IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია
geoheli
პოსტი Feb 18 2007, 11:52 PM
პოსტი #321


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-February 07
წევრი № 1,114



ციტატა(teo.. @ Feb 15 2007, 01:36 AM) *

ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? ჩვენ ჩვენსას არ ვაფასებთ უვარგისი ქართველი არც საქართველოში არ უქნია ღმერთს და არც საზღვარს გარეთ მეტიც სახქვეყნოდ თავს გვჭრის და ალანძღინებს ქართველობას

რაც შეეხება სწავლას საქართველოდან, რუსეთიდან ჩამოსული საშვალო დონის მოსწავლე აქ საუკეთესო მოსწავლედ ითვლება და ეს უკვე ბევრი რამის მთქმელია.



თეკუნა ეს სად გიპოვე ძვირფასო, მე ნინო ვარ კოლხელი. სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ ფორუმს.

მოგესელმებით კეთილო ქართველებო , ამ დიდი მარხვის დაწყების წინა საღამოს, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.

www.ertoba.net
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 19 2007, 02:00 AM
პოსტი #322


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
Надо всегда твердо помнить - это страшный закон жизни: если в чем кого осудишь или смутишься в чем-нибудь у другого человека, то тебя это же самое постигнет. Ты сделаешь сам то, в чем осудил другого, или будешь страдать этим самым недостатком.
Преподобный Никон (Беляев)

კარგად ვერ გადავთარგმნე რაღაც. (რუსული კარგად არ ვიცი) განკითხვაზეა საუბარი მგონი ხო?
აუ არ ვიცი მგონი არავინ განმიკითხია. მე უბრალოდ იმას ვწერ რაზეც გული მართლა საშინლად მტკივა.sad.gif
შემინდოს უფალმა თუ ვინმე განვიკითხე ჩემი ფოსტებითsad.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Feb 19 2007, 02:07 AM
პოსტი #323


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ეს ჩვენ ვართ აქ უმაქნისები, თორე, მართლა რომ მოვინდომოთ და ავაშენოთ ქვეყანა, ვინღა წავა მერე აქედან... მართლა რომ ჩინელები ჩამოდიან და ჩვენ მიწა წყალზე ისინი მუშაობენ, ჩვენ კი ეს გვეთაკილება და ...... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 19 2007, 02:19 AM
პოსტი #324


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



არა რა ეს ჩინელები უკვე სერიოზულად მაშფოთებს რა. ახლა ჩემი სახლის ახლომახლო ამ 1თვეში 3 მაღაზია გახსნეს. ძლიერდებიან და ძლიერდებიან. რა ვიცი რაsad.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Feb 19 2007, 02:22 AM
პოსტი #325


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ღეონტი
მერედა რა სიფათებს იღებენ? მე აქ ვხედავ ეგეთ სიფათებს.
რა გადაეკიდეთ ამ ჩინელებს. თუ ასე არ გევასებათ აიღეთ და დააჭედეთ 9 მმ შუბლზე. გშურთ მაგათი იმიტომ არ მოგწონთ თუ ასეთ "ღვთისნიერებსა" და "პატრიოტებს" კაცის სიძულვილი შეგეპარათ?


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 19 2007, 02:31 AM
პოსტი #326


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
მერედა რა სიფათებს იღებენ? მე აქ ვხედავ ეგეთ სიფათებს.
რა გადაეკიდეთ ამ ჩინელებს. თუ ასე არ გევასებათ აიღეთ და დააჭედეთ 9 მმ შუბლზე. გშურთ მაგათი იმიტომ არ მოგწონთ თუ ასეთ "ღვთისნიერებსა" და "პატრიოტებს" კაცის სიძულვილი შეგეპარათ?

აუჰ აუჰ ძმაკაციც ასეთი უნდა რაsmile.gif
შური რა შუაშია თავისი სამშობლო არ აქვთ წავიდნენ და იცხოვრონ იქ!
რას გადაგვეკიდნენ რააა.smile.gif
რაც შეეხება ტყვიას მაგ საქმე მასე არ მოგვარდება, მაგ შენც კარგად იცი ვაჟბატონოsmile.gif შენ ხელმოწერას შეხედე და მიხვდები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Feb 19 2007, 03:42 AM
პოსტი #327


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ციტატა(Zeskvi_ucha @ Feb 19 2007, 02:31 AM) *

თავისი სამშობლო არ აქვთ წავიდნენ და იცხოვრონ იქ!
რას გადაგვეკიდნენ რააა.smile.gif

მათ კი აქვთ სამშობლო, მაგრამ მათაც ფული და სიმდიდრე უნდათ ამ ცხოვრებაში და მიტომ ჩამოდიან აქ, ისევე როგორც ბევრი ქართველი მიდის საზღვარგართ, რათა ფული და სიმდიდრე მოიპოვოს....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 19 2007, 04:17 PM
პოსტი #328


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
თუ ასე არ გევასებათ აიღეთ და დააჭედეთ 9 მმ შუბლზე

ხო გაგვყიდა მგათი ტყვიების ყიდვამ biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
ღვთისნიერებსა" და "პატრიოტებს" კაცის სიძულვილი შეგეპარათ?


სიძულვილი რა შუაშია?! ჩვენ უბრალოდ ჩვენს დარდსა და სატკივარს ვახმოვანებთ smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Feb 20 2007, 03:28 AM
პოსტი #329


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(anaqartveli @ Feb 17 2007, 09:30 AM) *

წავიკითხე ყვლა პოსტი და ზოგმა საშინლად დამწყვიტა გული....
მე პირიქით ვიტყოდი ნამდვილი ემიგრანტები გმირები არიან, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულები და ნამდვილი ქართველები. თქვენ არ იცით ვისაც არ გამოგიცდიათ ემიგრაცია, რამხელა ტკივილია სამშობლოსგან შორს ყოფნა.
პირველად ემიგრაციაში შვიდი წლის ასაკში წავედი,მოსკოვში,ოჯახთან ერთად.
... სკოლაში დავდიოდი და ჩემ საქართველოდან წაღებულ ჩანთას ველაპარაკებოდი ქართულად...თან მოთქმით ვტიროდი ხოლმე გადარეული მყავდა კლასელები... ახლა რომ მახსენდება ზოგჯერ მეცინება ზოგჯერ კი მეტირება....


ჩემო ანი ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგაბრუნოს საქართველოში smile.gif
პატივისცემით თეა კანდელაკი


ნინიკო(კოლხელი) ძალიან გამახარე აქ რომ გნახე. ეს ჩვენი ფორუმის მერე ჩემი ერთ-ერთისსაყვარელი ფორუმია smile.gif


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Feb 20 2007, 04:16 AM
პოსტი #330


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ციტატა(ლეონტი @ Feb 18 2007, 03:36 PM) *

მამპალი
მალე ამ ქვეყანას ჩინელთა პატრიოტული ხელი დაეტყობა.
თან ჩვენები სადაც მიდიან იქაურ სიფათს იღებენ.
ქართული ემიგრაცია არის დაკარგული საქართველოსთვის ,მსოფლიოში ყველაზე ადვილად ასიმილარებადი ხალხი.
ცინა კი ნურას უკაცრავად.

ლეონტი, დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?? ვინც ნამდვილი ემიგრანტები იყვნენ ისინი ფიზიკურად იყვნენ დაკარგულები საქართველოსთვის ისიც არა საკუთარი ნებით არამედ იძულებით (სახელმწიფო პოლიტიკის გამო), მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ისინი ნამდვილი ემიგრანტები არა მარტო სიცოცხლეში არამედ გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობენ საქართველოს სასიკეთოთ საქმის კეთებას და მათი ყოველი ნაბიჯი ქართული კულტურის, ისტორიის და რელიგიის ასაღორძინებლად იყო გადადგმული და მომავლის შესანარჩუნებლად. იმ ემიგრანტებს უნდა ვუმადლოდეთ ბევრ რამეს ვისაც დღეს მიუხედავად ანდერძისა არ ღირსებია საქართველოში დაბრუნება და უცხო მიწაზე მხოლოდ ერთი მუჭა ქართული მშობლიური მიწა აყრია გულზე. რაც შეეხება ახლა საზღვარგარეთ მყოფებს სხვადასხვა მიზეზით, არ განიკითხო რადგან არ იცი ვინ რატომ არის წასული ან რას აკეთებს და არც ის პირადად შენ რომ აღმოჩენილიყავი საქართველოს გარეთ რას მოიმოქმედებდი და როგორ პასუხს გასცემდი შენნაირი პოსტის დამწერს.

როცა ადამიანი პიროვნებად ხარ ჩამოყალიბებული და კარგად გაქვს გააზრებული რას გინდა ემსახურო ამ ქვეყნიურს თუ იმ ქვეყნიურს, ხორც თუ სულს, და სინდისი შენთვის უცხო მცნება არ არის, ის რომ ყველას რომ გაექცე საკუთარ თავს და უფალ ღმერთს რომ ვერსად გაექცევი და დაემალები... არ შეიძლება ასეთ ადამიანს ადვილად ასიმილარებადი უწოდო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არამყარი ჩამოუყალიბებელი ადამიანი არც საქართველოში უქნია ღმერთს და არც მის საზღვრებს გარეთ, ასეთზე კი უნდა ვილოცოთ რომ უფლის წყალობით სული არ წარიწყმიდოს.

და ყველას განსაკუთრებით კი ყველა ქართველს საქართველოში მყოფებს და ეგრეთ წოდებულ ემიგრანტებს გიძღვნით ამ ნაწარმოებს და იმედია გამგები გაიგებს


ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები

თავი 1

თითქოს საუკუნეებს, ფერგადასული, გახუნებული, რუხი ლეჩაქი ჩამოუფხატავთ, მიცვალებულის დარად, უმოძრაოდ მიგდებულ, ქართლის სხეულზე.

არანაირი ნიშანწყალი მის ნატანჯ სახეს არ ეტყობოდა და გარეგნული სიმშვიდის ფონზე, ვარამისაგან დამდუღრული გულ-მუცელი ისე უხურდა, რომ ამ ხურვებას სხეულიდან განედევნა - სულთა მეუფე.

მის, გარდიგარდმო მიმოგლეჯილ ტანთა ნაწილებს, გზა-აბნეული დაჰფარფატებდა ეული სული. ასე უსახოს, მხოლოდ მზის სხივთა ელვარება უჩენდა კონტურს და ოქროსფერში, ლანდის დარად, მიწას გართხმული, ირეკლებოდა ნატანჯი სახე.

გადახსნილ ძარღვებს, გზა მისცემოდათ თავისუფალი და მათთან ერთად, სისხლის უკანასკნელი, ძოწისფერი წვეთებიც კი, უგზო-უკვლოდ მიგორავდნენ, უსაზღვრობის ოთხივე მხარეს.

მიტოვებულ უფლის საყდარს დამსგავსებულ ნაჯიჯგნ სხეულს, კი, სასოებით ნამავდა, მისი, გიშრისფერ თვალთაგან მომდინარე, სინანულის ცისფერი ცრემლი. სწმენდდა იარებს და თვითონაც სწრაფი სრბოლვით შორდებოდა მტარვალთ ნასახლარს.

შეუსვენებლივ მიფრინავდნენ დროის ისრებიც... სწრაფ ბორჯღალივით მოტრიალე მკაცრი საწუთრო, უფსკრულისაკენ მიაქანებდა გზაზე შემომხვდურთ, ითრევდა მათ, ვისაც, საკუთარ თავის არა ესმოდათ და სხვის ცხოვრებას განაგებდნენ, ვით ბრძენთა სწორნი.

თავისი ძველის ერცხვინებოდათ და ახლის ძებნით ილაღებდნენ - უგნურ გულისთქმას.

...ო, ამ საბრალოთ, არ ესმოდათ ბრძენთა კარნახი, საუბედუროდ, არც ახლის სწორად შეთვისების ჰქონდათ უნარი, რადგან, მათ, სულის საარსებო, ოდითგანვე სხვა ჰქონდათ წყარო, მათი სხეული განებანა ვაზთა ნაჟურებს ... და უფლის მრწამსზე მოზეიმე ცისფერი სისხლი, შეერთვებოდა სამეუფო ცათა ტალანებს.

...ახლა, კი, თავად, დრო ემსგავსა ლამაზ ციანიდს. თავისუფლება ვერ აღიქვა სადღაც - ვიღაცამ და სიმართლის სხივს გამოქცეული "თ ა ვ ი ს -უ ფ ლ ე ბ ი" მთლად დაეჩრდილა წყვდიადისფერ მძიმე სუდარას.

ეს უგუნურნი, საკუთარის უარმყოფელნი, დამსგავსებოდნენ უნიათო ფარისევლებს და უნიჭო მხატვრის მიერ შეთითხნილ, მთლად არაფრისმთქმელ უხამს სურათებს...

დრო, კი, მიჰქროდა, ცის ელვათა გაელვარებით...

თავი 2

შორეთს ყვავ-ყორნის ჩხავილიღა აკრთობდა არეს და გამეფებულ წყვდიადს თითქოს, დრო - გამოშვებით წამით ფანტავდა, ჯერ კიდევ ღვთიური სხივით აღვსილი, გიშრისფერ თვალთაგან გამომკრთალი სიცოცხლის სხივი.

ამ წამიერი გაელვარების წყალობით სადღაც, კვლავ ელვარებდა, ეგრეთ წოდებულ, მტარვალდთ ნასახლარს გამოქცეული სისხლის წვეთები, რომელთა განვლილ ბილიკებიდან, დროთა დინებას, წაეშალა ნაკვალევი და ახლა მათ ნავალს, უღიმღამოდ აყრიდა სილას მქროლავი ქარი. აღარსად სჩანდა ძოწისფერი ნაფეხურები და აღარც ცისფერ ცრემლთა მხრიდან ისმოდა რამე.

თავი 3

მათ წინაშე კი, მხოლოდ ცივი, სიპ კლდესავით აღმართულიყო ცის ლაბირინთი. გამჭვირვალე და შეუვალი, უკიდეგანო, რომლის დიდებას, ბევრი, ვერც კი ეკარებოდა, რომლის ბილიკიც, გაუვალი იყო ბევრისთვის, რადგან, უგვანოთ, ვით დამპალ ნაყოფს, იფერთხავდა სუფთა ტანიდან და ნათელ გონის იარაღით ასრესდა მიწას.

მის შუა წელზე, ჰორიზონტის სარტყელის დარად, ოქროს სირმებით, ცისარტყელას ამოექარგა - მისი სახელი და მის ისედაც ნათელ არსებას, ათინათივით დასთამაშებდა დიდების სხივი, რომელიც, ცის თაღს, გუმბათივით დასდგმოდა თავზე და ამ საოცარ სხივთა ციალში, უფრო მკაფიოდ ისახებოდა "ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა" . მის სიდიადის წინაშე თითქოს, თვით, სამყაროც კი მოსჩანდა ციდა. ო, ისე ციდა, რომ აქამომდე, ჯერ არ განცდილი, დაესაკუთრა ეულ წვეთებს საზარი ფიქრი.

სასოწარმკვეთი იყო ეს წამი და ეს მყობადი სიკვდილზე მძიმე. შორი ძახილი ღონე მიხდილთ, უფრო და უფრო უმწვავებდა სულში ტკივილებს... რაც უფრო შორით გამოსცემდა კივილი ექოს, მით უფრო მწვავედ აღიქვავდნენ უსასოობას. მათ სახეზე კი, ტანჯვის კვალი დაემჩნია წუთისოფლის ბრუნვა - მუქარას.

დრო კი, ფლეთავდა მის ისედაც ნაწამებ სხეულს და ქარს ატანდა სულის ტკივილს, დარდსა და სევდას...

თავი 4

ახლა, რიჟრაჟი შეპარვოდა ყინვისაგან დამზრალ ჩეროებს და მზის თაკარა სხივების ქვეშ ციალებდა დილის დაისი. გასაოცარი სურნელებით გაჟღენთილი შემოგარენი იუწყებოდა კვირტობის თვეს, ნანატრ გაზაფხულს.

მაგრამ, ისეთი საოცარი იდგა სიჩუმე, რომ, ამ სიჩუმეს, მხოლოდ გულის არღვევდა ფეთქვა. მოლოდინისგან ღიად დარჩენილ გიშრისფერ თვალთაგან გამოკრთოდა იმედის სხივი. მხოლოდ ეს სხივი მიანიშნებდა, უმოწყალოდ დარჩენილ სხეულში სიცოცხლის ნიშან-წყალის არსებობას. მაინც, რაღაცის მოლოდინით უძგერდა გული და ბაგა-ბუგით ხეთქავდა სულში ჩაკირულ სევდას.

ნაპერწკალივით ინთებოდა იმედი ციდა და ცისფერ ცრემლად ეღვრებოდა მის დამსვრალ სხეულს.

... და მხოლოდ ახლა, თითქოს, მათ სულს გადაარტყესო ელვის მათრახი, ციდა წვეთებშიც გაიღვიძა მყის მონატრებამ და ცხოველური ჟინით შეპყრობილთ, მოსწყურდათ ისევ, რომ, ენახათ დიდების ზვირთი, - იქ, ორ ზღვას შუა, ერთდროს ამაყი, თავმომწონედ, რომ ადგაფუნებდა ძოწისფერ ტალღებს და რომ, შეეგრძნოთ, იმ მწყაზარი სხეულის სილბო, ვაზთა ნაჟურს, რომ მოენათლა მირონად დამდენს...

თითქოს, სხეულში დაუმდუღრესო გულ-ღვიძლი შანთით, თითქოს, ჟამთა სვლამ შეაჩერა ისართა სრბოლვა ... და გონს მოსული, კვლავ განგმირა ყვირილმა სისხლის, საღათას ძილით მიძინებული დამცვრალი მოდგმა...

და მხოლოდ ახლა, ჩაესმათ ყურში, სისხლის ყივილი, სადღაც , ტიტრებმაც გადურბინეს ბაღს და ჩეროებს, ანდამატივით მიიზიდა მიწის სურნელმა, ოჰ... იმ სურნელმა, ნაწვიმარზე, რომ, უდიოდა ხოლმე მდელოებს ... და მონატრებამ, სინანულის იდინა წვიმად, ცვარად დაედო განთიადზე გაშლილ ლელოებს და კვლავ გაჟონა, ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები, ყაყაჩოს დარად, რომ შეჰფენოდა მთათა ფერდობებს...

სასოწარმკვეთი იყო ეს წამი, ორ ზღვას შუა კი, გული ფეთქავდა...

თეა კანდელაკი
ივლისი 2004


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anaqartveli
პოსტი Feb 20 2007, 11:10 PM
პოსტი #331


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 4-January 07
მდებარ.: usa
წევრი № 787



ციტატა(teo.. @ Feb 20 2007, 02:28 AM) *

ჩემო ანი ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგაბრუნოს საქართველოში smile.gif
პატივისცემით თეა კანდელაკი

დიდი მადლობა თეა, შენც ასევე უფალმა გაგაძლიეროს და მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 25 2007, 10:37 AM
პოსტი #332


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
მეც ვარ მეც ვსწავლობ და მალე ჩამოვდივარ საქართველოში

გაიხარე მაგას რა ჯობია.
ბრუნდები თანაც განათლებულიsmile.gif
დარწმუნებული ვარ რომ შენი სახით, კიდევ ერთი საქართველოს ნამდვილი შვილი დაუბრუნდება საკუთარ ფესვებს.smile.gif გაიხარეbiggrin.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoheli
პოსტი Feb 26 2007, 12:38 PM
პოსტი #333


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-February 07
წევრი № 1,114



მეც უცხოეთში ვარ, სწავლით რა გითხრათ, მაგრამ ქართველებისთვის კარგ მომავალ სასიძოს და სარძლოს ვზრდი 2kiss.gif

ისე ცნობისათვის ჩემი გოგო ჰელენე თეა კანდელაკის მონათლულია. ჩვენ კომპიუტურეთ გავიცანით ერთმანეთი და მერე ღვთის მეშვეობით ერთმანეთი რეალშიაც გავიცანით ,თეამ ორი ოკეანე "გადმოცურა" და ჩვენთან ჩამოვიდა.
ღმერთმა დალოცოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2007, 12:41 PM
პოსტი #334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



geoheli

რა ლამაზი სიტყვებია დაგვიწერე!! smile.gif ღმერთმა შენც დაგლოცოს და თეაც!! smile.gif

თეა მართლაც საოცარი გულის ადამიანია, მე არ ვცნობ პირადად, მაგრამ ჩემი წიგნის ამბავი რომ გაიგო ამერიკიდან დამირეკა და დახმარებაც შემომთავაზა smile.gif

მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ smile.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 26 2007, 01:48 PM
პოსტი #335


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქართული ემიგრაცია არის დაკარგული საქართველოსთვის ,მსოფლიოში ყველაზე ადვილად ასიმილარებადი ხალხი.



სამწუხაროდ, უნდა დავეთანხმო ბატონ ლეონტის...

ორ სიტუაციას შეგიდარებთ

1)... დანიაში ვარ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმში, შემთხვევით გავიცანი სომეხი გოგონა, რომელმაც მომიყვა თუ როგორ ეხმარებოდა სომხურ სათვისტომო, ზედ გადამყვნენო... ის გეცოდინებათ ალბათ, ერთერთმა ემიგრანტმა სომეხმა ( ამაში მართლა უნდა მივბაძოთ ამ ხალხს) საკუთარი ქალიშვილი უცხოელს არ მიათხოვა და სიძე სომხეთიდან ჩაიყვანა.. ევროპაში უამრავი წიგნი გამოდის სომხებზე და უამრავი კარგად მოქმედი ვებ.საიტიც აქვთ, შესაბამასიდაც მათ ყველა კარგად იცნობს, და თუნდაც მე-10 თაობამაც შესანიშნავად იცის სომხური და მისი ერის ისტორია...

2) ერთერთ ბრიტანულ სახელმწიფოში, ერთი ქართული ოჯახი გავიცანი, მეორე თაობამ უკვე აღარ იცოდა ქართული, ერთერთ სამხრეთულ ქვეყანაში კი მაღალი დიპლომატიის ემიგრანტი ვნახე, რომლის შვილი ძლივს ტეხავდა ქართულს, და მათი შთამომავლობა ხომ საერთოდ უნდა დავივიწყოთ... ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში ქართველების ერთმანეთის ეშინიათ და ერთმანეთს ატყავებენ... უმეტესობა ქართული სათვისტომოებისა უმაქნისი და მკვდარდშობილია, ეფექტურად ვრცლედება მხოლოდ რამოდენიმე გაზეთი და არ არსებობს არცერთი მოქმედი და კარგად განახლებად ვებ-საიტი ( ზოგს კვარტალში ერთხელ ანახლებენ...) ქართველები მაქსიმალურად ცდილობენ უცხოელზე იქორწინონ, რათა საბუთი მოიპოვონ და ჩარჩნენ... უმრავლეს შემთხვევაში ქართველი კაციც და ქალიც უცხოელთან თუკი ქმნის ოჯახს ასიმილირებას სწორედ ქართველი განიცდის... როდესაც თქვენმა მონა-მორჩილმა თხოვა ერთერთ მთავრობის წევრს მიეხედათ ემიგრაციისათვის, ასევე ვთხოვე, რომ პრეზიდენტამდე მიეწვდინა იდეა "ქართველი ემიგრანტის დღის" დაარსებისა, საერთო ემიგრანტული საიტის დაარსებისა ( მქონდა მეც მცდელობა მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მარტო აღმოვჩნდი) და ა.შ. ყველაფერ ამაზე ერთი პასუხი მივიღე :" დაივიწყეთ სახელმწიფოო და მიხედეთ თქვენს თავსო"...

ასეა სიტუაცია, ჩვენს უამრავ ხალხს ვკარგავთ ემიგრაციაში, როცა სხვები პირიქით ემიგრაციაში უფრო ერთიანდებიან...

სამწუხაროა,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 26 2007, 06:57 PM
პოსტი #336


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ასეა სიტუაცია, ჩვენს უამრავ ხალხს ვკარგავთ ემიგრაციაში, როცა სხვები პირიქით ემიგრაციაში უფრო ერთიანდებიან...

მგონი აქ უფრო ქართველი ადამიანის ეთნოფსიქიკაზეა ყურადღება გასამახვილებელი

თავად უფრო გეცოდინება, მაგრამ მე რაც დავადგინე, ქართველი ადამიანი საზღვარგარეთ არის ორი ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით:
- ან დროებითაა
- ან ვეღარასდროს იხილავს სამშობლოს

პირველი ფიქრით ჩასული და მყოფი ქართველები, ზოგჯერ საზღვარგარეთაც კვდებიან, მაგრამ ისინი ყოველთვის აქ წამოსვლის ფიქრში არიან და ამიტომ ფეხსაც ვერ იკიდებენ კარგად. ფერეიდნელი ქართველები 400 წელია მოდიან...

მეორე კატეგორიის ხალხი ხელჩაქნეულის პოზიციაშია, იცის მან, რომ სამშობლო დაკარგა და აღარ ცდილობს თვითგადარჩენას, თვლის რა, რომ აზრი არ აქვს.... ესენი იოლად ითქვიფებიან

საშუალო მდგომარეობა ქართველ კაცს უჭირს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 26 2007, 07:30 PM
პოსტი #337


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(KAIROS @ Feb 26 2007, 04:48 AM) *

" დაივიწყეთ სახელმწიფოო და მიხედეთ თქვენს თავსო"...



კაიროსი!


უკაცრავად მაგრამ აი ამის მერე, რომელ ემიგრანტს უნდა უნდოდეს სამშობლოში დაბრუნება, იმ სამშობლოში რომლის დავიწყებასაც სთხოვენ?

ციტატა(KAIROS @ Feb 26 2007, 04:48 AM) *



ასეა სიტუაცია, ჩვენს უამრავ ხალხს ვკარგავთ ემიგრაციაში, როცა სხვები პირიქით ემიგრაციაში უფრო ერთიანდებიან...

სამწუხაროა,

კაიროსი!


ზუსტად ესაა ქართველების უბედურებაც ერთმანეთის გატანაც კი არ შეუძლიათ, უმეტეს შემთხვევაში!...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 27 2007, 03:45 AM
პოსტი #338


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
მეც უცხოეთში ვარ, სწავლით რა გითხრათ, მაგრამ ქართველებისთვის კარგ მომავალ სასიძოს და სარძლოს ვზრდი

ძალიან კარგია შვილებს ქართულად რომ ზრდით.smile.gif ნეტა ყველა ოჯახი მასე იყოსsad.gif
იმედია თქვენც მალე ჩამოხვალთ სამშობლოში ოჯახით და დაუბრუნდებით საკუთარ ფესვებსsmile.gif
ალბად აპირებ კიდევაც ჩამოსვლას იმიტო რომ გემჩნევა რომ საქართველოს სიყვერულს გულით და სულით ატარებ.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 27 2007, 02:23 PM
პოსტი #339


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
:" დაივიწყეთ სახელმწიფოო და მიხედეთ თქვენს თავსო"...

გააჩნია რა სთხოვე სახელმწიფოს smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Feb 28 2007, 01:36 AM
პოსტი #340


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
მგონი აქ უფრო ქართველი ადამიანის ეთნოფსიქიკაზეა ყურადღება გასამახვილებელი

თავად უფრო გეცოდინება, მაგრამ მე რაც დავადგინე, ქართველი ადამიანი საზღვარგარეთ არის ორი ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით:
- ან დროებითაა
- ან ვეღარასდროს იხილავს სამშობლოს

პირველი ფიქრით ჩასული და მყოფი ქართველები, ზოგჯერ საზღვარგარეთაც კვდებიან, მაგრამ ისინი ყოველთვის აქ წამოსვლის ფიქრში არიან და ამიტომ ფეხსაც ვერ იკიდებენ კარგად. ფერეიდნელი ქართველები 400 წელია მოდიან...

მეორე კატეგორიის ხალხი ხელჩაქნეულის პოზიციაშია, იცის მან, რომ სამშობლო დაკარგა და აღარ ცდილობს თვითგადარჩენას, თვლის რა, რომ აზრი არ აქვს.... ესენი იოლად ითქვიფებიან

საშუალო მდგომარეობა ქართველ კაცს უჭირს


აქ ქართული ეთნოფსიქიკა რა შუაშია? ეს ზოგადი ადამიანური მდგომარეობაა. ან ვერასდროს ბრუნდები, ან ბრუნდები. ისე გამოდის თითქოს დედამიწაზე არ დადის ქართველი რომელიც მიდის და მოდის კიდეც. ან რამდენია რომელსაც არ ქონდა იმედი დაკარგული დაბრუნებისა და მაინც ვერ დაბრუნდა.




--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 11 მომხმარებელი (მათ შორის 11 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 05:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი