დამლოცეთ მამაო, რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან
1)ხშირად მომდის ისეთი აზრები რომ შეიძლება ჩემი ცოდვების გამო სხვა ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ძალიან ხშირად მიწევს აღსარების ჩაბარება ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე, მაგრამ ჩემი მოძღვარი კურთხევას იძლევა თუნდაც თვეში მხოლოდ ერთხელ აღსარების ჩაბარებაზე (თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა) და მსგავსი ქმედება გამართლებულია?
2)ადრე სანამ ქრისტიანულ ცხოვრებას კარგად გავეცნობოდი, მინოდა ბერობა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ბერობას ვერ შევძლებ და ამის სურვილი აღარ მაქ... ეს სურვილი როდესაც, მქონდა და დედაჩემს ვკითხე სურდა თუ არა რომ შავ სამღვდელოებაში წავსულიყავი უარყოფიტი პასუხი მივიღე და ახლა ვხვდები, რომ ამ პასუხით მრავალ სიძნელეს გადავურჩი, მაგრამ მაფიქრებს ის რომ ამ ჩემი დაუდევრობით მშობელი ცოდვაში ხომ არ ჩავაგდე?
3)ხშურად მომდის აზრები აღთქმის დადებაზე, მაგრამ აღთქმის დადება არ მინდა მითუმეტეს ვიცი რომ ჩემი ძალებით ამას ვერ შევასრულებ და ამის და მიუხედევად მაინც მომდის ასეთი აზრები და როგორ დავძლიო?
4)ხშირად როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვზივარ, ან სკოლაში ვარ ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მინდება პიჯვრის გადაწერა და ამ საქციელით შეიძლება სხვა დავაბრკოლო, მაგრამ მაფიქრებს უფლის სიტყვები რომ ვისაც ქრისტეს აღიარების მოერიდება კაცთა წინაშე, ქრისტესაც არ აღიარებს მას მისი მამის წინაშე. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნა გადავიწერო პირჯვარი თუ არა?
5)თუ აღსარების თქმის დროს რაიმე ცოდვა გამოგრჩა მაგრამ ამ ცოდვის მსგავსი ცოდვა მოინენიე და არ აპირებდი დაკონკრეტებას არამედ ეს ცოდვები ერთი სახელით უნდა მოგენანიებინა, ამ შემთხვევაში მიტევებულად ითვლება ის ცოდვა რომელიც გამოგვრჩა?
6)ხლობლების დაკარგვის შიში მაქვს ძალიან დიდი, როდესაც რამე ცოდვაში ჩავვარდები სულ ასეთი ფიქრები მომდის რომ შეიძლება ჩემი ცოდვების გამო სხვას რამე დაემართოს და რა ვქნა?
7)მაქვს უკეთურ კაცთა და ბოროტთა შიში, და ამის დასაძლევად რა უნდა ვქნა? ძალით ვიარო იმ ადგილებში სადაც გავლა მეშინია?
8)ძილად მისვლის ლოცვების წაკითხვის შემდეგ შეიძლება რომ საკვები მივიღო?
1-უკაცრავად როგორი ქმედებაა გამართლებული ან პირიქით?
თვეში ერთხელ მაინც რომ ჩააბარო აღსარება?
2-ვფიქრობ მშობელი არ ჩაგიგდიათ ცოდვაში.
3-აზრები ყოველთვის მოგივათ. უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ აღთქმის დადება საერო პირისთვის არაა ,,თლად მიზანშეწონილი .
4-როცა შეგეძლებათ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი.
5-თუ ცოდვა ადამიანს გამორჩა და იგი ეკლესიურად ცხოვრობს , რა თქმა უნდა მიეტევება , მაგრამ თუ შე4გნებულად გამოტოვა არ მიეტევება სანამ ზუსტად მას არ აღიარებს და არ მოინანიებს.
6-ჩვენ ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან ადრე თუ მალე.
სჯობს იმაზე ინერვიულოთ თუ როგორ წარსდგებით ღმერთის წინაშე თქვენ და თქვენი ახლობლები.
7-თუ სადმე გავლა თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია არ უნდა გაიაროთ.
8კარგი იქნება თუ ძილის ლოცვების შემდეგ არ მიიღებთ საკვებს.
Tatoo
აღსარება იმის მიხედვით არ ჩააბაროთ თუ ვინ როდის და რამდენჯერ აკეთებს ამას.
აღსარება ჩააბარეთ მაშინ , როდესაც მზად იქნებით მისთვის და შეეცადეთ რომ ეს მზადყოფნა ხშირი იყოს.
მადლობა პასუხებისთვის მამაო...
ბარემ აქ დავსვმამ ჩემს შეკითხვასაც............
ძალიან ბრაზიანი ვარ. როცა გაბრაზებული ვარ შემიძლია ადამიანს რამე ვესროლო და დავაზიანო..
რაც მეტად ვცდილობ ჩემი სიბრაზის ჩახშობას, მით უფრო მეტად მიგროვდება ჩემი სიბრაზე და კიდევ უარსი ვხდები.........
ლოცვას დავიწყებ და ცუდად ვხდები. ან ჩემს გარშემო ხდება ცუდი რაგაცეები. და სულ სტრესში ვარ.
რა ვქნა?
რამე მირჩიეთ... ვგრძნობ ასე ვერ გავძლებ დიდხანს.........
სულ უბედურად რატომ ვგრძნობ თავს?
რუსიკო
წმინდა მამები ამბობენ: "დაამარცხა ქრისტიანმა მრისხანება და თვითნებობა? მან დაამარცხა ეშმაკი!"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience