თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 2 2008, 11:48 PM

ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო biggrin.gif

მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება...

რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა?

ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... smile.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Nov 4 2008, 08:06 PM

ჯერ გვითარგმნე რაც თქვი და მერე თან შენი აზრი შემოგვთავაზე a075.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 4 2008, 08:12 PM

ციტატა
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია?

ციტატა
სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება...


პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 4 2008, 08:42 PM

ციტატა
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია?


რძის პროდუქტი

პოსტის ავტორი: lelio თარიღი: Nov 4 2008, 08:46 PM

სიყვარულს ნიჭი უნდა რაც ეს თვისება ყველას არ გააჩნია .....

ხოლო ემოცია ცოტა რთული ასატანია თუმცა გააჩნია ემოციას არის დადებითიც და უარყოფითიც საკითხავია სიყვარულის დროს რომელი მათგანი გეწვევა

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Nov 4 2008, 08:46 PM

ციტატა(მნათე @ Nov 2 2008, 11:48 PM) *


რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა?



როდიესაც სულიწმინდის მადლით აღვივსები (ზეგე) აუცილებლად მოგახსენებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 4 2008, 11:24 PM

ციტატა
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია?

ყველაზე მართალი და ღვთაებრივი გრძნობაა !!! rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 4 2008, 11:28 PM

შოთაძე

ანუ, გრძნობა?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 4 2008, 11:32 PM

ციტატა
რძის პროდუქტი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


კონსერვი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 4 2008, 11:34 PM

მნათე
ორივე

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 4 2008, 11:43 PM

ციტატა(მნათე @ Nov 4 2008, 11:28 PM) *

შოთაძე

ანუ, გრძნობა?

კი გრძნობაა yes.gif მართალი გრძნობა კი ნიჭია yes.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Nov 5 2008, 01:43 AM

ჩვენ რაც ვიცით სიყვარული ეს არის გრძნობა და რისიც გვწამს არის ეს სულიწმინდისეული სიყვარული. ხვალ უფრო ფართოდ დავწერ Fსიქოლოგიურ კონტექსტში biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 5 2008, 01:51 AM

ციტატა
ჩვენ რაც ვიცით სიყვარული ეს არის გრძნობა და რისიც გვწამს არის ეს სულიწმინდისეული სიყვარული. ხვალ უფრო ფართოდ დავწერ Fსიქოლოგიურ კონტექსტში biggrin.gif


ფსიქოლოგიურ კონტექსტში სიყვარული მარტოობის დაძლევის სწრაფვა და სიცარიელის შიშია, მეორენაირად ეგზისტენციალურ შიშსაც ეძახიან (სარტრის გავლენით), მრავალ გრძნობათა თანამონაწილეობით შემდგარი გავლენიანი მდგომარეობა წარმოგვიდგება საერთო ჯამში, გრძნობათა კატეგორია ნაკლებადაა, შეგრძნების კომპლექსური ფორმა უფრო მგონია... მის მატერიალურ განხორციელებაში მონაწირეობს ნივთიერება/ჰორმონი სახელწოდებით ფენილოფლამინი, რომელიც ადამიანის გაიდეალებას უზრუნველყოფს...

ეს მხარე გასაგებია, მე უბრალოდ ახლა ფსიქოლოგია არ მაინტერესებს, ღვთისმეტყველების განყოფილებაში ვპოსტავ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 5 2008, 10:48 AM

ბევრს რომ ბაზრობენ ხოლმე მოდერატორები..ეს თემა რამდენნაირი არსებობს არ ვიცი...პატრონი არ ყავს ამ განყოფილებას?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 7 2008, 04:31 PM

sergi_glaxa

ციტატა
ბევრს რომ ბაზრობენ ხოლმე მოდერატორები..ეს თემა რამდენნაირი არსებობს არ ვიცი...

რომელი თემა მიგაჩნია ამის იდენტური თქვი და შევუერთებ.
ციტატა
პატრონი არ ყავს ამ განყოფილებას?

ჩემზე ამბობ ამას? smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Nov 7 2008, 07:09 PM

თემის სათაურს გავცემ პასუხს>არც ერთია და არც მე-2 biggrin.gif

სიყვარული -უდიდესი გრძნობაა smile.gif ვოტ ი ვსიო

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 7 2008, 07:26 PM

.:Lela:.
ხოხ, ნიჭიერო biggrin.gif


მე მგონია, სიყვარული ნიჭია, რომელიც ბადებს ემოციას smile.gif
ხოლო ემოცია, აძლიერებს მას. ესაა დამოკიდებულება, გვერდში ყოფნის სურვილი, მარტო დარჩენის შიში... ესაა საკუთარი სისუტსის აღიარება smile.gif. ეს აღიარება კი ადამიანს ემოციურად ამდიდრებს. ესაა სხვისი სისუსტის მიმართ შემწყნარებლობაც... ესაა მოთმინება და ნდობა...
და რიავიცი კიდევ რა smile.gif)

პოსტის ავტორი: inkvizicia თარიღი: Nov 12 2008, 12:17 PM

ამაზე გამიზიარეთ ერთი აზრი რა ძალიან გთხოვთ
სათნოების, სიკეთის, სიყვარულის, და შენდობის მღაღადებელნო !!!
რა არის ეს ? თუ თქვენი რელიგია ესაა მაშინ მე არ ვარ ქრისტიანი და თუ არა რატომ აქვს ამ მამაოს ამდენი უფლება მოსილება არებული თავის თავზე და რატომ რჩება დაუსჯელი ეს ეგრედ წოდებული "მამაო"

http://www.picturepush.com/public/1183883

ვიდეოს ლინკი
http://www.youtube.com/watch?v=7yb9UrSr49w

მოეშვით ღმერთის სახელით ლაპარაკს და თქვენ თავს მიხედეთ !! ამას გეტყოდიტ მეტს არაფერს

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 12 2008, 12:27 PM

inkvizicia
ტკბილო, ერთი აქეთ მოიხედე... biggrin.gif

ჯერ ერთი მაგაზე თემაც გაიხსნა აი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=5355
რამდენად დადებითია იქ ხალხის აზრი ამ ფაქტთან მიმართებაში შეგიძლია იხილო

და მეორეც მერე, ვინ გითრა, რომ ეგ მამაო ჩემთვისაც (რომელიც თავს მორწმუნედ ვთვლი) მამაოა?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 12 2008, 02:01 PM

სიყვარული თავად ღმერთია და რამდენადაც ვართ ღმერთთან ახლოს მით უფრო ვართ აღვსილნი სიყვარულით. ორი უმთავრესი მცნება ხომ სიყვარულს ეხება? ჩემი აზრით ღვთიური სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თავგანწირვაა. რაც შეეხება სიყვარულს-გრძნობას, ამას ალბათ ადამიანი სამშვინველის დონეზე გრძნობს და არა სულიერზე. მისი გმაოხატულება შეიძლება იყოს რომანტიზმი, პოეზია, მუსიკა და სხვა ხელოვნებები. ყველაფერი ის რაც გრძნობებზეა დამყარებული. საინტერესო თემაა...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 12 2008, 02:18 PM

inkvizicia

დაიცა, ახლა შენ მე მდებ ბრალს იმაში რაშიც სხვას დავდე ბრალი და ტრაქტატები ვაცხე შენი აზრის მხარდასაჭერად?

რელიგია და მამა დავით ისაკაზე რომ გაერთიანდება, დაგვიკავშირდი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Nov 12 2008, 06:00 PM

სიყვარული ?!?
საკუთარი გულის-სულის-გრძნობის-სიმართლის გააზრების და სხვისთვის დანახვება-მოფრთხილების ბეწვის ხიდია


"გზას ვამბობთ, თორემ რა გზაა ?!?
"აზრები და ციტატები თერალური ენციკლოპპპპეტტტტტიიიდან" biggrin.gif biggrin.gif
..........................................

"სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა :
- ზრუნვა, უსიყვარულოდ უშედეგოა.
- პასუხისმგებლობა, უსიყვარულოდ სიფრთხილეა.
- სამართლიანობა, უსიყვარულოდ გულქვობაა.
- სიჭკვიანე, უსიყვარულოდ ეშმაკობა.
- მეგობრობა, უსიყვარულოდ მლიქვნელობაა.
- წესრიგი, უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა.
- პატივი, უსიყვარულოდ ქედმაღლობაა.
- ქონება, უსიყვარულოდ სიხარბეა.
- რელიგია, უსიყვარულოდ ფანატიზმია.
სიყვარული იზრდება რწმენით."

ეს უკვე ციტაატა სიბრძნის სკივრიდან biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2017, 09:04 PM

"გულიდან ამოტანილი წრფელი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:36 AM

"ადამიანი უკვდავი ხდება მაშინ, როცა ამქვეყნად კეთილ კვალს ტოვებს, კეთილ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, თუ გული სიყვარულითა და სინათლით არა აქვს სავსე. სიყვარული ცხოვრების ღერძია."

/პოეტი ეკა ბაქრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:37 PM

"ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია ღვთის გარეშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არც მას სურს ჩვენ გარეშე ყოფნა".

/ილია მეორე/

ამ სიტყვებში რამხელა სიყვარული დევს wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:35 PM

"პავლე უფსკრულია სიყვარულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 01:25 PM

"ისეთი ადამიანები გიყვარს, რომელთაც საერთოდ არ იცნობ და შეხებაც არ გქონია, მაგრამ გაცნობისთანავე ისეთი გრძნობა გეუფლება, თითოქოს ის შენია, შენს გვერდით გაატარა მთელი ცხოვრება და მის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნია წამი".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:44 AM

"ქალწულის გული უკვე მოეწყლა ქრისტეს სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:15 AM

"მინდა უფლისა და ეკლესიის სიყვარული და ერთგულება შემრჩეს სიცოცხლის ბოლომდე"

/დიაკონი გიორგი შიობრიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:16 AM

"ღმერთმა ბევრი სიყვარული გაგაცემინოთ"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:22 PM

"გიყვარდეს და ყოველთვის ყველაფერში სწორად მოიქცევი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 07:03 PM

"სიყვარული სათნოებათა ოკეანეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:56 PM

"...შენს სიყვარულში ვხედავ
თუ რამ კარგია ჩემში..."

/გურამ ჭავჭანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:34 PM

"...დედამიწაზე შენ რომ არ იყო, ამ ცივ სამყაროს ვინ გაათბობდა?.."

/ლამზირა შეყილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 11:07 AM

"სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, რადგან ვერც მისი ბორკილები აჩერებენ მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:00 PM

"მე მივდივარ, რომ თქვენი მეოხი ვიყო ღვთის წინაშე, რომ თქვენი სიყვარული ზედ ღმერთის ტრაპეზზე დავდო."

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:18 PM

"არაფერი ისე არ ფარავს ცოდვათა სიმრავლეს, როგორც სიყვარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:26 AM

"სალესი ქვით შეიძლება განვსაზღვროთ ოქროს ხარისხი, სიყვარულით კი ადამიანისა და მისი რწმენის ხარისხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:43 PM

წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ღმერთისათვის სათნო დიდებული საქმეები კი არ არის, არამედ ის დიდი სიყვარული, რომლითაც ისინი აღესრულება, რამეთუ არაფერია მცირე, როცა ძალიან უყვართ და არც დიდებული, რომელიც მცირედ უყვართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 07:06 PM

"ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2017, 11:20 AM

"უხილავი ღმერთის სიყვარული ხილული ადამიანის სიყვარულით შეიცნობა და ისინი, როგორც ჯვარი, ისე კვეთენ ერთმანეთს."

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

"ადამიანო, იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი, შენ გემსახურება მიწის ყოველი ბინადარი და რაც მთავარია, შენი სიყვარულის მიზეზით გადმოვიდა ღმერთი ზეციდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:44 AM

"ადამიანი, რომელსაც გულში სიყვარული აქვს, რომც ჭამდეს, მაინც მარხულობს, ძილშიც მღვიძარებს, სიტყვის გარეშე მლოცველია და ხელების გარეშეც მოწყალეა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:42 AM

"თვალხილული, ყოვლისმჭვრეტელი, გულში ჩამწვდომი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 06:02 PM

„ღმერთს ვუყვარვართ არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ ამ წყალობას ან სიყვარულს: მას ჩვენ უბრალოდ ვუყვარვართ“.

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:35 PM

"ჩვენ ძალზე უნდა შევიყვაროთ ქრისტე და მაშინ ვერაფერი გვაცდუნებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:14 AM

"[ღირს სვიმეონ მესვეტე უფროსს] სახე ყველას დანახვაზე უცისკროვნდებოდა - დიდებული იქნებოდა ის, გლახაკი, მდიდარი თუ უპოვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 11:15 AM

"იმარხავდა ღმერთს და ღმერთიც იცავდა ნეტარს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:37 PM

"რა სიყვარული ხარ, უფალო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:44 PM

"წყვილის სიყვარულით სავსე
სიტკბო იღვრებოდა თასზე!"

/ლეილა გაფრინდაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 10:21 AM

"გულში სიყვარულის ლამპიონები მენთო"

/გულნაზ ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 01:24 PM

"ქრისტიანობა მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენიტმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:20 PM

"ამოტვიფრული სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:38 AM

"თუკი ადამიანს ყველაზე მეტად უფალი უყვარს, მაშინ მას ყველა უყვარს, ყველას სათანადო ყურადღებით ეპყრობა და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სამყაროსთან".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 12:40 PM

"ო, სიყვარულო ანგელოზის ჩუმო დღიურო"

"მე სიყვარული განმიცდია დედისკენ ღვთისკენ"

/ტარიელ ხარატიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:46 AM

"...მიყვარხარ ისე, რომ სიცოცხლე შემოგაკარი..."

/ტარიელ ხარატიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:51 PM

"ისე მიყვარხარ ჩემთვისა ხარ ხატშესადარი!"

/ტარიელ ხარატიშვილი/



"შეგრძნობილი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:26 AM

"სითბო და სიყვარულიც თუ მოიშალა, რაღა დაგვრჩება?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:37 AM

"სიყვარული გულისმიერი გრძნობა და მოძრაობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:05 AM

"გაბრიელ ბერის მთელი არსება მოყვასის სიყვარულით სულდგმულობდა. შეუძლოდ იყო, სენაკიდან ვეღარ გამოდიოდა, როცა მისმა საოცარმა ხმამ შეაზანზარა სამთავრო:

- მიყვარხართ ყველანი!

ეს იყო გულიდან ამოტანილი იმ უსაზომო სიყვარულის გამოძახილი, რომელშიც, ვისაც კი ბერი ერთხელ ენახა, ხშირად რწმუნდებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2017, 01:13 PM

"აღტაცებული სიყვარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 08:02 PM

"ადამიანთა შორის სიყვარულს სწორედ ეშმაკი არღვევს და დაშრეტს".

/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო (მარიამ) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 10:59 AM

"სადაც არის სიყვარული, იქ არ არსებობს ცივი გათვლა, სადაც არის სიყვარული, არ არსებობს ანგარება".

/პროფესორი ალექსი ოსიპოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 11:10 AM

"თუკი ერთმანეთი გვიყვარს, არ გვესაჭიროება არც შრომა, არც ღვაწლი - ეს ის გზაა, რომელსაც თავისთავად მივყავართ სათნოებასთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:45 AM

"ბერი ამფილოქე (მაკრისი) გვირჩევდა: - შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ, არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველებსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:09 PM

"ერთი ფილოსოფოსი ჩინეთისა, კონფუცი, ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ თავად გულწრფელად უთხრა სხვას: საყვარელო, მიყვარხარ".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:45 PM

"ღვთაებრივი სიყვარულის ერთი წვეთი ყველანაირ ამქვეყნიურ, ხორციელ სიყვარულს აღემატება".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:54 PM

"სიყვარულის საქმეებით განათებული ჩვენი ცხოვრება გარდაისახება და აყვავილდება ამა სიყვარულის სინათლეზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:53 PM

"...თვალწინ იშლება სიყვარულით ამოფერილი ლაჟვარდები..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 08:59 PM

"ნეტარებს ქრისტე ეძახის მათ, ვისი სიცოცხლეც სავსეა ღვთის სიყვარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:30 AM

"სიყვარულის უფრსკრული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2017, 02:00 PM

"როცა ყველაფერში სიყვარულია, იქ ყველაფერი სწორი გზით მიდის. როცა სიყვარული არ არის, იქ ყველაფერი იშლება".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:39 PM

"თუ ღვთის ნებით შენი გულის სიღრმიდან ამომავალი სიყვარული ჭეშმარიტი იქნება და სიყვარულით დაელოდები, მაშინ შენი ახლობელი ადამიანი, რომელმაც მიგატოვა, სხვაგან ვერსად იპოვის ისეთ ნაზ სიყვარულს, როგორიც შენ გაქვს და უკან დაბრუნდება.

წავიდეს, სადაც უნდა, ასეთ გულითად სიყვარულსა და სიყვარულის ასეთ "ხარისხს" ვერსად იპოვის. შეიძლება, იშოვოს მხოლოდ სანაცვლო უღიმღამო, მაამებლური სიტყვები, პირად სარგებელზე დაფუძნებული სიყვარული და იმედგაცრუებული კვლავ შენ დაგიბრუნდება. ოღონდ მთავარია, როდესაც დაბრუნდება, შენ დახვდე. დაელოდები?"

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 08:52 PM

"არ შეიძლება, ადამიანს სიყვარული მოსთხოვო, არ შეიძლება უთხრა: "მინდა, კარგად მექცეოდე, მინდა პატივს მცემდე".

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:47 PM

"ირგვლი საყოველთაო სიყვარული სუფევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:05 PM

"ქრისტიანული სიყვარული არის სული წმინდის ძღვენი. ამ ძღვენს ვიღებთ რწმენით, საიდუმლოებებით და ჩვენზეა დამოკიდებული, გავზრდით თუ არა ამ მადლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:41 AM

“არქიმანდრიტმა იონა კიეველმა (XXს.) ბევრი განსაცდელი და დევნა დაითმინა კაცთაგან. მას სცემდნენ, თმით ათრევდნენ, წვერს აგლეჯდნენ... ერთხელ, როცა თავის კელიაში დამწუხრებული იესოს ლოცვას იმეორებდა, მასთან მაცხოვარი შემოვიდა. უფალი კუნძზე ჩამოჯდა, რომელიც იონას მაგიდის მაგივრობასაც უწევდა. მამა იონა ცრემლთა ფრქვევით დაემხო მის ფერხთა წინაშე, შემდეგ მოიკრიბა ძალა და იესოს მიმართა:

- უფალო, გავბედავ და შეგეკითხები: როცა ძველ აღთქმაში გთხოვეს, გამოსცხადებოდი, უპასუხე: "არავის ძალუძს იხილოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს"... რატომ მოხვედი ჩემთან, უდიდეს ცოდვილთან?

მაცხოვარმა უპასუხა:

- იმიტომ, რომ შენ შეიყვარე ადამიანები ისე, როგორც მე შევიყვარე.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 10:35 AM

"ძვირადღირებული სიყვარული, რომელიც სულიერ კეთილშობილებაში, თავგანწირვაში მდგომარეობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 01:21 PM

"...ეს ჩემი ცრემლი სიყვარულია..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:35 PM

"მამა პაისის განმასხვავებელი ნიშანი ყოვლისმომცველი სიყვარული იყო, სიყვარულს გამოხატავდა ის სიტყვასა და საქმეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 04:38 PM

"ქრისტესმიერი სიყვარულით მიყვარხართ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 02:53 PM

"სიყვარულს გასცემ სიყვარული გიბრუნდება"

/იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:39 AM

"ცის სიყვარულში დაფერფლილან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:52 PM

"უფლის სიყვარულთან შენივთებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 06:59 PM

"ჩვენ ქრისტიანული სიყვარულის ცეცხლს დავანთებთ ჩვენსა და მოყვასის გულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 10:46 AM

"რაში მდგომარეობს ავადმყოფობა? - სიყვარულის შერყვნაში".

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

"ადამიანისადმი სიყვარული შეუძლებელია ღმერთის სიყვარულის გარეშე"

/დოსტოევსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 03:29 PM

"სიძულვილით -
მაისიც კი მარტობს,
ჭკნება - ვარდი,
ხარობს ნარი,
ღოლო...
სიყვარული გადაგვარჩენს, -
მარტო...
სიყვარული გადაგვარჩენს, -
მხოლოდ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:14 PM

"ადამიანი სიყვარულისთვის იბადება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:21 PM

"ნეტარი მამა ყველას, ვინაც კი მიეახლებოდა, უსაზღვრო სიყვარულს მიაგებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:20 PM

"- ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:50 PM

"სიყვარული მთელი რჯულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:15 PM

"სიყვარულს, სიყვარულს, სიყვარულს,
თავს ვანაცვალებდი, თავს!.."

/თინათინ მრელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 10:49 AM

"მწველი გრძნობა დაეუფლა ჩემს გულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:08 PM

"ჩვენი სიყვარული განშორებაა"

/თამაზ ბაძაღუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:11 PM

"მე შენს თვალებში ჩავარდნა მიყვარს...
შენი თვალების ფსკერზე ჩაძირვა"

/ნათია მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 12:15 PM

"ღმერთი ჩვენთან არის , რადგან მას უყვარს. მოდით, ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი!"

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 08:11 PM

"პოეზიაა - როცა მიყვარხარ
და მაინც ვამბობ,
რომ დამავიწყდი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2018, 10:05 AM

"ის კი არ არის მოგებული, ვინც უყვართ. არამედ ის, ვისაც სიყვარული შეუძლია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 12:55 PM

"სიყვარული, იცით, რა არის? როცა რაიმეს კი არ ველი შენგან, არამედ მზად ვარ, მოვკვდე შენთვის - აი, დამოკიდებულება, რომელიც ყველანაირ ეჭვს დაამარცხებს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:37 PM

"...ქრისტეს სიყვარულით აგიზგიზებულ მის პატარა გულს..."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 09:56 PM

"...უზომო ტკივილი ვიგრძენი, რადგან მიმატოვე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2018, 11:03 PM

"სიყვარულს მთელი ცხოვრება უნდა ვსწავლობდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2018, 04:31 PM

"მე შენ ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, შენ კი არ გიყვარვარ!" sad.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:14 PM

"მართლაც, რას არ გაგაბედინებს სიყვარული?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2018, 10:46 PM

"გაეცით მეტი დადებითი ემოცია, ღიმილი და სიყვარული".

სქემ-მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2018, 09:32 PM

"-გიყვარს?!
-კი..
-რატომ?!
-არ ვიცი...
-მართლა გყვარებია!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:14 AM

---
"სიყვარული მხოლოდ ბედნიერება არ არის, ის გარკვეულწილად ტანჯვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:49 PM

"სიყვარულმა ლამის დამფერფლა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2018, 08:12 PM

"მიქელანჯელო წერდა: "არ შობილა ჯერ ამქვეყნად კაცი, რომელსაც ჩემსავით სწყუროდეს, უყვარდეს ადამიანები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2018, 08:13 PM

"კარგია, გიყვარდეს, მაგრამ არა ასე მხურვალედ".

/არქიმანდრიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2018, 09:10 PM

"ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე ბერი [წმ. პაისი ათონელი] ბრძანებდა: "ამოსავალ წერტილად ჩვენი ქმედებებისა იმაზე ფიქრი კი არ უნდა იყოს, უკეთ როგორ უნდა მოვეწყოთ, არამედ ის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ხვედრი მოყვასს, როგორ მივანიჭოთ მას მშვიდობა. მაშინ ყველა კარგად იქნება და ადამიანებს შორის სიყვარული გამეფდება".

"უნდა მივაღწიოთ ღვთის სიყვარულს, - ამბობდა მამა პაისი, - რომ ჩვენი გული ხარობდეს, ძგერდეს სიხარულით. საღმრთო ტრფიალების, საღმრთო ჭვრეტის მისაღწევად განუწყვეტელი ღვაწლია საჭირო. მაგრამ როცა მოვა, მაშინ ამბა სისოსავით აღარც ჭამა გინდა და აღარც ძილი. როცა კაცი ხვდება, რა არის ღვთის სიყვარული, ის საღმრთო გონებაშეშლილობამდე მიდის, მაგრამ რა საწყენია, რომ სოფელი ამ სიყვარულს ვერ იგებს".

როცა ჰყვებოდა კაცზე, რომელმაც ღვთის ჭვრეტის მდგომარეობას მიაღწია, ამით მამა პაისიმ ერთგვარად თავისი სულიერი მდგომარეობაც გაამხილა: "როგორც კნუტი, რომელიც შენს ფეხებთან გორავს და გეფერება, შენც, ქრისტეს სიყვარულით ჭკუიდან გადასული, ეფერები და უკოცნი მას ფერხთ.

როცა კაცს უმაღლესი ხარისხის საღმრთო ტრფიალება დაეუფლება, დნება, იწვება. მსხვილი ძვალნი ადამიანის სხეულისა რბილდება, როგორც ცვილის სანთლები. როცა კაცი აღწევს საღმრთო ტრფიალებას, ის მთვრალს ემსგავსება. იგი დატყვევებულია საღმრთო სიყვარულით და სხვას ვერაფერს აკეთებს. ყველაფრისადმი გულგრილი ხდება, მსგავსად იმ მთვრალისა, რომელთანაც მიირბინეს და ამცნეს, სახლი გეწვისო, ის კი პასუხობს: "დაიწვასო..." ამიტომაც სჯობს, ადამიანი მცირე ხანს დარჩეს ამ საღმრთო ჭვრეტის მდგომარეობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:28 PM

"ერთ-ერთ პირად წერილში წერდა [ღირსი პაისი ათონელი]: "როცა კაცი მოახერხებს, განთავისუფლდეს ყველასა და ყველაფრისგან, მაშინ იგრძნობს ღვთის უდიდეს სიყვარულს, რომელიც დაეუფლება მას და ღვთის მონად აქცევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:17 PM

"თვალებიდან გადმოფრქვეული სიყვარული და უსიტყვო, მრავლისმთქმელი ღიმილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 07:48 PM

"იდიდოს უფლის სიყვარული, რომელიც უზენაესი სამართალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:20 PM

"მთელი მისი ცხოვრება მოტყინარე ცეცხლი იყო ქრისტეს სიყვარულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 09:08 PM

"ღვთის განსაცვიფრებელი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:35 PM

"ფარისეველთა მსგავსად, მარტოოდენ ნორმატიული აქტებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, მთავარი ფასეულობა - ადამიანია, მისი ხსნა ქრისტეში და ამისთვის შეიძლება ყველა კანონი უარყო და მხოლოდ ერთით - სიყვარულის კანონით იხელმძღვანელო.

ერთ ფაქტს მოვიყვან: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში შედგა მოციქულთა კრება, რომლის მთავარი საკითხი გახლდათ - აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსულ ქრისტიანთათვის.

პავლე მოციქული ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო, მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა - გარეგნული ნორმა დაარღვია, მაგრამ მთავარი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა. უსიყვარულოდ კი, მოგეხსენებათ, ყოველივე უფასურდება".

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2018, 09:11 PM

"მამა გერმანე ღვთაებრივი სიყვარულით ბრიალებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 01:56 PM

"სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2018, 06:51 PM

"სიყვარული ცხოვრებას ალამაზებს და ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:20 PM

"ლოცვის დროს გონებაგაფანულობა, უსასოობა არაერთხელ დამუფლებია და ერთხელ უფალს ვემუდარე, შენი სიყვარული შემაგრძნობინე-მეთქი. იმ წუთში - ვერა, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ გული რაღაცამ გამიპო, ისეთი სითბო ჩამეღვარა და ისეთი სიყვარული, ამქვეყნიური ცხოვრება ერთ დაუსრულებელ ტანჯვად მომეჩვენა.

ეს მხოლოდ ერთ წუთს იყო - რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასეთ რამეს ვეღარ გავუძლებდი. უფალი იმხელა სიკეთის გამომცემელია, თავისი სიყვარულითაც არ გვაწუხებს. ასეთი რამის მიღება მხოლოდ დიდი მომზადებით არის შესაძლებელი და წმინდა მამების ხვედრია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 11:57 AM

"ბედნიერია ის, ვინც სიყვარული
შეისულსისხლხორცა."

/გივი ალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:53 PM

"სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას ითხოვს. მაგრამ ეს ადამიანის ფარისევლურ ბუნებას არ მოსწონს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2018, 02:47 PM

"მამა საბა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას გარდაიცვალა. სიკვდილის წინ უკანასკნელად დაარიგა თავისი მორჩილები: "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:13 PM

"იმას ვაკეთებ, რაც გულს უნდა. გულს კი მაშინ უნდა, როცა უყვარს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2018, 12:23 PM

"უფალი თუ არ გვიყვარს, ყოველი სიკეთისგან შორს ვდგავართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2018, 11:11 AM

"- რა არის ნაყოფი სიყვარულისა და რამდენად ხილულია ან რა გზით შევიძინოთ იგი? ზოგი ამის მზა რეცეპტსაც კი გვთავაზობს...

- სიყვარულის ნაყოფი უხილავია, მაგრამ მისი შეგრძნება შესაძლებელია. იგია კეთილი საქმენი, სათნოებანი, მარხვა, ღვაწლი, ლოცვა, უფლის შემეცნება და ყოველივე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. უფალსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ შევიგრძნობთ, სულით გვიხარია, ვადიდებთ და ვიცით, რომ უზენაესი არსებაა, ყოვლადბრძენი, მოსიყვარულე მამა, გამჩენი, დამბადებელი მოწყალე და ყოვლადკეთილი, - ამიტომ გვიყვარს. ადამიანის სული ხომ თავისი არსით მორწმუნეა, თუმცა ამ ნიჭსა და მოცემულობას როგორ განავრცობს, მისი გადასაწყვეტია.

როგორ შევიძინოთ სიყვარულის ნიჭი და მისი ნაყოფი? უპირველესად, დედაეკლესიას უნდა მივაშუროთ. საკუთარ მაგალითით გეტყვით, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდგომ, როდესაც ღმერთი შევიცანით და შევიყვარეთ, უფრო მძაფრად შევიგრძენით სამშობლოს, მშობლების, ოჯახის, ადამიანების, ცხოველების, ბუნებისა და ყოველივე ქმნილის სიყვარული... ადამიანი თანდათან ეჩვევა ამ ყველაფერთან ურთიერთობას და ამით ადიდებს კიდეც შემოქმედს. თუ მოყვასის სიყვარულის სწავლა და კეთილ საქმეთა ქმნით ამ დიდი ნიჭის შეძენა გვსურს, ეკლესიას უნდა შევუერთდეთ, უფალი შევიმეცნოთ და მაშინ სიყვარულსაც ვისწავლით."

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2018, 02:16 PM

"უფალო ჩემო, როგორი ცუდი ვარ, მაგრამ შენ ხომ მართლა გიყვარვარ? კადნიერებით ვივსები და ცრემლმორეული გიყურებ. ჩემი სული არ არის სუფთა, მაგრამ ვიცი, რომ შენ გიყვარხარ!"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2019, 07:01 PM

"თუკი შეიყვარებ ღმერთს, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:59 PM

"გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 12:06 PM

"ჩვენც მივუძღვნათ უფალს ჩვენი სიყვარული, რამდენიც გვაქვს და რამდენიც ძალგვიძს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:47 AM

"ჩემთვის ყველაზე მძიმე ტანჯვაა, ვიცოდე, რომ საყვარელ ადამიანს ვაწყენინე"

/მამა ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:51 PM

"ზედმეტი სიყვარულით ვკლავთ ადამიანს"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 12:10 PM

"ვთხოვე უფალს სიყვარული და მან მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავეხმარო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:59 PM

"სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:22 PM

"ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა მათ ამ სიტყვით გამოეხატათ ღმერთთან ურთიერთდამოკიდებულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:38 PM

"სიყვარულის პირველი თვისება საკუთარი თავის გაწირვაა"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:36 PM

"მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:16 PM

"იმყოფებოდეთ ღვთის სიყვარულში, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 09:53 PM

"მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია, ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება ”

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:52 PM

"სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:45 PM

"მოსწვავს ღვთაებრივი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 04:14 PM

"დამეთანხმებით, სიყვარულს მხილებაზე მეტი ძალა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:35 PM

"ქრისტეს ტკბილ ალერსსა და უფალთან ერთობას ვგრძნობდი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:49 PM

"ჩვენ, ჩვენი უძლურების გამო, არ ძალგვიძს, შევიყვაროთ ქრისტე. დაე, მან შეგვიყვაროს. დაე, ძალიან ვევედროთ, რომ მან შეგვიყვაროს და მოგვანიჭოს მოშურნეობა, რათა ჩვენც შევიყვაროთ ის".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 09:36 PM

"მაშ, დიდი ხელოვნება, დიდი საიდუმლო, რომ სევდისაგან და ყველაფერ უარყოფითისგან განთავისუფლდე, იმაში მდგომარეობს, რომ თავი გადადო ღვთის სიყვარულისთვის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 05:06 PM

"უნდა გტკიოდეს. გიყვარდეს და გტკიოდეს. გტკიოდეს მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული თავს არ ზოგავს მისთვის, ვინც უყვარს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 04:07 PM

"ქრისტეს სიყვარულს, ისევე როგორც მოყვასის სიყვარულს, საზღვარი არა აქვს. დაე, თქვენი სიყვარული ყველგან, დედამიწის ყველა კუთხეში, ყველა ადამიანის მიმართ განეფინოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 05:01 PM

"როცა სული ქრისტეს სიყვარულით აღივსება, მაშინ ის სრულყოფილებას ესწრაფვის. სხვა რა შეიძლება იყოს ამაზე აღმატებული? - ღვთის მადლი, ქრისტე ჩვენში. მიხვდით? წადიერება, თავდადება! ეს არის მთავარი. ამის გარეშე ყველაფერი ამაოა. სხვა დანარჩენი ცარიელი სიტყვებია, ნულია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:57 PM

"სიყვარული, რომელიც სამაგიეროს ითხოვს, ანგარებიანია; არ არის ჭეშმარიტი, წმინდა, ანკარა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:28 PM

"დაე, ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:40 PM

"დაე, ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს, განურჩევლად მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2019, 07:00 PM

"ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არა აქვს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 01:45 PM

"ნიჭთა ნიჭი - სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 06:21 PM

"სიყვარულის ღირსი მხოლოდ სიყვარულს დახარებებული კაცი შეიძლება იყოს და არა მაძღარი და გულმოყირჭებული"

/თომას მანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2019, 04:44 PM

"ვეცადოთ, ჩვენ გულებში სიყვარულის ნათელი შემოვიდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:49 PM

"სიყვარული ქვაკუთხედია სახარებისა, ჩვენი ცხოვრებისა. ეს არის დავიწყება საკუთარი თავისა, ესაა მცნებებით ცხოვრება, ესა მოქცევა ისე, როგორც გვსურს თავად გვექცეოდნენ და ამის გაკეთება მხოლოდ მოსიყვარულე გულს შეუძლია. ამგვარი ირგვლივ სიკეთეს თესს, არა ყვირილითა და მტრობით, არა სიბოროტითა და კბილთა ღრჭენით, არამედ სიმშვიდით.

როცა ადამიანს უყვარს, უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, როგორ ექცევიან მას, რას აკეთებენ მისთვის, აღარ არის მნიშვნელოვანი, დაუბრუნებენ თუ არა ვალს, იგი გასცემ და არ ნანობს. ეს ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტი ცხოვრების ცხოვრობს და უფლისკენ მიდის. ამგვარმა შეიცნო ღმერთი, მან იცის, რა არის ბედნიერება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:09 PM

"უფალს უყვარს მადლიერი და ყოველთვის იწყნარებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:24 PM

"მხოლოდ გულწრფელად დააკაკუნე მწყალობელი უფლის კარზე და იესო ქრისტე ყოველთვის გაგიღებს მას. სხვაგვარად შეუძლებელია. ძალიან შეიყვარე იგი, რათა მეტი მიიღო მისგან. მის სიყვარულზე, დიდზე ან მცირეზე, დამოკიდებულია წყალობა, მეტი ან ნაკლები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 11:10 PM

"სიყვარული და გულისტკივილი ერთად დადიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:35 PM

"მთავარია, გვიყვარდეს ღმერთი, სულ მასთან ყოფნა გვინდოდეს, გვახსოვდეს, რომ ის გვიყურებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 10:59 PM

"კაცის სიყვარული მისივე ხასიათის ანარეკლია"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:00 PM

"ქალი იმდენ სითბოს გითესავს გულში, რომ მანამ ვერ გააცნობიერებ, რა ძვირფასია შენთვის, სანამ არ დაკარგავ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:14 PM

"ადამიანის ბუნება ასეთია, ყველაზე მეტად ვინც გვიყვარდა, ბოლოს ყველაზე მეტად ისინი გვძულს"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:42 PM

"ჩემო ძვირფასო გოგონა, ჩემი ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების სინათლევ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:25 PM

"მითხარი, თუ ვინმეს ანბანს შეასწავლი, კითხვას როგორ დაუშლი? როცა ადამიანი სიყვარულის ელექსირს იგემებს, როგორ არ მოსწყურდება მეტი?"

"ჰქონდა რაღაც დამაუძლურებელ სიყვარულს, ამ ამოუცნობ ძალას, რომელიც შენი შეგრძნებებისა და ძლიერი მხარეებისგან გძარცვავდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:45 PM

"სიყვარული დაავადება იყო, აღმაფრთოვანებელი და აღმაფრენელი, მაგრამ მაინც - დაავადება"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:57 PM

"როცა გვიყვარს და ვუყვარვართ, მავნე ენერგიისგან ვთავისუფლდებით და სამოთხეს ვუახლოვდებით"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:36 PM

"სიყვარულსა მალვა უნდაო", თუმცა მაინც არ იმალება ნამდვილი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 03:52 PM

"მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:05 PM

"თითოეული, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვატარებს გულსა და გონებაში, ისინი კი, ვინც ჩვენ გვიყვარს, ჩვენში ცხოვრობენ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 06:27 PM

"სიყვარული აბსოლუტურ უანგარობას ეფუძნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:57 PM

"აღაპი ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 03:31 PM

"ჭეშმარიტი სიყვარულის სიდიადე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2020, 12:52 PM

"სიყვარული უჩინარს ხედავს, არარსებულს გრძნობს"

/იბნ არაბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:56 PM

"ჯერაც გაუნაღდებელი სიყვარული"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:29 PM

"სადაც სიძულვილი, შური და სიმახინჯე ჩაბუდდება, მე იქ სიყვარულის, ზნეობისა და სილამაზის მოქადაგე ვარ!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:19 PM

"ამპარტავნება ანადგურებს სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:37 PM

"გვერდით ყოფნა არ ნიშნავს ფიზიკურ სიახლოვეს. შეიძლება ვიღაც ხშირად იყოს ახლოს, მაგრამ შენი არაფერი ესმოდეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:23 PM

"ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 05:45 PM

"როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო, მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:13 PM

"მთავარი ის კი არ არის, რამდენს მოსწონხარ, მთავარია ვის მოსწონხარ და გაფასებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:23 PM

"ნუ ითვლი, ვის მოსწონხარ, ვის არა... საკუთარი თავი იპოვნე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 10:30 PM

"ღამის ცვლის ექიმმა სამუშაო დაამთავრა და ის იყო, უნდა დაეტოვებინა კაბინეტი - შემოვიდა 80 წელს გადაცილებული მამაკაცი, ხელი შეხვეული ჰქონდა. სთხოვა, გადამიხვიეთო. ექიმმა - ჩემი ცვლა დამთავრდა, ნახევარ საათში მოვა მეორე ექიმი და დაგეხმარებათო. პაციენტი ეხვეწებოდა - 9 საათისთვის უნდა მივასწრო მეუღლესთან საავადმყოფოში მისვლაო. ექიმი დაჰყაბულდა. გადახვევის პროცესში შეიტყო, რომ მოხუცს თურმე 5 წელია, ცოლი უწევს საავადმყოფოში და ყოველ დილით მიდის მასთან, რათა ტანსაცმელი გამოუცვალოს და ასაუზმოს. გულაჩუყებულმა ექიმმა უთხრა, - ალბათ როგორ გიფასებთ ცოლი ასეთ ყურადღებასო. რას ამბობთ, ექიმო, - მიიღო პასუხად, - ჩემი ცოლი მრავალი წელია, რაც ვეღარ მცნობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:03 PM

"ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, რომ ადამიანს მისცე ყველაფერი, რაც მოეწონება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:21 PM

"ახალგაზრდა ადამიანის ხარვეზი მხოლოდ სიყვარულით ამოივსება!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 02:20 PM

"გული უნებურად მაყივლებდა, სიყვარულსაც ჰქონია თავისი ყივანახველა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:11 PM

"თუ გიყვარს, აპატიე, თუ ვერ აპატიებ, ესე იგი, არ გყვარებია"

/სოფიკო ჭიაურელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:13 PM

"თუ ვინმეს არ მოსწონხარ, არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ... გააჩნია ვის არ მოსწონხარ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:09 PM

ნამდვილი სიყვარული

"ქალიშვილი ეკითხება დედას:

- დედა, როგორ უნდა გავარჩიო ნამდვილი სიყვარული არანამდვილისაგან?

დედა პასუხობს:

- "იმიტომ, რომ მიყვარს!" - ეს არის ნამდვილი სიყვარული. "მიყვარს, იმიტომ რომ..." - ეს არ არის ნამდვილი სიყვარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2020, 12:11 PM

"ნუ დაიზარებ, გიყვარდეს, გიხაროდეს, გეღიმებოდეს, დანარჩენი ჩაივლის!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:37 PM

"ღვთის სიყვარულს სული დაჟინებით მიელტვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2020, 10:33 PM

"შეიყვარე, ოღონდ გემუდარები, უმიზეზოდ!"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2020, 10:46 PM

"გარეგნული ნიშნით მხოლოდ ის აფასებს, ვინც ზედაპირულია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:03 PM

"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის დაბრკოლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 04:42 PM

" - წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ ღმერთი ისევე არ მიყვარს, როგორც ადამიანი?! როდესაც ვინმე ძლიერად მიყვარს, მე ხომ გამუდმებით მის გვერდით ყოფნა მსურს!

- ეს თანდათანობით, ბრძოლის შედეგად მოდის. სხვაგვარად ადამიანები აენთებოდნენ და დაიწვებოდნენ ღვთის სიყვარულით. ირგვლივ სიცივე იქნებოდა გამეფებული, მათ კი ეგონებოდათ, რომ იწვიან და მთებისკენ გაიქცეოდნენ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:14 PM

"არასდროს მითხრა, მაგრძნობინე, რომ გიყვარვარ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2020, 09:18 PM

"თუ ადამიანის შენარჩუნება გსურს, წივილ-კივილით, სკანდალებით და ლანძღვით არა, სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთი უნდა შეინარჩუნო...
იქიდან ყველა გარბის, სადაც მუდმივი დაძაბულობა და ჯიბრია..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:16 PM

"ერთი ისტორია გამახსენდა. უნივერსიტეტში, წლების წინ მოვისმინე.
მეორე მსოფლიო ომის დროს, შეყვარებული წყვილი იმ პირობით დაშორდა ერთმანეთს, რომ ვაჟი ომიდან აუცილებლად ცოცხალი დაბრუნდებოდა, არც გოგონას შეუყვარდებოდა სხვა ვინმე.
ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ის ვაჟიც ცოცხალი ვერ დაბრუნდა.
18 წლის იყო გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა, საქმროს სახლში გადასულიყო საცხოვრებლად, მთაში ცხოვრობდნენ.
უვლიდა შეყვარებულის მშობლებს, ოჯახის შექმნა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება მოლოდინში გაატარა. გულისგულში სულ სჯეროდა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასე, უსასრულო მოლოდინში გავიდა წლები. მოხუცდა. ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა... სოფელმა საქმროს ოჯახიდან გამოასვენა, როგორც ქვრივი...
P.S. ხშირად მახსენდება, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჯანსაღი სიყვარული ხომ ისედაც ერთეულების ხვედრია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 07:57 PM

"შენზეც ძალიან ვღელავ, ჩემო სულის წიაღო"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 03:17 PM

"ღმერთი ჯერ გულითა და გონებით უყვართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:24 PM

"გიყვარდეს და რა მოხდა მერე, იგივე ძალით თუ არ გიპასუხებენ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:20 PM

"როცა გული სიყვარულით არის სავსე, არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2021, 01:03 PM

"სიყვარულს არ დაუწესო კალენდარული რიცხვები, ის მდგომარეობაა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 10:20 PM

"ცოდვილი ცხოვრება სულის სიკვდილია, ღვთის სიყვარული კი - ტკბილი სამოთხე, რომელშიც ჩვენი მამა, ადამი ცხოვრობდა დაცემამდე"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:15 PM

"როცა მადლი ჩვენშია, სული ანთია და დღედაღამ უფლისკენ მიიწევს, რამეთუ მადლი ღვთის სიყვარულისკენ იზიდავს, შეიყვარა სულმა ღმერთი და არ სურს მოსწყდეს მას, რამეთუ არ ძალუძს განძღეს სული წმიდის სიტკბოებით. არა აქვს ბოლო ღვთის სიყვარულს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:35 PM

"ძმა რ.-მ მიამბო, რომ ერთხელ, როცა ის მძიმე სნეულებამ შეიპყრო, დედამ უთხრა მამამისს: "როგორ იტანჯება ჩვენი შვილი... სიხარულით მივცემდი სხეულს ნაწილ-ნაწილ დასაჭრელად, ოღონდ მას ეშველოს და ტკივილი შეუმსუბუქდეს." ასეთივეა უფლის სიყვარული კაცთა მიმართ. მან თქვა: უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15:13). უფალს ისე ძლიერ ებრალებოდა ადამიანები, რომ მოისურვა მათთვის ეტანჯა ისე, როგორც მშობელ დედას შეუძლია იტანჯოს, და უფრო მეტადაც. მაგრამ ამ დიდ სიყვარულს ვერავინ ჩასწვდება სული წმიდის მადლის გარეშე. წმინდა წერილი ლაპარაკობს ამ მადლზე, მაგრამ არც წმინდა წერილის გაგება შეიძლება გონებით, რამეთუ მასშიც იგივე სული წმიდა მეტყველებს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 09:35 PM

"მხოლოდ სრული თავგანწირვა და ნდობა არის ჭეშმარიტი, ღვთიური სიყვარულის საფუძველი"

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:50 PM

"ვისაც უყვარს და იტანჯება, არ კვდება, კვდება ის, ვინც თელავს სიყვარულს"

/ბერი რაფაელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 09:31 PM

"ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა გვიყვარდეს, მაგრამ სხვას რომ ვუყვარდეთ, ამის მოთხოვნა ვერ უნდა გავბედოთ"

/ღირსი ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:08 PM

"როგორც უფალი ამბობს: "სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი". ჩვენი უპირველესი საუნჯე ჩვენი სულიერი საუნჯეა - ეს არის სიყვარული, რომელსაც ყოველი ადამიანი თავის გარშემო უნდა აფრქვევდეს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 10:25 PM

"გესმის? შენი პირიდან არასდროს გამოსულიყოს სიტყვები: "არ მიყვარს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 04:16 PM

"თავად ყოვლადსახიერ უფალს მართლები უყვარს, ცოდვილებს კი სწყალობს. მისი მიბაძვით ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ასე იქცევიან: წყალობასა და სულგრძელებას ყველას მიმართ იჩენენ, სრულ სიყვარულს კი - მხოლოდ მართლმორწმუნეთა მიმართ"

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 10:01 PM

"სიყვარული ის არის, როცა შენგან არაფერს ელოდება და ისე უყვარხარ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 07:32 PM

"როცა ვიგებთ, რომ ვინმეს ვუყვარვართ, თუნდაც მდაბიო და უქონელი იყოს, განსაკუთრებული სიყვარულით აღვეგზნებით ხოლმე მის მიმართ და დიდ მოწიწებას ვიჩენთ მისადმი, და თავადაც ვიყვარებთ მას საპასუხოდ; უფლის სიყვარული კი ჩვენდამი რაოდენ დიდია და მაინც უგრძნობელნი ვრჩებით?"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 10:06 PM

"სიყვარულის ცეცხლი ბევრ საკვებს მოითხოვს, რათა მუდმივად ენთოს და გამრავლდეს. როდესაც მას ღმერთი ასაზრდოებს, ის მუდმივად ძლიერდება და საზღვარი არ გააჩნია; ხოლო, როდესაც ადამიანი თვითნებურად კვებავს, მაშინ მალე თავდება საკვები ცეცხლისთვის, ისიც ნელდება და ქრება"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:12 PM

"ხორციელ სიყვარულს ისეთივე სიმტკიცე აქვს, როგორის მინდვრის ყვავილს. მთელი გულითა და გონებით უფლის სიყვარული კი თვით სიკვდილზე გამარჯვებაა"

/ბერი გიორგი (სტრატონიკი), ზადონელი დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 09:10 PM

"შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 10:35 PM

"სიყვარულის გარეშე ღმერთისთვის სათნო არაფერია"

/წმ. კლიმენტი რომაელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:46 PM

"სულით ვატაროთ და გავზარდოთ სიყვარული ქრისტეს მიმართ"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 06:57 PM

"სიყვარული ადამიანში უკვდავყოს სულს და გრძნობებსაც: იგი მათ გარდაქმნის, მოკვდავს უკვდავად აქცევს, წარმავალს მარადიულად"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:18 PM

"თუ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ სიყვარული არ გაქვთ, არაფერი შეგერგებათ"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:05 PM

"სიყვარულს ღმერთს შესთხოვენ, როგორც ყველაზე სრულყოფილ ნიჭს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და, როდესაც მას გვიძღვნის, იგი თითქოს თავის თავს გვიძღვნის"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:20 PM

"ქრისტე არის ღმერთკაცი, ამიტომ მისი სიყვარული ყოველთვის ნიშნავს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს. ადამიანის სიყვარული არის ღვთის სიყვარულის მტკიცებულება, ხოლო ღვთის სიყვარული - ადამიანის სიყვარულისა"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 11:34 AM

"ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 12:15 PM

"სადაც სიყვარულია, იქ ყველაფრის გადატანაა შესაძლებელი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2021, 08:28 PM

"ყოველი სული, რომელსაც უფალზე მეტად სხვა უყვარს, მემრუშეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2021, 06:54 PM

"ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 05:29 PM

"ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ მიილტვის, არამედ ყოველთვის ზემოთ მიემართება. ასევე, შენი სიყვარული შენშივე კი არ უნდა დარჩეს, არამედ ყოველთვის უფლისადმი უნდა ამაღლდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:47 PM

"შეიყვარე ერთარსება ღმერთი და უფლის ყველა შვილი შეგიყვარდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2021, 09:20 PM

"რაოდენ ძალმოსილია წმინდა და უანგარო სიყვარული!"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2021, 09:11 PM

"თუკი არ არის სიყვარული, ყველაფერი იკარგება და, როგორც ირკვევა, ყოველივე თვალთმაქცობაა"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 04:59 PM

"[პავლე] მოციქული გვიჩვენებს, რომ სიყვარულს სარგებლობა ჩვენთვისვე მოაქვს და არა იმათთვის, ვინც გვიყვარს".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 09:06 PM

"ღვთის ყველა მცნება ერთიანდება ერთში, სწორედ რომ სიყვარულის მცნებაში. ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა - სიყვარულის სხვადასხვა სახეობა!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 11:31 AM

"მხოლოდ გიყვარდეს და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:22 PM

"ზეცაში მხოლოდ ის აღიყვანება, ვისაც სიყვარული აქვს, რამეთუ იქ მხოლოდ სიყვარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:01 PM

"გიყვარდეს ყველაფერი უფალში და ყველაფერში გიყვარდეს უფალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:03 PM

"სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:18 PM

"ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:17 PM

"ღმეთის სახელი - სიყვარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 08:10 PM

"არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხართ"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:09 PM

"მას არ უყვარს უფალი, ვისაც უყვარს ის, რის სიყვარულსაც უფალი კრძალავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:08 PM

"მხოლოდ ის უნდა გვიყვარდეს, რასაც არასდროს დავკარგავთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:04 PM

"ვისაც მეტად უყვარს, ის მეტს აკეთებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:05 PM

"ყველაზე დიდი ნეტარებაა, გიყვარდეს ქრისტე და უყვარდე მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2021, 08:17 PM

"ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი - ყველგან ჯოჯოხეთი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 05:34 PM

" - დედამიწას სიყვარული ატრიალებს?

- დედამიწა ისევ იტრიალებს, ადამიანი კი დასრულდება სიყვარულის გარეშე"

/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 09:14 PM

"უხეშობა სიყვარულის უქონლობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 07:54 PM

"სხივსაგან სიყვარულის მოთხოვნა ნიშანია სულიერი უძლურებისა, რომ არ ვთქვათ, სულიერი ავადმყოფობისა"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:24 PM

დრო ისე ცოტა გვაქვს, მარტო ერთმანეთის სიყვარული უნდა ვიჩქაროთ!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2021, 06:04 PM

"არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს, რომ "ხორციელი სიყვარული განიცდის განშორებას იმასთან, რისკენაც მიმართულია იგი; მას სჭირდება, უყურებდეს, უსმენდეს ადამიანს. ხოლო სულიერი სიყვარულისთვის არ არსებობს მანძილი. იგი არ ეჭვიანობს, სავსეა მშვიდობით. სულიერი სიყვარული არის უფლის წყალობა, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2021, 05:58 PM

"სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2021, 06:35 PM

"სიყვარულის გარეშე ძნელია ცხოვრება ქვეყნად"

/ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 06:37 PM

"როცა კაცს ჭეშმარიტად უყვარს, თავმდაბალია, სხვას არ უცქერის, მხოლოდ საკუთარ თავს ჭვრეტს, საკუთარ შეცდომებს ხედავს, და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2021, 04:24 PM

"მისი [ბერ იოსებ ვატოპედელის] გული ვულკანივით იყო, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულის ინტენსიურობისა და ძალის გამო თითქოს იწვის და დუღს, შემდეგ კი ეს "ლავა" ყველა ადამიანზე და ყველა ქმნილებაზე იღვრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:36 PM

როცა სიყვარული შეგიძლია, გიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის და არც ცდილობ რამის შეცვლას!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:28 PM

"მე ვთხოვე ღმერთს, ისევე შემეყვარებინა სხვა ადამიანები, როგორც მას უყვარს და მან მიპასუხა: "სიამოვნებით! ძლივს მიხვდი, რაც უნდა მთხოვო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2022, 04:36 PM

"ვინც სრულყოფილ სიყვარულს აღწევს, ის უკვე მადლის ტყვე და მორჩილი ხდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:31 PM

"თუ გონება არაა ქრისტეში, მაშინ არც გული მუშაობს და ამიტომ მას არ უყვარს არც ქრისტე, არც ახლობლები, და მითუმეტეს, არც ბუნება - ცხოველები, ხეები, მცენარეები".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:27 PM

ნივთებზე მეტად შეიყვარე ადამიანები, მერე შენს ლოცვას მეტი ძალა ექნება!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 10:31 AM

"ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის - ჩვენი თანამოძმე - ადამიანისადმი".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 06:48 PM

"სიყვარული - ესაა, საკუთარი თავი გასცე სხვისთვის, რათა მან შენში იცოცხლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 07:48 PM

"და სადაც სიყვარულია,
იქ სიწმიდეა!.. ღმერთია!.."

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:22 PM

"სიყვარულსაც ჭკუა უნდა"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 02:08 PM

"სიყვარულის ნაკლებობას ვერაფერი შეავსებს; მაგრამ სიყვარული ყველაფრის დანაკლისს ავსებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 01:46 PM

"ერთი ქალი ყოველდღე ჩადის ლონდონის მეტროში და ზის პლატფორმაზე 1950 წელს მგზავრებისთვის ჩაწერილი განცხადების მოსასმენად. ეს ფრაზა, "Mind the gap", რომელიც ყველასთვის ნაცნობია და გამგზავრებისას სიფრთხილეს გვახსენებს, ამ ქალის ქმარმა, ოსვალდ ლოურენსმა ჩაწერა.
2003 წელს ოსვალდი გარდაიცვალა და ქალის გულში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. მაგრამ მან იპოვა გზა, რომ შეეგრძნო მისი ყოფნა. ყოველდღე ესმის ქმრის ხმა, თუნდაც ერთი ფრაზა, მაგრამ აქ, მეტროს პლატფორმაზე, ის საყვარელი ადამიანის გვერდით არის.
თუმცა, პროგრესის ეპოქაში ეს ჩანაწერი რობოტის ხმით შეცვალეს. მარგარეტი დაუკავშირდა ლონდონის ტრანსპორტის დეპარტამენტს თხოვნით, მიეცათ მისთვის ქმრის ხმის კასეტა, რათა შინ მოესმინა.
ეს ამბავი ლონდონის მერიამ რომ შეიტყო, გადაწყვიტა განცხადების აღდგენა მარგარეტის სახლთან, მეტროს გაჩერებაზე და ჩრდილოეთ ხაზის სანაპირო სადგურის ყველა მგზავრს ახლა შეუძლია გაიგოს ოსვალდ ლოურენის ხმა.
ასეთი შესანიშნავი ჟესტით ლონდონის ხელისუფლებამ გაგვახსენა, რომ ხალხმა კი არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხალხისთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 04:12 PM

"[ბავშვებს] ასწავლეთ, რომ როცა იტყვიან, "მიყვარს", ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანებსაც მთელი გულით უნდა უერთგულონ, რადგან სიყვარული თამაში არ არის"

/ფსიქოლოგის რჩევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:34 PM

"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება"

/ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:05 PM

"სიყვარული ნათელია განსახებული"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:36 PM

"ჭაბუკი მომწონის თვალით უყურებს ქალწულს"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 05:12 PM

"ფრთაასხმული სიყვარული"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 07:17 PM

"ჭაბუკს ქალისთვის ნდომის თვალი უკვე დაეკრა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:09 PM

"განკფდა ჭაბუკი, ქალის სახეს შეეწებნენ მისი თვალები"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:16 PM

"როგორ ვაწუხებთ უფალს და ყოველთვის რა დიდ სიყვარულს გვიგზავნის"

/ამირან-ლაზარე სინაურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 03:38 PM

"როგორ არ უნდა გვიყვარდეს უფალი? მისით ვცხოვრობთ, მისით ვსუნთქავთ, მისით ვმოძრაობთ. განა გასაკვირი, საძულველი არ უნდა იყოს ჩვენი გულის მიპყრობა იმ უბრალო აზრებისადმი, რაც ღმერთის გარეშეა, რასაც ჩვენი დაღუპვა ძალუძს?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:21 PM

"ადამიანის სიყვარული - ეს არის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება! ვიმეორებ: ღმერთს არ შეუძლია, გვაიძულოს, რომ შევიყვაროთ იგი!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2022, 08:43 PM

"გიყვარდეს და ყოველთვის სამართლიანად მოიქცევი ისე, რომ ამას თავადაც ვერ შეამჩნევ. ეს სულიერი საწყისი გასწავლის, როგორ მოიქცე ყოველგვარ ვითარებაში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2022, 08:58 PM

"საიდან ექნება ღვთისმოსავი ღვაწლისთვის ძალა მას, ვისაც არა აქვს მხურვალე სიყვარული უფლის მიმართ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2022, 09:02 PM

"შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ და, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, - დამიჯერე, - ისეთი დიდებულია, ისე აკმაყოფილებს ჩვენი გულის მოთხოვნილებებს, რომ უკვე ვერაფერი მოგხიბლავს ამქვეყნად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2022, 08:27 PM

"ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით, - "მიწამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 08:41 PM

"როგორც ნამდვილი ვერასდროს პასუხობს შეკითხვაზე: "რისთვის მიყვარს? რატომ მიყვარს?" ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს ეს "რისთვის" და "რატომ"! ეს ამ ყველაფერზე აღმატებულია! დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 10:01 PM

"თუ ის გეყვარება, რისი სიყვარულიც არ შეიძლება, ვეღარ გეყვარება ის, რაც უნდა გიყვარდეს!"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:20 PM

"სიყვარულის ვალი - ეს ისეთი სახის ვალია, ომ განუწყვეტლივ გრძელდება მისი გადახდა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გადაიხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:22 PM

"ნუთუ მიწიერი ბედნიერების მწვერვალი, ცხოვრების მიზანი სიყვარულია? რაღაც არ მგონია"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:20 PM

"დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ღმერთს ვუყვარდე და თავის წყალობას არ მაკლებდეს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:21 PM

"თუ ადამიანი სიყვარულს მოიპოვებს, ეს გრძნობა მისგან ყოველგვარ ბოროტებას გაფანტავს. სიყვარული - სინათლეა, ბოროტება - სიბნელე. სადაც სინათლეა, იქ სიბნელესთვის ადგილი არ რჩება. სადაც სიყვარულია, იქ ბოროტება არ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 12:40 PM

"როდესაც გულწრფელად გიყვარს, პირველ რიგში სწორედ იმის სიკეთეზე ფიქრობ, ვინც გიყვარს"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 08:53 PM

"ერთმა ახალგაზრდამ მითხრა სიტყვები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

- მე ძალიან მიყვარს ერთი გოგო, პატივს ვცემ, აღფთოვანებული ვარ მისით და ძალიან მსურს მასთან ვიყო.

- და რას აკეთებ ამისთვის? - ვკითხე მე.

- არაფერს. იგი ვერასოდეს შეიტყობს ჩემი გრძნობების შესახებ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მას სხვა უყვარს. და რადგან მე ის ნამდვილად მიყვარს, არაფერს ვეუბნები ჩემი გრძნობების შესახებ და არც არასოდეს შევიჭრები მის ცხოვრებაში. ამჟამად უნივერსიტეტს ვასრულებთ და დალაპარაკება მსურდა, რომ ოჯახის შექმნა შემეთავაზებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ სხვაზე ფიქრობდა, მე მას თავი დავანებე. მე მიყვარს იგი და ამიტომაც არ ვესაუბრები, მე მიყვარს იგი და ამიტომაც ვერიდები.

აი, ამს ჰქვია სიყვარული! ვინც გიყვარს, მის სიკეთეზე ფიქრობ და რადგან ამ შემთხვევაში სიკეთე ის არის, რომ არ აუფორიაქო გული, პატივისცემით მოეკიდო მის არჩეულ გზას, რომლითაც ამ ადამიანს სურს იაროს, სიყვარული გაიძულებს, რომ გაუგონარი რამ ჩაიდინო, საკუთარი სიყვარული გარდაქმნა ცრემლად, მარგალიტად, ტკივილად, რომლისგანაც ცოცხალი წყალი გადმოდინდება და ღვთიური მადლით განწმენდს შენს გულს. და თუნდაც გეჩვენებოდეს, რომ არ ამჟღავნებ და აჩვენებ შენს სიყვარულს, სინამდვილეში შენი სიყვარული უფრო ღრმა გახდება. შენ გარდაიქმნები უაღრესად მგრძნობიარე, წრფელ, პოეტურ და პატიოსან ადამიანად და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ, ერთხელაც ამ ყველაფრის გამო უდიდეს ჯილდოს მიიღებ!"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 08:32 PM

"წმინდაა იგი, ვინს სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (საღვთო) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:18 PM

"ძალიან სერიოზულები უნდა ვიყოთ. არასოდეს დააზიანოთ სხვა ადამიანი. სჯობს, არ უთხრათ სხვა, რომ არ გიყვართ, დაელოდეთ, დატოვეთ იგი მოლოდინში. არ უთხართ მას ეს. სჯობს, ეს არ იცოდეს, თუნდაც ათასჯერ გკითხოს, ვიდრე შენ უთხრა მას ასეთი მტკივნეული სიტყვა"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:40 PM

"სიყვარული - ნათელია, რომელიც ყველა სხვა სათნოების ნათლის შუქია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 06:36 PM

"ზოგჯერ გული იესო ქრისტეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით მიდუღდა და ამ ტკბილი დუღილით დადენილი მანუგეშებელი ნაკადი სხეულის ყველა ასოში მივლიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:43 PM

"სიყვარული ხეს ჰგავს: იგი თავისთავად იზრდება, ღრმად იდგამს ფესვებს ადამიანის არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს"

/ვიქტორ ჰიუგო, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 10:04 PM

"ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, რომლისთვისაც არაფერს დაიშურებ"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 08:13 PM

"კაცსა და ქალს შორის თუ მხოლოდ ერთ-ერთს უყვარს და მეორეს კი არა, არაა ღვთისაგან, სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. პლატონური სიყვარული - ავადმყოფობაა"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2023, 09:31 PM

''მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო.

ერთხელ ის სტუმრად იმყოფებოდა ჰამბურგში, იქაური მდიდარი ვაჭრის სახლში, სადაც გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი მასპინძლის უმშვენიერესი ასული, სახელად ფრუმტიე. მოზესი ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ, ქალი ზედაც არ უყურებდა. მასში ზიზღს იწვევდა მენდელსონის სიმახინჯე.

ერთხელ, ერთ–ერთი მორიგი სტუმრობის შემდეგ, მოზესმა სთხოვა ქალს აუდიენცია გამომშვიდობების მოტივით. ფრუმტიემ ის მიიღო, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის.

მენდელსონი ოთახში ეახლა. ქალი რაღაც ღვთიური სილამაზით ბრწყინავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის თვალს არიდებდა კაცს და ალბათ ვერც კი გრძნობდა, თუ რამხელა ტკივილს აყენებდა მას ამ საქციელით.

მოზესმა მოკრძალებით ჰკითხა:

– მითხარით, თქვენ გჯერათ, რომ ადამინთა შეუღლების ბედი ზეცაში წყდება ?

– დიახ, – უპასუხა ქალმა ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია. – და თქვენ?

– მეც მჯერა, – თქვა მოზესმა. – იცით, ყოველთვის, როცა ბიჭი იბადება, უფალი მას ზეცაშივე აუწყებს, თუ ვისთან მოუწევს დაქორწინება მომავალში. როცა მე დავიბადე, უფალმა მეც მანახა ჩემი მომავალი მეუღლე, მაგრამ ამავე დროს განმიცხადა:

„შენი ცოლი კუზიანი იქნება“- მე კინაღამ გული გამისკდა:

– ო, არა ღმერთო! – შევღაღადე მაშინ უფალს, – ქალი კუზით, ეს ხომ საშინელი ტრაგედიაა! გევედრები, მომეცი კუზი მე, გოგონა კი დაე იყოს ლამაზი და მშვენიერი!

აქ ქალმა პირველად ჩახედა თვალებში მოზესს და თითქოსდა მისი სულის სიღრმეებში რაღაც მოგონება ამოტივტივდა… მან გაუწოდა ხელი მენდელსონს… ხოლო ცოტა ხნის შემდგე კი გახდა მისი საყვარელი და ერთგული მეუღლე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2023, 03:55 PM

"სიყვარულის სისავსეს იქამდე მივყავართ, რომ თავდავიწყებამდე გვიყვარს, "თავდავიწყებამდე", ანუ საკუთარი თავის სიძულვილამდე"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:09 PM

"მე სიყვარულის ციხეში ვარ გამოკეტილი
და გასაღები კი შენახარ, ჩემო ლერწამო"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:29 PM

"ყური დაუგდე შენს გულის ძგერას,
ყოველი დარტყმა ამბობს: მიყვარხარ!"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:56 PM

"სიყვარულით დატბორილი
ოცნებათა სანაპირო"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 07:40 PM

"სიყვარული ხომ ძლიერია შვებად მოსული
იგი ყოველთვის მხურვალეა, არ იყინება"

/ვალერიან წიკლაური/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)