თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ წიგნები - ტრაგედია თუ საშინელება

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 6 2008, 02:01 PM

უკვე მართლაც სავალალო სიტუაციაა ე.წ. მართლმადიდებლური წიგნების ნუსხაში- რას არ შეხვდები კაცი: სტალინის მართლმადიდებლობას, რასპუტინის სტარეცობას და ივანე მრისხანეს დიდ მოსაგრეობას...

თუ ასე გავაგრძელეთ, უკეთეს შემთხვევაში სულიერად უკვე ვიქნებით რუსეთის გუბერნია biggrin.gif ან უარესში - დაბოლილი მრევლი laugh.gif

იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი, სადაც ვთხოვთ მას, რომ ყვითელი პრესის არსებობა მაქსიმალურად შეიზღუდოს საეკლესიო მაღაზიების დახლებზე, მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 6 2008, 02:17 PM

ციტატა
მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული.

აბა!

მე დღემდე მეკითხებიან ისევ და ისევ თავიდან, რატომ არ უნდა წავიკითხოთ წიგნი მეორედ მოსვლის წინაწარმეტყველებაზე, როცა აწერია რომ პატრიარქის ლოცვაკურთხევეთაა გამოსულიო...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 6 2008, 02:19 PM

კარგი იქნება მართლა, თუ მეტი კონტროლი გაეწევა იმ მასალას, რასაც მრევლი ვიღებთ, მითუმეტეს როცა უწმინდესის სახელით ხდება ამის მოწოდება.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 04:46 PM

ამას გარდა, არ შეიძლება აიკრძალოს ლელა კაკულიას გაზეთი? რა უბედურებაა, ეს რა არის. დღეს რუსთავი 2-ის დილის ეთერშიც კი მიიწვიეს. რა სიჩლუნგეა!

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 04:48 PM

ციტატა
ამას გარდა, არ შეიძლება აიკრძალოს ლელა კაკულიას გაზეთი? რა უბედურებაა, ეს რა არის. დღეს რუსთავი 2-ის დილის ეთერშიც კი მიიწვიეს. რა სიჩლუნგეა!

გეთანხმები სიჩლუნგეა მარა რატო უნდა აიკრძალოს?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Oct 6 2008, 04:48 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 6 2008, 04:46 PM) *

ამას გარდა, არ შეიძლება აიკრძალოს ლელა კაკულიას გაზეთი? რა უბედურებაა, ეს რა არის. დღეს რუსთავი 2-ის დილის ეთერშიც კი მიიწვიეს. რა სიჩლუნგეა!



რას ამბობ,ერტი მასულდგმულებელი არტერია დარჩა ჭორის მაძიებელ მოსახლეობას და მაგასაც უკვეთავ ?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 04:53 PM

ციტატა(MARDUK @ Oct 6 2008, 05:48 PM) *

გეთანხმები სიჩლუნგეა მარა რატო უნდა აიკრძალოს?

იმიტომ რომ ხალხს ურჩევნია ამ იდიოტიზმში 2 ლარი თხლიშოს, ვიდრე წავიდეს და რამე სასარგებლო იკითხოს. მისი უფრო სჯერათ დღეს, ვიდრე ნებისმიერი წმინდა მამის დარიგების. წინასწარმეტყველს უწოდებენ, ''ქრონიკა'' რეკლამაზე გადის, რეკლამის ტიხარში კაკულიას გაზეთია, რეკლამის შემდეგ პატრიარქის ქადაგების რეზიუმეს უჩვენებენ. ეს არ არის მარაზმი? ან დღეს ''დილა მშვიდობისა, საქართველომ'' რომ გაგვითენა დილა მისი სტუდიაში მოწვევით, ეს რაღაა? მგონი მსგავის შინაარსის გაზეთებზე ცენზურა ვრცელდება და წინასწარმეტყველს მხოლოდ ეკელსია თუ უწოდებს ვინმეს, რა უბედურებაა, ეს ქალი ვინ არის?

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Oct 6 2008, 04:54 PM

კანუდოსელი
გეთანხმები smile.gif იმდენი სულელური წიგნები იყიდება და თანაც წარწერით,რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არის გამოცემული.მგონი ამას აშკარად უნდა აკრძალვა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 04:54 PM

ციტატა(nino_ni @ Oct 6 2008, 05:54 PM) *

კანუდოსელი
გეთანხმები smile.gif იმდენი სულელური წიგნები იყიდება და თანაც წარწერით,რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არის გამოცემული.მგონი ამას აშკარად უნდა აკრძალვა.

აკრძალულია უკვე: თუ წიგნს საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის გრიფი არ ადევს, ყალბია. მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 05:01 PM

ციტატა
იმიტომ რომ ხალხს ურჩევნია ამ იდიოტიზმში 2 ლარი თხლიშოს, ვიდრე წავიდეს და რამე სასარგებლო იკითხოს. მისი უფრო სჯერათ დღეს, ვიდრე ნებისმიერი წმინდა მამის დარიგების. წინასწარმეტყველს უწოდებენ, ''ქრონიკა'' რეკლამაზე გადის, რეკლამის ტიხარში კაკულიას გაზეთია, რეკლამის შემდეგ პატრიარქის ქადაგების რეზიუმეს უჩვენებენ. ეს არ არის მარაზმი? ან დღეს ''დილა მშვიდობისა, საქართველომ'' რომ გაგვითენა დილა მისი სტუდიაში მოწვევით, ეს რაღაა? მგონი მსგავის შინაარსის გაზეთებზე ცენზურა ვრცელდება და წინასწარმეტყველს მხოლოდ ეკელსია თუ უწოდებს ვინმეს, რა უბედურებაა, ეს ქალი ვინ არის?

ვინც მაგ გაზეთს კითხულობს ეჭვი მეპარება მაგის აკრძალვის შემთხვევაშიც რამე ნორმალურის კითხვა დაიწყოს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 05:03 PM

ციტატა(MARDUK @ Oct 6 2008, 06:01 PM) *

ვინც მაგ გაზეთს კითხულობს ეჭვი მეპარება მაგის აკრძალვის შემთხვევაშიც რამე ნორმალურის კითხვა დაიწყოს

მართებული ლოგიკაა, მაგრამ იმ ტელევიზიებს რა ვუთხრაი, ვინც მაგას სტუდიაში იწვევს, არადა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაო, სვეტიო, დონეო biggrin.gif

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 05:06 PM

ციტატა
მაგრამ იმ ტელევიზიებს რა ვუთხრაი, ვინც მაგას სტუდიაში იწვევს, არადა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაო, სვეტიო, დონეო

ნუ დილის გადაცემას უმეტესად მგონი რო 50-70 წლის ხალხი უყურებს და მაგ გაზეთის მკითხველებიც ეგენი არიან ასე რომ ძალიან სწორედ შეარჩიეს ვინც უნდა მოეწვიათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 05:08 PM

ციტატა(MARDUK @ Oct 6 2008, 06:06 PM) *

ნუ დილის გადაცემას უმეტესად მგონი რო 50-70 წლის ხალხი უყურებს და მაგ გაზეთის მკითხველებიც ეგენი არიან ასე რომ ძალიან სწორედ შეარჩიეს ვინც უნდა მოეწვიათ biggrin.gif

არა, დილის გადაცემას უყურებს ნახევარი საქართველი, რომელიც დილით სამსახურში, ან სკოლაში გარბის, თან ყავას სვამს და თან სიახლეებს, ამინდს, ვალუტის კურსს ეცნობა ტვ-ს საშუალებით

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 05:09 PM

ციტატა
არა, დილის გადაცემას უყურებს ნახევარი საქართველი, რომელიც დილით სამსახურში, ან სკოლაში გარბის, თან ყავას სვამს და თან სიახლეებს, ამინდს, ვალუტის კურსს ეცნობა ტვ-ს საშუალებით

ჩამოვრჩენივარ ცხოვრებას

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 6 2008, 05:22 PM

კანუდოსელი
აუცილებლად. თუმცა მიმართვას, ჩემი აზრით, მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და იგი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული, შესაბამისი ციტატებით გამყარებული მცირე ანალიზი იმისა, რაც ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ - იმის მითითება, რაც გვინდა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 05:44 PM

ციტატა
აკრძალულია უკვე: თუ წიგნს საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის გრიფი არ ადევს, ყალბია. მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს

არც არაფერია აკრძალული, ანდა ის რომ აკრძალულია იცის მხოლოდ ამკრძალავმა, და გაგებაში არაა ამაზე არც მრევლი, ვინც ყიდულობს, არც ის ვინც ბეჭდავს ( იშვიათად იცის, მაგრამ მაინც ბეჭდავს) და არც ის ვინც იბარებს საეკლესიო მაღაზიებში ( იშვიათი გამონაკლისი აქაცაა), მე ცოტა ხნით ვიყავი საქართველოში და ეს საშინელება ყოველ ნაბიჯზე შემხვდა თბილისში...
არ უნდა ამას დიდი გამოძიება, არაა საჭირო გლდანის, ან თემქას საეკლესიო მაღაზიებში წახვიდეთ, ამოუყევით ლესელიძეს და იქ ჩარიკრიკებულ მდიდრულ საეკლესიო მაღაზიებში დაითვალეთ რამდენი წიგნია გრიფით და რამდენია უგრიფოდ! 3-4 ცალია მხოლოდ გრიფით და ისიც ისეთები, რომელიც უგრიფოდაც რომ იყოს არც არაფერი დაშავდება, გრიფი იქაა საჭირო, სადაც ხალხის "სუპერდაბოლება" ხდება, რატომ არ აკონტროლებენ ამას? ეს ხომ იქვეა საპატრიარქოდან 5 წუთში? მე ვნახე იქ პოლიტიზირებული ჟურნალები, სრული იდიოტიზმით სავსე, რომელსაც მყვირალა სახელები "მართლმადიდებლობა"-ს დამატებით მიუღიათ, დანარჩენი კი მხეცები და რიცხვები ხომ მოდაშია და მიდის ბიზნესი...
უნდა მოითხოვოს აუცილებლად მკაცრი კონტროლის დაწესება საეკლესიო მაღაზიებზე და ეკლესიებზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ გრიფის გარეშე დაბეჭდილი წიგნი, თუნდაც ზედ ვინმე მოძღვრის, მეუფის, თუ თავად პატრიარქის "ლოცვა-კურთხევით იბეჭდება ეწეროს"... მასე მე ვიცი ერთი პოპულარული წიგნი, სადაც წიგნის ავტორი ( მოპასუხე) , წიგნის რეცენზენტი და ლოცვა-კურთხევის გამცემი ამ წიგნის დაბეჭდვაზე ერთიდაიგივე დეკანოზია ohmy.gif ,
ეგ ხომ სრული ქაოსია და არის კიდეც სისულელეებით სავსე ის წიგნი...
ასე რომ მივესალმები ზაზას ინიციატივას და დიდი სიამოვნებით შევუერთდები!
კაიროსი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 05:47 PM

KAIROS
ჰოდა, ვინც იღებს, იმის ბრალია. ყველამ ძალიან კარგად იცის, ნებისმიერ წერტილს, ეკელსიას, მაღაზიას დაგზავნილი აქვს ცნობა და კარძალვა ამის შესახებ, რომელსაც არტყია პატრიარქის მდივნის ბეჭედი... მაგრამ ზოგს სხვა ინტერესი აქვს, ზოგის მოძღარი სხვა აზრზეა. ბერკეტი არ არსბეობს, რომელიც პერიოდულად რევიზიას ჩაატარებს და იმის ბრალია ყველაფერი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2008, 05:53 PM

შეიძლება არ მქონდეს ამის თქმის უფლება, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რომ დღეს დღეისობით საეკლესიო მაღაზიები დაემსგავსნენ მხოლოდ სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს.

სამწუხაროა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 05:54 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Oct 6 2008, 06:53 PM) *

შეიძლება არ მქონდეს ამის თქმის უფლება, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რომ დღეს დღეისობით საეკლესიო მაღაზიები დაემსგავსნენ მხოლოდ სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს.

სამწუხაროა.

მართალი ხარ. ეს არის ბიზნესი, რომელიც არ კონტროლდება, რადგან ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან და ყველა ცდილობს მის სახელს ამოაფაროს საკუთრაი მეწარმოება huh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 6 2008, 09:12 PM

ციტატა
შეიძლება არ მქონდეს ამის თქმის უფლება, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რომ დღეს დღეისობით საეკლესიო მაღაზიები დაემსგავსნენ მხოლოდ სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს.


ვაჭრებისგან სულიერებას ნუ ითხოვთ...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 7 2008, 02:39 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 6 2008, 05:22 PM) *

კანუდოსელი
აუცილებლად. თუმცა მიმართვას, ჩემი აზრით, მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და იგი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული, შესაბამისი ციტატებით გამყარებული მცირე ანალიზი იმისა, რაც ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ - იმის მითითება, რაც გვინდა.


კი ბატონო, მერე ვინაა ამისი წინააღმდეგი?
დაიწყე და მეც დაგეხმარები....

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 7 2008, 09:21 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 6 2008, 03:01 PM) *

უკვე მართლაც სავალალო სიტუაციაა ე.წ. მართლმადიდებლური წიგნების ნუსხაში- რას არ შეხვდები კაცი: სტალინის მართლმადიდებლობას, რასპუტინის სტარეცობას და ივანე მრისხანეს დიდ მოსაგრეობას...

თუ ასე გავაგრძელეთ, უკეთეს შემთხვევაში სულიერად უკვე ვიქნებით რუსეთის გუბერნია biggrin.gif ან უარესში - დაბოლილი მრევლი laugh.gif

იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი, სადაც ვთხოვთ მას, რომ ყვითელი პრესის არსებობა მაქსიმალურად შეიზღუდოს საეკლესიო მაღაზიების დახლებზე, მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული.


მართალი ხართ


ისე ეს პობლემა დიდი ხანია დგას და რაღაც ზომები ამდეხანს არ უნდა ყოფილიყო მიღებული?

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Oct 8 2008, 01:09 AM

ციტატა(BOO @ Oct 7 2008, 09:21 PM) *

მართალი ხართ
ისე ეს პობლემა დიდი ხანია დგას და რაღაც ზომები ამდეხანს არ უნდა ყოფილიყო მიღებული?

ათასი ნაგავი ლიტერატურა მაინც გაიყიდება, ვერც ვერავინ მოახერხებს ამის კონტროლს, მაგრამ იქნებ სჯობდეს რომელი ლიტერატურაა სანდო დაიდოს ერთ-ერთ განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Oct 10 2008, 07:46 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 6 2008, 04:54 PM) *

აკრძალულია უკვე: თუ წიგნს საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის გრიფი არ ადევს, ყალბია. მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს



დაახლოებით რაზეა ლაპარაკი?

ეგ კი არა ამას ცინათ ერთმა მამაომ თქვა რომ ხატებიც კი არ არისო ყველა კანონიკური unsure.gif

რა საშინელი სიტუაციაა ,აბა რაგას უნდა ენდო ან სად უნდა იყიდო sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 11 2008, 03:53 AM

ციტატა
იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი


რა სტადიაშია ეგ საქმე?

პოსტის ავტორი: Raycher თარიღი: Oct 12 2008, 11:11 PM

S a l l y

ციტატა
I just wanna feel !!!

რიილ ლაავ... skate.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 13 2008, 12:09 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ამას გარდა, არ შეიძლება აიკრძალოს ლელა კაკულიას გაზეთი? რა უბედურებაა, ეს რა არის. დღეს რუსთავი 2-ის დილის ეთერშიც კი მიიწვიეს. რა სიჩლუნგეა!

მიშას გაზეთია ეგ biggrin.gif

თათარაშვილი
ციტატა
შეიძლება არ მქონდეს ამის თქმის უფლება, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რომ დღეს დღეისობით საეკლესიო მაღაზიები დაემსგავსნენ მხოლოდ სავაჭრო დანიშნულების ობიექტებს.

rolleyes.gif აშკარად მართალია ეს კაცი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 13 2008, 03:48 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 11 2008, 03:53 AM) *

რა სტადიაშია ეგ საქმე?

მეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 13 2008, 03:50 PM

რითი დავიწყოთ საქმე? ავიღოთ რამდენიმე ცალკეული გამოცემა, "გავაუთოვოთ" ( laugh.gif ) და ამ ტიპის დასკვნა გავუგზავნოთ, თუ ზოგადი სახის წერილი შევადგინოთ, სადაც ერთიანად მოვიხსენიებთ ყველა პრობლემას?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 13 2008, 03:51 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 13 2008, 03:50 PM) *

რითი დავიწყოთ საქმე? ავიღოთ რამდენიმე ცალკეული გამოცემა, "გავაუთოვოთ" ( laugh.gif ) და ამ ტიპის დასკვნა გავუგზავნოთ, თუ ზოგადი სახის წერილი შევადგინოთ, სადაც ერთიანად მოვიხსენიებთ ყველა პრობლემას?

ყველას, მაგრამ კონკრეტული დეტალიზაციის მაგალითზე

პოსტის ავტორი: alexandros თარიღი: Oct 14 2008, 03:03 AM

ციტატა(kato_Bato @ Oct 6 2008, 02:17 PM) *

აბა!

მე დღემდე მეკითხებიან ისევ და ისევ თავიდან, რატომ არ უნდა წავიკითხოთ წიგნი მეორედ მოსვლის წინაწარმეტყველებაზე, როცა აწერია რომ პატრიარქის ლოცვაკურთხევეთაა გამოსულიო...



მეორედ მოსვლა ძალიან პოპულარული თემაა, მიუხედავად ამისა მგონი ჯობს ქრისტეზე ვიკითხოთ წიგნები ვიდრე ანტიქრისტეზე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 14 2008, 03:33 AM

ციტატა



მეორედ მოსვლა ძალიან პოპულარული თემაა, მიუხედავად ამისა მგონი ჯობს ქრისტეზე ვიკითხოთ წიგნები ვიდრე ანტიქრისტეზე

ყოჩაღ, კეთილი იყოს შენი მოსვლა, ა კაცი მეორე პოსტიდანვე სჩანს სწორი პოზიცია smile.gif
ციტატა
Newbie


ჯგუფი: Members
პოსტები: 2

იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
დავით, გააშანშალე წერილი და განვიხილოთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 15 2008, 09:57 AM

KAIROS
ტკბილო, შეეზარდე ამბიონს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 15 2008, 10:59 PM

ციტატა
ტკბილო, შეეზარდე ამბიონს?

biggrin.gif
კაცო მაგ ენაკვიმატობას სჯობს ის წერილი დაიწეროს სანამ დროა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 17 2008, 12:10 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 6 2008, 04:46 PM) *

ამას გარდა, არ შეიძლება აიკრძალოს ლელა კაკულიას გაზეთი? რა უბედურებაა, ეს რა არის. დღეს რუსთავი 2-ის დილის ეთერშიც კი მიიწვიეს. რა სიჩლუნგეა!

აკრძალვა საერთოდ არასწორი წესია...

მე იმ წიგნების აკრძალვის მომხრე კი არ ვარ, არამეტ მათი გავრცელებისა საპატრიარქოს სახელით.

თუ ვინმეს უნდა, გაყიდოს საკუთარ მაღაზიაში, მაგრამ საპატრიარქოს გრიფით და საპატრიარქოს მაღაზიებში - ასეთი წიგნები არ უნდა იყიდებოდეს

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 17 2008, 07:16 PM

მიდის საქმე წინ, თუ როგორც ყოველტვის ენას ვიქავებთ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 19 2008, 04:55 AM

ველოდებით ტექსტს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 25 2008, 03:15 AM

ციტატა
Oct 11 2008


ციტატა
ველოდებით ტექსტს


ისევ ველოდებით ტექსტს biggrin.gif

25.10.2008

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 2 2008, 08:19 AM

ციტატა
Oct 11 2008



ციტატა
ველოდებით ტექსტს


ისევ ველოდებით ტექსტს

25.10.2008


და კვლავ ველოდებით ტექსტს:

02.11.2008

პოსტის ავტორი: ado-mari თარიღი: Nov 3 2008, 12:42 AM

დალოდების საათი როდემდეა? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 3 2008, 03:54 AM

ციტატა
დალოდების საათი როდემდეა?

არ იწურება sad.gif


ეს ახალი იდეაც ახალი ლოდინის რიგში იყოს...

ყველამ ამ ფორუმზე, უნდა დაფიქრდეს ამ შემზარავ ფაქტზე და სრული გააზრებით უნდა დაგმოს მომხდარი, შესანიშნავად დაწერა მნათუკამ :

ციტატა
იმ ფონზე როცა ეს მხეცები თავისუფალ ადამიანებს ურტყამენ, იმ ფონზე როცა ირღვევა ფუნდამენტური უფლებები, იმ ფონზე როცა ყველა ნორმალური უნდა საუბრობდეს საშინელ განუკითხაობაზე, ვდგავართ და მოვთქვამთ გადაჯიშებულ ადამიანებზე, რომლებიც უჰელოუინოდაც ისეთები არიან, როგორებიც ჰელოუინანად და თქვენ წარმოიდგინეთ მათზე ეს არავითარ გავლენას არ ახდენს

ამიტომ, ახლა მარტივად და გასაგებად უნდა ვუპასუხოთ უმარტივეს კითხვას( არაა საჭირო, ახლა აქ "კი, მაგრამ" და მსგავსი...):
1. ვგმობთ თუ არა ექსტრემისტი ვაიმღვდლების და მათი უიმრევლის საშინელ საქციელს?
2. ვაღიარებთ თუ არა რომ საქართველოში არსებობს აღმსარებლობის თავისუფლება?
3. ვგმობთ თუ არა ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, მითუმეტეს მართლმადიდებლობის სახელით ?
----------------
ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს კარგად დაწერა გიორგიმ :

ციტატა
მოკლედ მე მიქსერით და კეტით ნამდვილად არავის გამოვეკიდები და არც უფლება მაქვს ვინმეს რაიმე ავუკრძალო თუნდაც სიტყვიერად, მაგრამ ვინმეს რომ რჩევა ეკითხა წავიდე თუ არა ჰალოუინზეო, მე ვურჩევდი რომ არ წასულიყო...
სწორედ რომ ქადაგება, მისია და პირადი მაგალითი იყო, არის და დარჩება ქრისტიანობის ერთადერთი იარაღი!
ახლა, ხომ არის აქ რაღაც ახალგაზრდული გაერთიანება? და თუ ნამდვილად გვინდა საღი აზრის ეკლესიაში ასეთუისე არსებობის შესახებ საზოგადოებამაც რაიმე გაიგოს, მაშინ სასწრაფოდ, ამ დღეებშივე, ამ გაერთიანებამ და ამ ფორუმმა უნდა მიიღოს საპროტესტო წერილი, სადაც იმასაც იტყვის, რომ Halloween არის უცხო ხალხური დღესასწაული, დაკავშირებული ძველ წარმართულ ისტორიასთან და ჩვენთვის მასში მონაწილეობა მიუღებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი ჩვენთაგანი აღიარებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას და მის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი სხვა რელიგიის, ან სხვა ტრადიციის ( მათ შორის წარმართული ფესვების მქონესი) შეკრებასა თუ დღესასწაულში,და შემდეგ აუცილებალად უკიდურეს შეშფოთება უნდა გამოითქვას იმ ზოგიერთ მართლმადიდებელთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობისა და ცემის ფაქტებზე, მითუმეტეს როცა ეს ჯგუფი ორგანიზირებულია მრევლია და ზოგი მოძღვრის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი წაქეზებით მოქმედებენ...
ან ეს უნდა ვთქვათ ხალხო, ან არადა... ან არადა მაშინ საერთოდ რას ფუნქცია აკისრია იმ გაერთიანებას ან თუნდაც ამ ფორუმს თუ ხალხს არ დაანახა რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა და რომ არსებობს ახალგაზრდა მართლმადიდებლები, რომლებიც სიმართლეს ყველგან და ხმამაღლა ამბობენ?
იმედია ეს აზრიც, როგორც ის რაც "ყვითელი პრესის წინააღმდეგ" არ ჩაიფარცხება... საერთოდ იყოს ეს ორგანიზაცია ცოცხალი და მოქმედი, რაა ამაში ცუდი?
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: dimonX თარიღი: Dec 25 2008, 12:56 PM

ციტატა
იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი, სადაც ვთხოვთ მას, რომ ყვითელი პრესის არსებობა მაქსიმალურად შეიზღუდოს საეკლესიო მაღაზიების დახლებზე, მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული.

ამ ქვეყანაში დემოკრატიააა

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Apr 22 2009, 11:15 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 6 2008, 05:54 PM) *

აკრძალულია უკვე: თუ წიგნს საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის გრიფი არ ადევს, ყალბია.


მართლა??? blink.gif blink.gif blink.gif მე რომ არსად მინახავს ეგ გრიფი თითქმის? დიდი ხანია არსებობს? სულ ვაკვირდები.

პოსტის ავტორი: sulis xelovneba თარიღი: May 31 2009, 07:44 PM

პრესა, ტელევიზია და ა.შ რაც სიბინძურეზე მეტყველებს, საცდურებია და მეტი არაფერი, გაუშვი იყოს,მთავარია მახეში არ გაება... იცი ცუდია არა? და კარგს არაფერს შეგმატებს,უკუეგდე მათზე ფიქრი,ზედმეტი ბარგია...

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jun 26 2009, 05:06 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 6 2008, 06:22 PM) *

კანუდოსელი
აუცილებლად. თუმცა მიმართვას, ჩემი აზრით, მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და იგი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული, შესაბამისი ციტატებით გამყარებული მცირე ანალიზი იმისა, რაც ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ - იმის მითითება, რაც გვინდა.

რა ხდება? ყველაფერს როგორ ჭირდება დაღეჭვა, ლანგარზე მირთმევა. ლამის არის ჩვენვე წავუკითხოთ. ის ხდება რომ არავის არ ანაღვლებს არაფერი. ყველაფერი მოსაჩვენებლად არის. დროის გაწელვა, ვითომ განხილვა. ბოლოს არაფერი.

პოსტის ავტორი: odishari თარიღი: Feb 12 2010, 03:46 PM

უფ, რა ძველი თემა ყოფილა...


ტექსტი ისევ არ დევს... ეტყობა საქმე ვერ იქნა საქმე ბოლომდე მიყვანილი...

პოსტის ავტორი: nibiru თარიღი: May 21 2012, 11:06 PM

ბევრია მომხრე აკრძალვების, აკრძალვები და ძალადობა კი არაა კაი, ცუდი ყოველთვის იქნება ამიტომ ჩვენ გავაკეთოდ არჩევანი და სხვასაც დავეხმაროთ. ძროხისგან შეგვიძლია მივიღოთ რძე და შარდიც, მაგრამ ვირჩევთ რძეს a075.gif ასე რომ თუ ხალხი არ უყურებს მაგ გადაცემებს ისინიც არ გააკეთებენ და დაწერენ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)