IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> საყვარელი მეფე, :)
demetre_demetre
პოსტი May 31 2007, 02:50 AM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 31-May 07
წევრი № 2,063



დავით აღმაშენებელი,ყველაზე დიდი მმართველი იყო საქარტველოს არსებობის ისტორიაში,მიუხედავად იმისა,რომ ის იყო ასევე დიდი სარდალი და ბევრი ომი აქვს მოგებული და სხვა მრავალი წარმატებული ნაბიჯები,ჩემთვის საინტერესოა მაინც ლიპარიტ ბაღვაშისა და დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება,ეს საინტერესეო ფაქტი იყო ბაგრატიონთა დინასტიის არსებობის პერიოდში.ამ დროს მოსალოდნელი იყო ბაგრატიონთა შეცვლა ბაღვაშებით,თუმცა ეს ფაქტი არ მოხდა.


--------------------
ფესვები,ღერო,ნაყოფი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი May 31 2007, 01:43 PM
პოსტი #42


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



დვითი IV და თამარი_მიწიერი სამოთხე საქართველოში.
და კიდევ უამრავი კეთილგონიერი მეფე გვყვავდა


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 02:06 AM
პოსტი #43


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



სვიმონ I და ერეკლე II.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 17 2007, 05:43 AM
პოსტი #44


დაურეგისტრირებელი









ვეშაპო

აჰა, განსაკუთრებით ერეკლე II-ე რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის უმეთაურო ეკლესიის სინოდის მერვე წევრად გაამწესა. ისტორიის შელამაზება და ადამიანთა კერპად გქცევა ჩვევად გვაქვს ქართველებს და მხოლოდღა მათ კარგსა ვხედავთ ხოლმე. ერეკლემ 60 წელი ხმალი არ ჩააგო ქარქაშში, უდიდესი მხედართმთავარი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ბოლო მოუღო საქართველოს!

არ მინდოდა მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდე:

რუსეთიდან დაბრუნებული ანტონი აწ უკვე რუსიფიცირებული იყო და მან არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია ერეკლე II-ს, რომელმაც 1784 წელს რატიფიკაცია გაუკეთა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მერვე არტიკულის თანახმადაც, რუსეთის იმპერატრიცა, ნიშნად უმაღლესი მოწყალებისა, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსს ან/და არქიეპისკოპოსს (უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკლესიას კათოლიკოსი აღარ ეყოლებოდა), ღებულობდა რუსეთის სინოდის წევრად მერვე ხარისხის პატივით. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის უფლება-მოვალეობებს, ამას დამატებით არტიკულით განსაზღვრავდა რუსეთის ხელმწიფე. აკი განსაზღვრა კიდეც, 1811 წელს ქართულად წირვა-ლოცვა აიკრძალა და კათოლიკოსი ეგზარხოსმა შეცვალა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის აქტით გაუქმდა. ეს აქტი ყოველი მისი ხელისმომწერისა თუ ნებისდამრთველის მხრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობის აქტი იყო...
სწორედ ამ აქტის წყალობით დაიკარგა საბოლოოდ ქართული სავანეებიც პალესტინასა თუ სინაზე. მაგალითად, ჯერ კიდავ 1810 წელს საქართველოს ეკლესიის წევრი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი ვენედიქტე, მაგრამ 1811 წლის შემდეგ რუსი მღვდელი ქართულ მონასტერში აღარ შეუშვეს აღარც მუსლიმანმა ქართველმა ბეგებმა და აღარც ბერძნებმა. შესაბამისად, ქართული მონასტრები ბერძენთა ხელში გადავიდა.

გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი საზეპურო საქართველოს მადლის მითვისებას შეეცადა. ეს იგივე ქმედება იყო, რაც ნაბუქოდონოსორმა ჩაიდინა იერუსალიმიდან წმინდა ჭურჭლის წამოღებით; უფრო მეტიც, ეს ისეთივე ქმედება იყო, რაც ბალთაზარმა ჩაიდინა, როდესაც მოიწადინა წმინდა ჭურჭლიდან ესვა ღვინო და ამით მიესაკუთრებინა სხვისი მადლი. საპასუხოდ, როგორც ცნობილია, ღვთაებრივმა ხელმა ოთხი სიტყვა დაწერა კედელზე: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ" და დაიღუპა ბალთაზარი. დაიღუპა, დაემხო რომანოვთა დინასტიაც, რომელთა წარმომადგენელმა ეკატერინე II-მაც გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით, საქართველოს ეკლესიის "პრივატიზაცია" მოიწადინა, ხოლო მის შთამომავალთაგან არც ერთი არ შეეცადა წინაპრის ცოდვის გამოსწორებას.
ანტონის დაბრუნების შემდეგ დაიღუპა საქართველო, ახდა თეიმურაზ II-ის წინასწარმეტყველება. თეიმურაზის სხეული დღესაც უხრწნელია და ზეთი სდის.
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკული უფრო დიდი ტრაგედია იყო საქართველოსთვის, ვიდრე ერთად აღებული უხსოვარი დროიდან XVIIIს-ის ბოლომდე მომხდარი ყველა შემოსევა თუ კატასტროფა. ამიერიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი კარგავდა აზრს.

რელიგიურ პრობლემებს ფინანსურიც ემატებოდა. არამართლმადიდებელი ფინანსისტები და კომერსანტები (ვაჭრები, ხელოსნები და ა.შ.) სრულ საბოტაჟს უცხადებდნენ ერეკლე მეფის ქართულ პოლიტიკას. რეგულარული ჯარის შესაქმნელად არ აძლევდნენ თანხებს, ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაერთიანებას, აფინანსებდნენ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებს (მაგ., 1765 წელს "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრთა გამოსვლის დროს), ხშირად გარეშე ძალებს ეხმარებოდნენ ქვეყნის აოხრებაში (მაგ., 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს). ეჩმიაძინის პატრიარქმა 100 ათასი ოქროს მანეთი გადასცა სპარსეთის მბრძანებელს.

თეიმურაზი და ერეკლე ცდილობდნენ ევროპის ქვეყნებიდან მიეღოთ სესხი. მაგრამ, სამწუხაროდ, ელჩთა ფუნქციასაც ისევ და ისევ არამართლმადიდებელი ვაჭრები ასრულებდნენ, რაც მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ევროპიდან ინვესტიციების მიღების მცდელობის ჩასაშლელად. არადა, მთელი XVIIIს-ის მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. რუსეთის იმპერიის გაძლიერებამ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომებს ნადავლის შეძენის ერთადერთ გზად ამიერკავკასია დაუტოვა. ქართლ-კახეთის სოფლების ყაჩაღური დარბევით ლეკები თუ ქისტები თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. XVIIIს-ის 70-იან წლებში მეფე ერეკლე "მორიგე ჯარის" შექმნით შეეცადა აღეკვეთა მთიელთა თარეში, მაგრამ სტაბილური დაფინანსების გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მდგომარეობას სხვა გარემოებანიც ამძიმებდა: ერეკლე II და თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდნენ, შესაბამისად, ქართლის თავადობის დიდი ნაწილი (ამილახვრები, ქსნისა და არაგვის ერისთავები, თაქთაქიშვილები, დიასამიძეები და ა.შ.) მათ ქართლის ტახტის უზურპატორებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ საბაბით ბევრი შეთქმულება მოეწყო ერეკლე II-ის წინააღმდეგ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. ერეკლეს დედის ძმა, უფლისწული პაატა 1765 წელს მეფის ოჯახის ამოწყვეტას შეეცადა.
ერეკლემ ქართლში ბევრი სათავადო გააუქმა და მათი მართვა საკუთარ შვილებს ჩააბარა. მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტ ჟამს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795) შვილებმაც უღალატეს გმირ მამას.

ასეთ ფონზე მართლაცდა წარმოუდგენელი სიქველე იყო ერეკლესგან 1740-50-იან წლებში ირანელ ხანთა (აზატ-ხანის, აჯი-ჩალაბის, ნურსალბეგის) მრავალგზის დამარცხება. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობებიც - საინგილო ისევ ლეკთა ხელში დარჩა, მაგრამ 50-იანი წლების მიწურულს ქართლ-კახეთმა არათუ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, არამედ მისი ხელქვეითი გახდა განჯის, ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები.
1770 წელს, მიუხედავად რუსეთის საექსპედიციო კორპუსის გერმანელი სარდლის, ტოტლებენის ღალატისა, ქართველებმა იმარჯვეს ოსმალების წინააღმდეგ ასინძის ბრძოლაში. 1774 წელს ოსმალეთმა და რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით საერთაშორისო დონეზე ცნეს ქართლ-კახეთის სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ერეკლე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა პრუსიაში, ეგვიპტეში და ა.შ.

1780-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთის სულთანმა ერეკლესთან სათანადო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც/ ოსმალეთი ცნობდა ერეკლეს სუვერენიტეტს დასავლეთ საქართველოზეც, იმ პირობით, თუკი საქართველოს მეფე არ დაუშვებდა რუსეთის შემოსვლას ამიერკავკასიაში.
1782 წელს ეკატერინე II-მ შეიტყო ხელშეკრულების პირობების შესახებ და რადიკალურ ზომებს მიმართა, რათა სამუდამოდ არ დაეკარგა კავკასია.
ჩრდილოეთ კავკასიაში ტარკის შამხალთან გაგზავნეს რუსეთში გადახვეწილი ერეკლე II-ის ორი მოწინააღმდეგე: ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ერეკლეს ძირითადი კონკურენტი ქართლის ტახტზე) და ალექსანდრე ამილახვარი (1765 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე). პარალელურად, ტარკის შამხალს პოტიომკინმა გადასცა დიდძალი თანხა და დირექტივა: დაეპატიმრებინა ალექსანდრე ბაქარის ძე, მაგრამ ხმები გაევრცელებინა, თითქოს მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოემართებოდა ერეკლე II-ის დასამხობად და ალექსანდრეს გასამეფებლად. ამასთან, პოტიომკინმა თავისთან დაიბარა ერეკლეს კარზე მყოფი გერმანელი ექიმი რეინეგსი, თავის აგენტად აქცია და დავალება მისცა ერეკლესთვის ჩაეგონებინა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობა ეთხოვა.
ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენით დაშინებული და რეინეგსისგან ჩაგონებული მეფე ერეკლე ალექსანდრე ბაქარის ძის შეპყრობის სანაცვლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას დათანხმდა.

1783 წელს დაიდო გეროგიევსკის ტრაქტატი.
საქართველოში რუსეთის ჯარის ნაწილები შემოვიდა, მაგრამ 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისთანავე რუსმა მხედრებმა მარტოდმარტო დატოვეს პატარა კახი აწ უკვე გადამტერებული ოსმალების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიის მიზანი მიღწეული იყო: ერეკლეს ოსმალეთთან ხელშეკრულება დაარღვევინეს და კავკასიაში დასაყრდენი ასე თუ ისე შეინარჩუნეს. სხვა მხრივ, რუსეთის იმპერია, საქართველოს საკეთილდღეოდ, ჯერჯერობით არ აპირებდა მსხვერპლის გაღებას.
1787 წელს დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი. 1789 წელს ერეკლეს დასავლეთ საქართველოდან ეახლა იმერეთის მთელი სამღვდელოება, თავადაზნაურობა და საქართველოს გაერთიანება სთხოვა.

ცოლის, დარეჯან დედოფლის შთაგონებით, რომელიც, თავის მხრივ, მონოფიზიტი ვაჭრის ოსეფა ყორფანაშვილის (შემდგომში სომხეთის კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის აგენტის) მოთხოვნებს ემორჩილებოდა, ერეკლემ უარი თქვა იმერეთის ტახტზე შვილიშვილის სოლომონ II-ის სასარგებოლოდ, ანუ უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე. მონოფიზიტთა წყალობით, საქართველო არ გაერთიანდა, რადგანაც: როგორც იოსებ არღუთინსკი თვლიდა, სომხეთის ხსნა, ანუ რუსეთის მფარველობის ქვეშ მოქცევა გამორიცხული იყო რუსეთის საქართველოში შესვლის გარეშე. ამასთან, ვინაიდან, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა, საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ერეკლე ოსმალეთთან პარტნიორობას უნდა დათანხმებოდა. ოსმალეთი კი ერთადერთს ითხოვდა ერეკლესაგნ - რუსეთი საქართველოში არ შემოეშვა. საქართველოს გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის იგნორირებას კავკასიური პოლიტიკიდან, რაც სომხეთისთვის დამღუპველად მიაჩნდა იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტებს.

1789 წელს იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტთა ნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სრულიად საქართველოისა, რადგანაც ფინანსებს მონოფიზიტები აკონტროლებდნენ. სიცოცხლის ბოლოს ერეკლემ დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც ტახტი მისი უფროსი ვაჟიდან (ნაცვლად შვილიშვილ დავითისა) უმცროს ვაჟიშვილზე - იულონზე უნდა გადასულიყო. შემდეგ რიგრიგობით - ხუთ შვილზე, მათ ექვს პირმშოზე და ა.შ. - შვიდ თაობაში.

ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო).


აი ეს არის ნამდვილი ისტორია.
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 17 2007, 11:19 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ივერიელი
მოვლენა ხარ ივერ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 17 2007, 11:35 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ივერიელი

საკმაოდ კარგი ცნობებია და მე მაინტერესებს რელიგიური საკითხი გეორგიევკის ტრაქტატში უფრო ...... და თუ შეგიძლია რომ გაშალო შენ მოსაზრებაში ეს საკითხი.....


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 17 2007, 12:20 PM
პოსტი #47


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ერეკლე II-ის ღვაწლს ასე არ უნდა ვლახავდეთ. ამ მეფემ ამოიყვანა ქვეყანა უკიდურესი გაჭირვებიდან და ააყვავა თავისი ბრძნული პოლიტიკით და ნადირშაჰთან სწორი ურთიერთობის დამყარებით.

ძალიან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა, და ერთადერთი შესაძლებელია მემკვიდრეობის კანონოს შეცვლა ჩავუთვალოთ შეცცდომად, თუმცა მანვე აღიარა ამ კანონის უსარგებლობა და წერილში სწერდა გიორგი მეფეს ამის შესახებ.

ერეკლეს ემორჩილებოდა მაშინდელი სახანოები: განჯის, შაკის, ყაზახისა და ბორჩალოს მიწები სწორედ მაშინ შემოიერთა, ასევე ემორჩილებოდა ერივანისა და ყარაბაღის სახანოები. საქართველო რუსეთთან დაკავშირების შემდეგ უნდა გამხდარიყო მცირე აზიის ჰეგემონი, მაგრამ რუსის ტვინში ეს არ შევიდა და ერეკლეს რა დავაბრალოთ...

თემას რაც შეეხება, ჩემი საყვარელი მეფე გიორგი XIII-ა, ამ კაცზე მეტი შეურაცხყოფა და ცილისწამება არცერთ სხვა მეფეს არ აუტანია მემგონი. როგორც ანჩისხატის მაშინდელი წინამძღვარი ბრძანებს, ასეთი მორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის შემდეგ არ გვყოლიაო, სიცოცხლე არ დასცალდა სამწუხაროდ...



--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 12:36 PM
პოსტი #48


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ივერიელი
ციტატა
ვეშაპო

აჰა, განსაკუთრებით ერეკლე II-ე რომელმაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის უმეთაურო ეკლესიის სინოდის მერვე წევრად გაამწესა. ისტორიის შელამაზება და ადამიანთა კერპად გქცევა ჩვევად გვაქვს ქართველებს და მხოლოდღა მათ კარგსა ვხედავთ ხოლმე. ერეკლემ 60 წელი ხმალი არ ჩააგო ქარქაშში, უდიდესი მხედართმთავარი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ბოლო მოუღო საქართველოს!

არ მინდოდა მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდე:

აი ეს არის ნამდვილი ისტორია.

ჯერ ერთი რაც აქ და იმ ტრაქტატში წერია, ძალიან კარგად ვიცი.
მერე მეორე, დიდი ბოდიშის მოხდით, სულ ფეხებზე მკიდია რაც წერია.
მერე მესამე, პატრიარქსაც.
მერე მეოთხე, მაგ მეფეს იმაზე მეტი ომი აქვს გადატანილი, რაც მე-12-ესაუკუნეში უომიათ ქართველებს.
მერე მეხუთე, სანამ მაგისთანა კაცს გავლანძღავთ, კარგად უნდა გამოვივლოთ წყალი.
მერე მეექვსე, სიმართლე რომ ვიცი, იმიტომ მიყვარს ყველაზე მეტად.

Lenus
ციტატა
ერეკლე II-ის ღვაწლს ასე არ უნდა ვლახავდეთ. ამ მეფემ ამოიყვანა ქვეყანა უკიდურესი გაჭირვებიდან და ააყვავა თავისი ბრძნული პოლიტიკით და ნადირშაჰთან სწორი ურთიერთობის დამყარებით.

ძალიან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა, და ერთადერთი შესაძლებელია მემკვიდრეობის კანონოს შეცვლა ჩავუთვალოთ შეცცდომად, თუმცა მანვე აღიარა ამ კანონის უსარგებლობა და წერილში სწერდა გიორგი მეფეს ამის შესახებ.

ერეკლეს ემორჩილებოდა მაშინდელი სახანოები: განჯის, შაკის, ყაზახისა და ბორჩალოს მიწები სწორედ მაშინ შემოიერთა, ასევე ემორჩილებოდა ერივანისა და ყარაბაღის სახანოები. საქართველო რუსეთთან დაკავშირების შემდეგ უნდა გამხდარიყო მცირე აზიის ჰეგემონი, მაგრამ რუსის ტვინში ეს არ შევიდა და ერეკლეს რა დავაბრალოთ...


აბსოლუტურად გეთანხმები.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 17 2007, 02:41 PM
პოსტი #49


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენით დაშინებული და რეინეგსისგან ჩაგონებული მეფე ერეკლე ალექსანდრე ბაქარის ძის შეპყრობის სანაცვლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას დათანხმდა


მოკლედ შტერად გამოჰყავს ამ კაცს ერეკლე მეფე რა...

ციტატა
მერე მეხუთე, სანამ მაგისთანა კაცს გავლანძღავთ, კარგად უნდა გამოვივლოთ წყალი.


მალადეც, ვეშაპო.
წყლის გამოვლების შემდეგ, ერთი სამი საათით ცხენზე დაჯექით, 32 კგ-ანი ხმალი თუ არა 10 კილოიანი ხე მაინც დაიჭირეთ ხელში, და ქნევა არ გინდათ, მარტო ხელიდან არ გაგივარდეს სამი საათი ისე აჭენეთ ცხენი.

ისრების თავიდან აცილებაზე და ჯარის ხელმძღვანელობაზე, ხალხის თავების დაყრევინებასა და ბევრად ურიცხვი მტრის გამუდმებით დამარცხებაზე აღარ "დავწვრილმანდები"...

აი ამ სავარჯიშოებს ერთხელ მაინც ვინც შეასრულებთ, იმან ილაპარაკეთ როგორი "ბეცი პოლიტიკოსი" და "დაშინებული" იყო ერეკლე...

ივერ,

შენ კახელი ბაგრატიონების ზიზღით მთლიანად მონარქიას და საქართველოს შეურაცხყოფები შეგეპარება ხოლმე ლაპარაკში.
"კავკასიური ცარცის წრე" ხომ გინახავს?


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 17 2007, 04:39 PM
პოსტი #50


დაურეგისტრირებელი









ვეშაპო

ციტატა
ჯერ ერთი რაც აქ და იმ ტრაქტატში წერია, ძალიან კარგად ვიცი.


ეჭვი შემეპარა უკვე. biggrin.gif

ციტატა
მერე მეორე, დიდი ბოდიშის მოხდით, სულ ფეხებზე მკიდია რაც წერია.


აჰა, რატომაც არა, დარდიმანდობა ხომ ქართველთა სენია.

ციტატა
მერე მესამე, პატრიარქსაც.


ეს რას ნიშნავს? პატრიარქსაც ფეხებზე ჰკიდია? ნდაა

ციტატა
მერე მეოთხე, მაგ მეფეს იმაზე მეტი ომი აქვს გადატანილი, რაც მე-12-ესაუკუნეში უომიათ ქართველებს.


ეს კიდევ ერთი დიდი უცოდნირობა ისტორიის. biggrin.gif

ციტატა
მერე მეხუთე, სანამ მაგისთანა კაცს გავლანძღავთ, კარგად უნდა გამოვივლოთ წყალი.


ეს უკვე პროვოკაციაა. მე არავის ვლანძღავ, კომუნისტების მიერ შელამაზებული ისტორია სინამდვილე არაა, ნამდვილი ისტორია აი ესაა რაც ზემოთ დავდე და მწარედ საკითხავი ნამდვილად არის.

ერეკლემ ძალიან ბევრი იომა და არც არავინ უარყოფს, მაგრამ ერეკლემ დათმო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია! ეს ლანძღვა არაა ეს არის ისტორიული ფაქტი!

და სანამ სხვას წყლის გამოვლებას ურჩევ, ორიოდე წიგნს თვალი გადაავლე, ოღონდ არა საბჭოთა პერიოდის სკოლის ისტორიას.


Lenus

ციტატა
შენ კახელი ბაგრატიონების ზიზღით მთლიანად მონარქიას და საქართველოს შეურაცხყოფები შეგეპარება ხოლმე ლაპარაკში.
"კავკასიური ცარცის წრე" ხომ გინახავს?


ზიზღი არა, უფრო მისი განმეორების სურვილი არ მაქვს. გიორგი VIII მოყოლებული კახეთის შტოში მამისა და ძმის მკვლელები ბევრნი ერივნენ, უფრო სხვა მეტი საძაგლობაც აქვთ ჩადენილი და შენ თუ ამაზე თვალის დახუჭვას აპირებ, მე ნამდვილად არა. ასეთი გვარის გამეფება არავის სჭირდება და დაისაჯნენ კიდეც.

და საერთოდ, ამ ტყუილებთან და უაზრო კეპრთთაყვანისმცემლობასთან კამათი მომბეზრდა, არანაირი სურვილი არ მაქვს პროვოკაციებს ვუყურო აქ.

Ci vediamo dopo
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jun 17 2007, 05:17 PM
პოსტი #51


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



ხალხნო, ერეკლეს მხოლოდ ცუდს ნუ დავინახავთ, მან ბევრი კარგიც გააკეთა, აბა არ ექნა? ისევდაისევ ერთმორწმუნე რუსეთი აირჩია, თავს ვერ მივცემ უფლებას რომ ის საქართვეოს მტრად გამოვაცხადო!!!

" მწყემსო კეთილო, სენს წმიდა სამწყსოს,
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გუთა-მხიავო, შენ უწყი ,რაც დღეს,
საქართვეოსა ჭირნი მოადგს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
და აღადგინე დღეს საქართველო!



ასე ილოცდა მეფე ირაკლი
ბანაკსა თვისსა გუით მხურვალი.....




არაფერი არ ხდება უფლის ნების გარეშე...


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 05:17 PM
პოსტი #52


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ივერიელი
ციტატა
ეს რას ნიშნავს? პატრიარქსაც ფეხებზე ჰკიდია? ნდაა

ჩათვალე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო ერეკლეს არ ძრახავს.
და ყველაზე მეტად ეგ მეფე უყვარს.
თავისი ხელით აქვს წმინდან მეფეებთან მიხატული ერეკლეც. wink.gif

ციტატა
ეს კიდევ ერთი დიდი უცოდნირობა ისტორიის.

ამას შენ თვითონ ეწინააღმდეგები ამით:
ციტატა
ერეკლემ ძალიან ბევრი იომა და არც არავინ უარყოფს
wink.gif


დანარჩენ ცილისწამებებს გაპატიებ. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 17 2007, 05:24 PM
პოსტი #53


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



იქნებ ყველაზე ძალიან მაშინდელი საქართველო ჰგავდა ახლანდელს, იქნებ მაშინ როგორც ახლა საქართველო იდგა ძალიან მძიმე რამდენიმე არჩევანის წინაშე?

და იქნებ ამიტომ უყვარს პატრიარქს ერეკლე მეფე...

იქნებ სადღაც უნდა დავბრუნდეთ ისტორიაში და იქედან უნდა გავაგრძელოთ?

იმიტომ რომ დიდი ხანია აღარც ის გზა ჩანს საით მივდივართ და აღარც ის საიდან მოვედით...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jun 17 2007, 05:30 PM
პოსტი #54


დაურეგისტრირებელი









შევრდომილი
ციტატა
დვითი IV და თამარი_მიწიერი სამოთხე საქართველოში.
და კიდევ უამრავი კეთილგონიერი მეფე გვყვავდა

ეგეთი არ არსებობს smile.gif სამოთხე 1 ია smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 17 2007, 05:37 PM
პოსტი #55


დაურეგისტრირებელი









ვეშაპო

ციტატა
ჩათვალე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო ერეკლეს არ ძრახავს.
და ყველაზე მეტად ეგ მეფე უყვარს.
თავისი ხელით აქვს წმინდან მეფეებთან მიხატული ერეკლეც.


ამან მომაბრუნა. biggrin.gif ვიცი და მერე სადა ვთქვი, რომ ვინმეს მეფე ერეკლე არ უნდა უყვარდესო? ვახ. აქ ხდება შეფასება იმისა რაც გადაიტანა ქართლ-კახეთმა ერეკლეს დროს. შეფასება კი ასეთია და ზემოთ დავწერე კიდეც, ერეკლეს 60 წელი ხმალი არ გაუჩერებია, 60 წელი!!! თუმცა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როგორც ქვეყნის მეთაურმა და პოლიტიკოსმა. როგორც მეომარი და მხედართმთავარი უძლიერესი იყო, ამაზე არავინ დავობს.

ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ 12-ე საუკუნეში ერეკლეზე ნაკლებია ან მცირე ომი გადაიტანეს ქართველებმა. გინდა უფრო მაგარი გითხრა? biggrin.gif გიორგი V ბრწყინვალემ არც ერთი დიდი ბრძოლა არ ჩაატარა, ფაქტიურად ხმლის მოქნევის გარეშე აღადგინა დავითის საქართველო და მეტიც, იერუსალიმიც დაიბრუნა ხმლის გარეშე.

ერეკლე ჩვენი ბოლო მეფე და ძალიან ახლო წარსულია, იმ დროს უკვე ისტორიოგრაფიაც უკეთ განვითარებული იყო და ბევრი რამ შემოგვრჩა სამახსოვროდ. უწინდელ მეფეთა შესახებ კი ძალიან მცირე ცნობებია და ამაზე კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერის ძე წერს კარგად, "ქართველთ, ელინთაგან განსხვავებით საკუთარ სიმამაცეთა და გმირობათა წერა ნაკლებად უყვართ-ო".

და რომელ ცილისწამებას? biggrin.gif რომ მოდექი და ბაგრატიონებს ხაზი გადაუსვი? მარტო 10 მეფე თუ იქნებოდა ხეირიანიო. ნდაა, დავიწყო ჩამოთვლა? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 05:49 PM
პოსტი #56


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ივერიელი
ციტატა
თუმცა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როგორც ქვეყნის მეთაურმა და პოლიტიკოსმა.

ჩემთვის მთავარი არის მისი დამსახურება ერის წინაშე, მისი სამშობლოს წრფელი სიყვარული (დარწმუნებული იყავი ტრაქტატის დადებისას საქართველოს ღალატზე არ ფიქრობდა) და თავდადება.
მაგისათვის ტრაქტატზე უარესსაც ვაპატიებ პირადად მე.

ციტატა
რომ მოდექი და ბაგრატიონებს ხაზი გადაუსვი?

მოვდექი რა, კი არ მეზიზღებიან.
არაფერი ხაზი არ გადამისვამს.

ციტატა
მარტო 10 მეფე თუ იქნებოდა ხეირიანიო. ნდაა, დავიწყო ჩამოთვლა?

მე-10-15 მიწერია გვერდითა თემაში და ნუ ააპარსე ის 5.

ციტატა
ნდაა, დავიწყო ჩამოთვლა?

მერე კიდევ მე 12 ჩამოვთვალე და შენ მაინტერესებს რამდენს იზამ.
თუმცა შენ შეიძლება ჩემზე გაცილებით დაბალი მოთხოვნები გაქვს მეფეებისადმი და ავგიორგი და კნსტანტინე მირზაც მიათვალო სახელოვან მეფეებს.



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 17 2007, 06:08 PM
პოსტი #57


დაურეგისტრირებელი









ვეშაპო

ციტატა
ჩემთვის მთავარი არის მისი დამსახურება ერის წინაშე, მისი სამშობლოს წრფელი სიყვარული (დარწმუნებული იყავი ტრაქტატის დადებისას საქართველოს ღალატზე არ ფიქრობდა) და თავდადება.
მაგისათვის ტრაქტატზე უარესსაც ვაპატიებ პირადად მე.


სამშობლოს სიყვარული ერთია და გაკეთებული საქმე მეორე, აქვს ძალიან ბევრი სიკეთე და წარმატება, მაგრამ აქვს გამოუსწორებელი შეცდომები. ეკლესიის ავტოკეფალიის დათმობა და ანდერძი მემკვიდრეებზე ბევრს მეტყველებს.

ციტატა
თუმცა შენ შეიძლება ჩემზე გაცილებით დაბალი მოთხოვნები გაქვს მეფეებისადმი და ავგიორგი და კნსტანტინე მირზაც მიათვალო სახელოვან მეფეებს.


ავგიორგი და კონსტანტინე-მირზა სახელოვანი ერეკლეს პირდაპირი წინაპრები იყვნენ, ისევე როგორც თეიმურაზ პირველი და ერეკლე პირველი. მათზე არც მითქვია რამე.
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2007, 06:31 PM
პოსტი #58


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ივერიელი
ციტატა
ავგიორგი და კონსტანტინე-მირზა სახელოვანი ერეკლეს პირდაპირი წინაპრები იყვნენ, ისევე როგორც თეიმურაზ პირველი და ერეკლე პირველი. მათზე არც მითქვია რამე.

ავგიორგისას ვერაფერს გეტყვი, მარა კონსტანტინე-მირზა როგორ იყო პირდაპირი წინაპარი მაგას ვერ ვტვინავ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 18 2007, 11:15 AM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



ყველაზე მეტად დემეტრე თავდადებული და სოლომონ II მიყვარს.

შვილი რომ მეყოლება დემეტრეს დავარქმევ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wub.gif


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 18 2007, 11:25 AM
პოსტი #60


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
სოლომონ II მიყვარს


საინტერესოა. აგვიხსენი თუ შეიძლება, მეც დიდ პატივს ვცემ და მაინტერესებს შენში რა იწვევს მისდამი სიყვარულს?

ციტატა
შვილი რომ მეყოლება დემეტრეს დავარქმევ


სოლომონი აჯობებს! smile.gif
დემეტრეს თუ დაარქმევ აღარ უნდა "მოუჩლიქო" ისე კაცმა არა? დემეტრე დემეტრეა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 04:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი