IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დავეხმაროთ პატარა ნიკოლოზს
PaTaRa-GoGo
პოსტი Oct 6 2010, 02:45 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 16-February 10
წევრი № 8,193



IPB-ს სურათი

ნიკოლოზ გრძელიძე

ა.წ. 28 სექტემბერს 6 თვის ნიკოლოზს დაუსვეს უმძიმესი დიაგნოზი, ვენის გიგანტური ანევრიზმა თავში . ექიმების თქმით _ საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში, მოსალოდნელია ანევრიზმა გასკდეს და პაწაწინა ნიკოლოზის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

ანევრიზმის ამ ფორმის მკურნალობის გამოცდილება საქართველოში არ არსებობს და ნიკოლოზი საჭიროებს საზ ღვარგარეთ (რუსეთი, თურქეთი, ან გერმანია) სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას. Yყოველივე ეს დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან (30.000-დან 50.000-მდე აშშ დოლარი). გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ პატარა ნიკოლოზს.

N
ნიკოლოზის სახელზე სს “თიბისი ბანკის” ქვ. ქართლის რეგიონალურ ფილიალში გახსნილია ანგარიში:

ბანკის კოდი : 220101844

ანგარიში: GE81TB7759336010100003

ძველი ანგ. გეგმით: 759336010100003

e_moeny: 360192045

წინასწარ გიხდით მადლობას ნიკოლოზის სახელით


--------------------
*მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 6 2010, 03:43 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



PaTaRa-GoGo
იქნებ ტელეფონის ნომრებიც მიაწერო და სამედიცინო დასკვნები თუ გაქვთ დადოთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chariko
პოსტი Oct 6 2010, 06:03 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-October 10
წევრი № 9,589



დ ა ს კ ვ ნ ა
ავერსის კლინიკა

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

პაციენტი: გრძელიძე ნიკოლოზი - 5 თვე
გამოკვლეული არე: თავის ტვინი
ჩატარებულ იქნა თავის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა და მაგისტრალური ინტრაკრანიალური სისხლძარღვების მ.რ. ანგიოგრაფია T2 Flair, Tltse, T2tse, T2 SPIR, DWI, 3DI cow რეჟიმებით აქსიალურ ,საგიტალური ,კორონალური ჭრილებით.
მიღებულ ტომოგრამებზე ლატერალური პარკუჭები რამდენადმე ასიმეტრიულადაა დილატირებული. პერივენტრიკულურ თეთრ ნივთიერებაში, მეტად წინა რქების და სხეულების წინა ნახევრების დონეზე, ისახება ჰიპერინტენსიური (T2 Flair) არშია. თეთრი და რუხი ნივთიერების არქტექტონიკა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. კონვექსიტალური სუბარაქნოიდული სივრცეები სიმეტრიულია. III პარკუჭის უკანა ნაწილის პროექციაზე, დორსოკაუდალური გავრცელებით ამონაჭდევისკენ , დიფერენცირდება სფერული წარმონაქმნი, სწორი, მკაფიო კონტურებით. წარმონაქმნი T2, Flair რეჟიმებში ჰიპოინტენსიურია პერიფერიისკენ, ცენტრალური ჰიპერინტენსიური ფრაგმენტით - მ.რ. სემიოტიკა მეტად გვაფიქრებინებს დიდი ვენის გიგანტურ ანევრიზმაზე. არტერიოგრაფიის და ვენოგრაფიის სერიაზე აღნიშნული მალფორმაცია ჰიპერინტენსიურია, რაც ნაკადის მკვეთრ შეზღუდვაზე მეტყველებს.
შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა არ ვლინდება.
თურქული კეხი ისახება სწორი, მკაფიო კონტურებით. ჰიპოფიზის ვიზუალიზაცია რამდენადმე გაძნელებულია მოძრობითი არტეფქტების ფონზე. შუპრასელარული ცისტერნა დეფორმაციის გარეშეა. რბიტები, რეტრობულბური არეები კეროვანი პათოლოგიის გარეშე.
საძილე, ბაზალური არტერიები, ვილიზიის წრის სისხლძარღვები, ქერქული ვენები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალით, დეფორმაციისა და ექსტრავაზალური კომპრესიის გარეშე. გალენის ვენა მკვეთრად დილატირებულია, შიგთავსი არაჰომოგენურია ჰიპერინტენსიურ ფონზე ისახება ჰიპოინტენსიური ფრაგმენტები, რაც მიუთითებს თრომბირებული ანევრიზმის არსებობაზე. დილატირებულია სინუსთა შესართავი, რომელშიც, ასევე ფიქსირდება ტრომბული მასები, და მარცხენა განივი სინუსი.



არსებული მ.რ.ტ. კვლევის გალენის ვენის გიგანტური თრომბირებული ანევრიზმა, სუპრატენტორიული პარკუჭოვანი სისტემის დილატაცია, მსუბუქი პერივენტრიკულური ჰოპოქსი-იშემიური ლეიკოოენცეფალოპათია.


რადიოლოგი ____ დიანა ცხვარაძე

P.S. დღეს მიღებული იქნა ტრაპზონის კლინიკიდან პასუხები იმის შესახებ რომ ამ სახის ოპერაციას იქ გააკეთებენ ოპერაციის ხარჯები საგრდძნობლად გაიზარდა და ის შეადგენს 80 000 (ოთხმოცი ათას) ევროს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 6 2010, 09:49 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



chariko
თქვენის ნებართვით ცოტა შრიფტს დავაპატარავებ...


ტელეფონის ნომერიც დაწერეთ რომ შევეხმიანოთ მშობლებს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PaTaRa-GoGo
პოსტი Oct 6 2010, 11:38 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 16-February 10
წევრი № 8,193



ნათია
893 661673 რუსუდანი
893 301565 ლევანიi ბავშვის მშობლების ნომრებია


--------------------
*მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 23 2010, 02:49 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დღეს ნიკოლოზის მშობლებს ფონდიდან გადავეცი 150 ლარი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2018 - 09:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი