IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი, გთხოვთ შემოდით რა ძალიან გთხოვთ რაგდან დავიბენი და.....
Zukazuka314
პოსტი Mar 8 2015, 06:39 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 229
რეგისტრ.: 8-March 15
წევრი № 14,036



გამარჯობა, გთხოვთ პასუხი მინდა რელიგიური და სწორი და არა პიროვნული აზრი ანუ თქვენ როგორ გგონიათ...

რატომ ხვდებოდნენ ძველი აღთქმის ხალხი ჯოჯოხეთში როდესაც თვით ღმერთს ესაუბრებოდნენ: მოსე, ნოე, აბაამი... რომელიმე ვჯობნივართ რამით მაათთ ისინი რელიგიურად ცხოვრობდნენ, რომელი შევედრებით აბრაამს სიკეთის კეთებაში და რელიგიურ ერთგულებაში? ..... და გთხოვთ მითხარით პასუხები მინდა უფრო მორწმუნესგან და ერლიგიური ხალხისგან ან "დალინკეთ" საიტებზე განთავსებული ფაილები ან "იუთუბზე" დანადები ვიდეოები....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sanfol
პოსტი Mar 10 2015, 06:20 PM
პოსტი #2


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
გიორგი შენ ნებაში რო არ ერევა ღმერთი ეს გაკმაყოფილებს? ვიღაცამ იცის რა მოხდება წინასწარ და უინტერესოა მისთვის შენი ცხოვრება ქათამივით ხარ რომელსაც აჭმევენ და ბოლოს დაკლავენ, მას არჩევანი აქვს ან გაიქცეს ან დარჩეს და დაიკლას თავი, ან თავისი სიკვდილით მოკვდეს 3 არჩევანია, ადამიანში კიდევ შეიძლება რამდენიმე იყოს ბოლო რა აქვს ამ არჩევანებს ღმერთმა იცის ცხოვრებას ვგულისხმობ ოღონდ, რაღაცას გააკეთებ მაგას მოყვება რაღაცა, მერ კიდე იმას რაღაც და მოკლედ ბოლო არ უჩანს ამ ყველაფერს ყველაფერი არის განსაზღვრული, თუ ფიზიკა კარგად იცი ზუსტად დაადგენ როგორ უნდა ითამაშო რომ მოიგო ბილიარდში ყველაფერს წინასწარ თვლი და ის ხდება, ეს ადამიანურზე და წარმოიდგინე ღმერთმა რამდენი იცის, ყველა ნივთის თუ გადაწყვეტილების თვისება იცის რას რა მოყვება რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო?

წარმოიდგინე ქრისტემ იუდა აირჩია და იცოდა რომ ის გასცემდა, ხო იცოდა? რატომ აირჩია? რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით?? შენ რომ იცოდე რომ შენი შვილი თავს მოიკლავს არ ეტყვი გაჩერდი შვილო არ მოიკლა თავიო? შენი ნება რო არ შეილახოს ეს საკმარისია ბედნიერებისთვის შენი აზრით? როგორ გინდა ბედნიერი იყოს ღმერთი როცა წინასწარ იცის რა მოხდება? და რა არის ეს წინასწარ სადაა დასასრული? აბსოლუტურად დაუსაბამობაში ვვარდებით სადაც აბსოლუტურად ჩვენ მივდივართ მარტო წინ ღმერთი კიდე ვერაფერს აკეთებს უმოქმედობაშია ცალკე მდგომია თითქოს, მარტო ჩვენთვისაა ეს სამყარო? რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 10 2015, 09:01 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



sanfol

არასწორი წარმოდგენა გაქვს ღმერთზე, როცა მის განზრახვებს ადამიანური განზომილებებით აფასებ:

ციტატა
რითი გინდა რომ ღმერთი დააინტერესო და ბედნიერება შემატო?


ღმერთი არის სრულყოფილი სიყვარული ყველას მიმართ, მას არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება. იგი არ იქნება მეტად ბედნიერი ან ნაკლებად ბედნიერი. იგი თავად არის ბედნიერება თანაც სრულყოფილი (აბსოლუტური)
ციტატა

რა მიზანია აქვს ღმერთს რითი ერთობა ყველაფერი რო იცის რა სიამოვნებას ღებულობს ამ ყველაფრით ამ სამყაროთი ამ ადამიანებით ამ ანგელოზებით??... რითი ერთობა ღმერთი რითი იღებს სიხარულს?


შენ ფიქრობ, რომ ღმერთმა სამყარო გასართობად შექმნა??? ან სიამოვნების მისაღებად. შენ ღმერთს აფასებ ადამიანური კატეგორიებით, რაც ძალიან მძიმე შეცდომაა, გარდა ამისა, მგონი აჯობებს მეტი კრძალულება გამოვიჩინოთ.

რაც შეეხება შენს მიერ დასმულ საკითხს, ეს ძალიან რთული თემაა და მოითხოვს ფრთხილ მიდგომას. პირველ რიგში, უნდა ითქვას ეკლესიურ სწავლებაში არის საკითხები, რომელიც არ არის ბოლომდე გაცხადებული ჩვენთვის. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას უკავშირდება და არ არის აუცილებელი ცხონებისათვის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ეკლესიის მიზანი - ეს არის ადამიანის ცხონების გზის ჩვენება და ამ გზაზე მისი ტარება. აი ამ ნაწილში კი ეკლესიას აქვს პასუხი ყველა კითხვაზე თუ რა არის საჭირო ცხონებისათვის. როგორც ვთქვი, დანარცენი სხვა საკითხებზე პასუხი არ ემსახურება ცხონების მიზანს, არამედ ემსახურება კირკიმალობას და ცნობისმყოყვარების დაკმაყოფილებას - სწორედ ამიტომაც ამ საკითხებზე ცალსახა პასუხები (დოგმატურ დონეზე) ეკლესიაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოსაზრებები, რომელიც გამომდინარეობს საღვთო ბუნების ანალიზიდან.

ასე მაგალითად, ჩვენ ვიცით ღმერთის ყველაზე უჩვეულო და სხვა რელიგიებში არ გაგონილი განსაზღვრება, რომელიც მხოლოდ ქრისტიანობაში: ღმერთი არის სიყვარული. სხვაგან სახარება ამბობს:
ციტატა
„ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16) - See more at: http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistole...h.DL3fHQb9.dpuf


მაცხოვარმა ჩვენმა ეს სიყვარული დაამტკიცა საქმით, როცა ნებაყოფლობით დაიმდაბლა თავი, გარდამოხდა ზეცით, განკაცდა, ადამიანთა მიერ შეგინებული, საშინლად ნაცემი, ნაფურთხები, შეურაცხყოფილი იქმნა, ჯვარს ეცვა, დაიფლა, აღსდგა და ამაღლდა და დაცემულ ადამიანს კვლავ გაუღო სასუფევლის კარი.

ეს არის ნამდვილი სიყვარული, ხოლო რასაც შენ ამბობ, რა უხარია, რითი ერთობა თავის თავში გულისხმობს ერთგვარ ეგოიზმს (რომ მე გავერთო სხვის ხარჯზე) (ნუ იყოფინ), რაც სრულიად მიუღებელია ნამდვილი სიყვარულისათვის ანუ ღმერთის თვისება არ არის და არც შეიძლება იყოს, რაც როგორც ითქვა დასტურდება ჩვენი მაცხოვრის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით.

სამაგიეროდ სიყვარულს აქვს ერთი უცნაური თვისება (ეგოიზმის საპირისპიროდ), რომ როცა შენ გაქვს ბედნიერება გინდა ვიღაცას გაუზიარო, რომ ისიც ბედნიერი იყოს. აი ეს შეიძლება იყოს ღმერთი/სიყვარულის მიერ სამყაროს შექმნის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ის სიყვარულისა და ბედნიერების სისავსე რაც ღმერთს გააჩნია მისცეს სხვა არსებებს, რადგან ისინიც ბედნიერნი იყვნენ.

მაგრამ ალბათ შენ გაგიჩნდება კითხვა - რა ბედნიერებაზეა საუბარი იუდას ან სხვა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ჯოჯოხეთში მოხვდნენ და საუკუნო ტანჯვაში არიან??? მათ რა ეშველებათ???
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არის, რადგან ეს არის დაფარული საიდუმლო, თუმცა გამოთქმულია აზრი (კერძო აზრი), რომ ჯოჯოხეთიც კი ღვთის განგებულების ნაწილია და საბოლოო ჯამში ისიც ემსახურება იმ მიზანს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უკანასკნელი აზრი არ არის ეკლესიის დოგმატური სწავლება და ეკლესია გვირცევს მოვერიდოთ ამ ჩხირკედელაობისაგან.

აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი კაცობრივი გონება არის შეზღუდული აქაური, მიწიერი განზომილებებით, არადა გვაქვს ამბიცია, რომ ზუსტად ვიცოდეთ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და ყველა საღმრთო ჩანაფიქრები, რაც ობიექტურად შეუძლებელია ჩვენი გონებისათვის. ამიტომ სანფოლ, ეკლესია გვირჩევს შევეგუოთ იმას, რომ არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც არ არის გახსნილი და გაცხადებული ეკლესიის წიაღში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ არის გახსნილი იმიტომ, რომ არ არის საჭირო ჩვენი ცხონებისათვის (ალბათ პირიქით, შეიძლება დამღვუპელიც იყოს). დავკმაყოფილდეთ იმას, რომ გვქონდეს გარკვეული კერძო აზრი და საბოლოო ჯამში მივენდოთ ღმერთის, რომელიც სიყვარულია (და არა გართობა, ღმერთმა შეგვინდოს), უსაზღვრო და უკუდეგანო მოწყალებას და ჩვენს მიმართ გაკეთებულ თავგანწირვას და ვენდოთ მას იმაში, რაც ჩვენთვის არ არის გაცხადებული.

ღმერთი სიყვარულია და უნდა გვწამდეს, რომ შესაბამისად, თითოეული ადამიანის ბედი საბოლოო ჯამში იქნება მაქსიმალურად საუკეთესო მისთვის, თუმცა ამ საუკეთესოს მიღწევისათვის შესაძლებელია ბევრი ტანჯვა/წამების გავლაც გახდეს საჭირო.

აი ასე ვფიქრობ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Zukazuka314   ძველი აღთქმის "წინასწარმეტყველები" და ხალხი   Mar 8 2015, 06:39 PM
G_saxva   იმიტომ რომ მაშინ ს...   Mar 9 2015, 09:22 AM
sanfol   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 12:22 PM
Zukazuka314   Zukazuka314 G_saxva მეც მომისმ...   Mar 10 2015, 11:57 PM
G_saxva   sanfol რა სად მოგმისმე...   Mar 10 2015, 02:13 PM
sanfol   G_saxva მე იგავს ვგულის...   Mar 10 2015, 02:17 PM
G_saxva   sanfol საერთოდ მაცხოვ...   Mar 10 2015, 02:26 PM
sanfol   G_saxva მაგ იგავზე მთელ...   Mar 10 2015, 02:32 PM
G_saxva   sanfol საერთოდ დაკვირვ...   Mar 10 2015, 03:10 PM
sanfol   G_saxva გიორგი 2 აზრი არ...   Mar 10 2015, 03:19 PM
G_saxva   sanfol რა მოველნე აიხს...   Mar 10 2015, 03:34 PM
sanfol   G_saxva ეგ იგავი მგონი ი...   Mar 10 2015, 04:00 PM
G_saxva   sanfol მე არ მითქვამს რ...   Mar 10 2015, 04:09 PM
sanfol   G_saxva ახლა რო სამოთხე...   Mar 10 2015, 05:20 PM
G_saxva   sanfol ისევ რაღაც კაბა...   Mar 10 2015, 06:04 PM
sanfol   G_saxva გიორგი შენ ნება...   Mar 10 2015, 06:20 PM
damiane80   sanfol არასწორი წარმო...   Mar 10 2015, 09:01 PM
sanfol   damiane80 მადლობა, მაგრა...   Mar 10 2015, 09:48 PM
Zukazuka314   აუ გააგრძელეთ რა ი...   Mar 11 2015, 12:52 AM
sanfol   Zukazuka314 ხო მარა თუ იცი...   Mar 11 2015, 10:49 AM
G_saxva   Zukazuka314 არა ჯოჯოხეთში...   Mar 11 2015, 10:56 AM
sanfol   G_saxva ძალიან კარგია თ...   Mar 11 2015, 11:39 AM
G_saxva   sanfol ღმერთი სიყვარუ...   Mar 11 2015, 12:04 PM
Zukazuka314   [b]sanfol ღმერთი სიყვარ...   Mar 11 2015, 04:33 PM
sanfol   G_saxva ადამიანის შექმ...   Mar 11 2015, 12:17 PM
damiane80   Zukazuka314 sanfol ჩემო მეგობ...   Mar 11 2015, 02:01 PM
G_saxva   sanfol მეტი ვერნარიად ...   Mar 11 2015, 03:37 PM
sanfol   G_saxva არასწორად მსჯე...   Mar 11 2015, 04:45 PM
damiane80   sanfol რუსული თუ იცი??? რ...   Mar 11 2015, 05:01 PM
Zukazuka314   აი ვამბობ არა რომ ...   Mar 11 2015, 05:08 PM
sanfol   damiane80 კი მარა ქართულ...   Mar 11 2015, 05:12 PM
Zukazuka314   შეილება მართალი ხ...   Mar 11 2015, 05:14 PM
damiane80   ხო ეგ რატქმაუნდა მ...   Mar 11 2015, 05:57 PM
sanfol   Zukazuka314 მარა აქ კიდევ ...   Mar 11 2015, 05:24 PM
damiane80   რა გითხრა, გააჩნია...   Mar 11 2015, 05:35 PM
sanfol   damiane80 მითხარი წავიკ...   Mar 11 2015, 05:50 PM
damiane80   [b]damiane80 მითხარი წავი...   Mar 11 2015, 06:21 PM
G_saxva   sanfol განსაზღვრაზე მ...   Mar 11 2015, 06:03 PM
sanfol   G_saxva არ ვიცი ეტყობა ...   Mar 11 2015, 06:31 PM
Zukazuka314   არა ეგ არ არის სწო...   Mar 11 2015, 06:44 PM
sanfol   Zukazuka314 ძველ ქართულად ...   Mar 11 2015, 06:56 PM
Zukazuka314   მაგალითი ცუდია ძა...   Mar 11 2015, 07:10 PM
sanfol   Zukazuka314 ეს უბრალოდ მა...   Mar 11 2015, 07:16 PM
Zukazuka314   ცუდია რომ რუსული ა...   Mar 11 2015, 07:19 PM
sanfol   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:29 PM
Zukazuka314   აუ ვერც მე გავიგე გ...   Mar 11 2015, 07:42 PM
Zukazuka314   მართალია საჭიროა ...   Mar 11 2015, 07:36 PM
sanfol   Zukazuka314 კი ვიცი მოსმე...   Mar 11 2015, 07:39 PM
sanfol   Zukazuka314 მე რაც დავწერ...   Mar 11 2015, 07:47 PM
Zukazuka314   ერთი გთხოვთ ძალია...   Mar 11 2015, 07:55 PM
sanfol   Zukazuka314 ანტიქრისტეც ი...   Mar 11 2015, 08:04 PM
Zukazuka314   ანტიქრისტე კიარა ე...   Mar 11 2015, 08:19 PM
sanfol   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვარ...   Mar 11 2015, 08:30 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ჩვენ იმაში ვა...   Mar 11 2015, 08:59 PM
sanfol   დავუბრუნდეთ თემას:...   Mar 11 2015, 08:44 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:17 PM
Zukazuka314   დავუბრუნდეთ თემას...   Mar 11 2015, 09:25 PM
sanfol   Zukazuka314 18 ხო ალბათ მას...   Mar 11 2015, 09:20 PM
sanfol   Zukazuka314 მართალი ხარ არ...   Mar 11 2015, 09:37 PM
Zukazuka314   ისე წმინდა მამებზე...   Mar 11 2015, 10:33 PM
sanfol   Zukazuka314 მასეც არაა აუ...   Mar 11 2015, 10:46 PM
Zukazuka314   და კიდევ რატომ გინ...   Mar 11 2015, 10:46 PM
G_saxva   sanfol მეც დაგისვამ კი...   Mar 12 2015, 09:44 AM
damiane80   sanfol წმინდა წერილი ...   Mar 12 2015, 10:59 AM
sanfol   Zukazuka314 ყველა კითხვაზ...   Mar 12 2015, 11:40 AM
sanfol   ასევე არსებობს გამ...   Mar 12 2015, 11:52 AM
G_saxva   sanfol ასე რთულია ჩემი ...   Mar 12 2015, 11:55 AM
sanfol   damiane80 :D:D:D ხო მე მეშინ...   Mar 12 2015, 12:02 PM
damiane80   მასე რომ ვფიქრობდ...   Mar 12 2015, 12:20 PM
G_saxva   sanfol საერთოდ ის ფრაზ...   Mar 12 2015, 12:23 PM
sanfol   damiane80 რამდენიმე ყოფ...   Mar 12 2015, 12:52 PM
G_saxva   sanfol sanfol ზუსტად მაგაზ...   Mar 12 2015, 01:41 PM
Zukazuka314   რატო მე უბრალოთ შე...   Mar 12 2015, 08:22 PM
Zukazuka314   ვერ გაიგეეეეე? დე...   Mar 12 2015, 08:35 PM
sanfol   G_saxva კაი იყოს დამოკი...   Mar 12 2015, 11:55 PM
sanfol   Zukazuka314 ზეციურს ვერ დ...   Mar 13 2015, 12:05 AM
G_saxva   sanfol ზუსტად ეგ არის რ...   Mar 13 2015, 09:31 AM
sanfol   G_saxva კარგი მადლობა ...   Mar 13 2015, 11:12 AM
G_saxva   sanfol დაახლოებით ეგრ...   Mar 13 2015, 11:31 AM
sanfol   G_saxva მაგ წინადადება...   Mar 13 2015, 11:45 AM
G_saxva   sanfol კარგი ამ წინადა...   Mar 13 2015, 12:39 PM
sanfol   G_saxva როგორც წმინდა ი...   Mar 13 2015, 12:59 PM
G_saxva   sanfol მაგის თქმა მინდ...   Mar 13 2015, 01:40 PM
sanfol   G_saxva მივხვდი მადლობ...   Mar 13 2015, 02:53 PM
Zukazuka314   ცეცხლის მდინარე    ...   Mar 13 2015, 09:18 PM
Zukazuka314   გორიცაა: მარადიულო...   Mar 14 2015, 12:28 AM
G_saxva   Zukazuka314 შენ თუ წაიკითხ...   Mar 14 2015, 01:09 AM
A.V.M   Zukazuka314 ემოციები და მთ...   Mar 14 2015, 01:18 AM
sanfol   საოცარი ჭეშმარიტ...   Mar 14 2015, 01:40 AM
Zukazuka314   და დასწვავს ყველას...   Mar 14 2015, 01:56 AM
A.V.M   Zukazuka314 . მოდი უფრო გავ...   Mar 14 2015, 02:25 AM
sanfol   A.V.M ყოჩაღ გურამ მაგა...   Mar 14 2015, 02:37 AM
A.V.M   როგორც ერთი შეხედ...   Mar 14 2015, 02:46 AM
A.V.M   Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმო...   Mar 14 2015, 03:04 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 31. თუ მე ვმოწმ...   Mar 14 2015, 06:24 PM
sanfol   A.V.M გიორგიმ მითხრა ...   Mar 14 2015, 09:49 AM
A.V.M   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 01:46 AM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:41 PM
Zukazuka314   Zukazuka314 რა ვერ გაიგე კ...   Mar 15 2015, 02:58 PM
Zukazuka314   1ტიმოთ.2:5 „ვინაიდან ...   Mar 16 2015, 01:06 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 01:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი