებივით მეხვეოდნენ სხეულზე და მახრჩოობდნენ, ძალიან მეშინოდა და ვყვიროდი. ამ დროს სინათლე ჩამოეშვა ჩემს თავზე და დავინახე თეთრი ცხენი, თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მხედრით, ხელში ამიყვანა, ნუ გეშინია, დამიჯერე გიშველიო. ჩავეხუტე ამ კაცს, და თავის აწევისაც ვერ ვახერხებდი. რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ გავჩერდით, ჩამომსვა ერთ ადგილზე, აღმართი დამანახა და მითხრა, ამ გზას ამოჰყევი და ჩემთან ამოხვალო, მინდოდა მეკითხა ვინ იყო, მაგრამ თავად მიპასუხა, თეთრი გიორგი ყოველთვის გემახსოვრებაო და გაქრა. ავუყევი აღმართს, გზა ქვიანი იყო. ავედი მთაზე და დავინახე თეთრი ეკლესია, შემოსაზღვრული მავთულის ღობით და წინ დიდი შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკრით, რომელიც ჩემს მიახლოებაზე თავისით გაიღო. შევედი ეზოში, ეკლესიას 2 შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინიდან, მეორე გვერდიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ სამჯერ შემოვუარე და წინა შესასვლელიდან შევედი. მხოლოდ საკურთხევლის მხარე იყო მოხატული, დანარჩენი ჯერ კიდევ თეთრად იყო შეღებილი. იქვე სამი სანთელი იდო. ავიღე, სამივე დავანთე, ვილოცე და გამოვედი. ჭიშკარს რომ გამოვცდი მომესმა ხმა ,,შენ ისევ მოხვალ ჩემთან''. გავიღვიძე სრულიად ჯანმრთელმა. თითქოს ავადმყოფობა არც ყოფილა. შინაურებს მოვუყევი ეს ამბავი, წმინდა გიორგიმ გადაგარჩინაო მითხრა ბებომ და მთელი დღე ლოცვები არ შეუწყვეტია, ძალიან მორწმუნე ქალი იყო. სხვანაირად ვერავინ ხსნიდა და აღარც დიდი სჯა-ბაასი გაგრძელებულა, მაგრამ, თეთრი გიორგი თითქმის არავინ იცოდა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ჩემი შვილის ნათლიამ მიგვიწვია თავისი ბავშვის ნათლობაზე. ბავშვს თელავში, თეთრი გიორგის ეკლესიაში, ვნათლავო გვითხრა. ჩვენც წავედით, თან რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, ვერც ავხსნი ეს რა შეგრძნება იყო. მანქანა რომ აღმართს შეჰყვა, ვთხოვე გაეჩერებინათ, ფეხით მინდოდა ასვლა. თან თითქოს გაორება მქონდა, როგორც თავში გითხარით. აღმართს ავყევი, დეიდაშვილიც დარჩა ჩემთან ერთად, უკვე მახსენდებოდა 10 წლის წინანდელი სიზმარი, თან მაიკოს ვუყვებოდი და თან მივდიოდით. გზაც ქვიანი იყო. ეკლესიაც ისეთივე თეთრი და ჭიშკარიც ახალი, შავად შეღებილი, როგორც 10 წლის წინათ ნანახ სიზმარში. რომ მივუახლოვდით ჭიშკარს, ზუსტად მაშინ გახსნეს მლოცველებისათვის. სამჯერ შემოვუარე ეკლესიას, ვიყიდე სამი სანთელი და შევედი. ეკლესიას ცხადშიც ორი შესასვლელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. ასევე მხოლოდ საკურთხეველის მხარე დამხვდა მოხატული. მთელი სიზმარი ახდა საოცარი სიზუსტით. თან როგორც მითხრა ისევ მოხვალ ჩემთანო, მივედი კიდეც. თუ ეს უფლის ნება არ იყო საიდან უნდა მცოდნოდა 10-11 წლის ბავშვს იმერეთში, რომ ჩემგან შორს, თელავში, თეთრი გიორგის ეკლესია იყო და ზუსტად 10 წლის შემდეგ დაიწყებდნენ მის აღდგენას.

ძნელია კამათი როდესაც დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ ამ საკითხზე, მაგრამ ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებ:

უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ადამიანი მიდრეკილია სიზმრების დაჯერებისკენ და ამას ორი მიზეზი აქვს:

1. ადამიანს უნდა რომ მის მიერ სიზმარში ნანახი გარდაცვლილი ადამიანი თუ რაიმე საუბარი იყოს ნამდვილი, რეალობა და რომ ის რაც ნახა სიზმარში არის ნამდვილი კავშირი იმქვეყნად წასულ ახლობლებთან და არა საკუთარი გონების ნაყოფი.

2. ადამიანს ბოლომდე ვერ უპოვნია სიზმრის ფენომენის ახსნა და როდესაც რაიმეს ხედავს, სასარგებლოს თუ უსარგებლოს მაინც სადღაც ეპარება ეჭვი თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოს მისი გონების ნაყოფი და არაფერი რეალური.

ახლა რაც შეეხება შენს კონკრეტულ სიზმარს.

ვინაიდან სიზმრის დროს ტვინი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს დეტალურად ვერ ხერხდება ზუსტად გახსენება იმის თუ რა დაგვესიზმრა, დროის გავლასთან ერთად კი სულ უფრო და უფრო იცვლება რეალობა და შემდეგ ხდება უკვე ხელოვნურად მიმსგავსება რაღაც ფაქტთან თუ გამოსახულებასთან რომ ვითომ ეს ვნახეთ სიზმარში ან ამგვარი რაღაც და ვითომ აგვიხდა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა.

შენ ამბობ, რომ დაახლოებით 25 წლის წინ დაგესიზმრა სიზმარი, საიდანაც ზუსტად გახსოვს:

1. ქვიანი გზა.
2. მავთულიანი ღობე.
3. შავი ჭიშკარი.
4. ორი შესასვლელი.

საინტერესოა მართლა ასე დეტალურად გახსოვს ის სიზმარი თუ გგონია უბრალოდ რომ დეტალურად გახსოვს, რადგან ნაწილი 1. გამოღვიძებისთანავე ვერ აღედგინე სწორად, 2. წლების განმავლობაში რაღაცეები დაგავიწყდა, შეიცვალა და სხვანაირად შეავსე შენი მეხსიერება. 3. ბოლოს კი როდესაც "სიზმრის გახსენება დაგეწყო" უკვე როდესაც ნახე რეალური ეკლესია, ეს ყველაფერი ამოგიტივტივდა არასრული ფორმით და სხვაობები შენ თვითონ შეავსე შენი გონებიდან.

აბა დაფიქრდი. ზუსტად გახსოვს ეს ყველაფერი შენი ბავშვობის სიზმრიდან:

1. ნამდვილად იყო ქვიანი გზა 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? შეგიძლია გაიხსენო რომ ქვიანი იყო ის გზა? თუ ეს შეგიძლია მაშინ რა ფერის და ფორმის ქვები იყო, ეს ვიზუალი ისეა გადაბმული რომ აუცილებლად უნდა გახსოვდეს. კარგად გაიხსენე ნამდვილად სიზმრის ქვებს იხსენებ თუ რეალურად ნანახ ქვებს.

2. ნამდვილად იყო მავთულიანი ღობე 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში?იცოდი იმ დროს სიტყვა "მავთულის" მნიშვნელობა? როგორი ფორმა ჰქონდა, ბადე იყო? ნამდვილად ეგეთი ღობე ნახე რეალშიც თუ მერე მიამსგავსე?

3. ნამდვილად იყო შავი ჭიშკარი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? როგორი ჭიშკარი იყო? გისოსებიანი თუ ბრტყელი? შეგიძლია ზუსტად გაიხსენო? თუ ზუსტად არ შეგიძლია გაიხსენო როგორ ამგვანებ რეალში ნანახ ჭიშკარს და თუ ზუსტად იხსენებ მაშინ ნამდვილად იგივე კონფიგურაციის ჭიშკარი იყო?

4. ორი შესასვლელიც საინტერესო მომენტია. ნამდვილად ჰქონდა ორი შესასვლელი 10 წლის რომ იყავი მაშინდელ სიზმარში? ასე ზუსტად გახსოვს მთელი ეკლესია რომ წინა და უკანა შესასვლელი გაარჩიე?

მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სიზმარი არც სასწაულია, არც ეშმაკეული და არც უფლისმიერი, უბრალოდ ადრე ავად რომ იყავი და თან მორწმუნე ბებიაც რომ გყავდა დეკლარატიული მეხსიერებიდან რაღაც ეკლესია დაგესიზმრა, თავისი ეზოთი, ჭიშკრით, ღობით, (ეკლესიების უმრავლესობა ასეთია) შემდეგ მრავალი კონკრეტული დეტალი რაც ზუსტად ვერ აღიდგინე მეორე დღესვე სხვანაირად გახსოვდა + დროთა განმავლობაში კიდევ რაღაცეები სხვანაირად დაგამახსოვრდა და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ-ერთ რეალურ ეკლესიას მიამსგავსე. ალბათობის თეორიაც ხელს გიწყობდა, ეკლესიების უმეტესობა წმ. გიორგის სახელობისაა.

მე დარწმუნებული ვარ ამაში. yes.gif

ნონა
ციტატა
თანაც სიზმარი ყოველთვის ალოგიკური არ არის.

მე არ დამიწერია რომ ყოველთვის ალოგიკურია სიზმარი-თქო. თუ ლოგიკის ცენტრები მუშაობს მაშინ გამოსახულებებიც წესრიგდება.
ციტატა
რაც შეეხება სიზმრების იმ ნაწილს რომელსაც ვნახულობ კობას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შთაგონებადია...

სამწუხარო რეალობაა.
კარგია, რომ შინაგანი სიმტკიცე და ინტელექტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო. ki.gif
ციტატა
თუმცა მეტწილად აუხსნელია ის გარემოება რომ უკლებლივ ყველა მათგანი უკვე შემდგომში რეალობა ხდება ხოლმე

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივწერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 03:05 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 02:47 PM) *

ალბათ ხელოვნურად არგებ სიზმარს და რეალობას. yes.gif
ნაინას რომ დიდი პოსტი მივერე იმას გაეცანი და მსგავს ახსნაზე იფიქრე.



უკვე გავეცანი, და აბსოლიტურად გეთანხმები...
ბევრჯერ შემიმჩნევია რომ ჩემი ტვინი მსგავს შევსებებს ახორციელებს არამხოლოდ ვირტუალური რეალობიდან, არამედ ორ რამდენადმე დაშორებულ ფაქტს შორისაც კი...

და შევსება არაა მხოლოდ ვიზუალური შინაარსის.

მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ სიზმარს:

საერთოდ არ ყოფილა არასოდეს ხატოვანი
არანაირი ვიზუალური ეფექტი არ დამრჩენია და შესავსები კი არა ამ თვასაზრისით შესაქმნელი უნდა ყოფილიყო ზემოთ ნახსენები ლოგიკის მიხედვით
უბრალოდ ვიღებ სიზმრით ძალიან კონკრეტულ (!) მესიჯს და უმოკლეს დროში რეალისტური ხდება ინფორმაცია...


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:10 PM

ნონა

ციტატა
უბრალოდ ვიღებ სიზმრით ძალიან კონკრეტულ (!) მესიჯს და უმოკლეს დროში რეალისტური ხდება ინფორმაცია...

მაინც?
ინფორმაციას რა სახით იგებ თუ ვიზუალური არაა? სიტყვიერად?

თუ ეს ყველაფერი მართლა რეალობაა და თანაც რამდენჯერმე მომხდარა მაშინ ყველაზე უფრო თვალსაჩინო და რეალური რომელიც იყო ის ამიღწერე აბა დეტალურად.

პოსტის ავტორი: iobi თარიღი: Aug 10 2009, 03:12 PM

ჩემი ბაბუა რომ გარდაიცვალა ბებიაცემს გამოეცხადა უთხრა: ვერ წარმოიდგენ როგორი ძნელია აქ გასვლაო. საზვერეებს გულისხმობდა.
ასე რომ ხანდახან უნდა მივიღოთ სიზმრები მხოლოდ ხანდახან.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:20 PM

iobi

ციტატა
საზვერეებს გულისხმობდა.

არადა საზვერეები არ არის დოგმატური სწავლების ნაწილი.
არავინ იცის არსებობს თუ არა საზვერეები საფეხურებად, რომელიც თითო-თითოდ უნდა გაიარო, ეს "რუსული მართლმადიდებლობის" მონაპოვარია... smile.gif

P.S. მე ხანდახანაც არ მჯერა სიზმრების.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 03:24 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 03:10 PM) *

ნონა

მაინც?
ინფორმაციას რა სახით იგებ თუ ვიზუალური არაა? სიტყვიერად?

თუ ეს ყველაფერი მართლა რეალობაა და თანაც რამდენჯერმე მომხდარა მაშინ ყველაზე უფრო თვალსაჩინო და რეალური რომელიც იყო ის ამიღწერე აბა დეტალურად.



რა ვიცი, რა ვიცი გიორგი..
დარწმუნებული არ ვარ რომ ამის გაკეთება მინდა...

თან დაახლოებით იმასაც ვხვდები რასაც მიპასუხებ, შენ ხომ ყველაფერში მისი აღმატებულება ლოგიკისა და მეცნიერულად დამტკიცებული კვალის პოვნას ცდილობ... smile.gif smile.gif

სიზმართან და საერთოდ ქვეცნობიერის ცნობიერისკენ მოძრაობასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი სამეცნიეო კვლევა წამიკითხავს (სხვადასხვა ხარისხის დამაჯერებლობის) მაგრამ რამდენადაც ვიცი სიზმრის ის კატეგორია რომელიც მე მახასიათებს ამ დრომდე ღიად (სწორედ ამიტომაც ჩამუქებულად) დარჩენილი საკითხია huh.gif mellow.gif
(მართალია ყინელი ტვინით ვკითხლობ მაგრამ ასეთი დასკვნა კი გამოვიტანე და... ) biggrin.gif biggrin.gif


P.S. რასაც შენ სიზმართან დაკავშირებით წერდი ნაინას არც ეგაა დამტკიცებული უბრალოც სარწმუნოდ გამოიყურება ეგ ვერსია ბევრი სხვა მიზეზის გათვალისწინებით...
მათ შორის მეც ვნდობ მაგ თეორიას smile.gif
...ვინ იცის...

პოსტის ავტორი: iobi თარიღი: Aug 10 2009, 03:32 PM

სიზმრებიც კაი უბედურებაა მართლა. ერთხელ დამესიზმრა რარაც სეშინებული ვიყავი და მერე 7 მთავარანგელოზის სახელი ვახსენე და აღმოვაჩინე რო ვირაც მითვალტვალებდა. ვიღაც შავებში ჩაცმული უსახური არსება იყო წყლის ესინოდა და რავიცი რა მეტაკა და გავეკიდე. პირჯვარს ვსახავდი და ისიც გარბოდა მაღლა კიბეებზე მივდევდი და მზეც ამოვიდა. აქ კი ცუდად გახდა ხოლო მერე დავინახე როგორ უყურებდა ამ ყველაფერს მოშორებით მჯდომი თეთრი მტრედი.

ეეეეჰჰჰჰჰ რა უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია ჰა? და მაგის მაგვარი არც მინახია რამე იმ დღეს არც გამიკეთებია. თეთრი მტრედი კი იმიტო ჩამრცა თავში რო ჩემთან მოფრინდა ორჯერ თეთრი მტრედი. რა ბედნიერი ვიყავი. ახლა აღარ მოდის და გული მიკვდება.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:33 PM

ნონა

ციტატა
ლოგიკის

ციტატა
მეცნიერულად დამტკიცებული

დანარჩენი თავის მოტყუებაა yes.gif
შეიძლება 100%-იანი მტკიცებულებები არ გქონდეს, მაგრამ რაღაც რეალურობის კვალი და ლოგიკაც თუ არ იგრძნობა მაშინ ძალიანაც რომ მომინდეს ვერ დავიჯერებ, განა ჯინაზე არ დავიჯერებ, უბრალოდ ვერ დავიჯერებ.
ციტატა
რამდენადაც ვიცი სიზმრის ის კატეგორია რომელიც მე მახასიათებს ამ დრომდე ღიად (სწორედ ამიტომაც ჩამუქებულად) დარჩენილი საკითხია

რაღაც არა მგონია...
საერთოდ ცნობიერება არსებობს თუ არა ტვინის გარეშე არის კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემა. მიდის სიზმრების კვლევაც, სიზმრებზე უფრო მეტად NDE-ს კვლევა, რეინოლდსის შემთხვევა არის ყველაზე საიდუმლოებით მოცული, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სკეპტიკურია ყველაფერი - ცნობიერება ტვინის გარეშე არ არსებობს.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 03:34 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 03:20 PM) *

მე ხანდახანაც არ მჯერა სიზმრების.


მგონი აზრი მაინცადამაინც სწორად ვერ გადმოგეცი, რადგან ვვეჭვობ ვერ მიმიხვდი huh.gif
არც მე არ მჯერა გიორგი...
უბრალოდ ვნდობ მამაოს...
გამონაკლისის გარეშე ყოველთვის მირჩევს რომ გავითვალისწინო...

ჩემს შემთხვევაში სიტუაციაა ცოტა განსხვავებული...
მე და ჩემი ძმა ერთმანეთის აზრებს ხშირად ვკითხულობდით...
და უფრო ხშირად ის ახერხებდა ამას...
...

მე იმდენად უფანტაზიო სიზმრები, მაქვს რომ მისი გავლენის ქვეშ მოქცევა ნაკლებმოსალოდნელია.
უბრალოდ ვიმახსოვრებ
და
დავიწყებას ვერ ვასწრებ რომ მიცხადდება
smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:41 PM

ნონა

ციტატა
მე იმდენად უფანტაზიო სიზმრები, მაქვს რომ მისი გავლენის ქვეშ მოქცევა ნაკლებმოსალოდნელია.

You think so... smile.gif
ციტატა
დავიწყებას ვერ ვასწრებ რომ მიცხადდება

I don't think so... smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 03:48 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 03:33 PM) *

ნონა
დანარჩენი თავის მოტყუებაა yes.gif
რაღაც არა მგონია...
საერთოდ ცნობიერება არსებობს თუ არა ტვინის გარეშე არის კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემა. მიდის სიზმრების კვლევაც, სიზმრებზე უფრო მეტად NDE-ს კვლევა, რეინოლდსის შემთხვევა არის ყველაზე საიდუმლოებით მოცული, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სკეპტიკურია ყველაფერი - ცნობიერება ტვინის გარეშე არ არსებობს.



ნუ მცირედმორწმუნეობ გიორგი... biggrin.gif biggrin.gif
მეცნიერება დღეს ხსნის იმას რასაც თუნდაც ათეული წლის წინ მკითხავის თვალით უყურებდა და შენი ლოგიკით მაშინ რომ შეცდომის გზას გაუდგებოდი მგონი არ უნდა იყოს ჩემი მხრიდან არასწორი დასკნა no.gif
...

კლინიკურ სიკვდილზე საუბრობ თუ არ ვცდები ხო?
ჰოდა რაკი ჯერ სრულიად სამეცნიერო საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს ტვინისა და ცნობიერების დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის საკითხს შენ და მითუმეტეს მე რა გვეთქმის დამაჯერებლად ამაზე აბა?! smile.gif


ცნობიერება ტვინის გარეშე არ არსებობს

-1
არასაკმარისი არგუმენტების გამო
მოკრძალებით და პატივისცემით

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 03:55 PM

ნონა
მეტი არგუმენტაცია რაღა გინდა, ითიშება ტვინი და არაფერი არ გვახსოვს...

ვისაც მიაჩნია, რომ ცნობიერება ტვინის გარეშე არსებობს არგუმენტაცია სწორედ იმათ უნდა მოიყვანონ და მოყავთ კიდეც, მაგრამ ძალიან დაბალი დონის.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 04:07 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 03:55 PM) *

ნონა
მეტი არგუმენტაცია რაღა გინდა, ითიშება ტვინი და არაფერი არ გვახსოვს...

ვისაც მიაჩნია, რომ ცნობიერება ტვინის გარეშე არსებობს არგუმენტაცია სწორედ იმათ უნდა მოიყვანონ და მოყავთ კიდეც, მაგრამ ძალიან დაბალი დონის.



მე არაფერი არ მიმაჩნია გიორგი...
ამდენს არ ვფიქრობ... biggrin.gif
არც დიდი ინტერესით არ ვეკიდები მაგ საკითხს.
საღათას ძილით არ მძინავს მაგრამ ჩემთან სიმშვიდეა tongue.gif


P.S. პროფესიით რა ხართ გამარკვიეთ რა ღვთის გულისათვის... smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 10 2009, 04:21 PM

ნონა

ციტატა
პროფესიით რა ხართ გამარკვიეთ რა ღვთის გულისათვის...

ყოვლისმცოდნოლოგი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 04:29 PM

ციტატა( გიორგი @ Aug 10 2009, 04:21 PM) *

ყოვლისმცოდნოლოგი biggrin.gif



გიორგი შენი თამდაბლობა მკლავს biggrin.gif

არადა სერიოზული ტონით ვიკითხე

dry.gif


მათემატიკასთანაც მასე ახლობლობთ როგორც იმ თეორიებთან რომელსაც აქ გადავაწყდი შენი ავტორობით?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 10 2009, 04:30 PM

ნონა
ნონა თქვენ ქვემოთხსენებულმა ოFტავშიკმა აგიყოლიათ biggrin.gif
რისთვისაც, იუზერი გიორგი ორივეს გამო მიიღებს 20%-იან ვორნს და თემასგარეთა პოსტების შემთხვევაში ბანუკას.

ბეჭედი დაესვას!
პ.ს. აქ მე არ ვყოფილვარ მოდერი და რას ვიქადნები laugh.gif

ეხ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 04:34 PM

ohmy.gif
ჩემი ბრალი იყო sad.gif
მოდერ დაზოგეთ რა თუ შეიძლება და ჩემს მაგივრად მა ნუ მისცემ ვორნს...!

უმორჩილესად

და

აღარგანმეორების პირობით

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 10 2009, 04:41 PM

გიორგი

ციტატა
არავინ იცის არსებობს თუ არა საზვერეები საფეხურებად, რომელიც თითო-თითოდ უნდა გაიარო, ეს "რუსული მართლმადიდებლობის" მონაპოვარია...

ეს ნათქვამი არასწორია. შესაძლოა ვასილი ახლის ცხოვრების ის ვერსია რაც დღესაა ბგავრცელებული რუსული ცნობიერების მონაპოვარი იყოს, მაგრამ სწავლება საზვერეთა შესახებ, დავაზუსტებ ჰაერის მცველთა შესახებ, ეკლესიური სწავლებაა და ასე იოლად უარსაყოფი მე მგონი რომ არ არის. ყველაზე კარგად კი კირილე ალექსანდრიელს აქვს აღნიშნული კუთხით სწავლება, კირილე ალექსანდრიელი კი მოგეხსენებათ რა ფიგურაც არის ეკლესიის ისტორიაში. ასე რომ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 10 2009, 04:52 PM

afxazi
ამ თემას არ ეხება, მაგრამ მაინც ვიტყვი.

საეჭვო ისაა, რომ ბოროტს თითქოს აქვს ადამიანის განსჯის უფლება. ვინ ეკითხება სატანას, მე ვცოდე თუ არა? რა უფლება აქვს მას, ცოდვა გამახსენოს მე, ან დამსაჯოს მის გამო, ან არ მომცეს საშუალება, უფრო წინ გადავინაცვლო, იქნებ ერთი ისეთი კეთილი საქმე მაქვს, უფალი ყველაფერს მპატიობს?

ეს ცოტა დოგმატიკასთანაც მწყრალად მგონია, ძმა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 10 2009, 04:54 PM

კანონისტი

ციტატა
საეჭვო ისაა, რომ ბოროტს თითქოს აქვს ადამიანის განსჯის უფლება

ამაში გეწინააღმდეგება ვინმე?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 10 2009, 04:58 PM

afxazi
მაშ, ვინღაა ჰაერის მცველი და რა უფლება აქვს მას ჩვენზე სიკვდილის შემდეგ?

მპარაობის, სიძვის, მკვლელობის, ამპარტავნების, ნაყროვანების და სხვა ცოდვათა საზვერეები დოგმატურად გაუმართავი მეჩვენება.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 05:07 PM

დათ

შენი არგუმენტი -რა უფლება აქვს ბოროს, ცოდვა გამახსენოს მე, ან დამსაჯოს მის გამო - გასაგებია, მაგრამ როცა წმინდა ბერების ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე ვკითხულობ ხშირად მხვდება ისეთი მომენტები, როცა უფალი შეცოდების შემთხვევაში ბოროტს მის სულზე ხელწიფებას აძლევს.

და ბერული აზროვნებით ეს ნიშანია იმისა რომ უფალმა არ შეუნდო.


ნეტა გასაგებად თუ გითხარი ახლა რა შემთხვევებიც მაქვს მხედველობაში?! huh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 10 2009, 05:09 PM

ნონა
შენ კი თქვი გასაგებად, უბრალოდ ჩემი აზრი ვერ გაიგე biggrin.gif

მას არ აქვს ჩვენი განსჯის უფლება, შესაბამისად, განკითხვის პროცესი იქ არ უნდა მიდიოდეს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 10 2009, 05:11 PM

კანონისტი

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დამახინჯებულად გადმოცემული სწავლების გამო არ შეიძლება მთლიანად სწავლების უარყოფა

რა უფლება ქონდა ეშმაკს ადამიანის ცდუნებისა? ფაქტია მან აცდუნა ადამიანი და მისი მიზეზით დაეცა ცოდვით? არ შეეძლო უფალს ეს არ დაეშვა? ცხადია შეეძლო, მაგრამ ეს არ მოიმოქმედა რიგი მიზეზების გამო. ეშმაკს არანაირი უფლება არ გააჩნია არათუ ადამიანზე, არამედ უმცირეს ქმნილებაზეც კი (გაიხსენეთ რომ თვით ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი მაცხოვრისგან აიღეს მათ). მაგრამ მისი მოქმედება მაინც აშკარაა, რატომ? მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დაშვებით, მისი უზენაესი განგებულებით. ვიმეორებ რომ სულის გამოცდის შესახებ მრავალ ადგილას ვხვდებით საეკლესიო ლიტერატურაში, ადრეული საუკუნეებიდან, და ვერცერთი ვერ მეტყვით თუნდაც იმას, რომ კირილე ალექსანდრიელის სწავლება საზვერეთა შესახებ დაგმობილია ეკლესიის მიერ. ცხადია არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი სწორად იქნა გაგებული, კერძოდ ის რომ სული განიცდის ასე ვთქვათ გამოცდას (ცხადია იმაზე ვერ ვილაპარაკებთ რა ფორმით, იმიტომ რომ სულიერი სამყაროს შესახებ შეუძლებელია მატერიალური სიტყვით ილაპარაკო). უფალს ცხადია არაფერში ჭირდება ეს გამოცდა, მან წინასწარ კარგად უწყის ვინ ცხონდება და ვინ არა, არამედ ესაა კიდევ ერთხელ ვიმეორებ განგებულება ღვთისა ადამიანისთვის და თუ რა საჭიროა ეს გამოცდა, ეს ყოველივე კარგად აქვს ჩამოყალიბებული მარკოზ ეფესელს.

ეს ვრცელი თემაა და თან უადგილო ადგილას ვწერთ. თუ დრო მქონდა შევეცდები უფრო ვრცლად გადმოვცე საეკლესიო მოძღვრება საზვერეთა შესახებ, მაგრამ აქ ვიტყვი რომ ეს სწავლება რუსული აზროვნების მონაპოვარი არ არის და მას ადრეულ საუკუნეებში აქვს ფესვები. მისი სწორი განმარტება კი ვფიქრობ სასიცოცხლოა, მითუმეტეს იმ ფონზე როცა 180 გრადუსით საპირისპირო იქადაგება.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 10 2009, 05:20 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 10 2009, 05:09 PM) *

ნონა
შენ კი თქვი გასაგებად, უბრალოდ ჩემი აზრი ვერ გაიგე biggrin.gif

მას არ აქვს ჩვენი განსჯის უფლება, შესაბამისად, განკითხვის პროცესი იქ არ უნდა მიდიოდეს.



მგონი შენც ვერ გაიგე ჩემი ნათქვამი biggrin.gif

ბევრი ბერი შეცოდების მომენტში გარდაცვლილა და და სიკვდილისთანავე ასკვნიან (იცი ეს შენ როგორც ხდება) ხოლმე ბერები, რომ უფალმა არ შეუნდო.
არადა სულის განკითხვა ასე უცებ არ ხდება ხო..?

ვცდები? huh.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 12:14 PM

3 ღამეა ისთი სიზმრები მესიზმრება ბალიშზე თავის დადება მეშინია რა....
თან თითქოს ნაწილობრივ ახდა........

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 14 2009, 12:17 PM

მაშიკო

ციტატა
3 ღამეა ისთი სიზმრები მესიზმრება ბალიშზე თავის დადება მეშინია რა....

შენც უბალიშოდ დაიძინე. biggrin.gif
ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან თუ არ აჰყვები სიზმრებს და სულ მაგაზე თუ არ იფიქრებ უკეთესია.
ხან შეიძლება ისეთი საშინელება გესიზმროს რომ გული გაგისკდეს.
მაგრამ არაფერიც არ ახდეს მერე. kiss1.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 14 2009, 05:04 PM

ნაინა
უბალიშოდ დაძინება არ, მაგრამ ბალიშის გამოცვლაზე კი ვფიქრობ, ეგ ალბათ ცრურწმენებში უნდა დამეწერა ხოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 14 2009, 05:24 PM

ციტატა
თან თითქოს ნაწილობრივ ახდა........

ქვეცნობიერმა ლოგიკურად გათვალა და სიზმარში გააჟღერა biggrin.gif

ბებიაჩემმა კიდე იცოდა თქმა: წყალს გააყოლეო კოშმარებიო biggrin.gif

რაზე ნერვიულობ გვითხარი, იქნებ მაგის ბრალია? : ) 2kiss.gif

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Aug 20 2009, 08:18 PM

არ მჯერა სიზმრების

პოსტის ავტორი: tam_ooo თარიღი: Aug 28 2009, 05:31 PM

სიზმრის ახსნა ცრუ რწმენად მიმაჩნია,

ინტუიცია ხსჰირად მარტლდება ვიდრე სიზმარი

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Dec 5 2010, 08:11 AM

მე მჯერა სიზმრების მაგრამ არა ისე როგორც ამას "სიზმრების ახსნა" ამბობს. მე დიდი პატივს ვცემ სიზმარს. ბევრჯერ დამსიზმრებია ისეთი რამე რასაც ჩემი სიცოცხლე გადაურჩენია. რატოა სიზმრის პატივისცემა ცოდვა? ყველანი იმას ამბობს რო ღმერთი არ ჩამოვა, არ დაგენახება, არ მოვადა არ გეტყვის და თუ ასეა კაკარას სიზმარი ყოფილა ის საშუალება რითიც ღმერთ რაღაცას გეტყვის. გარდა ამისა განა ცოტა ფაქტი წერია ბიბლიაში როცა სიზმრად გამოეცხადა ვინმეს უფალი თუ ანგელოზი?

პოსტის ავტორი: Giorgi Dolidze თარიღი: Dec 20 2013, 04:02 PM

peritoniti გამოცხადება სხვა არის და სიზმარი კიდევ სხვა... სულ სხვადასხვაა ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.... მე მაგალითად ღამე როდესაც ვლოცულობ არანაირად აღარ მესიზმრება არაფერი მაგრამ როდესაც არა, მაშინ მესიზმრება ცუდი, ეშმაკის სიზმრები პირდაპირი გაგებით... მე არ მჯერა და რავიცი თქვენი )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 10:59 AM

"იოანე პეტრიწი აღწერს სიზმრის სამ სახეს, რომელთაგან პირველია წმინდა ძალის მიერ ნანახი სიზმარი, მეორე გახლავთ - ბოროტის ზეგავლენით ნანახი, მესამე კი - ყოველდღიური განცდებითა და სურვილებით აღმოცენებული ზმანება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 11:29 AM

„ზოგჯერ შეიძლება ჩვენი თხოვნითაც ვნახოთ სიზმარი, - როცა მძიმე გასაჭირში ვართ, უნდა ვთხოვოთ უფალს საქმის გადაწყვეტა გვაჩვენოს თვალნათლივ. შეისმენს რა ზენაარი ჩვენს თხოვნას, მოგვივლენს სიზმარ-ალეგორიას, რომლის მიხედვით უკვე ადვილად განვსაზღვრავთ, როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში“

/მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 03:11 PM

"ამგვარადვე წერს ღრმა ფსიქოლოგი, მამა ალექსანდრე ელჩანინოვი: "როდესაც ძილში ჩვენი ნორმალური ცხოვრება ქრება, ქრება კონტროლიც საკუთარ თავზე: როდესაც სავსებით გულწრფელნი ვართ და არაფრის სირცხვილი არა გვაქვს - მაშინ სიღრმეებიდან ჩვენი არსების ქვეცნობიერი პირველადი საფუძვლები ამოტივტივდებიან, შიშვლდებიან ყველაზე ძირეული პლასტები სულისა და ჩვენ ამ დროს უფრო მეტად წარმოვადგენთ იმას, რაც ვართ რეალურად. ჩვენი სიზრმებისთვის დამახასიათებელი სახეები, ჩვენებები, ზმანებები და შინაგანი მდგომარეობანი - ჩვენი ნამდვილი პიროვნების შეუბღალავი, შეუფარავი და ყველაზე მართალი გამოვლინებებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:21 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ მხოლოდ გულის სრულყოფილი განწმენდისას გახდება სიზმრები ნათელი და წმინდა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)