IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია ხატმებრძოლობას შეაჩვენებს!
მნათე
პოსტი Dec 11 2006, 08:00 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



როგორ შეაჩვენებს
მართლმადიდებელი ეკლესია ხატმებრძოლებს



ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კონსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა

ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძვათა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:

რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტE და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი, ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინასწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან, არცა ერთობასა მას ეკლესიისასა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით იუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა, რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტისა მას წვალებასა შინა დაადგრენ, შეჩუენებულმცა არიან.

ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.

წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე, რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.

ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულმც არიან.

კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.

რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.

რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.

რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.

ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს წმიდანო ღმრთისანო, ამენ.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 12 2006, 06:29 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Α Ν Α Θ Ε Μ Α !!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 02:00 PM
პოსტი #3


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



შეიძლება ამ საკითხს მთლად არ ეხება, მაგრამ მთელს სახარებაში იესო ქრისტეს უნაყოფო ლეღვის გარდა არავინ დაუწყევლია ....როგორც მახსოვს....
მისი სწავლება იყო: დალოცეთ თქვენი მაწყევრები..გიყვარდეთ თქვენი მტრები....ჯვარზე მყოფი, ტანჯვაში მყოფიც კი თავის მტრებს პატიობდა... "მიუტევე მამავ, რამეთუ არ იციან რას იქმან"
ნებისმიერი სახის წყევლა არის არა ქრისტიანული, არაღვთიური....მნიშვნელობა არა აქვს ვინ დაიწყევლება საერო- თუ სასულიერო პირი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 8 2007, 02:29 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa
ციტატა
მისი სწავლება იყო: დალოცეთ თქვენი მაწყევრები..გიყვარდეთ თქვენი მტრები....ჯვარზე მყოფი, ტანჯვაში მყოფიც კი თავის მტრებს პატიობდა...

მართალი ხარ, მაგრამ:

1. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ჩვენ მტრებს, მაგრამ უფლის მტრების პატიების უფლება ჩვენ არ გვაქვს, ეს მხოლოდ უფალსვე ძალუძს

2. ანათემა არ არის დაწყევლა. დაწყევლა არის ლოცვის ანტიპოდი და წარმოადგენს ადამიანისათვის ბოროტი სურვილების გამოთქმას. ანათემა კი არის ეკლესიის მიერ შესრულებული აქტი, რითიც მტკიცდება, რომ ანათემიზირებულმა უარყო მართლმადიდებლობა და იგი აღარ უნდა იწოდებოდეს წმიდა ეკლესიის წევრად. ანათემა არ არის სასჯელი, იგი არის ფაქტის კონსტანტაცია, ანუ დადასტურება იმისა, რაც ანათემას გადაცემულმა ადამიანმა ჩაიდინა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 02:38 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ჩვენ უნდა ვაპატიოთ ჩვენ მტრებს, მაგრამ უფლის მტრების პატიების უფლება ჩვენ არ გვაქვს, ეს მხოლოდ უფალსვე ძალუძს

ვერანაირად ვერ დაგეტანხმები..
ეს რაც შენ ტქვი მაპატიე, მაგრამ არა სახარებისეულია, არაქრისტესეულია...
აბა ჯვარზე რომ აკრავდნენ მაცხოვარს ის ხალხი ვისი მტრები იყვნენ?

თუმცაღა ერთია ქრისტეს სწავლება და მეორე -ვინ რა დაადგინა...

ვერ დავეთანხმები ვერც ერთ დადგენილებას, რაც ქრისტეს სწავლებასტან წინააღმდეგობაში მოდის...

მე არა მგონია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იზიარებდეს ვინმეს დაწყევლას...

დანარჩენზე კომენტარს არ ვაკეთებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 8 2007, 02:43 PM
პოსტი #6


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(glaxa @ Jan 8 2007, 01:38 PM) *

კანონისტი

ვერანაირად ვერ დაგეტანხმები..
ეს რაც შენ ტქვი მაპატიე, მაგრამ არა სახარებისეულია, არაქრისტესეულია...
აბა ჯვარზე რომ აკრავდნენ მაცხოვარს ის ხალხი ვისი მტრები იყვნენ?

თუმცაღა ერთია ქრისტეს სწავლება და მეორე -ვინ რა დაადგინა...

ვერ დავეთანხმები ვერც ერთ დადგენილებას, რაც ქრისტეს სწავლებასტან წინააღმდეგობაში მოდის...

მე არა მგონია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იზიარებდეს ვინმეს დაწყევლას...

დანარჩენზე კომენტარს არ ვაკეთებ

გასაგებია მაგრამ შეკვრის და განხსნის უფლება რატომ მისცა ეკლესიის მსახურთ?
აქ სწორედ დაწყევლა შეკვრა არის ,რომ რამდენიმე აკრეფილმა სხვებიც არ დაღუპოს და წაიყოლოს.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 02:45 PM
პოსტი #7


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



usgar
ციტატა
გასაგებია მაგრამ შეკვრის და განხსნის უფლება რატომ მისცა ეკლესიის მსახურთ?
აქ სწორედ დაწყევლა შეკვრა არის ,რომ რამდენიმე აკრეფილმა სხვებიც არ დაღუპოს და წაიყოლოს.

რატომ გგონია მასზე რომ სეკვრა დაწყევლაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 8 2007, 02:47 PM
პოსტი #8


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(glaxa @ Jan 8 2007, 01:45 PM) *

usgar

რატომ გგონია მასზე რომ სეკვრა დაწყევლაა?

მართალია ეგ ტერმინი საერთოდ რატო იხმარეთ/კრულნი არიან და შეჩვენებულო არ წერია?
ჯადოქრები იწყევლებიან როგორც ვიცი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 02:49 PM
პოსტი #9


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



usgar
მნატეს გზავნილი წავიკითხე ზემოთ ხატმებვრძოლების წინააღმდეგ...

განა წყეულიმც იყოს..დაწყევლილი იყოს არ ნიშნავს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 8 2007, 02:56 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa
ციტატა
ვერანაირად ვერ დაგეტანხმები..
ეს რაც შენ ტქვი მაპატიე, მაგრამ არა სახარებისეულია, არაქრისტესეულია...

რა არის არაქრისტიანული? სახარების სულს ეთანადება, შეიძლება ზუსტი ციტატის მოყვანა გაჭირდეს, მაგრამ ხომ გარკვევით ბრძანებს საღმრთო მოციქული, რომ ყოველივე რაც უფალმა ბრძანა და ქმნა, რომ აღგვეწერა, მსოფლიოს წიგნები ვერ დაიტევდაო. ეს თავისთავად გულისხმობს ეკლესიაში პარალელური ცოდნის არსებობას, რომელიც, მართალია სახარებაში არ არის აღწერილი, მაგრამ ჭეშმარიტად უფლის მიერაა ნათქვამი და წმიდა წერილის სულისკვეთებისაა.

ჩვენ ვისაუბრეთ მსგავს საკითხებზე და როგორც მახსოვს შენ "წმიდა გარდამოცემას" პრინციპულად გამორიცხავ, მის გარეშე კი მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს...

ციტატა
მე არა მგონია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი იზიარებდეს ვინმეს დაწყევლას...

არც მე. დაწყევლა ეშმაკთან ზიარებაა როგორც წესი (თუმცა გამონაკლისი იგივე შენ მიერ მოყვანილი შემთხვევაცაა და დავითის ზოგიერთი ფსალმუნიც (გასაკუთრებით 108-ე)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 03:03 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ჩვენ ვისაუბრეთ მსგავს საკითხებზე და როგორც მახსოვს შენ "წმიდა გარდამოცემას" პრინციპულად გამორიცხავ, მის გარეშე კი მართლმადიდებელი ეკლესია არ არსებობს...


სხვათა შორის რომ ვიკითხე არსებობს თუ არა ეს გარდამოცემა...? პასუხი მივირე რომ ეს თურმე ზეპირად არის შემორჩენილი ...
კი ბატონო მაგრამ ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის გარდამოცემანი, რაც ეკლესიის მამებმა დატოვეს შეუცვლელად მოვიდა ჩვენამდე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 8 2007, 03:09 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa
ციტატა
სხვათა შორის რომ ვიკითხე არსებობს თუ არა ეს გარდამოცემა...? პასუხი მივირე რომ ეს თურმე ზეპირად არის შემორჩენილი ...
კი ბატონო მაგრამ ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის გარდამოცემანი, რაც ეკლესიის მამებმა დატოვეს შეუცვლელად მოვიდა ჩვენამდე?

ჯერ ერთი არამხოლოდ. მოციქულთა კანონები (85 კანონი), ასევე მსოფლიო კრებების მიერ დადგენილი დოგმატური საკითხები ეფუძნებოდა გარდამოცემას, ამდენად დღეს უკვე დაწერილი სახე აქვს.

რაც შეეხება გარანტიას, მგონი არც იმის გარანტიაა 100%-იანი (დოკუმენტურად ვგულისხმობ), რომ სახარება საერთოდ მოციქულებმა დაწერეს. ჩვენ გვწამს მხოლოდ იგი...

სახარების გახსენებაზე. იგივე ის 4 სახარება, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და რომლიდანაც მოითხოვ ხოლმე ასე დაჟინებით ციტატებს wink.gif დამტკიცებულია მსოფლიო კრების მიერ. თორემ ხომ ვიცით, რომ არსებობს სხვა ე.წ. "აპოკრიფული" სახარებებიც. და რა გარანტია გაქვს (შენი სიტყვები რომ გავიმეორო), რომ მაინცდამაინც ეს 4 სახარება გამოხატავს ჭეშმარიტებას და რაც მთავარია ზუსტი აღმწერია მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებისა? 4 სახარების აღიარებით თავადვე მიხვალ მსოფლიო კრებების სულიწმიდის მადლით მოქმედების და შესაბამისად, წმიდა გარდამოცემის აღიარებამდე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 8 2007, 03:17 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგრამ უფლის მტრების პატიების უფლება ჩვენ არ გვაქვს


მარტივ შეკითხვას დაგისვამ: ეშმაკის პატიების უფლება გვაქვს? wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 03:24 PM
პოსტი #14


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
სახარების გახსენებაზე. იგივე ის 4 სახარება, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და რომლიდანაც მოითხოვ ხოლმე ასე დაჟინებით ციტატებს დამტკიცებულია მსოფლიო კრების მიერ. თორემ ხომ ვიცით, რომ არსებობს სხვა ე.წ. "აპოკრიფული" სახარებებიც. და რა გარანტია გაქვს (შენი სიტყვები რომ გავიმეორო), რომ მაინცდამაინც ეს 4 სახარება გამოხატავს ჭეშმარიტებას და რაც მთავარია ზუსტი აღმწერია მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებისა?

კი ბატონო მაგრამ იუდას და თომას სახარება (რაც მე მინახავს) ნამდვილად ცრუ სწავლება..
100% იან გარანტიას ვერავინ ვერაფერსი ვერ მოგცემს, მაგრამ საუკუნეების უწინ დაწერული დღემდე მოსული ქრისტეს სწავლება და ზეპირად მოსული გარდამოცემა ცოტა სხვა რამეა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 8 2007, 03:29 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კი ბატონო მაგრამ იუდას და თომას სახარება (რაც მე მინახავს) ნამდვილად ცრუ სწავლება..


შენ ამას კანონიკურ სახარებასთან შედარებისას ამბობ wink.gif აბა რა იცი რომ ცრუა? wink.gif

ციტატა
100% იან გარანტიას ვერავინ ვერაფერსი ვერ მოგცემს, მაგრამ საუკუნეების უწინ დაწერული დღემდე მოსული ქრისტეს სწავლება და ზეპირად მოსული გარდამოცემა ცოტა სხვა რამეა...


ლოგიკა-არსებობს ასეთი თეზაც MON CHER laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 8 2007, 03:48 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ციტატა
კი ბატონო მაგრამ იუდას და თომას სახარება (რაც მე მინახავს) ნამდვილად ცრუ სწავლება..


შენ ამას კანონიკურ სახარებასთან შედარებისას ამბობ აბა რა იცი რომ ცრუა?

იუდას და თომას სახარება ცრუ იმიტომაცაა რომ რაც კანონიკური და სწორი იყო შვიდ მსოფლიო კრებაზე და წმინდა მამათა მიერ იქნა დადგენილი

როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

- ანათემა ადამიანის წმ. ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმ. ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას. ასეთ დროს ანათემა წმ. ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმ. ეკლესიის წიაღში დაბრუნება).

ანათემით წმ. ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთზე არც ლოცვა შეიძლება და არც რაიმე საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემთხვევაში წესიც არ აეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო).

თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება ზეცაში"; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანის არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა.

მამა თეოდორე გიგნაძე

ანათემაზე გადაცემა მოციქულების დროიდან ხდებოდა და გინდაც მსოფლიო კრებებზე ანათემირებულ იქნენ არიოზი თავისი სწავლებით და სხვები წმინდა პავლე მოციქულიც საუბრობს ანათემაზე თავის ეპისტოლეში მაგრამ ზუსტად არ მახსოვს და თავს შევიკავებ.და ბოლოს რამდენი წმინდანი იყო რომ მოძღვრის მიერ შეკრული უფლისთვის თავიც კი გაუწირავთ და ჯოჯოხეთში მომხვდარან და სანამ განხსნის ლოცვა არ წაუკითხიათ იმ ადამიანისთვის მანამდე ის ჯოჯოხეთში რჩებოდა

ბოლოში რომ დავწერე ეს მე დავწერე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 04:20 PM
პოსტი #17


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



solomony
და რა იცი რომ გარდამოცემა კანონიკურია?


ციტატა
და ბოლოს რამდენი წმინდანი იყო რომ მოძღვრის მიერ შეკრული უფლისთვის თავიც კი გაუწირავთ და ჯოჯოხეთში მომხვდარან და სანამ განხსნის ლოცვა არ წაუკითხიათ იმ ადამიანისთვის მანამდე ის ჯოჯოხეთში რჩებოდა


აუ ეს საიდან ამოიკითხე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 8 2007, 04:25 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
solomony
და რა იცი რომ გარდამოცემა კანონიკურია?


ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს კანონიკურია?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 8 2007, 04:28 PM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს კანონიკურია?


ციტატა
იუდას და თომას სახარება ცრუ იმიტომაცაა რომ რაც კანონიკური და სწორი იყო შვიდ მსოფლიო კრებაზე და წმინდა მამათა მიერ იქნა დადგენილი


ანუ არსებობს ნაწერები რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ შედგა მსოფლიო კრება სადა საღვთო წერილის დაკანონება მოხდა ხომ?
ხოდა საიდან ვიცით, რომ ესა თუ ის გარდამოცემ მაშინდელმა ეკლესიის მამებმა მიიღეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 8 2007, 04:33 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ხოდა საიდან ვიცით, რომ ესა თუ ის გარდამოცემ მაშინდელმა ეკლესიის მამებმა მიიღეს?


ეგეც კანონია და იმიტომ laugh.gif

სერგი ახლა პაწა ხანს სდექ და შენს ტიტანურ ლოგიკას მოუხმე, განა შეიძლება ეკლესიას პასუხი არ ქონდეს იმ კითხვებზე რომელსაც შენ სვამ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი