IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 14 15 16  
Reply to this topicStart new topic
> დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი...
marine
პოსტი Oct 20 2019, 10:21 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა არ ბერდება წლებით,
დედა, ანგელოზის დარი...
დედას არ უთვლიან ასაკს-
დედა,შეუცვლელი ქალი!..
ვერცხლი შეპარული თმებში,
შვილზე ლოცვაა და დარდი,
ჩუმად ნატარები შიში,
ღამის გატეხილი ლანდი...
შენ რომ არ გტკენოდა რამე,
მხრებზე დაიტია ტვირთი...
დღემდე შენახული თეთრად,
ძველი პერანგები ჩითის...
დედებს ყველაფერი ახსოვთ-
როდის ამოვიდა კბილი,
როდის დაუძახე "დედა"-
მოგონება სულზე ტკბილი.
შენი ნაბიჯები ფრთხილი,
მზერა გაყოლილი ლოცვად,
შენი საყვარელი ხილიც...
ამოლურჯებული ლოყაც...
დედებს ვერ ერევა წლები,
დედა-ქალზე მეტი ქალი!..
ტკბილად დაუკოცნეთ თმები,
გულს არ მიაკაროთ ბზარი....
დედა არ ბერდება წლებით,
დედა, ანგელოზის დარი...
დედებს არ უთვლიან ასაკს-
დედა, შეუცვლელი ქალი!

/ ია ნანეიშვილი /



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2019, 03:12 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

რა დამავიწყებს სულის იმ გვალვებს,
ყოფნა-არყოფნის უხუცეს კითხვას
და დედაჩემის სევდიან თვალებს,
სიკვდილის წინ რომ რაღაცა მითხრა...
რა დამავიწყებს იმ ბოლო სიტყვებს,
ან ცრემლებს - სულში უხმოდ ნაწვიმარს
და დედაჩემის მომღიმარ სახეს,
სიკვდილის წინ რომ სიკვდილს დასცინა...
რა დამავიწყებს...

***

იქნებ შენ მითხრა, რაიმე,
დილავ, ყელ-გულ-მკერდ-შვლიანო,
ჩვენი ლამაზი დედები
დღეს ლოგინს ვისთვის შლიანო?
ცრემლების ფარდებს თვალთაგან
დღეს ვისთვის ჩამოშლიანო?!
ღაწვს ვისთვის ჩაიკაწრავენ
და გლოვას არ მოშლიანო?
დედის გაშლილო ლოგინო
გნამავს ცრემლების წვიმაო,
ნეტავ მაგ ცრემლთა სურნელში
უჩუმრად ჩამაწვინაო...
განა არ იცით, რად მტანჯავთ
დარდებო, მაღალმთიანო,
დედის დაგებულ ლოგინში
ანგელოზები კრთიანო?!

/მურად მთვარელიძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2019, 04:58 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედებს, ჩვეულებრივ, სჩვევიათ შფოთვა, მუდმივად რჩევების მიცემა, ბევრი საუბარი, ლოცვა კი - არა. გამუდმებული რჩევები და მითითებები ძალიან ცუდია. არ არის საჭირო ბავშვებთან ბევრი საუბარი. სიტყვები ყურში შედის, ლოცვა კი - გულში. ლოცვა უნდა აღევლინებოდეს რწმენით, შფოთის გარეშე, მაგრამ საჭიროა კარგი მაგალითიც".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2019, 08:48 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ არაფერს მსაყვედურობ დედა,
შენ არასდროს გავიწყდები ტკბილო...
ზოგჯერ დარდის თქმას რომ ვერ გიბედავ
რამე ხომ არ გაწუხებსო შვილო...

თითქოს გიგრძნობს ეს სათუთი გული,
როდის მილხინს, როდის მიჭირს, მტკივა...
გავიზარდე, მაგრამ, ვერ გავდიდდი
ზოგჯერ დედი უსაშველოდ მცივა...

მე თუ დიდი სიყვარული ვიცი
შენგან ვიცი, შენ მასწავლე დედა!
შენ მასწავლე ერთგულების ფიცი,
ცხოვრებისგან იარების თმენა...

იმედი ხარ, ჩემი დიდი ძალა
სალოცავი, საფიცარი დედა!
რაც არ უნდა დაგიმალო სევდა,
ჩემს თვალებში შენ ყველაფერს ხედავ!

სამყარო ხარ, უსასრულოდ დიდი,
მე ბავშვი ვარ, სანამ მყავხარ, გხედავ!..
მენატრები! კილომეტრებს იქით,
მეგულები, მელოდები დედა!

შენს სიყვარულს სხვა ფერი აქვს დედა,
შენი კალთის, აკვნისფერი, თბილი...
შენ რომ მყავხარ, შიში არ მაქვს ქვეყნად,
ფეხქვეშ მიწაც ღრუბელია რბილი...

რამდენი რამ გადავლახეთ ერთად-
შენს ნაოჭებს ვენაცვალე დედა!
არასოდეს დამიბერდე დედა!
არასოდეს მიმატოვო დედა!

/ ია ნანეიშვილი /


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2019, 01:02 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო,
ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის"....

/ვაჟა ხორნაული/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2019, 04:35 PM
პოსტი #306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2019, 04:35 PM
პოსტი #307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგი შვილების არასდროს დასწამებენ ცილს საკუთარ დედას"

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2019, 05:21 PM
პოსტი #308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,597
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალო, გეთაყვა, ისე გააკეთე, რომ სიკვდილის შემდეგ მთელი ჩვენი ოჯახი ერთად ვიყოთ. დედისთვის უჩვენოდ სამოთხეც ჯოჯოხეთი იქნება"

"ბიჭი პირველ აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. მერე დედამ ჰკითხა: "რა გითხრა მღვდელმა?" "დედაშენი თუ გიყვარსო". "შენ რა უთხარი?" "არა-მეთქი", - უპასუხა პატიოსნად შვილმა. დედა დაიბნა, ეს სახეზე აღებეჭდა. შვილმა კი განუმარტა: "მე ხომ შენ ხშირად არ გიჯერებ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2019 - 02:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი