აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
gorgasali |
Sep 26 2006, 02:05 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 16-September 06 წევრი № 201 |
ოოო მეც უყურე მაგ ფილმს ხვალ და ზეგაც იქნება მემგონი
ახლახანს ვუყურე პირველ არხზე აფხაზეთზე და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექიგული მომიკვდა... ეს სასჯელი იყო უფლისგან ჩვენი ურწმუნოების გამო. ციტატა ახლახანს ვუყურე პირველ არხზე აფხაზეთზე და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექიგული მომიკვდა... ეს სასჯელი იყო უფლისგან ჩვენი ურწმუნოების გამო |
ალექსანდრე |
Sep 27 2006, 02:29 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს საშინელი დღე, სოხუმის დაცემა, 27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღეა და დღე მიცვალებისა წმიდისა იოანე ოქროპირისა, სწორედ ჯვართამაღლებას დავკარგეთ სოხუმი, მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა არაა და არც ისაა უბრალო დამთხვევა რომ სწორედ აფხაზეთში აღესრულა იოანე ოქროპირი ეს იყო განსაცდელი ჩვენი ცოდვებისა და ურწმუნოებისა გამო, და როგორც მაცხოვრის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს ასევე აღამაღლებს და გაამთლიანებს უფალი ჩვენს საქართველოს.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
leqso |
Sep 27 2006, 11:36 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
ღმერთმა გისმინოს!
-------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
ზურაბი |
Sep 28 2006, 04:11 PM
პოსტი
#24
|
აბდალა ჯგუფი: Members პოსტები: 662 რეგისტრ.: 25-September 06 მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!! წევრი № 218 |
"აფხაზეთის ომი დაიწყო ჯვრის დღესასწაულზე და დამთავრდა ჯვრის დღესასწაულზე ,ეს იმაზე გვანიშნებს რომ უფალმა ჩვენი ცოდვების გამო დაგვსაჯა,და სანამ არ გამოვსწორდებით ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ!ამ ხელისუფლებამ ეკლესიასთან უნდა შეათანხმოს ყველაფერი!თორე ისე არაფერი გამოუვათ!"ეს იყო ამონარიდი ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის მამა თეოდორეს ქადაგებიდან!ამ ქადაგების შემდეგ სახლში რო მოვედი ტელევიზორში ვნახე რომ მისი უწმინდესობა და პრეზიდენტი კოდორში იყვნენ და ძალიან გამიხარდა!!!ღმერთმა ქნას დავიბრუნოთ ტერიტორიები!!!
-------------------- ,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"
|
ზებედე |
Sep 28 2006, 04:19 PM
პოსტი
#25
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ღმერთმა ინებოს რომ მალე მოგველოცოს ერთმანეთისთვის აფხაზეთის დაბრუნება...
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლილიანა |
Sep 28 2006, 04:24 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ღმერთმა ინებოს რომ მალე მოგველოცოს ერთმანეთისთვის აფხაზეთის დაბრუნება... ამინ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ალექსანდრე |
Oct 2 2006, 02:18 AM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
საფლავთა მცველი...
ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ფრიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა. - ისინი (მთავრობები! - ავტ.) სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ; მას არაფერი აქვს საერთო ხალხის ენასთან, სურვილებსა და ცხოვრებასთან! - მეუბნება ჩემი გამყოლი, 50-ოდე წლის მამაკაცი. დღეს ოჩამჩირეში მიასვენებენ მოხუცს, რომელმაც სიცოცხლის ბოლო 15 წელიწადი დევნილობაში გაატარა. იმ წლებს სიცოცხლეს არც უწოდებდა. სიკვდილის წინ თავად ასწავლა შვილებსა და შვილიშვილებს, როგორ და ვისი დახმარებით გადაესვენებინათ საგვარეულო სასაფლაოზე, თავისი აფხაზი და ქართველი ბიძაშვილების, მეგობარ-მეზობლების გვერდით... თავიდან არც უფიქრიათ ჭირისუფლებს, რომ აფხაზები დაეხმარებოდნენ; მკვდრები კი არა, ცოცხლებიც აღარ ვუნდივართო, ხელი ჩაიქნია მოხუცის უფროსმა ვაჟმა ზაურმა და თამაზმაც მხარი აუბა, მაგრამ უფროსის სიტყვის მორჩილება სჩვეოდათ, ასე იყვნენ გაზრდილები; მკვდარი მამის კიდევ მეტი რიდი ჰქონდათ, ვიდრე ცოცხლისა და მისგან ნასწავლი გზითა და ხერხით, კაციდან კაცისთვის გადაცემით გააგზავნეს ამბავი გარდაცვლილი მოხუცის უკანასკნელ ნებაზე აფხაზეთში... ...თავად ჩამოვიდნენ აფხაზები. როგორ, არც თავად თქვეს და არც დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მოხუცს წესისამებრ მიაგეს პატივი და დაიბარეს: ზუგდიდამდე ჩამოასვენეთ, იქ ჩვენ გიპატრონებთო. ბევრი ხვეწნაც არ დამჭირვებია, თან გამიყოლეთ-მეთქი. - აფხაზებსა და ქართველებს არც არასოდეს ჩაუთვლიათ ერთმანეთი მტრებად, ბევრი ერთმანეთის სისხლით ნათესავი და მოყვარეა და იმ დროზე ოცნებობენ, როცა თამამად შეეძლებათ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება!.. - მითხრა გამყოლმა. - ახლა ვინ უშლით ხელს? - ვეკითხები. - ერთი მუჭა პოლიტიკოსები... მოღალატეები ქართველებშიც არიან და აფხაზებშიც; ორგულები ბლომად გვყავს, მათთვისაც არაფერს ნიშნავს ხალხის ბედ-იღბალი, ოღონდ თავად შეინარჩუნონ გავლენა, ძალაუფლება, სიმდიდრე... ...საზღვარზე არც აფხაზს შევუჩერებივართ და არც რუსს, არც სხვა ვინმეს და როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავდივართ, დევნილ ქართველებს კი არა, მეც მიჭირს ცრემლის შეკავება. ყველაზე “ჩაკეტილ” აფხაზშიც კი ჩანს “ნახევარი” ქართველი, რომელიც ვერასოდეს გარუსდება. ნეტავ გენახათ, როგორ დაიტირეს 15 წლის უნახავი მეზობელი და მოკეთე, როგორ ჩაგვიკრეს გულში ყველა. გარდაცვლილის მიტოვებულ სახლში ახლა უცხოები არიან ჩასახლებულები, ჭიშკარი მჭიდროდაა ჩაგმანული. შფოთი არავის უნდა და პირდაპირ სასაფლაოზე დავაპირეთ წასვლა. იწყინეს აფხაზებმა და მიცვალებული ერთმა თავის ეზოში შეასვენა, წინასწარ გამართულ ფაცხაში დაასვენებინა, არც მღვდლის მოყვანა დავიწყებიათ და არც სახელდახელოდ ჭიქის წაქცევა კაცებს. ...საფლავიც გაჭრილი დაახვედრეს და სანამ ჭირისუფალი გარდაცვლილს ემშვიდობებოდა, მოვლილ საფლავებს ჩამოვუარე, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და აფხაზური გვარები და რაც მთავარია, არც ერთ ქართულ საფლავს არ ეტყობოდა უპატრონობა. როცა აღტაცება გამოვთქვი, მოხუცი მამაკაცი დამანახვეს, მითხრეს, - ამ საფლავების მცველია, ომის დროსაც კი არ დაანება ათასი რჯულის ყაჩაღსა და მამაძაღლს მათი შებილწვა. ზამთარ-ზაფხულ აქ ტრიალებს და ამბობს, ეს საფლავები შეგვარიგებს და გაგვამართლებს ქართველებთანო. უხმოდ გადავეხვიე ნათელმზერიან მოხუცს: ქართველი ხარო, მკითხა ქართულად და თავზე გადამისვა დაკოჟრილი ხელისგული. ლამის გული ამომიხტა საგულედან... არც უკან წამოსულები შევუჩერებივართ ვინმეს. გარდაცვლილს აღარავინ ტიროდა, საოცრად მშვიდად იყო ჭირისუფალი. მათი სიმშვიდე მეც გადმომედო და რაც მთავარია, იმედი გამიათმაგდა: რამდენი წელიწადიც უნდა გავიდეს, ვერავინ გაჰყოფს საქართველოს, ხალხი არ დაუშვებს ამას, ხალხს არც არასოდეს დაუკარგავს ერთმანეთი და ისევ თავად იპოვის ერთმანეთისკენ სავალ გზებს... აფხაზეთი ჩვენია, ისევე როგორც საქართველოა აფხაზების!.. (გაზეთი კვირის პალიტრა, 2-8 ოქტომბერი) -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
შოთა |
Oct 2 2006, 11:45 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ალექსანდრე
მაგაში ეჩვი არ მეპარება რომ იქნებიან აფხაზეთის მხარეს ხალხი რომელიც . არ იზიარებს თავის ხელუსუფლების აზრს , მაგრამ ეგენი ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენენ, და ხელუსუფლება რომელიც აფხაზ ხალხმა მოიყვანა სათავეში და პირადადა რაულ ხაჯბას ბრძანებით არის დახვრეტილი ჟიული შარტავა (აფხაზეთის მიწა აჩამეთ და მერე დახვრიტეთო) ეს სიტყვები მაგას ეკუთვნის. რაც შეხება ზემოთ მოხსენებულ ისტორიას, რომლშიც პრობლემის გარეშე შეუშვეს აფხაზეთში მიცვალებული დასამარხათ, იცი ერთი ებრაული გამოთქმა რომ "კაი არაბი მკვდარი არაბიაო" ასე რომ შენ ისა თქვი როდის შეუშვებენ ცოცხლებს და დაუბრუნებენ თავიანთ სახლებს რომლებშიც თვითონ კონფორტულად ცხოვრობენ დღეს დღეობით. აი აგერ ფილმს ვდებ რომელშიც მოყოლილია 2 მეგობრის შეხვედრა ,ერთი აფხაზის სოხუმში დარჩენილი ელაპარაკება თბილიში გამოქცეულ ლტოლვილს პირდაპირ ეთერში, მგონი კარგათ ასხავს ეს ფილმი რეალობას რომ ჩვენ იქ არავის არ უნდევართ და სანამ ჩვენ თვითონ არ დავიბრუნებთ, იქ არავინ ნებით არ შეგვიშვებს უყურეთ -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
nini egriseli |
Apr 16 2007, 10:09 PM
პოსტი
#29
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 |
შეგიძლიათ მითხრათ რა ფილმია და სად უნდა ვუყურო ან როგორ ? -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
Floyd |
Apr 16 2007, 11:09 PM
პოსტი
#30
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
nini egriseli
ტორენტებზე იდო და ეხლა დევს ტუ არა არ ვიცი მარა გირჩევ არ უყურო -------------------- And the times , they are all changin' ...
|
მამფალი |
Apr 17 2007, 01:43 PM
პოსტი
#31
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ღალატიანი ომი: ღალატით დაწყებული, ღალატით დამთავრებული და ღალატითვე ნაბრძოლი.
მაგრამ როგორც ჩენი წესია ამ ომსაც არ ჩაუვლია გმირობის გარეშე. ამ ომმა ბევრი ვაჟის სახელი წარმოაჩინა. სოხუმის დაცემა კი ქართული ღალატის და სირცხვილის უდიდესი გამოვლენაა. ალბათ გარნისის მერე ასეთი ღალატი არ გვინახავს. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
კანონისტი |
Nov 21 2007, 02:16 PM
პოსტი
#32
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მეგობრებო,
მოდით აქ გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს ეს ომი. ახლა ვკითხულობ თ. ლიპარტელიანის წიგნს "სისხლიანი სასაკლაო", რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ სახელი და გვარიც კი არ ვიცით ბევრი გმირის, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას ნელ-ნელა დავდებ ტექსტურ, ვიდეო და ფოტო მასალებს. ჩვენ მათი სახელები უნდა ვიცოდეთ!!! მტერთან ბრძოლისას ისე ბორგავდით როგორც ხეობებს მომსკდარი ზვავი, მერე კი თითქოს სადღაც წახვედით, სიკვდილთან მაინც არ დადეთ ზავი ჩვენ დავბრუნდებით! ეს დრო დადგება და გავეყრებით დარდიან ფიქრებს, ხოლო სამშობლო - თავდადებისთვის ძეგლებს დაგიდგამთ ღიმილის ბიჭებს! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Nov 21 2007, 02:18 PM
პოსტი
#33
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ძალიან მძიმე "სურათია"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
Nov 21 2007, 02:25 PM
პოსტი
#34
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდის შედეგად აფხაზური სეპარატისტული ბანდ-ფორმირებების, რუსული რეგულარული ნაწილებისა და ჩრდილოკავკასიელთა მოხალისეების მიერ დახვრეტილ, ჩამოხრჩობილ და ცოცხლად დამწვარ მშვიდობიან მოსახლეთა სია დასახლებული პუნქტების მიხედვით:
ქ. გაგრა და გაგრის რაიონი ქ. გუდაუთა და გუდაუთის რაიონი სოხუმის რაიონი ქ. სოხუმი ქ. გულრიფში და გულრიფშის რაიონი ქ. ოჩამჩირე და ოჩამჩირის რაიონი ქ. ტყვარჩელი ქ. გალი და გალის რაიონი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქავთარაძე |
Nov 21 2007, 02:28 PM
პოსტი
#35
|
დაურეგისტრირებელი |
|
კანონისტი |
Nov 21 2007, 02:29 PM
პოსტი
#36
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
რამდენიმე ციტატა:
"აფხაზეთში ქართველებს სიცოცხლის უფლება აღარ აქვთ. აქ მათ შეუძლიათ მხოლოდ მოკვდნენ" ვ. სმირი, გაზ. "კომსომოლსკაია პრავდა", 19 დეკ. 1992 წ. "ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ჩვენ გამარჯვებაში მონაწილეობისათვის მიიღებენ მოქალაქეობას და ქართველთა სახლებს" ვ. არძინბა, გაზ. "იზვესტია", 19 ოქტ. 1992 წ. ქავთარაძე გიო, რამდენადაც იცი და შეძლებ, იქნებ მიუწერო რა სურათია, სად გადაღებული და ვინ არიან? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქავთარაძე |
Nov 21 2007, 02:33 PM
პოსტი
#37
|
დაურეგისტრირებელი |
კანონისტი
უიჰ ისიც დავწეროთ ბარემ რომ ქართველების ნაწილი მაგათზე უარესად იქცეოდა. |
კანონისტი |
Nov 21 2007, 02:35 PM
პოსტი
#38
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქავთარაძე
ცხადია. სიმართლე უნდა ითქვას -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქავთარაძე |
Nov 21 2007, 02:38 PM
პოსტი
#39
|
დაურეგისტრირებელი |
|
ჰ ა რ ი რ ა |
Nov 21 2007, 02:39 PM
პოსტი
#40
|
გ ი ო რ გ ი ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 4-May 07 მდებარ.: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქალაქი რუსთავი წევრი № 1,834 |
კანონისტი უიჰ ისიც დავწეროთ ბარემ რომ ქართველების ნაწილი მაგათზე უარესად იქცეოდა. სამწუხაროდ ეგეთებიც იყო -------------------- . . .
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი