IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 119 120 121 122 123 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 8 2019, 10:53 AM
პოსტი #2401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ბერი აღიკვეცება, კონკრეტულ მონასტერში ხდება მის მიერ აღთქმის დადება, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ განეშორება ამ ადგილს... მონასტრიდან ლოცვა-კურთხევვის გარეშე, თვითნებურად წასული მონაზონი კი, საეკლესიო სამართლის მიხედვით, აღთქმის გამტეხად ითვლება“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2019, 01:06 PM
პოსტი #2402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნობა სრულყოფილების ძიებაა.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2019, 11:42 AM
პოსტი #2403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„განღმრთობილ მონაზვნებში მოძრაობისა და მყუდროების ერთიანობას დაინახავ. წმინდა მაქსიმეს სიტყვებით რომ ვთქვათ, „ისინი მარადმოძრავ მყუდროებასა“ და „დაყუდებულ მოძრაობაში“ იმყოფებიან. ქრისტეში არიან და რადგან ჭეშმარიტად ღირებული მარგალიტი მხოლოდ ქრისტეა, სრულყოფილი ნეტარებისკენ მუდმივად ქრისტეში მიისწრაფიან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2019, 01:56 PM
პოსტი #2404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნური ცხოვრება სიტყვის - ქრისტეს მუდმივი ბაძვაა”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2019, 11:49 AM
პოსტი #2405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა გალაქტიონი პირში ხემსს არ ჩაიდებდა, ვიდრე თავის ჩვეულ მონაზვნურ კანონს არ დაასრულებდა. როცა ძმები სუფრასთან ეძახდნენ, ბერდიდი პასუხობდა: - მაპატიეთ ძმებო, მე დღეს ჯერ არ ამისრულებია ჩემი ვალი ღვთის წინაშე. პური როგორ ვჭამო, თუ ჩემი მოვალეობა არ შევასრულე? შემდეგ განმარტოვდებოდა ტყეში, დაასრულებდა ლოცვებს, მუხლთა დრეკას და მერეღა მიუჯდებოდა სუფრას“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2019, 10:40 AM
პოსტი #2406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"სულიერმა შვილებმა ჰკითხეს მამა არსენს, - იმ წლებში თუ უცხოვრიათ აქ სხვა მონაზვნებსო.

"ბევრი შემოგვივლიდა, მოძღვრისაგან სარგებელს ნახულობდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ვერ უძლებდა, - ბრძანა მამა არსენმა, - ერთხელ ერთი ძალზე ნასწავლი მონაზონი მოვიდა, გვარად მენაიასი (შემდგომში მთელ ათონზე ცნობილი მონაზონი გახდა). მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, ამიტომ ჩვენთან მცირე ხნით დასახლების ნება ითხოვა. მამა იოსებმა თქვა, თუ დამჯერი იქნება, დარჩეს, რამდენ ხანსაც უნდაო.

ამ კაცს თან პატარა ჩემოდანი დაჰქონდა. მოძღვარმა ჰკითხა: - შიგნით რა გიდევსო. წამლები, მამაო. ამიტომაც ჩამოვედი. იქნებ თქვენ განმკურნოთო.

- განგკურნავ, ოღონდ ერთი პირობით: თუ ყველაფერს ხრამში გადაყრი, რაც ჩემოდანში გაქვს და დღეში ერთხელ მხოლოდ იმას შეჭამ, რასაც ჩვენო.

- თუ წამლებს გადავყრი, მოვკვდები. მათი წყალობით ვდგავარ ფეხზე. ჭამითაც დიეტა უნდა დავიცვა, ვჭამო ცოტა და მალ-მალე.

- როგორც შენთვის აჯობებს, ისე მოიქეციო, - უთხრა. საღამოს კი ეუბნება: - შვილო, დილით სადმე სხვა ადგილი მონახე საცხოვრებლადო.

- მაგრამ, მამაო, მე თქვენთან მოვედიო.

- უკვე გითხარი, იმისთვის, რომ აქ დარჩე, შენგან ორ რამეს ვითხოვ: წამლები გადაყარო და დღეში ერთხელ ჭამო.

ის არც მიდიოდა, არც ემორჩილებოდა, ვიდრე არ შეიწყალა ღმერთმა და არ მოესმა მრისხანე შეძახილი საკუთარ სულში: - რატომ არ უჯერებ მოძღვარს?! მაშინღა გადაყარა წამალი და ჩვენთან ერთად დაიწყო ცხოვრება. მეორე დღეს გახარებულმა მოირბინა მამა იოსებთან: - არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ყველა სნეულება გამიქრა და თავს ბავშვივით ვგრძნობო.

მას შვიდი სერიოზული დაავადება სჭირდა. ერთხელ მოვიდა და თქვა:

- მამაო, შვიდიდან ერთ-ერთი სნეულება უკან დამიბრუნდა.

- მინდა შენი გულისთქმები აღიარო, - უთხრა მოძღვარმა.

- წუხელ ურწმუნოების გულისთქმა მომივიდა და მითხრა: - მან გაიძულა, წამლები გადაგეყარა. თუ ავად გახდები, აქ, ამ უდაბნოში ასეთ წამლებს ვერსად იშოვიო.

- სნეულებებიც ამიტომ დაგიბრუნდა, - მიუგო მოძღვარმა.

- განმკურნე, მამაო, და გპირდები, რომ ამიერიდან ყურადღებით ვიქნები.

- ისიც გეყოფა, რომ ექვსი სნეულებისგან განიკურნე. ეს კი იმიტომ დაგრჩება, რომ ამიერიდან ფხიზლად იყო, თანაც ამით პატარა ჯვარს იტვირთავ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2019, 10:26 AM
პოსტი #2407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდი სახიფათოა მონაზვნისთვის ჩუმად ჭამა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2019, 10:59 AM
პოსტი #2408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირია ბერმონაზვნური ცხოვრების დროს სულიერი ბრძოლა. თუნდაც წუთისოფლის არდათმობის, ეჭვის, სიძულვილის, ვნების, ზოგჯერ უდარდელობაც კი შეიძლება შემოგეპაროს, მაგრამ "სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ". ამიტომაც მონაზვნად აღკვეცის დროს, ლოცვის კანონთან ერთად, მას ეძლევა სულიერი იარაღი - სკვნილი, ბერის ცხოვრების წესი ლოცვაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2019, 12:33 PM
პოსტი #2409


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები სიკვდილს მიიღებენ და სიცოცხლით იმოსებიან“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2019, 11:05 AM
პოსტი #2410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თებაიდაში შევხვდით ერთ ღირსსახსოვარ ამბა დიოსკურეს. ამ ხუცესის სავანეში თითქმის ორასი მამა ცხოვრობდა. ის ზრუნავდა, რომ წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას ვინმე სინდისდალაქავებული არ მიახლებოდა ბარძიმს. სიწმინდისთვის მისი ზრუნვა იქამდე მიდიოდა, რომ ისეთ ბუნებრივ მოვლენასაც კი, როგორიც ღამის ძილისას სიზმარში დედაკაცის ნახვაა, ყურადღებას აქცევდა.

- თუ მაცდუნებელ სიზმარს არ ნახულობ, მაშინ ეს ცოდვა არ არის, ბუნებრივი მოვლენააო, - ამბობდა, - მაგრამ თუ ძილში დედაკაცი გეჩვენება და ხორციელად აღიძვრები, ჩანს, სული არაწმინდა სურვილებით არის სავსე, საიდანაც იშვება არაწმინდა ფიქრები. ამიტომაც აუცილებელია, მონაზვნებმა ყველანაირად უკუაგდონ ფანტაზიის მაცდუნებელი სახეები, თორემ რა განსხვავება იქნება მონაზონსა და ერისკაცს შორის?

მონაზვნებს მართებთ, მარხვითა და ლოცვით სძლიონ ბუნებრივ ხორციელ მოთხოვნილებებს. ფუფუნებაში მყოფნი როცა ავადდებიან, ასრულებენ ექიმის დანიშნულებას და თავს იკავებენ იმისგან, რაც მათთვის საზიანოა. რაღა უნდა ვთქვათ მონაზონზე, რომლის მთავარი მიზანი სულისა და სხეულის ჯანმრთელობაა?“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2019, 10:42 AM
პოსტი #2411


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოშურნმე მონაზონმა ქრისტეს ცხოვრების ყოველი საფეხური უნდა გაიაროს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2019, 01:07 PM
პოსტი #2412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი აზრების მხილებას, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობით უნდა განიმსჭვალოს და არ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული წარმოდგენა ყველაფრის ცოდნის გამო.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2019, 12:00 PM
პოსტი #2413


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ახალდამწყები მონაზონი, ჩემი მოძღვრის კანონს მივდევდი და ღამისთევის მერე ორი-სამი საათი მეძინა. თუმცა ზოგჯერ ძილისთვის განკუთვნილ დროს მტერი უძილობას და გარდამეტებულ ღელვას მომგვრიდა, ასე რომ, წამოდგომის დროსაც კი თვალი არ მქონდა მოხუჭული. მაგრამ როცა მაღვიძარა დარეკავდა, მაშინვე წამოვხტებოდი ხოლმე საწოლიდან, მივრბოდი მოძღვართან, კურთხევას ვიღებდი და მერე ღამისთევის ლოცვას ვაგრძელებდი.

თუმცა უმალ დამეძგერდებოდა ხოლმე ბოროტი მეზვერე, რომელიც ლოცვის ჟამს თავის ბაჟს - ძილს მოითხოვდა. დღისით, მორჩილების საქმით დაღლილი და უძილობით გაწამებული, დაჯდომას ვერ ვბედავდი, რადგან კედელს მივეყრდნობოდი თუ არა, მიმეძინებოდა. იძულებული ვხდებოდი, ისე ვმდგარიყავი, არაფერს დავყრდნობოდი, მაგრამ მალევე მაინც გონებას ვკარგავდი. მაშინ მოვიფიქრე - ხელები ზევით აღვმართე და ვთქვი: "ხელებს მანამდე არ ჩამოვუშვებ, ვიდრე არ განვდევნი ჩემგან სასოწარკვეთის ეშმაკს". ერთხელ ხელები ისე დამიბუჟდა, რომ ძლივძლივობით ჩამოვწიე. მაგრამ ეს ვერ დამეხმარა. ნელ-ნელა სასოწარკვეთა გადიოდა და ისეთი ლოცვა მოდიოდა, ისეთი გულისშემუსვრილება, რომ შეუძლებელია ენით მისი გადმოცემა.

ერთხელ მამა იოსებმა ჯოხი მომცა - აი, ეს არის საუკეთესო წამალი ყველა ვნებისთვისო. უძილობა მაშინ ისევ მაწუხებდა. სასოწარკვეთის დემონმაც არ დააყოვნა და თავისი ფრთებით გამომეცხადა: - შენ ჩემი მოვალე ხარო. ვპასუხობდი: დამაცადე და ვალს გაგისტუმრებ-მეთქი. მერე ვიღებდი მოძღვრის მიერ ნაჩუქარ კეტს და რისხვით ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "ჰოი, შე მძორო სხეულო, მითხარი: ხომ გქონდა გამოძინების საშუალება? მე შენ დაძინებისთვის დრო მოგეცი, ვინ გიბრძანა, თვალი არ მოგეხუჭა? აჰა შენ სამაგიერო და ვნახოთ, სხვა დროს თუ დაუჯერებ მტერს"... თეძოზე ჯოხს გადავიჭერდი. ჯოხის დარტყმა სახუმარო არ არის. ტკივილისგან იატაკზე ეცემი, წამოდგები და ისევ ირტყამ ჯოხს. ჩემო შვილო, გინახავს, როგორ ქრება ელვასავით, წამისყოფაში სასოწარკვეთის დემონი?

დამიჯერე, რომ იმ დღეებში როცა ჯოხს ვიყენებდი, ისეთი ღამისთევის ლოცვები მქონდა, ძნელია მისი აღწერა. ცრემლთა ფრქვევით თვალები მიწითლდებოდა... ისეთი წმინდა ლოცვა მქონდა, ისეთი მხურვალე, რომ ჭვრეტამდე ადიოდა.

ერთხელაც ვძლიე მოწყინებას და ვითარცა სანთელი ზევით ვისწრაფე, ხუთი-ექვსი საათი მუხლჩაუხრელად ვიდექი ღამისთევის ლოცვაზე. როგორც მომეჩვენა, ამან საშინლად გააბოროტა ეშმაკი. უცებ ქვითინი მომესმა, თითქოს დედაკაცი დასტირის მკვდარ შვილსო. მივიხედე სარკმლისკენ - საშინელი შავი გოლიათი დგას ჩემი კელიის სიახლოვეს. შევძრწუნდი, მაგრამ ღმერთმა მხნეობა მომცა და ვკითხე:

- ვინა ხარ და ამ დროს აქ რას აკეთებ?

მან უკმაყოფილოდ და რისხვით მიპასუხა:

- მივდივარ, ბერო, მივდივარ. შენ მე მომწვი. მეტად აღარ შემიძლია შენს გვერდით ყოფნა. მე სასოწარკვეთის დემონი ვარ. თქვა ეს და გაქრა.

- აი, ასე, ჩემო შვილო. რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი, მინდა მიხვდე, ვისთან გვაქვს საქმე მონაზვნებს. ფხიზლად და ყურადღებით იყავი.“





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2019, 11:59 AM
პოსტი #2414


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ენკრატისი - მოწესე დედა, მონაზონი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2019, 02:51 PM
პოსტი #2415


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნობა პროფესიის არჩევა როდია, ცხოვრების წესია. როცა ამგვარ ნაბიჯს დგამ, უნდა გაისიგრძეგანო, რა ცხოვრებას ირჩევ. ზოგი ამბობს, ღვთის ნება არ იყო და მონაზონი არ გავხდიო. ეს არასწორი აზრია. ღვთის ნება შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ გახდე მონაზონი.

უფალი ადამიანის თავისუფალ ნებას არ ეხება და მისი სურვილის წინააღმდეგ არ მიდის. უწინარესად, ადამიანის ნება უნდა იყოს, თორემ ღვთის ნება ყველაზეა დაშვებული. საკუთარ თავს, სულს და ხორცს სწირავ უფალს. ხშირად ხდება, რომ ადამიანები მონასტერში გარკვეული პრობლემებით მოდიან. გარკვეული დროის შემდეგ სულიერად იკურნებიან და კვლავ ერისკენ მიუწევთ გული.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2019, 01:17 PM
პოსტი #2416


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერს ღმერთის შესახებ ცოდნა არ გააჩნდა, მაგრამ - ღმერთი იცოდა, ცოდნა ჰქონდა, რაც ადამიანთა უმრავლესობისათვის უწვდომელია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2019, 12:00 PM
პოსტი #2417


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მთავარი მონასტრის წევრთა რაოდენობა კი არ არის, არამედ ისეთი ადამიანების მოსვლა, ვისაც მონასტრული წესით ცხოვრება სურს. უფალთან, ჩვენს მამასთან სიახლოვე ყველაზე მეტად მონასტრულ ცხოვრებაშია შესაძლებელი.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2019, 10:59 AM
პოსტი #2418


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორც წმინდა იუსტინა

"ერთ ღვთისმოშიშ გოგონას იმნაირივე განსაცდელი შეემთხვა, როგორიც წმინდა იუსტინას. ერთი კაცი გადაეკიდა და როცა მან არ თანაუგრძნო, კაცმა დახმარებისთვის ჯადოქარს მიმართა. ქალიშვილმა ამის შესახებ ერთგული მსახურისგან შეიტყო, მერე თვითონაც იგრძნო ამ სატანური ძალის მოძალება.

ღვთის გარდა მისი შემწე არავინ იყო, ვინაიდან სულიერად მცხოვრებ ადამიანებს არავის იცნობდა. ერთხელ მსახურმა სიზმარი ნახა, თითქოს მაღალი ბერი შევიდა ქალბატონის ოთახში და ის იქიდან მონაზვნის სამოსში ჩაცმული გამოიყვანა. მალევე ამ გოგონას ახლობლებმა, აქამდე რომ არ უმასპინძლიათ მონაზონთათვის, უეცრად მოისურვეს მამა ანტონის მიპატიჟება.

იმავე საღამოს, ღვთის განგებულებით, მამა ანტონი მიუპატიჟებლად ეწვია მათ, მანამდე უცნობ ოჯახს. ზღურბლთან მამა ანტონს ეშმაკთა დასი წინ გადაუდგა და შესვლა აუკრძალა. მაგრამ ღვთის სახელის მოწოდებით, მან მიმოფანტა ისინი.
როცა სახლში შევიდა, ყველამ დაინახა, რომ მკვდრისფერი დასდებოდა ბერს სახეზე. მსახურმა მასში სიზმრად ნანახი ბერი შეიცნო. გოგონა მთლიანად მიენდო მოძღვარს და წერილობით გაუმხილა თავისი განსაცდელის შესახებ. მამა ანტონი მიხვდა, რომ ამ ქალიშვილისთვის ხსნა მხოლოდ მონაზვნობაში იყო, თუმცა მის ახლობლებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ.

ერთხლაც, როცა ერთ-ერთ დედათა მონასტერში მამა ანტონი მონაზვნად აღკვეცის წესს ასრულებდა, მასზე დასასწრებად ქალიშვილის ოჯახის წევრები მიიპატიჟა. ნანახმა ისე იმოქმედა მათზე, რომ ქალიშვილს მონასტერში წასვლის ნება მისცეს. თუმცა ჯადოქარი იმუქრებოდა, იქიდანაც გამოვათრევო.

ახალგაზრდა მორჩილმა კვლავ იგრძნო ვნებების მოძალება. საბოლოოდ, მას მამა ანტონის ლოცვამ და იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალმა მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა უშველეს. წმინდა ფილარეტი მას ძილში გამოეცხადა, მესამოცე ფსალმუნი წაუკითხა და უბრძანა, მასთან ერთად გაემეორებინა ფსალმუნის მუხლები, მერე კი აკურთხა, ყოველდღიურად წაეკითხა ეს ფსალმუნი. გამოიღვიძა ქალიშვილმა და იგრძნო, რომ ვნება, რომელიც უკვე მრავალი წელი აწუხებდა, განშორებოდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2019, 12:26 PM
პოსტი #2419


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იჯექი შენს კელიაში, ის ყველაფერს გასწავლის“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2019, 12:23 PM
პოსტი #2420


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა მამათა განმარტებით, მონასტერი არის სულის საავადმყოფო. ერისკაცები კი მონასტერში ერისკაცული ჩვეულებით და იმ განწყობით მიდიან, რომ გარკვეული მსახურების შემდეგ გარდაქმნან საკუთარ თავში ძველი ადამიანი და უმკურნალონ საკუთარ სულს. ცდილობენ, იცხოვრონ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად, სახარების მცნებებით, ანგელოზებრივ, რასაც საბოლოოდ ცხონების გზამდე მიჰყავს ადამიანი.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 119 120 121 122 123 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი